განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 130100119002902231
საქმე №1ბ/1279-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოსსახელით
25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ბ----------------–---–ის
ადვოკატ - ზ-------------–-–---–ის
გამართლებულ - მ----------–---–ის
მონაწილეობით,ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მ----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 24 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, რეგისტრირებულის გორის რაიონის სოფელ საქაშეთში და ფაქტობრივად მცხოვრების: ქარელის რაიონის ს------–-------–-- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენით მ----------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ----------–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
მ----------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 თებერვალს, ქარელის რაიონის ს------–-------–- მ----------–---–მა, საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თავისი შვილის, 2--- წლის 23 ივლისს დაბადებული გ----------------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ, დილის საათებში ცემა გ----------------ე, რადგან იგი არ უჯერებდა. მოგვიანებით, მ----------–---–ი გაღიზიანდა ბავშვის მიერ საკვები პროდუქტის გაფუჭების გამო და გ----------------ეს სხეულის სხვადასხვა ადგილზე ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებისათვის მ----------–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა მ----------–---–ის მიერ თავისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის ფაქტი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბ----------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მ----------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტის განმარტებით, სასამართლო განაჩენის გამოტანისას არ დაეყრდნო საქმეში არსებულ იმ საპროცესო დოკუმენტებს და ინფორმაციას, რომლებიც ბრალდებულ მ----------–---–ის მიერ ჩადენილ დანაშაულს შეეხება, სასამართლო არ დაეყრდნო მოწმეთა მიერ საქმის სასამართლო განხილვისას მიცემულ ჩვენებას და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის ირგვლივ საქმეზე გამოკითხულ იქნა მოწმეთა წრე, სამედიცინო ექსპერტის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს წინაშე წარდგენილ იქნა ნეიტრალური და საქმისადმი დაუინტერესებელი პირების ჩვენებები, საკითხი მაინც დამნაშავე პირის სასარგებლოდ გადაწყდა. აპელანტის აზრით, უგულვებელყოფილ იქნა სოციალური მუშაკის - მ-------------–-–---–ის მიერ მიცემული ინფორმაცია, მისი ჩვენება განმარტებულია გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი მზაობით და არ არის მსჯელობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტორებზე, ასევეა განმარტებული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები. განაჩენი დაფუძნებულია დაცვის მხარის ირიბი მოწმეების ჩვენებებზე, მათ შორის მ----------–---–ის მეუღლის და შემდგომში საქმეში ჩართული ნათესავების ირიბ ჩვენებებზე; უგულვებელყოფილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება და იგი გაგებულია მ----------–---–ის სასარგებლოდ. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, თუ რის გამო შეეცადნენ მ----------–---–ის და მისი მეუღლის ნათესავები და მეზობლები, მ----------–---–ისათვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. ბრალდების მხარის აზრით, არ იქნა გათვალისწინებული დაკითხული პირების მიდგომა ძალადობისადმი, რომ ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს კეთილ და სწორ მიდგომას არასრულწლოვანისადმი, რომლის სამართლებრივი შეფასების ვალდებულება სასამართლოს გააჩნდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა მ----------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ-------------–-–---–მა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა იზიარებს ხაშურის რაიონული სასამართლოს არგუმენტებს მ----------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ----------–---–ის მიერ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს. აპელანტის მიერ მ----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებლად მიჩნეული საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში უტყუარად ვერ ადასტურებენ მ----------–---–ის ბრალეულობას.
უპირველეს ყოვლისა, პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მითითებაზე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები შეფასებულია მ----------–---–ის სასარგებლოდ. პალატა არ იზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს მტკიცებულებათა ანალიზით მიღებული დასკვნებიდან, კერძოდ, აპელანტი პირველ რიგში მიუთითებს სოციალური მუშაკის - მ-------------–-–---–ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს, არასრულწლოვანის დაკითხვასთან დაკავშირებით, იმყოფებოდა აგარის პოლიციაში, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ შეტყობინება იყო შესული დედის მიერ ბავშვზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე და შესაძლებელი იყო, რომ მისი, როგორც სოციალური მუშაკის, დახმარება საჭირო გამხდარიყო. პოლიციაში მ----------–---–ი მიიყვანეს ბავშვთან ერთად. იგი შეეცადა ბავშვის ნდობა მოეპოვებინა, რომ დედასთან განშორება ძალიან არ განეცადა და არ ენერვიულა; ბავშვი იოლად შევიდა კონტაქტში; მიმღებ მშობელთანაც ანალოგიურად მოხდა - იგი გაეცნო ბავშვს, გაესაუბრა და უმტკივნეულოდ დაითანხმა, გაჰყოლოდა მას მიმღებ ოჯახში. მოწმის განმარტებით, პოლიციის შენობაში ყოფნისას ბავშვმა რამდენჯერმე მოიკითხა დედა, თუმცა ტირილი და პროტესტი ნამდვილად არ ყოფილა. მას ჰქონდა შესაძლებლობა, ვიზუალურად დაეთვალიერებინა ბავშვი; შუბლთან ჰქონდა სილურჯე და თვალთან ნაკაწრი. საიდან და რა მიზეზით ჰქონდა ეს დაზიანებები, მიაჩნია, ამას გამოძიება და ექსპერტიზა დაადგენდა. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ ს------–-------–-- დ----------ის ოჯახში განახორციელა რამდენიმე ვიზიტი - საცხოვრებელ სახლში არის კარგი პირობები. ბავშვის ტანსაცმელი და სათამაშოები - დალაგებული და მოწესრიგებულია; გამოიკითხნენ მეზობლები, რომლებმაც ერთხმად აღნიშნეს, რომ ბავშვი არასოდეს უნახავთ მოუვლელი.
აპელანტს ასევე მიაჩნია, რომ პოლიციელთა ჩვენებებზე მსჯელობისას, ყურადღება არ არის გამახვილებული ბრალდების თვალსაზრისით, რაც ასევე საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან მოწმეები ნ-----–------–-------–---–ი, დ-------------ე და ე-----------------–---–ი აღწერენ მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ ფაქტებს, კერძოდ: შსს ქარელის რაიონული სამმართველოს №1 (აგარა) განყოფილების უბნის უმცროსი ინსპექტორის ნ-----–------–-------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, როდესაც მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მ----------–---–ის მიერ თავისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე. ხელმძღვანელობისგან მიიღო დავალება, რომ მონაწილეობა მიეღო მ----------–---–ის დაკავებაში, რის შემდეგაც სამსახურებრივი მანქანით თავის თანამშრომლებთან, დ-------------ესა და ე-----------------–---–თან ერთად მივიდა მისამართზე. ადგილზე მისულებს ეზოში დახვდათ მ----------–---–ი; მოხდა დაკავება, ე-----------------–---–მა დაკავებულს ჩაუტარა პირადი ჩხრეკა. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა აგარის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ-------------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ბრალდებულის დაკავება მოხდა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც მათ გარდა არავინ იყო. ბავშვი არ დაუნახავს, მხოლოდ ხმა ისმოდა მისი. შსს ქარელის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ე-----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, როდესაც უფროსმა უთხრა, რომ აგარის განყოფილებაში იყო შეტყობინება შესული ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც, შესაძლოა, დასაკავებელი ყოფილიყო ქალბატონი და რადგან აგარის პოლიციის განყოფილებაში მდედრობითი სქესის პოლიციელი არ მუშაობს, ამიტომ მას მოუწია წასვლა ს------–-------–- მ----------–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მოხდა ბრალდებულის დაკავება. დაკავების ოქმი შედგა ადგილზე. მოწმემ ისიც აღნიშნა, საუბრისას გაარკვია, რომ მისი თანმხლები პოლიციელები, სხვა დროსაც ყოფილან მითითებულ ოჯახში გამოძახებაზე; შესაბამისად, ადგილამდე მისვლა არ გაუჭირდათ. ოთახში, სადაც დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი შედგა, მათ გარდა სხვა არავინ ყოფილა; თუმცაღა ბავშვის ხმაური და ტირილი ესმოდა. არ იცის, ბავშვი სახლიდან პოლიციის შენობამდე ვინ მიიყვანა; პოლიციის შენობაში მან შეადგინა შემაკავებელი ორდერიც, რასაც ესწრებოდა სოციალური მუშაკი მ-------------–-–---–ი, რომელთან ერთადაც იყო ბავშვი. აგარის პოლიციის განყოფილების გამომძიებლის ა----------–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 11 თებერვალს აგარის პოლიციის განყოფილებაში 112-დან შევიდა შეტყობინება, რომ ს------–-------–- მ----------–---–მა განახორციელა ძალადობა თავის არასრულწლოვან შვილზე. დაიწყო გამოძიება შესაბამისი კვალიფიკაციით; საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი; დაკავებულის დას შეატყობინა ბრალდებულის დაკავების შესახებ; დანიშნა ექსპერტიზა; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი მისი შედგენილია. პოლიციის განყოფილებაში შეტყობინება შესული იყო 112-დან და ამ შეტყობინების ინიციატორები იყვნენ მ--------------ე და ე-----------------–---–ი; მითითებული პირები მან დაკითხა მოწმის სტატუსით. გ----------------ესთან დაკავშირებით მოწმემ აღნიშნა, მისი შეხება ბავშვთან შემოიფარგლა იმით, რომ სოციალური სამსახური ჩართო საქმეში. დამატებით განმარტა, რომ განსაკუთრებული მიჯაჭვულობა დედასა და შვილს შორის ვერც მან და ვერც სოციალურმა მუშაკმა დაინახეს - ბავშვს არ უტირია, ისე წაიყვანეს მიმღებ ოჯახში. ბავშვს სახეზე დაზიანებები ეტყობოდა, იყო მოუვლელი, დაუბანელი, ხოლო მოწმე ვ----–-----–---–მა, რომელიც აგარის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელია, მხოლოდ ის ფაქტი დაადასტურა, რომ მოცემულ საქმეზე, გამოძიების ეტაპზე მოწმეთა ნაწილი მან გამოკითხა.
აღნიშნულ პირთა ჩვენებებთან მიმართებით პალატა განმარტავს, რომ ისინი არ არიან ფაქტის შემსწრე თვითმხილველები და ფაქტთან დაკავშირებით გადმოსცემენ მხოლოდ სხვისგან მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, ისინი თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია აპელანტის მოსაზრება, დასახელებულ მოწმეთა ჩვენებების ცალმხრივად, მ----------–---–ის გამართლების კუთხით შეფასების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული ჩვენებები არ იძლევა ორაზროვანი განმარტების საშუალებას, ისინი გადმოსცემენ არა ფაქტთან დაკავშირებულ მოვლენებს, არამედ ფაქტის შემდგომ განვითარებულ მოქმედებებს და მათში ასახულია მოწმეთა სუბიექტური შთაბეჭდილებები.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მოწმეების: მ--------------ისა და ნ-–------–--ის ჩვენებებზე, რომლებმაც არ დაადასტურეს მ----------–---–ის მიერ შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, კერძოდ:
მოწმე მ--------------ის ჩვენებით, რომლის ინიციატივითაც განხორციელდა შეტყობინება 112-ში, დასტურდება - მ----------–---–ის არის მისი რძალი, ხოლო გ----------------ე - მისი შვილიშვილი. 2019 წლის 11 თებერვალს გადაწყვიტა პენსიის ასაღებად წასვლა. შემოესმა ბავშვის ტირილი; შევიდა ოთახში და თავის რძალს შეეკითხა, თუ რატომ ტიროდა ბავშვი და შესთავაზა, რომ გარეთ გაიყვანდა და დაამშვიდებდა. უარი მიიღო, რის შემდეგაც აღარაფერი უთქვამს და წავიდა თავის საქმეზე. მან დაადასტურა, რომ ოჯახში სავარაუდო ძალადობის შესახებ შეტყობინება მისი ინიციატივით განხორციელდა, თუმცა აღნიშნა, რომ ბრალდებულის მიერ შვილის ცემის ფაქტი არც იმ კონკრეტულ დღეს და არც სხვა დროს დაუნახავს.
კიდევ ერთი თვითმხილველი მოწმის ნ-–------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 11 თებერვალს, დილით მივიდა დ----------თან. ბავშვთან ერთად სახლში დახვდა მ----------–---–ი, რომელსაც უთხრა, ღუმელი თუ გინთიათ, ცოტა ხანს შემოვალ, გავთბებიო. ქათმის ერთი ცალი კვერცხი ჰქონდა ბავშვს და ეხვეწებოდა დედას, ჩქარა შემიწვიო და ამ ხვეწნასა და სიჩქარეში შემთხვევით გაუტყდა კვერცხი. ამ ამბით თვითონვე შეშინდა გ------- და დაიწყო ტირილი. დედამ საჯდომეზე ,,მოუთათუნა“ ხელი და კვერცხის გატეხვის გამო შენიშვნა მისცა, თუმცა დედის შენიშვნამდე ბავშვი უკვე ტიროდა, იმდენად შეშინდა მომხდარით. მოწმემ უარყო მ----------–---–ის მიერ თავისი არასრულწლოვანი შვილის ცემის ფაქტი.
სააპელაციო პალატა თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებების ანალიზის შედეგად ასკვნის, რომ არც ერთი მათგანი ირიბადაც კი არ ადასტურებს მ----------–---–ის მხრიდან თავის არასრულწლოვან შვილზე ფიზიკური შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტს. კვერცხის გატეხვის შემდეგ ბავშვზე ხელის „მოთათუნება“, როგორც ამას თვითმხილველი მოწმე გადმოსცემს, არ შეიძლება განხილულ იქნეს ფიზიკურ ძალადობად, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედების კვალიფიკაციას მოგვცემს. მ----------–---–ის მხრიდან არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ფაქტებს ასევე არ ადასტურებენ მისი მეზობლები - თ---------–----–---–ი, ნ----------–---–ი, მ---------–--–---–ი, ჟ--–------–--------ე, ნ-------–--–---–ი და თ------–-------ე, რომლებიც ერთხმად განმარტავენ, რომ ბრალდებულის ოჯახიდან არასოდეს გაუგიათ ჩხუბის და ყვირილის ხმა, ასევე, არასოდეს უნახავთ მ----------–---–ის მიერ შვილის ცემის ან რაიმე სახით შვილზე ძალადობის ფაქტი. მოწმეთა ნაწილმა აღნიშნა, რომ გ----------------ე რთულად აღსაზრდელი ბავშვია, ადვილად ღიზიანდება, უმნიშვნელო მიზეზითაც იწყებს ტირილს და მას მკურნალობდნენ ნევროპათოლოგის დანიშნულებით. პალატა ასევე თვლის, რომ სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს მოწმეთა შეხედულებები ბავშვის აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით და მათ შემხებლობა არ გააჩნიათ მოცემული სისხლის სამართლის საქმესთან.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნაზე, რომლის თანახმად, 2019 წლის 12 თებერვალს 13:15 საათზე პირადი შემოწმების მომენტისთვის, გ----------------ეს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (11.02.19). ხანდაზმულობით უნდა წარმოადგენდნენ შემოწმების მომენტამდე 2-3 დღეს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--–----------------მა.
პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მსჯელობას, რომ აღნიშნული დასკვნა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენება გაგებული იქნა მ----------–---–ის სასარგებლოდ. დასკვნაში ცალსახადაა მითითებული, რომ გ----------------ის სხეულზე არსებული დაზიანებების ხანდაზმულობა არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ანუ 2019 წლის 11 თებერვალს, როდესაც შემთხვევას ჰქონდა ადგილი. მათი წარმოშობის მიზეზებსა და ვადებზე ექსპერტის მოსაზრებები წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდებს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთან, ასეთი ვარაუდი არ არის გამყარებული საქმეზე წარმოდგენილი თუნდაც ერთი მტკიცებულებით.
პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ მ----------–---–მა განახორციელა ძალადობა თავისი არასრუწლოვანი შვილის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში საკმარისია მ----------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მ----------–---–ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება მ----------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი მ----------–---–ის ბრალეულობის დასადგენად, ისინი არ ქმნიან დანაშაულის ერთიან სურათს და, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით და
დაადგინა:
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
მ----------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ მ----------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე