განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210119002591657
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-312-19 13 ნოემბერი 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): მოსამართლეები: ირმა პერანიძე ინდირა მაშანეიშვილი ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე/აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - ი----- კ-------- ლ--–- ბ-----–--- მ----- ხ-------–---–- ს------- ყ-------–---–-
დავის საგანი - ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის, ი----- კ--------- მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ნოტარიუს მ----- ჯ----–---–-- მიერ, 2016 წლის 15 აპრილს გაცემულ #1-------- სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, გადაწყვეტილებით დაკისრებული ძირი თანხის-21978,4 აშშ დოლარის 10000 აშშ დოლარით შემცირება, ასევე, პირგასამტეხლოს სახით განსაზღვრული 0,03 %-ის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევა და 0,01%-მდე შემცირება. 2. აპელანტის, მ----- ხ-------–---–-ს მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის 15 აპრილს, მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელს-ი----- კ--------ს გადაეცა 23 000 აშშ დოლარი, თვეში 3,68%-ის დარიცხვით.
აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ი----- კ--------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 6 თვე. მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სარგებლის სახით 846,4 აშშ დოლარი, რამაც 6 თვეში შეადგინა 5078,4 აშშ დოლარი.
ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საურავი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით, რაც შეუსაბამოდ მაღალია და მისი გონივრული ოდენობა უნდა განისაზღვროს 0,01%.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხე მხარისათვის ხელშეკრულების დადებიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე გადახდილი აქვს 20313,6 აშშ დოლარი, რომელიც კრედიტორმა არასწორად, მთლიანად პროცენტში ჩათვალა.
რადგან ხელშეკრულება 6 თვიანი იყო, გადახდილი თანხიდან, მხოლოდ 5078,4 აშშ დოლარი უნდა იქნეს პროცენტად მიჩნეული, ხოლო დანარჩენი თანხა- 15235,2 აშშ დოლარი (20313,6-5078,4=15235,2 ) უნდა გამოაკლდეს ძირ თანხას და სააღსრულებო ფურცლის ამოწერისას, ძირი თანხის დავალიანება უნდა დაფიქსირებულიყო 7764,8 აშშ დოლარი.
რაც შეეხება საურავს ხელშეკრულების 1.1. მუხლი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და საურავის (პირგასამტეხლო) ოდენობა 0,1%-ის ნაცვლად, უნდა შემცირდეს 0.01%-მდე;
ამ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელემ მოითხოვა, ნოტარიუს მ----- ჯ----–---–-- მიერ 2016 წლის 15 აპრილს გაცემულ №1-------- სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, ძირი თანხის 7764,8 აშშ დოლარით, ხოლო საურავის ოდენობის 497 აშშ დოლარამდე განისაზღვრა.
მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე მ----- ხ-------–---–-- სარჩელი ცნო ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს 0.07%-მდე შემცირების ნაწილში და განმარტა, რომ მოსარჩელის მითითება 20313 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე არასწორია.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ დაადასტურა, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სულ, 6100 აშშ დოლარი.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. ი----- კ--------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. ცვლილება შევიდეს, ნოტარიუს მ----- ჯ----–---–-- მიერ, 2016 წლის 15 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------) მოვალე ი----- კ--------- სესხის ძირი თანხის და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში და სესხის ძირი თანხის სახით, ი----- კ--------- ვალდებულება კრედიტორ მ----- ხ-------–---–-ს წინაშე განისაზღვროს 21978,4 აშშ დოლარით; პირგასამტეხლოს სახით, ი----- კ--------- ვალდებულება კრედიტორ მ----- ხ-------–---–-ს წინაშე განისაზღვროს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0,03%-ით; 3. მ----- ხ-------–---–-, ი----- კ--------- სასარგებლოდ დაეკისროს, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 292,62 ლარის ანაზღაურება. (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 242,62 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი); 4. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია; 5. ი----- კ--------ს - პ/ნ 6---------- დაუბრუნდეს, 2018 წლის 15 აგვისტოს, მის მიერ, სს „საქართველოს ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 773 ლარი და 23 თეთრი (საგადახდო დავალება №1), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300183150. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2014 წლის 15 აპრილს, მ----- ხ-------–---–- და ი----- კ--------ს შორის, გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული №--------- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 6 თვის ვადით - 2014 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულების საფუძველზე, მ----- ხ-------–---–-- ი----- კ--------ს გადასცა 23 000 აშშ დოლარი, თვეში 3.68%-ის სარგებლის დარიცხვით. მსესხებელს სარგებელი უნდა გადაეხადა ყოველი თვის 15 რიცხვში. მსესხებელს, ყოველი თვის სარგებლის თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა პირგასამტეხლო, სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროული შესრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ი----- კ--------- საკუთრებაში არსებული უძრვი ქონება, მდებარე ქ.ქ-------–-------------------------------- 2.2. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის და სარგებელის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო, 2016 წლის 15 აპრილს, ნოტარიუს მ----- ჯ----–---–-- მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც ი----- კ--------- ვალდებულება კრედიტორის წინაშე განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა 23000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 23000 აშშ დოლარის (0.1%) 23 აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 15 ოქტომბრიდან-აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულები ფურცლის გაცემის ხარჯი 125.54 ლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 302-ე, 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 400, 417-418-ე, 420-ე, 427-ე, 429-ე, 623-ე, 625-ე, ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე (5) მუხლზე და განმარტა: მოცემულ შემთხვევაში სადავო არ იყო, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობები წარმოიშვა 2014 წლის 15 აპრილის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან. სადავოა ამ ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებლის, ი----- კ--------- მიერ შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა, რაც ასახული იქნა 2016 წლის 15 აპრილს, ნოტარიუს მ----- ჯ----–---–-- მიერ გაცემულ №1-------- სააღსრულებო ფურცელში. 2.4. სასამართლომ, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მსესხებელს, გამსესხებლისათვის გადახდილი ჰქონდა 6100 აშშ დოლარი. ამდენად, 6100 აშშ დოლარს უნდა გამოკლებოდა საპროცენტო სარგებელი 5078,4 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 1021,6 აშშ დოლარი უნდა ჩათვლილიყო სესხის ძირი თანხის- 23000 აშშ დოლარის ანგარიშში. შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირი თანხის ნაწილში უნდა განსაზღვრულიყო 21978,4 აშშ დოლარით. 2.5. გაიზიარებული არ იქნა მოსარჩელის პოზიცია, რომ კრედიტორის მიმართ გადახდილი ჰქონდა 20313,6 აშშ დოლარი, რაც უნდა გამოკლებოდა ძირ თანხას. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მოსარჩელეს ეკისრებოდა, რომელმაც მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა სალაროს შემოსავლის ორდერები, სს საქართველოს ბანკის მიერ 2016 წლის 10 ივნისს გაცემული ცნობა, ექსპრესს ფეი-ს საშუალებით განხორციელებული თანხის გადახდის ქვითრები, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მეორე გვერდზე შესრულებული ჩანაწერები, რომლებიც მოსარჩელეს მითითებით ადასტურებდა შუამავალის თ----- ხ--------- მეშვეობით, მ----- ხ-------–---–-სათვის ვალის გასტუმრებას. სასამართლომ დაადგინა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავდა მონაცემებს მესამე პირის მიერ, მ----- ხ-------–---–-ს საბანკო ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის მიზნობრიობის თაობაზე, ასევე, თუ ვისი სასესხო ვალდებულების შესრულებას ემსახურებოდა ხელშეკრულების მეორე გვერდზე არსებული ჩანაწერები. 2.6. სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებულ პირგასამტეხლოს მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა: მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ, ხელშეკრულების 1.1. პუნქტით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ვადაგადაცილებული დავალიანების 0.1%-ის ოდენობით, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 23 აშშ დოლარს. საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო-ვადაგადაცილებული დავალიანების 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსაბამოდ მაღალს წარმოადგენდა და უნდა შემცირებულიყო. მოსარჩელის მიერ, ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათის, ვალდებულების დარღვევაში მხარის ბრალეულობის ხარისხისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, გონივრულად ჩაითვალა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,03%. შესაბამისად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა და დადგენილი იქნა სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ოდენობა, ნაცვლად 0,1% განსაზღვრულიყო 0.03%-ით.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები ი----- კ--------- სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოს ადგილი არ ჰქონია ვალდებულების შესრულებას. როგორც სარჩელშია მითითებული, მოწინააღმდეგე მხარისათვის გადახდილი იქნა ჯამში 20 313,6 აშშ დოლარი, საიდანაც 5078 აშშ დოლარი იყო პროცენტი, დანარჩენი ძირს უნდა გამოკლებოდა, თუმცა სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, არ გაიზიარა მისი პოზიცია და საბოლოოდ ძირი ვალდებულება დატოვა 21 978,4 აშშ დოლარი, რაც არასწორია და უნდა შემცირდეს 10 000 აშშ დოლარით. გარდა ამისა, პირგასამტეხლო 0,03% არის შეუსაბამოდ მაღალი, რადგან ხელშეკრულების ვადის გასვლიდან აღსრულებამდე პერიოდი იმდენად დიდია, რომ გამოიწვევს მოპასუხე მხარის (კრედიტორის) უსაფუძვლო გამდიდრებას. მ----- ხ-------–---–-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.2. სასამართლომ, სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად გამოაკლო პირგასამტეხლოსა და პროცენტის თანხა-1021,6 აშშ დოლარი ძირითად თანხას, დანარჩენი კი ჩათვალა 6 თვის პროცენტში და არ გაითვალისწინა, რომ თითქმის 1 წლის განმავლობაში, ანუ 2015 წლის 15 ოქტომბრამდე არც პროცენტი და არც პირგასამტეხლო გადახდილი არ ყოფილა. ასევე არასწორია გადაწყვეტილება 0,03%-მდე პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, ვინაიდან არ შეესაბამება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილშიც გადაწყვეტილება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლ--–-დ დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.2. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.3.-2.6. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 302-ე, 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 400, 417-418-ე, 420-ე, 427-ე, 429-ე, 623-ე, 625-ე მუხლები, ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე (5) მუხლი და აპელანტების მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 623-625-ე მუხლებში. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, რა ოდენობის თანხა გადაიხადა მოვალემ და სწორია, თუ არა, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა. ასევე, გონივრულია თუ არა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო. 4.4. სადავო საკითხთან მიმართებაში პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლითაც დადგენილია მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას აღნიშნული სტანდარტის გამოყენება დამოკიდებულია იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსზე, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განისაზღვრება ის ფაქტები, რომლებიც თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე, თანხების გადახდისა და დავალიანების ამ ოდენობით არარსებობის ფაქტის დადასტურება, სწორედ მოპასუხის ვალდებულებაა. 4.5. აღნიშნულ დასკვნას აძლიერებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლიც, რომელიც ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, კერძოდ, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს ნორმა, ერთის მხრივ, იძლევა დამატებით ინფორმაციას ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენისას მტკიცების ტვირთის მოვალისათვის დაკისრების შესახებ, ხოლო, მეორეს მხრივ, განსაზღვრავს კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს ფულადი ვალდებულების შესრულება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია, სწორედ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რომლის თანახმად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას იმიტომ წარმოადგენს მოვალისათვის, რომ საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ, ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე, რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ, ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება (იხ. სუსგ №ას-570-541-2015, 2015 წლის 11 ნოემბერი; სუსგ №ას-1541-1547-2011; 2012 წლის 19 აპრილი). 4.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ (კრედიტორი) დაადასტურა, მოსარჩელის (მოვალე) მიერ 6100 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. ი----- კ--------ს (მოვალე), სარჩელში დაფიქსირებული 20 313,6 აშშ დოლარის გადახდის სათანადო და სარწმუნო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მ----- ხ-------–---–-სათვის (კრედიტორი) სეხის ხელშეკრულების ფარგლებში ამ ოდენობით თანხის გადახდის ფაქტი, არ წარმოუდგენია. მის მიერ, სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები პალატას არ მიაჩნევა, სკ-ის 429-ე მუხლის შესაბამისად კრედიტორისათვის ვალის გადახდის დოკუმენტად, რაც გამორიცხავს ი----- კ--------- მხრიდან, სარჩელში მითითებული ოდენობით თანხის გადახდის გაზიარების შესაძლებლობას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ მოვალის მიერ გადახდილი იქნა მხოლოდ 6100 აშშ დოლარი, საიდანაც სრულად დაიფარა საპროცენტო სარგებელი-5078,4 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 1021,6 აშშ დოლარი ჩაითვალა სესხის ძირი თანხის 23000 აშშ დოლარის ანგარიშში-დასაბუთებულია. ამ მსჯელობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილი იქნა, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში აღასასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირი თანხის ნაწილში უნდა განსაზღვრულიყო 21978,4 აშშ დოლარით სწორია, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას. 4.7. პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებიდან გამომდინარე, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, მოვალემ გადაიხადოს პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, თუმცა ამავე კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს. 4.8. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ 2014 წლის 15 აპრილის სესხის გასტუმრების ვადას წარმოადგენდა 2014 წლის 15 ოქტომბერი. მიუხედავად იმისა, რომ სესხი უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, ამასთან, ვადის დასრულების დროისათვის ვალი გასტუმრებული არ ყოფილა, კრედიტორმა თავისი უფლების რეალიზება და სააღსრულებო ფურცლის მეშვეობით იძულებით აღსრულება განახორციელა 18 თვის შემდეგ, რითაც ფაქტობრივად ხელი შეუწყო პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდას. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 115-ე და 420-ე მუხლებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,1% სწორად შეამცირა 0,03%-მდე, რის გამოც არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები. 4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლ--–-დ დატოვებისა და სააპელაციო მოთხოვნებზე უარის თქმის საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ მ----- ხ-------–---–-ს და ი----- კ--------- სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლ--–-დ უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები, არ არსებობს, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ----- ხ-------–---–-ს და ი----- კ--------- სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტთა მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე: მოსამართლეები: ირმა პერანიძე ინდირა მაშანეიშვილი ლაურა მიქავა