განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.11.2019
საქმის ნომერი
030210118002314555
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
13.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030210118002314555

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-655-2019 13 ნოემბერი 2019 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: სხდომის მდივანი: ირმა პერანიძე ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - შპს ,,ჯ----“ ნ----- გ---–--–---–- შპს ,,ლ---“ მ---- პ-------–---–-

დავის საგანი - საზიარო საგნის შენახვისა და მოვალისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, შპს ,,ლ---ს" თანასაკუთრებაში გააჩნია ქ. ფ----–-----------–-----–------52-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0-----------) კერძოდ, 848 კვ.მ, ფართის მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული სამსართულიანი შენობა-ნაგებობის ნაწილი. შენობა-ნაგებობის მთლიანი ფართი შეადგენს 847,7 კვ.მ-ს, საიდანაც მე-3 სართული, საერთო ფართით - 386, 12 კვ.მ. ეკუთვნის შპს "ლ---ს"; პირველი და მეორე სართული, საერთო ფართით 461,5 კვ.მ. - სს "პ------------- ბ----", ხოლო პირველი და მეორე სართული, საერთო ფართით 600,18 კვ.მ. - შპს "ჯ----". მოსარჩელე, მის კუთვნილ ნაწილს იყენებს კომერციული დანიშნულებით, კერძოდ, მასში ფუნქციონირებს სახლის ტიპის სასტუმრო "შ-----". 2017 წლის მეორე ნახევარში, თანასაკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობას დაუზიანდა სახურავი, რის გამოც მესამე სართულზე ჩამოვიდა წყალი და დააზიანა შენობის ჭერი, იატაკი და კედლები. შპს "ლ---" იძულებული გახდა შეეწყვიტა კლიენტების მომსახურება, რითაც მიადგა ზიანი. 2017 წლის ოქტომბრის თვეში, შპს "ლ---ს" დირექტორმა ლ. პ------------- წერილით მიმართა სს "პ------------- ბ----" და შპს "ჯ----" და სახურავის შეკეთებაში მონაწილეობის მიღება მოითხოვა. 2017 წლის 20 დეკემბერს, შპს "ლ---მ" ქ. ფ----–-----------–-----–------52-ში მდებარე შენობის სახურავის ლინიკრონის მოწყობასთან დაკავშირებით, მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა მ------- კ----------------, რომლის მიხედვითაც, სახურავის (ლინიკრონი) მოწყობის სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 13871 ლარი. 2017 წლის 20 დეკემბერს, შპს "ლ---სა" და სს "პ------------- ბ----" შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც სს "პ------------- ბ-----" იკისრა ვალდებულება, რომ გადაიხდიდა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების მესამედ ნაწილს 4624 ლარის ოდენობით, რაც შეეხება შპს "ჯ----", მან უარი განაცხადა თანხის გადახდაზე. სს "პ------------- ბ-----" შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და შპს "ლ---ს" ანგარიშზე ჩარიცხა 4624 ლარი, რაც შეეხება შპს "ჯ----" მიერ გასაწევ ხარჯ-ბს-4623,66 ლარს, იგი გადაიხადა შპს "ლ---მ". მოსარჩელემ მოითხოვა, შპს "ლ---"-ს, შპს "ჯ----" სასარგებლოდ დაეკისროს, მის ნაცვლად, მ------- კ----------------- გადახდილი 4623,66 ლარის ანაზღაურება. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელზე წარადგინა მარტივი წერილობითი შესაგებელი, სადაც დააფიქსირა: „არ ვეთანხმები“, „არ ვარ ინფორმირებული“, ,,ჩემთვის უცნობია აღნიშნული კალკულაციის შესახებ“, ,,აღნიშნულ მსჯ-ლობას არ ვეთანხმები, ვინაიდან მხარეთა შორის არ მომხდარა ამ საკითხზე კომუნიკაცია“ (ტ.1.ს.ფ.85).

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. შპს „ლ---ს“ სასარჩელო მოთხოვნა შპს „ჯ----“ მიმართ, 4623,66 ლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს; 2. შპს „ჯ----“, შპს „ლ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს, საფოსტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 10,80 ლარის, ტრანსპორტირების ხარჯის 150 ლარის, იურიდიული მომსახურების საფასურის - 184,95 ლარისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის - 138,70 ლარის გადახდა. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა არსებითი მნიშვნელობის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ქ. ფ----–----------------–-----–------52-ში მდებარე, არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 848 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა ნაგებობის თანამესაკუთრეები არიან შპს „ლ---“ (მე-3 სართული), შპს „ჯ----“ (მე-2 სართული), სს „პ------------- ბ----“ (1-ლი სართული). 2.2. მე-3 სართულის ნაწილში ფუნქციონირებდა შპს „ლ---“-ს სახლის ტიპის სასტუმრო „შ-----“, რომლის სახურავი დაზიანდა, ჩამოვიდა წყალი, რის გამოც სტუმრები ვერ მიიიღეს, რამაც შეამცირა მოსარჩელის შემოსავალი. აღნიშნულის თაობაზე, შპს „ლ---ს“ დირექტორმა ლ---- პ------------- 2017 წლის 03 ოქტომბრის წერილით აცნობა შპს ,,ჯ----“ ხელმძღვანელს და მოსთხოვა, მონაწილეობა მიეღო სახურავის კაპიტალურ შეკეთებაში, მათ ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის პროპორციულად. 2.3. 2017 წლის 20 დეკემბერს, შპს ,,ლ---ს“ (დამკვეთი) და მ------- კ------------ (შემსრულებელი) შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურება მოიცავდა ქ.ფ----–----------------–-----–----. N---ში მდებარე ლინიკრონის მოწყობის სამუშაოებს: ამორტირიზებული ლინიკრონის დემონტაჟი - 510 მ2, ამორტირიზებული ხის ნარჩენების დემონტაჟი და ბეტონის მჭიმის მოწყობა, არსებულ სახურავზე პრაიმერის მოწყობა 510 მ2, ლინიკრონის 2 ფენის მონტაჟი 510 მ2, დაზიანებული თუნუქის შეცვლა ახლით. მომსახურების გაწევას შემსრულებელი უზრუნველყოფდა მის მიერ მოწვეული სპეციალისტების მეშვეობით, მის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის საფუძველზე. მომსახურების საფასური განისაზღვრა 5000 ლარით. 2.4. სარემონტო სამუშაოების შესრულებისათვის შპს ,,ლ---მ“ (მყიდველი), შპს ,,ჯ--------“-სგან (გამყიდველი) იყიდა სამი დასახელების საქონელი (38 ცალი ჰიდროს მას.; 57 ცალი ჰიდროს მასალა; 8 ცალი ბიტუმის პრაიმერი), რომელშიც გადაიხადა 5614 ლარი (მათ შორის დღგ: 856,38 ლარი) 2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------- კ------------ დაადასტურა, მის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის 5000 ლარის მიღების ფაქტი. 2.6. N------ საგადასახადო დავალების მიხედვით, სს ,,პ------------- ბ-----“ შპს ,,ლ---ს“ გადაურიცხა სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის 4624 ლარი. შპს „ჯ----“ მიერ გასაწევი ხარჯ-ბი- 4623,66 ლარი გადახდილი იქნა შპს „ლ---ს“ მიერ. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა 953-ე, 956-ე (2), 960-ე მუხლებზე და განმარტა: სს „პ------------- ბ----“ და შპს „ჯ----”, როგორც უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს, კანონის შესაბამისად ეკისრებოდათ ვალდებულება მონაწილეობა მიეღოთ კაპიტალურ შეკეთებაში, მათ ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის პროპორციულად. 2017 წლის 20 დეკემბერს, შპს „ლ---სა“ და სს „პ------------- ბ----“ შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, სს „პ------------- ბ-----“ გადაიხადა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების მესამედი ნაწილი 4624 ლარი, რაც შეეხება შპს „ჯ----“ მიერ გასაწევ ხარჯ-ბს 4623,66 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა გადახდილი იქნა შპს „ლ---ს“ მიერ. ამდენად, შპს „ლ---ს“ სასარჩელო მოთხოვნა - შპს „ჯ----“ მიმართ 4623,66 ლარის დაკისრების ანაზღაურების თაობაზე, სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია და დააკმაყოფილა

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ წყალი სახურავიდან ჩამოდიოდა თითქმის ყველა ოთახში (მე-3 სართული), რამაც დააზიანა ჭერი, იატაკი, კედლები, რის გამოც მე-3 სართულის ნაწილში განთავსებული სახლის ტიპის სასტუმრო ,,შ-----“, სტუმრებს ვერ ღებულობდა, თუმცა ამ ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არ მიუთითებია. უნდა აღინიშნოს, რომ იმ საკითხის დასადგენად, წყალი კონკრეტულად სახურავიდან ჩამოდიოდა თუ არა, საჭიროა სპეციალური ცოდნის მქონე სპეციალისტის მიერ გაკეთებული დასკვნა, რაც საქმეში არ მოიპოვება; ასევე, საინტერესოა საიდან გააკეთა სასამართლომ დასკვნა, რომ თითქოს ყველა ოთახი იყო დაზიანებული. 3.2. სასამართლო გადაწყვეტილების ფაქტობრივი გარემოება ეხება მოსარჩელის და მ------- კ------------ შორის გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულებას, რომელმაც დამკვეთის მიერ მითითებული სამუშაოები ჩაატარა ფართში და აიღო შეთანხმებული ანაზღაურება. თუმცა, გაუგებარია რა კავშირი აქვს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ დაზიანებას მოპასუხესთან. მოპასუხის პოზიციით, სახლის სახურავი არ იყო დაზიანებული და არ საჭიროებდა შეკეთებას, მით უფრო მთლ----დ შეცვლას. 3.3. საქმეში მოიპოვება, მხოლოდ ორი მტკიცებულება: 1) აქტი ფაქტების კონტატაციის შესახებ, რომელშიც სახურავის დაზიანებაზე არაფერია ნათქვამი და 2) მოწმე მ------- კ------------ ჩვენება. თავად სასამართლო, გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების ნაწილში აღნიშნავს, რომ მოწმის სახით დაკითხულმა მ------- კ------------ დაადასტურა მის მიერ შესრულებული სამუშაოებისა და 5 000 ლარის მიღების ფაქტი. თუმცა, მოწმეს არ დაუდასტურებია აღნიშნული სამუშაოები, იყო თუ არა საჭირო, სახურავი იყო თუ არა დაზიანებული და ვერც დაადასტურებდა, რადგან ის არ არის სპეციალური ცოდნის მქონე პირი, ვისაც შეეძლო ამის შესახებ განმარტებები მიეცა სასამართლო სხდომაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლ----დ ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს "ლ---ს“ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.6 პუნქტში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს შემდეგს: 03.10.2017წ. წერილით, შპს ,,ლ---ს“ დირექტორმა აცნობა შპს ,,ჯ----“ ხელმძღვანელს, რომ ქ.ფ--------------------–-----–------ჩა №---ში არსებული შენობის სახურავი დაზიანებულია, ჩამოდის წყალი, შპს ,,ლ---“ სასტუმროში სტუმრებს ვერ იღებს, კარგავს მის მუდმივ კლიენტებს და, რომ სს „პ------------- ბ----ა“ და შპს „ჯ----“, როგორც დასახელებული უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს, კანონის შესაბამისად, ეკისრებათ ვალდებულება მონაწილეობა მიიღონ კაპიტალურ შეკეთებაში, მათ ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის პროპორციულად. იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ იქნეს დაწყებული სახურავის შეკეთება, შპს ,,ლ---ს“ დირექტორმა მოითხოვა, დაუყოვნებლივ ეცნობებინათ მისთვის კაპიტალური შეკეთების ხარჯ-ბთან დაკავშირებით მათი წინადადებები, ვინაიდან ამინდის შეცვლის შემთხვევაში, არსებობდა მე-3 სართულის დაზიანების რეალური საშიშროება (იხ. წერილი, ტომი 1, ს/ფ 23). 4.4. 02.11.2017წ. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგა ქ.ფ--------------------–-----–------ჩა №---ში, მესამე სართულზე განთავსებული სასტუმრო ,,შ-----ს“ ფაქტის კონსტატაციის შესახებ №-------- ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ ოთახების ჭერზე, კედლებზე და იატაკზე აღინიშნება სისველე და დაზიანებები (იხ. ოქმი, ტომი 1, ს/ფ 24-32). 4.5. საქმეში წარმოდგენილი, მ------- კ------------ მიერ ხელმოწერილი 01.12.2017წ. გაანგარიშების (ხარჯთაღრიცხვის) თანახმად, ქ.ფ----–----------------–-----–----უჩა №---ში მდებარე შენობის სახურავის მოწყობის სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 13 871 ლარი. მათ შორის: ამორტიზებული ლირიკრონის დემონტაჟის ღირებულება -200 ლარი არსებულ სახურავზე პრაიმერის მოწყობა - 700 ლარი; ლინიკრონის პირველი ფენის მონტაჟი - 2760 ლარი; დაზიანებული თუნუქის შეცვლა ახლით - 110 ლარი; ცემენტი - 100 ლარი; ფრაქცია - 60 ლარი; გაზი - 420 ლარი; ტრანპორტი - 500 ლარი; ხელფასი - 4000 ლარი; საშემოსავლოს 20% - 1000 ლარი; ჯამი - 12610 ლარი; გეგმიური დაგროვების 10% - 1261 ლარი; ჯამი 13 871 ლარი (იხ. გაანგარიშება, ტომი 1, ს/ფ 34). 4.6. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------- კ------------ აჩვეენა, რომ ქ.ფ----–----------------–-----–----უჩა №---ში მდებარე შენობის სახურავი იყო დაზიანებული, წყალი ჩამოდიოდა ყველგან, ოთახებში იყო სისველე და რომ სახურავის ნაწილის შეკეთება შეუძლებელი იყო. მან გააკეთა სახურავის შიდა სამუშაოებიც, რადგან ყველაფერი დამპალი იყო, ძველი ტოლი ახეული, რაც შეიცვალა. ასევე, გააკეთა იატაკის მოჭიმვის სამუშაოები (ე.წ. ,,სტიაჟკა“). ჭერში რაიმე მილი არ გადიოდა, საიდანაც შეიძლებოდა წყალი ჩამოსულიყო. მან სამუშაოების ჩასატარებლად ლ----ს პ------------- ჩამოუწერა მასალები, რომელმაც სრულად მიუტანა ისინი და სამუშაოს შესასრულებლად ხელფასიც სრულად აუნაზღაურდა. მასალები სახურავზე აჰქონდა ამწე-კრანით. ყველაფერი დაახლოებით 14 000 ლარამდე დაჯდა. (იხ. 22.03.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 16:08-15:53). სამართლებრივი დასაბუთება 4.7. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს საზიარო საგნიდან, რომლის ფარგლებშიც სადავოა საზიარო საგნის მოვლისათვის გაწეული აუცილებელი ხარჯ-ბის ანაზღაურება. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა შეფასდეს სამოქალაქო კოდექსის 173.3-ე და 960-ე მუხლების შესაბამისად, რომელთა მიხედვითაც, თითოეული მოწილე სხვა მოწილეთა მიმართ ვალდებულია თავისი წილის თანაზომიერად იკისროს საზიარო საგანთან დაკავშირებული ხარჯ-ბი. ასევე, საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯ-ბი თანამესაკუთრეებს ეკისრებათ თანაბრად, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4.8. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამოქალაქო-სამართლებრივი დავის მართებულად გადაწყვეტის მიზნით, მნიშვნელოვანია შეფასდეს სარჩელისა და შესაგებლის არსებითობა, რაც სასამართლოს მხრიდან არ მოითხოვს მტკიცებით სტადიაზე გადასვლას და გულისხმობს მითითებული პროცესუალური დოკუმენტების (სარჩელისა და შესაგებელის) შეფასებას მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე. მოცემულ საქმეში, სარჩელის არსებითობის შესაფასებლად საყურადღებოა მასში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1) ქ.ფ----–----------------–-----–----უჩა №---ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს სამ სართულიან ნაგებობას, რომლის თანამესაკუთრეები არიან შპს ,,ლ---“, სს "პ------------- ბ----" და შპს "ჯ----"; 2) საერთო საკუთრების სახურავი დაზიანდა და საჭიროებდა შეკეთებას, რომლის ხარჯ-ბმაც მენარდის მიერ გაკეთებული გაანგარიშებით შეადგინა 13871 ლარი; 3) სახურავის სარემონტო სამუშაოების ხარჯ-ბი სამივე თანამესაკუთრეს თანაბარწილად უნდა გაეღო. 4) სს ,,პ------------- ბ-----“ გადაიხადა 13 871 ლარიდან მისი წილი ხარჯი-4624 ლარი, ხოლო შპს ,,ჯ----“ წილი-4623,66 ლარი გაიღო მოსარჩელემ, რადგან მოპასუხემ (თანამესაკუთრე) უარი განაცხადა ხარჯ-ბის ანაზღაურებაზე. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელში მითითებული ზემოხსენებული გარემოებები რელევანტურია და ადასტურებს სარჩელის არსებითობას (სსკ-ის 173-ე (3), 953-ე, 956-ე (2), 960-ე მუხლები). 4.9. შესაგებლის არსებითობის შემოწმების მიზნით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოპასუხემ მარტივი წერილობითი შესაგებელი წარადგინა, სადაც მხოლოდ მიუთითა, რომ არ ეთანხმებოდა ხარჯ-ბის ანაზღაურების კალკულაციას, თუმცა არ მიუთითებია, რატომ არ ეთანხმებოდა და როგორ უნდა დაანგარიშებულიყო ხარჯ-ბი. აღნიშნული უარყოფა მოპასუხემ, მხოლოდ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით დააფუძნა ისეთ გარემოებებზე, რაზედაც შესაგებელში არ მიუთითებია, კერძოდ, რომ საქმეში წარმოდგენილი არ იყო სათანადო მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სახურავს სჭირდებდა მთლ----დ შეცვლა, ასევე არ დასტურდებოდა კონკრეტულად სახურავიდან წყლის ჩამოსვლა და ყველა ოთახის დაზიანების ფაქტი. 4.10. იმისათვის, რომ შეფასდეს არსებითია, თუ არა ზემოაღნიშნული შედავება, უნდა შეფასდეს მიუთითებს, თუ არა შესაგებელი სარჩელის გამომრიცხავ ან შემაფერხებელ გარემოებებზე. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაგებელი არ უთითებს სარჩელის არც გამომრიცხავ და არც შემაფერხებელ გარემოებებზე, რაც, შესაბამისი მატერიალური ნორმის საფუძველზე, შესაძლებელს გახდიდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. მოპასუხის მარტივი შედავება „არ ვეთანხმები“, „არ ვარ ინფორმირებული“, ,,ჩემთვის უცნობია აღნიშნული კალკულაციის შესახებ“, ,,აღნიშნულ მსჯ-ლობას არ ვეთანხმები, ვინაიდან მხარეთა შორის არ მომხდარა ამ საკითხზე კომუნიკაცია“ - არ არის საკმარისი სარჩელის უარყოფისთვის. 4.11. პალატა განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესია, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს თავისი უფლება, მას არ მოეთხოვება მოპასუხის უფლების დადასტურება. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ შედავებას, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად (სსკ-ის მე-4 მუხ.), სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სსკ-ის 102-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, რომც ჩაითვალოს, რომ მოპასუხემ, შესაგებლის წარდგენის შემდეგ, შესაბამის საპროცესო ეტაპზე განახორციელა შედავება სარჩელში მითითებული ფაქტების უარსაყოფად, ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა გაწეული ხარჯ-ბის გაანგარიშება, სასაქონლო ზედნადებები, თანხის გადახდის ქვითრები, ფაქტების კონსტატაციის ოქმი, 03.10.2017წ. წერილი და მოწმის ჩვენება, მოპასუხის მხრიდან, მხოლოდ უარყოფა არ არის საკმარისი. 4.12. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ შეძლო საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზება, მოპასუხემ კი, არაკვალიფიციური შესაგებლის წარდგენისა და არაკვალიფიციური შედავების განხორციელების გამო, ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ საზიარო საგანთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯ-ბის გაწევის ფაქტისა და მისი ოდენობის გაქარწყლება. შესაბამისად, შპს "ლ---ს“ სარჩელი საზიარო საგნის შენახვისა და მოვალისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია და სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. 4.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს ,,ლ---ს“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ შპს ,,ჯ----“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯ-ბი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯ-ბის გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯ-ტში სასამართლო ხარჯ-ბის გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯ-ბის განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის შპს ,,ჯ----“ მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ,,ჯ----“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე