განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.05.2019
საქმის ნომერი
120310018002631375
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/187-19, 120310018002631375

განჩინება

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

აპელანტი (მოპასუხე) - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ნ-----–---------–---

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - ნინო გ--------ე, გ--–--ა კ------–---ი

წარმომადგენელი - ბ--------------–---–-

მესამე პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის ეროვნული რეგიონული ოფისი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება

სასარჩელო მოთხოვნა

ბათილად იქნეს ცნობილი დაბა ბაკურიანში, თ---------–--ის ქუჩა N5-ში მდებარე ს/კ 6----------- მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის (ვირტუალური) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაადგინოს საკადასტრო კოდით 6----------- წინა სააღრიცხვო ბარათით დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

მოპასუხის პირების პოზიცია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ ნორმებს, კერძოდ მოსარჩელე ითხოვს უფლებამოსილი პირის მიერ უფლების დამდგენ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის დავალდებულებას, მაშინ როდესაც ადმინისტარციული წარმოების შედეგად შესაძლოა არც დადგინდეს ზემოაღნიშნული. საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სცილდება კანონით დადგენილ ნორმებს.

მესამე პირის პოზიცია

მესამე პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ივანე ათუნაშვილმა განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 აპრილს განცხადებით მიმართა ნინო კ------–---მა, 18.04.2018წ. მის მიერ დამატებით წარდგენილი იქნა გ--–--ა კ------–---ის მინდობილობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 24 აპრილს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი იქნა მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ ინფორმაცია. სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით რეგისტრაცია მიიღება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან პასუხის მიღებისთანავე.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნინო გ--------ის და გ--–--ა კ------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ს/კ 6----------- მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნინო გ--------ის და გ--–--ა კ------–---ის მიმართ უძრავი ქონების იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით.

დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2018 წლის 10 აპრილს ნინო გ--------ემ N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში თ---------–--ის ქ. N5-ში მდებარე უძრავ ნივთზე ს/კ 6-----------ა, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 16 აპრილს მიიღო N8------------03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც ნინო გ--------ეს ეცნობა, რომ ცვლილების განსახორციელებლად საჭირო იყო გ--–--ა კურტალოვის თანხმობის წარდგენა.

2018 წლის 18 აპრილს, ნინო გ--------ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა გ--–--ა კ------–---ის მინდობილობა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ნინო გ--------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნკავეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 24 აპრილს ბორჯომის მუნიციპალიტეტში გადაგზავნა ნინო გ--------ის განცხადება და ეთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ს/კ 6-----------ა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 24 აპრილს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8------------05 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 24 აპრილს N------ წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან.

გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2018 წლის 24 აპრილის წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, დაბა ბაკურიანში, თ---------–--ის ქ. N5-ში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ 6-----------, მესაკუთრეები არიან ნინო გ--------ე და გ--–--ა კუტლოვი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას ნინო გ--------ის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმის გარემოებები, განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას ნინო გ--------ის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია, არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმის გარემოებები, ნინო გ--------ის განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები.

ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ ნინო გ--------ის განცხადებისა და საქმის მასალების ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 2018 წლის 24 აპრილს გადაგზავნის შემდეგ, მერიამ კანონით დადგენილ ვადაში არათუ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ ადმინისტრაციული წარმოებაც არ უწარმოებია, შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სახეზეა ნინო გ--------ის და გ--–--ა კ------–---ის განცხადებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში, რადგან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის უარი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ზიანს აყენებს მოსარჩელეების ნინო გ--------ის და გ--–--ა კ------–---ის კანონიერ უფლებას და ინტერესს.

ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ე.წ. ვირტუალური აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ცნობილიყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას ვირტუალური განკარგულება/უარი და მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნინო გ--------ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

სააპელაციო საჩივრის თანახმად, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასატრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას (მიწის ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან მიმართებთან მიმართებით) ადასტურებენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები. აპელანტის მითითებით, ამავე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა საპილოტე პროექტის ფარგლებში დგინდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არ არის ერთადერთი საფუძველი, რისი მეშვეობითაც მიიღწევა შედეგი.

სააპელაციო საჩივრის თანახმად გარდა აღნიშნულისა, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა.

აპელანტის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოდან დოკუმენტი გამოითხოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ამ სააგენტოში დაცული დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ არის საკმარისი დაინტერესებული პირის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. აპელანტის მითითებით, რა გარემოებით იყო გამოწვეული მუნიციპალიტეტისათვის მიმართვა, რა საჭიროება იყო სახეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსახილველ შემთხვევაში არ იქნა გამოკვლეული.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საქმეზე დამდგარ შედეგს, ხოლო სამართლებრივი შეფასების სახით მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

2018 წლის 10 აპრილს ნინო გ--------ემ N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში თ---------–--ის ქ. N5-ში მდებარე უძრავ ნივთზე ს/კ 6-----------ა, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 16 აპრილს მიიღო N8------------03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც ნინო გ--------ეს ეცნობა, რომ ცვლილების განსახორციელებლად საჭირო იყო გ--–--ა კურტალოვის თანხმობის წარდგენა.

2018 წლის 18 აპრილს ნინო გ--------ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა გ--–--ა კ------–---ის მინდობილობა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ნინო გ--------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნკავეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 24 აპრილს ბორჯომის მუნიციპალიტეტში გადაგზავნა ნინო გ--------ის განცხადება და ითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ს/კ 6-----------ა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 24 აპრილს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8------------05 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 24 აპრილს N------ წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან.

გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2018 წლის 24 აპრილის წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, დაბა ბაკურიანში, თ---------–--ის ქ. N5-ში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ 6-----------, მესაკუთრეები არიან ნინო გ--------ე და გ--–--ა კუტლოვი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას ნინო გ--------ის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმის გარემოებები, განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები.

სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. მითითებული ნორმის თანახმად, სწორედ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია იყო უფლებამოსილი პირი ემსჯელა და დაედასტურებინა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელა, რითიც შეილახა მოსარჩელის კანონიერი უფლებები და ინტერესები.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას განსახილველ შემთხვევაში მიწის ნაკვეთთა იდენტურობის დადგენის მიზნით მუნიციპალიტეტისათვის მიმართვის საჭიროების არარსებობის შესახებ და განმარტავს, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ნინო გ--------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, აღნიშნული წარმოშობდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებას საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საქმის მასალების მუნიციპალიტეტში გადაგზავნის შემდგომ ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები და კანონით გათვალისწინებულ ვადაში გამოეცა შესაბამისი აქტი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო რეესტრის წერილის საფუძველზე, კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ შეისწავლა საკითხი და არ გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, გამოცემულია ვირტუალური უარი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაკისრებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა ვერ გაამართლებს გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მათ შორის ვირტუალური უარის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. ამასთან, დავის სასამართლოში განხილვის ეტაპზეც კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას არ მიუღია გადაწყვეტილება სადავო საკითხზე, რაც უპირობოდ მიუთითებს მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანო უარს აცხადებს საკითხის შესწავლაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი”.

ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და განმარტავს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ე.წ. ვირტუალური აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

ამდენად სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ვირტუალური განკარგულება/უარის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ნინო გ--------ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული ახალციხის რაიონული სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სასამართლო ხარჯები

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია გათ---------–--ულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე

გელა ბადრიაშვილი