განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.09.2019
საქმის ნომერი
330310018002555852
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1603-19

N330310018002555852

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ი--------–--ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ---------------–-ა

წარმომადგენელი - ნ--------–--–--ი

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ---------------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა, მოსარჩელეს ჩაუთვალოს სამხედრო ნამსახურობის სტაჟში საქართველოს შეიარაღებული ძალების 2---------------------------–----ის შემადგენლობაში სამხედრო სამსახურის მედდის პოზიციაზე ნამსახურები პერიოდი - 1----–-–--------------------–-–------------------დე.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 5 ივნისის №MOD 7------------ წერილით, ლ---------------–-ას, მის მიერ 2018 წლის 1 მაისს წარდგენილი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის საარქივო მასალებში ინახება მ-----------------------------------------------------–-–---------–--------- ბრძანების ქსეროასლი ლ---------------–-ას შესახებ (აღნიშნული ბრძანების დედანი არ იძებნება). მხარეს ამავე წერილით ეცნობა, რომ გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის საარქივო მასალებში სხვა ინფორმაცია ლ---------------–-ას 1992-1993 წლებში სამხედრო სამსახურის გავლის ან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ არ იძებნება.

 

1.2.2. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 2--------------------–---------------------------- ბრძანების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები დაინიშნენ და გათავისუფლდნენ, მათ შორის, სამოქალაქო - ჩ-----–----–-------ა, მე-2 საარმიო კორპუსის 2---------------------------–----ის მედდა, 1993 წლის 1 მარტიდან.

 

მეორე საარმიო კორპუსის №--------------------------–-–---------–--------- ბრძანების თანახმად, რიგითი - ლ---------------–-ა, ს/ნ 0-----ის მედდა გათავისუფლდა და დაინიშნა სანიტარული ინსტრუქტორ მორიგედ, 1993 წლის 1 მაისიდან.

 

საქმეში წარმოდგენილი ლ---------------–-ას სახელზე გაცემული შრომის წიგნაკით დგინდება, რომ მას, 30.09.1993 წლის №- ბრძანების საფუძველზე შრომითი საქმიანობა დროებით შეუწყდა აფხაზეთის ა.რ. საომარ მოქმედებების გამო.

 

1.2.3. საქმეში წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევის თანახმად, 2---------------------------–----ის ყოფილმა მეთაურმა - კ-----------------–----ემ, ყოფილმა საინჟინრო სამსახურის უფროსმა - გ-----------–----ემ და ყოფილმა ასეულის მეთაურმა - რ-----------–------ემ დაადასტურეს, რომ ლ---------------–-ა ნამდვილად ირიცხებოდა 2---------------------------–----ში 1993 წლის 1 მარტიდან 1993 წლის 29 სექტემბრამდე სამედიცინო სამსახურის მედდად. საბრძოლო მოკვლევაში მითითებულია, რომ იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ, ცხენიწყლის და ტამიშის მიმართულებით, მასზე დაკისრებულ მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად და წარმატებულად.

 

1.2.4. 2018 წლის 27 ივნისს ლ---------------–-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს და მოითხოვა ნამსახურების წლების დაანგარიშება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. განცმხადებელმა მიუთითა, რომ იგი 2007-2018 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

 

1.2.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 28 ივნისის №M---------------- წერილით ლ---------------–-ას ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი განცხადების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ბაზის თანახმად, იგი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი არის ზღვრული ასაკის მიღწევისას და 2007-2018 წლებში მისი ნამსახურობა შეადგენს 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს. წარდგენილ საბრძოლო მოკვლევასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრში დაცულ 2-------------------------------–--ში არ იძებნებოდა ბრძანებები, მის მიერ 1993 წელს სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინათ განმცხადებლის თხოვნა, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენის შესახებ.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-8 მუხლის თანახმად დადგენილია, „????????, ??????? ??????? ????????????, ??????????? ?????????? ???????????? ????????????, ??????????? ????????? ????????????, ?????????? ?????? ?????????? ????????????, ??????????? ????????????????? ?? ????????? ??????????? ?????????? ????????????, ??????????? ??????????????? ?? ?????????? ???????????? ????????????, ??????????? ???????-????????? ?????? ???????????????? ???????? ?????????? ???????????? ?????????? ??????????????? ? ????????? ??????????? ??????? ???????????? ????????? ?????, ??????????? ???????? ??????????? ??????????? ?????????? ?????? ???????????????? ??????????????? ????? ???????????? ???????????? .

 

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).

 

ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

 

ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი - სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმებით მოწესრიგებულია სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე და წელთა ნამსახურობის დაანგარიშების საფუძვლები. კერძოდ, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მომსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდების მქონე პირები, ამასთან, მათი წელთა ნამსახურობა დაითვლება ბრძანებით კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 28 ივნისის №M---------------- წერილით მოსარჩელეს, მის მიერ წარდგენილ საბრძოლო მოკვლევასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრში დაცულ 2-------------------------------–--ში არ იძებნებოდა ბრძანებები მის მიერ 1993 წელს სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 2--------------------–---------------------------- ბრძანება, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები დაინიშნენ და გათავისუფლდნენ, მათ შორის, სამოქალაქო - ჩ-----–----–-------ა, მე-2 საარმიო კორპუსის 2---------------------------–----ის მედდა 1993 წლის 1 მარტიდან. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დოკუმენტით არ დგინდება თუ როდის იქნა დანიშნული და გათავისუფლებული მოსარჩელე 2---------------------------–----ის მედდად როგორც სამხედრო მოსამსახურე, მაგრამ საქმეში წარმოდგენილია ასევე მეორე საარმიო კორპუსის №--------------------------–-–---------–--------- ბრძანება, რომლის თანახმად, რიგითი - ლ---------------–-ა ს/ნ 0-----ის მედდა გათავისუფლდა და დაინიშნა სანიტარული ინსტრუქტორ მორიგედ 1993 წლის 1 მაისიდან. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ლ---------------–-ას სახელზე გაცემული შრომის წიგნაკით დგინდება, რომ მას, 30.09.1993 წლის №- ბრძანების საფუძველზე შრომითი საქმიანობა დროებით შეუწყდა აფხაზეთის ა.რ. საომარი მოქმედებების გამო.

 

ზემოაღნიშნულ დოკუმენტთა ერთიანი შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარე 1993 წლის 1 მაისიდან 1993 წლის 30 სექტემბრამდე მსახურობდა, როგორც სამხედრო მოსამსახურე.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო, ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს მოსარჩელეს ჩაუთვალოს სამხედრო ნამსახურობის სტაჟში საქართველოს შეიარაღებული ძალების 2---------------------------–----ის შემადგენლობაში, სამხედრო სამსახურის მედდის პოზიციაზე ნამსახურები პერიოდი - 1----–-–--------------------–-–------------------დე.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტლების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წამოადგენს ის გარემოება, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არ არის ის სამართლებრივი ნორმები, რომელზე დაყრდნობითაც მიღებულ იქნა ამგვარი გადაწყვეტილება. აპელანტი მიუთითებს ”სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე და მიიჩნევს, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული საქალაქო სასამართლოს დასაბუთება, მ---------------------------------------------------------–-–---------–--------- ბრძანებასთან მიმართებაში, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის საარქივო მასალებში დაცულია როგორც "ასლი". ამასთან, მასში სახელად მითითებულია არა "ლ-------ა", არამედ "ლ-------ა". რაც შეეხება 24-ე მექანიზირებული ბრიგადის მეთაურის 02.04.1998წ. (წელი გადასწორებულია და არ ირკვევა) N-- ბრძანებას, აღნიშნული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის საარქივო მასალებში არ ინახება. სხვა ინფორმაცია ლ. ჩ-----–-ას მიერ 1993 სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ არ იძებნება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მითითებული მ------------------------------------ის მეთაურის 1993 წლის 10 ივლისის N------------------------------–----------------------ის 02.04.1998 წლის (წელი გადასწორებულია და არ ირკვევა რომელი წელია) N-- ბრძანებები არ წარმოადგენდნენ სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძველს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-8 მუხლი შეეხება ????????, ??????? ??????? ????????????, ??????????? ?????????? ???????????? ????????????, ??????????? ????????? ????????????, ?????????? ?????? ?????????? ????????????, ??????????? ????????????????? ?? ????????? ??????????? ?????????? ????????????, ??????????? ??????????????? ?? ?????????? ???????????? ????????????, ??????????? ???????-????????? ?????? ???????????????? ???????? ?????????? ???????????? ?????????? ??????????????? ? ????????? ??????????? ??????? ???????????? ????????? ?????, ??????????? ???????? ??????????? ??????????? ?????????? ?????? ???????????????? ??????????????? ????? ???????????? ???????????? ს.

 

პალატა ასევე მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

 

მითითებული კანონის 16.1 მუხლის თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი - სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. 16.4 მუხლის თანახმად კი, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

 

დადგენილია, რომ 27.06.2018წ. ლ---------------–-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს და მოითხოვა ნამსახურების წლების დაანგარიშება, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. განცმხადებელმა მიუთითა, რომ იგი 2007-2018 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 28.06.2018წ. №M---------------- წერილით ლ---------------–-ას ეცნობა, რომ იგი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილია ზღვრული ასაკის მიღწევის გამო და 2007-2018 წლებში მისი ნამსახურობა შეადგენს 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს. ამასთან, სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრში დაცულ 2-------------------------------–--ში არ იძებნება ბრძანებები, მის მიერ 1993 წელს სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ ლ---------------–-ა, 1993 წლის 1 მაისიდან 1993 წლის 30 სექტემბრამდე მსახურობდა, როგორც სამხედრო მოსამსახურე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში არსებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 28.06.2018წ. №M---------------- წერილის მიხედვით, წარდგენილ საბრძოლო მოკვლევასთან დაკავშირებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრში დაცულ 2-------------------------------–--ში არ იძებნებოდა ბრძანებები მის მიერ 1993 წელს სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, თუმცა საქმეზე ასევე წარმოდგენილია საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 2--------------------–---------------------------- ბრძანება, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები დაინიშნენ და გათავისუფლდნენ, მათ შორის, ჩ-----–----–-------ა, მე-2 საარმიო კორპუსის 2---------------------------–----ის მედდა 1993 წლის 1 მარტიდან. პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული დოკუმენტით არ დგინდება, თუ როდის დაინიშნა და გათავისუფლდა მოსარჩელე 2---------------------------–----ის მედდად, როგორც სამხედრო მოსამსახურე, თუმცა საქმეში წარმოდგენილია ასევე მეორე საარმიო კორპუსის №2--------------ის 1993 წლის 10 ივლისის №1-- ბრძანება, რომლის თანახმად, რიგითი ლ---------------–-ა - ს/ნ 0-----ის მედდა გათავისუფლდა და დაინიშნა სანიტარული ინსტრუქტორ მორიგედ 1993 წლის 1 მაისიდან. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ლ---------------–-ას სახელზე გაცემული შრომის წიგნაკით დგინდება, რომ მას 30.09.1993წ. №- ბრძანების საფუძველზე შრომითი საქმიანობა დროებით შეუწყდა აფხაზეთის ა/რ საომარი მოქმედებების გამო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს, მოსარჩელეს ჩაუთვალოს სამხედრო ნამსახურობის სტაჟში საქართველოს შეიარაღებული ძალების 2---------------------------–----ის შემადგენლობაში, სამხედრო სამსახურის მედდის პოზიციაზე ნამსახურები პერიოდი - 1----–-–--------------------–-–------------------დე.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი