განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002667022
საქმე N3ბ/1498-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ილონა თოდუა
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს ,,----------------“
წარმომადგენელი - რ--------------------, ლ-–--------------
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებით შპს "N---------------ის" (ს/ნ----------) სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2----–-–----------------ის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია N--------- და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–----------------ის N------ ბრძანება.
2.2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. 2----–-–-----------------ს 1---- საათზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა შეადგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №--------.
ოქმში აღინიშნა, რომ საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ შპს "N---------------ს" (ს/ნ----------) მიერ დარღვეულ იქნა ს.ს.კ.-ს მოთხოვნები (სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 00 ლარს, ჩადენილი განმეორებით) (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი: N-----; მძღოლი: ბ---------–--, პ/ნ------------; გადამოწმების დრო: 0---------წ, 1---- სთ), კერძოდ 65 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის „ს----–-------–---------" 52 ცალი, ს----–-----------–- 2 ცალი“ (65,00 ლარი), ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაც ს.ს.კ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იწვევს პირის დაჯარიმებას. სამართალდამრღვევი: შპს "N---------------ს" (ს/ნ----------); შეფარდებული სანქცია: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ფულადი ჯარიმა (5000 ლარი)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 0--------- წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №-------- (ს.ფ. 16)
2.2.2. 2----–-–------------------ს მოსარჩელე შპს "N---------------მ "(ს/ნ----------) წარადგინა საჩივარი (N-------------) შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 0--------- წლის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმზე და მოითხოვა დარიცხული ჯარიმისაგან გათავისუფლება.
2.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–----------------ის N----- ბრძანებით, (შპს "N---------------ს" (ს/ნ----------) 2----–-–-----------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილების თაობაზე) თანახმად, შპს "N-----------------ს" (ს/ნ----------) 2----–-–-----------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბრძანებაში აღინიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2----–-–-----------------ის სხდომაზე (ოქმი N--) განიხილა შპს "N---------------ს" (ს/ნ----------) 2----–-–-----------------ის საჩივარი, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 0--------- წლის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს საგადასახადოკოდექსის 269.1. მუხლი; 270-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები; 286-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები; საქმეზე არსებული მასალებით და წარმოდგენილ მტკიცებულებათა გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ დაადგინა, რომ შპს "N-----------------ს“ (ს/ნ 4--------) მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის ჩადების ფაქტს, შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ამასთან, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებით დგინდებოდა, რომ სამართალდარღვევის ფაქტი წარმოადგენდა განმეორებით შემთხვევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია რომ საჩივარი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლების თაობაზე დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის ბრძანება N-----(იხ. ს.ფ. 21-22).
2.2.4. საქმეში წარმოდგენილია 0--------- წლის სასაქონლო ზედნადების N--–----------- და ცხრილი. სასაქონლო ზედნადები: 1.სასაქონლო ზედნადები N--–-----------. 2.თარიღი: 0--------- წლის 3. დრო: 1-------; კორექტირების თარიღი: 0--------- 1------- და სასაქონლო ზედნადების ცხრილი; 4. გამყიდველი (გამგზავნის) დასახელება: შპს “---''; საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი: 4--------; 5. მყიდველი (მიმღები) დასახელება: შპს "N----------------“; საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი: 4--------; 6. ოპერაციის შინაარსი: ტრანსპორტირებით. 7. ტრანსპორტირების დაწყების ადგილი (მისამართი): ე-–-------------------------; 8. ტრანსპორტირების დასრულების ადგილი (მისამართი): ზ-----------------------------; 9. ტრანსპორტირების სახე: საავტომობილო; 10. სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი: N------; მისაბმელი:--; 11. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი:------------, ბ--------–--; 12. გამყიდველის (გამგზავნის) მყიდველის (მიმღების) მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი: მყიდველი - 0; სასაქონლო ზედნადების ცხრილი: საქონლის დასახელება: 1. ს----–--------–------------------- (საქონლის კოდი: 0----;, საქონლის ზომის ერთეული: წყვილი; საქონლის რაოდენობა: 2.0000; საქონლის ერთეულის ფასი: 6,000; საქონლის ფასი: 12.000); 2.დ--–-----------–------------ (საქონლის კოდი: 0----;, საქონლის ზომის ერთეული: ცალი; საქონლის რაოდენობა: 2.0000; საქონლის ერთეულის ფასი: 4,000; საქონლის ფასი: 8.000); 3. პ---–-----------------–--------- (საქონლის კოდი: 0------, საქონლის ზომის ერთეული: წყვილი; საქონლის რაოდენობა: 82.0000; საქონლის ერთეულის ფასი: 0.5500; საქონლის ფასი: 45.1000); 13. მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით სიტყვიერად): 65.1 - სამოცდახუთი ლარი და ათი თეთრი; 18. მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი(რიცხვი, თვე, წელი): 0---------, დრო (საათი, წუთი): 1-------.
2.2.5. საქმეში წარმოდგენილია ძირითადი ინფორმაცია 0--------- წლის სასაქონლო ზედნადების N--–----------- და ცხრილი (ელექტრონული ამონაწერი), გააქტიურების თარიღი 0--------- წლის 1----- აქტიური ზედნადები/ მისაღები : 1. საქონლის დასახელება: ს----–--------–------------------- (საქონლის კოდი: 0----;, საქონლის ზომის ერთეული: წყვილი; საქონლის რაოდენობა: 2.0000; საქონლის ერთეულის ფასი: 6,000; საქონლის ფასი: 12.000); 2. დ--–-----------–------------ (საქონლის კოდი: 0----;, საქონლის ზომის ერთეული: ცალი; საქონლის რაოდენობა: 2.0000; საქონლის ერთეულის ფასი: 4,000; საქონლის ფასი: 8.000); 3. პ---–----------------–--------ი (საქონლის კოდი: 0------, საქონლის ზომის ერთეული: წყვილი; საქონლის რაოდენობა: 82.0000; საქონლის ერთეულის ფასი: 0.5500; საქონლის ფასი: 45.1000); მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით სიტყვიერად): 65.1 - სამოცდახუთი ლარი და ათი თეთრი. ტრანსპორტირების დაწყების თარიღი (გადავადება) 0----------, საათი: 1----- ექსპორტი. ჩამბარებელი: .(არ არის მითითებული); მიმღები (არ არის მითითებული). ჩაბარების თარიღი 0------------–- ს----------–--------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-0--------- წლის სასაქონლო ზედნადების N--–-----------, ცხრილი (იხ. ს.ფ.23);
- აქტიური ზედნადები/მისაღები (იხ. ს.ფ.24).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი - სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2-----------–-–------------------------------ის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №-------- და შემოსავლების სამსახურის 2----–-–----------------ის N----- ბრძანება, წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. ,,დ“ მუხლით რეგლამენტირებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა შემოწმდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, განსახილველი დავის ფაგლებში.
2.3.2. სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამ კოდექსის 2.2. მუხლის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
ხოლო, 43.4. მუხლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
სასამართლომ მოიხმო იმავე კოდექსის 49.1. მუხლი, რომლიოს შესაბამისად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: ვ) გამოიყენონ სანქცია იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელმაც დაარღვია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა; თ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე სამართალდამრღვევთა მიმართ შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და მიიღონ დადგენილებები ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ.
იმავე კოდექსის 51.1. მუხლის შესაბამისად სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: კ) გამოავლინონ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას, და აღკვეთონ საგადასახადო სამართალდარღვევები, აწარმოონ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიყენონ პასუხისმგებლობის ზომები ამ კოდექსით დადგენილი წესით. პ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
2.3.3. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
- 2-----–-–-------------------- 1---- საათზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა შეადგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №--------, შპს "N---------------ს" (ს/ნ----------) მიმართ, საგადასახადო სამართალდარღვევა, გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286.2. მუხლით, (საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ შპს "N---------------ს" ახდენდა სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო N N------; მძღოლი: ბ--------–--; გადამოწმების დრო: 0--------- 1----, კერძოდ 65 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის „ს----–-------–--------- 52 ცალი, ს----–-----------–- 2 ცალი“ 65,00 ლარი), ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე) შეფარდებული სანქცია - ფულადი ჯარიმა (5000 ლარი).
- 0--------- წლის 1------- სათზე გაცემულ N--–------------- სასაქონლო ზედნადებში კორექტირება იქნა შეტანილი იმავე დღეს, 0--------- წლის 1------- საათზე.
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–----------------ის N----- ბრძანებით, შპს "N---------------ს" (ს/ნ----------) 2----–-–-----------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დავის საგანი - სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2----–-–-----------------ის (1---- საათი) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №--------.
- სასამართლო სახდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქონელი განკუთვნილი გახლდათ შიდა მოხმარებისათვის, მოსარჩელის სამშენებლო ობიექტის მუშებისათვის და არა სამეწარმეო მიზნებისთვის.
- არ დასტურდება საგადასახადო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი.
2.3.4. სასამართლომ მიუთითა საქაართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის განმარტებაზე, საქმეზე Nბს-946-942(კ-17) , სადაც ,,საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენებისათვის აუცილებელია სამი საფუძველი: ნორმატიული, ე.ი. უნდა არსებობდეს ნორმა, რომელიც ადგენს ვალდებულებას და სანქციას მისი შეუსრულებლობისთვის, ფაქტიური – საგადასახადო სამართალდარღვევა და პროცესუალური – ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსული სუბიექტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს სახდელს საგადასახადო სამართალდარღვევისათვის."
2.3.5. სასამართლომ განმარტა, რომ გადასახადების გადამხდელის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების და აღრიცხვის წესი მოწესრიგებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით, ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებითა და ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით ასევე მოწესრიგებულია სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით საქონლის ტრანსპორტირებისა და სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესი, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეები და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა.
2.3.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269.1. მუხლზე, რომლის თანახმადაც საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
იმავე ნორმის მე-8 ნაწილით, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის კოდექსის 270.1. მუხლის შესაბამისად სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ხოლო 271.1 მუხლის შესაბამისად სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ან ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებული პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო მე-4 ნაწილით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად.
ამ კოდექსის 136.4. მუხლის შესაბამისად სასამართლომ განმარტა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286.1. მუხლის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2.3.7. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ამასთან მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იქნა წარდგენილი რაიმე მტიკცებულება (საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი), რომლითაც დადასტურდებოდა განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი სამართალდარღვევის (სსკ-ის 286.2. მუხლი) მოსარჩელის მიერ, განმეორებით (სადავო ოქმის შედგენამდე, წინა 12 თვის განმავლობაში) ჩადენის ფაქტი.
2.3.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებულ ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესი“ თანდართული რედაქციით.
,,წესის’’ 70.1. მუხლის თანახმად, სასმართლომ განმარტა, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
,,წესის" 72.1. მუხლით, სასამართლომ განმარტა, რომ საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ხოლო ,,წესის" 74.1. მუხლის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, წარმოადგენს პირისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების საფუძველს.
ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, სასამართლომ განმარტა, რომ საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ადგენს ამ წესის 70-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენასთან და საქონელზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტთან ერთად ეგზავნება უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდგომ ღონისძიებებს.
2.3.9. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" ინსტრუქცია თანდართულ დანართებთან ერთად.
,,ინსტრუქციის" 24.1. მუხლის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე- ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება, ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.
სასამართლომ მიუთითა ,,ინსტრუქციის" 251.1. მუხლის თანახმად, სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის №II-012 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლომ განმარტა, რომ ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი; ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს; გ) მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; დ) მე-6 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი (თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება): დ.ა) შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება); დ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება); დ.გ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება); დ.დ) დისტრიბუცია (საქონლის მიწოდება გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ. აგრეთვე, მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ); დ.ე) უკან დაბრუნება (მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის გამყიდველისათვის/გამგზავნისათვის დაბრუნება); ე) მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი); ვ) მე-9 სტრიქონში იწერება ტრანსპორტირების სახე: ვ.ა) საავტომობილო; ვ.ბ) სარკინიგზო; ვ.გ) საავიაციო; ვ.დ) სხვა; ზ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ზ.ა) მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა; ზ.ბ) მე-11 სტრიქონში იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი; ზ.გ) მე-12 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი ლარებში. თუ ტრანსპორტირება ხორციელდება მყიდველის/მიმღების ან გამყიდველის/გამგზავნის საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა) არსებული სატრანსპორტო საშუალებით, ზედნადების მე-12 სტრიქონი არ ივსება; თ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ბ“ – ,,ვ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მე-10 – მე-12 სტრიქონები არ ივსება; ი) ზედნადების ცხრილში იწერება: ი.ა) I სვეტში - საქონლის რიგითი ნომერი; ი.ბ) II სვეტში - საქონლის დასახელება; ი.გ) III სვეტში - საქონლის კოდი (გადასახადის გადამხდელის მიერ ნებისმიერი კომბინაციით შექმნილი ან საბუღალტრო პროგრამაში არსებული ან საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით განსაზღვრული კოდი); ი.დ) IV სვეტში - საქონლის ზომის ერთეული; ი.ე) V სვეტში - საქონლის რაოდენობა; ი.ვ) VI სვეტში - საქონლის ერთეულის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); ი.ზ) VII სვეტში - საქონლის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); კ) მე-13 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით და სიტყვიერად); ლ) მე-14 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-16 სტრიქონში – გამყიდველის /გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; მ) მე-15 სტრიქონში იწერება მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-17 სტრიქონში – მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ნ) მე-18 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი); ო) მე-19 სტრიქონში აღინიშნება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაკეთებული შენიშვნა; პ) მე-14 – მე-19 სტრიქონების შევსება სავალდებულო არ არის, გარდა ამ მუხლის მე- 13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე ნორმის მე-14 ნაწილით, სასამართლომ განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მოახდინოს ზედნადების გაუქმება ან მასში შეტანილი მონაცემების კორექტირება (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“, „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა).
ამავე მუხლის მე-15 ,,ა" ნაწილის მიხედვით, სასამართლომ განმარტა, რომ ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის: ა) შესაბამისი პირისათვის მომსახურების გასაწევად განკუთვნილი იმ სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ტრანსპორტირებისას, რომელიც რჩება მომსახურების გამწევის საკუთრებაში.
2.3.10. ზემოთ მითითებული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები. სასაქონლო ზედნადები წარმოადგენს შემოსავლისა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს, იგი გამოიცემა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, საგადასახადო მიზნებისთვის. ამასთან, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება, ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.
სასამართლომ ასევე, განმარტა, რომ თავისუფალი მეწარმეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, საგადასახადო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია გადასახადის გადამხდელთა კანონიერი ინტერესების დაცვა. ამდენად, საგადასახადო ორგანოთა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის საქმიანობის განხორციელებისთვის ხელშეშლა თუ შეფერხება, რამეთუ აღნიშნული პირდაპირ კავშირშია სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუტთან, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან. ამასთან, კანონმდებლობით ცალსახადაა დადგენილი ზედნადების გამოწერების ვალდებულება საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე ან საქონლის მიწოდებისთანავე, როდესაც ადგილი არ აქვს ტრანსპორტირებას.
2.3.11. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286.5. მუხლით, ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე): ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი; ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი; გ) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა.
2.3.12. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არ არის გამხდარი და დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე, მოსარჩელემ, 0--------- წლის 1---- საათზე გამოწერილ N--–----------- სასაქონლო ზედნადებში, საქონლის მიწოდების დასრულებამდე (0--------- 1-------) განახორციელა კორექტირება 0--------- წლის 1------- საათზე ,,მე-10 სტრიქონში (ზ.ა) მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა) და მიუთითა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი. ამასთან, ტრანსპორტირებული საქონელი, განკუთვნილი გახლდათ, შიდა მოხმარებისათვის, მოსარჩელის სამშენებლო ობიექტის მუშებისათვის.საგულისხმოა, რომ არ დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286.1. მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი.
ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოება და საქმის მასალებით დასტურდება, რომ 0--------- წლის N--–----------- სასაქონლო ზედნადებში მითითებულია: ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი და ნომერი, დრო (გამოცემის და კორექტირების); ბ) დასახელებულია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეები და საიდენტიფიკაციო ნომერი (შპს “---", ს/ნ 4-------- და ს "N--------------" ს/ნ4--------) სახელი და გვარი (მძღოლის), პირადი ნომერი; გ) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა (იხ. ცხრილი).
2.3.13. სასამართლოს მოსაზრებით, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებად ჩაითვლება და შესაბამისი სანქცია გამოიყენება, იმ შემთხვევაში თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული: 1) რაიმე რეკვიზიტი, რომელმაც შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე; 2) დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი; 3) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი; 4) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ტექნიკურ შეცდომად უნდა იქნეს მიჩნეული სასაქონლო ზედნადებში ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფოს ნომერის მიუთითებლობა, რადგან აღნიშნულმა შეცდომა არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე (საქონელი განკუთვლია შიდა მოხმარებისთვის, მოსარჩელის კუთვნილი სამშენებლო ობიექტების მუშებისათვის, კორექტირებული იქნა და არ დასტურდება განმეორებით ჩადენის ფაქტი).
2.3.14 სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლით იმპერატიულად განისაზღვრა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეაფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე ნორმის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას არ შეუსწავლია, არსებითად არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, სახელდობრ, არ იქნა დადგენილი რეალურად ჰქონდა თუ არა საგადასახადო კოდექსის 136.4. მუხლის და 286.2. მუხლის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი, კერძოდ, ახორციელებდა თუ არა მეწარმე საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას და სამართალდარღვევა ჩადენილი გახლდათ თუ არა განმეორებით.
სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5. მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
2.3.15. სასამართლომ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 5.2. მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ დაუშვებელია საგადასახადო კოდექსის დარღვევით დაწესებული ან ამ კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება, აგრეთვე გადასახადის გადახდევინება ამ კოდექსით დადგენილ ვადაზე ადრე.
2.3.16. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3-------- წლის საგადასახადო სამართალდარღვევის N-------- ოქმი და შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის ბრძანება 2---- - ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, არის კანონშეუსაბამო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მათი გამოცემის მომენტიდან.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის სამართლებრივად დასაბუთებული. დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაარღვია მატერიალური და პროცესუალური ნორმები, არსებითად არ გამოუკვლევია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამდენად, გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სადავო არ ყოფილა ის გარემოება სამართალდარღვევა განმეორებით იყო ჩადენილი თუ არა. აღნიშნულ საკითხზე არც მოსარჩელე აპილრებდა და შესაბამისად შემოსაცვლების სამსახურის მხრიდან ვერ მოხდებოდა კონტრარგუმენტების წარდგენა. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დაფუძნება მოხდა იმ არგუმენტზე, რომელზეც მოსარჩელის მხრიდან არ მომხდარა აპელირება, რასაც უკანონოდ მიიჩნევს.
აპელანტი ასევე მიიჩნევს, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა საქონლის ტრანსპორტირება ზედნადების გარეშე, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.1.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland). და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ- ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
4.1.3. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში შესაფასებელია შპს ,,N--------------”-ს მიერ საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა სამეწარმეო საქმიანობის თუ პირადი მიზნებისთვის.
სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს საქართველოს საგადასადო კოდექსი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
ამავე კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
პალატა განმარტავას, რომ გადასახადების გადამხდელის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების და აღრიცხვის წესი მოწესრიგებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით, ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებითა და ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციით, რომლის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მოახდინოს ზედნადების გაუქმება ან მასში შეტანილი მონაცემების კორექტირება (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა). ამავე მუხლის მე-15 ,,ა" ნაწილის მიხედვით, სასამართლომ განმარტა, რომ ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის: ა) შესაბამისი პირისათვის მომსახურების გასაწევად განკუთვნილი იმ სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ტრანსპორტირებისას, რომელიც რჩება მომსახურების გამწევის საკუთრებაში. ხოლო, 24-ე მხულის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე- ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება, ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებულ ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 72.1. მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ხოლო ,,წესის" 74.1. მუხლის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, წარმოადგენს პირისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების საფუძველს.
პალატა მიუთითებს დადგენილ გარემოებაზე, რომ 2-----–-–-------------------- 1---- საათზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა შეადგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №--------, შპს "N---------------ს" (ს/ნ----------) მიმართ, საგადასახადო სამართალდარღვევა, გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286.2. მუხლით, (საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ შპს "N---------------ს" ახდენდა სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო N N------; მძღოლი: ბ--------–--; გადამოწმების დრო: 0--------- 1----, კერძოდ 65 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის „ს----–-------–--------- 52 ცალი, ს----–-----------–- 2 ცალი“ 65,00 ლარი), ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე) შეფარდებული სანქცია - ფულადი ჯარიმა (5000 ლარი).
დადგენილია ისიც, რომ 0--------- წლის 1------- სათზე გაცემულ N--–------------- სასაქონლო ზედნადებში კორექტირება იქნა შეტანილი იმავე დღეს, 0--------- წლის 1------- საათზე.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–----------------ის N----- ბრძანებით, შპს "N---------------ს" (ს/ნ----------) 2----–-–-----------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დავის საგანი - სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2----–-–-----------------ის (1---- საათი) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №--------.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის კოდექსის 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო 271.1 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო.
ზემოაღნიშულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები.
პალატა მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5. ნაწილს, რომლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე): ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი; ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი; გ) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა.
უდავოა, რომ საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე, მოსარჩელემ, 0--------- წლის 1---- საათზე გამოწერილ N--–----------- სასაქონლო ზედნადებში, საქონლის მიწოდების დასრულებამდე (0--------- 1-------) განახორციელა კორექტირება 0--------- წლის 1------- საათზე ,,მე-10 სტრიქონში (ზ.ა) მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა) და მიუთითა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი. ამასთან, ტრანსპორტირებული საქონელი, განკუთვნილი გახლდათ, შიდა მოხმარებისათვის, მოსარჩელის სამშენებლო ობიექტის მუშებისათვის.საგულისხმოა, რომ არ დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286.1. მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი.
დადგენილია, რომ 0--------- წლის N--–----------- სასაქონლო ზედნადებში მითითებულია: ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი და ნომერი, დრო (გამოცემის და კორექტირების); ბ) დასახელებულია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეები და საიდენტიფიკაციო ნომერი (შპს “---", ს/ნ 4-------- და ს "N--------------" ს/ნ4--------) სახელი და გვარი (მძღოლის), პირადი ნომერი; გ) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა (იხ. ცხრილი).
პალატა მიიჩნევს, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებად ჩაითვლება და შესაბამისი სანქცია გამოიყენება, იმ შემთხვევაში თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული: 1) რაიმე რეკვიზიტი, რომელმაც შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე; 2) დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი; 3) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი; 4) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განამრტებას იმის თაობაზე, რომ ტექნიკურ შეცდომად უნდა იქნეს მიჩნეული სასაქონლო ზედნადებში ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფოს ნომერის მიუთითებლობა, რადგან აღნიშნულმა შეცდომა არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე (საქონელი განკუთვლია შიდა მოხმარებისთვის, მოსარჩელის კუთვნილი სამშენებლო ობიექტების მუშებისათვის, კორექტირებული იქნა და არ დასტურდება განმეორებით ჩადენის ფაქტი).
ამრიგად, პალატა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მხულის პირველი ნაწილის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3-------- წლის საგადასახადო სამართალდარღვევის N-------- ოქმი და შემოსავლების სამსახურის 1--------- წლის ბრძანება 2---- - ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, არის კანონშეუსაბამო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5.2. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე ილონა თოდუა
მოსამართლეები გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე