განაჩენი

სისხლის სამართლის 06.11.2019
საქმის ნომერი
330100118002660904
ინსტანცია
თარიღი
06.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002660904 №1/ბ-1244-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატა შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ-–- ა-------–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

გამართლებული - კ--- ლ---------ა, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–----------------–---------------------------------------------------------–---–------------------------

 

ადვოკატები - გ------- ბ------ე, ე---------- მ------–---–--

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108 მუხლი - განზრახ მკვლელობის მცდელობა.

 

სასჯელი:

 

კ--- ლ---------ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–- ა-------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და კ--- ლ---------ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა კ--- ლ---------ას ბრალეულობა;

▪ დაზარალებულმა თ------ ო---–-----მ გამოძიებაში ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს გ-----------ს და კ--- ლ---------ას შორის მოხდა კონფლიქტი. მან კ--- ლ---------ას მოთხოვა დამშვიდება, ამ უკანასკნელმა კი გაიწია მისკენ, რა დროსაც უეცრად იგრძნო მკერდში წვა და მიხვდა, რომ იყო დაჭრილი. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა განაცხადა, რომ ქეიფის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ვერ იხსენებდა. გ-----------ს და კ--- ლ---------ას შორის მომხდარი კონფლიქტი დაადასტურეს მოწმეებმა ბ---- ბ-----–---–მა და გ-----------მ, რომლებმაც ასევე განმარტეს, რომ მათ დანა არ ჰქონიათ და არც კონფლიქტი მოსვლიათ თ------ ო---–-----სთან;

▪ უდავო მტკიცებულებით - ნ-----–---- ჭ----------ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 21:50 წუთზე იგი მოძრაობდა კუთვნილი ავტომანქანით, რა დროსაც გააჩერეს გ-----------მ და ბ---- ბ-----–---–მა და თხოვეს დაჭრილი თ------ ო---–-----ს საავადმყოფოში გადაყვანა. მამაკაცს გულმკერდის არედან მოსდიოდა სისხლი, რომლის ლაქებიც ჩაიღვარა მანქანის უკანა სავარძელზე;

▪ მოწმეების: ი-----------ის, ე---–----------ს, დ-------------–---–ის და ბ------ ლ---------ას ჩვენებებით, 2018 წლის 22 აგვისტოს კ--- ლ---------ას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას საძინებელ ოთახში არსებული სავარძლიდან ამოღებულ იქნა დასაკეცი დანა, ხოლო აბაზანაში არსებული სარეცხი მანქანიდან ამოღებულ იქნა მოყავისფრო ფერის მოკლე მკლავიანი მაისური. მოწმე მ-----– ბ----–-–---–ის და რ----- ხ-------–---–ის ჩვენებებით, მათ მიერ დაკავებული იქნა კ--- ლ---------ა, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მოვერცხლისფრო ხის ორნამენტებში გაწყობილი დასაკეცი დანა, ასევე კ--- ლ---------ას ტანსაცმელი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

 

დაცვის მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით, რომ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა კ--- ლ---------ას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ--- ლ---------ას ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათიდან, ქ.თბილისი, თბილისის ზღვასთან, ,,ჰ----–-----“ დასახლების მიმდებარედ, კ--- ლ---------ამ, თ------ ო---–-----მ, ბ---- ბ-----–---–მა, გ-----------მ, ტ------– ჯ------მ და კ------- ქ---------ემ მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. კ--- ლ---------ამ და გ-----------მ, მათ შორის წარმოშობილი კონფლიქტისას ერთმანეთს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის გამო, გ-----------მ და ბ---- ბ-----–---–მა გადაწყვიტეს მთვრალი კ--- ლ---------ას სახლში გაცილება. მათვე გაყვა სახლში მიმავალი თ------ ო---–-----ც. მთელი გზის მანძილზე, კ--- ლ---------ა არ წყვეტდა გ-----------ს მიმართ გინებას და მისი ოჯახის წევრების ლანძღვას, რის გამოც, ,,ჰ----–-----“ დასახლებამდე დაახლოებით 400 მეტრში, თემქის მხრიდან მიმავალ საავტომობილო გზაზე, თ------ ო---–-----მ მოუწოდა, შეეწყვიტა ლანძღვა-გინება და დაარტყა სახის არეში, რასაც მოყვა თ------ ო---–-----სა და კ--- ლ---------ას შორის ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც კ--- ლ---------ამ თ------ ო---–-----ს დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაზიანება მიაყენა, კერძოდ: გულმკერდის ღრუში შემავალი 2 ნაკვეთი ჭრილობა, ასევე მარცხენა მხარის არეში - ნაკვეთი ჭრილობა. კ--- ლ---------ას დანაშაულებრივი განზრახვა, იქვე მყოფ პირთა მიერ ხელის შეშლის შედეგად, სისრულეში არ იქნა მოყვანილი.

 

სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია, რომ კ--- ლ---------ამ ჩაიდინა თ------ ო---–-----ს განზრახ მკვლელობის მცდელობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისი განაჩენით, კ--- ლ---------ა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა თ------ ო---–-----მ განმარტა, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს, მას ავტომანქანით მიაკითხა გ-----------მ, რომელმაც უთხრა, რომ ჰქონდა „სუფრა“ და ვარკეთილის მხრიდან წაიყვანა თბილისის ზღვაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბ---- ბ-----–---–ი, ტ------– ჯ------ და მისთვის უცნობი პირები, რომელთაგან ერთ-ერთს სახელად ერქვა კ---. ქეიფის დროს მან დალია ბევრი, რის გამოც გაითიშა და გაიღვიძა საავადმყოფოში, სადაც უთხრეს, რომ იგი გათიშული იპოვეს ტროტუარზე და ძლივს გადაარჩინეს. მას დაზიანებები მიყენებული ჰქონდა გულ-მკერდის არეში ფილტვთან, ხელზე და ფეხზე, თუმცა არ ახსოვს ვინ ან როგორ მიაყენა ეს დაზიანებები. გამოკითხვისას გამომძიებელს უთხრა, რომ არაფერი ახსოვდა, შემდეგ კი წაკითხვის გარეშე მოაწერა ოქმს ხელი. ჩვენებაში წერია - ,,კ--- ლ---------ა ისევ აგრძელებდა გ-----------სთვის შეურაცხყოფის მიყენებას, მე შენიშვნა მივეცი, მაგრამ ისევ აგრძელებდა, რის შემდეგაც ვიგრძენი მწარე წვა“, თუმცა არ ახსოვს კ--- ლ---------ას ჰქონდა თუ არა კონფლიქტი გ-----------სთან. მანვე აღნიშნა, რომ ერთ მომენტში, როდესაც ეჭიდავებოდა ვიღაცას გამოფხიზლდა, თუმცა არ ახსოვს ვის. გარდა ამისა, იმ დროს იყო სიბნელე. მას დანა არავის ხელში დაუნახავს და არც კ--- ლ---------ასთან ჰქონია კონფლიქტი, ამიტომ მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ იგი დაინახავდა, რომ სწორედ კ--- ლ---------ამ მიაყენა ჭრილობა, ამის შესახებ აუცილებლად განაცხადებდა სასამართლოში. დაზარალებულის განმარტებით, დალევის დაწყებამდე მათთან ახლოს მოშარდა პირმა, რომელი იყო ველოსიპედით, რომელსაც სუფრაზე მყოფებმა მისცეს შენიშვნა, რაზეც ეს პირი განაწყენდა და დაიბარა, რომ დაბრუნდებოდა. შესაძლოა სწორედ ველოსიპედისტმა მიიყვანა ვინმე და მათ მიაყენეს დაზიანება.

 

მოწმე გ-----------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს იგი თ------ ო---–-----სთან, კ--- ლ---------ასთან, კ--- ო---–-----სთან და ბ---- ბ-----–---–თან ერთად სვამდა თბილისის ზღვასთან, რა დროსაც კ--- ლ---------ასთან მოუვიდა შელაპარაკება, თუმცა მიზეზი არ ახსოვს. შელაპარაკების დროს მათ ერთმანეთს ხელიც გაარტყეს. ამის შემდეგ მას და ბ---- ბ-----–---–ს კ--- ლ---------ა მიჰყავდათ სახლში, რა დროსაც ეს უკანასკნელი აგინებდა მას, თუმცა აღნიშნულზე რეაქცია არ ჰქონდა. თ------ ო---–-----მ კი, გინების გამო კ--- ლ---------ას გაარტყა ხელი და ამ პირებმა ერთმანეთში დაიწყეს ჩხუბი. ის და ბ---- ბ-----–---–ი ცდილობდნენ მათ გაშველებას, მაგრამ მოულოდნელად თ------ ო---–----- წაიქცა. მან დაინახა, რომ იგი იყო დაჭრილი და გულის არედან სდიოდა სისხლი, თუმცა მისთვის უცნობია როგორ დაიჭრა თ------ ო---–-----. მას კ--- ლ---------ას ხელში რაიმე საგანი, ან საგნის თ------ ო---–-----სთვის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს. ამ დროს იყო ღამე. მოწმემ განმარტა, რომ არ ეთანხმება გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში მითითებულ გარემოებას, რომ მან კ--- ლ---------ას ხელში დაინახა სისხლიანი დანა, ვინაიდან ჩვენების მიცემისას იყო მთვრალი და დანა არ დაუნახავს. გარდა ამისა, ჩვენებას ხელი მოაწერა წაკითხვის გარეშე. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ სუფრაზე ჰქონდათ ერთი ცალი პლასტმასის ტარიანი, არა გასაშლელი დანა, რომელიც თან არ წაუღიათ. მან და ბ---- ბ-----–---–მა დაჭრილი თ------ ო---–----- უცნობი პირის ავტომანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, შემდეგ კი წავიდა სახლში, რადგან თავადაც იყო სისხლიანი. მოწმემ დაადასტურა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტისას გამომძიებლებს 04:00 საათზე ანახა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა მაისური და კეპი. იმ დროს, როცა დაინახა წაქცეული თ------ ო---–-----, კ--- ლ---------ა უკვე სახლისკენ იყო წასული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა მოწმე ბ---- ბ-----–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს გ-----------მ თბილისის ზღვაზე დაპატიჟა საქეიფოდ, სადაც დახვდნენ ო----- ჯ------, კ--- ლ---------ა, კ--- ქ---------ე, თ------ ო---–----- და მისთვის უცნობი პირები. ისინი ქეიფობდნენ მშვიდ ვითარებაში. რამდენიმე ლიტრი ღვინის დალევის შემდეგ, იჩხუბეს გ-----------მ და კ--- ლ---------ამ, თუმცა ჩხუბის მიზეზი მისთვის უცნობია. ამ დროს იყო ღამე. ყველანი იყვნენ მთვრალები და იწევდნენ კ--- ლ---------ას წინააღმდეგ. მან კ--- ლ---------ა გაიყვანა თბილისის ზღვის გზაზე, დაახლოებით 200 მეტრში და მიჰყავდა სახლში. ამ დროს მათ მიყვებოდა გ-----------, მის უკან კი მიდიოდა თ------ ო---–-----. იყო დაძაბული სიტუაცია, რადგან თ------ ო---–-----, კ--- ლ---------ა და გ----------- აგინებდნენ ერთმანეთს. ამ დროს თ------ ო---–-----მ, რომელიც იყო გ-----------ს ნათესავი, ამ უკანასკნელის დასაცავად, ხელი დაარტყა კ--- ლ---------ას. მოწმის განმარტებით, კ--- ლ---------ა, გ----------- და თ------ ო---–----- ჩხუბობდნენ, რა დროსაც ხელებს და წიხლებს ურტყამდნენ ერთმანეთს. იგი ცდილობდა მათ გაშველებას, ამიტომ კ--- ლ---------ას გაუყარა ხელკავი და გაიყვანა 25-30 მეტრის მოშორებით. ამ დროს გაიგო გ-----------ს ყვირილი, რომ თ------ ო---–----- იყო დაჭრილი. მან მიირბინა ძირს დავარდნილ, უგონო მდგომარეობაში მყოფ თ------ ო---–-----სთან და დაინახა, რომ მას გულ-მკერდის არედან მოსდიოდა სისხლი. თ------ ო---–-----ს არ ეცვა მაისური, ეხურა კეპი, რომელიც მან დაადო ჭრილობაზე და გ-----------ს უთხრა, რომ ჭრილობაზე დაეჭირა ხელი. ამ დროს კ--- ლ---------ა იქ აღარ იყო. მან გააჩერა ტაქსი, რომლითაც დაჭრილი თ------ ო---–----- გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, იყო ქაოსი, ამიტომ არ იცის კონკრეტულად ვის შორის მოხდა ჩხუბი. სუფრასთან ჩხუბისას კ--- ლ---------ას საცემად იწევდა ოთხი ადამიანი, ხოლო ვინ ჩხუბობდა გზაზე ვერ გაარკვია. მისივე განმარტებით, სუფრაზე იდო ერთი ცალი კრემისფერტარიანი დანა, რომლითაც დაჭრეს საზამთრო, მაგრამ წასვლისას ის დანა აიღო თუ არა ვინმემ, არ იცის, რადგან დანა არავის ხელში დაუნახავს. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ სუფრაზე დალიეს ჯერ ლუდი, შემდეგ კი, დაახლოებით 15 ლიტრი ღვინო. ყველა მათგანი, მათ შორის გ-----------ც იყო მთვრალი. მათ სუფრასთან ახლოს მოშარდა უცნობმა პირმა, რომელიც იყო ველოსიპედით, რომელმაც შეაგინა სუფრის წევრებს და წავიდა. ხსენებული პირი შემდეგ მოძრაობდა ტრასაზე ზევით და შესაძლოა სწორედ მას შეხვდა თ------ ო---–-----. მისთვის უცნობია, რატომ გაყვა გ----------- მას კ--- ლ---------ას გაცილებისას. კ--- ლ---------ა და გ----------- იყვნენ მთვრალები და აგრესიულები. მოწმის განმარტებით, გ-----------მ ზოგადად დაიძახა, რომ თ------ ო---–----- დაიჭრა, რაც შესაძლოა კ--- ლ---------ას ვერ გაეგო.

 

მოწმე თ------ მ-----–-–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ექსპერტ გ-----------ესთან და გამომძიებელ ვ---------------------სთან ერთად მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც გ-----------მ მიუთითა ადგილზე, სადაც მოხდა შემთხვევა. ამის შემდეგ დათვალიერდა მითითებული ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქებიანი კენჭები, კეპი და მაისური.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-----------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობდა სავალი გზიდან დაახლოებით 3-4 მეტრში და განათებული იყო ლამპიონებით, ამიტომ მხოლოდ სურათების უკეთესი ხარისხით გადაღებისთვის გახდა საჭირო ხელის ფანარი.

 

მოწმე ვ---------------------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხა მოწმეები და მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა კეპი და მაისური მოწითალო ფერის ლაქებით და ანაწმენდები. შემთხვევის ადგილი გარე განათების ბოძებით იყო განათებული და სხვა განათება საჭირო არ იყო. მას არ შეუნიშნავს, რომ განყოფილებაში ყოფნისას გ----------- იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ, წინააღმდეგ შემთხვევაში ალკოტესტით შეამოწმებდა და თრობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში გადადებდა მის გამოკითხვას. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ გ-----------მ წაიკითხა ჩვენება და ისე მოაწერა ხელი.

 

მოწმე გ------- ფ-----–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 22 აგვისტოს მიღებული შეტყობინების საფუძველზე თ------ ო---–-----ს მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, რა დროსაც გამოკითხა დ-------------–---–ი, რ----- ხ-------–---–ი, გამომძიებელი ე---–---------- და დაზარალებული თ------ ო---–-----, რომელიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე გამოკითხა ქ.სენაკში. დაზარალებულმა წაიკითხა გამოკითხვის ოქმი და ისე მოაწერა ხელი.

 

მოწმე დ-------------–---–ის ჩვენებით, მან 2018 წლის 22 აგვისტოს, დეტექტივ-გამომძიებელ ი-----------ესთან და გამომძიებელ ე---–----------სთან ერთად მონაწილეობა მიიღო კ--- ლ---------ას ბინის ჩხრეკაში, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ კ--- ლ---------ას შვილი - ბ------ ლ---------ა და დედა. ჩხრეკისას საძინებელ ოთახში განთავსებული დივანიდან ამოღებული იქნა დასაკეცი დანა, აბაზანაში განთავსებული სარეცხი მანქანიდან კი ამოიღეს გარეცხილი, მოყავისფრო მაისური, რომელსაც აღენიშნებოდა მოვარდისფრო სისხლისმაგვარი ლაქები.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე ე---–----------მ და დამატებით განმარტა, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, დანაშაული ჩადენილი იყო გასაშლელი დანით, ამიტომ ჩხრეკისას ეძებდნენ გასაშლელ დანას.

 

მოწმე ი-----–--–-------ემ ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს, დილის საათებში გამოკითხა ,,თ---–-----------------------–ის“ ექიმი მ----------–--ე, რომელმაც უთხრა, რომ წინა დღეს, 21 აგვისტოს, 21:25 საათზე საავადმყოფოში შეიყვანეს პაციენტი თ------ ო---–-----, რომელიც მოათავსეს რეანიმაციაში, ვინაიდან მას გულ-მკერდის არეში და მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან ექთნისგან ამოიღო დაჭრილი თ------ ო---–-----ს ტანსაცმელი.

 

მოწმე ქ------- ჟ----–---–---ის ჩვენებით, 2018 წლის აგვისტოში იგი ექიმის დამხმარედ მუშაობდა ,,თ---–-----------------------–ში“. 2018 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 20:00-00:00 საათამდე პერიოდში, ჰოსპიტალში შეიყვანეს გულ-მკერდში დაჭრილი თ------ ო---–-----, რომელსაც არ ეცვა მაისური. მან ჩაიბარა პაციენტის ტანსაცმელი, კერძოდ შარვალი და ფეხსაცმელი, რომელიც მოგვიანებით გადასცა გამომძიებელს.

 

მოწმე ლ---------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 21-22 აგვისტოს, საღამოს საათებში, მეწყვილე პ------ დ---–---–--ესთან ერთად ე.წ. ,,ჩ----–--ის“ დასახლებასთან მდებარე ჰოსპიტალთან ახლოს დაათვალიერა ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც სალონში და გარედან აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. აღნიშნული ავტომანქანიდან აღებული იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდები, რაც დაილუქა სათანადო წესით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე ო-------–-–----ემ განმარტა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს მიიღო შეტყობინება, რომლის თანახმად, კ--- ლ---------ა იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში და აპირებდა მიმალვას, რაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. აღნიშნულთან დაკავშირებით დაიკითხა მოწმის სახით, გამომძიებლები კი გავიდნენ შემთხვევის ადგილზე.

 

მოწმე მ-----– ბ----–-–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს, დეტექტივ-გამომძიებელ რ----- ხ-------–---–თან ერთად მიიღო ოპერატიული ინფორმაცია კ--- ლ---------ას ადგილსამყოფელის და მიმალვის საფრთხის შესახებ. მათ დააკავეს კ--- ლ---------ა, რომლის პირადი ჩხრეკისას შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს დასაკეცი დანა, ხის ტარით. აღნიშნულ პირს შარვალი დასვრილი ჰქონდა სისხლისმაგვარი ლაქებით. ამიტომ ამოღებული იქნა შარვალი, ქამარი, წინდა, სპორტული ფეხსაცმელი და თეთრი ფერის მაისური. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, თუმცა კ--- ლ---------ამ ხელის მოწერაზე განაცხადა უარი. მოწმის განმარტებით, დაკავებამდე კ--- ლ---------ა გადაადგილდებოდა ქუჩაში და მას დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

მოწმეებმა გ------- გ----------მა და ქ------- ხ------მ დაადასტურეს კ--- ლ---------ასგან ნიმუშების აღების ფაქტი.

 

ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).

 

სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს, თ------ ო---–-----ს მიაყენეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაზიანებები, კერძოდ: გულმკერდის ღრუში შემავალი 2 ნაკვეთი ჭრილობა, ასევე მარცხენა მხარის არეში - ნაკვეთი ჭრილობა. პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ მითითებულ დღეს დაზარალებულ თ------ ო---–-----სთან, მოწმეებთან - გ-----------სთან და ბ---- ბ-----–---–თან ერთად ასევე იმყოფებოდა კ--- ლ---------ა.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისთვის რელევანტური ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც, საბოლოო ჯამში, პირის ბრალეულობაზე მიუთითებს […] მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს იმას, რომ საეჭვო, მცდარი ან სავარაუდოდ გაყალბებული მტკიცებულებები გამოირიცხოს სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებიდან. გამორიცხული უნდა იყოს გონივრული ეჭვი წარდგენილი მტკიცებულების ნამდვილობასთან და სანდოობასთან დაკავშირებით. სათანადო პროცესუალური სტანდარტების შემცველი, არაორაზროვანი ნორმების საფუძველზე, სასამართლოს, კონკრეტული საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით, უნდა შეეძლოს წარმოდგენილი მტკიცებულებების რელევანტურობის, მათი მნიშვნელობისა და უტყუარობის შეფასება. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, აღჭურვოს სასამართლო სახელმძღვანელო პრინციპებით, რომელიც მას ირიბი ჩვენების დასაშვებობის საკითხის ან, ასეთ ჩვენებაზე დაყრდნობით, განაჩენის მიღებაში დაეხმარება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).

 

მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის უშუალო შემსწრე პირებს წარმოადგენენ დაზარალებული თ------ ო---–----- და მოწმეები გ----------- და ბ---- ბ-----–---–ი. სხვა მოწმე, რომელიც იქნებოდა დანაშაულის თვითმხილველი, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულმა თ------ ო---–-----მ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებისგან არსებითად განსხვავებული ჩვენება მიაწოდა სასამართლოს. მან აღნიშნა, რომ არ ახსოვს, თუ ვინ, ან როგორ მიაყენა დაზიანებები გულ-მკერდის არეში ფილტვთან, ხელზე და ფეხზე. კ--- ლ---------ასთან კონფლიქტი არ ჰქონდა და არც დანა დაუნახავს ვინმეს ხელში. დაზარალებულის განმარტებით, გონს მოვიდა საავადმყოფოში, გამომძიებელს უთხრა, რომ არაფერი ახსოვდა და გამომძიებლის მიერ შედგენილ გამოკითხვის ოქმს წაკითხვის გარეშე მოაწერა ხელი. მოწმე გ-----------მ, ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ როდესაც კ--- ლ---------ა მიჰყავდათ სახლში, ეს უკანასკნელი აგინებდა მას, რის გამოც თ------ ო---–-----მ ხელი გაარტყა კ--- ლ---------ას და ამ ორმა პირმა დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც წაიქცა დაჭრილი თ------ ო---–-----, რომელსაც გულის არედან მოსდიოდა სისხლი. მას კ--- ლ---------ას ხელში რაიმე საგანი, ან თ------ ო---–-----სთვის დანის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს. ბ---- ბ-----–---–ის განმარტებით, იმ დროს, როდესაც შეეცადა კ--- ლ---------ას სახლში წაყვანას, მათ უკან გაჰყვნენ გ----------- და თ------ ო---–-----, რომელმაც გ-----------სთვის გინების გამო დაარტყა კ--- ლ---------ას და ზემოხსენებულმა სამივე პირმა დაიწყო ჩხუბი, თავად კი აშველებდა მათ. მან კ--- ლ---------ა გაიყვანა 25-30 მეტრის მოშორებით, რა დროსაც გაიგო გ-----------ს ხმა, რომ თ------ ო---–----- იყო დაჭრილი. მას ჩხუბის დროს დანა არავის ხელში დაუნახავს და არც ის იცის ვინ დაჭრა დაზარალებული. როგორც დაზარალებულმა, ასევე მოწმეებმა გ-----------მ და ბ---- ო---–-----მ განავითარეს ვერსია, რომ შესაძლოა იქ ყოფილიყო კიდევ სხვა პირი, რომელმაც გამოიყენა დანა.

 

ვერ იქნება გაზიარებული ბრალდების მხარის პოზიცია, რომ დაზარალებულმა და მოწმეებმა გამიზნულად შეცვალეს ჩვენებები კ--- ლ---------ას სასარგებლოდ, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება პალატას არ გააჩნია. მოწმის ჩვენება ეს არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას უპირობოდ გაიზიაროს გამოძიებაში მოწმეების მიერ მიცემული და მოწმეთათვის წაკითხული ჩვენებები. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული საქმის ფარგლებში დასადგენ და გადასაწყვეტ საკითხს არ წარმოადგენს თუ რამ განაპირობა ჩვენებებს შორის სხვაობა. ფაქტია, რომ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით არ დაადასტურეს კ--- ლ---------ას მხრიდან დაზარალებულისთვის დაზიანებების მიყენება. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა გამოძიებაში მიცემული ჩვენებები ვერ იქნება გაზიარებული უტყუარ მტკიცებულებად.

 

თავისთავად, მოწმეთა არსებობა-არარსებობა უპირობოდ არ იწვევს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, თუმცა, მოცემულ საქმეში, ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი სხვა ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, თუმცა, ისინი არ მიუთითებენ კ--- ლ---------აზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე.

 

აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ კ--- ლ---------ას პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებულ დანებზე ჩატარებულ იქნა ექსპერტიზები, რომელთა დასკვნებიც უდავოდ იქნა მიჩნეული. 2018 წლის 19 ნოემბრის ექსპერტიზის N---------- დასკვნით ექსპერტიზაზე წარდგენილი, დასაკეცი კონსტრუქციის 2 ცალი დანის ზედაპირზე ხელის კვალი, დვრილოვანი ხაზების სახით, არ აღინიშნება.

 

უდავო მტკიცებულებით - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 მარტის ექსპერტიზის N--------- დასკვნით, დადგენილია შემდეგი:

▪ პაკეტში წარწერით: ,,კ--- ლ---------ასგან ამოღებული დანა“ მოთავსებული დანის პირსა (ობ. N1) და ტარზე (ობ. N2) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის კ--- ლ---------ას. ობ. N1,2-ის პროფილში, თ------ ო---–-----ს გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

▪ პაკეტში წარწერით: ,,დანა 1 ცალი“ მოთავსებული დანის (წარწერით: ,,BERBER”) პირზე (ობ. N3,4), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა. იმავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ.N5) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი განსხვავდება კ--- ლ---------ასა და თ------ ო---–-----ს გენეტიკური პროფილებისაგან და ეკუთვნის მამრობითი სქესის სხვა პირს. ობ. N5-ის პროფილის მინორულ წილში, კ--- ლ---------ას და თ------ ო---–-----ს გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

▪ პაკეტში, წარწერით: ,,ლ---------ას ტანსაცმელი“ მოთავსებულ შარვალზე მოყავისფრო ლაქებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ--- ლ---------ას. შარვალზე არსებულ ქამარზე და იმავე პაკეტში მოთავსებულ მაისურსა და წყვილ ფეხსაცმელზე არსებული მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები, სისხლი არ აღმოჩნდა, ხოლო წყვილ წინდაზე, სისხლის საეჭვო ლაქები არ აღინიშნება.

 

აღნიშნული დასკვნებით იმის დადგენა, რომ თ------ ო---–-----ს დაზიანებები მიყენებული აქვს კ--- ლ---------ას პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული რომელიმე დანით, ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა დაზარალებულის სისხლის ნიმუში, რაც გამორიცხავდა მოწმეთა ჩვენებების იმ ნაწილს, რომ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს დაზარალებულის დაჭრის ფაქტი, რაც კ--- ლ---------ა რამდენიმე მეტრით იყო გარიდებული დაზარალებულისთვის, არის შეუძლებელი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სხვა პირდაპირი მტკიცებულებები. მხოლოდ მოწმეთა მიერ დაფიქსირებული გარემოებები, რომ მათ დანა არ ჰქონიათ, ვერ გახდება კ--- ლ---------ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული პოზიცია, რომ თითქოს საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, არ წარმოადგენს საფუძვლიანს. ის მტკიცებულებები, რაც წარმოდგენილია წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულების სახით, არც ერთი პირდაპირ არ ადასტურებს კ--- ლ---------ას მონაწილეობას დანაშაულის ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ [...] გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: Krasulya v. Russia, # 12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა ძირითად არგუმენტებზე ნამსჯელი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს, რასაც ასევე იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პალატის მოსაზრებით ვერ პასუხობენ მტკიცებულების ერთობლიობის კონსტიტუციურ სტანდარტს, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა კ--- ლ---------ას დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენი კანონიერია, დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–- ა-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენი.

 

კ--- ლ---------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108 მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია, ასევე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას ც--–-----–------ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექვივალენტურ წილს, მდებარე ქ------–---------------–--------------–---------------------------------------------------------------------------------- აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 10000 ლარის სანაცვლოდ დადებულს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

▪ ბ---- ბ-----–---–ისაგან ამოღებული წითელი ფერის მაისური, შავი ფერის სპორტული და ერთი წყვილი ფეხსაცმელი, დალუქული ერთ პაკეტად - დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

▪ ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები სტერილურ ჩხირებზე, დალუქული 1 პაკეტად - განადგურდეს.

▪ კ--- ლ---------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი საკეცი დანა, დალუქული 1 პაკეტად, ტანსაცმელი - დალუქული 1 პაკეტად - დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

▪ შპს ,,თ---–-----------------------–იდან“ ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული 1 პაკეტად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მაისური, დალუქული 1 პაკეტად - დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

▪ კენჭები, დალუქული 1 პაკეტად, ანაწმენდები, დალუქული 1 პაკეტად - განადგურდეს.

▪ კეპი, დალუქული 1 პაკეტად, - დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

▪ კ--- ლ---------ას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დასაკეცი დანა, დალუქული 1 პაკეტად, მაისური, დალუქული 1 პაკეტად - დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

▪ კ--- ლ---------ასგან აღებული სისხლის ნიმუშები, კ--- ლ---------ასგან აღებული ხელის კვლის ნიმუშები, თ------ ო---–-----სგან აღებული სისხლის ნიმუში - განადგურდეს.

▪ თ------ ო---–-----ს სამედიცინო ისტორია - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

▪ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე - შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

კ--- ლ---------ას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე