განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100119003265976-1ბ/1817-19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
25 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
სახელმწიფო ბრალმდებელი: ზ---------------–ია
მსჯავრდებული: ბა----------------------–-----------–---------------–----------–--
ადვოკატი: ზ----------------
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზა-------------–--- სააპელაციო საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ნოემბრის განაჩენის გაუქმების თაობაზე;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა ბრალდებულ ბა----------------ა და პროკურორ ზა-------------–--- შორის 2019 წლის 01 ნოემბერს დადებული დადებული საპროცესო შეთანხმება.
ბაქა------------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ბა---------------- ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლით ჩამოერთვა საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ბა---------------- მსჯავრი დაედო მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვაში რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 02 ოქტომბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, თბილისი, მეტროსადგურ ,,სარაჯიშვილის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ----------------- უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას წონით 8.71 გრამს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ--------------–---- რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და საქმის პროკურორისათვის დაბრუნება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიერ გამოძიებისათვის საწყისი ეტაპიდანვე არასწორი ინფორმაცია იქნა მიცემული მისი პირადი და დემოგრაფიული მონაცემების შესახებ, კერძოდ მან აღნიშნა, რომ დაკარგული ჰქონდა პირადობის მოწმობა და თავი გაასაღა მისივე ნაცნობ, 1988 წლის 07 მარტს დაბადებულ ბაქა-------------დ, ანალოგიურად მოიქცა იგი საპროცესო შეთანხმების დადების პროცესში. შესაბამისად მსჯავრდებულმა ელ----------–---მ დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, კერძოდ: გამოძიებასა და სასამართლოს დაუმალა მისი რეალური ვინაობა, რითაც შეცდომაში შეიყვანა მართლმსაჯულება. მან ფაქტობრივად არ აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ დანაშაული ჩაიდინა სხვა პირმა ბაქა-------------მ. მან თავი აარიდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასა და სასჯელს. აღნიშნული ქმედება ბრალდების მხარის მიერ აღქმული იქნა, როგორ საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევად, რაც გამოტანილი განაჩენის გაუქმებისა და საქმის პროკურორისათვის დაბრუნების საფუძველია.
სააპელაციო პალატის სხდომაზე გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ--------------–--- მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს, მოითხოვა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ბ------------------------------------ მიმართ და საქმე დაუბუნდეს პროკურორს.
მსჯავრდებულმა ელ----------–---მ განმარტა, რომ იგი არ არის ბაქა-------------, არის ე-–----------–ია დაბადებული 19---–-–---------------------------------- თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროცესო შეთანხმების დროს თავად იმყოფებოდა სასამართლოში გამოძიებასა და სასამართლოს შეგნებულად დაუმალა მისი რეალური ვინაობა და თავი გაასაღა ბაქა-------------დ, რითაც შეცდომაში შეიყვანა მართლმსაჯულება, შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომელშიც მისი რეალური მონაცემების ნაცვლად, მიუთითა სხვა პირის მონაცემები.
მსჯავრდებულ ელ----------–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ---------------- დაეთანხმა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმე დაწყებიდან დასრულებამდე რეალურად წარიმართა ე-–----------–იას მიმართ, თუმცა როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მან გამოძიებას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია და თავი გაასაღა სხვა პირად, კერძოდ ბაქა-------------დ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას სასამართლო საქმეს უბრუნებს პროკურორს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 01 ნოემბრის საპროცესო შეთანხმების დადების ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ მსჯავრდებული ბაქა------------- (რეალურად ე-–----------–ია) და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ---------------- დასტურდება, რომ მსჯავრდებულთან დაიდო საპროცესო შეთანხმება კერძოდ, ბრალდებულს განემარტა რომ პროკურორი იშუამდგომლებდა სასამართლოს წინაშე საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შემდეგი პირობებით: ბრალდებული ბაქა------------- ცნობილი იქნებოდა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრებოდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, მასვე ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლით ჩამოერთმეოდა საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთმეოდა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. ამავე ოქმის მიხედვით, ბა---------------- (რეალურად ე-–----------–იას) განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილი იყო მიემართა სასამართლოსთვის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
თბილისის საქალასო სასამართლოს 2019 წლის 05 ნოემბრის განაჩენით გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზა-------------–--- შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ ბა---------------- შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, საპროცესო შეთანხმების დადების ოქმში მითითებული პირობებით; თუმცა განაჩენის დადგომის შემდგომ 2019 წლის 08 ნოემბერს გამოვლინდა (იხ.მტკიცებულებები), რომ პირი, რომელმაც აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა და ამ ქმედებისათვის 2019 წლის 05 ნოემბერს დამნაშავედ იქნა ცნობილი არის არა ბ-----------–------------------- დაბადებული 1988 წლის 07 მარტს, პირადი ნომერი N01024052074, არამედ ელისო გოჩას-ძე ბასილია დაბადებული 19---–-–---------------------------------- მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულმა ე-–----------–იამ დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა და გამოძიებასა და სასამართლოს შეგნებულად დაუმალა მისი რეალური ვინაობა,რითაც შეცდომაში შეიყვანა მართლმსაჯულება. მან ფაქტობრივად არ აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ დანაშაული მის ნაცვლად ჩაიდინა სხვა პირმა ბაქა-------------მ, რითაც მან თავი აარიდა სისხლისსამართლებრივ პასუსისმგებლობასა და სასჯელს.შესაბამისად სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის გადახდისა და 2007 წლის 03 ივნისის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’ საქართველოს კანონით გათვალისიწებული უფლებების შეზღუდვის ვალდებულება მას არ წარმოშობია და მის ნაცვლად უდანაშაულო ადამიანს ბა---------------- დაეკისრა სასჯელი და შეზღუდვები. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევას, რაც გამოტანილი განაჩენის გაუქმების საფუძველია. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ე-–----------–იამ დაარღვია 2019 წლის 01 ნოემბერს გაფორმებული საპროცესო შეთანხმების პირობა, არ შეასრულა საპროცესო შეთანხმების ოქმით ნაკისრი ვალდებულება, რაც საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების და საქმის პროკურორისთვის დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ბა----------–-------------------ს (რეალურად ე-–----------–იას) მიმართ უნდა გაუქმდეს და სისხლის სამართლის საქმე დაუბრუნდეს პროკურორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 292-298-ე მუხლებით, 214-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზა-------------–--- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს2019 წლის 05 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ბა----------–-------------------ს, პ/-------------- (რეალურად მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
3. სისხლის სამართლის საქმე დაუბრუნდეს პროკურორს.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი