განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.10.2019
საქმის ნომერი
330310019002876858
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310019002876858

საქმე №3ბ/2293-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

 

აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ი/მ რ-----ი ჯ-------ე;

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1.1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება

 

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. რ-----ი ჯ-------ე (ს/ნ------------) 2----–-–--------------იდან რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად. სამართლებრივი ფორმა - ინდივიდუალური მეწარმე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 2--------- წ. (ს.ფ. 39)

 

2.2. საჯარო რეესტრიდან 2----–-–------------ის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ზ------------–-----------–--–-----, დაზუსტებული ფართობი: 12 116 კვ.მ, ს.კ.-------------, საკუთრების უფლებით 2----–-–-----------იდან აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 3--------- წ. (ს.ფ. 20-21);

 

2.3. 2------–-–-------------–--ის N------------ ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, თბილისში, ზ----–---------–------------–--–-------ში მდებარე 12 116 კვ.მ უძრავ ქონებაზე განთავსებულ N- შენობა-ნაგებობით სარგებლობს ი.მ რ-----ი ჯ-------ე (ს/ნ------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2----–-–---------–--ის N------------ ადგილზე დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 34-35)

 

2.4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2-----–-–-----------------ს №------- წერილით ი/მ რ-----ი ჯ-------ეს ეცნობა, რომ ქ. თბილისი, ზ------------–-----------–--–------ში, (ს.კ.-------------) მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის ნაწილშიდაც ის სარგებლობდა არამართლზომიერად და იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის. ი/მ რ-----ი ჯ-------ეს ეთხოვა სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2----–-–------------იდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------- №------- წერილი (ს.ფ. 40)

 

2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------------ის №--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ზ------------–-----------–--–------ში არსებული ს.კ.--------------ით რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა N--ის (საერთო ფართი 401,20 კვ.მ) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2----–-–-----------იდან 2----–-–------------ის ჩათვლით მთლიან 401.20 კვ. მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 261 ლარს. 2----–-–------------------------ის ჩათვლით მთლიან 401.20 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენს 265 ლარს. ხოლო 2----–-–------------------------ მთლიან

401.20 კვ. მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 277 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს

2----–-–----------------ის №--------- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 22-31);

 

2.6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2-----–-–------------------ის №------- წერილით ი/მ რ-----ი ჯ-------ეს ეცნობა, რომ ქ. თბილისი, ზ------------–-----------–--–------ში (ს.კ.-------------) მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც (შენობა N--ის 401.20 კვ.მ ფართით) ის სარგებლობდა არამართლზომიერად და იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის. ი/მ რ-----ი ჯ-------ეს ეთხოვა სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2----–-–------------იდან 2----–-–------------ის ჩათვლით თვეში 261 ლარის, 2----–-–------------------------ის ჩათვლით თვეში 265 ლარის, ხოლო 2----–-–-------------- თვეში 277 ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერად სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------------ის №------- წერილი (ს.ფ. 41-42)

 

2.7. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------–ის საფინანსო სამსახურის №----- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ი/მ რ-----ი ჯ-------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დღემდე გადახდილი თანხა არ იძებნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------–ის საფინანსო სამსახურის №----- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 47)

- დანართი (ს.ფ. 49)

 

2.8. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის №------- წერილით ი/მ რ-----ი ჯ-------ეს კიდევ ერთხელ ეცნობა, რომ ქ. თბილისი, ზ------------–-----------–--–------ში (ს.კ.-------------) მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც (შენობა N--ის 401.20 კვ.მ ფართით) ის სარგებლობდა არამართლზომიერად და იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის. ი/მ რ-----ი ჯ-------ეს ეთხოვა, წერილის მიღებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2----–-–------------იდან 2----–-–------------ის ჩათვლით თვეში 261 ლარის, 2----–-–------------------------ის ჩათვლით თვეში 265 ლარი, ხოლო 2----–-–-------------- 2----–-–------------------- თვეში 277 ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, არამართლზომიერად სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის №------- წერილი (ს.ფ. 43-44)

 

2.9. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის ჩაბარება/არ ჩაბარების შეტყობინების ბარათებიდან ირკვევა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ი/მ რ-----ი ჯ-------ისთვის გაგზავნილი კორესპონდენცია ადრესატს არ ჩაბარებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ფოსტის ჩაბარება/არ ჩაბარების შეტყობინების ბარათები (ს.ფ. 84-88)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.10. სასამართლომ მიუთითა საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანეს წყაროებზე (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

სასამართლომ მიუთითა საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

სასამართლოს მიერ განმარტებული იქნა, რომ კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები.

 

2.11. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალ ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არა ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოდგენილი სარჩელით ითხოვდა მოპასუხე ი/მ რ-----ი ჯ-------ისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ქ. თბილისი, ზ------------–------------–--–-------------------------, შენობა N-, 401.20 კვ.მ ფართი) არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის დაკისრებას 2-----–-–------- 2583,9 ლარის, 2----–-–------- 3180 ლარისა და 2----–-–-------------- 2----–-–-------------- 0--------------- 2835 ლარის, ჯამში 8598,9 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).

 

ამავე , ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად განმარტებული იქნა, რომ განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ რ-----ი ჯ-------ე (ს/ნ------------) 2----–-–--------------იდან რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად. სამართლებრივი ფორმა - ინდივიდუალური მეწარმე.

 

მითითებული იქნა იმ დადგენილ გარემოებაზეც, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ზ------------–-----------–--–-----, დაზუსტებული ფართობი: 12, 116 კვ.მ, ს.კ.-------------, საკუთრების უფლებით 2----–-–------------იდან აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე.

 

სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------------ის №--------- ექსპერტიზის დასკვნზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ზ------------–-----------–--–------ში არსებული ს.კ.--------------ით რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა N--ის (საერთო ფართი 401,20 კვ.მ) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2----–-–-----------იდან 2-----–-–--------------- ჩათვლით მთლიან 401.20 კვ. მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 261 ლარს. 2----–-–------------------------ის ჩათვლით მთლიან 401.20 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენს 265 ლარს. ხოლო 2----–-–------------------------ მთლიან 401.20 კვ. მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 277 ლარს.

 

2.12. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად კი - სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

სასამართლომ, აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (მაგ., იჯარის ხელშეკრულება) ანუ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.

 

2.13. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში უტყუარად არ დასტურდებოდა მოპასუხე ი/მ რ-----ი ჯ-------ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული - ქ. თბილისში, ზ----–--------–-----------–--–------ში ს.კ.--------------ით რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა N--ის (საერთო ფართი 401,20 კვ.მ) სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი. კერძოდ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი 2-------–-–---------------–--ის N------------ ადგილზე დათვალიერების ოქმით, 2----–-–---------–--ის ფოტოსურათებით, შიდა აზომვითი ნახაზითა და საკადასტრო გეგმიდან უტყუარად არ დგინდება ზემოაღნიშნული უძრავი ქონებით ი/მ რ-----ი ჯ-------ის მიერ სარგებლობის ფაქტი.

 

გარდა ამისა, სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარდგენილი იყო საქართველოს ფოსტის ჩაბარება/არ ჩაბარების შეტყობინების ბარათები, საიდანაც ირკვევა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ი/მ რ-----ი ჯ-------ისთვის გაგზავნილი კორესპონდენცია (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------- №-------, 2----–-–----------------ის №------- და 2----–-–------------ის №------- წერილები) ადრესატს არ ჩაბარებია. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ თავად განმარტა, რომ ადგილზე შემოწმებისას მათ მოპასუხე არ დახვედრიათ. შესაბამისად, სასამართლო დაუდგენელად მიიჩნია აღნიშნული უძრავი ქონებით მოპასუხის მიერ უტყუარად სარგებლობის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსისა და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ სასამართლომ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს. მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. გარად ამისა, მან გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

 

აპელანტი განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ზ-------------–-----------–--–-----, საკადასტრო კოდით N------------, წარმოადგენს სახელმწიფო საკუტრებას, რომლის ნაწილითაც არამართლზზომიერად სარგებლოს და სამეწარმეო მიზნებისთვის იყენებს ი/მ რ----- ჯ-------ე, რისთვისაც უნდა გადაეხადა შესაბამისი საფასური. აღნიშნულის თაობაზე მას გაეგზავნა კიდეც წერილები (-----–-–-------------------------------–-–---------------------------------------–-–------------------------) და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მოპასუხის მიერ არამართლზომიერად ფლობის ფაქტს, აპელანტს საფუძვლიანად მიაჩნია სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება სააგენტოს სარჩელი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5. ფაქტობრივი დასაბუთება და სამართლებრივი დასაბუთება

 

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

 

5.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

 

5.3. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება.

 

პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე,რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).

 

იმავე კანონის 36-ე მუხლი არეგულირებს ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა.

 

დადგენილია, რომ რ-----ი ჯ-------ე (ს/ნ------------) 2----–-–--------------იდან რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად - ინდივიდუალურ მეწარმედ.

 

დადგენილია ისიც, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ზ------------–-----------–--–-----, დაზუსტებული ფართობი: 12, 116 კვ.მ, ს.კ.-------------, საკუთრების უფლებით 2----–-–------------იდან აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------------ის №--------- ექსპერტიზის დასკვნზის თანახმად, ქ. თბილისში, ზ------------–-----------–--–------ში არსებული ს.კ.--------------ით რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა N--ის (საერთო ფართი 401,20 კვ.მ) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2----–-–-----------იდან 2-----–-–--------------- ჩათვლით მთლიან 401.20 კვ. მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 261 ლარს. 2----–-–------------------------ის ჩათვლით მთლიან 401.20 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენს 265 ლარს. ხოლო 2----–-–------------------------ მთლიან 401.20 კვ. მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 277 ლარს.

 

5.4. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

თუმცა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში უტყუარად არ დასტურდებოდა მოპასუხე ი/მ რ-----ი ჯ-------ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული - ქ. თბილისში, ზ----–--------–-----------–--–------ში ს.კ.--------------ით რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა N--ის (საერთო ფართი 401,20 კვ.მ) სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში მოიპოვება არაერთ მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ი/მ რ-----ი ჯ-------ისთვის გაგზავნილი კორესპონდენცია (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------- №-------, 2----–-–----------------ის №------- და 2----–-–------------ის №------- წერილები) ადრესატს არ ჩაბარებია.

 

აღნიშნული გარემოება, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დადგინდეს აღნიშნული უძრავი ქონებით მოპასუხის მიერ უტყუარად სარგებლობის ფაქტი.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა