განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-745-2019 წელი
№060100119003069721
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
29 ნოემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ჯ--–--- ჯ-----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ჯ--–--- ჯ-----ე, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის არ მქონე, მცხოვრები ს------------------------------–------–--ში, მსჯავრდებულია სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დანაშაუ-ლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
aRwerilobiTi nawili:
ჯ--–--- ჯ-----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 13:50 საათზე, ჯ--–--- ჯ-----ე მივიდა ს------------------------------–------–--ში მცხოვრებ ა---------– დ-----ს საცხოვრებელი ბინის წინ, წა-რსულში უსაფუძვლო განაწყენების ნიადაგზე, უცენზურო სიტყვებით გამოიხმო ბინაში მყოფ ა---------– დ----- და ემუქრებოდა დანით ყელის საჯაროდ გამოჭრის გზით სი-ცოცხლის მოსპობით. აღნიშნულით ა---------– დ-----ს გაუჩნდა მუქარის განხორციე-ლების საფუძვლიანი შიში.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ--–--- ჯ-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატ-მა ნ-----–-- ქ-----–--მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ჯ--–--- ჯ-----ის მი-მართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ ვერ მოიპოვა პირდაპირი უტყუარი მტკიცებულებები ჯ. ჯ-----ის ბრა-ლეულობის დასადასტურებლად. სასამართლოში ჩვენების მიცმისას თავად ა---------– დ-----ც და მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებდნენ, რომ ჯ--–--- ჯ-----ეს ხელში არა-ფერი ჰქონია და თუ მისი ყელის გამოჭრა ჰქონდა განზრახული, მაშინ განზრახვასაც სისრულეში მოიყვანდა. თუ მან საფრთხე ჯ--–---ის მათ ჭიშკართან ყოფნისას იგრძნო, რატომ მაშინვე არ დარეკა პოლიციაში და რატომ დარეკა მხოლოდ მისი წასვლის შემ-დეგ?
ასევე აშკარა წინააღმდეგობაა მოწმე ე----- ჭ--–---–ის მიერ წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის, კერძოდ, წინასწარ გამოძიებაში განაცხადა, რომ დაინახა ჯ--–---ი მანქანაში იჯდა, ხოლო სასამართლოში აჩვენა, რომ ჯ--–---ი ჭიშკართან იდგაო. სასამართლომ ასევე მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის პი-როვნება, მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა სოფელი დატოვა, არასდროს მიუკითხავს მათთან სახლში, არც დაურეკია, არანაირი ცუდი განზრახვა ა---------–ის მიმართ არ ჰქონია, რომ ჰქონოდა 12 ივნისამდე შეეცდებოდა მუქარის განხორციელებას.
სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბრალმდებელს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა ა---------– დ-----მ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ცხოვრობს ს-----------–----------–------–--ში. 2015 წლის ბოლოს იგი იძულებული გახდა წასულიყო სოფლიდან, ვინაიდან ი. კ-–--–---ს მეუღლე, მ--- ჯ-----ე მას აბრალებს გაუპატიურე-ბის მცდელობას. ამის გამო, მ. ჯ-----ის ძმებმა ა---- (ბრალდებულ ჯ. ჯ-----ის მამა) და ნ-----–---- ჯ-----ეებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს და დაუმქრნენ, რომ სოფელში არ გამოჩენილიყო. იგი წავიდა მონასტერში და სოფელში იშვიათად ჩადიოდა. 2019 წლის 6 ივნისს იგი მეუღლესთან ერთად ჩავიდა მშობლებთან სოფელ ტ---–--ში და იმყოფებოდა სახლში. მამა მ. დ-----სგან გაიგო, რომ შეხვედრია ნ. ჯ-----ე, რომელსაც უთქვამს, ა----- წავიდეს სოფლიდანო. 12 ივნისს დაახლოებით 14 საათზე, მის სახლთან მანქანით მივიდა ჯ. ჯ-----ე, რომელიც ემუქრებოდა და უძახდა, რომ გარეთ გასულიყო. მას შეე-შინდა, რომ შეიძლება ჯ. ჯ-----ეს რაიმე ჰქონოდა თან და დაეზიანებინა ან საერთოდაც მოეკლა. დედამ ლ. დ-----მ გააღვიძა მამა მ. დ-----, რომელიც გავიდა ჯ. ჯ-----ესთან და შესთვაზა, სახლში ჩასულიყო და ესაუბრათ. ჯ. ჯ-----ე კი აგრძელებდა მისი მისა-მართით მუქარას და გინებას. ამბობდა ყელი უნდა გამოვჭრათო, ბიჭები ვართ შეკრები-ლი და წესი უნდა ავუგოთო. ამის შემდეგ ჯ. ჯ-----ესთან გავიდა მისი მეუღლე რომელ-მაც უთხრა, რომ კანონს არღვევდა და პოლიციას გამოიძახებდა. მას შეეშინა და დარეკა პოლიციაში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ------ დ-----მ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ცხოვრობს ს-----------–----------–------–--ში მეუღლესთან, მ------------ დ-----სთან ერთად. მათი შვილი ა----------– დ-----, 2015 წლის ბოლოს წავიდა სოფლიდან და იშვიათად ჩადის მათთან. ამის მიზეზი არის ის, რომ მას ბრალი დასდეს მ. კ-–--–---ს (ჯ-----ე) მიმართ ძალადო-ბაში. ამ მიზეზით ა. დ-----ს მიმართ მ. კ-–--–---ს ოჯახის წევრებმა ფიზიკურად იძა-ლადეს. 2019 წლის 6 ივნისს ა. დ----- მივიდა სახლში. მისი მეუღლის მ. დ-----სგან იცის, რომ მას ა. და ნ. ჯ-----ეებმა უთხეს, რომ ა. დ----- წასულიყო სოფლიდან, რაიმე ცუდი რომ არ მომხდარიყო. 12 ივნისს დაახლოებით 14 საათზე იყო სახლში. მოესმა ხმაური და გაიხედა გარეთ და დაინახა ჯ. ჯ-----ე ავტომანქანით. იგი შეურაცხმყოფე-ლი სიტყვებით მოიხსენიებდა მის შვილს, ა. დ-----ს და მოუწოდება გასულიყო გარეთ, ემუქრებოდა ყელის გამოჭრით, შენნაირები ამ სოფელში არ უნდა ცხოვრობდნენო, აგი-ნებდა დედის მისამართით. მან გააღვიძა მეუღლე მ. დ-----, რომელიც გავიდა ჯ. ჯ------ესთან, რომელმაც მას ჰკითხა თუ სად იყო ა----- და როდესაც მ. დ-----მ უპასუხა სახლშიო, უთხრა, არსად წასულიყო, მოვიდოდნენ და ყელს გამოჭრიდნენ. ამის შემდეგ ჯ. ჯ-----ესთან გავიდა ა. დ-----ს მეუღლე, რომელმაც უთხრა, რომ პოლიციაში დარე-კავდა. ჯ. ჯ-----ის წასვლის შემდეგ დარეკეს პოლიციაში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ------------ დ-----მ განაცხადა, რომ ცხოვრობს სოფელ ტ---–--ში მეუღლესთან ლ------ დ-----სთან ერთად. მათი შვილი ა---------– დ----- 2015 წლის 31 დეკემბერს წავიდა სახლიდან და მათთან დროგამოშვებით მიდის, რისი მიზეზიც ის არის, რომ მათი მეზობელი მ. კ-–--–--- ა. დ-----ს ადანაშაულებს გაუპატიურების მცდელობაში. მ.კ-–--–---ს ოჯახის წევრები და ახლობლები ემუქრებოდნენ ა. დ-----ს და ითხოვდნენ, რომ სახლში არ მისულიყო, რის გამოც იგი წავიდა სოფლიდან. 2019 წლის 8 ივნისს მას შეხვდა ა---- ჯ-----ე და უთხრა, ა----- სახლში არ მისულიყო, ბავშვები არ შეხვდნენ ერთმანეთსო. იგივე უთხრა ა. ჯ-----ის ძმამ ნ. ჯ-----ემ. 2019 წლის 12 ივნისს მათთან მივიდა ჯ. ჯ-----ე, რომელიც აგინებდა და ემურებოდა ა. დ-----ს. იგი გავიდა ჯ. ჯ------ესთან და შესთვაზა, ჩასულიყო მათთან და ელაპარაკათ, მაგრამ ჯ. ჯ-----ე აგრძე-ლებდა გინებას. იძახდა არსად წასულიყო, ბიჭები იკრიბებოდნენ და წესს აუგებდნენ. ამის შემდეგ დარეკეს პოლიციაში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ე----- ჭ--–---–მა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ა---------– დ----- დაახ-ლოებით ერთი წელია არის მისი მეუღლე. ა. დ----- არის ტ---–--იდან სადაც ჩადიან მის მშობლებთან. მან იცის, რომ დაქორწინებამდე ა. დ-----ს და კ-–--–----ის ოჯახებს შორის იყო დაძაბული სიტუაცია. 2019 წლის 12 ივნისს ის, მისი შვილი, მეუღლე ა.დ------ და მისი მშობლები იყვნენ სახლში. დაახლოებით 14 საათზე, მათ ჭიშკართან მივი-და ჯ--–--- ჯ-----ე, იგი აგინებდა მის მეუღლეს და უძახდა, გასულიყო გარეთ და რომ უნდა მოეკლათ. მათ შეეშინდათ და ა. დ-----ს უთხრეს, რომ გარეთ არ გასულიყო. თვითონ გავიდა ჯ. ჯ-----ესთან და უთხრა, რომ დარეკავდა პოლიციაში. რამდენიმე ხანში ჯ. ჯ-----ე წავიდა და არ მიბრუნებულა. მანამდე ჯ. ჯ-----ესთან გავიდა მ.დ------, რომელსაც ეძინა და ლ. დ-----მ გააღვიძა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ნ----- ნ--------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მუშაობს სამტრედიის რაიო-ნულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. განსახილველ საქმეზე მან ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხა ა. დ-----ს მშობლები მ------------ და ლ------ დ------ი. გამოკითხვისას ისინი იყვნენ აღელვებული და შეში-ნებულები იმ ფაქტით, რომ ჯ. ჯ-----ე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მათ შვილს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ჯ--–--- ჯ-----ის მიმართ გამამართლე-ბელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
– დაზარალებულ ა---------– დ-----მ აჩვენა, რომ 2019 წლის 12 ივნისს დაახლოებით 14 საათზე, მის სახლთან მანქანით მივიდა ჯ--–--- ჯ-----ე, რომელიც ემუქრებოდა და უძახდა, რომ გარეთ გასულიყო. . . ამბობდა ყელი უნდა გამოვჭრათო, ბიჭები ვართ შეკ-რებილი და წესი უნდა ავუგოთო. ამის შემდეგ ჯ. ჯ-----ესთან გავიდა მისი მეუღლე, რომელმაც უთხრა, რომ კანონს არღვევდა და პოლიციას გამოიძახებდა.
– მოწმე ლ------ დ-----მ აჩვენა, რომ 12 ივნისს დაახლოებით 14 საათზე იყო სახლში. მოესმა ხმაური და გაიხედა გარეთ და დაინახა ჯ. ჯ-----ე ავტომანქანით. იგი შეურაცხ-მყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა მის შვილს ა---------– დ-----ს, ემუქრებოდა ყე-ლის გამოჭრით, შენნაირები ამ სოფელში არ უნდა ცხოვრობდნენო, აგინებდა დედის მისამართით. . . უთხრა, არსად წასულიყო, მოვიდოდნენ და ყელს გამოჭრიდნენ. ამის შემდეგ ჯ. ჯ-----ესთან გავიდა ა. დ-----ს მეუღლე, რომელმაც უთხრა, რომ პოლიციაში დარეკავდა.
– მოწმე მ------------ დ-----მ აჩვენა, რომ 2019 წლის 12 ივნისს მათთან სახლში მივიდა ჯ--–--- ჯ-----ე, რომელიც აგინებდა და ემურებოდა ა---------– დ-----ს. . . იძახდა არსად წასულიყო, ბიჭები იკრიბებოდნენ და წესს აუგებდნენ.
– მოწმე ე----- ჭ--–---–მა აჩვენა, რომ 2019 წლის 12 ივნისს ის, მისი შვილი, მეუღლე ა---------– დ----- და მისი მშობლები იყვნენ სახლში. დაახლოებით 14 საათზე, მათ ჭიშკართან მივიდა ჯ--–--- ჯ-----ე, იგი აგინებდა მის მეუღლეს და უძახდა, გასულიყო გარეთ და რომ უნდა მოეკლათ. მათ შეეშინდათ და ა. დ-----ს უთხრეს, რომ გარეთ არ გასულიყო. თვითონ გავიდა ჯ. ჯ-----ესთან და უთხრა, რომ დარეკავდა პოლიციაში.
აღნიშნული მტკიცებულებებით სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპე-ლაციო საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებიოთ, რომ საქმეში არ არსებობს პირდაპირი სახის მტკიცებულებები ჯ--–--- ჯ-----ის ბრალის დასადასტურებლად.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის არც იმ პო-ზოციას, რომ ა.დ-----სთან დასალაპარაკებლად მისული ჯ.ჯ-----ე არ დამუქრებია ა. დ-----ს, მას ხელში დანა არ ჰქონია. ასე რომ ყოფილიყო, ხელს არაფერი შეუშლიდა განზრახვა სისრულში მოეყვანა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დანაშაულადაა მიჩნეული სიცოცხლის მოსპობის ან ჯან-მრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მუქარა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით: წერილის მიწერით, სატელე-ფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით, აგრეთვე სხვა პირის მეშვეობით. მუქარა შესაძლოა არც იყოს რეალური და დამნაშავეს არც ამოძრავებდეს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების განხორციელების სურვილი. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. იმის დასადგენად, გამოიწვევდა თუ არა მუქარა საფუძვლიან შიშს, უნდა შეფასდეს დამმუქრებლის პიროვნება, ურთი-ერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, მისი არაერთგზისობა და სხვა.
კონკრეტულ შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ჯ-----ეების ოჯახსა და ა---------– დ-----ს შორის არსებობდა ურთიერთგანაწყენება იმის გამო, რომ ჯ--–--- ჯ-----ის მამიდა ა---------– დ-----ს აბრალებდა გაუპატიურების მცდელობას, და რომ ამის გამო მ--- ჯ-----ის ძმებმა ფიზიკურად იძალადეს კიდეც ა---------– დ-----ზე, რის გამოც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა 2015 წელს დაეტოვებინა სოფელი და წასულიყო მონასტერში, ა---------– დ-----ს სრული საფუძველი ჰქონდა რეალურად აღექვა ჯ--–--- ჯ-----ის მუქარა და გასჩენოდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადა-სტურებენ ჯ--–--- ჯ-----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სააპელაციო პალატას არანაირი საფუძველი არ გააჩნია ეჭვი შეიტანოს დაზარალებუ-ლისა და მოწმეთა ჩვენებებში და გაიზიაროს დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავში-რებით, რომ არ არსებობს ჯ--–--- ჯ-----ის ბრალის მადასტურებელი მტკიცებულე-ბების ერთობლიობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინ-სტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ ჯ--–--- ჯ-----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო სასჯელი შეფარდებული აქვს მის მიერ ჩადე-ნილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი ჯ--–--- ჯ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ჯ--–--- ჯ-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ჯ--–--- ჯ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ჯ--–--- ჯ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili