განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001851848
საქმე N3ბ/1818-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე – მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ---------ი ს-- რ------ტ“
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა;
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმა
1.სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტ’’-ის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1-----------ს №2------ გადაწყვეტილების, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარის შპს,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ბათილად ცნობა და ასევე მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ მიერ წარდგენილ განცხადებაზე, ქ.თბილისში, ხ----–-------ე მეურნეობაში, შპს,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საპროექტო ობიექტის მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის გამო ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „გ---------ი ს-- რ------ტის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარი შპს,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1-----------ს №2------ გადაწყვეტილება და მოპასუხეს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, დაევალა შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ მიერ წარდგენილ განცხადებაზე, ქ.თბილისში, ხ----–-------ე მეურნეობაში, შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საპროექტო ობიექტის მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის გამო ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 0-----–-სს №A-------- განცხადებით მიმართა მოქალაქე თ-------ე დ------მა და მოითხოვა ქ.თბილისში, ხ----–-------ე მეურნეობაში არსებული მიწის ნაკვეთების (საკ. კოდი: №8--------------------------) სამშენებლოდ გამოყენების პირობებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2-----–--ის №7----- გადაწყვეტილებით გაიცა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება მრავალფუნქციური კომპლექსის დასაპროექტებლად №8-------------------------- საკადასტრო ერთეულებზე. (ტ.1. ს.ფ. 84-88).
2.2. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 1------------ის №8----- ბრძანების თანახმად, დაკმაყოფილდა თ-------ე დ------ის 2013 წლის 8----–---ს №A-------- განცხადება და შეთანხმდა ქ.თბილისში, ნ----–-----ის რაიონში, ხ----–-------ე მეურნეობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკ. კოდი: №8--------------------------) მრავალფუნქციური კომპლექსის დასაპროექტებლად განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი. (ტ.1. ს.ფ. 51-53).
2.3. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 2--------ს №A-------- განცხადებით მიმართა მოქალაქე თ-------ე დ------მა და მოითხოვა 2013 წლის 1------------ის №8----- ბრძანებით შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის შეთანხმება.
2.4. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2---------ს №1------ ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე თ-------ე დ------ის 2014 წლის 2--------ის №A-------- განცხადება და შეთანხმდა ქ.თბილისში, ნ----–-----ის რაიონში, ხ----–-------ე მეურნეობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკ. კოდი: №8--------------------------) მრავალფუნქციური კომპლექსის დასაპროექტებლად განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტი. (ტ.1. ს.ფ. 46-48)
2.5. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 2-------ლს A-------- განცხადებით მიმართა ლ-- კ-----ამ და მოითხოვა III კლასს მიკუთვნებული სასტუმროს მშენებლობისათვის პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვა.
2.6. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №1------ ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, ხ----–-------ე მეურნეობაში შპს,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს(კოტეჯი №5) გრგ-ს საფუძველზე დამუშავებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2014 წლის 3--------–-დან 2016 წლის 3--------–-ს ჩათვლით. (ტ.1.ს.ფ. 58-61).
2.7. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 2--------–ს №A-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ლ-- კ-----ამ და მოითხოვა III კლასს მიკუთვნებული სასტუმროს მშენებლობისათვის ვადაგაუსვლელი მშენებლობის ნებართვაში ცვლილების შეტანა.
2.8. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1-------ს №2------ ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე ლ-- კ-----ას 2016 წლის 2--------–ის №A-------- ელექტრონული განცხადება და ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №1------ ბრძანებაში, კერძოდ, - ბრძანების მე-3 პუნქტის ჩანაწერი: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 3--------–-ს ჩათვლით’’, შეიცვალა ჩანაწერით: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 1-------ს ჩათვლით’’. (ტ.1.ს.ფ. 62-63).
2.9. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 2-------ლს A-------- განცხადებით მიმართა თ-------ე დ------მა და მოითხოვა III კლასს მიკუთვნებული სასტუმროს მშენებლობისათვის პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვა.
2.10. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 0------ის №1------ ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, ხ----–-------ე მეურნეობაში შპს,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №8-----------) სასტუმროს არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2014 წლის 0-------დან, 2016 წლის 0-------ს ჩათვლით. (ტ.1. ს.ფ. 64-67).
2.11. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 2--------–ს №A-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა თ-------ე დ------მა და მოითხოვა III კლასს მიკუთვნებული სასტუმროს მშენებლობისათვის ვადაგაუსვლელი მშენებლობის ნებართვაში ცვლილების შეტანა.
2.12. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1-------ს №2------ ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე თ-------ე დ------ის 2016 წლის 2--------–ის №A-------- ელექტრონული განცხადება და ცვლილება შევიდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 0------ის №1------ ბრძანებაში, კერძოდ,- ბრძანების მე-3 პუნქტის ჩანაწერი: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 0-------ს ჩათვლით’’, შეიცვალა ჩანაწერით: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 1-------ს ჩათვლით’’. (ტ.1.ს.ფ. 68-69).
2.13. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 2-------ლს A-------- განცხადებით მიმართა ლ---- ჩ-----მ და მოითხოვა III კლასს მიკუთვნებული სასტუმროს მშენებლობისათვის პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვა.
2.14. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 0-------ს №1------ ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, ხ----–-------ე მეურნეობაში შპს,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს(კოტეჯი №3) გრგ-ს საფუძველზე დამუშავებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2014 წლის 3--------–-დან 2016 წლის 3--------–-ს ჩათვლით. (ტ.1.ს.ფ. 75-76).
2.15. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 2--------–ს №A-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ლ---- ჩ-----მ და მოითხოვა III კლასს მიკუთვნებული სასტუმროს მშენებლობისათვის ვადაგაუსვლელი მშენებლობის ნებართვაში ცვლილების შეტანა.
2.16. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1------ის №2------ ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე ლ---- ჩ----ის 2016 წლის 2--------–ის №A-------- ელექტრონული განცხადება და ცვლილება შევიდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 0-------ს №1------ ბრძანებაში, კერძოდ, -ბრძანების მე-3 პუნქტის ჩანაწერი: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 3--------–-ს ჩათვლით’’, შეიცვალა ჩანაწერით: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 1------ის ჩათვლით’’. (ტ.1.ს.ფ. 54-57).
2.17. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 2-------ლს A-------- განცხადებით მიმართა თ-------ე დ------მა და მოითხოვა III კლასს მიკუთვნებული სასტუმროს მშენებლობისათვის შეთანხმებული პროექტის ცვლილების შეთანხმება და მშენებლობის ნებართვა. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 0-------- №1------ ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, ხ----–-------ე მეურნეობაში, შპს,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №8-----------) სასტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2014 წლის 0-------დან 2016 წლის 0-------ის ჩათვლით. (ტ.1.ს.ფ. 19-22).
2.18. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 0-----------ს №A-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა დ-------- ო-–-------ვმა და მოითხოვა III კლასს მიკუთვნებული სასტუმროს მშენებლობისთვის ვადაგასული მშენებლობის ნებართვის გამო ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემა.
2.19. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1-----------ს №2------ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტი აწარმოებს თბილისის ზღვის შემოგარენის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, რათა გამოვლინდეს ტერიტორიის სამომავლო განვითარების კონცეფციის საუკეთესო ვარიანტი, რომელიც დასრულდება არაუგვიანეს 2016 წლის 2------------ისა. (ტ.1. ს.ფ. 23-24).
2.20. შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტმა’’, 2016 წლის 1---------ოს №2-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1-----------ს №2------ გადაწყვეტილება.
2.21. ქ.თბილისის მუნიციპალტეტის მერიას, კანონით დადგენილ ვადაში შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. (ტ.1.ს.ფ. 1-18; 25).
2.22. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2016 წლის 1-------ს №0-------- დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე (მის: თბილისი, ხ----–-------ე მეურნეობა, მიწის ნაკვეთების დღევანდელი საკადასტრო კოდები: №8-----------; №8-----------), შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ მიერ განხორიელებულ-- სამშენებლო-მოწყობითი სამუშაოები და შეძენილ-- სხვადასხვა სახის საქონელი, რომელზეც 2011 წლის 3-----------დან 2016 წლის 1------ამდე განვლილ პერიოდში, ინვესტიციის სახით გაწეული დანახარჯები სულ შეადგენდა 3052 849,91 ლარს/1 428 022,20 აშშ დოლარს.
2.23. საქმეში ასევე წარმოდგენილ-- სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2017 წლის 1-----------–ის №0-------- საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად ირკვევა, რომ 2011 წლის 1-----–--ის ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ხ----–-------ე მეურნეობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ახალი საკადასტრო კოდებზე: №8-----------; №8-----------), შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’მიერ 2016 წლის ბოლომდე უზრუნველყოფილ-- მაღალი ძაბვის ქვესადგურის განთავსება, რომელზეც ინვესტიციის სახით გაწეულმა დანახარჯებმა დღგ-ს გარეშე, შეადგინა 32 652.28 აშშ დოლარი, ასევე 2016 წლის ბოლომდე განხორციელებულ-- სასმელი წყლის და კანალიზაციის შიდა ქსელის მოწყობა, რომელზეც ინვესტიციის სახით გაწეულმა დანახარჯებმა დღგ-ს გარეშე, შეადგინა 94 271.01 აშშ დოლარი.( ტ.1. ს.ფ. 27-40, 41-45).
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილი, 23-ე, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 33-ე მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4-7-ე, 96-ე, 177-178-ე მუხლები, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2--------ის №57 დადგენილება.
3.1. სასამართლომ განმარტა, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2--------ის №57 დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს; კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
3.2. სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული აქტით,- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1-----------ს №2------ გადაწყვეტილებით, შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საპროექტო ობიექტის მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის გამო ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე საკითხის განხილვისას, სრულყოფილად არ იქნა განხილული და გამოკვლეული საქმის გარემოებები. კერძოდ- საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1------ის №2------, 2016 წლის 1-------ს №2------- და 2016 წლის 1-------ს №2------ გადაწყვეტილებებით, ქ.თბილისში, ხ----–-------ე მეურნეობაში, შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე III კლასს მიკუთვნებული სასტუმროს მშენებლობისათვის ვადაგაუსვლელი მშენებლობის ნებართვებში შევიდა ცვლილება და სამივე შემთხვევაში გაგრძელდა მშენებლობის ვადა (2018 წლის 1-------------------დე), ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1-----------ს №2------ გადაწყვეტილებით კი უარი ეთქვა განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტი აწარმოებს თბილისის ზღვის შემოგარენის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, რათა გამოვლინდეს ტერიტორიის სამომავლო განვითარების კონცეფციის საუკეთესო ვარიანტი, რომელიც დასრულდება არაუგვიანეს 2016 წლის 2------------ისა, აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაფუძნებულ-- იმ გარემოებებზე, რომელიც არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი წესით, რამეთუ როგორც აღინიშნა განსახილველ შემთხვევაში საპროექტო ტერიტორიის განვითარება ხორციელდება უკვე შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტების საფუძველზე და მშენებლობის ნებართვის ვადის მოქმედების ვადის გასვლის გამო ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან იმის მითითება, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტი აწარმოებს თბილისის ზღვის შემორაგენის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას,- დაუსაბუთებელ-- და წარმოადგენს დამკვეთს უფლებების არამართლზომიერ შეზღუდვას, მით უფრო იმ პირობებში, მაშინ როდესაც ნებართვის მაძიებელს გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი ყველა საჭირო დოკუმეტაცია მშენებლობის ნებართვის მისაღებად.
3.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლს, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმადაც ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილ-- გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად სცნო გასაჩივრებული აქტები და ახალი აქტის გამოცემა დაავალა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს.
3.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის ბათილად ცნობა იყო საფუძვლ--ნი.
3.5. პირველი ისტანციის სასამართლომ აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1-----------ს №2------ გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი, აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარის კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლომ მიუთითა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ მოთხოვნა, რომლითაც იგი ითხოვდა მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის, შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ მიერ წარდგენილ განცხადებაზე, ქ.თბილისში, ხ----–-------ე მეურნეობაში, შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საპროექტო ობიექტის მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის გამო ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, მიიჩნია საფუძვლ--ნად.
3.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1-----------ს №2------ გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, იგი ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილად იქნა ცნობილი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ მიერ აღძრული სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილშიც საფუძლ--ნი იყო; დააკმაყოფილა ეს მოთოვნა და მოპასუხეს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, დაავალა შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ მიერ წარდგენილ განცხადებაზე, ქ.თბილისში, ხ----–-------ე მეურნეობაში, შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საპროექტო ობიექტის მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის გამო ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
4.1. აპელანტმა მიუთითა, რომ არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 3------ს #1------ ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ხ----–-------ე მეურნეობა, შპს „გ---------ი ს-- რ------ტ“-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------) სასუტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 2------დან 2016 წლის 2-------ს ჩათვლით.
4.2. 2016 წლის 5----------ს სამსახურს #A-------- განცხადებით მიმართა დ-------- ო-–-------ვმა და მოითხოვა 2014 წლის 3------ს #1------ ბრძანებით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო, ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემა.
4.3. სამსახურის 2016 წლის 1-----------ს #2------ გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი აწარმოებს თბილისის ზღვის შემოგარენის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, რათა გამოვლინდეს ტერიტორიის სამომავლო განვითარების კონცეფციის საუკეთესო ვარიანტი, რომელის დასრულების ვადაც განისაზღვრა არაუგვიანეს 2016 წლის 2------------ისა.
4.4. აპელანტი განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიის საზღვრებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვის ერთიან საჯარო ხელისუფლებას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური.
4.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბერის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“ და „ფ“ ქვეპუნქტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ფუნქციებია: არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე; დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათში ცვლილებების შეტანა; თბილისის ფუნქციურ ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება.
4.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი აწარმოებს თბილისის ზღვის შემოგარენის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ტერიტორიის სამომავლო განვითარების კონცეფციასთან დაკავშირებით. არქიტექტურის სამსახური განმარტავს, რომ აღიშნული ტერიტორიის განვითარება უნდა განხორციელდეს ერთიანი კონცეფციის ფარგლებში, რათა ქალაქმა არ მიიღოს ჩამოუყალიბებელი და ქაოტური განაშენიანება. ამდენად, სასამართლოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემხებლობაშია თბილისის ზღვის შემოგარენის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელება მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის გამო ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემასთან, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ--.
4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელ--.
4.8. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის პირველი ნაწილზე და თვლის, რომ სადავო აქტი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან, რის გამოც არ არსებობს სამსახურის 2016 წლის 1-----------ს #2------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
5.1. აპელანტი მიუთითებს, რომ ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არიტექტურის სამსახური არის ქ. თბილისში არქიტექტურულ - სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო და იგი ვალდებულ-- ქალაქის იერსახის შემდგომი განვითარებისათვის. შესაბამისად, ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურულ -ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვისა და დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის განვითარების უფლებამოსილება გააჩნია სწორედ არქიტექტურის სამსახურს, რომელსაც ქალაქთმშენებლობითი თვალსაზრისით, კანონდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლ-- საქმის გარემოებათა შესწავლისა და შეფასების შემდგომ, განსაზღვროს მოცემული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების შესაძლებლობა.
5.2. სააპელაციო საჩივრის თანახმად, საკუთრების უფლება არის ადამიანის ყოფიერების საფუძველი, სოციალური და სამართლ--ნი სახელმწიფოს ქვაკუთხედი, თუმცა აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლება არ არის შეუზღუდავი და მას გააჩნია დიდი სოციალური დატვირთვა, რა პირობებშიც ხშირად თავს იჩენს კონფლიქტი კერძო და საჯარო ინტერესს შორის, როცა აუცილებელ-- გონივრული ბალანსის დაცვა. განსახილველ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაცულ-- ის ბალანსი, რაც თავის მხრივ, მართალ--, ვლინდება საკუთრების უფლების შეზღუდვაში, თუმცა მეორეს მხრივ იგი გამართლებულ-- ქალაქის იერსახის შენარჩუნების, განაშენიანების პროცესის სწორად წარმართვისა და საჯარო ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. სწორედ აღნიშნული თვალსაზრისის გათვალისწინებით იქნა მიღებული სადავო - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1-----------ს N2------ გადაწყვეტილება.
5.3. სააპელაციო საჩივრის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, ცხადია, რომ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს. კერძოდ, კი არასწორი განმარტება მისცა იმ სამართლებრივ ნორმას, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა სადავო გადაწყვეტილება. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
6.სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
6.2. საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლ-- გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლ--ნად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
7. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
7.1. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 0-----–-სს №A-------- განცხადებით მიმართა მოქალაქე თ-------ე დ------მა და მოითხოვა ქ.თბილისში, ხ----–-------ე მეურნეობაში არსებული მიწის ნაკვეთების (საკ. კოდი: №8--------------------------) სამშენებლოდ გამოყენების პირობებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2-----–--ის №7----- გადაწყვეტილებით გაიცა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება მრავალფუნქციური კომპლექსის დასაპროექტებლად №8-------------------------- საკადასტრო ერთეულებზე. (ტ.1. ს.ფ. 84-88).
7.2. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 1------------ის №8----- ბრძანების თანახმად, დაკმაყოფილდა თ-------ე დ------ის 2013 წლის 8----–---ს №A-------- განცხადება და შეთანხმდა ქ.თბილისში, ნ----–-----ის რაიონში, ხ----–-------ე მეურნეობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკ. კოდი: №8--------------------------) მრავალფუნქციური კომპლექსის დასაპროექტებლად განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი. (ტ.1. ს.ფ. 51-53).
7.3. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 2--------ს №A-------- განცხადებით მიმართა მოქალაქე თ-------ე დ------მა და მოითხოვა 2013 წლის 1------------ის №8----- ბრძანებით შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის შეთანხმება. (ტ.1. ს.ფ. 46-48).
7.4. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2---------ს №1------ ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე თ-------ე დ------ის 2014 წლის 2--------ის №A-------- განცხადება და შეთანხმდა ქ.თბილისში, ნ----–-----ის რაიონში, ხ----–-------ე მეურნეობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკ. კოდი: №8--------------------------) მრავალფუნქციური კომპლექსის დასაპროექტებლად განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტი. (ტ.1. ს.ფ. 46-48).
7.5. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 2-------ლს A-------- განცხადებით მიმართა ლ-- კ-----ამ და მოითხოვა III კლასს მიკუთვნებული სასტუმროს მშენებლობისათვის პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვა (ტ.1. ს.ფ. 58-61).
7.6. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №1------ ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, ხ----–-------ე მეურნეობაში შპს,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს(კოტეჯი №5) გრგ-ს საფუძველზე დამუშავებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2014 წლის 3--------–-დან 2016 წლის 3--------–-ს ჩათვლით. (ტ.1.ს.ფ. 58-61).
7.7. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 2--------–ს №A-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ლ-- კ-----ამ და მოითხოვა III კლასს მიკუთვნებული სასტუმროს მშენებლობისათვის ვადაგაუსვლელი მშენებლობის ნებართვაში ცვლილების შეტანა (ტ.1. ს.ფ. 62-63).
7.8. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1-------ს №2------ ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე ლ-- კ-----ას 2016 წლის 2--------–ის №A-------- ელექტრონული განცხადება და ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2--------–ის №1------ ბრძანებაში, კერძოდ, - ბრძანების მე-3 პუნქტის ჩანაწერი: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 3--------–-ს ჩათვლით’’, შეიცვალა ჩანაწერით: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 1-------ს ჩათვლით’’. (ტ.1.ს.ფ. 62-63).
7.9. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 2-------ლს A-------- განცხადებით მიმართა თ-------ე დ------მა და მოითხოვა III კლასს მიკუთვნებული სასტუმროს მშენებლობისათვის პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვა (ტ.1. ს.ფ. 64-67).
7.10. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 0------ის №1------ ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, ხ----–-------ე მეურნეობაში შპს,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №8-----------) სასტუმროს არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2014 წლის 0-------დან, 2016 წლის 0-------ს ჩათვლით. (ტ.1. ს.ფ. 64-67).
7.11. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 2--------–ს №A-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა თ-------ე დ------მა და მოითხოვა III კლასს მიკუთვნებული სასტუმროს მშენებლობისათვის ვადაგაუსვლელი მშენებლობის ნებართვაში ცვლილების შეტანა (ტ.1. ს.ფ. 68-69).
7.12. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1-------ს №2------ ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე თ-------ე დ------ის 2016 წლის 2--------–ის №A-------- ელექტრონული განცხადება და ცვლილება შევიდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 0------ის №1------ ბრძანებაში, კერძოდ,- ბრძანების მე-3 პუნქტის ჩანაწერი: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 0-------ს ჩათვლით’’, შეიცვალა ჩანაწერით: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 1-------ს ჩათვლით’’. (ტ.1.ს.ფ. 68-69).
7.13. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 2-------ლს A-------- განცხადებით მიმართა ლ---- ჩ-----მ და მოითხოვა III კლასს მიკუთვნებული სასტუმროს მშენებლობისათვის პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვა (ტ.1. ს.ფ. 75-76).
7.14. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 0-------ს №1------ ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, ხ----–-------ე მეურნეობაში შპს,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს(კოტეჯი №3) გრგ-ს საფუძველზე დამუშავებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2014 წლის 3--------–-დან 2016 წლის 3--------–-ს ჩათვლით. (ტ.1.ს.ფ. 75-76).
7.15. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 2--------–ს №A-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ლ---- ჩ-----მ და მოითხოვა III კლასს მიკუთვნებული სასტუმროს მშენებლობისათვის ვადაგაუსვლელი მშენებლობის ნებართვაში ცვლილების შეტანა (ტ.1. ს.ფ. 54-57).
7.16. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1------ის №2------ ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე ლ---- ჩ----ის 2016 წლის 2--------–ის №A-------- ელექტრონული განცხადება და ცვლილება შევიდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 0-------ს №1------ ბრძანებაში, კერძოდ, -ბრძანების მე-3 პუნქტის ჩანაწერი: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 3--------–-ს ჩათვლით’’, შეიცვალა ჩანაწერით: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 1------ის ჩათვლით’’. (ტ.1.ს.ფ. 54-57).
7.17. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 2-------ლს A-------- განცხადებით მიმართა თ-------ე დ------მა და მოითხოვა III კლასს მიკუთვნებული სასტუმროს მშენებლობისათვის შეთანხმებული პროექტის ცვლილების შეთანხმება და მშენებლობის ნებართვა. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 0-------- №1------ ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, ხ----–-------ე მეურნეობაში, შპს,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №8-----------) სასტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2014 წლის 0-------დან 2016 წლის 0-------ის ჩათვლით. (ტ.1.ს.ფ. 19-22).
7.18. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 0-----------ს №A-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა დ-------- ო-–-------ვმა და მოითხოვა III კლასს მიკუთვნებული სასტუმროს მშენებლობისთვის ვადაგასული მშენებლობის ნებართვის გამო ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემა (ტ.1. ს.ფ. 23-24).
7.19. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1-----------ს №2------ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტი აწარმოებს თბილისის ზღვის შემოგარენის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, რათა გამოვლინდეს ტერიტორიის სამომავლო განვითარების კონცეფციის საუკეთესო ვარიანტი, რომელიც დასრულდება არაუგვიანეს 2016 წლის 2------------ისა. (ტ.1. ს.ფ. 23-24).
7.20. შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტმა’’, 2016 წლის 1---------ოს №2-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1-----------ს №2------ გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ. 1-18).
7.21. ქ.თბილისის მუნიციპალტეტის მერიას, კანონით დადგენილ ვადაში შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.
7.22. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2016 წლის 1-------ს №0-------- დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე (მის: თბილისი, ხ----–-------ე მეურნეობა, მიწის ნაკვეთების დღევანდელი საკადასტრო კოდები: №8-----------; №8-----------), შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ მიერ განხორიელებულ-- სამშენებლო-მოწყობითი სამუშაოები და შეძენილ-- სხვადასხვა სახის საქონელი, რომელზეც 2011 წლის 3-----------დან 2016 წლის 1------ამდე განვლილ პერიოდში, ინვესტიციის სახით გაწეული დანახარჯები სულ შეადგენდა 3052 849,91 ლარს/1 428 022,20 აშშ დოლარს (ტ.1. ს.ფ. 41-45).
7.23. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2017 წლის 1-----------–ის №0-------- საექსპერტო დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ 2011 წლის 1-----–--ის ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ხ----–-------ე მეურნეობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ახალი საკადასტრო კოდებზე: №8-----------; №8-----------), შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’მიერ 2016 წლის ბოლომდე უზრუნველყოფილ-- მაღალი ძაბვის ქვესადგურის განთავსება, რომელზეც ინვესტიციის სახით გაწეულმა დანახარჯებმა დღგ-ს გარეშე, შეადგინა 32 652.28 აშშ დოლარი, ასევე 2016 წლის ბოლომდე განხორციელებულ-- სასმელი წყლის და კანალიზაციის შიდა ქსელის მოწყობა, რომელზეც ინვესტიციის სახით გაწეულმა დანახარჯებმა დღგ-ს გარეშე, შეადგინა 94 271.01 აშშ დოლარი.( ტ.1. ს.ფ. 27-40).
8.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს; კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
8.2. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2--------ის №57 დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესის’’ მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია– ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. იმავე დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე) V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები).
8.3. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში ხელმძღვანელობს ასევე საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2--------ის №57 დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესის’’ 36-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველ-- კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა)ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ)არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ)არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ)სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. იმავე წესის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებში განსაზღვრული გონივრული ვადით, ხოლო 57-ე მუხლით კი განსაზღვრულ-- მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მშენებლობის ახალი ნებართვის აღების წესი.
8.4. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების კანონიერების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს იმავე წესის 57-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელშიც მითითებულ--, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელ-- იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტზე არ არის განხორციელებული ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც ამ დადგენილების შესაბამისად საჭიროებენ მშენებლობის ახალ ნებართვას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის დამკვეთმა ან მისმა წარმომადგენელმა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე წერილობით უნდა მიმართოს მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ, მიმართვას უნდა დაურთოს დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადა. ხოლო იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისას მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მშენებლობის დასრულების თარიღის შეცვლის შესახებ, რის თანახმადაც ცვლილებები შედის სანებართვო მოწმობაში. სააპელაციო პალატა მიუთითებს ასევე იმავე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ დამკვეთი ან მისი წარმომადგენელი მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადებით მიმართავს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელ--. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მშენებლობის ახალი ნებართვის მიღება. ხოლო იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულ-- ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას დაურთოს დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პროექტი, მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად გადახდილი მოსაკრებლის ახალი ქვითარი, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემისას მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით გასცემს მშენებლობის ნებართვას.
9.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, გასაჩივრებული აქტით,- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1-----------ს №2------ გადაწყვეტილებით, შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საპროექტო ობიექტის მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის გამო ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე საკითხის განხილვისას, სრულყოფილად არ იქნა განხილული და გამოკვლეული საქმის გარემოებები. სააპელაციო პალატა იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმის შესახებ, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1------ის №2------, 2016 წლის 1-------ს №2------- და 2016 წლის 1-------ს №2------ გადაწყვეტილებებით, ქ.თბილისში, ხ----–-------ე მეურნეობაში, შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე III კლასს მიკუთვნებული სასტუმროს მშენებლობისათვის ვადაგაუსვლელი მშენებლობის ნებართვებში შევიდა ცვლილება და სამივე შემთხვევაში გაგრძელდა მშენებლობის ვადა (2018 წლის 1-------------------დე), ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1-----------ს №2------ გადაწყვეტილებით კი უარი ეთქვა განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტი აწარმოებს თბილისის ზღვის შემოგარენის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, რათა გამოვლინდეს ტერიტორიის სამომავლო განვითარების კონცეფციის საუკეთესო ვარიანტი, რომელიც დასრულდება არაუგვიანეს 2016 წლის 2------------ისა; სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაფუძნებულ-- იმ გარემოებებზე, რომელიც არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი წესით, რადგან განსახილველ შემთხვევაში საპროექტო ტერიტორიის განვითარება ხორციელდება უკვე შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტების საფუძველზე და მშენებლობის ნებართვის ვადის მოქმედების ვადის გასვლის გამო ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან იმის მითითება, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტი აწარმოებს თბილისის ზღვის შემოგარენის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას,- დაუსაბუთებელ-- და წარმოადგენს დამკვეთს უფლებების არამართლზომიერ შეზღუდვას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ნებართვის მაძიებელს გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვის მისაღებად.
9.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1-----------ს №2------ გადაწყვეტილება, კანონიერად იქნა ცნობილი ასევე ბათილად აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნით წარდგენილი შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარიც. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. ამიტომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
9.3. სააპელაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად ჩათვალა საფუძვლ--ნად შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ მოთხოვნა მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის, შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ მიერ წარდგენილ განცხადებაზე, ქ.თბილისში, ხ----–-------ე მეურნეობაში, შპს ,,გ---------ი ს-- რ------ტის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საპროექტო ობიექტის მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის გამო ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ასევე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც არ არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივარი.
2. არ დაკმაყოფილდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი.
3. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: მარიამ ცისკაძე