განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2019
საქმის ნომერი
110100119003103844
ინსტანცია
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100119003103844

№1/ბ-750-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 ნოემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა------ ა-------ის ძე გ------–-–---–ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი №5----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ხ--ი.

გ------ი გ------ის ძე გ--–-–---–ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი №5----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ხ-----ი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა------ გ------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჯგუფურად; 2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; 3) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ (2019 წლის მარტის თვის ეპიზოდი); 4) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ (2019 წლის აპრილის თვის ეპიზოდი). გ------ი გ--–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

ა------ გ------–-–---–ის მიმართ: 2019 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 1420 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ხ-----ში, გ------ი გ--–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, ჟ--- გ--–-–---–ს, ფულის დაბრუნებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდა მეუღლესთან - ა------ გ------–-–---–თან, რის გამოც წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჟ--- გ--–-–---–ს, მამამისმა - გ------ი გ--–-–---–მა და მეუღლემ ა------ გ------–-–---–მა, ჯგუფურად, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით თითოჯერ დაარტყეს ხელი სახეში, რის შედეგადაც ჟ--- გ--–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის მარტში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), დაახლოებით 22:00 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ხ-----ში, გ------ი გ--–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ა------ გ------–-–---–მა, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლეს - ჟ--- გ--–-–---–ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ქამარი მოუჭირა კისერში, რის შედეგადაც ჟ--- გ--–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის მარტში (ზუსტი დრო დაუდგენელია), დაახლოებით 2200 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ხ-----ში, გ------ი გ--–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ა------ გ------–-–---–მა, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლეს - ჟ--- გ--–-–---–ს ქამარი მოუჭირა კისერში და დაემუქრა მოკვლით, რა დროსაც ჟ--- გ--–-–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის აპრილში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ხარაგაულის რაიონის სოფელ ხ--ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ფულის დახარჯვის გამო გაბრაზებული ა------ გ------–-–---–ი, ბენზოხერხის გამოყენებით, თავის მოჭრით დაემუქრა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლეს - ჟ--- გ--–-–---–ს, რა დროსაც ჟ--- გ--–-–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

გ------ი გ--–-–---–ის მიმართ: 2019 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 1420 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ხ-----ში, გ------ი გ--–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, ჟ--- გ--–-–---–ს ფულის დაბრუნებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდა მეუღლესთან - ა------ გ------–-–---–თან, რის გამოც წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჟ--- გ--–-–---–ს, მამამისმა - გ------ი გ--–-–---–მა და მეუღლე ა------ გ------–-–---–მა, ჯგუფურად, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით თითოჯერ დაარტყეს ხელი სახეში, რის შედეგადაც ჟ--- გ--–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენით ა------ გ------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 აპირლის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის მარტის თვის ეპიზოდი), სსკ-ის 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის მარტის თვის ეპიზოდი), სსკ-ის 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის აპრილის თვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის მარტის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის მარტის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი)თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის აპრილის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შათანთქა მეორე, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და სსკ-ის 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის მარტის თვის ეპიზოდი), საბოლოოდ ა------ გ------–-–---–ს (დანაშაულთა ერთობლიობით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

გ------ი გ--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ------ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა------ გ------–-–---–ისა და გ------ი გ--–-–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულთა აღიარებითი ჩვენებებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების ო-–----------------------–------------–-–--–------–---–----------------------–--------------------------–-----–-–-------–-–---–-------------------------------–--------------–-–---–-----------------------------------–------------------------------ დასკვნით ჟ--- გ--–-–---–ის მიმართ; ჟ--- გ--–-–---–ის საპენსიო საქმის მასალებით; აბულატორიული ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ჟ--- გ--–-–---–ის მიმართ; ჟ--- გ--–-–---–ის დაბადების მოწმობის ასლით, ქორწინების და დაბადების აქტის ჩანაწერებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულების ა------ გ------–-–---–ისა და გ------ი გ--–-–---–ის ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება: ა------ გ------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით; ხოლო გ------ი გ--–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელების გამკაცრებას.

მსჯავრდებულების ა------ გ------–-–---–ისა და გ------ი გ--–-–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულთა პიროვნებები, მათი წარსული ცხოვრება, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მათ სასჯელები, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ა------ გ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 აპირლის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის მარტის თვის ეპიზოდი), სსკ-ის 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის მარტის თვის ეპიზოდი), სსკ-ის 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის აპრილის თვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ის მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის მარტის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის მარტის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი)თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის აპრილის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შათანთქას მეორე, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და სსკ-ის 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის

,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის მარტის თვის ეპიზოდი), საბოლოოდ ა------ გ------–-–---–ს (დანაშაულთა ერთობლიობით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

ა------ გ------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

ა------ გ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 23 აპრილიდან, 2019 წლის 25 აპრილის ჩათვლით.

გ------ი გ--–-–---–ის ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

გ------ი გ--–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

გ------ი გ--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 23 აპრილიდან, 2019 წლის 25 აპრილის ჩათვლით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე