განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.11.2019
საქმის ნომერი
330210018002680279
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/8489-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

მოსამართლე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - მ--------------–---–-

წარმომადგენელი - შ-----------------

 

მოწინააღმდეგე მხარეები - ნ--------–------------–--------–-–-----------------------------------

წარმომადგენელი - მ----------–---–-

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.06.2019 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.06.2019 წლის გადაწყვეტილებით, მ--------------–---–-ს სარჩელი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ქ. თბილისში, ჩ-------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ 0---------------) რეგისტრირებულია ბ--–--------–---–ის, თ-------–--ის, მ--------------–---–-ს და ნ--------–------------–-----ის საკუთრების უფლება.

 

ბ--–--------–---–ის სახელზე რეგისტრირებულია: საერთო ფართობი 61,01 კვ.მ. (მათ შორის, საცხოვრებელი ფართობი 41.19 კვ.მ); თ-------–--ის სახელზე რეგისტრირებულია: საერთო ფართობი 42,04 კვ.მ. (მათ შორის, საცხოვრებელი ფართობი 32კვ.მ); ნ--------–------------–-----ის სახელზე რეგისტრირებულია: საერთო ფართობი 48.74 კვ.მ. (მათ შორის, საცხოვრებელი ფართობი 26.95კვ.მ); მ--------------–---–-ს სახელზე რეგისტრირებულია: საერთო ფართი 77.95 კვ.მ. აქედან საცხოვრებელი ფართი 50.70 კვ.მ.

 

ნაკვეთის საკუთრების ტიპი-თანასაკუთრება; ნაკვეთი დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 371 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 91; შენობა ნაგებობის სართო ფართი 210.95; საცხოვრებელი ფართი: 143.08; დამხმარე ფართი: 38.04; სამეურნეო ფართი: 2-.83

 

უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ხელშეკრულება №-----, დამოწმების თარიღი31/08/1998, ნოტარიუსი ე--------–---–-. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 05/03/2012, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება №1--------, დამოწმების თარიღი 01/04/2010, ნოტარიუსი მ-------–---–-. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება №---------, დამოწმების თარიღი 10/12/2009, ნოტარიუსით-----------

 

მ--------------–---–მა 1998 წლის 31 აგვისტოს გააფორმა ხელშეკრულება ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საბინაო სექტორის უფროსთან გ--------------–-–---–თან, როგორც მუნიციპალიტეტის საბინაო გაერთიანების წარმომადგენელთან, რომლის თანახმად მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 2 აპრილის 1---ე დადგენილების თანახმად თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქ. თბილისში, ჩ-------------ში მდებარე სართულიანი სახლის - 77.95 კვ.მ. მათ შორის: ფართი 50,7კვ.მ. ლიტ."ა" პირველი სართული ოთახი №3 - 14კვ.მ. ოთახი №4 13,2 კვ.მ. ოთახი №6 - 27, 20 კვ.მ. სათავსო ოთახი №3 №4 - 8 კვ.მ. ოთახი №6-1 - 11,02 კვ.მ. სარდაფი ოთახი №19-4,66კვ.მ. საკუჭნაო №2–6,87 კვ.მ. საკუთრებაში გადაეცა მ--------------–---–ს.

 

თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2010 წლის 25 იანვრის ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, ჩ-------------------ში მდებარე უძრავი ნივთის (ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი: 387 კვ.მ, ლიტერ ,,ა’’ (საცხოვრებელი), სართული: 1, საერთო ფართი:181.12 კვ.მ.; საცხოვრებელი - 143.08 კვ.მ; სარდაფი - 2-.83 კვ.მ. დამხმარე - 38.04 კვ.მ. ინდივიდუალური საკუთრება - ლიტერი ,,ა’’ საცხოვრებელი, საერთო ფართი 77.95 კვ.მ. საცხოვრებელი - 50.70 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი პრივატიზაციის ხელშეკრულება, ნოტარიუსი ყ-----–---–-, 31.08.1998 წელი) მესაკუთრეს წარმოადგენს - მ--------------–---–-.

 

2008 წლის 14 იანვრის 2- განკარგულების თანახმად, ქ. თბილისის გლდანი– ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ გაიცა განკარგულება მ---------------ის ოჯახზე - ც-–---------------ზე და მ---------------ეზე ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და საქართველოს პრეზიდენტის 2------- წლის №7- ბრძანებულების საფუძველზე დაკმაყოფილდა მოპასუხის მოთხოვნა: შესაბამისად, მათ საკუთრებაში გადაეცათ ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. თბილისში, ჩ-------------------ში საერთო ფართით - 48,74 კვ.მ. მათ შორის საცხოვრებელი ფართით 26,95 კვ.მ. ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. ხოლო, ქ. თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2008 წლის 14 იანვრის №2- განკარგულების თანახმად 2008 წლის 22 იანვარს გაიცა №1--- საკუთრების უფლების მოწმობა. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იქნა მოპასუხე ც-–---------------ისა და მოპასუხე მ---------------ის სახელზე.

 

მ--------------–---–მა ქორწინების შემდგომ გვარი ს------–------- შეიცვალა გვარით რ-----–---–--

 

2012 წლის 05 მარტს ც-–---------------ი, მ---------------ეს და ნ--------–------------–-----ს შორის დაიდო ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება, ქ, თბილისში, ჩ-------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე ფართით 48.74 კვ.მ. და ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 20000 (ოციათასი) ლარით.

 

დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ ნ--------–------------–-----ის საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ჩ-------------------ში მდებარე უძრავ ქონებას მართლზომიერად, მესაკუთრის ნებართვით ფლობენ და სარგებლობენ მ---------------ე და ც-–---------------ი.

 

საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ა------’’-ს მიერ შესრულებული შენობის შიდა აზომვითი ნახაზის მიხედვით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ჩ-------------------ში მდებარე ნ--------–------------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონება საერთო ფართით 48.74 კვ.მ. შედგება შემდეგი ფართისგან: 1-სართული: 1-13,97კვ.მ 2-12.98კვ.მ. 3-14.93კვ.მ 4-4.20კვ.მ 5-2.66 კვ.მ. აქედან საცხოვრებელი ფართია: 1-13.97კვ.მ 2-12.98 კვ.მ.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3მუხლი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგია მყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, № 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის, პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას, კერძოდ, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.

 

აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე, იურიდიული პირებისათვის. ამასთან, საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,მარქსი ბელგიის’’ წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი-6833/74, სტრასბურგი, 1979წლის 13 ივნისი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება.

 

საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.

 

იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102 - ე მუხლის პირველი და მე - 3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ჩ-------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ 0---------------) რეგისტრირებულია ბ--–--------–---–ის, თ-------–--ის, მ--------------–---–-ს და ნ--------–------------–-----ის საკუთრების უფლება. ბ--–--------–---–ის სახელზე რეგისტრირებულია: საერთო ფართობი 61,01 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 41.19 კვ.მ); თ-------–--ის სახელზე რეგისტრირებულია: საერთო ფართობი 42,04 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 32 კვ.მ); ნ--------–------------–-----ის სახელზე რეგისტრირებულია: საერთო ფართობი 48.74 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 26.95 კვ.მ); მ--------------–---–-ს სახელზე რეგისტრირებულია: საერთო ფართი 77.95 კვ.მ. აქედან საცხოვრებელი ფართი 50.70კვ.მ.

 

ასევე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ა------’’-ს მიერ შესრულებული შენობის შიდა აზომვითი ნახაზის მიხედვით ქ. თბილისში, ჩ-------------------ში მდებარე ნ--------–------------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონება საერთო ფართით 48.74 კვ.მ. შედგება შემდეგი ფართისგან: 1- სართული: 1 - 13,97 კვ.მ; 2 - 12.98 კვ.მ. 3 - 14.93 კვ.მ. 4 - 4.20 კვ.მ. 5 - 2.66 კვ.მ. აქედან საცხოვრებელი ფართია: 1 - 13.97 კვ.მ. 2 - 12.98 კვ.მ. წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, მ--------------–---–-ს მიერ დასახელებული 6.87 კვ.მ. ფართი სწორედ ნ--------–------------–-----ის მიერ შეძენილ 48,74კვ.მ. ფართში შედის და წარმოადგენს მის შემადგენელ ნაწილს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ფართი რომლის გამოთხოვასაც ითხოვს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან, არის მისი საკუთრება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დადგენილება ვერ გამოდგება იმის მტკიცებულებად, რომ სადავო ფართის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე და მოპასუხეები სწორედ მოსარჩელის კუთვნილ ფართს ფლობენ არამართლზომიერად. არ არის წარმოდგენილი აზომვითი ნახაზი, რომლითაც დადგინდებოდა კონკრეტულად რა ფართს მოიცავს მოსარჩელის კუთვნილი 77,95 კვ.მ. უძრავი ქონება. ასევე, მ-----------–------------–-----ის საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ჩ-----------------ში მდებარე უძრავ ქონებას მართლზომიერად, მესაკუთრის ნებართვით ფლობენ და სარგებლობენ მ---------------ე და ც-–---------------ი. ამდენად სახეზე არ არის სარჩელის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, შესაბამისად, მ--------------–---–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები;

 

აპელანტის განმარტებით, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, აპელანტმა – მ--------------–---–მა 1998 წლის 31 აგვისტოს გააფორმა ხელშეკრულება ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საბინაო სექტორის უფროსთან გ--------------–-–---–თან, როგორც წარმომადგენელთან – მუნიციპალიტეტის საბინაო გაერთიანებისა. /მინდობილობის თანახმად, გაც. 1998 წლის 22.06. Nგ------- საბინაო გაერთიანების უფროსის მ------–------ მიერ. თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა – მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 2 აპრილის 1-- დადგენილების თანახმად, საკუთრებაში გადაეცა აპელანტ მ--------------–---–ს ქ. თბილისში ჩ------------–ში მდებარე სართულიანი სახლის – 77.95 კვ.მ. მათ შორის: ფართი 50,7კვ.მ. ლიტ."ა" პირველი სართული ოთახი N3; 14კვ.მ. ოთახი N4 13,2კვ.მ. ოთახი N6 – 27, 20 კვ.მ. სათავსო ოთახი N3; 4, 8 კვ.მ. ოთახი N6–1 – 11,02კვ.მ. სარდაფი Nოთახი N19–4,66კვ.მ. "საკუჭნაო N2–6,87კვ.მ.".

 

სადავო ფართს წარმოადგენს 1998 წელს აპელანტზე მიკუთვნებული საკუჭნაოს ფართი. ე.ი. ფართი "N2 საკუჭნაოდან", რაც დღეისათვის მითვისებული აქვს მოწინააღმდეგე მხარეს და აპელანტს არ ეძლევა საშუალება, გამოიყენოს მისი კუთვნილი საკუჭნაოს ფართი სრულად. მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის კუთვნილი საკუჭნაოს ფართი, დაკავებული აქვს 2006 წლიდან. აპელანტს მის კუთვნილ ფართში, განთავსებული ჰქონდა სველი წერტილი და ონკანი. მოწინააღმდეგე მხარემ საკუჭნაოს ფართის "ნაწილი" მიითვისა ძლადობრივი გზით, ხოლო ამ სხვის მითვისებულ ფართზე გაკეთებული აქვთ სველი წერტილი.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო არასწორად დაეყრდნო შპს "ა------ს" მიერ შესრულებულ შიდა აზომვითი ნახაზს. შპს "ა------ს" წარმომადგენლები შეასრულებდნენ დამკვეთის დავალებას და შიდა ნახაზში მოათავსებდნენ მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებულ ფართს, რომელიც უკვე მოქცეული გახლდათ მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილ ფართში.

დაეყრდნო და უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნია შპს "ა------ს" მიერ დამკვეთის დავალებით შესრულებული ნახაზი. /ნახაზის შესრულების დროს, მოწინააღმდეგეებს უკვე მისაკუთრებული ჰქონდათ აპელანტის კუთვნილი საკუჭნაოს ფართი.

 

01.05.2019 წელს აპელანტმა სადავო ფართთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მიმართა, როგორც ნაძალადევის რაიონის გამგეობას, ასევე, ქალაქ თბილისის მერიას. აპელანტი ითხოვდა მიეწოდებინათ მისთვის ზუსტი ინფორმაცია წერილობითი სახით – არის თუ არა იდენტური მ---------------ეზე და ც-–---------------ის სახელზე გაცემული N1--- საკუთრების უფლების მოწმობაში მითითებული ფართის ნაწილი, (ფართობის შიდა საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად) – და ასევე 14.01.08. N2- გლდანი ნაძალადევის რაიონის გამგეობის განკარგულებაში მოცემული ფართის ნაწილი, 0--------------- – საკადასტრო კოდზე არსებული მ--------------–---–-ს სახელზე რეგისტრირებული ფართის "საკუჭნაოს N2–6,87კვ.მ." ფართიდან 2, 5 კვ.მ. ნაწილთან მიმართებაში. ნაძალადევის რაიონის გამგეობიდან აპელანტს ჩაბარდა 2019 წლის 10 ივნისით დათარიღებული წერილი, რითაც გამგეობა ატყობინებდა აპელანტს, რომ: ქ. თბილისის მერიიდან გამგეობაში გადაეგზავნათ მისი განცხადება, რომლითაც მის მიერ მოთხოვნილი იქნა გარკვეული სახის ინფორმაცია, ქ. თბილისში, ჩ---------------–ში მდებარე პრივატიზირებული საკუთრებაში გადაცემულ ფართებთან დაკავშირებით. სასამართლომ აპელანტის მიერ სასამართლო სხდომაზე, შუამდგომლობით წარდგენილი მითითებული დოკუმენტი არ მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ, აპელანტს არ მისცა დრო მერიიდან და გამგეობიდან მიღებულ პასუხებს დალოდებოდა, სხდომის გადადების მოთხოვნა კი აპელანტს საქმის გაჭიანურებად ჩაუთვალა და მიიღო არაობიექტური გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1’’პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ეს გარემოება კი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

პალატას დადგენილად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქ. თბილისში, ჩ-------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ 0---------------) რეგისტრირებულია ბ--–--------–---–ის, თ-------–--ის, მ--------------–---–-ს და ნ--------–------------–-----ის საკუთრების უფლება.

 

ბ--–--------–---–ის სახელზე რეგისტრირებულია: საერთო ფართობი 61,01 კვ.მ. (მათ შორის, საცხოვრებელი ფართობი 41.19 კვ.მ); თ-------–--ის სახელზე რეგისტრირებულია: საერთო ფართობი 42,04 კვ.მ. (მათ შორის, საცხოვრებელი ფართობი 32 კვ.მ); ნ--------–------------–-----ის სახელზე რეგისტრირებულია: საერთო ფართობი 48.74 კვ.მ. (მათ შორის, საცხოვრებელი ფართობი 26.95 კვ.მ); მ--------------–---–-ს სახელზე რეგისტრირებულია: საერთო ფართი 77.95 კვ.მ. აქედან საცხოვრებელი ფართი 50.70 კვ.მ.

 

ნაკვეთის საკუთრების ტიპი-თანასაკუთრება; ნაკვეთი დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 371 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 91; შენობა ნაგებობის სართო ფართი 210.95; საცხოვრებელი ფართი: 143.08; დამხმარე ფართი: 38.04; სამეურნეო ფართი: 2-.83.

 

მ--------------–---–მა 1998 წლის 31 აგვისტოს გააფორმა ხელშეკრულება ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საბინაო სექტორის უფროსთან გ--------------–-–---–თან, როგორც მუნიციპალიტეტის საბინაო გაერთიანების წარმომადგენელთან, რომლის თანახმად მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 2 აპრილის 1---ე დადგენილების თანახმად თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქ. თბილისში, ჩ-------------ში მდებარე სართულიანი სახლის - 77.95 კვ.მ. მათ შორის: ფართი 50,7კვ.მ. ლიტ."ა" პირველი სართული ოთახი №3 – 14 კვ.მ. ოთახი №4 13,2 კვ.მ. ოთახი №6 - 27, 20 კვ.მ. სათავსო ოთახი №3 №4 - 8 კვ.მ. ოთახი №6-1 - 11,02 კვ.მ. სარდაფი ოთახი №19-4,66კვ.მ. საკუჭნაო №2–6,87 კვ.მ. საკუთრებაში გადაეცა მ--------------–---–ს.

 

თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2010 წლის 25 იანვრის ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, ჩ-------------------ში მდებარე უძრავი ნივთის (ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი: 387 კვ.მ, ლიტერ ,,ა’’ (საცხოვრებელი), სართული: 1, საერთო ფართი: 181.12 კვ.მ.; საცხოვრებელი - 143.08 კვ.მ; სარდაფი - 2-.83 კვ.მ. დამხმარე - 38.04 კვ.მ. ინდივიდუალური საკუთრება - ლიტერი ,,ა’’ საცხოვრებელი, საერთო ფართი 77.95 კვ.მ. საცხოვრებელი - 50.70 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი პრივატიზაციის ხელშეკრულება, ნოტარიუსი ყ-----–---–-, 31.08.1998 წელი) მესაკუთრეს წარმოადგენს - მ--------------–---–-.

 

2008 წლის 14 იანვრის 2- განკარგულების თანახმად, ქ. თბილისის გლდანი– ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ გაიცა განკარგულება მ---------------ის ოჯახზე - ც-–---------------ზე და მ---------------ეზე ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და საქართველოს პრეზიდენტის 2------- წლის №7- ბრძანებულების საფუძველზე დაკმაყოფილდა მოპასუხის მოთხოვნა: შესაბამისად, მათ საკუთრებაში გადაეცათ ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. თბილისში, ჩ-------------------ში საერთო ფართით - 48,74 კვ.მ. მათ შორის საცხოვრებელი ფართით 26,95 კვ.მ. ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. ხოლო, ქ. თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2008 წლის 14 იანვრის №2- განკარგულების თანახმად 2008 წლის 22 იანვარს გაიცა №1--- საკუთრების უფლების მოწმობა. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იქნა მოპასუხე ც-–---------------ისა და მოპასუხე მ---------------ის სახელზე.

 

მ--------------–---–მა ქორწინების შემდგომ გვარი ს------–------- შეიცვალა გვარით რ-----–---–--

 

2012 წლის 05 მარტს ც-–---------------ი, მ---------------ეს და ნ--------–------------–-----ს შორის დაიდო ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება, ქ, თბილისში, ჩ-------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე ფართით 48.74 კვ.მ. და ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 20000 (ოციათასი) ლარით.

 

დადგენილია, რომ ნ--------–------------–-----ის საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ჩ-------------------ში მდებარე უძრავ ქონებას მართლზომიერად, მესაკუთრის ნებართვით ფლობენ და სარგებლობენ მ---------------ე და ც-–---------------ი.

 

საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ა------’’-ს მიერ შესრულებული შენობის შიდა აზომვითი ნახაზის მიხედვით, ქ. თბილისში, ჩ-------------------ში მდებარე ნ--------–------------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონება საერთო ფართით 48.74 კვ.მ. შედგება შემდეგი ფართისგან: 1-სართული: 1-13,97კვ.მ 2-12.98კვ.მ. 3-14.93კვ.მ 4-4.20კვ.მ 5-2.66 კვ.მ. აქედან საცხოვრებელი ფართია: 1-13.97კვ.მ 2-12.98 კვ.მ.

 

პალატას მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საპროცესო-სამართლებრივი წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტიაა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ა-2344-შ-67-2014 განჩინება).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო, მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი - დისპოზიციურობა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სამართალწარმოების თითოეულ ეტაპზე საქმის განხილვისათვის გადამწყვეტს წარმოადგენს მხარის ნება იმგვარად, რომ სასამართლოს უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ დისპოზიციურ ფარგლებში გამოვლენილი ნების შესწავლის გზით საქმის გარემოებების დადგენითა და მათი სამართლებრივი შეფასებით შემოიფარგლება, რაც, საბოლოოდ, სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე სასამართლოს დასკვნას განსაზღვრავს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ას-1049-1003-2013 განჩინება).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მითითებული მუხლის დანაწესი კი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს ფაქტობრივი და იურიდიული თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი). სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზედაც დამყარებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მათი სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების სისწორე. ამდენად, სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უნდა შემოწმდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს მოცემული საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების წინაპირობა მისი ხელახლა განხილვის მიზნით იმ პირობებში, როდესაც საქმის განმხილველ სასამართლოს მოცემულ საქმეზე არ დაუდგენია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას ფაქტობრივად დაეყრდნო შპს ,ა------ს“ შენობის შიდა აზომვით ნახაზს (იხ. ს/ფ. 143), რომლის თანახმადაც, ქ. თბილისში, ჩ-------------------ში მდებარე ნ--------–------------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონება საერთო ფართით 48.74 კვ.მ. შედგება შემდეგი ფართისგან: 1 - სართული: 1-13,97კვ.მ 2-12.98 კვ.მ. 3-14.93 კვ.მ 4-4.20კვ.მ 5-2.66 კვ.მ. აქედან საცხოვრებელი ფართია: 1-13.97კვ.მ 2-12.98 კვ.მ. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ სადავო 6.87 კვ.მ. ფართი ნ--------–----------–-----ის მიერ შეძენილ 48.74 კვ.მ. ფართში შედის და წარმოადგენს მის შემადგენელ ნაწილს. პალატას მიაჩნია, რომ აზომვითი ნახაზის საფუძველზე ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საფუძველი არ არსებობს იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილი აზომვითი ნახაზი მოიცავს მხოლოდ ნ--------–------------–-----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (საერთო ფართით 48.74), რომლის მიხედვითაც, ცხადია ვერ მოხდება მ--------------–---–-ს სახელზე რეგისტრირებული ფართის - ,,საკუჭნაოს N2-6.87 კვ.მ“ ფართისა და ნ--------–------------–-----ის სახელზე რეგისტრირებული ფართის - ,,სარდაფი, ფრაგმენტი 1-8.67 კვ.მ.“ იდენტიფიცირება მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი არ არის ქ. თბილისში, ჩ-------------------ში მდებარე ნ--------–------------–-----ისა და მ--------------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მთლიანი შიდა აზომვითი ნახაზი. ამასთან, პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული აზომვითი ნახაზი შეიცავს ბუნდოვნებას 8.67. კვ.მ.-ის სარდაფთან მიმართებით, რამეთუ მოცემული აზომვითი ნახაზის შესაბამისად, შეუძლებელია იმის დადგენა არის თუ არა სადავო 6.87 კვ.მ. საკუჭნაო აღნიშნული სარდაფის შემადგენელი ნაწილი. ასევე, თავად სასამართლოს განმარტების თანახმად, საქმეში წარმოდგენილი არ არის აზომვითი ნახაზი, რომლითაც დადგინდებოდა კონკრეტულად რა ფართს მოიცავს მ--------------–---–-ს კუთვნილი 77.95 კვ.მ. უძრავი ქონება. შესაბამისად, იმ მოცემულობაში, როდესაც საქმეში არ მოიპოვება საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე მტკიცებულება, განსახილველ შემთხვევაში უძრავი ქონებების მთლიანი აზომვითი ნახაზი ფართების იდენტიფიცირებისათვის, სასამართლო ვერ იმსჯელებს დავის გადაწყვეტაზე მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, საქმის გარემოებების სრული და ობიექტური გამოკვლევის გარეშე.

 

ამასთან, პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა 01.05.2019 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და ქალაქ თბილისის მერიას მიმართა განცხადებით და მოითხოვა ინფორმაცია - არის თუ არა იდენტური მ---------------ეზე და ც-–---------------ის სახელზე გაცემული N1--- საკუთრების უფლების მოწმობაში მითითებული ფართის ნაწილი, (ფართობის შიდა საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად) – და 14.01.08. N2- გლდანი ნაძალადევის რაიონის გამგეობის განკარგულებაში მოცემული ფართის ნაწილი, N0--------------- – საკადასტრო კოდზე არსებული მ--------------–---–-ს სახელზე რეგისტრირებული ფართის "საკუჭნაოს N2–6,87კვ.მ." ფართიდან 2, 5 კვ.მ. ნაწილისა. პალატის შეფასებით, ვინაიდან, სწორედ სადავო ფართების იდენტურობა არ არის გამოკვლეული მოცემულ საქმეზე, სწორედ აღნიშნული ინფორმაციის არსებობის პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა.

 

საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოკლედ უნდა მიეთითოს მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ხოლო, მესამე ნაწილის შესაბამისად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან, მოცემულ საქმეზე სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმის სადავო ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში უნდა დაადგინოს საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებების სათანადო შესწავლა/გამოკვლევის მიზნით.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.06.2019 წლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთათვის დაკისრების საკითხი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ--------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.06.2019 წლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი