განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002341015
საქმე № 1ბ/1318-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
28 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი: სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- მ---------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ე-–--- ე------- ძე მ--------- - დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–-----------–--------------------------------–-
ადვოკატები - ც------ მ--–--------ი, ი-–-- გ--------ე და ა-----– დ---–-–---–ი
თარჯიმანი - ა---------–---------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტები (ცხრა ეპიზოდი) და სსკ-ის 273-ე მუხლი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით, ე-–--- მ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ცხრა ეპიზოდი) და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 9 დეკემბრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) – 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე-–--- მ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ე-–--- მ--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 იანვრიდან.
ე-–--- მ--------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, ჩამოერთვა:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე-–--- მ--------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ჩადენილი იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (ცხრა ეპიზოდი); მან ასევე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 სექტემბრის განაჩენით, ე-–--- მ--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. მიუხედავად ამისა:
1. ე-–--- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0512 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2017 წლის 11 ნოემბერს 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა კ------- ჭ---–---–ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, ვა----------------–---------------------- ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
2. ე-–--- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0680 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2017 წლის 16 ნოემბერს თბილისში, სოფელ ფ-------–-–ი არსებული სოფელ გ------ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა კ------- ჭ---–---–ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, რ------------------–--–-------ს მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, კ------- ჭ---–---–ისაგან იქნა ამოღებული.
3. ე-–--- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0527 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2017 წლის 25 ნოემბერს თბილისში, სოფელ ფ-------–-–ი არსებული სოფელ გ------ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა კ------- ჭ---–---–ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, რ------------------–--–-------- მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, კ------- ჭ---–---–ისგან იქნა ამოღებული.
4. ე-–--- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0211 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2017 წლის 27 ნოემბერს თბილისში, რუ----------------–--–-------ს მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა კ------- ჭ---–---–ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, რ------------------–--–------ ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, კ------- ჭ---–---–ისგან იქნა ამოღებული.
5. ე-–--- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0574 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2017 წლის 4 დეკემბერს თბილისში, სოფელ ფ-------–-–ი არსებული სოფელ გ------ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა კ------- ჭ---–---–ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, რ------------------–--–-------ს მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, კ------- ჭ---–---–ისგან იქნა ამოღებული.
6. ე-–--- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0617 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2017 წლის 9 დეკემბერს თბილისში, სოფელ ფ-------–-–ი არსებული სოფელ გ------ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა კ------- ჭ---–---–ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, რ------------------–--–--------ს მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე კ------- ჭ---–---–ისგან იქნა ამოღებული.
7. ე-–--- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0467 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2017 წლის 13 დეკემბერს თბილისში, რ------------------–--–--------ს მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა კ------- ჭ---–---–ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თ---–--–-----------------------–--–-------- მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, კ------- ჭ---–---–ისგან იქნა ამოღებული.
8. ე-–--- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0579 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 8 იანვარს თბილისში, სოფელ ფ-------–-–ი კო---------------------------------- ტერიტორიაზე, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარდ, 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა კ------- ჭ---–---–ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში რ------------------–--–------- ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, კ------- ჭ---–---–ისგან იქნა ამოღებული.
9. ე-–--- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0315 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 11 იანვარს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა კ------- ჭ---–---–ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, ვ---------------------–-----------რე ტერიტორიაზე მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, კ------- ჭ---–---–ისგან იქნა ამოღებული.
10. 2018 წლის 26 იანვარს, ე-–--- მ--------- გადაყვანილი იქნა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რა დროსაც მას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი.
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით, ე-–--- მ---------ს მიმართ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე-–--- მ---------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ც------ მ--–--------მა და ა-----– დ---–-–---–მა და ითხოვეს სასჯელის შემსუბუქება. დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარი დაუჭირა საჩივარს. ამავე დროს დაცვამ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაულის ჩადენა, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, აქვს მძიმე ოჯახური პირობები. ამ გარემოებებზე მითითებით, დაცვის მხარემ დააზუსტა მოთხოვნა და ითხოვა კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის დანიშვნა.
ბრალდების მხარე საჩივარს არ დაეთანხმა და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება სასჯელის შემსუბუქების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენი-–-- ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ე-–--- მ---------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და კვალიფიკაციას.
ამდენად მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში თავის დამნაშავედ ცნობის, ასევე საქმეზე შეკრებილი უდავო უმტკიცებულებების, კერძოდ მოწმეთა ჩვენებების; ჩხრეკისა და ამოღების ოქმების; ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის №----- დასკვნის, ქიმიური ექსპერტიზის №--------------რ: ქიმიური ექსპერტიზის №--------------რ; ქიმიური ექსპერტიზის №----------ქრ; ფონოსკოპიური ექსპერტიზის №----- დასკვნების; ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების, 2017 წლის 9 სექტემბრის განაჩენის და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე-–--- მ--------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ჩადენილი იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (ცხრა ეპიზოდი); მან ასევე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უშუალოდ ე-–--- მ---------ს მიმართ სასჯელის სახის და ზომის დანიშვნისას პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, უკანონოდ შეძენილი, შენახული და გასაღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობას და ოდენობას, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ ე-–--- მ--------- აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები, ჰყავს მეუღლე და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე შვილი. პალატა აღნიშნავს, რომ დანაშაულის აღიარება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა. როგორც წესი, აღიარებით დანაშაულის ჩამდენი პირი ადასტურებს, რომ ის აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი, საზოგადებისათვის ზიანის მომტანი ქმედების უარყოფით ხასიათს და ცდილობს მისი შედეგების თავიდან აცილებას. ამავდროულად, დანაშაულის აღიარება ხელს უწყობს სრულყოფილ, ობიექტურ სამართალწარმოებას და სახელმწიფო რესურსის დაზოგვას. შესაბამისად ეს გარემოება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და მათ შორის სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტისას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–--- მ---------ს მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა, სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილებში, უზრუნველყოფილი იქნება სასჯელის სახედ პატიმრობის გამოყენებით, ხოლო მის ზომად მინიმალურთან მიახლოებული ვადის განსაზღვრით. სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე-–--- მ---------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ც------ მ--–--------ის და ა-----– დ---–-–---–ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენში, ე-–--- მ---------ს მიმართ, სასჯელის ნაწილში შევიდეს ცვლილება.
ე-–--- მ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ცხრა ეპიზოდი) და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 9 დეკემბრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე-–--- მ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ე-–--- მ--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 იანვრიდან.
ე-–--- მ--------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- კ------- ჭ---–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება (ინახება შ---–--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ე-–--- მ---------საგან საკონტროლო შესყიდვების დროს კ------- ჭ---–---–ის მიერ შეძენილი და ამ უკანასკნელისაგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები (ინახება შ---–--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ამსახველი 8 (რვა) ცალი დისკი, ა/ღონისძიების სხდომის ოქმის ამსახველი 1 (ერთი) ცალი დისკი და 1 (ერთი) ცალი დისკი ბრალდებულის ფოტოსურათით (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
- ე-–--- მ---------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები (ინახება შ---–--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;
- ე-–--- მ---------საგან ამოღებული BMW-ს მარკის ა/მანქანა სახელმწიფო ნომრით F-------- (განთავსებულია შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ა/სადგომზე) და გასაღები (ინახება შ---–--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი