განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 330100119003209988
საქმე №1ბ/1843-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ ე-----–- პ--------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- მ--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N------------) – ე-----–- გ-------ს ძე პ--------------ს - (დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–---------------–---------------------------------------–- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------–-------------------------------------------------–-) მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:
ე-----–- პ-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 2019 წლის 23 აგვისტოდან 2019 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ე-----–- პ-------------- ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვა:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება- 5 (ხუთი) წლის ვადით; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 5 (ხუთი) წლის ვადით; ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე-----–- პ--------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------- მახარაძემ, აპელანტი ითხოვს ე-----–- პ--------------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რადგან მას არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ე-----–- პ-------------- არ იყო უზრუნველყოფილი პირველ ინსტანციაში ადვოკატის მომსახურებით, შესაბამისად მისთვს დიდი ალბათობით მტკიცებულებათა უდაოდ ცნობის სამართლებრივი შედეგები იყო გაუგებარი.
სასამართლომ დაადგინა:
ე-----–- პ--------------ა ქ.თბილისში, ალ-------------------------------------------------–ი უკანონოდ დათესა და მოიყვანა 1 (ერთი) ძირი ნარკოტიკული საშუალება - მცენარე კანაფი, წონით 67,12 გრამი, რაც აღმოჩენილ იქნა 2019 წლის 23 აგვისტოს, 10:05 საათიდან 11:00 საათამდე დროის შუალედში საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ე-----–- პ--------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- მ--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი ე-----–- პ--------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ე-----–- პ--------------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. პალატა, აანალიზებს რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მოწმეთა ირაკლი ბერიძის, ილია სულაშვილის, გიორგი პ--------------ს ჩვენებებს ; საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმს, ჩხრეკის შედეგად ამოღებული მცენარეს, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება -მცენარე კანაფს, წონით 67,12 გრამი და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ე-----–- პ--------------ს მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების, კერძოდ, კი მის მიერ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით დასტურდება ის გარემოება, რომ ქ.თბილისში, ალ-------------------------------------------------–ი უკანონოდ დათესა და მოიყვანა 1 (ერთი) ძირი ნარკოტიკული საშუალება - მცენარე კანაფი, წონით 67,12 გრამი, რაც აღმოჩენილ იქნა 2019 წლის 23 აგვისტოს, 10:05 საათიდან 11:00 საათამდე დროის შუალედში საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანას. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 24 აგვისტოს N--------3649/ქრ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დგინდება, რომ ე-----–- პ--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული სპეციფიკური სუნის მწვანე ფერის ნედლი მცენარის ერთი (1) ძირი მიწიანი ფესვით, მთავარი ღეროთი და დაფოთლილი ტოტებით, წონით ფესვის გარეშე - 67,12 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას - მცენარე კანაფს.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე ,,კანაფი” შეტანილია ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია I №82 რეგისტრაციით,”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე ,,კანაფი” მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალების შემცველ მცენარეთა რიცხვს და მისი დათესვა და მოყვანა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
დადგენილია, რომ ე-----–- პ-------------- არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე ,,კანაფის” დათესვა და მოყვანის თაობაზე.
სააპელაცო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის არგუმენტებს, ვინაიდან ე-----–- პ--------------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დასტურდება არამარტო თავად მსჯავრდებულის აღიარებით, არამედ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც სასამართლომ მიიღო გამოკვლევის გარეშე სწორედ მხარეთა შეთანხმებით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ე-----–- პ--------------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ე-----–- პ--------------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ე-----–- პ--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი. სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულია ე-----–- პ--------------ს აღიარება და მონანიება, მტკიცებულებათა უდაოდ ცნობა, რითაც ხელი შეეწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე ნასამართლობის არ ქონა, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იქნა მიღებული ე-----–- პ--------------ს 2019 წლის 23 აგვისტოდან 2019 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით დაკავებაში ყოფნის პერიოდი, შესაბამისად პალატას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერგანსაზღვრული სასჯელი მიაჩნია კანონიერად და სამართლიანად.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ე-----–- პ--------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- მ--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი ე-----–- პ--------------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ე-----–- პ--------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- მ--------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი ე-----–- პ--------------ს მიმართ, დარჩეს უცვლელი:
ე-----–- პ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 2019 წლის 23 აგვისტოდან 2019 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ე-----–- პ-------------- ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 5 (ხუთი) წლის ვადით; ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ე.პ--------------ს სახლიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება (ერთი ძირი მცენარე, რაც ინახება ვ---------------–----------------–-------------------–---ში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი