განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2019
საქმის ნომერი
330100117002080192
ინსტანცია
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002080192

საქმე №1ბ/1------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: გ---------------–--ის

მსჯავრდებულის: გ-------------–--–---–ის

ადვოკატის: ბ----------–----–---იას

მონაწილეობით,ქ.თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ გი--------------------------–--–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ N0----------, უმაღლესი განათლებით, განქორწინებული, მცხოვრები: ქ------–-----------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის განაჩენით, გ-------------–--–---–ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 13 000 (ცამეტი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი და გ-------------–--–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 13 000 (ცამეტი ათასი) ლარის ოდენობით.

გ-------------–--–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის დეკემბერში გ-------------–--–---–მა განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა შპს „------ის დიდი ოდენობით ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2015 წლის დეკემბრის თვეში გ-------------–--–---–მა შპს „------ის დირექტორის მოადგილეს - მ---------------ს მოტყუებით განუცხადა, რომ მუშაობდა რა თითქოსდა ტელეკომპანია „ი----–-“ (შპს „ტ--–-------“), შეძლებდა შეღავათიან ფასში დაემზადებინა სარეკლამო რგოლი შპს „------ის პროდუქციისთვის - ავეჯისთვის და რეკლამა განეთავსებინა ტელეკომპანია „ი----ის“ ეთერში. მ---------------მა, დაიჯერა რა გ-------------–--–---–ის შეთავაზება, ხოლო ამ უკანასკნელმა ისარგებლა რა მ---------------ის ნდობით, 2016 წლის 21 იანვარს, ქ. თ---–--–-----–----–----–------------------ში მდებარე სპს „------ის კუთვნილ მაღაზიაში, შპს „------თან გააფორმა ხელშეკრულება სარეკლამო მომსახურების შესახებ და იმავე დღეს, თითქოსდა სარეკლამო მომსახურების გაწევის მიზნით, ხელზე თაღლითურად დაეუფლა შპს „------ის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 63.224 (სამოცდასამიათას ორას ოცდაოთხი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით გ-------------–--–---–ი თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს „------ის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 63 224 (სამოცდასამიათას ორას ოცდაოთხი) ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ---------------–--ემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის დამძიმება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. გ-------------–--–---–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ მ---------------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: თ-----------------–---–-----------------–--–---–------------------------------–------------–---------------------------------------------–--–---–----–-–-------------ის გამოკითხვის ოქმებით, მ---------------ის ტელეფონის დათვალიერების ოქმით, 2016 წლის 21 იანვრის ხელშეკრულებით, სალაროს გასავლის ორდერით, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით. რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან გ-------------–--–---–მა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ამასთან, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის უმეტესი ნაწილი 36.800 ლარი აანაზღაურა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით და მზადყოფნა გამოთქვა ზიანის სრულად ანაზრაურების თაობაზე.

პალატა მიიჩნევს, რომ ასეთი გარემოებების გათვალისწინებით მსჯავრდებულ გ-------------–--–---–ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა მიზანშეუწონელია და შესამაბისად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქ.თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. გ-------------–--–---–ი, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 13 000 (ცამეტი ათასი) ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი და გ-------------–--–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 13 000 (ცამეტი ათასი) ლარის ოდენობით.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ-------------–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

5. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

6. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი