განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 130100119002966077
საქმე №1ბ/1690-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ-----------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-–--------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ს--------------------------–--------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მ-----–--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ს--------------------------–---------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენით ა-–--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მ-----–--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ა-–--------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 თებერვალს, ღამის საათებში, ხ-–----–-----------------------------ში მდებარე თურქულ სასადილოში ა-–--------------ემ, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, სახის არეში მუშტი დაარტყა ნ-------------ს - ეს უკანასკნელი წაიქცა, რა დროსაც ა-–--------------ემ ფეხი ჩაარტყა მუხლის არეში. ჩადენილი ძალადობის შედეგად დაზარალებულმა გარდა იმისა, რომ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
მ-----–--------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 თებერვალს, ღამის საათებში, ხ-–----–----------------------------ში მდებარე თურქულ სასადილოში მ-----–--------ემ, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ი------------- მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ფიზიკური ტკივილი განიცადა დაზარალებულმა და ასევე მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ-----------–--მ, რომელმაც მოითხოვა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ა-–--------------ისათვის და მ-----–--------ისათვის სასჯელის სახით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დარღვეულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის ნორმატიული შინაარსი დანაშაულის პრევენციას გულისხმობს. ძალადობრივი ხასიათის ქმედებისთვის პირს ძირითადი სასჯელის სახედ, ჯარიმა დაენიშნა, რითაც სასჯელის ზოგადი და პრევენციული მნიშვნელობა დაკარგულია, რადგან ამ შემთხვევაში ჯარიმის გადახდა დამნაშავის მიმართ როგორც ერთჯერადი სამართლებრივი ქმედება, მასზე ვერ მოახდენს პრევენციული ხასიათის გავლენას. საზოგადოებაში ხსენებული აღიქმება, როგორც მსუბუქი ღონისძიება იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პირი ძალადობას განახორციელებს, ესე იგი ნებისმიერ სხვა პირს გაუჩნდება განცდა, რომ ძალადობრივი ქმედების ჩადენა არ არის მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევა, რაც ზრდის მომავალში მსგავსი ქმედებების განმეორებით ჩადენის რისკს.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა-–--------------ისა და მ-----–--------ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. ა-–--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა დაკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით (დაზარალებულ ნ-------------სთან ჩატარებული ამოცნობა), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის №--------- დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
მ-----–--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა დაკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით (დაზარალებულ ი-------------თან ჩატარებული ამოცნობა), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის №---------- დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ა-–--------------ისათვის და მ-----–--------ისათვის სასჯელის სახით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრაის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულების პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ აღიარებენ ჩადენილს, ინანიებენ, ითხოვენ პატიებას; სასამართლომ ასევე გაითვალისწინა მათ მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობის ხარისხი და ხასიათი, და ისე განუსაზღვრა მათ სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ა-–--------------ისა და მ-----–--------ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ ა-–--------------ისა და მ-----–--------ისთვის სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს. ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი ა-–--------------ისა და მ-----–--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ-----------–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ა-–--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
ა-–--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;
მ-----–--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
მ-----–--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;
ავტომანქანა ,,მ-–----–----------ო“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი