განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-728-2019 წელი
№080100119002936540
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
21 ნოემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა------- კ-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ა------- კ-------ე, დაბადებული 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების არ მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრი-რებული ბ--------–----------–---------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ბ--------–---------------–--------------ში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 3 ან 4 იანვრის ეპი-ზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 30 იანვრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) წარდ-გენილ ბრალდებებში.
იმავე განაჩენით მსჯავრდებულ იქნა ი--- კ-------ე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №09001024297, საშუალო განათლების მქონე, ნა-სამართლობის არ მქონე, მცხოვრები ბ--------–--------------–-----------------ში, დანაშა-ულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ა------- კ-------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალის-წინებული შედეგი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (სამი ეპიზოდი);
ა------- კ-------ისათვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 3 ან 4 იანვარს (ზუსტი დრო დაუდგენელია) ქ. ბ--------–--------------–--------------ში მდებარე სახლში, ა------- კ-------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე ლ--–- შ--–--------ეზე (რამდენჯერმე დაარტყა მუჭი თავისა და ტანის არეში) დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 30 იანვარს, ქ. ბ--------–--------------–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა------- კ-------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა მეუღ-ლეზე ლ--–- შ--–--------ეზე (ესროლა წყლით სავსე ბოთლი, რომელიც ლ--–- შ--–---------ეს მოხვდა ფეხში) დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 2 თებერვალს ქ. ბ--------–--------------–--------------ში მდებარე სახლში, ა------- კ-------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე ლ--–- შ--–--------ეზე (ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში) დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით ა------- კ-------ე ცნო-ბილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 3 ან 4 იანვრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 30 იანვრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გ------- გ----------ემ, რომელიც ითხოვს ა------- კ-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და მისთვის სასჯელის განსაზღვრას აღნიშნული მუხლის სანქციის ფარ-გლებში. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ არ მიიღო მხედ-ველობაში კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერ-თობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა------- კ-------ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს. კერძოდ:
დაზარალებულის მამამ, მოწმე გ-- შ--–--------ემ სასამართლოში განაცხადა, რომ შვილმა ლ--–- შ--–--------ემ უთხრა, რომ მისი მეუღლე მის მიმართ ძალადობდა ფიზიკურად.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც უდაოდაა ცნობილი, და-ზარალებულ ლ--–- შ--–--------ეს აქვს დაზიანება მარცხენა წვივის შიგნითა ზედაპირზე აღნიშნული დაზიანება ხანდაზმულობით შეესაბამება 2019 წლის 30 იანვარს სწორედ იმ დროს როდესაც მეუღლემ მას ესროლა წყლით სავსე ბოთლი.
დაზარალებულმა ექსპერტს შემოწმებისას განუცხადა, რომ 2019 წლის 30 იანვარს დაახ-ლოებით 20:00 საათზე სახლში მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება მეუღლესთან ა------- კ-------ესთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხ-ყოფა, კერძოდ, ბოთლი ესროლა მარცხენა წვივის არეში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ ფაქტობრივ გარემოებათა შე-ფასება-გაანალიზებით უტყურადაა დადგენილი ის გარემოება, რომ ლ--–- შ--–--------ის მიმართ მოცემულ დღეს განხორციელდა ძალადობა, რის შედეგადაც მიიღო სხვადსხვა დაზიანებები, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს გამართლებულმა ა------- კ-------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–---------- მ---------მა, რომლებიც შე-საგებლით ითხოვენ სააპელაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკ-მაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა ლ--–- შ--–--------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა სასამართლოს ჩვენება მეუღლის – ა------- კ-------ის წინააღმდეგ.
მოწმე გ-- შ--–--------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დაზარალებული ლ--–- შ--–--------ე არის მისი ქალიშვილი, ბრალდებული ა------- კ-------ე - სიძე, ი--- კ--------ე – სიძის დედა. ის (გ. შ--–--------ე) არ შესწრებია ოჯახურ კონფლიქტს და შვილის - ლ--–- შ--–--------ისაგან გაიგო როგორც მეუღლესთან, ასევე დედამთილთან კონ-ფლიქტის თაობაზე. მოწმე უთითებს ორ ფაქტთან დაკავშირებით, ბოლოს ლ--–-ს გადმო-ცემით დედამთილთან მოუვიდა შელაპარაკება, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპი-რებასაც, რის გამოც მას დაზიანება ჰქონდა ტუჩის მიდამოში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე, დაახლოებით თებერვლის თვეში, ლ--–- შ--–--------ე მივიდა მასთან სახლში ბავშვებით და მოუყვა მეუღლესთან ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. პირ-ველ შემთხვევაში ლ--–- შ--–--------ეს დაზიანება არ აღენიშნებოდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე თ------- კ-------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება არ მისცა ჩვენება ძმის – ა------- კ-------ის წინააღმდეგ.
საქმეში წარმოდგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, გამოძიება დაიწყო 2019 წლის 14 თებერვალს ლ--–- შ--–--------ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
საქმეში წარმოდგენილი დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად, 2019 წლის 14 თებერვალს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა მოქალაქე ლ--–- შ--–---------ე, რომელმაც განაცხადა, რომ 2019 წლის 13 თებერვალს მის მიმართ ოჯახური ძალადობა განახორციელა და ცემა მისმა დედამთილმა - ი--- კ-------ემ.
საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 14 თებერვლის შემაკავებელი ორდერებით დადგე-ნილია, რომ სავარაუდო მსხვერპლი არის ლ--–- შ--–--------ე, ხოლო სავარაუდო მოძა-ლადეები არიან ი--- კ-------ე და ა-------ი კ-------ე. შემაკავებელი ორდერები გაცემულია ი--- კ-------ის და ა-------ი კ-------ის მიმართ.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ 2019 წლის 14 თებერვალს 20:01 საათიდან - 20:15 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ლ--–- შ--–--------ეს სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების, სისხლნაჟღენთისა და სისხლჩაქცევის სახით. დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრი-ვი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედე-გად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხა-რისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები სისხლნაჟღენთის სახით ხანდაზმუ-ლობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (30.01.19) ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითი-თებულ თარიღს (13.02.19).
საქმეში წარმოდგენილი, ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად 2019 წლის 06 მარტს 12:40 საათზე, ბაღდათის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ბრალ-დებულის სახით დაკავებულ იქნა ა-------ი კ-------ე.
გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ა-------ი კ-------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - ლ--–- შ--–--------ეზე.
ა------- კ-------ის მიერ ლ--–- შ--–--------ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ მოწმის – გ-- შ--–--------ის ჩვენება, რომელიც არ არის შემთხვევის თვითმხილველი და გადმოსცემს ლ--–- შ--–--------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამდენად, მისი ჩვენება - ირიბი ჩვენებაა, რადგან მას არ შეუძლია დაადასტუროს რამდენად უტყუარია მისთვის ლ. შ--–--------ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
თავად ლ--–- შ--–--------ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ა------- კ-------ის წინააღმდეგ. შესაბამისად - სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ა------- კ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
რაც შეეხება საქმეში არსებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მასში მითითებულია, რომ ლ--–- შ--–--------ეს სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუ-ფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების, სისხლნაჟღენთისა და სისხლ-ჩაქცევის სახით. დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვი-ლი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედე-გად, თუმცა თუ რა ვითარებაში მიიღო ლ--–- შ--–--------ემ აღნიშნული დაზიანებები, ა------- კ-------ის ძალადობრივი მოქმედებით, თუ სხვა ვითარებაში, ამის მადასტურე-ბელი მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რო-მელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ა------- კ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალ-დების დასადასტურებლად (ბრალდების არცერთ ეპიზოდში) არ არსებობს ურთიერთ-შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ა------- კ-------ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულის ჩადენაში, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილე-ბის საფუძველი.
შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენი ა------- კ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმა-ყოფილდეს.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის გამამართლებელი განაჩენი ა------- კ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
ა------- კ-------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 3 ან 4 იანვრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 30 იანვრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 2 თებერვლის ეპი-ზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ა-------ი კ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმე-ბულია.
გამართლებულ ა-------ი კ-------ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათ-ვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili