განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2019
საქმის ნომერი
080100118002736311
ინსტანცია
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-707-2019 წელი

№080100118002736311

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

11 ნოემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსა-მართლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხი-ლე ნ------- შ------–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ნ------- შ------–--ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ქ----------–------------–---–-------------ში, ქუთაისის სა-ქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაუ-ლოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

aRwerilobiTi nawili:

ნ------- შ------–--ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ოჯა-ხის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფი-ზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი).

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის თებერვლის თვეში ქ-------–---------------------------ში მდებარე სახლში ნ------- შ------–--ემ მეუღლეს ნ-- კ------ეს რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახის არეში. დაზარალებულმა ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 06 მაისს, საღამოს საათებში ქუთაისში, მაღაზია „კ--------ს“ მიმდებარე ტერი-ტორიაზე ნ------- შ------–--ემ მეუღლეს ნ-- კ------ეს ხელი დაარტყა სახის არეში. დაზა-რალებულმა ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 21 ოქტომბრის ღამის 04:00 საათზე ქ-------–---------------------------ში მდებარე სახლში ნ------- შ------–--ემ მეუღლეს ნ-- კ------ეს თავი დაარტყა თავის არეში და ასევე ხელი დაარტყა რამდენჯერმე სახის არეში. დაზარალებულმა ძალადობის შედე-გად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენით ნ------- შ-------–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების სამივე ეპი-ზოდში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ქ------- უ-----ემ, რომელიც ითხოვს ნ------- შ------–--ის მი-მართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სამივე ეპიზოდის ჩადენაში და მისთვის აღნიშნული მუხლის სანქციით გა-თვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივი-რებით, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტუ-რებენ ნ------- შ------–--ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს. მოწმე ნ---- გ-------მ თავის ჩვენებაში, რომელიც გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, განმარტა, რომ 2018 წლის 20 ოქტომბერს ნ------- შ------–--ემ თავის საცხოვრებელ სახლში შეურა-ცხყოფა მიაყენა მის მეგობარს, ნ-- კ------ეს, რომელსაც ჩაარტყა თავი და ძირს წაქცეულს ცემა ხელებით. ნ------- შ------–--ემ ასევე წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა ნ-- კ------ეს ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „კ-------თან“ და ბ------ის ქუჩაზე მათ მიერ დროებით ნაქირავებ ბინაში.

გამომძიებელმა გ------- მ---------ემ სასამართლოში განმარტა, რომ ნ-- კ------ემ გამო-კითხვისას დაასახალა მის მიმართ განხორციელებული რამდენიმე ფიზიკური ძალადო-ბის ფაქტი, კერძოდ 2018 წლის თებერვლის თვეში ქუთაისში, ბ------ის ქუჩაძე მათ მიერ ნაქირავებ ბინაში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე 2018 წლის 6 მაისს ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „კ-------თან“ დაარტყა სახის არეში.

სასამართლოში დაკითხულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა გ------- გ-------–-–----–მა განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილმა ნ-- კ------ემ განუმარტა, რომ ფიზი-კური შეურაცხყოფა მას მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ ნ-------- შ------–--ემ.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ ნ------- შ------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი---- ბ-----–--ემ, რომელიც თავისი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა №1) თანახმად, 2018 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყო-ფილებაში გამოცხადდა მოქალაქე ნ-- კ------ე, რომელმაც განაცხადა მისი არაოფიცია-ლურ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ნ------- შ------–--ის მიერ მასზედ განხორციელე-ბული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.

საქმეში არსებული, ნ-- კ------ის განცხადებით ირკვევა, რომ ის არაოფიციალურ ქორწი-ნებაში იმყოფება ნ------- შ------–--ესთან. 2018 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც ის დაბ-რუნდა თავის მეგობართან ერთად მეგობრის კუთვნილ ბინაში, მდებარე ბ-----------------------ში, იქ მიაკითხა ნ------- შ------–--ემ, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი და ფი-ზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული დარეგისტრირდა №------- შეტყობინებით.

ნ-------ი შ------–--ე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2018 წლის 31 ოქტომბერს 17:30 სთ-ზე ქ----------–------------–---–ის ქუჩაზე ქვეითად გადაადგილების დროს.

საქმეში არსებული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით ირკვევა, რომ 2018 წლის 24 ოქტომბერს 03:53-04:10 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ნ-- კ------ეს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხ. პირადი გასინჯ-ვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის და-ზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინა-აღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სა-ხით დაკითხვისას დაადასტურა დასკვნის სისწორე და აჩვენა, რომ ნ-- კ------ემ მას გა-ნუმარტა, რომ ის 2018 წლის 21 ოქტომბერს დაახლოებით 04:00 საათზე ქალაქ ქ-------–---------------------- საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა სტუმრად ნ---- გ-------სთან. აღნიშნულ მისამართზე მივიდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე ნ--------ი შ------–--ე. მათ მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება, რის შედეგადაც ნ------- შ-------–--ემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ნ-- კ------ემ ასევე განუ-მარტა, რომ მიყენებული ფიზიკური ზემოქმედებების შედეგად ის უჩიოდა ტკივილებს დაზიანებულ მიდამოებში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ზ------ ჟ----–---–---მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 31 ოქტომ-ბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მუშაობდა ქალაქ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში უ-----------------------------–ის პოზიციაზე. მან ხელმძღვანელისგან მიიღო დავალება, რომ შეესრულებინა მოსამართ-ლის მიერ გაცემული განჩინება, რაც გულისხმობდა ბრალდებულის სახით ნ------- შ------–--ის დაკავებას ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. ბრალდებულის და-კავება მოხდა მ--------–---–ის ქუჩაზე, დაკავების ოქმი შეადგინეს ადგილზევე. ამის შემდეგ მოხდა დაკავებულის გადაყვანა პოლიციის განყოფილებაში. მოწმის განმარ-ტებით, მის მიერ მოხდა მხოლოდ დაკავების ოქმის შედგენა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ------- კ-----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ის თანამშრომლებთან ერ-თად მოსამართლის განჩინების საფუძველზე მივიდა ნ------- შ------–--ის საცხოვრებელ მისამართზე. მათ ბრალდებული შეხვდათ ქუჩაში და იქვე მოხდა შექმნილი სიტუაციის განმარტება თანამშრომლების მიერ. ამის შემდეგ შეადგინეს დაკავების ოქმი და ყოველ-გვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მოხდა ბრალდებულის პოლიციის განყოფილე-ბაში გადაყვანა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ------- მ---------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 21 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში ნ-- კ------ის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწო ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშა-ულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებისთანავე გ------- მ---------ემ გამოკითხა ნ-- კ-------ე, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ცხოვრობდა ქალაქ ქ-------–---------ის ქუჩაზე 2017 წლის ოქტომბრიდან. მას ცოლ-ქმრული ურთიერთობა ჰქონდა ნ------- შ------–---ესთან, რაც დაადასტურა ნ------- შ------–--ემაც გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში. ნ-- კ------ემ ასევე განმარტა, რომ 2018 წლის 20 ოქტომბერს მის მეგობართან, ნ---- გ--------სთან ერთად იმყოფებოდა ქუთაისში კონცერტზე, რაზეც ნ------- შ------–--ე ინფორმი-რებული არ ყოფილა. ნ-- კ------ე და ნ---- გ------- მივიდნენ ნ---- გ-------ს საცხოვრე-ბელ სახლში 21 ოქტომბერს, შუაღამისას, დაახლოებით 04:00 საათზე. მათთან სახლში მივიდა ნ------- შ------–--ე 21 ოქტომბერს 04:00 საათზე, სადაც მოხდა შეკამათება ნ-------- შ------–--ესა და ნ-- კ------ეს შორის, რის შედეგადაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხ-ყოფა, კერძოდ, თავი დაარტყა თავის არეში. ნ-- კ------ე წაიქცა და ამ დროს ნ------- შ-------–--ემ მიაყენა ხელით ფიზიკური შეურაცხყოფა თვალბუდის არეში და მკლავებზე. გამოკითხვისას ნ-- კ------ემ აღნიშნა, რომ ნ------- შ------–--ის მიერ არაერთხელ მოხდა ფიზიკური შეურაცხყოფის განხორციელება. აღნიშნული ფაქტი იყო 2018 წლის თებერ-ვალში, ბ------ის ქუჩაზე არსებულ დროებით ნაქირავებ ბინაში, ასევე 2018 წლის 06 მაისს ქალაქის ცენტრში, სავაჭრო ცენტრ „კ-------თან“, სადაც ხელი დაარტყა სახის არე-ში. მსგავსი ფაქტი განმეორდა კიდევ ერთხელ იმ მიზნით, რომ ნ-- კ------ე არ წასუ-ლიყო მეგობრებთან ერთად. მოწმის განმარტებით, მან ნ-- კ------ის მიმართ დანიშნა ექსპერტიზა და წარდგენილი იქნა საექსპერტო ბიუროში. მოცემულ საქმეზე, მის მიერ გამოკითხულ იქნა თვითმხილველი მოწმე ნ---- გ-------, რომელმაც დაადასტურა 2018 წლის 21 ოქტომბრის ფაქტი ნ------- შ------–--ის მიერ განხორცილებული ფიზიკური ძალადობის შესახებ. მის მიერ ჩატარებული იქნა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერ-ძოდ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2018 წლის 31 ოქტომბერს მან დააკავა ნ------- შ------–--ე, რომელსაც განემარტა მისთვის მინიჭებული ყველა უფლება. ამის შემდეგ მოხდა ბრალის წარდგენა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე დ--- კ-------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 25 ოქტომბერს მიიღეს შეტყობინება კრიმინალური პოლიციის მეხუთე განყოფილებიდან ოჯახური ძალადობის ფაქტზე. განყოფილებაში მისვლისას გაირკვა ცემის ფაქტი არარეგისტრირე-ბულ ქორწინებაში მყოფ პირებს - ნ-- კ------ესა და ნ------- შ------–--ეს შორის. კერძოდ, ნ-- კ------ემ მას განუმარტა, რომ 21 ოქტომბერს დაახლოებით ღამის 04:00 საათზე ის თავის მეგობართან ერთად დაბრუნდა მეგობრის სახლში და ამავე დროს მათთან მივიდა ნ------- შ------–--ე. მან ნ-- კ------ეს დაუწყო ლანძღვა-გინება, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე სცემა, რის შედეგადაც ნ-- კ------ეს აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ, სახისა და მკლავის არეში. მოწმის განმარტებით, ნ-- კ------ის გამოკითხვისას, შემაკავებელი ორდერის კითხვარის შევსების შედეგად დაგროვდა 3 ქულაზე მეტი, რაც იყო შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი. აღნიშნულ ორდერში დაფიქსირე-ბული იქნა ფიზიკური ძალადობა, რადგან ცემის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე ფსიქო-ლოგიური ძალადობა, რადგან სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ---- გ-------ს მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონის შესაბამისად) ირკვევა, რომ მას ჰყავს ახლო მეგობა-რი ნ-- კ------ე, რომელიც 2017 წლის ოქტომბრიდან ურთიერთ თანაცხოვრებას ეწევა ნ-------ი შ------–--ესთან. ნ---- გ-------სთვის ცნობილი იყო, რომ ნ------- შ------–--ე მეუღლეს უშლიდა მეგობრებთან ერთად ყოფნას, რის გამოც აყენებდა როგორც სიტ-ყვიერ ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2018 წლის 20 ოქტომბერს ნ---- გ------- და ნ-- კ------ე წავიდნენ ჯგუფ „კ-------ს“ კონცერტზე, რის შესახებაც მას არ დაუბარებია მეუღლისათვის. 21 ოქტომბერს შუაღამით ნ---- გ------- და ნ-- კ------ე დაბრუნდნენ ნ----ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში და დაახლოებით ღამის 04:00 საათზე მათთან მივიდა ნ------- შ------–--ე, რომელიც იყო გაბრაზებული და უსაყვედურა ნ-- კ------ეს თუ რატომ იმყოფებოდა მის დაუკითხავად კონცერტზე. აღნიშნულის გამო იგი მისაღებ ოთახში მიუახლოვდა ნ-- კ------ეს, თავდაპირველად შეაგინა დედის მისამართით და ძლიერად ჩაარტყა თავი შუბლის არეში, რის გამოც ნ-- კ------ე დაეცა იატაკზე, იმავ-დროულად ნ------- შ------–--ე ზემოდან მოექცა ძირს წაქცეულ ნ-- კ------ეს და ძლიე-რად ორივე ხელებით მიაყენა ფიზიკური დაზიანებები როგორც თვალბუდის არეში, ასევე მკლავებზეც. ნ-- კ------ე ითხოვდა შველას. ნ---- გ-------მ სიტყვიერად მოუწოდა ნ------- შ------–--ეს შეეწყვიტა მისი ძალმომრეობითი მოქმედება, თუმცა ის არ აპირებ-და შეჩერებას, რის გამოც ნ---- გ------- ჩადგა მათ შორის და მოახდინა მისი მოცილება ნ-- კ------ისაგან. ამის შემდეგ ნ------- შ------–--ე წავიდა სახლიდან. პირადად მისთვის ნ------- შ------–--ეს რაიმე ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ასევე არ დაუზია-ნებია მისი კუთვნილი ნივთები. ნ---- გ-------სთვის ცნობილი არის ასევე სხვა ფიზიკუ-რი შეურაცხყოფების ფაქტები, კერძოდ, სავაჭრო ცენტრ კ-------თან და ბ------ის ქუჩაზე დროებით ნაქირავებ ბინაში, თუმცა აღნიშნულ ფაქტებს თავად არ შესწრებია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაზარალებულმა ნ-- კ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთ-ვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის წინა-აღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ნ-------ი შ------–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის კანო-ნით მინიჭებული დუმილის უფლებით, ასევე უარი განაცხადა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას ნ------- შ------–--ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ. საქმეში არ არის პირდაპირი მოწმე, რომელიც მიუ-თითებდა ნ------- შ------–--ის მიერ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის – ნ-- კ------ის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტზე.

ნ------- შ------–--ის მიერ ნ-- კ------ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთი-თებს მხოლოდ ირიბი მოწმეების – პოლიციელების ჩვენებები. ისინი არ არიან შემთხვე-ვის თვითმხილველნი და გადმოსცემენ ნ-- კ------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამდენად, მათი ჩვენებები ირიბი ჩვენებებია, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ რამდენად უტყუარია მათთვის ნ. კ------ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

თავად ნ-- კ------ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ნ------- შ------–--ის წინააღმდეგ.

ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა-ნისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარ-წმუნებდა, ნ------- შ------–--ის ბრალეულობაში.

რაც შეეხება საქმეში არსებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მასში მითითებულია, რომ სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ნ-- კ------ეს აღე-ნიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, თუმცა თუ რა ვითა-რებაში მიიღო ნ-- კ------ემ აღნიშნული დაზიანებები, ნ------- შ------–--ის ძალადობრი-ვი მოქმედებით, თუ სხვა ვითარებაში, ამის მადასტურებელი მტკიცებულებები ბრალ-დების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნე-ბელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ნ------- შ------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერე-ბელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ნ------- შ------–--ის მიერ ბრალად წარდგენილ დანაშაულთა ჩადენაში, არ არსებობს სახელ-მწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენი ნ-------- შ------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნ-და დაკმაყოფილდეს.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენი ნ------- შ------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

ნ------- შ------–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი) წარდ-გენილ ბრალდებებში.

ნ-------ი შ------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (გ--------- შ------–--ე) დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულა-დი თანხა – 5000 (ხუთი ათასი) ლარი (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით), განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში.

განემარტოს ნ------- შ------–--ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili