განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2019
საქმის ნომერი
040100119003173094
ინსტანცია
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 040100119003173094

№1/ბ-727-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--–- ვ--–------ეს ძე ა-------ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი ნომერი: 4----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ცაგერის მუნიციპალიტეტი სოფელი ნ------ი;

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით გ--–- ა-------ემ ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე, რაც გამოიხატა შემდეგში:

სახერხი საამქროს მფლობელმა, გ--–- ა-------ემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ------ი, თავის საკარმიდამო ეზოში, დაამონტაჟა სახერხი დანადგარი და მოწყობილობა ისე, რომ ელექტრონულად არ დაურეგისტრირებია ელექტრონულ სისტემაში შესაბამის ვებ-პორტალზე (https://emoe.gov.ge). გ--–- ა-------ის დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვლენილი იქნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონული სამმართველოს მუშაკების მიერ 2019 წლის 21 ივნისს

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბრის განაჩენით გ--–- ა-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის - მ----- ტ--–--–-–---–ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ასევე გ--–- ა-------ისათვის სახერხი დანადგარის უსასყიდლოდ ჩამორთმევა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ--–- ა-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ა-----–-----------–--------------------------------------–---------------–-----------–----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–-–---------–--------------------–--------------------------------------------------–----------------------------------------–-----------------------------------------------–------------------------–------–------------–--------------------------–----–--–----–------–---------–--------–-----------------------------------------–-------–----------------–--------------------------–-----------–---–----------------------------------------–--------------------------------------–------------–-----------------------------------------–----------------------------–-------------------------------–----------------------------------------–------–----------------------------–------------------–--------------–------------------------–------------------------------–--------------------–-----------------------------–------------------–--------------------------------–----- და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ გ--–- ა-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ გ--–- ა-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

რაც შეეხება, ბრალდების მხარის მოთხოვნას გ--–- ა-------ისათვის სახერხი დანადგარის სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლითაც სსკ-ის 52-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი სასჯელის - ქონების ჩამორთმევის კონსტიტუციურობა დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ ქონების ჩამორთმევა პროპორციულ საშუალებად რომ ჩაითვალოს, უნდა დადასტურდეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად არის შესაფასებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში საეჭვო გახდება საკუთრების უფლებაში ჩარევის მართლზომიერება.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოც მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლებაში ჩარევის დასაშვებობა, თავისთავად არ ნიშნავს ჩარევის თანაზომიერებას. ჩარევა თანაზომიერად რომ შეფასდეს, გასათვალისწინებელია ის გარანტიები, რომელიც მესაკუთრეს იცავს. დანაშაულის საგნის ჩამორთმევა საზოგადოებრივ საჭიროებას მაშინ წარმოადგენს, როცა საგნის უკანონო ფლობას აქვს ადგილი ან არსებობს იმის საშიშროება, რომ საგანი კვლავ იქნეს გამოყენებული სამართალდარღვევის ჩასადენად. ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩამოსართმევი საგანი არის თუ არა საფრთხის წყარო, არის თუ არა იგი თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული, თუ დასახელებული გარემოებები არ არსებობს და ისე ხდება ქონების ჩამორთმევა, მაშინ ამ დამატებითი სასჯელის პროპორციულობის საკითხი მოკლებულია სამართლიანობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ----- ტ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბრის განაჩენი გ--–- ა-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

გ--–- ა-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ გ--–- ა-------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

გ--–- ა-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, სახერხი დანადგარი, რომელიც ინახება ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ------ში განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გადაეცეს გ--–- ა-------ეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე