განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2019
საქმის ნომერი
330210018002336187
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5915-18 9 ივლისი, 2019 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ლევან გვარამია

მოსამართლეები: გელა ქირია

დავით ახალბედაშვილი

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი _ შპს „გ-----“;

წარმომადგენელი _ პ----- ს--–-ა;

 

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ო-------- ქ----------–--ის“ დირექტორი გ--- გ--------ე;

წარმომადგენელი _ გ------- ზ-----–-–---–ი;

 

დავის საგანი _ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

1. აპელანტის მოთხოვნა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შპს „გ-----ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2017 წლის 31 იანვარს, შპს „ო-------- ქ----------–--ს“, შპს „I--- I--------t“-ს, შპს „სვ დეველოპერს“, შპს „ბ--- 2007“-ს და შპს „გ----ს“ შორის დაიდო სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებობს შემდეგი სამართლებრივი გარემოებები:

 

1. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 0--------------- დატვირთულია აღნაგობით შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ სასარგებლოდ და აღნაგობის საბოლოო ვადაა 01/03/2017 წელი;

2. შპს ,,ო-------- ქ----------–--ი’’ ვალდებულია მიწის ნაკვეთზე ააშენოს შენობა- ნაგებობა, მიიყვანოს იგი შეთანხმებულ მდგომარეობამდე და ფართების ნაწილი გადასცეს კრედიტორებს;

3. წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტისთვის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია და შპს ,,ო-------- ქ----------–--ს’’ კრედიტორების მიმართ არ აქვს შესრულებული ამ მუხლის წინა პუნქტში მითითებული ვალდებულებები;

4. მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დასრულება და შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ მიერ ვალდებულების შესრულება საჭიროებს აღნაგობის ვადის გაგრძელებას;

5. შპს ,,ო-------- ქ----------–--ს’’ და შპს ,,გ---- კ---ი-ინოვაციური სამშენებლო- საინჟინრო კომპანიას’’ შორის არსებობს სასამართლო დავა, კერძოდ, შპს ,,გ---- კ---ი- ინოვაციური სამშენებლო-საინჟინრო კომპანია, როგორც შპს ,,ო-------- ქონსთრაშენისგან’’ მოითხოვს განსაზღვრული თანხის გადახდას შესრულებული

 

სამუშაოს და მიყენებული ზიანისათვის. ამასთანავე, თავისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად შპს ,,გ---- კ---ი-ინოვაციური სამშენებლო-საინჟინრო კომპანიის’’ მოთხოვნით დაყადაღებულია შპს ,,ო-------- ქ----------–--ი’’-ს კუთვნილი ფართების ნაწილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 31 იანვრის სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 41-61).

 

2.2. 2017 წლის 31 იანვრის სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს ,,I--- I--------t’’ იღებს ვალდებულებას, შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ კაპიტალში თავისი კუთვნილი წილის 50% მიჰყიდოს შპს ,,ბ--- 2007’’-ს და 50% მიჰყიდოს შპს ,,გ----ს’’. მეორე პუნქტის თანახმად კი, შპს ,,ბ--- 2007’’ და შპს ,,გ-----’’ იღებენ ვალდებულებას თითოეულმა მათგანმა იყიდოს შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ კაპიტალში შპს ,, I--- I--------t’’-ის კუთვნილი წილის 50-50%. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ კაპიტალში შპს ,,I--- I--------t’’-ის კუთვნილი წილის 50%-ის ნასყიდობის ფასია 1 250 000 (ერთი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად წინა პუნქტში მითითებული ნასყიდობის ფასის გადახდა უზრუნველყოფილი იქნება შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ სოლიდარული თავდებობით და იპოთეკით, კერძოდ: შპს ,,ო-------- ქ----------–--ი’’ ვალდებულია შპს ,,I--- I--------t’’-ის მიმართ შპს ,,ბ--- 2007’’-ის და შპს ,,გ-----’’-ს ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთოს მშენებარე ფართები ქ. თბილისი, ა-–------ის ქუჩა №8/3/ თბილისი, ა-–------ის ქუჩა №8/3, მიმდებარედ/ ა-–------ის ქუჩა №12/აკურის ქუჩა №7/26 მაისის სახელობის მოედანი №1/ა-–------ის ქუჩა №10, საკადასტრო კოდი 0---------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 31 იანვრის სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 41-61).

 

2.3. 2017 წლის 31 იანვრის სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ ხელშეკრულების 5.1 მუხლით დადგინდა, რომ შპს ,,გ-----’’ და შპს ,,ო-------- ქ----------–--ი’’ ვალდებულნი არიან დადონ ვალის გადაკისრების ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ო-------- ქონსთარქშენი’’ შპს ,,გ----ს’’ გადააკისრებს შპს ,,გ---- კ---ი- ინოვაციური სამშენებლო-საინჟინრო კომპანიის’’ მიმართ არსებულ ვალდებულებებს სრულად, ხოლო შს ,,გ-----’’ იკისრებს ამ ვალდებულებებს. ეს ხელშეკრულება უნდა დაიდოს 5 კალენდარულ დღეში მას შემდეგ, რაც შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ პარტნიორად დარეგისტრირდებიან შპს ,,გ-----’’ და შპს ,,ბ--- 2007’’ და მათ წილზე არ იქნება დარეგისტრირებული რაიმე სახის შეზღუდვა, აკრძალვა, ვალდებულება, დაკავშირებული შპს ,,I--- I--------t’’-თან. ამავე ხელშეკრულების 5.3. პუნქტით შპს ,,გ-----’’ ვლდებულია ამ მუხლის წინა პუნქტში მითითებული ვალის გადაკისრების შედეგად შპს ,,გ-----’’-ს მოთხოვნის უფლება შპს ,,ო-------- ქონთრაქშენი’’-ს მიმართ შეიტანოს შპს ,,ო-------- ქ----------–--ი’’-ს საწესდებო კაპიტალში და ამ გზით მოხდეს შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ ვალდებულების შესრულება შპს ,,გ-----ს’’ მიმართ.

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად შპს ,,გ-----’’ ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტში მითითებული ვალის გადაკისრების დადების შემდეგ უზრუნველყოს შპს ,,გ---- კ---ი-ინოვაციური სამშენებლო-საინჟინრო კომპნანიის’’ მიერ შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ მიმართ სასამართლო დავის შეწყვეტა და სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ყველა ღონისძიების გაუქმება (ყადაღისგან განთავისუფლება შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ კუთვნილი ფართებისა, რომლებიც სასამართლო წესით დაყადაღებულია შპს ,,გ---- კ---ი-ინოვაციური სამშენებლო-საინჟინრო კომპანიის’’ მოთხოვნით). ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვალდებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვალის გადაკისრების ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარულ დღეში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 31 იანვრის სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 41-61).

 

2.4. 2017 წლის 31 იანვრის სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ მიერ სს ,,კავკასიის განვითარების ბანკის’’ მიმართ არსებული დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით შპს ,,ბ--- 2007’’ უზრუნველყოფს შპს

,,ო-------- ქ----------–--ის’’ დაკრედიტებას. ამასთან, სესხის ოდენობა უნდა განისაზღვროს დაახლოებით 1100000 აშშ დოლარი, წლიური სარგებელი არაუმეტეს

8.5%, სესხის ვადაა არაუმეტეს 12 თვე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 31 იანვრის სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 41-61).

 

2.5. შპს ,,გ---- კ---ი-ინოვაციური სამშენებლო-საინჟინრო კომპანია’’-ს, შპს ,,ბ--- 2007-ს და შპს ,,გ----ს’’ შორის 2017 წლის 31 იანვარს დაიდო შეთანხმება, რომლითაც შპს ,,გ---- კ---ი-ინოვაციური სამშენებლო-საინჟინრო კომპანიამ’’ განაცხადა თანხმობა, რომ შპს ,,ო-------- ქ----------–--მა’’ თავისი ყველა ვალდებულება შპს ,,გ---- კ---ი- ინოვაციური სამშენებლო-საინჟინრო კომპანიის’’ მიმართ გადააკისროს შპს ,,გ----ს’’ შედეგ ვადებში და შემდეგი პირობებით: ა. შპს ,,გ----ს’’ ვალი გადაეკისრება მას შედეგ, რაც შპს ,,გ-----’’ და შპს ,,ბ--- 2007’’ შპს ,,l--- i--------t’’-ისგან იყიდიან ჯამურად 100%-ს თითოეული 50-50%, შპს ,,ო-------- ქ----------–--ი’’-ს კაპიტალში და ამ წილებზე დარეგისტრირდება შპს ,,გ-----’’-ს და შპს ,,ბ--- 2007’’-ის სრული, შეუზღუდავი და ვალდებულებებისგან თავისუფალი საკუთრების უფლება. ბ. შპს ,,ო-------- ქ----------–--ს’’ და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს შორის (ქ. თბილისი, ა-–------ის ქუჩა 8/3, მიმდებარედ ა-–------ის ქუჩა №12/აკურის ქუჩა №7/26 მაისის სახელობის მოედანი №1/ა-–------ის ქუჩა №10, საკადასტრო კოდი 0---------------) დაიდება ხელშეკრულება, რომლითაც მითითებულ მიწის ნაკვეთზე შპს ,,ო-------- ქ----------–--ი’’-ს სასარგებლოდ დადგენილი აღნაგობის უფლების ვადა გაგრძელდება 2018 წლის 31 დეკემბრამდე. გ. ვალდებულების გადაკისრება უნდა მოხდეს „ბ“ პუნქტში მითითებული ვალდებულების შესრულებიდან 5 კალენდარულ დღეში.

 

ამავე შეთანხმების მე-2 პუნქტის თანახმად გადასაკისრებელი ვალის მოცულობად განისაზღვრა 2 400 000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში). ამ ვალის გადაკისრებით შპს „ო-------- ქ----------–--ი’’-სადმი შპს „გ---- კ---ი-ინოვაციური სამშენებლო-საინჟინრო კომპანიის“ ყველა მოთხოვნა, რომელიც წარმოშობილი იყო წინამდებარე შეთანხმებამდე, სრულად გადადიოდა შპს ,,გ----ზე’’ და შპს „,ო-------- ქ----------–--ისადმი“ შპს ,,გ---- კ---ი-ინოვაციური სამშენებლო-საინჟინრო კომპანიას’’ ვალის გადახდის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებოდა. შეთანხმებით დადგინდა, რომ შპს „გ-----“ ვალდებული იყო ვალის გადაკისრების შედეგად წარმოშობილი მოთხოვნის უფლება შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ მიმართ შეეტანა შპს ,,ო-------- ქ----------–--ის საწესდებო კაპიტალში.

 

ამავე შეთანხმების მე-5 პუნქტით განსაზღვრული იქნა, რომ შპს ,,გ-----’’ და შპს ,,ბ--- 2007’’ ვალდებულნი არიან უზრუნველყონ წინამდებარე ხელშეკრულების დადებიდან 7 კალენდარულ დღეში შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ მიერ შპს ,,გ---- კ---ი- ინოვაციური სამშენებლო-საინჟინრო კომპანიასთან’’ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების დადება, რომლითაც შპს ,,ო-------- ქ----------–--ი’’ იკისრებს სოლიდარულ თავდებობას შპს ,,გ---- კ---ი-ინოვაციური სამშენებლო-საინჟინრო კომპანიის’’ მიმართ შპს ,,გ-----ს’’ ყველა ვალდებულებისათვის. თავდებობით სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი შპს ,,გ---- კ---ი-ინოვაციური სამშენებლო-საინჟინრო კომპანიის’’ ყველა მოთხოვნა შპს ,,გ-----სადმი’’. სოლიდარული ხელშეკრულება უნდა დაიდოს საჯარო/სანოტარო აქტის ფორმით და იგი უნდა ითვალისწინებდეს აღსრულებას ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამასთანავე, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ მიერ შპს ,,გ---- კ---ი-ინოვაციური სამშენებლო-სანჟინრო კომპანიის’’ ვალის გადახდის შემთხვევაში შპს ,,ბ--- 2007’’-ს რჩება უფლება, შპს ,,გ----ს’’ მოსთხოვოს მიყენებული ზიანის/ზარალის ანაზღაურება.

 

ამავე შეთანხმების თანახმად, შპს ,,გ-----ს’’ მიერ ვალის გადაკისრების შემთხვევაში 2017 წლის 31 იანვრის შეთანხმებით გადაკისრებული ვალის გადახდა უნდა მომხდარიყო აღნაგობის უფლების ვადის გაგრძელებიდან 24 თვეში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 31 იანვრის შეთანხმება (ტომი 1, ს.ფ. 62-65).

 

2.6. შპს „გ----მა“ და შპს „ბ--- 2007“-მა 2017 წლის 31 იანვრის შპს „ო-------- ქ----------–--ის“ კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით შეიძინეს შპს „I--- I--------t“-ის 50-50 %-ანი წილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 31 იანვრის შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებები (ტომი 1, ს.ფ.17-27);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ.28-37).

 

2.7. შპს „ო-------- ქ----------–--ის“ 2017 წლის 31 იანვრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შპს „ო-------- ქ----------–--ი“-ს დირექტორად დაინიშნა გ--- გ--------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ 2017 წლის 31 იანვრის პარტნიორთა კრების ოქმი (ტომი I, ს.ფ. 38-39).

 

2.8. 2017 წლის 31 იანვრის სოლიდარული თავდებობის და იპოთეკის დადგენის შესახებ ხელშეკრულების თანახმად თავდებმა შპს ,,ო-------- ქონსთარქშენმა’’ იკისრა სოლიდარული თავდებობა შპს ,,l--- I--------t’’-ის წინაშე შპს ,,ბ--- 2007’’-ის და შპს

,,გ-----’’-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და მესაკუთრემ იპოთეკით დატვირთა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი, მშენებარე ფართები, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, ა-–------ის ქუჩა №8/3/თბილისი, ა-–------ის ქუჩა

№8/3, მიმდებარედ, ა-–------ის ქუჩა №12/აკურის ქუჩა №7/26 მაისის სახელობის მოედანი №1/ა-–------ის ქუჩა №10, საკადასტრო კოდი:0---------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სანოტარო აქტი თავდებობის და იპოთეკის დადგენის შესახებ (ტომი II, ს.ფ. 187-201).

 

2.9. შპს „ბ--- 2007“-ს და შპს „ო-------- ქ----------–--ს“ შორის 2017 წლის 3 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება საწესდებო კაპიტალის შევსებაზე, რომლითაც შეთანხმდნენ, რომ შპს „ბ--- 2007“ მოახდენს ფულად და არაფულად შენატანებს შპს „ო-------- ქ----------–--ის“ საწესდებო კაპიტალში, რკინა ბეტონის მონოლითური კარკასის მშენებლობის და ყველა სხვა აუცილებელი ხარჯისთვის. თანხების შემოტანა ხდება პარტნიორის მიერ შპს „ო-------- ქ----------–--ის“ ანგარიშზე, კომპანიის დირექტორის შეტყობინების საფუძველზე საჭიროების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება საწესდებო კაპიტალის შევსებაზე (ტომი I, ს.ფ. 201-202).

 

2.10. 2018 წლის 15 თებერვალს შპს ,,I--- I--------t’’-ს და შპს ,,ო-------- ქ----------–--ს’’ შორის დაიდო ვალდებულების შესრულების ანგარიშში უძრავი ქონების იპოთეკის საგნების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სავალო ხელშეკრულებების საფუძველზე ძირითადმა მოვალეებმა კრედიტორისგან იყიდეს შპს ,,ო-------- ქ----------–--ი’’-ს კაპიტალში წილები (თითოეულმა 50-50%). მე-2 პუნქტის თანახმად სავალო ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად თითოეული ძირითადი მოვალე ვალდებული იყო ნასყიდობის ფასი კრედიტორისთვის გადაეხადა შემდეგი გრაფიკით: ა. 1 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში-ნასყიდობის საგანზე ,,შპს

,,ო-------- ქ----------–--ის’’ კაპიტალში შესყიდულ წილზე ძირითადი მოვალის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დღესვე. ბ. 1 150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში სავალო ხელშეკრულების დადებიდან 18 თვეში. მე-3 პუნქტში მითითებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შპს ,,ო-------- ქ----------–--მა’’ კრედიტორის წინაშე იკისრა სოლიდარული თავდებობა და ძირითად მოვალეთა ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა თავის საკუთრებაში არსებული მშენებარე ფართები მდებარე ქ. თბილისში, ა-–------ის ქუჩა №8/3/ ა-–------ის ქუჩა №8/3 მიმდებარედ ა-–------ის ქუჩა №12/აკურის ქუჩა №7/26 მაისის სახელობის მოედანი

№1/ა-–------ის ქუჩა №10-ში, საკადასტრო კოდი 0---------------.

 

2.11. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად ირკვევა, რომ წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ა. ძირითად მოვალეებს კრედიტორისთვის გადახდილი აქვთ შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ კაპიტალში წილის ნასყიდობის ფასი- თითოეულს 1 000000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. სულ ძირითად მოვალეებს გადახდილი აქვთ 2 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვალდებულების შესრულების ანგარიშში უძრავი ქონების იპოთეკის საგნების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება (ტომი II, ს.ფ. 226-255).

 

2.12. შპს „ო-------- ქ----------–--ს“ და შპს „ს---- ჰ--–ს“ შორის 2017 წლის 20 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება რკინა-ბეტონის კარკასის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო დაწყებიდან 8 თვის ვადაში. მენარდესთან მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდებოდა ორი ფორმით: ფულადი ანაზღაურებით და უძრავი ქონების გადაცემით. ფულადი ანაზღაურებით გადაიხდებოდა მონოლითური გადახურვის ფილის გარე კონტურზე ყოველ 1 კვ.მ-ზე 54.28 ლარი. ხოლო დარჩენილი თანხის ანაზღაურება მოხდებოდა აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების გადაცემით თეთრი კარკასის მდგომარეობით. რომლის ღირებულება 1 კ.მ-ზე შეადგენდა 2307 ლარს დღგ-ს ჩათვლით. საბოლოო ანგარიშსწორება ანუ უძრავი ქონების გადაცემა უნდა მომხდარიყო სამუშაოთა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის მხარეთა ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 219-230).

 

2.13. შპს „ო-------- ქ----------–--ს“ და ინესა გილაშვილს შორის 2017 წლის 29 მარტს დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ინესა გილაშვილმა შპს „ო-------- ქ----------–--ს“ ასესხა 1100000 აშშ დოლარი. სესხს ერიცხება სარგებელი წლიური 8.5 %. სესხის ხელშეკრულება დადებულია 12 თვით, 2018 წლის 29 მარტამდე. ვალდებულების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.1 %-ის ოდენობით ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ კრედიტორს შეუძლია მიმართოს ნოტარიუსს და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოითხოვოს სააღსრულებო წარმოების დაწყება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი II, ს.ფ. 136-148).

 

2.14. 2017 წლის 25 სექტემბერს მოწვეული იქნა შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ პარტნიორთა კრება შპს „გ-----ს“ გარიცხვის, ასევე დირექტორის პასუხისმგებლობის საკიხთის გარკვევის მიზნით.

 

აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.

 

შპს „ო-------- ქ----------–--მა“ 2017 წლის 27 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს სარჩელით პარტნიორის გარიცხვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ო-------- ქ----------–--ის“ პარტნიორთა კრების ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 68-81);

- სარჩელი (ტომი I, ს.ფ. 165-186).

 

2.15. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, ქ. თბილისში, ა-–------ის ქუჩა №8/3, ა-–------ის ქუჩა №8/3 მიმდებარედ, ა-–------ის ქუჩა №12/აკურის ქუჩა №7/26 მაისის სახელობის მოედანი №1/ა-–------ის ქუჩა №10-ში (საკადასტრო კოდი 0---------------) შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ მიერ განხორციელდა მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა. პროექტის შეთანხმების შემდგომ, მშენებლობა ნაწარმოებია პროექტის დარღვევით, რის გამოც საჭიროა პროექტის კორექტირება და ახალი მშენებლობის ნებართვის მოპოვება. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა კომპანია მშენებლობისას არსებული დარღვევებისთვის დააჯარიმა 4000 ლარით. ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომპანია ყოველ სამ თვეში დაჯარიმდებოდა წინა ჯარიმაში მითითებული თანხის სამმაგი ოდენობით.

 

თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დირექტორის მოთხოვნა პროექტის კორექტირების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის

№3770703 გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 187-188);

- თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის

2017 წლის 27 ოქტომბრის №001136 დადგენილება (ტომი I, ს.ფ. 189-191).

 

2.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,გ---- კ---ი-ინოვაციური სამშენებლო-საინჟინრო კომპანიის’’ სარჩელი მოპასუხე შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ; შპს ,,ო-------- ქ----------–--ს’’ შპს ,,გ---- კ---ი-ინოვაციური სამშენებლო-საინჟინრო კომპანია“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2 094 579,34 აშშ დოლარის გადახდა; შპს ,,ო-------- ქ----------–--ს’’ შპს ,,გ---- კ---ი-ინოვაციური სამშენებლო- საინჟინრო კომპანია“-ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით, 2015 წლის 02 ოქტომბრიდან 2015 წლის 08 დეკემბრამდე, გადასახდელი თანხის 612 285,97 აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 61,22 აშშ დოლარს, ხოლო 2015 წლის 17 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, გადასახდელი თანხის 321 362,54 აშშ დოლარის 0,01%- ის გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 32,13 აშშ დოლარს; შპს ,,ო-------- ქ----------–--ს’’ შპს ,,გ---- კ---ი-ინოვაციური სამშენებლო-საინჟინრო კომპანია“-ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით, 2016 წლის 06 იანვრიდან ვალდებულების შესრულებამდე, გადასახდელი თანხის 1 773 234,8 აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 177,32 აშშ დოლარს; შპს ,,ო-------- ქ----------–--ს’’ შპს ,,გ---- კ---ი-ინოვაციური სამშენებლო-საინჟინრო კომპანია“-ს სასარგებლოდ დაეკისრა სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გამო სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა- მოსამსახურეების ხელფასის და სამშენებლო ტექნიკის შენახვის ხარჯების 590 000 ლარის გადახდა; შპს ,,ო-------- ქ----------–--ი“-ს შპს ,,გ---- კ---ი-ინოვაციური სამშენებლო-საინჟინრო კომპანია“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 5150 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება

(ტომი 2, ს.ფ. 94-112).

 

2.17. 2018 წლის 25 იანვარს მოწვეული იქნა შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ პარტნიორთა კრება, დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა საზოგადოების დირექტორის, გ--- გ--------ის გათავისუფლების და ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხი.

 

დირექტორის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა შპს ,,გ----მა’’ (50%-იანი წილი), წინააღმდეგი იყო შპს ,,ბ--- 2007’’ (50%-იანი წილი).

 

შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ პარტნიორთა კრების ოქმი (ტომი I, ს.ფ. 137-145).

 

2.18. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის არქიტექტურული სამსახურის 2018 წლის 16 მარტის №3869287 ბრძანებით გაიცა თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა მისამართზე ქ. თბილისში, ა-–------ის ქუჩა №8/3, ა-–------ის ქუჩა №8/3 მიმდებარედ/ ა-–------ის ქუჩა №12/აკურის ქუჩა №7/26 მაისის სახელობის მოედანი №1/ა-–------ის ქუჩა №10-ში, საკადასტრო კოდი 0---------------. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 16 მარტიდან - 2020 წლის 16 იანვრის ჩათვლით პერიოდი.

 

ხოლო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 19 მარტის დადგენილების თანახმად ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 14 მარტს მიღებული დადგენილება მშენებლობის შეჩერების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის არქიტექტურული სამსახურის 2018 წლის 16 მარტის 3869287 ბრძანება (ტომი II, ს.ფ.

276-278);

- თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018

წლის 19 მარტის დადგენილება (ტომი II, ს.ფ. 279-280).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.19. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებ---, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც საფუძველი გახდებოდა გ--- გ--------ის შპს „ო-------- ქ----------–--ის“ დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.20. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

ზემოაღნიშნული დავა გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობიდან და შპს ,,გ-----ს’’ მიერ სარჩელით მოთხოვნილია შპს „ო-------- ქ----------–--ის“ დირექტორის თანამდებობიდან გ--- გ--------ის გათავისუფლება ფიდუციურ მოვალეობათა დარღვევის გამო. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საზოგადოების დირექტორის ქცევის შესაბამისობა სამეწარმეო ურთიერთობების კონტექსტში.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ო-------- ქ----------–--ის“ პარტნიორებს წარმოადგენენ: შპს „გ-----“ (50%-იანი წილით) და შპს ,,ბ--- 2007’’ (50%-აინი წილით). შპს „ო-------- ქ----------–--ის“ 2017 წლის 31 იანვრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შპს „ო-------- ქ----------–--ის“ დირექტორად დაინიშნა გ--- გ--------ე. 2018 წლის 25 იანვარს მოწვეული იქნა შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’ პარტნიორთა კრება, დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა საზოგადოების დირექტორის, გ--- გ--------ის გათავისუფლების და ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხი. დირექტორის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა შპს „გ----მა“, წინააღმდეგი იყო შპს „ბ--- 2007“. შესაბამისად ზემოაღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისთვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისის ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

 

ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, საზოგადოების დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები საზოგადოების წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). აღნიშნული მოვალეობა ხშირ შემთხვევაში განმტკიცებულია როგორც კანონით, ისე წესდებით.

 

ძირითადი მიზანი, რომელიც მისაღწევადაც მიმართულია მეწარმე სუბიექტების ხელმძღვანელთა საქმიანობა, არის მოგების მიღება. ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პარტნიორების ძირითადი მიზანი, რის გამოც ისინი ახორციელებენ ინვესტიციებს საზოგადოებაში, არის საკუთარი ინვესტიციიდან სარგებლის მიღება, რაც გამოიხატება საწარმოს მომგებიანი საქმიანობის შედეგად დივიდენდების განაწილებაში.

 

საწარმოს მართვის პროცესში დირექტორის მიერ მიღებული ბიზნეს გადაწყვეტილება დაცულია ბიზნეს გადაწყვეტილებათა მართებულობის პრინციპით (Business Judgement Rule), რაც ნიშნავს, რომ კანონმდებელი დირექტორისაგან მოითხოვს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან.

 

კანონის ზემოაღნიშნული 9.6 მუხლი დირექტორს ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობას აკისრებს, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესის შეფასების ერთგვარი საშუალებაა. ხსენებული ფიდუციური ვალდებულებები ხელმძღვანელ პირს/დირექტორს ავალდებულებს მიიღოს გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ და არა საკუთარი ინტერესების შესაბამისად. სხვა შემთხვევაში, Business Judgment Rule-იც (სამეწარმეო გადაწყვეტილებათა თავისუფლება) კი ვერ გაათავისუფლებს მას იმ პასუხისმგებლობისგან, რაც მოყვება ფიდუციური ვალდებულებების დარღვევას, კერძოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.

 

მოსარჩელის მითითებით, დირექტორის ქმედებები ეწინააღმდეგება კომპანიის ინტერესებს, ზიანს აყენებს საზოგადოებას და აღნიშნულის გამო სასამართლომ უნდა შეაფასოს კერძო სამართლის იურიდიული პირის (შპს-ს) დირექტორის, როგორც კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საქმიანობის სამართლებრივი ასპექტები საწარმოს და პარტნიორის ინტერესებთან მიმართებით და გაათავისუფლოს დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს (ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით): საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს დირექტორის დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე გამწესებას. პირის დანიშვნის ცნება მოიაზრებს დირექტორის დანიშვნას მის ორგანულ თანამდებობაზე, რაც ამ აქტის კორპორაციულსამართლებრივ და ცალმხრივ ხასიათზე მიუთითებს. იგი დირექტორის დანიშვნის ფაქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით გასაჯაროებისა და შესაბამისად, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ნების სისრულეში მოყვანის საფუძველია. სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება დირექტორი უფლებამოსილი, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებ---, რაც შეეხება შრომით თანამდებობაზე გამწესების აქტს, იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა.

 

ვინაიდან კერძო სამართლის მარეგულირებელი არც ერთი ნორმა არ არ აწესრიგებს საწარმოსა და მის დირექტორს შორის წარმოშობილ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას, უზენაესმა სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა, რომ (სპეციალური კანონი _ „მეწარმეთა შესახებ“, როგორც ზემოთ აღინიშნა, მიუთითებს მხოლოდ წესდებაზე, ამავე კანონსა და ხელშეკრულებაზე), რომ შესაფასებელი სამართალურთიერთობა ყველაზე ახლოს დავალების ხელშეკრულებასთან დგას, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას. რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი.

 

სწორედ უმთავრესი ნიშანი, რაც განასხვავებს კომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მხრიდან მოვალეობათა შესრულებას სხვა ტიპის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან (შრომითი ხელშეკრულება), ეს არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებული ავტონომიურობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების დირექტორი არ წარმოადგენს მის თანამდებობაზე გამამწესებელ პირთან დამოკიდებულებაში მყოფ პირს, არამედ, იგი თავისუფალია და საკუთარ საქმიანობას, საზოგადოების წესდებისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით ახორციელებს კომერსანტის გულისხმიერებით, იმ მიზნით, რომ მის მიერ მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილებები ორიენტირებულია მეწარმე სუბიექტის ინტერესების გაუმჯობესება-გამყარებისკენ.

 

შესაბამისად, დაინტერესებულმა პირმა უნდა დაადასტუროს დირექტორის მხრიდან კეთილსინდისიერად ქცევის მოვალეობის დარღვევა, ხოლო მტკიცების ტვირთი იმისა, რომ დირექტორი მოქმედებდა მეწარმეთა კანონის მოთხოვნათა და საწარმოს ინტერესების შესაბამისად, ეკისრება დირექტორს. ამ გარემოების დადასტურების შემთხვევაში, მეწარმეთა კანონით მისი ინტერესები დაცულია.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დგინდება მოცემულ საქმეზე დირექტორის მიერ ფიდუციურ მოვალეობათა დარღვევის ფაქტი, თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის 47-ე მუხლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით. პარტნიორთა კრება განსაზღვრავს საწარმოს ძირითად მიმართულებებსა და ზოგადად, საქმიანობის პოლიტიკას, ხოლო დირექტორი კი, არის პარტნიორთა მიერ შემუშავებული ძირითადი მიმართულებებისა და პოლიტიკის განმახორციელებელი.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება

 

ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი აზუსტებს უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას. კანონი ადგენს სამ შემთხვევას: ა) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა; ბ) თავად რეგისტრირებული პირის მიერ ნების გამოვლენა; გ) რეგისტრირებული პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება, მხარდაჭერის დანიშვნა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ დირექტორის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ პარტნიორთა კრებამ, სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება ჩაერიოს საწარმოს ავტონომიაში, დანიშნოს ან გაათავისუფლოს დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან. მართალია, განსახილველ შემთხვევაში, პარტნიორთა კრებაზე ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რადგან მეორე 50%-იანი წილის პარტნიორი არ დაეთანხმა დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. თუმცა, განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლოსთვის უცნობია მეორე 50%- იანი წილის მფლობელი პარტნიორის პოზიცია. დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ სარჩელზე პასუხისმგებელ პირებს. ამასთან, 2018 წლის 07 მაისს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოსამართლის შეკითხვაზე, განსახილველი დავის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ხომ არ იქონიებდა შპს „ბ--- 2007“-ის უფლება მოვალეობებზე, მხარეებმა განმარტეს, რომ დავის საგანი იყო უშუალოდ დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი და აღნიშნულის გამო იქნა დასახელებული მოპასუხედ მხოლოდ გ--- გ--------ე.

 

საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასება, ასევე საქმეზე დართული სასამართლო განჩინებების/გადაწყვეტილებების ანალიზი სასამართლოს საფუძველს აძლევს დასკვნისთვის, რომ აღნიშნული დავა გამოწვეულია პარტნიორთა შორის რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობით და ნაწილი მოთხოვნის ადრესატიც არის მეორე, 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი. შესაბამისად, საზოგადოების პარტნიორებმა (შპს ,,გ-----’’, შპს ,,ბ--- 2007’’), კრების მეშვეობით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საწარმოს (შპს ,,ო-------- ქ----------–--ის’’) საუკეთესო მიზნების და ინტერესების გათვალისწინებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც პარტნიორები შეთანხმდნენ წილების ისეთ განაწილებაზე, როგორიცაა 50%-50% მათ იმთავითვე დაუშვეს შესაძლებლობა იმისა, რომ ზოგიერთ საკითზე გადაწყვეტილება ვერ იქნებოიდა მიღებული. თუმცა, სარჩელით მოთხოვნილი საკითის გადაწყვეტაში სასამართლოს მონაწილეობა არ არის მიზანშეწონილი საზოგადოების ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციით გარანტირებული და დაცულია ადამიანის (იურიდიული პირის) საყოველთაოდ აღიარებული უფლებები, ანუ უფლება მიმართოს სასამართლოს დარღვეული უფლების დასაცავად. აქედან გამომდინარე, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს პირისთვის დარღვეულად მიჩნეული თავისი უფლების დაცვის შესაძლებლობა კანონით დადგენილი წესით, თუ სასამართლო დადგენს, რომ პირი ვერ ახორციელებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას სხვა პირის არაკეთილსინდისიერი მოქმედების შედეგად.

 

შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ დირექტორის მიერ მისი მოვალეობების (ზრუნვის ან ერთგულების მოვალეობის) დარღვევის გამო კომპანიას ზიანი მიადგა, დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულ კომპანიას. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ამ უფლებას არ გამოიყენებს, მაშინ კომპანიის სახელით და მის სასარგებლოდ სარჩელი შესაძლებელია აღძრას კომპანიის პარტნიორმაც, მათ შორის, უმცირესობაში მყოფმა პარტნიორმა („მეწარმეთა შესახებ“ კანონი, მუხლი 46.5), თუმცა ასეთი სარჩელის აღძვრისას, მან უნდა მიუთითოს დირექტორის ქმედებით კომპანიისათვის, და არა პირადად მისთვის, მიყენებულ ზიანზე. საზოგადოების მართვაში პარტნიორის მონაწილეობის მინიმალური სტანდარტი დაცულია ასევე და დირექტორის მხრიდან ამ მოვალეობის შესრულება ექვემდებარება სასამართლო კონტროლსაც, ამ მხრივ თვალსაჩინოა ქმედების დავალდებულების (საზოგადოების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის გადაცემა) შესახებ სარჩელები, რომელთა დაკმაყოფილების გამომრიცხველ გარემოებად სასამართლო არ ითვალისწინებს საზოგადოების/დირექტორთა კვალიფიციურ შედავებას, თითქოს უფლების დაცვის სასარჩელო ფორმის გამოყენებამდე პარტნიორი არ ცდილობდა სასურველი ინფორმაციის უშუალოდ მათთვის მიმართვის გზით მოპოვებას.

 

სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს პარტნიორთა კრების კომპეტენციას. სასამართლო არ არის უფლებამოსილი უხეშად ჩაერიოს საწარმოს შიდა საქმიანობაში და გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ თუ ვინ არის შესაფერისი კანდიდატი დირექტორის თანამდებობაზე და პირიქით. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ განსახილველი დავის ფარგლებში ასევე არ დასმულა საკითხი იმის თაობაზე, თუ ვის უნდა შეესრულებინა დირექტორის მოვალეობა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში და ვინ იქნებოდა პარტნიორებისთვის მისაღები კანდიდატურა. ზემოაღნშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ სასამართლო კონტროლი ამ მიმართებით იქნებოდა ჩარევა საწარმოს საქმიანობაში და შესაძლოა მოეხდინა მისი პარალიზებაც კი.

 

ამდენად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა რამდენიმე გარემოება, რომელიც მოსარჩელის მიერ მითითებული იქნა სარჩელში როგორც დირექტორის განთავისუფლების საფუძველი. კერძოდ, გ--- გ--------ემ ხელი არ მოაწერა თავდებობის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც შპს „გ-----“ გააფორმებდა ვალის გადაკისრების ხელშეკრულებას შპს „ო-------- ქ----------–--ის“ კრედიტორთან, რის სანაცვლოდაც ყადაღისაგან განთავისუფლდებოდა ფართები და კომპანიას შესაძლებლობა ექნებოდა მშენებლობისათვის აუცლებელი სახსრები მოეზიდა გაყიდული ფართებიდან მიღებული შემოსავლების სახით. გარდა ამისა, დირექტორის მიერ თავდებობის განცხადების ხელმოწერის შემთხვევაში, რაც ფართების ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველი იქნებოდა, კომპანია უზრუნველყოფდა მხარეთა შეთნხმებისამებრ შპს „I--- I--------t“-ისათვის ფართების სრულად დატვირთვას იპოთეკით და არ დადგებოდა შპს „I--- I--------t“-ის მხრიდან ხელშეკრულებების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი; შესაბამისად, კრედიტორი ვერ გადაიფორმებდა ფართებს ერთ კვადრატულ მეტრზე 700 დოლარის ანგარიშში, კომპანიის ინტერესების საზიანოდ, მაშინ, როდესაც თავად დირექტორის განცხადებით, ფართების გაყიდვა არანაკლებ 800 დოლარად იყო შესაძლებელი. საყურადღებოა, რომ დირექტორმა იმგვარად დადო საზოგადოებისათვის საზიანო გარიგება - ვალდებულების შესრულების ანგარიშში უძრავი ქონების იპოთეკის საგნების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება (ტომი II, ს.ფ. 226-255), რომ არც უცნობებია აღნიშნულის შესახებ კომპანიის პარტნიორებისათვის, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის კეთილსინდისიერებას.

 

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა დირექტორის მიერ მისთვის მინდობილი კომპანიისათვის საზიანო გარიგებების, ასევე სამომავლო რისკების შემცველი გარიგებების დადების ფაქტზე. სასამართლომ ასევე არ გაამახვილა ყურადღება საქმის მოსამზადებელ ეტაპზე დამატებით წარდგენილ მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდა, რომ დირექტორმა ფაქტიურად გააყალბა ხელმოწერა (უფლებამოსილი პირის ელექტორნული ხელმოწერის გამოყენება ამ პირის ნებართვის გარეშე). მოწმის სახით დაკითხულმა ილია მორჩილაძე (სამშენებლო პროექტის ავტორმა) დაადასტურა, რომ მას არ მიუცია გ--------ისათვის მისი ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უფლება. შესაბამისად, დირექტორმა განახორციელა ქმედება, რომელმაც გამოიწვია კომპანიის წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავის დაწყება და მომავალში შესაძლო სისხლისსამართლებრივი პაუხისმგებლობის დაკისრება დირექტორისათვის. ამ უკანონო ქმედების შედეგი კი იქნება უკვე შეთანხმებული პროექტის გაუქმება და სულ მცირე გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობას. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ზემოაღნიშული გარემოებები, რაც, დირექტორის პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს წარმოადგენს.

 

3.3. აპელანტის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორად მიუთითა კანონმდებლობის ნორმები და სამართლის დოქტრინალური საკითხები ბიზნეს გადაწყვეტილებათა მართებულობის პრინციპის შესახებ, აბსოლუტურად არასწორად გამოიყენა ისინი მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში. საქმის განხილვისას დირექტორის მიერ ვერ იქნა გაქარწყლებული დაინტერესებული პირის მიერ წაყენებული პრეტენზიები კომპანიის ინტერესების საზიანოდ მოქმედების შესახებ. კომპანიის ინტერესების საზიანოდ მოქმედება კი მდგომარეობდა იმ გარემოებებში, რომლებიც ზემოთ არის მითითებული და რომლებიც უგულებელყოფილ იქნა სასამართლოს მიერ.

 

3.4. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა, რომ დირექტორის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ პარტნიორთა კრებამ და რომ სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება ჩაერიოს საწარმოს ავტონომიაში, დანიშნოს ან გაათავისუფლოს დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან. სასამართლოს განმარტება ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერვე გადაწყვეტილებაში მითითებულ მსჯელობას, რომ იმ შემთხვევაში, თუ დირექტორის მიერ მისი მოვალეობების (ზრუნვის ან ერთგულების მოვალეობის) დარღვევის გამო კომპანიას ზიანი მიადგა, დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულ კომპანიას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ამ უფლებას არ გამოიყენებს, მაშინ კომპანიის სახელით და მის სასარგებლოდ სარჩელი შესაძლებელია აღძრას კომპანიის პარტნიორმაც, მათ შორის, უმცირესობაში მყოფმა პარტნიორმა („მეწარმეთა შესახებ“ კანონი, მუხლი 46.5), თუმცა ასეთი სარჩელის აღძვრისას, მან უნდა მიუთითოს დირექტორის ქმედებით კომპანიისათვის, და არა პირადად მისთვის, მიყენებულ ზიანზე. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ კომპანიის და არა პარტნიორის ინტერესების საზიანოდ მოქმედების თაობაზე იყო მითითებული სარჩელში, რაზეც არ იმსჯელა სასამართლომ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტმა მოითხოვა შპს „გ-----ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ასახულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1.-3.1.13 (წინამდებარე განჩინების 2.1.-2.18. პუნქტები) პუნქტებში და სადავო ფაქტობრივი გარემოებებთან დაკავშრებით მიუთითებს შემდეგზე:

 

დადგენილია, რომ შპს „ო-------- ქ----------–--ის“ პარტნიორებს წარმოადგენენ: მოსარჩელე - შპს „გ-----“, რომელიც არის 50%-იანი წილის მესაკუთრე და შპს „ბ--- 2007“, რომელიც ასევე ფლობს 50%-აინ წილს მოპასუხე კომპანიაში.

 

ამონაწერის თანახმად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დირექტორი - გ--- გ--------ე (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერი ტ. 1, ს.ფ. 28-37)

 

შპს „ო-------- ქ----------–--ის“ 2017 წლის 31 იანვრის პარტნიორთა კრების ოქმით დასტურდება, რომ პარტნიორთა კრებამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება შპს „ო-------- ქ----------–--ის“ დირექტორად გ--- გ--------ის დანიშვნის შესახებ (იხ. ტ.1, ს.ფ. 38-40)

 

საქმის მასალებით, დგინდება, რომ 2017 წლის 15 სექტემბრის შპს „ო-------- ქ----------–--ის“ პარტნიორთა კრებაზე განხილულ იქნა საკითხი დირექტორის პასუხისმგებლობის შესახებ, თუმცა საკითხის განხილვა დასრულდა ისე, რომ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული (იხ. ტ. 1, ს.ფ. 76).

 

შპს „ო-------- ქ----------–--ის“ 2018 წლის 25 იანვრის პარტნიორთა კრებაზე დღის წესრიგით განსახილველ საკითხს წარმოადგენდა დირექტორის გათავისუფლება და ახალი დირექტორის დანიშვნა. კრების თავმჯდომარემ კენჭი უყარა წინადადებას გ--- გ--------ის შპს „ო-------- ქ----------–--ის“ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ: წინადადებას მხარი დაუჭირა შპს „გ----მა“ ხმებისა და კაპიტალში 50%-იანი წილის მფლობელმა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მისცა შპს „ბ--- 2007“-მა ასევე, ხმებისა და კაპიტალში წილის 50%-ის მფლობელმა. შესაბამისად, საკითხზე გადაწვეტილება ვერ იქნა მიღებული (იხ. ტ.1, ს.ფ. 141)

 

4.2. განსახილველი სარჩელით, შპს „გ-----ს“ მოთხოვნას წარმოადგენს - გ--- გ--------ის შპს „ო-------- ქ----------–--ის“ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას იმ გარემოებებზე ამყარებს, რომ დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა მისთვის მინდობილი კომპანიისათვის საზიანო გარიგებების, ასევე სამომავლო რისკების შემცველი გარიგებების დადების ფაქტს. მოსარჩელის განმარტებით, გ--- გ--------ემ ხელი არ მოაწერა თავდებობის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც შპს „გ-----“ გააფორმებდა ვალის გადაკისრების ხელშეკრულებას შპს „ო-------- ქ----------–--ის“ კრედიტორთან, რის სანაცვლოდაც ყადაღისაგან განთავისუფლდებოდა ფართები და კომპანიას შესაძლებლობა ექნებოდა მშენებლობისათვის აუცლებელი სახსრები მოეზიდა გაყიდული ფართებიდან მიღებული შემოსავლების სახით.

 

ამდენად, მოსარჩელემ სარჩელი დაამყარა დირექტორის მიერ, საზოგადორბის წინაშე ნაკისრი ფიდუციური მოვალეობების დარღვევაზე და მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან ცხადი ხდება, რომ მოპასუხე არ მოქმედებდა კომპანიის ინტერესების შესაბამისად და ახორციელებდა მხოლოდ ერთი პარტნიორის მითითებებს, რომლის მიზანს კომპანიდან მოსარჩელის გარიცხვა წარმოადგენს, რის გამოც მოსარჩელის განმარტებით, დირექტორის მიერ ხორციელდება ისეთი მოქმედებები, რომლებიც პირდაპირ ზიანს აყენებს კომპანიას.

 

4.3. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მე-3 პუნქტის მიხედვით, კი, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, იურიდიული პირის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები თავად იურიდიული პირის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალოებას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). აღნიშნული მოვალეობა ხშირ შემთხვევაში განმტკიცებულია როგორც კანონით, ისე კომპანიის წესდებით.

 

ძირითადი მიზანი, რომელიც მისაღწევადაც მიმართულია იურიდიული პირის ხელმძღვანელთა საქმიანობა, არის მოგების მიღება. ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პარტნიორების ძირითადი მიზანი, რის გამოც ისინი ახორციელებენ ინვესტიციებს კომპანიაში, არის საკუთარი ინვესტიციიდან სარგებლის მიღება, რაც გამოიხატება კომპანიის მომგებიანი საქმიანობის შედეგად დივიდენდების განაწილებაში. რაკი კომპანიას ეკისრება საგადასახადო ვალდებულებები, ზრუნვის მოვალეობა ამ ვალდებულებების მინიმიზაციას კომპანიის დირექტორთა საქმიანობის განუყოფელ ნაწილად აქცევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმი გახდა მათი მხრიდან კომპანიის ოპერაციების ისე დაგეგმვისა და განხორციელების უნარი, რომ მიღწეულ იქნას მაქსიმალური საგადასახადო ოპტიმიზაცია. აღნიშნულიდან კი გამომდინარეობს კითხვა, რა მასშტაბით შეუძლია კომპანიის ხელმძღვანელს დასახოს და განახორციელოს საგადასახადო ოპტიმიზაციის გეგმები და სად გადის ზღვარი, რომლითაც განისაზღვრება ზრუნვის მოვალეობასთან დირექტორის ქცევის შესაბამისობა სამეწარმეო ურთიერთოებების კონტექსტში.

 

ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან.

 

4.4. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემობების შეფასებისა, და საქმის ზეპირი განხილვის შედეგად, სააპელაციო სასამართლო იზიარებს დასკვნას, იმის შესახებ, რომ დავა გამოწვეულია, პარტნიორთა შორის რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობით, რამაც ასევე, თავის მხრივ განაპირობა პარტნიორთა შორის შეუთანხმებლობა შპს „ო-------- ქ----------–--ის“ დირექტორის კანდიდატთან დაკავშირებით და საბოლოო გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, ხმათა 50-50%-ის გათვალისწინებით.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დირექტორის გთავიუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს კომპანიის პარტნიორთა კრების მიერ და სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაეროის კერო საწარმოს ავტონომიაში, რაც დირექტორის დანიშვნასა და მის გათავისუფლებას გულისხმობს. გარდა ამისა, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ სწორად მიუთითა, კომპანიის მეორე პარტნიორის 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის ინტერესზე, რომელიც არ დაეთანხმა მოქმედი დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას, პარტნიორთა კრებაზე მითითებული საკითხის განხილვისას და რომელიც ასევე, არ ყოფილა დასახელებული მოპასუხე.

 

სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს იურიდიული პირის, როგორც სამართალსუბიექტის დამოუკიდებლობის ზოგად პრინციპს და ყოველი კონკრეტული შემთხვევის რეგულირების მატერიალური საფუძველი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითაა განსაზღვრული. მითითებული კანონის მე-3 თავში მოცემულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მახასიათებელი სპეციალური წესები და 47-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. პარტნიორთა კრება წარმოადგენს საზოგადოების მმართველობითი ფუნქციის განმახორციელებელ უმთავრეს ინსტრუმენტს. სწორედ საერთო კრებაზე ფორმირდება საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ისეთები როგორიცაა: .......... დირექტორების დანიშვნა/გამოწვევის, მათთან ხელშეკრულებების დადება/შეწყვეტის, აგრეთვე, მათი ანგარიშების დამტკიცების შესახებ... (იხ. სუსგ №ას-1141-2018, 30.11.2018წ.)

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, პარტნიორთა კრების მიერ საკითხის გადაუწყვეტლობა არ შეიძლება იქნეს მიჩნეული საწარმოს ხელძღვანელობით უფლებამოსილებაში სასამართლოს მხრიდან ჩარევის ლეგიტიმურ საფუძვლად. პალატის შეფასებით, დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება საწარმოს დისკრეციაა და ამ გადაწყვეტილების მიღებაში სასამართლო არ უნდა შეიჭრას.

 

სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის, პარტნიორთა გადაწყვეტილება ორმხრივი/მრავალმხრივი გარიგებაა (სკ-ის 50-ე მუხლი), რომელიც სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გარიგების ნამდვილობის ყველა ელემენტს უნდა აკმაყოფილებდეს და სადავოობის შემთხვევაში, პარტნიორი, რომელიც არ ეთანხმება ამ გარიგებას, უფლებამოსილია, ისარგებლოს უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპით, რომელიც ვრცელდება ნებისმიერი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების მიმართ.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატის შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც პარტნიორთა კრების მიერ ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება გ--- გ--------ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საზოგადოების პარტნიორთა კრების დისკრეციაში შეჭრის აუცილებლობა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე არ მოქმედებს კომპანიის ინტერესების შესაბამისად და მისი მხრიდან ხორციელდება ისეთი მოქმედებები, რომლებიც პირდაპირ ზიანს აყენებს კომპანიას.

 

4.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შეთავაზა სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს „გ-----ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ლევან გვარამია

 

მოსამართლეები: გელა ქირია

 

დავით ახალბედაშვილი