განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 180100119002882715
საქმე №1ბ/1562-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
30 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: დავით ყაზარაშვილი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ი---- მ----–----- (პირადი ნომერი: №1----------), დაბადებული 1-----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: დუშეთი, ა-------------–---------; ფაქტობრივად მცხოვრები: დუშეთი, ა-------------–----------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5(ხუთი) წელი. დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა საექიმო საქმიანობის უფლება 3(სამი) წლის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა და ითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
2013 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქალაქ დუშეთში მდებარე შპს „ჯეოჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრს სამშობიარო ტკივილებით მიმართა მოქალაქე დ---- დ------–---–მა, რომელიც მიიღო მორიგე ექიმმა, მეან-გინეკოლოგმა - ი---- მ----–-----მ, რომელსაც დაეწერა პაციენტი, გახდა მასზე პასუხისმგებელი, შესაბამისად დაევალა მისი სწორი და კვალიფიციური მკურნალობის ორგანიზება. იმავე დღეს 17:30 საათზე ი---- მ----–-----მ ფიზიოლოგიურად ამშობიარა დ---- დ------–---–ი, რომელსაც შეეძინა მამრობითი სქესის ნაყოფი. მშობიარობიდან მცირე ხანში დ---- დ------–---–ს განუვითარდა სეფსისი, თუმცა, დ---- დ------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობას გულგრილად მოეპყრო მეან-გინეკოლოგი და მისი მკურნალი ექიმი ი---- მ----–-----, რომელმაც დროულად ვერ შეძლო სწორი დიაგნოზის დადგენა, ასევე არ უზრუნველყო პაციენტის სწორი სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა, რამაც გაართულა მისი მდგომარეობა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მხოლოდ, 2013 წლის 29 იანვარს მოხდა შპს „ჯეოჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრიდან შემდგომი გამოკვლევის მიზნით, დ---- დ------–---–ის გადაყვანა შპს „ჯეოჰოსპიტალსის“ მცხეთის სამედიცინო ცენტრში, სადაც მას დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ოპერაცია საშვილოსნოს ამოკვეთის მიზნით და დაესვა სწორი დიაგნოზი - მწვავე სეფსისის სახით. ვინაიდან, ი---- მ----–-----მ გამოიჩინა გულგრილობა, დროულად ვერ მოახდინა სწორი დიაგნოზის დადგენა, არ უზრუნველყო პაციენტის სწორი სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა, ოპერაციის ჩატარებიდან რამდენიმე საათში, კერძოდ, 2013 წლის 30 იანვარს 06:40 საათზე დ---- დ------–---–ი გარდაიცვალა ფილტვის არტერიისა და ინტრაკარდიალური თრომბოემბოლის შედეგად განვითარებული გულსისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ი---- მ----–-----ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ი---- მ----–-----ს, დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ნ--- გ----------ის, მოწმეების: შ------- ს----–--ს, მ------ ნ-----ის, მ--–---- ჯ------ის, ნ-----–---- კ---------ს, კ---- პ---------ის, ექსპერტ კ--- ა---–--–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, 2013 წლის 28 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, 2014 წლის 5 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, 2018 წლის 17 ოქტომბრის კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ი---- მ----–-----ს ფუნქციებისა და მოვალეობების ნუსხით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ კომისიური წესით შპს „ჯეოჰოსპიტალსის“ დუშეთის და მცხეთის ცენტრებში, დ---- დ------–---–ისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლით, პროფესიული განვითრების საბჭოს გადაწყვეტილებით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად და სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი---- მ----–-----ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი---- მ----–-----მ ჩაიდინა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი---- მ----–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ხასიათდება დადებითად.
ი---- მ----–-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და შეამცირებს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.
ამასთან, ბრალდების მხარეს სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია, რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის უსამართლობას და მისი გამკაცრების აუცილებლობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენი, ი---- მ----–-----ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ დავით ყაზარაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ი---- მ----–----- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5(ხუთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ი---- მ----–-----ს დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას - საექიმო საქმიანობის უფლება 3(სამი) წლის ვადით.
ი---- მ----–-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გაუქმდეს ი---- მ----–-----ს მიმართ გირაოს უზრუნველსაყოფად არჩილ ბურდულის (პირადი N1----------) უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა, დუშეთის რაიონი, ს------–---–----–- მდებარე მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით - 71.62.47.5-- ს/ფ 498.00კვ.მ. (4000 ლარის ექვივალენტურ წილზე).
მსჯავრდებულ ი---- მ----–-----ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /მ. თეთრაული/