განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2019
საქმის ნომერი
010100119002893268
ინსტანცია
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002893268

№1/ბ-535-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

პროკურორის - ა----------–---–ის

ადვოკატის - დ----- ჯ--------ის მონაწილეობით

გამართლებულის - ზ----- ჩ-----ს მონაწილეობის გარეშე

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ----- რ-----ის ძე ჩ-----ს მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ა-–-----–---------------------.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ----- ჩ-----ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - (4 ეპიზოდი); ასევე ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში, ქ.ბათუმში, ლ--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ----- ჩ-----მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ს------- ქ-------ეს ხელკეტის გამოყენებით, მარჯვენა ფეხის არეში მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 09 სექტემბერს, ქ.ბათუმში, ლ--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ----- ჩ-----მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ს------- ქ-------ეს ქამრის გამოყენებით მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 14 თებერვალს, ქ.ბათუმში, ლ--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ----- ჩ-----მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ს------- ქ-------ეს თმების რამდენჯერმე მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ამ უკანასკნელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

2019 წლის 21 თებერვალს, ქ.ბათუმში, ლ--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ----- ჩ-----მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ს------- ქ-------ეს ხელების ყელში მოჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 21 თებერვალს, ქ.ბათუმში, ლ--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლით ნასამართლევმა ზ----- ჩ-----მ, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა არაერთგზის, კერძოდ, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ს------- ქ-------ეს დაემუქრა სიცოცლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენით ზ----- ჩ----- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა ბრალდების ყველა ეპიზოდში

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა----------–---–ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ზ----- ჩ-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (4 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არსებითად არის დარღვეული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. მიუხედავად დაზარალებულთა მიერ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებების გამოყენებისა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მხარე თვლის, რომ ზ----- ჩ-----ს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს მის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ა----------–---–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ ზ----- ჩ-----ს ინტერესების დამცველ ადვოკატს - დ----- ჯ--------ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ბრალდებულ ზ----- ჩ-----ს მეუღლემ, დაზარალებულმა - ს------- ქ-------ემ საქმის სასამართლო განხილვის დროს ისარგებლეს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი N4----- შეტყობინების თანახმად, 2019 წლის 21 თებერვალს, 112-ის სამსახურში შევიდა შეტყობინება ს-----ა ქ-------ისგან, ქ.ბათუმში, ლ--------------------------ში ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის თაობაზე. უფრო მეტ ინფორმაციას ოჯახური კონფლიქტი იყო ეს, თუ ადგილი ჰქონდა ძალადობასაც, შეტყობინება არ შეიცავს.

მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მ--- მ-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 21 თებერვალს გამოკითხა ს------- ქ-------ე, რომელმაც ჩვენებაში ისაუბრა მეუღლის, ზ----- ჩ-----ს მხრიდან ფიზიკური ძალადობის და მუქარის ფაქტებზე. გამოკითხვის შემდეგ მ.ქ-------ის თანხმობით შეადგინა სხეულის გარეგანი დათვალირების ოქმი, რომელშიც მიუთითა მ.ქ-------ის სხეულზე, კერძოდ, მარჯვენა ქვედა კიდურის კოჭის ზემოთ არსებული მცირე ზომის დაზიანების შესახებ და დაასურათა აღნიშნული ადგილი.

სხეულის გარეგანი დათვალიერების ოქმის თანახმად, ს------- ქ-------ეს მარჯვენა ქვედა კიდურის კოჭის ზემოთ აღენიშნება მცირე ზომის დაზიანება.

მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - მ------- ზ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 21 თებერვალს ოჯახური ძალადობის თაობაზე მათ განყოფილებაში ,,112-ის სამსახურიდან" შესული შეტყობინების საფუძველზე, თანამშრომელთან - კ---- დ------ესთან ერთად მივიდა ქ. ბათუმში, ლუკა ასათიანის N63-ში მდებარე სახლში, სადაც დახვდათ ახალგაზრდა ქალბატონი ს------- ქ-------ე, რომელმაც განუცხადა, რომ მისმა მეუღლემ ზ----- ჩ-----მ ფიზიკურად იძალადა მასზე, თან დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ქალბატონი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მისაცემად. თავად ზ.ჩ----- პოლიციელებს სახლში არ უნახავთ.

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა კ---- დ------ემ.

მოწმის სახით დაკითხული ნ---- ქ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ს------- ქ-------ემ მეუღლესთან წლების განმავლობაში არსებული უთანხმოების გამო გადაწყვიტა დაშორებოდა ქმარს. 2019 წლის 21 თებერვალს მანქანით მიაკითხა დას სახლში და ეხმარებოდა თავისი ნივთების გადატანაში. ს-------ს სახლიდან გამოჰქონდა ჩანთები და აწყობდა მანქანაში. ამ დროს სახლში მივიდა ზ----- ჩ-----ც. მეუღლეებს შორის სიტყვიერ კამათს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ დაუნახავს. გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით, მოწმე ნ---- ქ-------ემ განმარტა, რომ არ ეთანხმება გამოკითხვის ოქმში მითითებულ ბევრ დეტალს, პირადად არასოდეს შესწრებია ბრალდებულის მხრიდან ს-------ს მიმართ ფიზიკურ ძალადობას, მათ შორის არც 2019 წლის 21 თებერვალს. შესაბამისად, არ ადასტურებს გამოკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებას, რომ დაინახა როგორ ჰქონდა ს-------სთვის ყელში ხელი ჩავლებული ზ----- ჩ-----ს. მისთვის გაუგებარია რატომ შეიტანა გამოკითხვის ოქმში გამომძიებელმა ასეთი ფაქტი, როდესაც ამის თაობაზე მოწმეს ჩვენებისას არ უსაუბრია.

ქ-------ე არის მისი შმოწმის სახით დაკითხული ც---–- ჩ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ს------- ვილი. ეს უკანასკნელი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ზ----- ჩ-----სთან. ს-------სგან გადმოცემით იცის, რომ მეუღლეებს შორის უთანხმოება არსებობდა, ზ.ჩ----- ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა პირადად არასდროს შესწრებია მსგავს ფაქტს.

მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თ------ ა--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მონაწილეობა მიიღო ზ----- ჩ-----ს დაკავებაში. დაკავება მოხდა პოლიციის მეოთხე განყოფილებასთან ახლოს, სადაც ჩ----- თავად მივიდა.

ანალოგიური გარემოებები დაადასტურა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ--–---- ც-–--–--ემ, რომელმაც მოახდინა ზ.ჩ-----ს დაკავება და შეადგინა დაკავების ოქმი.

ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ზ----- ჩ-----ს დაკავება მოხდა 2019 წლის 21 თებერვალს 17:25 საათზე პოლიციის მეოთხე განყოფილების ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. პირადი ჩხრეკისას, სხვა პირად ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა "აიფონის" ფირმის მობილური ტელეფონი.

2019 წლის 9 მარტის ოქმით ნივთმტკიცების გახსნის და დათვალიერების შესახებ ირკვევა, რომ დათვალიერდა ზ----- ჩ-----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, სადაც აღმოჩნდა სხვადასხვა ფოტოები და ვიდეო ფაილები. ერთ- ერთი ვიდეო ფაილი გადაღებულია 15:19 სთ-ზე, მისი ხანგრძლივობა არის 1 წუთი და 33 წამი, თარიღდება 2019 წლის 21 თებერვლით. ვიდეო კადრში ჩანს ორი ქალბატონი, ისმის მამაკაცის ხმა, რომელიც ამბობს "არსად არ გაქვს დასარეკი" და თხოვს კონფლიქტის გარეშე წავიდეს სახლიდან.

ზ----- ჩ-----მ წარდგენილ ბრალდებებში არ ცნო თავი დამნაშავედ და განმარტა, რომ არასოდეს მიუყენებია მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა, არასოდეს დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით. გამოძიების ეტაპზე მისი მეუღლის და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრების მიერ მიცემული ჩვენებები განპირობებული იყო არაკეთილმოსურნე, პროფესიით იურისტი ნათესავის შეგონებით. თუმცა შემდეგ გააცნობიერეს თუ რა შედეგი შეიძლება მოყოლოდა არასწორ ჩვენებებს და სასამართლოს მისცეს ობიექტური განმარტებები, თავად ს-------მ კი საერთოდ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება ამ უკანასკნელის ფეხზე არსებულ დაზიანებას, რომელსაც ბრალდების მხარე ცდილობს მის მიერ მიყენებულად გაასაღოს, ეს დაზიანება მიიღო სულ სხვა დროს და სხვა გარემოებაში - აეროპორტში, თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსვლისას.

მოწმის სახით დაკითხული ა---------– ჩ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ ზ----- ჩ----- არის მისი ნათესავი, ცხოვრობენ ერთმანეთის გვერდით მდებარე სახლებში. 2019 წლის 21 თებერვალს სახლის ფანჯრიდან დაინახა ზ-----ის სახლის ეზოში მყოფი ს-------, მისი და - ნ---- და თავად ზ-----ი, რომელიც ს-------ს ეხვეწებოდა ოჯახი არ დაენგრია, დაერეკა მშობლებისთვის და ელაპარაკათ, ს------- კი აცხადებდა, რომ მიდიოდა სახლიდან და აღარ აპირებდა მასთან ცხოვრებას. შემდეგ სამივე სახლში შევიდა. ეზოში ყოფნისას ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ კამათს, თვითონაც ჩავიდა მათთან, თუმცა მალევე გაბრუნდა უკან, რადგან არაფერი ხდებოდა ისეთი, მისი ჩარევა გამხდარიყო საჭირო. სახლში შესვლის შემდეგაც არ გაუგონია ზ-----ის სახლიდან ჩხუბის და ყვირილის ხმა.

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ტ------– ღ------------ემაც, რომელიც ზ----- ჩ-----სთან ერთად მივიდა ამ უკანასკნელის სახლში, რა დროსაც დაინახა როგორ აწყობდა სახლიდან გამოტანილ ჩანთებს მანქანაში ს------- ქ-------ე, მასთან ერთად იმყოფებოდა მისი და ნ---- ქ-------ეც. ს------- ამბობდა, რომ მიდიოდა სახლიდან, ზ-----ი კი სთხოვდა არ გადაედგა ეს ნაბიჯი. წყვილი მხოლოდ სიტყვიერად კამათობდა და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.

სააპელაციო პალატას ზ----- ჩ-----ს მიერ ოჯახური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტებთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით ზ----- ჩ-----ს მიერ, მეუღლის - ს------- ქ-------ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან დაუდგენელია ამ ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადეს თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა და რეალურად აღიქვეს თუ არა სხეულის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარა ვინაიდან დაზარალებულმა - ს------- ქ-------ემ არ მისცა ოჯახის წევრის - მეუღლის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება.

მართალია საქმეში არსებობს თუმცა ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს წარდგენილ ბრალს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. საქმეში ასევე წარმოდგენილია დანაშაულის შესახებ შეტყობინება, სხეულის გარეგანი დათვალიერების ოქმი და სხვა მტკიცებულებები, რომლებშიც ასახულია დაზარალებულის მიერ მიწოდებული ცნობები მის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობის შესახებ, თუმცა ამ ინფორმაციის პირველწყარომ ს------- ქ-------ემ სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა მითითებული ინფორმაციის რეალურობა.

რაც შეეხება კონკრეტულად პოლიციის თანამშრომლების: მ--- მ-----–--ის, მ------- ზ----ის, კ---- დ------ის, თ------ ა--–--ის და მ--–---- ც-–--–--ის, ასევე ც---–- ჩ------ის და ნ---- ქ-------ის ჩვენებებს, ისინი განმარტავენ დაზარალებულ ს------- ქ-------ის მონათხრობს, მეუღლის ზ----- ჩ-----ს მხრიდან მის მიმართ ძალადობისა ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა - ს------- ქ-------ემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) ზ----- ჩ-----ს მიერ განხორციელებული ქმედებები. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება ჩვენება, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილ-ებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.

საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).

შესაბამისად, სასამართლო უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ზ----- ჩ-----ს მიერ მისთვის ბრალად წაყენებული ქმედებების ჩადენას და წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ირიბი ჩვენებები და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც არ დასტურდება ძალადობის ფაქტი.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი ზ----- ჩ-----ს მიმართ დარჩეს უცვლელად:

ზ----- ჩ----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ოთხი ეპიზოდის და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

ზ----- ჩ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

გამართლებულ ზ----- ჩ-----ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

ნივთმტკიცებები - ზ----- ჩ-----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ოქროსფერი ყელსაბამი ჯვრით, ოქროს ფერი რგოლის ბეჭედი, ოქროს ფერი მაჯის საათი სამაჯურით, ოქროს ფერი სამაჯური, რომლებიც ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში - დაუბრუნდეს ზ----- ჩ-----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, პირველი ინსტანციის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შემდეგ.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე