განაჩენი

სისხლის სამართლის 11.11.2019
საქმის ნომერი
010100118002774851
ინსტანცია
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-508-2019 წელი

№010100118002774851

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

6 ნოემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – პ----- ც-–--–--ის,ადვოკატის – დ----- ს--------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ო----- ბ-–-----–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ო----- ბ-–-----–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის მქონე, მცხოვრები ქ------–-----------–----–----------------–-------ში, ბათუმის საქა-ლაქო სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენით ცნობილი იქნა უდა-ნაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

aRwerilobiTi nawili:

ო----- ბ-–-----–---–ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო არაერთგზის ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის განხორციელებისათვის, რამაც გამო-იწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ო----- ბ-–-----–---–ისათვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 26 ოქტომბერს, დღის საათებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 1261-ე მუხლით ნასამართლევმა ო----- ბ-–-----–---–მა, ქ------–-----------–----–-----------------–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში არაერთგზის, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ თავის კედელზე მირტყმით და ხე-ლებისა და ფეხის დარტყმებით წელის, ზურგისა და ფეხის არეში, ფიზიკური შეურაცხ-ყოფა მიაყენა თავის მამას დ-------- ბ-–-----–---–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენით ო----- ბ-–-----–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრა-ლდებაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენი სააპე-ლაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა პ----- ც-–--–--ემ, რომელიც ითხოვს ო----- ბ-–-----–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვე-პუნქტით და მისთვის სასჯელის განსაზღვრას აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებ-ში. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლოში დაზარალებულმა, ასევე ო----- ბ-–-----–---–ის დედამ თ--- ბ-–-----–---–მა განაცხადეს, რომ ო----- ბ-–------–---–ს მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და რომ აღნიშნული გამო-ძიების ეტაპზე განაცხადეს აღელვებულებმა. ასევე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ო----- ბ-–-----–---–ის ძმამ ზ-------- ბ-–-----–---–მა. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მათი ზემოაღნიშნული ქმედება ემსახურება ო----- ბ-–-----–---–ისათვის სისხლისსა-მართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. გარდა ამისა, დაზარალებული დ-------- ბ-–-----–---–ი გამოძიების ეტაპზე ორჯერ იქნა გამოკითხული და ორივეჯერ დაადასტურა ანალოგიური ინფორმაცია. ასევე სახეზეა სხეულზე ჩალურჯებების და დაზიანებების არსებობა. ამასთან, მამასთან ოჯახური კონფლიქტი არ უარყო თავად ო----- ბ-–-----–---–მაც.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ პ----- ც-–--–--ეს, რომელიც მხარს უჭერს სააპელაციო საჩივარს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

– გამართლებულ ო----- ბ-–-----–---–ის ინტერესების დამცველ ადვოკატს დ----- ს---------ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სა-მართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით დად-გენილია, რომ 2018 წლის 26 ოქტომბერს ს---–---- ბ-–-----–---–მა შეატყობინა 112-ს სამსახურს, რომ ქ------–-----------–----–----------------–-------ში დ-------- ბ-–-----–----–ის მიმართ, მისი შვილი ახორციელებდა ძალადობას.

დაზარალებულმა დ-------- ბ-–-----–---–მა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ის ით-ხოვს პატიებას, რადგან შეცდომაში შეიყვანა, როგორც საგამოძიებო ორგანო, ისე სასა-მართლო; აღიარებს მის შეცდომას; 2018 წლის 26 ოქტომბერს ოჯახის ყველა წევრი იყო ერთად, მაგრამ ისეთი ცელქი ბავშვი ყავს ო-----ის რომ მისი გაჩერება შეუძლებელია, ამ-ტვრევს ყველაფერს, იმ დღეს ბავშვი დატუქსა და ამის გამო მოხდა მათი შეკამათება; მე-ზობელიც იყო, მაგრამ აერიდა გამოკითხვას; დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით და ამის გამოც ისე განერვიულდა, რომ მისივე მითითებით მისმა მეორე შვილმა დარეკა ცხელ ხაზზე, რომ არ გაგრძელებულიყო კამათი და არ მომხდარიყო უფრო უარესი; მო-ვიდნენ პოლიციელები და არ ადასტურებს რაც მათ გამოკითხვაზე უპასუხა; სრულიად სხვა ჩვენება მისცა, ექსპერტიზაზე წაიყვანეს, ექსპერტმა დაათვალიერა და შეეკითხა თვალთან რა არისო და უთხრა რომ ძირმაგარა ჰქონდა და ის ადგილი იყო ჩალურჯე-ბული, ამჟამადაც ეტყობა, ეს ძირმაგარა ერთი წლის წინ გაუჩნდა და შაქრიანის დია-ბეტის გამო არ შეხორცდა და დღემდე ეტყობა თვალთან, მუქი ფერის ლაქა; ის საუბრობ-და გამომძიებელთან, მაგრამ არ წაუკითხავს შინაარსი; ხელი კი მოაწერა; ის, რომ ჩვე-ნება მისცა, გრძნობს რომ არასწორად მოიქცა; შეცდომაში შეიყვანა პოლიციის თანამ-შრომლები; სასამართლოსაც მომართა რამდენჯერმე, მისი შვილის ადვოკატსაც უამბო ამის თაობაზე; როცა პოლიციის განყოფილებას მიაკითხა რამდენჯერმე ეუბნებოდნენ, რომ მასალები უკვე გადაცემული ჰოქნდათ და ვერ შეცვლიდნენ ვერაფერს. მისი შვილი მიმალვაში არ ყოფილა, დღისით მუშაობდა თავის ბაღში და საღამოს სახლში იყო ჩვეულებრივად; ორჯერ იყო სტუმრად წასული, ერთ დღეს, როცა მოაკითხეს პოლიციე-ლებმა თავის დასთან იყო სტუმრად ბათუმში; თავად ამ კამათის შემდეგ ურთიერთობა არ ჰქონდა და არ ესაუბრებოდა, მისი დედა ალბათ ეტყოდა ამის შესახებ, რომ მოიკით-ხეს პოლიციიდან; ადასტურებს, რომ მის შვილს ო----- ბ-–-----–---–ს მისთვის ფიზიკუ-რი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, როცა პოლიციელები შეტყობინების საფუძველზე მოვიდნენ ნამდვილად აღელვებული იყო, კამათის შემდეგ განერვიულდა და თავს ცუდად გრძნობდა, მას რაიმე სახით არც ფიზიკური ტკივილი განუცდია, წაიკამათეს და გააშველეს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე თ--- ბ-–-----–---–მა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ბრალდებული არის მისი შვილი; შვილიშვილი ყავთ ძალიან ცელქი მისი დედა წასულია სახლიდან, თავად აქცევენ ყურდაღებას; მესამე ოთახში იყო, არც დაუნახავს, რომ წაიკამათნენ. შეშინების მიზნით დაურეკა მისმა შვილმა; პოლიციელები რომ მოვიდნენ რასაც საუბრობდნენ ის დაწერა, მის მაგიერაც; მეუღლე დ-------- ბ-–-----–---–ი და მისი შვილი ო----- ბ-–------–---–ი დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით, აქედან გამომდინარე ნერვიულები არიან, თორემ ისეთი მიზეზი არ ყოფილა; წაიკამათეს; მისმა მეუღლემ შეშინების მიზნით დაურეკა და აღელვებულმა მისცა ეს ჩვენება. პირველ სართულზე ო-----ი ცხოვრობს; გაყოფილები არიან მეორე სართულზე ცხოვრობს თავად და შვილი რძალით და შვილიშვილით; პირველ სართულზე ო-----ი და ორი ბავშვი, მის ცოლი წასულია სახლიდან; მისმა მეუღლემ რაც ისაუბრა, ის დაწერეს პოლიციის თანამშრომლებმა, მას არ წაუკითხავს, ხელი კი მოაწერა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ზ-------- ბ-–-----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოიყენა მის-თვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა მისი ძმის – ო----- ბ-–-----–----–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ო----- ბ-–-----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას წარდ-გენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას ნამდვილად მო-უვიდა იმ დღეს კონფლიქტი თავის მამასთან - დ-------- ბ-–-----–---–თან, მაგრამ ის დასრულდა მხოლოდ ურთიერთშელაპარაკებით, მათ შორის მოხდა კამათი იმის გამო, რომ ჩათვალა მისი მამა მკაცრად მოექცა შვილიშვილს, მხოლოდ ამის გამო უსაყვედურა და ამ საკითხმა მათ შორის გამოწვია კონფლიქტი; რაც შეეხება ფიზიკურ შეურაცხყოფას, მისთვის არ მიუყენებია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმეებმა მ----- მ--–------–მა და გ--- კ----ემ ჩვენების მიცემისას განაცხადეს, რომ შეტყობინების საფუძველზე გამომძიებელ ლ---- ხ--------–---–თან ერთად გავიდნენ სოფელ ჭ-----ში; შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ; საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე იწვა დ-------- ბ-–-----–---–ი, აშკარად ეტყობოდა, რომ იყო ნაცემი, წუხდა, მათ განუმარტა, რომ შვილმა ცემა, ანუ მიაყენა ფიზიკური შურაცხყოფა, ამ დროს დაზარალებულისვე განმარტებით ოთახში შევიდა მისი მეუღლე - თ--- ბ-–-----–---–ი და შვილი ზ-------- ბ-–-----–---–ი, რომლებიც ჩადგნენ შუაში და გააშველეს; ო----- ბ-–-----–---–ი ადგილზე არ იმყოფებოდა ის წასული იყო სახლიდან; თვალზე ეტყობო-და დაზიანება; ოჯახის წევრებმაც ანალაგიური დაადასტურეს; დაზარალებული ტიროდა იყო აღლევებული, ითხოვდა რეაგირებას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე დ----- ტ----ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ დ-------- ბ-–-----–---–მა შეატყობინა ფიზიკური ძალადობის თაობაზე; მისი განმარტებით მისმა შვილმა რამო-დენიმე დღის წინ მიაყენა ფიზიკური შეუარცხყოფა; აღენიშნებოდა დაზიანება სახის არეში, ოჯახში მომხდარი კონფლიქტის შესახებ ასევე განაცხადეს ზ-------- ბ-–------–---–მა და თ--- ბ-–-----–---–მა; ო----- ბ-–-----–---–ი ამ დროს სახლში არ იმყოფე-ბოდა; ბინაზე შემოწმების ოქმი შეადგინა; არსებობდა შემაკავებელი ორდერის გამოცე-მის საფუძველი და შეადგინა, თუმცა ის ფიზიკურად ვერ გააცნო ო----- ბ-–-----–---–ს, რადგან მასთან კავშირი ვერ ხერხდებოდა, ორდერით მას აკრძალული ჰქონდა მიახ-ლოება მამასთან, ისინი ცხოვრობენ ერთ სახლში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმეებმა რ----- გ--------ემ, ტ------– ნ-----ემ და ბ---–--- ჯ--------ემ ჩვენების მიცე-მისას განაცხადეს, რომ მონაწილეობა მიიღეს ო----- ბ-–-----–---–ის დაკავებაში, რ----- გ--------ის განმარტებით მან შეადგინა დაკავების ოქმი ხ--–----ის ტერიტორიაზე დაა-კავა სასამართლოს განჩინების საფუძველზე; წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქო-ნია; აცნობა დაკავების თაობაზე, წარუდგინა და გააცნო ბრალი, გადასცა ინფორმცია შე-საძლო მტკიცებულებებზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, 2018 წლის 29 ნოემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით დ-------- ბ-–-----–---–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი სახის არეში; არსებული დაზიანება გან-ვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანების ხანდაზმუ-ლობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

ექსპერტმა მ------ მ---------–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2018 წლის 26 ოქტომბერს დ-------- ბ-–-----–---–ის ვიზუ-ალური დათვალიერების საფუძველზე გაცემული იქნა დასკვნა; მისი განმარტებით მას დაზიანება მიაყენა შვილმა; ნაჭდევი იყო თვალბუდის გარეთა კუთხესთან ზომით: 6,3×5, მას დაზიანება შეეძლო მიეღო სხვა ვითარებაშიც, ვითარების დადგენა მისი კომ-პეტენცია არ არის, მან უბრალოდ რაც დააფიქსირა შესამოწმებელმა პირმა, განაცხადა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ო----- ბ-–------–---–ი დაკავებულია 2018 წლის 24 ნოემბერს, დაკავების ზუსტი დრო: 16:40სთ; დაკავების ადგილი: ქ------–-----------–----–---------------–-----–----ის ტერიტორია; დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა: დაკავებულს ვიზუალური დათვალიერებით სხეულზე რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნება.

(ს. ფ. 89-94)

საქმეში არსებული, შემაკავებელი ორდერის ოქმით დადგენილია, რომ ხ--–----ის პო-ლიციის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის დ----- ტ----ის მიერ შედგენილი იქნა აღნიშნული ოქმი 2018 წლის 26 ოქტომბერს, სადაც დ-------- ბ-–-----–---–ი განმარ-ტავს, რომ ო----- ბ-–-----–---–მა მასზე ძალადობის შემდეგ მიიმალა.

(ს. ფ. 101-104)

გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხა-რის მიერ არ იქნა წარმოდგენილი და საქმეში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკი-ცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ო----- ბ-–------–---–ის მიერ დ-------- ბ-–-----–---–ის მიმართ ძალადობის ფაქტის ჩადენაში შესაბა-მისად ერთმნიშვნელოვნად ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

ო----- ბ-–-----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში უარყო მამის - დ-------- ბ--–-----–---–-სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ მხოლოდ სიტყვიერ კონფლიქტს ჰქონდა მათ შორის ადგილი.

დაზარალებულმა დ-------- ბ-–-----–---–მაც დაადასტურა აღნიშნული გარემოება და განმარტა, რომ შვილთან მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოუხდა და ფიზიკური შეუ-რაცხყოფა მისთვის ო----- ბ-–-----–---–ს არ მიუყენებია. ექსპერტიზაზე შემოწმებისას თვალზე დაზიანება კი ჰქონდა, მაგრამ ეს გამოწვეული იყო იმით, რომ თვალზე ჰქონდა ძირმაგარა და დღესაც ეტყობა მისგან დარჩენილი ჩალურჯების კვალი.

მოწმე ზ-------- ბ-–-----–---–მა უარი განაცხადა ძმის - ო----- ბ-–-----–---–ის წინა-აღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

რაც შეეხება საქმეში არსებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მარ-თალია აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია დ.ბ-–-----–---–ის სხეულზე დაზია-ნების არსებობა, მაგრამ რა ვითარებაში მიიღო დ-------- ბ-–-----–---–მა აღნიშნული დაზიანება, ო. ბ-–-----–---–ის ძალადობრივი მოქმედებით, თუ სხვა ვითარებაში, ამის მადასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყო-ფილა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნე-ბელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ო----- ბ-–-----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯე-რებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ო----- ბ-–-----–---–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულის ჩადენაში, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძ-ველი.

შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენი ო----- ბ-–-----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გამამართლებელი განაჩენი ო----- ბ-–-----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

ო----- ბ-–-----–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდ-გენილ ბრალდებაში.

გამართლებულ ო----- ბ-–-----–---–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

ო----- ბ-–-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქ-მებულია.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili