განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.07.2019
საქმის ნომერი
010310116001497707
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010310116001497707

საქმე №3/ბ-103-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

17 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი (მომხსენებელი)

ხათუნა ხომერიკი, გოჩა აბუსერიძე

 

სხდომის მდივანი: ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი _ გ--------------–--ე

წარმომადგენელი _ დ----------------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

წარმომადგენლები _ ზ----------–----ე, ს--------------ე

 

მესამე პირები _ გ--------–-----–--, პ-------------–--ე

 

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბთილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2016 წლის 08 სექტემბერს გ--------------–--ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გ--------------–--ეზე გაცემული გემის №С-0--- სარეგისტრაციო მოწმობისა და ამავე სააგენტოს 2016 წლის 05 აგვისტოს №0------- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე გ--------------–--ემ 2016 წლის მაისის თვეში პ-------------–--ისგან (რომელიც არის კატერის მესაკუთრის მინდობილი პირი, გადანდობის უფლებით) მიიღო მინდობილობა, რომლითაც უფლება მიეცა, მის მფლობელობაში ყოფილიყო მცურავი საშუალება, მცირე ზომის გემი, კატერი და შესაბამისად, აეღო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გემის რეგისტრაციის მოწმობა, რაც საშუალებას მისცემდა, ესარგებლა აღნიშნული კატერით. 2016 წლის 14 ივნისს აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე გ--------------–--ემ აიღო გემის სარეგისტრაციო მოწმობა და აგვისტოს თვეში, მაშინ, როცა აღნიშნული კატერით ეწეოდა კომერციულ საქმიანობას, ემსახურებოდა ტურისტებს, სანაპირო დაცვამ ჩამოართვა აღნიშნული კატერი.

 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტაციის საფუძველზე ბათილად ცნო გემის №С-0---- სარეგისტრაციო მოწმობა, ხოლო სანაპირო დაცვამ ყოველგვარი სამართლებრივი დოკუმენტის ანუ სასამართლოს, ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე ჩამოართვა კატერი და გადაიყვანა მათ ტერიტორიაზე, რაც ასევ უკანონო ქმედებაა.

 

გ--------------–--ისთვის როგორც შემდეგომ გახდა ცნობილი, აღწერილი უკანონო ქმედებები გამოწვეული იყო გ--------–-----–--ს ზეპირი განცხადებებით, რომ თითქოს კატერი მისი საკუთრება იყო და რომ მას აღნიშნული კატერი მოჰპარეს. სანამ პ-------------–--ე მინდობილობით გადასცემდა აღნიშნულ კატერს, მანამდე მინდობილობა გაცემული იყო გ--------–-----–--ზე, რომელიც სარგებლობდა კატერით, რაც გამოიხატებოდა იმით, რომ აღებული ჰქონდა გემის სარეგისტრაციო მოწმობა ერთი წლის ვადით, რაც მას აძლევდა აღნიშნული კატერით სარგებლობის საშუალებას და არა საკუთრების უფლებას. პ-------------–--ემ გააუქმა შ-----–--ზე გაცემული მინდობილობა, გ--------------–--ეზე მინდობილობის გაცემამდე. ამის შემდეგ კი გ--------------–--ეს მისცა სააგენტომ გემის რეგისტრაციის მოწმობა, რაც უსაფუძვლოდ და უკანონოდ ცნო შემდეგ ბათილად. არავის მიუმართავს გ--------------–--ის მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით და არც სამართლებრივი, თუ სხვა არგუმენტაციაა მითითებული, მოწმობის ბათილად ცნობის ბრძანებაში. გ--------------–--ეზე გაცემული გემის რეგისტრაციის დოკუმენტის ბათილად ცნობის მიზეზები, სადავო აქტში მითითებული არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, სააგენტომ ჩათვალა, რომ ისევ ძალაში იყო შ-----–--ზე გაცემული გემის რეგისტრაციის დოკუმენტი, რომელიც ფაქტობრივად ძალადაკარგულია, გ--------------–--ეზე რეგისტრაციის მომენტიდან.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმული იქნენ გ--------–-----–-- და პ-------------–--ე.

 

მოპასუხე სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელმა და მესამე პირმა, გ--------–-----–--მ შესაგებლით პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცვნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

მესამე პირი, პ-------------–--ე დაეთანხმა წარმოდგენილ სარჩელს და განმარტა, რომ მოტონავი მან (პ-------------–--ემ) 2012 წელს შეიძინა ნ----------------ისგან გენერალური მინდობილობის საფუძველზე და 2012 წლის 11 ივლისს სააგენტოში დარეგისტრირდა მცურავი საშუალების მფლობელად. ამის შემდეგ, მას მალე მოუწია მოტონავის გაყიდვა და ის მინდობილობით გადაუფრომა გ--------–-----–--ს, 6 ათას აშშ დოლარად, თუმცა რეალური მფლობელი სხვა პირი იყო და არა, გ--------–-----–--. როდესაც მოტონავის მფლობელი გარდაიცვალა, ამ უკანასკნელის დის მოთხოვნით, მოტონავი გაიყიდა გ--------------–--ეზე, რომელსაც მინდობილობა კვლავ პ-------------–--ემ მისცა, რაც მას სწორად მიაჩნია.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ--------------–--ის სარჩელი, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების დავალდებულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 10 ივლისს ნ----------------ემ სანოტარო წესით დამოწმებული გენერალური მინდობილობა გასცა პ-------------–--ეს, ზომამცირე გემზე, რომლის მოდელია: ი----- 75 ცხ/ძ. 692 4 1005306 D, ქარხნიდან გამოშვების წელი-2004, გემის დასახელება - სწრაფმავალი კატერი, გემის საქარხნო ნომერი ნ. კატერი 500; გემის ნომერი: G------, სარეგისტრაციო ნომერი 8--, მაქსიმალური სიგრძე 4.80 მეტრი, სიგანე 1.80 მეტრი, ბორტის სიმაღლე 0.80 მეტრი; ტვირთამწეობა/ მგზავრები: 4 ადამიანი).

 

დადგენილია, რომ მინდობილ მესაკუთრეს უფლება მიეცა, მართოს და განკარგოს, გადააფორმოს საკუთარ სახელზე, გაყიდოს, გაცვალოს, გააჩუქოს, დააგირავოს, იპოთეკით დატვირთოს, იჯარით გასცეს ზომამცირე გემი, ასევე, თავისი შეხედულებისამებრ გადასცეს სხვა პირს, შემდგომი გადანდობის (მათ შორის განკარგვის) უფლებით. მინდობილობა გაცემულია 10 წლის ვადით.

 

2013 წლის 29 ივნისს პ-------------–--ემ, როგორც საკუთრების მიმნდობმა, გ--------–-----–--ს, როგორც მინდობილ მესაკუთრეს, გ--------–-----–--ს მფლობელობასა და სარგებლობაში გასაცა თავისი კუთვნილი მოტონავი, სარეგისტრაციო ნომერი: GK8--ჩ, ქარხნიდან გამოშვების წელი- 2004, ი----- 75 ცხ/ძ. სიგრძე 4.80 მეტრი, სიგანე 1.80 მეტრი, ბორტის სიმაღლე 0.80 მეტრი; ტვირთამწეობა/ მგზავრები: 5 ადამიანი). მინდობილობით მინდობილ მესაკუთრეს უფლება მიეცა მართოს და განკარგოს, გადააფორმოს საკუთარ სახელზე, გაყიდოს, გაცვალოს, გააჩუქოს, დააგირავოს, იპოთეკით დატვირთოს, იჯარით გასცეს ზომამცირე გემი, ასევე, თავისი შეხედულებისამებრ გადასცეს სხვა პირს, შემდგომი გადანდობის (მათ შორის განკარგვის) უფლებით. მინდობილობა გაცემულია 8 წლის ვადით.

 

2013 წლის 4 ივლისს გ--------–-----–--მ განცხადებით მიმართა, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში მოტონავის რეგისტრაციის თაობაზე, 2013 წლის 29 ივნისს მის სახელზე გაცემული მინდობილობით. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, 2013 წლის 11 ივლისს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში არსებული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გ--------–-----–--ს სახელზე დარეგისტრირდა მოტონავი და მასზე გაიცა გემის, სახელწოდებით С0----, სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 16 ივლისამდე. გ--------–-----–-- ყოველწლიურად ახორციელებდა გემის სარეგისტრაციო მოწმობის განახლებას, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

 

2016 წლის 31 მაისს, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით მიმართა მოსარჩელე გ--------------–--ემ, რომლითაც მოითხოვა იგივე მცურავი საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის განახლება. განცხადებას თან ერთვოდა, 2016 წლის 14 მაისს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული პ-------------–--ის განცხადება, 2013 წლის 29 ივნისს გ--------–-----–--ზე გაცემული მინდობილობის გაუქმების თაობაზე და 2016 წლის 24 მაისს გაცმეული სანოტარო აქტი - სატრანსპორტო საშუალების მინდობილობა, განკარგვის უფლებით, რომლითაც ნ----------------ის უფლებამოსილმა პირმა, პ-------------–--ემ გ--------------–--ეს, როგორც „მინდობილ“ პირს, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ზომამცირე გემი, რომლის მოდელია: ი----- 75 ცხ/ძ. 692 4 1005306 D, ქარხნიდან გამოშვების წელი- 2004, გემის დასახელება - სწრაფმავალი კატერი, გემის საქარხნო ნომერი ნ. კატერი 500; გემის ნომერი: G------, ქიშის სიმაღლე: 5,00X1,95X0,40, ტვირთამწეობა 850 კგ. მგზავრები: 4 კაციანი).

 

აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 2016 წლის 14 ივნისს გ--------------–--ეზე გაიცა გემის, სახელწოდებით С0----, სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 14 ივნისამდე.

 

გ--------------–--ეზე გემის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შემდეგ, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტის მიერ მიჩნეული იქნა, რომ გ--------–-----–--ს საკუთრებაში არსებული მცურავი საშუალების გადაფორმება გ--------------–--ის სახელზე მოხდა, ხარვეზით. კერძოდ, შემსრულებელმა იხელმძღვანელა პ-------------–--ის მიერ წარდგენილი ნოტარიუსის მიერ გაცემული მინდობილობით (პ-------------–--ის მიერ მოტონავის გ--------------–--ისთვის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცების თაობაზე) და განცხადებით, რომელიც აუქმებდა პ-------------–--ესა და გ--------–-----–--ს შორის 2013 წელს განუსაზღვრელი ვადით გაცემულ მინდობილობას, მოტონავის მართვის და განკარგვის უფლებით, თუმცა, გემის ბოლო მფლობელის, გ--------–-----–--ს მხრიდან არ არსებობდა გამოხატული ნება, საკუთრების უფლების დათმობის შესახებ, გ--------------–--ის სასარგებლოდ. აღნიშნულის შესაბამისად, გ--------------–--ეზე 2016 წლის 14 ივნისს გაცემული გემის სარეგისტრაციო მოწმობა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2016 წლის 5 აგვისტოს №0------- ბრძანებით ცნობილი იქნა ბათილად.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა, „საზღვაო კოდექსის“ მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) ახორციელებს საზღვაო დარგის ტექნიკურ რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოში გემის სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურას სახელმწიფო რეგისტრაციის პირობებს, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს, დაკარგული ან დაზიანებული გემის სარეგისტრაციო მოწმობის ნაცვლად დუბლიკატის გაცემის წესს, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესებსა და დასარეგისტრირებელ მონაცემთა ჩამონათვალს, მათში ცლილებ(ებ)ის შეტანის წესს, სახელმწიფო რეგისტრაციის გაუქმების/შეჩერების საფუძვლებსა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის პირობებს საქართველოს საზღვაო კოდექსისა და საზღვაო სფეროში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად არეგულირებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 1------------ის №0-- ბრძანებით დამტკიცებული, „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესები“. წესების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში გემის რეგისტრაციას, რეგისტრაციაზე უარის თქმას, რეგისტრაციის შეჩერებას, გემის რეგისტრაციიდან მოხსნას, გემის რეგისტრაციის შეწყვეტას და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. მე-6 პუნქტით განსაზღვრულია, რომ გემის სახელმწიფო რეგისტრაცია, რეგისტრაციაზე უარის თქმა, რეგისტრაციის შეჩერება, გემის რეგისტრაციიდან მოხსნა, გემის რეგისტრაციის შეწყვეტა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

 

მე-2 მუხლის ,,ბ’’ პუნქტი განსაზღვრავს გემის სარეგისტრაციო მოწმობას, როგორც გემის სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გემის სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში რეგისტრაციას. გემის სარეგისტრაციო მოწმობა მისი მოქმედების ვადის გათვალისწინებით, შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად. გემის რეგისტრაციის დროებითი მოწმობა გაიცემა ამ წესების მე-11 მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო პროცედურის I ეტაპზე, ხოლო გემის სარეგისტრაციო მოწმობა იმავე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო პროცედურის IV ეტაპზე;

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონის „საზღვაო კოდექსის“ მე-14 მუხლით განმარტებულია, „გემთმფლობელისა“ და „გემის მესაკუთრის“ ცნებები: 1. გემთმფლობელად იწოდება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განაგებს გემს, განურჩევლად იმისა, გემის მესაკუთრეა, თუ სარგებლობს ამ გემით სხვა რომელიმე კანონიერ საფუძველზე; 2. გემის მესაკუთრეა სახელმწიფო, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მარეგისტრირებელი სახელმწიფოს გემების რეესტრში შეტანილია როგორც გემის მესაკუთრე, თუ არ არსებობს პირდაპირი მითითება სხვა რამეზე.

დადგენილია, რომ გემის სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში, რომელსაც აწარმოებს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, პირველი რეგისტრაცია ზომამცირე გემზე, რომლის მოდელია: ი----- 75 ცხ/ძ. 692 4 1005306 D, ქარხნიდან გამოშვების წელი - 2004, გემის დასახელება - სწრაფმავალი კატერი, გემის საქარხნო ნომერი ნ. კატერი 500; გემის ნომერი: G------, სარეგისტრაციო ნომერი 8--, მაქსიმალური სიგრძე 4.80 მეტრი, სიგანე 1.80 მეტრი, ბორტის სიმაღლე 0.80 მეტრი; ტვირთამწეობა/მგზავრები: 4 ადამიანი), შესრულებულია ნ----------------ეზე. 2012 წლის 10 ივლისს ნ----------------ემ სანოტარო წესით დამოწმებული გენერალური მინდობილობა გასცა პ-------------–--ეს, მინდობილ მესაკუთრეს უფლება მიეცა, მართოს და განკარგოს, გადააფორმოს საკუთარ სახელზე, გაყიდოს, გაცვალოს, გააჩუქოს, დააგირავოს, იპოთეკით დატვირთოს, იჯარით გასცეს ზომამცირე გემი, ასევე, თავისი შეხედულებისამებრ გადასცეს სხვა პირს, შემდგომი გადანდობის (მათ შორის განკარგვის) უფლებით. მინდობილობა გაცემულია 10 წლის ვადით.

 

იმავე მცურავ საშუალებაზე 2013 წლის 29 ივნისს პ-------------–--ემ, როგორც საკუთრების მიმნდობმა, გ--------–-----–--ს, როგორც მინდობილ მესაკუთრეს, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა იგივე მცურავი საშუალება. მინდობილობით მინდობილ მესაკუთრეს უფლება მიეცა მართოს და განკარგოს, გადააფორმოს საკუთარ სახელზე, გაყიდოს, გაცვალოს, გააჩუქოს, დააგირავოს, იპოთეკით დატვირთოს, იჯარით გასცეს ზომამცირე გემი, ასევე, თავისი შეხედულებისამებრ გადასცეს სხვა პირს, შემდგომი გადანდობის (მათ შორის განკარგვის) უფლებით. მინდობილობა გაცემულია 8 წლის ვადით.

 

2013 წლის 4 ივლისს გ--------–-----–--მ განცხადებით მიმართა, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში მოტონავის რეგისტრაციის თაობაზე, 2013 წლის 29 ივნისს მის სახელზე გაცემული მინდობილობით და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, 2013 წლის 11 ივლისს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში არსებული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გ--------–-----–--ს სახელზე დარეგისტრირდა მოტონავი და მასზე გაიცა გემის, სახელწოდებით С0----, სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 16 ივლისამდე. გ--------–-----–-- ყოველწლიურად ახორციელებდა გემის სარეგისტრაციო მოწმობის განახლებას, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

 

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს კანონის „საზღვაო კოდექსის“ მე-14 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, გ--------–-----–-- წარმოადგენდა გემის, სახელწოდებით С0----, მესაკუთრეს, რამდენადაც სახელმწიფოს გემების რეესტრში იგი შეტანილია როგორც გემის მესაკუთრე, არ არსებობს ამასთან დაკავშირებით პირდაპირი მითითება სხვა რამეზე, გ--------–-----–--ს სახელზე გაცემულია გემის (სახელწოდებით С0----) სარეგისტრაციო მოწმობა, კონკრეტული ვადით, რა ვადაშიც ის ასრულებდა როგორც მესაკუთრის, ისე მფლობელის ვალდებულებებს სააგენტოსთან და სარგებლობდა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებებით.

 

ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 31 მაისს, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით მიმართა მოსარჩელე გ--------------–--ემ, რომლითაც მოითხოვა იგივე მცურავი საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის განახლება.

გ--------------–--ის განცხადებას თან ერთვოდა, 2016 წლის 14 მაისს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული პ-------------–--ის განცხადება, 2013 წლის 29 ივნისს გ--------–-----–--ზე გაცემული მინდობილობის გაუქმების თაობაზე და 2016 წლის 24 მაისს გაცმეული სანოტარო აქტი - სატრანსპორტო საშუალების მინდობილობა, განკარგვის უფლებით.

 

აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 2016 წლის 14 ივნისს გ--------------–--ეზე გაიცა გემის, სახელწოდებით С-0----, სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა, 2017 წლის 14 ივნისამდე. საქართველოს კანონის „საზღვაო კოდექსის“ 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გემის რეესტრში რეგისტრაცია დასტურდება რეგისტრაციის მოწმობით.

 

ამ შემთხვევაში უპირველესად ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ გ--------------–--ისათვის გემის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის დროს, სახელმწიფოს გემების რეესტრში იგივე გემის მესაკუთრედ გ--------–-----–-- იყო რეგისტრირებული და მის სახელზე სააგენტოს მიერ გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას С0----, მოქმედების ვადა არ ჰქონდა ამოწურული, რომელიც განისაზღვრებოდა, 2016 წლის 16 ივლისამდე. საქართველოს კანონის „საზღვაო კოდექსის“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი და იმავე გემის რეგისტრაცია ერთსა და იმავე დროს ხდება რეესტრის მხოლოდ ერთ წიგნში. ამდენად, გემის რეგისტრაციისა და გ--------------–--ის სახელზე სარეგისტრაციო მოწმობის გასაცემად, ამ შემთხვევაში სააგენტოსათვის საკმარისი ვერ იქნებოდა 2016 წლის 14 მაისს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული პ-------------–--ის განცხადება, 2013 წლის 29 ივნისს გ--------–-----–--ზე გაცემული მინდობილობის გაუქმების თაობაზე და პ-------------–--ის მიერ 2016 წლის 24 მაისს გ--------------–--ეზე გაცმეული სატრანსპორტო საშუალების მინდობილობა, რამდენადაც, სააგენტოს მიერ წარმოებული, სახელმწიფოს გემების რეესტრში იმავე გემის მესაკუთრედ გ--------–-----–-- იყო რეგისტრირებული და მის სახელზე სააგენტოს გაცემული ჰქონდა სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის მოქმედების ვადა არ იყო ამოწურული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 2016 წლის 14 ივნისს გ--------------–--ეზე გემის, სახელწოდებით С 0----, სარეგისტრაციო მოწმობის გაცემისას, დარღვეული იყო საქართველოს კანონი „საზღვაო კოდექსისა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 1------------ის №0-- ბრძანებით დამტკიცებული, „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესებით“ განსაზღვრული, გემის რეგისტრაციისა და გემის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის წესები.

 

დადგენილია, რომ გ--------------–--ეზე გემის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შემდეგ, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტის მიერ მიჩნეული იქნა, რომ გ--------–-----–--ს საკუთრებაში არსებული მცურავი საშუალების გადაფორმება გ--------------–--ის სახელზე მოხდა, ხარვეზით. კერძოდ, შემსრულებელმა იხელმძღვანელა პ-------------–--ის მიერ წარდგენილი ნოტარიუსის მიერ გაცემულ მინდობილობით (პ-------------–--ის მიერ მოტონავის გ--------------–--ისთვის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცების თაობაზე) და განცხადებით, რომელიც აუქმებდა პ-------------–--ესა და გ--------–-----–--ს შორის 2013 წელს განუსაზღვრელი ვადით გაცემულ მინდობილობას, მოტონავის მართვის და განკარგვის უფლებით, თუმცა, გემის ბოლო მფლობელის, გ--------–-----–--ს მხრიდან არ არსებობდა გამოხატული ნება, საკუთრების უფლების დათმობის შესახებ, გ--------------–--ის სასარგებლოდ. „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, გემის რეგისტრაციის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია, გემის მდგომარეობის ამ კოდექსის დებულებებთანან და გემის რეგისტრაციის პირობებთან შეუსაბამობა;

 

ასევე, „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების“ 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად: „გეემის სახელმწიფო რეგისტრაციიდან მოიხსნება ან რეგისტრაცია შეუწყდება, საქართველოს საზღვაო კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“

 

აღნიშნული სამართლებრივი რეგულაცია ამყარებდა სააგენტოს პოზიციას, გ--------------–--ის მოთხოვნით განხორციელებული რეგისტრაციისას დაშვებული უსწორობის გამო, რეგისტრაციისა და გემის მოწმობის გაუქმების აუცილებლობის შესახებ, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ სააგენტომ იმოქმედა გემის კეთილსინდისიერი მესაკუთრის (მფლობელის) - გ--------–-----–--ს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით განსაზღვრული კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, რადგანაც არ არსებობდა მისი გამოხატული ნება, საკუთრების უფლების დათმობის თაობაზე, გ--------------–--ის სასარგებლოდ. 2016 წლის 24 მაისს გაცემული სანოტარო აქტი - სატრანსპორტო საშუალების მინდობილობა ვერ შეცვლიდა ამ შემთხვევაში, გ--------–-----–--ს სახელზე დარეგისტრირებულ, მცურავი საშუალების საკუთრების უფლებას. აღნიშნულის შესაბამისად, გ--------------–--ეზე 2016 წლის 14 ივნისს გაცემული გემის სარეგისტრაციო მოწმობა, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2016 წლის 05 აგვისტოს №0------- ბრძანებით ცნობილი იქნა ბათილად.

 

სასამართლომ ამასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განისაზღვრება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობის საფუძვლები. პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. მე-601 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მის მიერვე გამოცემული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულებაც წარმოეშვება, როდესაც ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, ამ აქტის კანონშესაბამისობასთან დაკავშირებით და ეს წარმოადგენს მმართველობითი ორგანოების მიერ ერთგვარი კონტროლის განხორციელების სამართლებრივ ფუნქციას.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებითად ითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვანი და აშკარაა, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 2016 წლის 14 ივნისს გ--------------–--ეზე გემის, სახელწოდებით С-0----, სარეგისტრაციო მოწმობის გაცემისას, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის დარღვევა, რომლითაც პირდაპირი და უშუალო ზიანი განიცადა, მესამე პირის კანონით დაცულმა საკუთრების უფლებამ და მასთან დაკავშირებულმა ინტერესებმა. შესაბამისად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გააჩნდა მატერიალურ სამართლებრივი და პროცედურული საფუძვლები, დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება, 2016 წლის 14 ივნისს გ--------------–--ეზე გემის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით და რამდენადაც დასტურდებოდა, საქართველოს კანონი „საზღვაო კოდექსისა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 1------------ის №0-- ბრძანებით დამტკიცებული, „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესებით“ განსაზღვრული, გემის რეგისტრაციისა და გემის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის წესების დარღვევა, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიეღო 2016 წლის 05 აგვისტოს №0------- ბრძანება და ბათილად ეცნო 2016 წლის 14 ივნისს გ--------------–--ეზე გემის სარეგისტრაციო მოწმობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს სწორედ ამ აქტის, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიეღო 2016 წლის 05 აგვისტოს №0------- ბრძანების კანონშესაბამისობა წარმოადგენს. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებითად ითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონშესაბამისია, რომლის საფუძველზეც აღდგენილი იქნა მესამე პირის დარღვეული უფლებები. აქტის პროცედურული გამართულობისა და კანონშესაბამისობის თაობაზე სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის აუცილებლობა, ხოლო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიეღო 2016 წლის 05 აგვისტოს №0------- ბრძანების გამოცემისას ეს წესი დაცული არ არის, აქტი მოკლებულია დასაბუთებას, თუმცა სასამართლომ მიიჩნია რომ ეს გარემოება ამ შემთხვევაში არ უნდა იქნას მიჩნეული მე-601 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული, აქტის ბათილად ცნობის წინაპირობად, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი, ამ პროცედურული წესის დაცვის პირობებშიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხვა შედეგით ვერ დასრულდებოდა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ამ შემთხვევაში სწორად არის შეფასებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რაც კონკრეტული მცურავი საშუალების რეგისტრაციას და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის საკითხს უკავშირდება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გ--------------–--ეზე გაცემული გემის სარეგისტრაციო მოწმობის С 0---- ბათილად ცნობის თაობაზე“, სააგენტოს 2016 წლის 05 აგვისტოს №0------- ბრძანება საქართველოს კანონის „საზღვაო კოდექსისა“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 1------------ის №0-- ბრძანებით დამტკიცებული, „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული, რასაც არ გამოუწვევია მოსარჩელე გ--------------–--ის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ--------------–--ემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, სააგენტომ რატომღაც ბათილად ცნო გენადი ვერულაძეზე გაცემული გემის რეგისტრაციის დოკუმენტი. მიზეზი მითითებული არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, სააგენტომ და სასამართლომაც ჩათვალა, რომ შ-----–--ზე გაცემული გემის რეგისტრაციის დოკუმენტი, რომელიც ძალადაკარგულია, (გენადი ვერულაძეზე რეგისტრაციის მომენტიდან) ძალაშია და საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს და ესეც, რომ არ იყოს ვადა გასულია, არ არის გადახდილი მოსაკრებელი, რაც რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველია. კანონის თანახმად, გემი სახელმწიფო რეგისტრაციიდან მოიხსნება ან რეგისტრაცია შეუწყდება როგორც მინიმუმ ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობისას:

- გემის მიერ ყოველწლიური მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო, გაუქმეულია მინდობილობა, რომლითაც ნაოსნობის უფლება მიიღო შ-----–--მ და არა საკუთრების, შესაბამისად, რეგისტრაციის განახლებაც რომ დაჭირდეს მას დაჭირდება საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მინდობილობა. მუდმივი რეგისტრაციისათვის ან რეგისტრაციის განახლებისათვის საჭირო საბუთები არ გააჩნია და შესაბამისად შ-----–--ს არანაირი საკუთრების უფლება არ გააჩნია კატერზე და ერთ წლიანი ვადის სარეგისტრაციო მოწმობა ვერანაირად ვერ ჩაითვლება საკუთრების დამადასტურებელი დაკუმენტად, ვინაიდან იგივე ლოგიკით პაატა ვერულაძე, რომლის სახელზე იყო რეგისტრირებული გემი არ გამოუხატავს ნება დაეთმო საკუთრების უფლება, თუ ჩაითვლება, რომ რეგისტრაციის მოწმობა, რომელიც მხოლოდ გემის კანონიერად სარგებლობის და ფლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს, არის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტომ ასევე გასცა შ-----–--ზე რეგისტრაციის მოწმობა, რომ პ-------------–--ეს საკუთრების უფლება არ გაუქმებია, ანუ ჩათვალა, რომ პ-------------–--ეს გააჩნია რეგისტრაციის მოწმობა, რომელიც ერთი წლის ვადით იყო გაცემული და არ წარმოადგენდა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტს, შ-----–--ს შემთხვევაში კი ჩაითვალა, რომ რეგისტრაციის მოწმობა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტია. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის ვადით იყო გეცემული, არ ჰქონდა მოსაკრებელი გადახდილი, რაც რეგისტრაციის მოწმობის გაუქმების საფუძველია და რომ გ--------------–--ეზე რეგისტრაციის მოწმობის გაცემისას არ იყო შ-----–--ს ნება გამოხატული თითქოსდა საკუთრების უფლების დათმობის შესახებ, მაშინ, როცა შ-----–--ზე რეგისტრაციის მოწმობის გაცემისას პაატა ვერულიძის საკუთრების დათმობის ნება არ მოუთხოვია. სააგენტო ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, აშკარად ცდილობს კანონდარღვევით შ-----–--ს მიაკუთვნოს კატერი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარის მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მის მიერვე გამოცემული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება, როდესაც ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, ამ აქტის კანონშესაბამისობასთან დაკავშირებით და ეს წარმოადგენს მმართველობითი ორგანოების მიერ ერთგვარი კონტროლის განხორციელების სამართლებრივ ფუნქციას.

 

,,საზღვაო კოდექსის’’ პირველი მუხლის პირველი წინადადების თანახმად საქართველოს საზღვაო კოდექსი (შემდეგში - „კოდექსი“) არეგულირებს საზღვაო ნაოსნობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

 

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) ახორციელებს საზღვაო დარგის ტექნიკურ რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 1------------ის №0-- ბრძანებით დამტკიცებული, „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში გემის რეგისტრაციას, რეგისტრაციაზე უარის თქმას, რეგისტრაციის შეჩერებას, გემის რეგისტრაციიდან მოხსნას, გემის რეგისტრაციის შეწყვეტას და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. მე-6 პუნქტის თანახმად გემის სახელმწიფო რეგისტრაცია, რეგისტრაციაზე უარის თქმა, რეგისტრაციის შეჩერება, გემის რეგისტრაციიდან მოხსნა, გემის რეგისტრაციის შეწყვეტა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

 

საქართველოს კანონის „საზღვაო კოდექსის“ მე-14 მუხლით განმარტებულია, „გემთმფლობელისა“ და „გემის მესაკუთრის“ ცნებები: 1. გემთმფლობელად იწოდება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განაგებს გემს, განურჩევლად იმისა, გემის მესაკუთრეა, თუ სარგებლობს ამ გემით სხვა რომელიმე კანონიერ საფუძველზე. 2. გემის მესაკუთრეა სახელმწიფო, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მარეგისტრირებელი სახელმწიფოს გემების რეესტრში შეტანილია როგორც გემის მესაკუთრე, თუ არ არსებობს პირდაპირი მითითება სხვა რამეზე.

 

საქმეში დაცული 2012 წლის 10 ივლისს N120721684 მინდობილობით ირკვევა, რომ ნ----------------ემ სანოტარო წესით დამოწმებული გენერალური მინდობილობით პ-------------–--ეს გადასცა ზომამცირე გემი (ი----- 75 ცხ/ძ. 692 4 1005306 D, ქარხნიდან გამოშვების წელი - 2004, გემის დასახელება - სწრაფმავალი კატერი, გემის საქარხნო ნომერი ნ. კატერი 5.00; გემის ნომერი: G------, სარეგისტრაციო ნომერი 8--, მაქსიმალური სიგრძე 4.80 მეტრი, სიგანე 1.80 მეტრი, ბორტის სიმაღლე 0.80 მეტრი; ტვირთამწეობა/ მგზავრები: 4 ადამიანი). ამავე მინდობილ მესაკუთრეს უფლება მიეცა, მართოს და განკარგოს, გადააფორმოს საკუთარ სახელზე, გაყიდოს, გაცვალოს, გააჩუქოს, დააგირავოს, იპოთეკით დატვირთოს, იჯარით გასცეს ზომამცირე გემი, ასევე, თავისი შეხედულებისამებრ გადასცეს სხვა პირს, შემდგომი გადანდობის (მათ შორის განკარგვის) უფლებით. მინდობილობა გაცემულია 10 წლის ვადით (ს.ფ. 17-18, ტ.1).

 

2013 წლის 29 ივნისის N1-------- რწმუნებულება/ მინდობილობით პ-------------–--ემ გ--------–-----–--ს მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა თავისი კუთვნილი მოტონავი სარეგისტრაციო ნომრით GK 8-- C (გამოშვების წელი 2004/ საქართველოს ძრავის ტიპი, რაოდენობა, სიმძლავრე: Y----- 75AET, ერთი, 75 ცხძ, მაქსიმალური სიგრძე: 4.80 მეტრი, სიგანე: 1.80 მეტრი, ბორტის სიმაღლე: 0.80 მეტრი, ტვირთამწეობა/მგზავრები: 5 ადამიანი) გაცემული 12.07.2013წელს. ამ მინდობილობით მინდობილ მესაკუთრეს უფლება აქვს, მართოს და განკარგოს (გადააფორმოს საკუთარ სახელზე, გაყიდოს, გაცვალოს, გააჩუქოს, დააგირაოს, იპოთეკით დატვირთოს, იჯარით გასცეს) მოტონავი, შეკრიბოს ამისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი და ხელი მოაწეროს მათ. ასევე მინდობილ მესაკუთრეს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ აღნიშნული მოტონავი გადასცეს სხვა პირს შემდგომი გადანდობის (მათ შორის განკარგვის) უფლებით. მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით (ს.ფ. 19-20, ტ.1).

 

2013 წლის 04 ივლისს გ--------–-----–--მ განცხადებით მიმართა, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში მოტონავის რეგისტრაციის თაობაზე, 2013 წლის 29 ივნისს მის სახელზე გაცემული მინდობილობით. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, 2013 წლის 11 ივლისს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში არსებული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გ--------–-----–--ს სახელზე დარეგისტრირდა მოტონავი და მასზე გაიცა გემის, სახელწოდებით C0----, სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 16 ივლისამდე.

 

დადგენილია, რომ გ--------–-----–-- ყოველწლიურად ახორციელებდა გემის სარეგისტრაციო მოწმობის განახლებას, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

 

2016 წლის 14 მაისის N1-------- რწმუნებულება/მინდობილობის გაუქმების განცხადებით პ-------------–--ემ ცალმხრივად გააუქმა 2013 წლის 29 ივნისს ნოტარიუსს მაია კახიძის მიერ დამოწმებული მინდობილობა (რეესტრის N1--------) გაცემული გ--------–-----–--ზე (დაბ: 12.02.1973წ. პ/ნ. 3----------). თუმცა პალატის მოსაზრებით, მას შემდეგ რაც პ-------------–--ემ, როგორც ,,საკუთების მიმდობმა“, გ--------–-----–--სთან, როგორც ,,მინდობილ მესაკუთრესთან’’ განუსაზღვრელი ვადით დადო ხელშეკრულება, მან დაკარგა მცურავ საშუალებაზე უფლება და იგი ჩაანაცვლა გ--------–-----–--მ. კერძოდ მხარეებს შორის 2013 წლის 29 ივნისის ხელშეკრულებით ,,მინდობილ მესაკუთრეს“ მიენიჭა უფლება, მართოს და განკარგოს (გადააფორმოს საკუთარ სახელზე, გაყიდოს, გაასხვისოს, გააჩუქოს, დააგირავოს, იპოთეკით დატვირთოს, იჯარით გასცეს) მოტონავი, შეკრიბოს ამისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი და ხელი მოაწეროს მას. ,,მინდობილ მესაკუთრეს“ შესაძლებლობა აქვს თავისი შეხედულებისამებრ აღნიშნული მოტანავი გადასცეს სხვა პირს შემდგომი გადანდობის (მათ შორის განკარგვის) უფლებით. (ს.ფ. 59, ტ.1).

 

დადგენილია, რომ 13.09.2013 წლის ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების შემდეგ 2016 წლის 24 მაისის N1-------- რწმუნებულება/მინდობილობით პ-------------–--ემ უფლებამოსილება მიანიჭა გ--------------–--ეს მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული ზომამცირე გემის (რომლის მოდელია ი----- - 75 ცხ/ძ. 692 L 1005306 D, ქარხნიდან გამოშვების წელი - 2004, გემის დასახელება, მასალა: სწრაფმავალი კატერი, სტეკლოპლასტი, გემის საქარხნო ნომერი და სად ინახება /სადგომი/: გონიო-კვარიათი, აღორძინება-ნ, კატერი 5.00; გემის ნომერი: G------, მგზავრთა ტევადობა, ტვირთამწეობა და ქიშის სიმაღლე: 5,00X1.95X0.40 850 კგ, 4 კაციანი) მართვის და განკარგვის (გადააფორმოს საკუთარ სახელზე, გაყიდოს, გაცვალოს, გააჩუქოს, დააგირაოს, იპოთეკით დატვირთოს, იჯარით გასცეს, გაიყვანოს ტექ.დათვალიერებაზე, მიიღოს ახალი ტექნიკური პასპორტი). ასევე მიენიჭა უფლება შეკრიბოს ამისათვის ყველა სჭირო დოკუმეტი და ხელი მოაწეროს მათ. მინდობილ მესაკუთრეს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ აღნიშნული გემი გადასცეს სხვა პირს შემდგომი გადანდობის (მათ შორის განკვარგვის) უფლება. მინდობილობა გაცემულია 05 (ხუთი) წლის ვადით გადანდობის უფლებით (ს.ფ. 87-88, ტ.1).

 

2016 წლის 31 მაისს, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით მიმართა მოსარჩელე გ--------------–--ემ, რომლითაც მოითხოვა იგივე მცურავი საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის განახლება. განცხადებას დაურთო 2016 წლის 14 მაისს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული პ-------------–--ის განცხადება, 2013 წლის 29 ივნისს გ--------–-----–--ზე გაცემული მინდობილობის გაუქმების თაობაზე და 2016 წლის 24 მაისს გაცმეული სანოტარო აქტი - სატრანსპორტო საშუალების მინდობილობა, განკარგვის უფლებით, რომლითაც ნ----------------ის უფლებამოსილმა პირმა, პ-------------–--ემ გ--------------–--ეს, როგორც „მინდობილ“ პირს, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ზომამცირე გემი.

 

გ--------------–--ის მიერ წარდგენილი იქნა ასევე 2016 წლის 27 მაისს გაცემული, ზომამცირე გემის უსაფრთხოების სერტიფიკატი (ს.ფ. 89, ტ.1).

 

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 2016 წლის 14 ივნისს გ--------------–--ეზე გაიცა გემის, სახელწოდებით C0----, სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 14 ივნისამდე (ს.ფ. 26, ტ.1).

 

დადგენილია, რომ გ--------------–--ეზე გემის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შემდეგ, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტის მიერ მიჩნეული იქნა, რომ გ--------–-----–--ს საკუთრებაში არსებული მცურავი საშუალების გადაფორმება გ--------------–--ის სახელზე მოხდა, ხარვეზით. კერძოდ, შემსრულებელმა იხელმძღვანელა პ-------------–--ის მიერ წარდგენილი ნოტარიუსის მიერ გაცემულ მინდობილობით (პ-------------–--ის მიერ მოტონავის გ--------------–--ისთვის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცების თაობაზე) და განცხადებით, რომელიც აუქმებდა პ-------------–--ესა და გ--------–-----–--ს შორის 2013 წელს განუსაზღვრელი ვადით გაცემულ მინდობილობას, მოტონავის მართვის და განკარგვის უფლებით, თუმცა, გემის ბოლო მფლობელის, გ--------–-----–--ს მხრიდან არ არსებობდა გამოხატული ნება, საკუთრების უფლების დათმობის შესახებ, გ--------------–--ის სასარგებლოდ.

 

საქართველოს ,,საზღვაო კოდექსის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გემის რეესტრში რეგისტრაცია დასტურდება რეგისტრაციის მოწმობით. ამავე 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, გემის რეგისტრაციის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია, გემის მდგომარეობის ამ კოდექსის დებულებებთანან/ და გემის რეგისტრაციის პირობებთან შეუსაბამობა; ასევე, გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად გემის სახელმწიფო რეგისტრაციიდან მოიხსნება ან რეგისტრაცია შეუწყდება, საქართველოს საზღვაო კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

საქმერში დაცული მასალით ირკვევა, რომ გ--------------–--ისათვის გემის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის დროს, სახელმწიფოს გემების რეესტრში იგივე გემის მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო გ--------–-----–-- და მის სახელზე სააგენტოს მიერ გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას NC0----, მოქმედების ვადა არ ჰქონდა ამოწურული, რომელიც განისაზღვრებოდა, 2016 წლის 16 ივლისამდე.

 

,,საზღვაო კოდექსის“ კოდექსის 32.2 მუხლის თანახმად ერთი და იმავე გემის რეგისტრაცია ერთსა და იმავე დროს ხდება რეესტრის მხოლოდ ერთ წიგნში.

 

ამდენად, გემის რეგისტრაციისა და გ--------------–--ის სახელზე სარეგისტრაციო მოწმობის გასაცემად, ზემოაღნისნულ შემთხვევაში სააგენტოსათვის საკმარისი ვერ იქნებოდა 2016 წლის 14 მაისს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული პ-------------–--ის განცხადება, 2013 წლის 29 ივნისს გ--------–-----–--ზე გაცემული მინდობილობის გაუქმების თაობაზე და პ-------------–--ის მიერ 2016 წლის 24 მაისს გ--------------–--ეზე გაცმეული სატრანსპორტო საშუალების მინდობილობა, რამდენადაც, სააგენტოს მიერ წარმოებული, სახელმწიფოს გემების რეესტრში იმავე გემის მესაკუთრედ გ--------–-----–-- იყო რეგისტრირებული და მის სახელზე სააგენტოს გაცემული ჰქონდა სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის მოქმედების ვადა არ იყო ამოწურული.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 2016 წლის 14 ივნისს გ--------------–--ეზე გემის, სახელწოდებით C0----, სარეგისტრაციო მოწმობის გაცემისას, დარღვეული იყო საქართველოს კანონი „საზღვაო კოდექსისა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 1------------ის №0-- ბრძანებით დამტკიცებული, „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესებით“ განსაზღვრული, გემის რეგისტრაციისა და გემის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის წესები, რომლითაც პირდაპირი და უშუალო ზიანი განიცადა, მესამე პირის კანონით დაცულმა საკუთრების უფლებამ და მასთან დაკავშირებულმა ინტერესებმა. შესაბამისად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გააჩნდა მატერიალურ სამართლებრივი და პროცედურული საფუძვლები, დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება, 2016 წლის 14 ივნისს გ--------------–--ეზე გემის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით და რამდენადაც დასტურდებოდა, საქართველოს კანონი „საზღვაო კოდექსისა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 1------------ის №0-- ბრძანებით დამტკიცებული, „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესებით“ განსაზღვრული, გემის რეგისტრაციისა და გემის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის წესების დარღვევა, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიეღო 2016 წლის 05 აგვისტოს №0------- ბრძანება და ბათილად ეცნო 2016 წლის 14 ივნისს გ--------------–--ეზე გემის სარეგისტრაციო მოწმობა.

 

ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

აპელანტ გ--------------–--ეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი არ უბრუნდება სააპელაციო საჩივარზე უარყოფის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ--------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი

 

ხათუნა ხომერიკი

 

გოჩა აბუსერიძე