განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.07.2019
საქმის ნომერი
120310017001942545
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120310017001942545

საქმე №3ბ/299-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

02 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი

მოსამართლეები: თამარ ონიანი, გიორგი ტყავაძე

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - პ---–- ა----–---

წარმომადგენელი - კ------- მ-----–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - გ------- ჩ-------

 

მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, პ---–- პ-------–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია

 

2.1. მოწინააღმდეგე მხარის - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი და მესამე პირი - პ---–- პ-------–---–- არ დაეთანხმნენ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

2.2. მესამე პირს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პ---–- ა----–---- სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

ადიგენის რაიონის გამგეობის 2006 წლის 30 მაისის N--- დადგენილების საფუძველზე გამოცხადდა აუქციონი 2006 წლის 03 ივლისს, 12 საათზე, დ---------------–--------------–---------–----–----------–-----–-- და ე.წ „-------- შორის 630 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის (რომლის საწყისი ფასი იყო 1260 ლარი) გაყიდვის შესახებ.

 

2006 წლის 03 ივლისს, 12 საათზე გამოცხადებულ აუქციონზე მონაწილეობა მიიღო და იმავდროულად გაიმარჯვა პ---–- ა----–---მ, რის თაობაზეც ადიგენის რაიონის გამგეობასთან არსებულმა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონულმა საკონკურსო კომისიამ 2006 წლის 03 ივლისს შეადგინა კომისიის სხდომის ოქმი N--.

 

ადიგენის რაიონის გამგეობამ 2006 წლის 25 ივლისის N--- დადგენილებით დაამტკიცა ადიგენის რაიონის გამგეობასთან არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული საკონკურსო კომისიის 2006 წლის 03 ივლისის სხდომის ოქმი N--.

 

ადიგენის რაიონის გამგეობამ 2006 წლის 25 ივლისს N--- დადგენილება გამოიტანა შემდეგი შინაარსით: 1. დამტკიცდეს ადიგენის რაიონის გამგეობასთან არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი (N--. 03.07.06წ) დ---------------–--------------–----------–----–----------–-----–-- და ე.წ „-------- შორის 630 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის (რომლის ღირებულებაა 1400 (ათას ოთხასი) ლარი პ---–- ა----–---------- გადაცემის შესახებ. 2. დაევალოს რ--------------------------------–-----–----------------------------- გ. ა---–---–---–ს და გ----------------–------------------------–----------------–---–----- გ. ბ------–---–- აღნიშნული მიწის ფართობი გადასცენ არსებული წესის შესაბამისად.

 

პ---–- ა----–---მ 2006 წლის 03 ივლისს გამართულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს სახით 2006 წლის 01 ივლისს გადაიხადა 126 ლარი, დ---------------–--------------–---------–----–----------–-----–-- და ე.წ „-------- შორის მდებარე 630 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის ღირებულების დანარჩენი ნაწილი - 1274.00 ლარი პ---–- ა----–---მ გადაიხადა 2006 წლის 8 სექტემბერს.

 

პ---–- ა----–---მ 2007 წლის 29 მარტს N--- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონების - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 630 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მდებარე დ---------------–--------------–---------–-----–----------–-----–-- და ე.წ „-------- შორის) რეგისტრაცია.

 

პ---–- ა----–---მ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურში 2007 წლის 29 მარტს წარდგენილ N--- განცხადებას თან დაურთო შემდეგი დოკუმენტაცია: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მინდობილობა, ცნობა, ადიგენის რაიონის გამგეობის 2006 წლის 30 მაისის N--- დადგენილება, ადიგენის რაიონის გამგეობის 2006 წლის 25 ივლისის N--- დადგენილება, ადიგენის რაიონის გამგეობასთან არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული საკონკურსო კომისიის 2006 წლის 03 ივლისის სხდომის ოქმი N--, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გენგეგმა, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურმა 2007 წლის 29 მარტის N--- გადაწყვეტილებით პ---–- ა----–---ს უარი უთხრა სარეგისტრაციო წარმოებაზე, რადგან არ ჰქონდა წარდგენილ განცხადებაში აღნიშნულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სანოტარო წესით დამოწმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

 

2017 წლის 28 მარტს მოსარჩელე პ---–- ა----–---- წარმომადგენელმა გ------ ე-----–---- განცხადებით მიმართა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა 2006 წლის 03 ივლისის აუქციონის შედეგების შესაბამისად პ---–- ა----–---ზე მიწის რეგისტრაციისთვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და სათანადო წესით გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაცემა.

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 28 აპრილს პ---–- ა----–---- წარმომადგენელ გ------ ე-----–--ეს 2006 წლის 03 ივლისის აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე პ---–- ა----–---ზე საკუთრების მოწმობის გაცემაზე უარი განუცხადა, ხანდაზმულობის მოტივით.

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 15 მარტს გ------ ე-----–--ეს 2017 წლის 13 მარტის განცხადების (რეგ.N-------) პასუხად გაუგზავნა მის მიერ მოთხოვილი შემდეგი დოკუმენტაცია: 1. ადიგენის რაიონის გამგეობის 2006 წლის 30 მაისის N--- დადგენილება - ,,დ---------------–--------------–-----------–----------–-----–---- 630 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ“. 2. ადიგენის რაიონის გამგეობის 2006 წლის 25 ივლისის N--- დადგენილება - ,,დ---------------–--------------–--------- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის აუქციონით გაცემის თაობაზე, რაიონული საკონკურსო კომისიის ოქმის დამტკიცების შესახებ. 3. ადიგენის რაიონის გამგეობასთან არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული საკონკურსო კომისიის 2006 წლის 03 ივლისის სხდომის ოქმი N--. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რ--------------------–-------------------------------------–---------------------------- (დ.კ----–-–---–-) სახელზე გაგზავნილი წერილი დ---------------–--------------–---------–----–----------–-----–-- და ე.წ „-------- შორის მდებარე მიწის ფართობის დარეგისტრირებაზე.

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებულმა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2017 წლის 03 მაისს პ---–- პ-------–---–- უარი უთხრა ა--------------–----–----------------------------------------–----------- მიმდებარედ, 156 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 22 კვ.მ. შენობა-ნაგებობის საკუთრებაში აღიარებაზე, ვინაიდან აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს სასამართლო დავა.

 

პ---–- ა----–---- წარმომადგენლის კ------- მ-----–---–-ს განმარტებით, ადიგენის რაიონის გამგეობის 2006 წლის 25 ივლისის N--- დადგენილება არ შესრულებულა განმცხადებლის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად; 2007 წლის 29 მარტიდან, მიმდინარე წლების განმავლობაში, პ---–- ა----–--- სისტემატიურად ითხოვდა ადიგენის რაიონის გამგეობის 2006 წლის 25 ივლისის N--- დადგენილების შესრულებას და ადიგენის რაიონის გამგეობის სათანადო სამსახურებიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემას. სასამართლომ არ გაიზიარა მოცემული განმარტება, მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველ, მე-17 მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლებზე და აღნიშნა, პ---–- ა----–---- წარმომადგენელს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, გარდა განმარტებისა, იმის შესახებ, რომ მისი მარწმუნებელი არაერთხელ ითხოვდა ადიგენის რაიონის გამგეობის 2006 წლის 25 ივლისის N--- დადგენილების შესრულებას, ასევე, 2007 წლის 29 მარტიდან 2017 წლის 13 მარტამდე პ---–- ა----–--- სისტემატიურად ითხოვდა ადიგენის რაიონის გამგეობის 2006 წლის 25 ივლისის N--- დადგენილების შესრულებას და ადიგენის რაიონის გამგეობის სათანადო სამსახურებიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემას. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელის განმარტებით, 2007 წლის 29 მარტიდან 2017 წლის 13 მარტამდე პ---–- ა----–---ს, მის მარწმუნებელს ან მის მინდობილ პირს არ მიუმართავს ამ მოთხოვნით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის, შესაბამისად, არ არსებობს არცერთი განცხადება.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, განმარტა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება N------- წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც უნდა შემოწმდეს დავის ფარგლებში. ამასთან, მოსარჩელე აქტის ბათილად ცნობასთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის 2006 წლის 25 ივლისის N--- დადგენილების შესრულების დავალებას ითხოვს. სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, აღნიშნა, მოთხოვნა - ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის მისი 2006 წლის 25 ივლისის N--- დადგენილების შესრულების დავალდებულება - ნიშნავს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალდებულებას, რომ 2006 წლის 03 ივლისის აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე პ---–- ა----–---სთან გააფორმოს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და შესაბამისად მასზე გასცეს საკუთრების მოწმობა.

 

სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (აუქციონის განხორციელების დროს მოქმედი რედაქცია) პრეამბულაზე, მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე. სასამართლომ აღნიშნა, ადიგენის რაიონის გამგეობის 2006 წლის 30 მაისის N--- დადგენილების საფუძველზე გამოცხადდა აუქციონი 2006 წლის 03 ივლისს, 12 საათზე. აუქციონში გაიმარჯვა პ---–- ა----–---მ, რის თაობაზეც ადიგენის რაიონის გამგეობასთან არსებულმა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონულმა საკონკურსო კომისიამ 2006 წლის 03 ივლისს შეადგინა კომისიის სხდომის ოქმი N--. ადიგენის რაიონის გამგეობამ 2006 წლის 25 ივლისის N--- დადგენილებით დაამტკიცა ადიგენის რაიონის გამგეობასთან არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული საკონკურსო კომისიის 2006 წლის 03 ივლისის სხდომის ოქმი N-- დ---------------–--------------–---------–----–----------–-----–-- და ე.წ „-------- შორის 630 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის პ---–- ა----–---------- გადაცემის შესახებ და დაავალა რაიონის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსს გ. ა---–---–---–ს და გ----------------–------------------------–----------------–---–----- გ. ბ------–---–- აღნიშნული მიწის ფართობი გადაეცათ არსებული წესის შესაბამისად.

 

სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის N------- ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად (აუქციონის განხორციელების დროს მოქმედი რედაქცია), აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ ,,გამყიდველის“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებული ვალდებული იყო გამყიდველთან გაეფორმებინა ხელშეკრულება (რომელიც უნდა დამოწმებულიყო სანოტარო წესით), ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს. ამავე დებულების მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება „გამყიდველიდან“ „მყიდველს“ გადაეცემოდა სახელმწიფო ქონების ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. უძრავი ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლება გადადიოდა შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ. ამასთან, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისათვის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები იფარებოდა „მყიდველის“ მიერ.

დადგენილია, რომ 2006 წლის 03 ივლისის აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე პ---–- ა----–---- წარმომადგენელმა 2017 წლის 13 მარტს მიმართა ადიგენის მუნიციპალიტეტს გამგეობას და მოითხოვა პ---–- ა----–---ზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის და შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემა, რაზეც გამგეობისაგან მიიღო უარი იმ მოტივით, რომ მოთხოვნა უკვე იყო ხანდაზმული.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საკუთრების მოწმობა შესაბამის ვადაში მიმართვის შემთხვევაშიც ვერ გაიცემოდა, ვინაიდან არ არსებობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც იქნებოდა სანოტარო წესით დამოწმებული. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულება“, რომელიც არეგულირებს აღნიშნულ საკითხებს, ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებას აკისრებს აუქციონში გამარჯვებულს (დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი), რადგან ცალსახაა, რომ ხელშეკრულების დადება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა შედიოდა ქონების შემძენის ინტერესებში და შესაბამისად, მას კანონით განსაზღვრულ ვადაში უნდა მიემართა ადმინისტრაციულ ორგანოსათვის აღნიშნული მოთხოვნით.

 

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად (აუქციონის განხორციელების დროს მოქმედი რედაქცია), პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

დადგენილია, რომ პ---–- ა----–---მ 2007 წლის 29 მარტს N--- განცხადებით მიმართა ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონების რეგისტრაცია. პ---–- ა----–---მ წარადგინა შემდეგი დოკუმენტაცია: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მინდობილობა, ცნობა, ადიგენის რაიონის გამგეობის 2006 წლის 30 მაისის N--- დადგენილება, ადიგენის რაიონის გამგეობის 2006 წლის 25 ივლისის N--- დადგენილება, ადიგენის რაიონის გამგეობასთან არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული საკონკურსო კომისიის 2006 წლის 03 ივლისის სხდომის ოქმი N--, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გენგეგმა, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ---–- ა----–---ს 2007 წლის 29 მარტამდე ადიგენის რაიონის გამგეობისგან გადაცემული ჰქონდა საპრივატიზაციო დოკუმენტები, შესაბამისად, მას კანონით დადგენილი წესით და ვადაში უნდა მოეთხოვა სანოტარო წესით ხელშეკრულების გაფორმება და საკუთრების მოწმობის გაცემა, რაც მას არ გაუკეთებია.

 

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ არაერთხელ ითხოვდა ადიგენის რაიონის გამგეობის 2006 წლის 25 ივლისის N--- დადგენილების შესრულებას და ადიგენის რაიონის გამგეობის სათანადო სამსახურებიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემას, სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, 2007 წლის 29 მარტიდან 2017 წლის 13 მარტამდე პ---–- ა----–---ს, მის მარწმუნებელს ან მის მინდობილ პირს არ მიუმართავს ამ მოთხოვნით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის, შესაბამისად, არ არსებობს არცერთი განცხადება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 28 აპრილს პ---–- ა----–---- წარმომადგენელს 2006 წლის 03 ივლისის აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე პ---–- ა----–---ზე საკუთრების მოწმობის გაცემაზე უარი განუცხადა ხანდაზმულობის მოტივით კანონიდან გამომდინარე და იგი უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა ამ მოქმედების შესრულებაზე, შესაბამისად, არ არსებობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წლის 28 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია ის ფაქტი, რომ ადიგენის რაიონის გამგეობის 2006 წლის 25 ივლისის N--- დადგენილება არ შესრულებულა განმცხადებლის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად. მოსარჩელე 2007 წლის 29 მარტიდან, წლების განმავლობაში, სისტემატიურად ითხოვდა ადიგენის რაიონის გამგეობის 2006 წლის 25 ივლისის N--- დადგენილების შესრულებას, თუმცა უშედეგოდ.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა კანონიერად, თუმცა 2006 წლის 25 ივლისს N--- დადგენილების შესრულებას და შესაბამის რეაგირებას სათანადო მოხელეების მხრიდან ადგილი არ ჰქონია, რის გამოც პ---–- ა----–---მ 2007 წლის 29 მარტს N--- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურს, წარუდგინა მის ხელთ არსებული სრულყოფილი, სათანადო დოკუმენტაცია და მოითხოვა აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ რეგისტრაცია, თუმცა სარეგისტრაციო წარმოებაზე უარი ეთქვა სანოტარო წესით დამოწმებული პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის წარუდგენლობის გამო. ხელშეკრულება და მოწმობა კი სწორედ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა მოემზადებინა.

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, 2017 წლის 13 მარტს მოსარჩელის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა N--- დადგენილების თანახმად საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და ხელშეკრულების გაცემა. განმცხადებლის მოთხოვნა უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამასთან, სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი თვლის, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს 2006 წლის 03 ივლისის აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე, პ---–- ა----–---სთან, როგორც აუქციონში გამარჯვებულთან, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებასა და საკუთრების მოწმობის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აუქციონის განხორციელების დროს მოქმედებდა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონი (2009 წლის 3 ნოემბრიდან ეწოდა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონი, რომელიც ძალადაკარგულია 21.07.2010წ. N3512 კანონით). მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.

 

მითითებული კანონის კანონის მე-6 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების თანახმად კი, პრივატიზება ხდება კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის და პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების შესყიდვით; აუქციონის ფორმით ქონების გაყიდვის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

 

ამავე კანონის 2006 წლის 3 ივლისისთვის მოქმედი რედაქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა, რომ კონკურსის ფორმით, აუქციონის ფორმით ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველსა და გამყიდველს შორის იდება სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი ხელშეკრულება. შესაბამისი ხელშეკრულება იდება პირდაპირ მიყიდვაზე გადაწყვეტილების მიღებიდან, კონკურსის ან აუქციონის ჩატარებიდან არა უმეტეს 3 თვის ვადისა. იმავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადიოდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემოდა თანხის მთლიანად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო პერიოდში ასევე მოქმედებდა სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის N------- ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულება“ (ძალადაკარგულია ეკონომიკური განვითარების მინისტრის 24.10.2006წ. N 1-1/1244 ბრძანებით). დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ ,,გამყიდველის“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებული ვალდებული იყო გამყიდველთან გაეფორმებინა ხელშეკრულება (რომელიც უნდა დამოწმებულიყო სანოტარო წესით), ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს. ამავე დებულების მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება „გამყიდველიდან“ „მყიდველს“ გადაეცემოდა სახელმწიფო ქონების ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. უძრავი ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლება გადადიოდა შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ. ამასთან, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისათვის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები იფარებოდა „მყიდველის“ მიერ.

 

ამდენად, სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო ქონებაზე აუქციონის გზით საკუთრების უფლების შეძენისთვის, ერთი მხრივ, პირს მონაწილეობა უნდა მიეღო და გაემარჯვა აუქციონში, მეორე მხრივ კი, კანონით დადგენილ ვადაში, სანოტარო წესის დაცვით, უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება და გაცემულიყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა. მხოლოდ აღნიშნულ პროცედურათა ერთობლიობა, თითოეული მათგანის შესრულება და საბოლოოდ საკუთრების უფლების მოწმობა გაცემა წარმოშობდა მყიდველის საკუთრების უფლებას ქონებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, პ---–- ა----–---მ გაიმარჯვა 2006 წლის 3 ივლისს გამართულ აუქციონში, რის თაობაზეც შედგა ოქმი. ამასთან, ადიგენის რაიონის გამგეობამ 2006 წლის 25 ივლისის N--- დადგენილებით დაამტკიცა ადიგენის რაიონის გამგეობასთან არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული საკონკურსო კომისიის 2006 წლის 03 ივლისის სხდომის ოქმი N-- სადავო ქონების პ---–- ა----–---------- გადაცემის შესახებ და დაავალა რ--------------------------------–-----–------------------------------ და გ----------------–------------------------–----------------–---–----- აღნიშნული მიწის ფართობი გადაეცათ მხარისთვის არსებული წესის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, მართალია, მოსარჩელემ გაიმარჯვა აუქციონში, მაგრამ ხელშეკრულება არ დადებულა და საკუთრების მოწმობა არ გაცემულა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, არ ყოფილა დაცული კანონის მოთხოვნები, რაც გამოიხატებოდა თავდაპირველად ხელშეკრულების დადებაში, შემდგომში კი - საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაში.

 

დადგენილია, რომ 2006 წლის 03 ივლისის აუქციონის შედეგების გათვალისწინებით საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემის მოთხოვნით პ---–- ა----–---- წარმომადგენელმა გამგეობას მხოლოდ 2017 წლის 13 მარტს მიმართა, რაზეც უარი ეთქვა მოთხოვნის ხანდაზმულობიდან გამომდინარე. პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების მოწმობის გაცემას გამორიცხავდა ხელშეკრულების არარსებობა. ამასთან, ხელშეკრულება არ დადებულა კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტებით სწორედ პ---–- ა----–--- იყო ვალდებული მიემართა უფლებამოსილი ორგანოსთვის და დადგენილ ვადაში მოეთხოვა ხელშეკრულების გაფორმება.

 

გარდა იმისა, რომ ხელშეკრულების დადების კონკრეტული ვადა დარღვეულია, ასევე გასულია პრივატიზების ურთიერთობიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადაც. კერძოდ, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად (აუქციონის განხორციელების დროს მოქმედი რედაქცია), პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ხოლო 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადა უკავშირდება სამართლებრივი ურთიერთობების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას, პირმა სწორედ კანონით დადგენილ ვადაში უნდა განახორციელოს საკუთარი უფლების დაცვა და რეალიზება, წინაღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულის განხორციელება დამოკიდებული ხდება მხოლოდ მეორე მხარის კეთილ ნებაზე. სადავო შემთხვევაში კი, პ---–- ა----–---ს პრივატიზების ურთიერთობიდან გამომდინარე უფლების რეალიზების მოთხოვნა არ წარუდგენია კანონით გათვალისწინებული წესის დაცვით, მან ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ 2017 წელს მიმართა, ე.ი. აუქციონის ჩატარებიდან თითქმის 11 წლის გასვლის შემდეგ, როდესაც გასული იყო არა მხოლოდ სპეციალური - სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, არამედ ხანდაზმულობის საერთო ათწლიანი ვადაც კი. დამატებით აღსანიშნავია, რომ 2007 წლისთვის მოსარჩელის მიერ საპრივატიზაციო დოკუმენტაციის ფლობა და შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნის არსებობა დასტურდება პ---–- ა----–---- მიერ მარეგისტირირებელ ორგანოში 2007 წლის 29 მარტს წარდგენილი განცხადების თანდართული დოკუმენტებითაც.

 

რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ არაერთხელ მიმართა გამგეობას ხელშეკრულების დადებისა და საკუთრების მოწმობის გაცემის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რაც მის მიერ მოპასუხისადმი 2017 წლამდე მიმართვის ფაქტის არსებობას დაადასტურებდა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, ვინაიდან მოთხოვნის ხანდაზმულობა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის კანონიერ საფუძველს ქმნის, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, ასევე არ არსებობს მოპასუხისთვის ხელშეკრულების გაფორმებისა და საკუთრების მოწმობის გაცემის დავალების საფუძვლები.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ამდენად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. პ---–- ა----–---- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე მანანა ჩოხელი

 

მოსამართლეები თამარ ონიანი

 

გიორგი ტყავაძე