განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.07.2019
საქმის ნომერი
330210116001325763
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№330210116001325763

საქმე №2ბ/1024-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - შოს ,, გ-------“ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - გ---–- ც-----ა, გ--- ხ-------–---–ი, გ--- მ-----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ჭ----–ი ა-----" (მოპასუხე)

წარმომადგენელი - რ---- მ---------–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს----------–-----------------------------------------------------------ო (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ნ---- ხ----------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - კ---- კ----------–-–---–ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - რ---- მ---------–ი

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება სრულად

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ხელშეკრულებისა და პარტნიორის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე შპს ,,გ-------მ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების შპს ,,ჭ----–ი ა-----ს“, ს----------–-----------------------------------------------------------ოს, კ---- კ----------–-–---–ის მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი შპს „გ-------სა“ და ს----------–-----------------------------------------------------------ოს შორის 2006 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულება; ბათილად იქნეს ცნობილი და შპს „გ---------ს ა-----ს“ დამფუძნებელი პარტნიორის 2008 წლის 4 იანვრის N1-158 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი. უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ა-----ს ქ.N2 (ნაკვეთი 6-----) მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (ს/კ N0--------------) საკუთრების უფლებით აღირიცხოს მოსარჩელე შპს „გ-------“-ს (ს/კ N2--------) სახელზე

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხე ს----------–-----------------------------------------------------------ოს მიერ წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ მხარის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ 2006 წელს სამინისტროსა და შპს „გ-------ს“ შორის ნამდვილად გაფორმდა უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, ხოლო რაც შეეხება იძულებით გაფორმებას, აღნიშნული თავად მოსარჩელე მხარის შეფასებაა. ამასთან, აღნიშნული აგრემოების დამადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ მის მიერვე მიწოდებული ინფორმაცია, მაგალითად, საქმეზე დართული მობილური ოპერატორის მიერ გაცემული სატელეფონო ნომრების ამონაწერი არ შეიცავს ტელეფონის მესაკუთრეთა შესახებ ინფორმაციას, რაც ვერ ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ სადავო გარემოებებს. მოაპსუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა და მისი საფუძველი ერთმანეთისაგან განსხვავდება. იმის გათვალისწინებით, რომ ქონების მესაკუთრეს თავისუფლად შეუძლია განკარგოს თავისსავე საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის უძრავი ქონებაც, შესაბამისად, სახელმწიფოსთვის, როგორც ერთ-ერთი მხარისთვის ქონების გადაცემა არ შეიძლება გახდეს ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, მხარის წარმომადგენელმა მიუთითა, შეცილების ვადის გასვლაზე, რადგან საცილო გარიგება ბათილად იქნება მიჩნეული ნამდვილი შეცილების დროს და სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად, იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან. რადგან კანონმდებელი ვადის ათვლას კონკრეტული გარემოებიდან იწყებს, რაც მოცემულ შემთხვევაში უნდა იყოს ხელშეკრულების დადების მომენტი, თუმცა მოსარჩელეს აღნიშნული თარიღიდან კანონით დადგენილ ვადაში არ განუხორციელებია შეცილება.

 

მოპასუხე შპს „ჭ----–ი ა-----ს“ წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით მხარემ სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო შპს „გ-------ს“ მიერ უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. 2007 წლის ოქტომბრის თვეში ს----------–----------------------------------------------ოს მიერ გამოაცხადდა რა აუქციონი აბანოების გაყიდვის შესახებ, 2007 წლის 25 ოქტომბერს 784 კვ.მ. ფართის სადავო უძრავი ქონება შეიძინა 1 060 000 აშშ დოლარად კ---- კ----------–-–---–მა, რომლისთვისაც უცნობი იყო ქონება იყო სადავო, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად კი ქონება იყო სახელმწიფოს საკუთრებაში. კანონით დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონის შედეგად სწორედ კ---- კ----------–-–---–ი გახდა აუქციონის გამარჯვებული და მან 2008 წლის 4 იანვარს როგორც შპს „თ---–--------------ის ა-----ს“ 100%-იანი წილის მესაკუთრე პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტიელბა აღნიშნული ქონების საწესდებო კაპიტალში შეტანისა და საზოგადოების ბალანსზე აღრიცხვის შესახებ. მოგვიანებით განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად კი სადავო უძრავი ქონება შპს „ჭ----–ი ა-----ს“ საკუთრებაში გადავიდა. მხარის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო უძრავი ქონება აუქციონზე გასხვისებული იქნა ჯერ კიდევ 2007 წელს და აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელეს არ განუხორციელებია პრეტენზია, არც სარჩელით მიუამართავს სასამართლოსთვის და არც სხვაგვარად უცდია მოთხოვნის განხორციელება. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, მოსარჩელემ ჯერ კიდევ 10 წელზე მეტი ხნის წინ დათმო (გააჩუქა) საკუთრება და დღეს არ არსებობს აღნიშნულ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრენის უფლების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. როდესაც საქმე ეხება უძრავი ქონების შეძენას, შემძენს თავის უფლებების დასამტკიცებლად შეუძლია დაეყრდნოს საჯარო რესტრის მონაცემებს, რასაც პირი ენდობა თუნდაც სინამდვილეში არასწორი იყოს რეესტრის მონაცემები. კ---- კ----------–-–---–მა გამოიჩინა წინდახედულობის ნორმები და სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადაამოწმა უძრავი ქონების მონაცემები, რომლის თანახმადაც გამსხვისებელი - სახელმწიფო წარმოადგენდა კუძრავი ქონების მესაკუთეს. როგორც მხარის წარმომადგენელმა მიუთითა, აქ აღსანიშნავი იყო, რომ რეესტრის მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა 2006 წლის 11 ნოემბერს, შესაბამისად, შემძენს ანუ კ---- კ----------–-–---–ს შეუძლებელი იყო 1 წლის გასვლის შემდეგ 2007 წლის 25 ოქტომბერს ეფიქრა, რომ აღნიშნულ ქონებაზე მესამე პირს შეიძლება ჰქონოდა პრეტენზია. ამასთან მესაკუთრედ გვევლინებოდა სახელმწიფო, რომელიც თავად იყო დაცვის გარანტია საკუთრების უფლებისა. მხარის წარმომადგენელმა ასვე მიუთითა, რომ შპს „გ-------ს“ 2006 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში არ მიუმართავს სარჩელით სასამართლოსთვის, რაც მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად, იძულებით დადებული გარიგების შეცილების ვადაა 1 წელი. მოცემულ შემთხევვაში კი 2006 წლიდან 2016 წლამდე ანუ სარჩელის შემოტანამდე მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია იძულებით დადებული გარიგება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი, ხოლო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა კი - 6 წელი. აღნიშნული ნორმის საფუძველზეც მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. ასევე ხანდაზმულია მოსარჩელის მოთხოვნა დამფუძნებელი პარტნიორის 2008 წლის 04 იანვრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ბათილობასთან დაკავშირებით, ვინაიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ აღნიშნული კანონით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადაა ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, დაუშვებელია პარტნიორთა კრების (გადაწყვეტილების) გასაჩივრება შესაბამისი ოქმის(გადაწყვეტილების) შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეული იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით. ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია. იმის გათვალისწინებით, რომ თავად პირველად კ---- კ----------–-–---–მა სადავო ქონება შპს „თ---–--------------ის ა-----ს“ საწესდებო კაპიტალში შეიტანა, რამდენიმე თვის შემდეგ კი განხორციელდა და რეორგანიზაცია (შერწყმა) ეს უკანასკნელი შეერწყა შპს „ჭ----– ა-----ს“, რომელიც გახდა სადავო ქონების მესაკუთრე. მოსარჩელის მიერ კი აღნიშნულზე პრეტენზია 2016 წლამდე არ განუცხადებია, ამასთან ამჟამად შპს „ჭ----– ა-----ს“ ჰყავს ხუთი პარტნიორი, რომლებიც ასევე არიან სადავო ქონების მესაკუთერეები თავიანთი წილების შესაბამისად. მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან შპს „ჭ----– ა-----ს“ კანონიერად აქვს საკუთრებაში სადავო ქონება. უფრო მეტიც, მან სხვა ქონებაც მიიერთა და ჩაუტარდა და ამჟამადაც მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები, რაზეც მნიშვნელოვანი ხარჯი იქნა გაწეული. შესაბამისად, მოსარჩელე მხოლოდ 10 წლის შემდეგ ითხოვს უკვე გაუმჯობესებულ მდგომარეობაში არსებული უძარვი ქონების დაბრუნებას, ამასთან მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძველია (იხ. შესაგებლები და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოპასუხე კ---- კ----------–-–---–ის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა, თუმცა სასამართლო სხდომაზე შპს „ჭ----–ი ა-----სა“ და კ---- კ----------–-–---–ს ერთი და იგივე პირი წაროადგენდა, რომელიც არ დაეთანხმა სარჩელის დაკმაყოფილებას

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,გ-------მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

5. სააპელაციო საჩივარი ეფუნება შემდეგ გარემოებებს:

 

5.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტი ასაჩივრებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებას.

 

5.2. აპელანტმა შპს ,,გ-------მ“ ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება კანონის დაცვით იქნა დადებული. პირველ რიგში, მისი ფორმალური მხარე არ არის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დაცული. ხელშეკრულება შედგა შპს "გ-------ს" 2 პარტნიორის მიერ მიღებული კრების ოქმის საფუძველზე მაშინ, როდესაც საზოგადოებას ჰყავდა 3 პარტნიორი.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად, ვინაიდან მოსარჩელემ მრავალგზის მიმართა სხვადასხვა კომპეტენტურ ორგანოს ქონების წართმევის თაობაზე საჩივრითა თუ განცხადებით, რაც წარდგენილ იქნა საქმეში. გადაწყვეტილების მე-15 გვერდზე სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს 2016 წლამდე სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულება და "კანონით დადგენილი არცერთი საშუალება არ გამოუყენებია", ხოლო მე-20 გვერდზე მიუთითებს, რომ მართალია მხარემ მიმართა პროკურატურას, მაგრამ სასამართლო არ მიიჩნევს მას კომპეტენტურ ორგანოდ.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე, არასწორად დაადგინა, რომ მუქარას, იძულებას და დაშინებას ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის მიმართ. წარმოუდგენელია, თუ რა სახის მტკიცებულების მოპოვება შეუძლია მხარეს ასეთი ამორალური, მართლსაწინაარმდეგო ქმედებისას სახელმწიფოს მხრიდან. საქმეში წარმოდგენილია უსასყიდლო გადაცემის ხელშეკრულება განსაკუთრებით მაღალი ღირებულების ქონებისა, მოწმეთა ჩვენებები, სატელევიზიო სიუჟეტები, გადაფორმების პროცესის ფორმალური დარღვევების ამსახველი დოკუმენტები, მაგრამ სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს "გ-------ს" დირექტორმა, რომელიც ათეული წლები აშენებდა და ავითარებდა აბანოს, გადაწყვიტა ნებაყოფლობით ამ ქონების გაჩუქება. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია აუქციონის შედეგები. სარჩელის შეტანისას, აპელანტის განმარტებით, მათ დაურთეს 2 განჩინება საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ (სამოქალაქო და ადმინისტრაციული კოლეგიების), სადაც სასამართლომ გამიჯნა მოსარჩელის მოთხოვნები. აუქციონი ჩატარდა სახელმწიფოს მიერ და მისი შედეგების ბათილად ცნობა მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის განსჯად საკითხს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ისინი არ იცნობენ აუქციონის შედეგებს და მისი ბათილად ცნობის მოთხოვნა ადმინისტრაციულ კოლეგიაში მოხდება.

 

აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა და მცდარი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ 2008 წელს მოსარჩელემ არ გაასაჩივრა პროკურატურის დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ აბანოების შესაძლო უკანონო პრივატიზების საქმეზე. სადავო აბანო კანონის სრული დაცვით იქნა პრივატიზებული შპს "გ-------ს" მიერ. გარდა ამისა, გამოძიების დადგენილება არ ნიშნავს რაიმე ფაქტის ან დანაშაულის ჩადენის უტყუარობას. აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით არის შესაძლებელი. გაურკვეველია, რატომ უნდა გაესაჩივრებინა გამოძიების შეწყვეტის დადგენილება მოსახელეს, მაშინ, როდესაც იგი კანონიერად იყო პრივატიზებული, ან გასაჩივრების შემთხვევაში რა გავშირში იქნებოდა იმ გარემოებებთან, რამაც აიძულა მოსარჩელე უსასყიდლოდ გადაეცა ქონება სახელმწიფოსათვის.

 

აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია კ---- კ----------–-–---–ი და შპს "ჭ----–ი ა-----" კეთილსინდისიერ შემძენებად. მათ შესაგებელში დაადასტურეს, რომ შეძენამდე გაეცნენ ქონების ამონაწერს საჯარო რეესტრიდან და საეჭვო ვერაფერი შეუნიშნავთ, თუმცა ამონაწერში სახელმწიფოს მიერ შეძენის უფლების დამდგენი დოკუმენტად მითითებულია "უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება", რაც მინიმუმ ეჭვს წარმოშობდა ნებისმიერი პირისათვის, ვინც საქართველოში ცხოვრობდა სასტიკი რეჟიმის დროს საქართველოში. სასამართლომაც გადაწყვეტილების მე-16 გვერდზე მიუთითა, რომ ეჭვის შეტანის საფუძველი კ---- კ----------–-–---–ს არ წარმოქმნია. რეალურად კი, კ---- კ----------–-–---–მა იცოდა ქონების წართმევის შესახებ (რაც ასახულია ვიდეო სიუჟეტში აუქციონის მიმდინარეობისას). საინტერესოა ვინ შეიძლება ჩაითვალოს არაკეთილსინდისიერ შემძენად, თუ არა მოცემულ გარემოებებში მოპასუხე მხარეები. ქონება გადაეცა პარტნიორთა არასრული შემადგენლობით შედგენილი კრების ოქმის საფუძველზე, გადაეცა უსასყიდლოდ, ტელევიზიაში უამრავი სიუჟეტი გავიდა კონკრეტულად ჭრელი აბანოს თემაზე, სახალხო დამცველმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას კონკრეტულად ჩვენი საკითხი გააჟღერა და წართმეულად გამოაცხადა აბანო, უშუალოდ აუქციონზე ყველა დამსწრე პირისთვის ხმაურით გაჟღერდა ქონების სადავოობა.

 

აპელანტის მითითებით ზეწოლა ხორციელდებოდა გ-------– ხ-------–---–სა და გიორგი ბუგიანიშვილზე. მათ ემუქრებოდნენ დიდი პრობლემების გაჩენით, მათ შორის შვილის - გ--- ხ-------–---–ისათვის ნარკოტიკული საშუალებების "ჩადებით" და საპროცესოს სახით აბანოს იძულებით გაყიდვით, რა დროსაც იგი მაინც დაკარგავდა ქონებას და შვილი ნასამართლევი ეყოლებოდა. აბსოლიტურად არაფერს ნიშნავს ის ფაქტი, რომ უშუალოდ მ-----–- ბ--–-------ეზე უშუალოდ მუქარას და ზეწოლას ადილი არ ჰქონია. იგი დათანხმდა ქონების ჩუქებას შვილის უსაფრთხოების გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ერთ-ერთი საფუძველია ის გარემოება, რომ არ დადგინდა მუქარის ხანგრძლივობა და სიხშირე, თუმცა მოწმეებმა და თავად მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომებზე მიუთითეს ხანგრძლივობაც და სიხშირეც.

 

5.3. აპელანტის შეფასებით, სასამართლომ ვერ დაასაბუთა და ვერ გააქარწყლა რიგი მტკიცებულებები გარიგების იძულებით დადებისა და შემდგომი მოვლენებისა. უდიდესი საბაზრო ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემა, პროკურატურის, სასამართლოსა და სახალხო დამცველისათვის მიმართვები, აუქციონის მიმდინარეობის კადრები, სახალხო დამცველის საქართველოს პარლამენტში საჯარო წლიური მოხსენებისას კონკრეტულად ჭ----–ი ა-----ს წართმეულად გამოცხადება და საკითხის გამოძიების მოთხოვნა, მოწმეთა ჩვენებები, დარღვევით შედგენილი ხელშეკრულება სასამართლომ არაფრად მიიჩნია და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძვლად დადო მუქარის/იძულების ფაქტის არარსებობა.

 

5.4. აპელანტის განმარტებით. სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ 50-ე, 54-ე, 85-ე, 86-ე, 87-ე, 170-ე, 524-ე, 526-ე მუხლები, მაგრამ არასწორად განმარტა ისინი. სწორედ ამ მუხლებით რეგლამენტირებული უფლებები იქნა დარღვეული მოსარჩელის მიმართ, სწორედ ამას დაობს მხარე, ხოლო სასამართლომ მითითებული მუხლები გამოიყენა და არასწორად განმარტა ისინი, რამაც მიიყვანა სარჩელის უარყოფამდე. მოსარჩელის მიერ გასხვისდა მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო, რომელსაც იგი ავითარებდა და ამუშავებდა წლების განმავლობაში და მისთვის ცხოვრების ნაწილს წარმოადგენდა. რაც მთავარია, იგი გასხვისდა უსასყიდლოდ, უკომპენსაციოდ, რაც ცხადია მყისიერად ეჭვს იწვევს. მიუხედავად ამისა და სხვა რიგი მტკიცებულებებისა, სასამართლომ არ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს ქონება წაართვეს, თუმცა არ მიუთითა რა მტკიცებულებები აბათილებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. გაუგებარია, რა ტიპის მტკიცებულების მოლოდინში იყო სასამართლო ასეთი ზეწოლის და მუქარის სხვაგვარად დასამტკიცებლად.

 

აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ ასევე, არასწორად გამოიყენა სასარჩელო ხანდაზმულობის მომწესრიგებელი ნორმები. მხარე მთელი ეს პერიოდი იბრძოდა წართმეული ქონების დასაბრუნებლად. მიმართა პროკურატურის სხვადასხვა დანაყოფებს, სასამართლოს, სახალხო დამცველს, მაგრამ არც ეს იქნა მიღებული მოსარჩელის ქონებისადმი ინტერესის დამადასტურებელ მტკიცებულებებად. გარდა მრავალი მიმართვისა, გარიგება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და მორალს, რა შემთხვევაშიც კანონით და დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკით ხანდაზმულობა საერთოდ არ უნდა იქნეს გამოყენებული იმ შემთხვევაშიც კი, მხარეს რომ არ მიემართა არცერთი ორგანოსთვის 2016 წლის 20 ნოემბრამდე (თუნდაც 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადის დათვლისას).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,გ-------ს“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, ხელშელრულებისა და პარტნიორის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე.

 

7. უწინარესად, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი დავის მხარეებზე და მათ შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფაქტობრივ საფუძვლებზე, რათა მოძიებული იქნეს სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, ანუ მატერიალური კანონის დისპოზიცია, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილი იურიდიული შედეგის შემცველია.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე: Nას-15-29-1443-2012, 2013 წლის 9 დეკემბერი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016).

 

პალატას მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში, უძრავი ქონების მესაკუთრე შპს ,,გ-------ს“ მიერ გამოვლენილი ნება, უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე ნამდვილად უნდა ჩაითვალოს. ადგილი არ აქვს ნების გამოვლენის იმგვარ ნაკლს, რომელიც მისი იურიდიული შედეგის გაბათილებას იწვევს. აღნიშნული დასკვნა კი შემდეგ დასაბუთებას ემყარება:

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავოდაა გამხდარი 2006 წლის 20 ნოემბერს შპს „გ-------სა“ (წარმომადგენელი გ-------– ხ-------–---–ი) და ს----------–----------------------------------------------ოს (შემდგომში - სამინისტრო) (წარმომადგენელი - ლ---- დ---–-–---–ი) შორის დადებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ა-----ს ქ.N2 (ნაკვეთი 6-----) 784 კვ.მ. ფართი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. მხარეთა შეთანხმებით გადასაცემი საგნის ღირებულებად განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებას თან დაერთო ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ასევე, ამავე სააგანტოს მიერ გაცემული ცნობა ქონებაზე ყადაღის არ არსებობის თაობაზე, შპს „გ-------“-ს წესდება, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, შპს „გ-------ს“ პარტნიორთა კრების ოქმი, მინდობილობა გაცემული სამინისტროს მიერ. მსგავსი გარიგების სამართლებრივ ბუნებასთან მიმართებით ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სამართლებრივ კვალიფიკაციაზე მსჯელობისას უარყო მოწინააღმდეგე მხარის შედავება ჩუქების სამართალურთიერთობის წარმოშობაზე და ამგვარ დასკვნას საფუძვლად თავად სადავო სამართალურთიერთობის არსი დაუდო, მისი მოტივი და მიზანი, სახელდობრ, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ჩუქება ისეთი გარიგებაა, რომელიც მხარეთა ურთიერთთანხმობას და არა მხოლოდ მჩუქებლის ნებას ეფუძნება. როდესაც სადავოა ჩუქების ხელშეკრულების წარმოშობა, მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების განმსაზღვრელი ორი ძირითადი კრიტერიუმი: მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და გამჩუქებლის მატერიალური მდგომარეობა. ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს ამ კრიტერიუმების არსებობის შეფასების კუთხით, ხოლო დასახელებული კრიტერიუმების შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ანალოგიურ გარემოებებში გონიერი ადამიანის ქცევის სტანდარტი. ამ თვალსაზრისით, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობას ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენს, რაც, როგორც წესი, მჩუქებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების დადების მოტივის ჩამოყალიბებას განაპირობებს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-6-6-2015). შესაბამისად, სააპელაციო პალატა სამოქალაქო კოდექსის 85-86-ე მუხლებთან ერთობლიობაში გამოიკვლევს, თუ რამდენად არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 524-ე მულით განმტკიცებული ჩუქების ხელშეკრულების დეფინიციის წინაპირობები.

 

პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ გარიგების ამორალურად ცნობა სამართლებრივი შეფასების საკითხია, ამიტომ დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის აუცილებელია ერთობლიობაში შეფასდეს გარიგების მხარეთა ნება, ქონების გასხვისების დრო და პერიოდულობა, ხელშეკრულების ფასი, ხელშეკრულების გაფორმებამდე განხორციელებული ქმედებები და გარიგების გაფორმების შემდგომი ქმედებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2006 წლის 30 ნოემბრის ამონაწერით საჯარი რეესტრიდან დგინდება, რომ ქ.თბილისში, ა-----ს ქ.N2-ში მდებარე (ნაკვ 6-----) ს/კ N0-------------- საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო სახელმწიფოს სახელზე, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მიეთითა 2006 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულება უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. 2007 წლის 29 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, ა-----ს ქ.N20-ში მდებარე უძრავი ქონების ს/კ N0--------------- მესაკუთრედ აღრიცხულია კ---- კ----------–-–---–ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მითითებულია საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული ს----------–----------------------------------------------ოს მიერ, პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, 2007 წლის 13 დეკემბრის ბრძანება. 2008 წლის 4 იანვარს შპს „თ---–--------------ს ა-----ს“ დამფუძნებელი პარტნიორის N1 გადაწყვეტილებით, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 2 768 000 ლარით, რომელიც შეივსო არაფულადი შენატანით. ამ მიზნით კ---- კ----------–-–---–მა შპს „თ---–--------------ის ა-----ს“ საწესდებო კაპიტალში შეტანის გზით საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონებები მდებარე ქ.თბილისი, ა-----ს ქ.N2 (ს/კ N0---------------, ასევე უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ა-----ს ქ.N2 (ს/კ N0---------------) მიწა მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებთან ერთად. 2008 წლის 17 აპრილის შპს „გ---------ს ა-----ს“ დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილებით, განხორციელდა აღნიშნული საწარმოს მიერთება (შერწყმა) შპს ,,ჭ----– ა-----სთან“, რომელიც გახდა მისი უფლებამონაცვლე.

 

საქმის მასალებით ასევე, დადგენილია, რომ 2016 წლის 25 თებერვალის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ უარი უთხრა მოსარჩელე შპს „გ-------ს“ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. ხოლო 2016 წლის 11 მარტის განჩინებით მოსარჩელე შპს „გ-------ს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა კოლლეგიის მიერ სასარჩელო განცხადებასა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი.

 

8. განსახიველ შემთხვევაში, აპელანტი მიუთითებდა ქ. თბილისის პროკურატურაში მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის მოთხოვნით, რამაც შედეგად გ-------– ხ-------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესება გამოიწვია, ამასთან, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი უთითებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, რაც გამოიხატებოდა გ-------– ხ-------–---–ის მიმართ მისი შვილის - გ--- ხ-------–---–ის დაჭერის მუქარაში. პირის იძულება, ნების საწინააღმდეგოდ დათმოს საკუთრება მესამე პირის/პირების სასარგებლოდ, თავისი ხასიათით, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ვინაიდან ასეთი ქმედება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლითა და სსკ-ის 170-ე მუხლით გარანტირებულ მესაკუთრის უფლებას, თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. ამავე კოდექსის 86-ე მუხლის თანახმად, 1. გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. 2. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი. სამოქალაქო კოდექსის 87-ე მუხლის თანახმად, იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ.

 

9. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ აპელანტის (მოსარჩელის) მხრიდან უარყოფილია გარიგების ნამდვილობა, თუმცა, მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) სადავოდ ხდის მოსარჩელის ნების თავისუფლებაში ჩარევას და მიაჩნია, რომ სახეზე არ არის იძულების ანდა მუქარის ფაქტობრივი გარემოებები, რაც აუცილებელი განმაპირობებელი ფაქტორია სამოქალაქო კოდექსის 85-86-ე მუხლებით კვალიფიკაციისათვის.

 

10. სსკ-ის 85-86-ე მუხლების შესახებ (იხ. სუსგ 27.05.2013, საქმე №ას-170-163-2013) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. პალატის მითითებით, მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილი იქნეს, გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღსანიშნავია, რომ ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ამდენად, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილი იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება, ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და სხვ.). ნების გამომვლენი მხოლოდ ასეთ შემთხვევებში უნდა იყოს დაცული გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან. ამდენად, როგორც იძულება, ისე მოტყუება, წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს. იძულების დროს, ხდება აშკარა ჩარევა ნების გამოვლენის პროცესში. იძულების მიზანს გარიგების დადება წარმოადგენს. იძულება მაშინ შეიძლება ჩაითვალოს გარიგების ბათილობის საფუძვლად, როდესაც მისი ზეგავლენით მოხდა გარიგების დადება. იძულება შეიძლება გამოიხატოს ძალადობაში ან მუქარაში. ძალადობა ფიზიკურ იძულებას გულისხმობს, ხოლო მუქარის შემთხვევაში, მომავალში იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეული შიში აიძულებს პირს, მოახდინოს სხვისი ნების შესატყვისი ნების გამოვლენა. ამასთან, გარიგების ბათილობას იწვევს არა ყოველგვარი იძულება, არამედ ისეთი, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე. პირზე გავლენას ახდენს ისეთი იძულება, რომელიც აფიქრებინებს მას, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ამდენად, იძულება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ზემოქმედებაუნარიან იძულებად, თუკი იგი რეალური საფრთხის მაუწყებელია. თუ საფრთხე მოჩვენებითია, მაშასადამე, იძულებაც ამ აზრით არარსებულია. იძულების შეფასებისას, მხედველობაშია მისაღები პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გამოცდილებები. მოტყუების დროს კი, არსებობს ნების გამოვლენის ნაკლი. მოტყუება გულისხმობს ცდომილებაში განზრახ შეყვანას. ამდენად, მოტყუებით დადებულ გარიგებას იმ შემთხვევაში აქვს ადგილი, თუ მხარის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დებს მეორე მხარე გარიგებას. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით დადებული გარიგების ბათილობის შემთხვევაში მხარემ უნდა დაამტკიცოს არასწორი ცნობების მიწოდების ფაქტი.

 

მოცემულ შემთვხვეაში, სასამარტლოს მიერ, მ-----–- ბ--–-------ის ჩვენებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ შპს „გ-------ს“ დირექტორს, ასევე წილის მესაკუთრეებს არც მომდევნო ერთი წელი და არც მომდევნო წლების განმავლობაში 2016 წლის 24 თებერვლამდე (2016 წლის 25 თებერვლის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ) ანუ იმ დრომდე, ვიდრე არ იქნა წარმოდგენილი სამოქალაქო სარჩელი, სადავოდ არ გაუხდიათ ხელშეკრულება და კანონით დადგენილი არცერთი საშუალება არ გამოუყენებიათ. შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილია არაერთი მიმართვა პროკურატურაზე, რა დროსაც მხარე ითხოვდა რეაგირებას, თუმცა ნაწილი მტკიცებლებები მხოლოდ მიმართვებია და სასამართლოსთვის უცნობია რა შინაარსის მქონე განცხადების ან/და დოკუმენტაციის წარდგენა მოხდა მხარის მიერ საგამოძიებო ორგანოებში, ხოლო განცხადებებსა და საჩივრებზე კი რა რეაგირება მოახდინა პროკურატურამ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მით უმეტეს, რომ ასეთი მიმართვები არ წარდგენილა იმ დროს, როდესაც უძრავი ქონების მესაკუთრე იყო სახელმწიფო და არც იმ პერიოდში და მას შემდეგ, როდესაც სახელმწიფო ქონების გასხვისებას აპირებდა და როდესაც აუქციონის წესით გაასხვისა. მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა თავად აუქციონის შედეგი. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარმოდგენილა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოსარჩელის მიმართ იძულების წესით მოხდებოდა გარიგების დადება და სასამართლოს მიერ მისი გაბათილება, იმ ვითარებაში, როდესაც უკვე გამართული აუქციონის შედეგები არც სადავოდ არის გამხდარი და არც გაუქმებული, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არის აღუსრულებელი და იურიდიული ინტერესის გარეშე დარჩენილი, ვინაიდან პირი, რომელმაც მოახდინა აუქციონის წესით უძრავი ქონების შეძენა, უნდა ჩაითვალოს კეთილსინდისიერ შემძენად, მით უმეტეს, რომ ამ უკანასკნელის მიერ თავისი შეხედულებისამებრ არაერთხელ მოხდა ქონების განკარგვა, მათ შორის სხვა კომპანიაში წილის სახით შეტანის გზით. ასევე აღსანიშნავია, რომ ქონების ასეთი განკარგვა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სარჩელამდე ასევე სადავოდ არ არის გამხდარი. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ კ---- კ----------–-–---–ი აუქციონის დასრულებამდე 15 წუთით ადრე დარეგისტრირდა და ასევე აუქციონის მიმდინარეობის დროს მას ეცნობა ქონების სადავოობის თაობაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს როდის მოხდა კ---- კ----------–-–---–ის დარეგისტრირება აუქციონზე, ხოლო რაც შეეხება მის ინფორმირებულობას, სასამართლოს მიაჩნია, რომ აუქციონზე მონაწილეობის დროს სხვა მონაწილისა თუ გარეშე პირის მიერ თუნდაც ისეთი სახის ინფორმაციის მიწოდება, რომ ქონება არის სადავო, რომ კონკრეტული პირი არის მისი მესაკუთრე, რომელიც აპირებს დავას და სხვა მისთანანი, არ შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ წინასწარი შეცნობით სადავო ქონების შემძენად და არაკეთილსინდისიერ მხარედ. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი არავის მიერ არ ყოფილა სადავოდ გამხდარი, უძრავი ქონების მესაკუთრე ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფო, ასევე სახელმწიფოს მიერ მოხდა აუქციონის გამოცხადება, სადავო უძრავი ქონება არ იყო დაყადაღებული, ამასთან გაიყიდა 1 060 000 აშშ დოლარად. აღნიშნული ინფორმაციის ერთობლიობა საკმარისი იყო არა მხოლოდ კ---- კ----------–-–---–ისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა ობიექტური პირისთვის, რათა ეჭვი არ შეეტანა ქონების უფლებრივ თუ ნივთობრივ ნაკლზე. აუქციონის დროს დაინტერესებული პირის მიერ რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდება ვერ გადაწონიდა კ---- კ----------–-–---–ის მიერ მანამდე არსებულ თუ მოპოვებულ მტკიცებულებებს, შესაბამისად, ეს უკანასკნელი უნდა ჩაითვალოს კეთილსინდისიერ შემძენად. სასამართლო აქვე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ არა მხოლოდ აუქციონის შედეგები, არამედ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო კ---- კ----------–-–---–ის სახელზე საკუთრების აღრიცხვას, არ გამხდარა სადავო.

 

11. სსკ-ის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. „ჩუქების ხელშეკრულებით წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არ აქვს უფლება, მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო. იურიდიული თვალსაზრისით კი, უსასყიდლობა იმაში ვლინდება, რომ საჩუქარი არ არის განსაზღვრული ეკვივალენტურობის მატარებელი და იგი მისი ძირითადი მაკვალიფიცირებელი წინაპირობაა. ჩუქების მოტივს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ანგარებითაც იყოს განპირობებული, იურიდიული თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან, ამიტომ, იგი შესაძლებელია, სხვადასხვა მოტივებით იყოს განპირობებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუქების მოტივი ყოველთვის გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან“ (შდრ. სუსგ №ას-127-119-2015, 22.07.2015).

 

სსკ-ის 529-ე მუხლის თანახმად, 1. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. 2. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. 3. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.

 

სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნული მსჯელობის, განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სასამართლო პრაქტიკისა და სამართლის ნორმათა ინტერპრეტაციის საფუძველზე, ასკვნის, რომ შპს ,,გ-------ს“ მიერ გამოვლენილი ნება არ არის ბათილი იძულებისა და მუქარის სამართლებრივი საფუძვლით (სამოქალაქო კოდექსის, 85-86-ე და 524-ე მუხლი).

 

12. სააპელაციო პალატა ასევე, არ იზიარებს აპელანტის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით,ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ დაასკვნა: „სამოქალაქო კოდექსის 85-ე-89-ე მუხლებით განსაზღვრული გარიგების იძულებით დადება სამართლებრივი კატეგორიაა და სასამართლო ნორმით გათვალისწინებული შედეგის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს მხარის მიერ მითითებული ფაქტებითა და ამ ფაქტების დადასტურების მიზნით წარდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც ნორმით გათვალისწინებულ შემადგენლობას უნდა ქმნიდეს“ (იხ.სუსგ #ას-89-83-2015, 23.10.2015 წელი). განსახილველი დავა ეხება იძულებით დადებული საცილო გარიგებების ბათილობას, შესაბამისად, უნდა შემოწმდეს, განხორციელებულია თუ არა სსკ-ის 85-89-ე მუხლების წინაპირობები. სსკ-ის 85-ე მუხლის მიხედვით, „გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან“. ამდენად, საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუ გარიგება დადებულია მხოლოდ იძულების წყალობით. იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში საქმე გვაქვს ნების ნაკლის საფუძველზე დადებულ გარიგებასთან, სადაც ნების თავისუფლება აშკარად არის ხელყოფილი. ამ დროს ადგილი აქვს დაზარალებულის თავისუფალი ნების აშკარა მოდრეკას.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამარართლოს მიაჩნია, რომ გასულია ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული როგორც 1 წლიანი, ასევე 6 წლიანი ვადა, რომელიც უნდა აითვალოს ხელშეკრულების დადების მომენტიდან. შესაძლებელია აღნიშნული ვადის ათვლა განხორციელდეს 2007 წლის 25 ოქტომბრიდანაც ანუ აუქციონის შედეგებიდან, ვინაიდან ამ დროს მოახდინა სახელმწიფომ სადავო ქონების განკარგვა, თუმცა მიუხედავად იმისა თუ საიდან აითვლება აღნიშნული ვადის ათვლა, სარჩელის შემოტანამდე გასულია თითქმის 10 წელი, რაც უკვე ხანდაზმულს ხდის მოთხოვნას. რაც შეეხება სახალხო დამცველზე მიმართვა თუ სამართალდამცავი ორგანოებზე მიმართვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლად. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს მთავარი პროკურატურის წერილი, სადაც მითითებულია, რომ 1995-1999 წლებში აბანოთუბნის ტერიტორიაზე არსებული აბანოების, მათ შორის შპს „გ-------ს“ პრივატიზების თაობაზე მიმდინარეობდა გამოძიება, 2008 წლის 31 იანვარს შეწყდა იგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირების გარდაცვალების გამო. აღნიშნული შეწყვეტის დადგენილება მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა არც ზემდგომ პროკურორთან და არც სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული წერილით დასტურდება, რომ გამოძიებით დადგინდა, რომ, მათ შორის, შპს „გ-------ს“ პრივატიზაცია განხორციელდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისა და ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მიერ, რაც აშკარად ეწინააღმდეგებოდა იმ დროს მოქმედ კანონმდებლობას. გამოძიება კი მხოლოდ იმ საფუძვლით შეწყდა, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირები იყვნენ გარდაცვლილები.

 

აქედან გამომდინარე, სსკ-ით 89-ე მუხლით დადგენილი შეცილების ერთწლიანი ვადის დენის დაწყებამდე („იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან“), მოსარჩელე არ შეეცილა იმ სადავო გარიგებების ნამდვილობას, რამაც განაპირობა წილების გასხვისება. იურიდიულ დოქტრინაში გამოთქმული მოსაზრებების თანახმად: „შეცილების უფლება არა მხოლოდ გარიგების გაუქმების უფლებაა, არამედ მისთვის ნამდვილობის მინიჭების უფლებაც. ამდენად, შეცილების უფლება მეტად ძლიერი საშუალებაა სამართლებრივ ურთიერთობაზე ზემოქმედებისათვის. ამიტომ ის არ შეიძლება იყოს შეუზღუდავი. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლებრივი ურთიერთობების არასტაბილურობის საფრთხე ძალიან დიდი იქნებოდა. ამ საფრთხეს ითვალისწინებს კანონი და შეცილების უფლებას განსაზღვრულ ჩარჩოებში აქცევს“(იხ. ლ.ჭანტურია., „სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი“, თბილისი, 2011 წ., გვ. 397). უცილო (არარა) გარიგებების „ბათილობისაგან განსხვავებით, რაც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტომატურად დგება და არ საჭიროებს შესაბამის შედეგზე მიმართულ არანაირ დამატებით მოქმედებას (მაგალითად, რაიმე ფორმით ბათილად გამოცხადებას), საცილო გარიგება „დადების მომენტიდან“ ბათილი იქნება მხოლოდ ნამდვილი შეცილების შემთხვევაში. შესაბამისად, დადების მომენტში საცილო გარიგება ნამდვილია, თუმცა არსებობს გარემოებანი, რომელთა გამოც ის შეიძლება შემდგომში გახდეს ბათილი. შეცილება ცვლის არსებულ სამართლებრივ მდგომარეობას, ვინაიდან იგი მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის გაქარწყლებაზე. ამდენად, შეცილება სამართლებრივი ურთიერთობის ცალმხრივად „განმსაზღვრელი“ ნების გამოვლენა თუ გარიგებაა (დ. კერესელიძე., „კერძო სამართლის უზოგადესი სისტემები“, თბილისი, 2009 წ., გვ. 269-270). მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ არ განახორციელა ნამდვილი შეცილება, სადავო გარიგებები არ არის ბათილი მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პარტნიორის წილის (მიმოქცევადი უფლება), შემძენზე საკუთრების უფლებით გადასვლისათვის აუცილებელია პარტნიორებს შორის ნამდვილი შეთანხმება ანუ ურთიერთმფარავი ნების არსებობა და ამ უფლების კანონით დადგენილი წესით რეესტრში რეგისტრაცია. განსახილველ შემთხვევაში, წილის შემძენებზე საკუთრება გადავიდა, რადგანაც ნამდვილი შეთანხმება არსებობდა და აქედან გამომდინარე, დღევანდელი სამართლებრივი ვითარება - საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომლითაც სადავო წილების მესაკუთრეედ მოპასუხეა რეგისტრირებული - სწორია („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 7.3. მუხლი).

 

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ შპს ,,გ-------ს“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელანტის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ,,გ-------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები ოთარ სიჭინავა

 

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი