განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100119002995114
საქმე №1ბ/1355-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ლელა ბახტაძის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ბ-----–-–---–--
მსჯავრდებულების: გ----------------–-----------------------–--------------–------–---–------------------------
ადვოკატების: ნ----------------–------------–---------–----------------------–---–---
მონაწილეობით,საქართველოს გ-------–----- პროკურატურის პროკურორის ბ-----–-–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულების:
გ---------------–----------------–----- მიმართ, პ/№0----------, დაბადებული 1----–-–---------–---- რეგისტრირებული ქ-------–---------------–---–------ში და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ---–--------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით და სსკ 180-ე მუხლის მე-3ნაწილის „ბ“ პუნქტით ;
რ----------------------------- მიმართ, პ/N 6----------, დაბადებული 1----–-–------------------ რეგისტრირებული ხ---–-----------–------------- და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე; ქ-----------------------–---–------- -ში , დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით;
ტ------–---–---–-----------–---–-- მიმართ, პ/N 0----------- დაბადებული 1----–-–--------–---- რეგისტრირებული ა-------------–----–----------------–----------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------–--------------------------ში მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით;
გ--------------------------–---- მიმართ, პ/N 3---------- , დაბადებული 1----–-–-------------- რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------------------------------------------ , დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის განაჩენით,გ----------------–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით, ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით ჯარიმა 10 000(ათი ათასი)ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ----------------–---- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 15.000(თხუთმეტი ათასი)ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გ----------------–----, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 9 ივლისის ჩათვლით - დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ ზომად განესაზღვრა ჯარიმა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
გ---------------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10.000(ათი ათასი)ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გ---------------–----- პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 9 ივლისის ჩათვლით - დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
ტ------–------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ტ------–------–---–-- პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 9 ივლისის ჩათვლით - დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
რ-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10.000(ათი ათასი)ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, რ--------------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 9 ივლისის ჩათვლით - დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
გ----------------–---- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით;
მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით;
გ--------------–--------------–------–---–----------------------- მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს თაღლითობის მცდელობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით;
მსჯავრდებულების: გ----------------–-----------------------–--------------–------–---–------------------------ ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2017 წლის 6 სექტემბერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ი----–----- კომპანია „---------------ს შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება E--- ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ო------------------–----- მონაკვეთის მშენებლობის შესახებ, ღირებულებით 353 729 415.68 ლარი. ქვეკონტრაქტორის სახით მითითებული სამუშაოების შესრულებაში ჩართული იყო შპს „------------------------ რომლის დირექტორი არის შ--–--------–---–---–-- რომელსაც აღნიშნული კომპანიის მართვაში აქტიურ დახმარებას უწევს ჯ------------–---–---–-- 2018 წლის დეკემბრიდან „---------------ს შეუწყდა ხელშეკრულება და შ--–--------–---–---–-- კომპანიას ასაღები დარჩა შესრულებული სამუშაოების ღირებულება. გამომდინარე იქიდან, რომ მისაღები შემოსავალი კომპანიას უკვე დეკლარირებული ჰქონდა, ხოლო რეალურად თანხა არ იყო მიღებული, შპს „------------------------ს საბანკო ანგარიშებს სახელმწიფოს მიერ დაედო ინკასო და ყადაღა.
2019 წლის დასაწყისში შპს „-------------------------ს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გ----------------–---- დაუკავშირდა ტ------–------–---–-- რ--------------ს და გ--------------–----, რა დროსაც ერთობლივად განიზრახეს, რომ შ--–--------–---–---–--თვის და ჯ------------–---–---–------- მოტყუებით, თითქოსდა ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარების საფუძვლით, გამოერთვათ დიდი ოდენობით თანხები. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ----------------–---- დაუკავშირდა ჯ------------–---–---–- და აუხსნა, რომ ა-----–- შეახვედრებდა პირებს, რომლებიც სარგებლობდნენ ხელისუფლებაში დიდი გავლენებით და შეძლებდნენ კომპანიის პრობლემების მოგვარებას.
2019 წლის თებერვალში გ----------------–--------------------–---–---–-----------–---–- შეახვედრა ტ------–------–---–-- რ--------------ს და გ--------------–----, რომლებიც გაეცნენ კომპანიის პრობლემებს და აღუთქვეს დახმარება. აღნიშნულის შემდეგ, რამდენჯერმე შედგა მათ შორის შეხვედრა.
შეხვედრებისას გ----------------–----, ტ------–------–---–-, რ-------------- და გ--------------–--- არწმუნებდნენ ჯ------------–---–---–-, რომ ისინი თავიანთი გავლენების გამოყენებით, ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით მოუგვარებდნენ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე ინკასოს მოხსნის და ყადაღის მოხსნის საკითხს, ასევე „---------------ს კონკურენციისა და ტენდერში მონაწილეობის გარეშე, პირდაპირი წესით, ჩაანაცვლებდნენ მათთან თითქოსდა კავშირში მყოფი ჩ------ი კომპანიით, რომელთანაც შპს „------------------------ გააფორმებდა ქვეკონტრაქტორის სახით ხელშეკრულებას. ტ------–------–---–-, რ-------------- და გ--------------–--- პირდებოდნენ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გზების დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით უზრუნველყოფდნენ შ--–--------–---–---–-- კომპანიის მიერ უკვე შესრულებული სამუშაოებისთვის ასაღები, დაახლოებით 5 400 000 ლარის, ჩ------ კომპანიაზე ჩარიცხვას, რომელიც თავის მხრიც სრულად გადასცემდა მითითებულ თანხას. აღნიშნულიდან კი 700 000 ლარი ჯ-----------–--–--------–---–---–--- უნდა ჩაერიცხათ, გ----------------–----ს სახელზე რეგისტრირებული სხვა კომპანიისთვის, საიდანაც მოხდებოდა ამ თანხის განაღდება. აგრეთვე, შპს „-------------------------ს, რომ გაეგრძელებინა ქვეკონტრაქტორის სახით მუშაობა პროექტის დასრულებამდე და სახელმწიფოსგან უპრობლემოდ მიეღო შესრულებული სამუშაოებისთვის თანხა, შ--–---------------------–---–---–--- 15 ეტაპად უნდა გადაეხადა 2 000 000 ლარი, ამასთან, ნიშნად იმისა, რომ მათი შეთანხმება შედგა ჯ-----------–--–--------–---–---–--- ტ------–------–---–-სთვის, გ----------------–----სთვის, რ----------------------------------------–--------ს წინასწარ უნდა გადაეხადათ 10000 აშშ დოლარი.
2019 წლის 27 მარტს, შ--–--------–---–---–-----------–- შეხვდა ტ------–------–---–- და გადასცა მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10000 აშშ დოლარი, რის შემდგომაც ტ------–------–---–-, რ--------------, გ----------------–---- და გ--------------–--- დაკავებულები იქნენ ა-------------–----–ი სააგენტოს თანამშრომლების მიერ.
- 2016 წელს გ----------------–----- განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა შ--–---------------------–---–---–---- კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს.
გ----------------–----- განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ჯ------------–---–---–- განუცხადა, რომ ვითომდა წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნების მოთხოვნით საჭირო იყო 120 000 ლარის მათთვის გადახდა. ჯ------------–---–---–-- იმის შიშით, რომ არ გადახდის შემთხვევაში სამომავლოდ შესაძლებელია პრობლემები შექმნოდა კომპანიას, დათანხმდა და თითქოსდა უშიშროების მაღალჩინოსნებისათვის მისაცემად, გ----------------–---- გადასცა 120000 ლარი.
2018 წლის აგვისტოში, შ--–--------–---–---–-- კომპანია შპს „------------------------ ქვეკონტრაქტორის სახით ასრულებდა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ო------------------–----- მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოებს, რა დროსაც შექმნილი ჰქონდა, ფინანსური პრობლემები. გ----------------–---- დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების განზრახვით შეხვდა ჯ------------–---–---–- და განუმარტა, რომ კომპანიისათვის პრობლემების მოგვარებისათვის თითქოსდა საპრეზიდენტო არჩევნების დასაფინანსებლად, უშიშროების მაღალი თანამდებობის პირებზე გადასაცემად, გ----------------–----სთვის უნდა მიეცა 150 000 ლარი, რის სანაცვლოდაც არჩევნების დასრულების შემდეგ კომპანიას მოუგვარდებოდა პრობლემები. აღნიშნულზე ჯ------------–---–---–-- გ----------------–---- გადასცა დასახელებული 150 000 ლარი.
2018 წლის ნოემბერში, ჯ------------–---–---–---- კვლავ მივიდა გ----------------–---- და აუხსნა, რომ ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო დასრულებული და დანიშნული იყო მეორე ტური, თითქოსდა უშიშროების მხრიდან წამოსული იყო ინიციატივა, რომ ჯ------------–---–---–- მათთვის გადაეცა დამატებით 80 000 ლარი, ხოლო არჩევნების დასრულების შემდეგ, კომპანიის წინაშე არსებულ ყველა ფინანსურ პრობლემას მალევე მოაგვარებდნენ და კომპანიას ჩაერიცხებოდა შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი სრული თანხა. რის შემდეგაც ჯ------------–---–---–-- კვლავ გადასცა 80000 ლარი გ----------------–----.
აღნიშნული ქმედებებით, გ----------------–------–--–---------–---–---–- მიაყენა 350.000 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გ-------–----- პროკურატურის პროკურორმა ბ-----–-–---–--- რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დამძიმება და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ ქმედებას. გ----------------–-----------------------–--------------–------–---–------------------------ მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მათი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: შ--–--------–---–---–--, ჯ------------–---–---–-----–-------------–---–--------------–-------------------------- ჩვენებებით, ელექტრონული ვებგვერდების დათვალიერების ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული კრებსითი ჩანაწერებით და ვიდეო ჩანაწერებით, დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმებით, საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის ოქმებით; ამოღებული ფულადი თანხით და საქმეში არსებული სხვა მასალებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
აპელანტი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ძირითადად ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულების ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათზე, ანგარებით მოტივზე და იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულები თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანას შეეცადნენ სახელმწიფო მოხელეების სახელის გამოყენებით.
პალატა აღნიშნავს, რომ ყველა დანაშაული თავისი ხასიათიდან და დამდგარი შედეგიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად საზოგადოებრივად საშიში ხასიათის მატარებელია. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს - ანგარებას - ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის და მათ შორის თაღლითობისთვის აუცილებელი ნიშანია და მასზე, როგორც სასჯელის გამკაცრების მოტივით, დამატებით გარემოებაზე მითითება , არამართებულია.
ამასთან, პალატა გარკვეულწილად ეთანხმება აპელანტის მითითებას და მიიჩნევს, რომ ასეთი სახის დანაშაულების ჩადენისას, სახელმწიფო მოხელეების ავტორიტეტის გამოყენება სოციალურად მომეტებული საშიშროების მატარებელია და ის ყველა შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე.
პალატა განმარტავს, რომ პირისათვის დანიშნული სასჯელი, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, პროპორციული უნდა იყოს მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან. თუ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მივიღებთ შემამსუბუქებელ გარემოებებს, მაშინ სასჯელის დანიშვნის პრინციპი და მიზანი აზრს დაკარგავს, პირს გაუჩნდება უსამართლობის გრძნობა და სასჯელი მიიღებს სადამსჯელო ხასიათს, რაც სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულთათვის სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან მათ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულების წარსული არაფრით არ არის შებღალული და ითანამშრომლეს გამოძიებასთან, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი სრულად ანაზღაურებულია და მას პრეტენზია არ გააჩნია.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორ ბ-----–-–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. გ-----------------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით, ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით ჯარიმა 10 000(ათი ათასი)ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ----------------–---- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15.000(თხუთმეტი ათასი)ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გ----------------–----, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 9 ივლისის ჩათვლით - დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ----------------–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე -პატიმრობა -გაუქმებულია
5. გ---------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10.000(ათი ათასი)ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გ---------------–----- პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 9 ივლისის ჩათვლით - დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ---------------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე -პატიმრობა -გაუქმებულია
7. ტ------–-------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000(ათი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ტ------–------–---–- პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 9 ივლისის ჩათვლით - დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
8. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ტ------–------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე -პატიმრობა -გაუქმებულია
9.ყადაღა მოეხსნას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ა-------------–----–ი სააგენტოს (დეპარტამენტი) საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალური სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის ი-----–-----–-------- მიერ ტ------–------–---–-ს (პ/ნ 0----------- სახელზე, ,,სს ,,----------------ში არსებულ G--------------------- საბანკო ანგარიშს.
10. რ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10.000(ათი ათასი)ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, რ--------------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 9 ივლისის ჩათვლით - დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
11. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ რ---------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე -პატიმრობა -გაუქმებულია.
12. ნივთმტკიცებები:
-პირადი ჩხრეკების და სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ხუთი ცალი მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ა-------------–----– სააგენტოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
- გ----------------–----ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იარაღის შესანახი პლასტმასის ყუთი და სანადირო თოფი, ასევე მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ცეცხსასროლი იარაღი მჭიდთან და ვაზნებთან ერთად, საფულე მასში მოთავსებული 712.2 ლარით, ვეტერანის მოწმობით, ცეცხლსასროლი იარაღის მოწმობით, მართვის მოწმობით, ლიბერთისა და საქართველოს ბანკის ბარათებით, რომელიც ინახება ა-------------–----– სააგენტოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
- ტ------–------–---–-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პლასტიკური ბარათი, რომელიც ინახება ა-------------–----– სააგენტოში და პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 6000 აშშ დოლარი, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
- გ--------------–---- პირადი ჩხრეკისას ამოღებული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელიც ინახება ა-------------–----– სააგენტოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
- 14 ცალი ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
13. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
14. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი