განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 130100119003103626
საქმე №1ბ/1760-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-----------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, განქორწინებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–-------–-----------–-----------------------------------–---------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენით გ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი.
გ-----------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე ქ-----–--------------------–--------------------–ი მდებარე, ყოფილი მეუღლის ნ------------–---–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა გ-----------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ყოფილი მეუღლის ნ------------–---–ის და მეუღლის მშობლის ი-–-----------–---–ის მიმართ. კერძოდ, იმ საბაბით, რომ მისმა არასრულწლოვანმა შვილებმა უარი განუცხადეს გაჰყოლოდნენ მას, რასაც ასევე შეეწინააღმდეგნენ მისი ყოფილი მეუღლე და ამ უკანასკნელის მშობელი, მან ჯერ ხელის სახის არეში დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის მშობელს, ი-–-----------–---–ს, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემდეგ კი ასევე ხელის სახის არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ნ-------------–---–-, რითაც დაზარალებულმა ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ---------ემ, რომელმაც მოითხოვა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენში ცვლილებების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, გ-----------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა (მოხდის რეჟიმის გათვალისწინებით).
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ არ იქნა გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და დანაშაულის მომეტებული საფრთხე. აგრეთვე არ იქნა გათვალისწინებული ჩადენილი დანაშაულის გარემოებები.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ-----------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: ე-----------–---–----------------------------–------------------------------------------–---–-----------------, დაზარალებულების-ნ------------–---–ის, ი-–-----------–---–ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 05 ივლისის N 0----------------------- დასკვნებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე (მოხდის რეჟიმის გათვალისწინებით), პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ-----------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ გ-----------------ისათვის სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს. ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენი გ-----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გ-----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ გ-----------------ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო, 2019 წლის 30 ივნისიდან 2019 წლის 02 ივლისის ჩათვლით.
გაუქმდეს გ------------------ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი