განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2019
საქმის ნომერი
190100119002926184
ინსტანცია
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N190100119002926184, №1/ბ-1552-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ვეფხია ლომიძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ხ-----------------ი.

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ნ-----ი კ---–---ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს-----------------------------–---------------–-----------------------–---------.

 

ადვოკატი - ვ-–---–----------ე.

 

თარჯიმანი - ა---------–--------ი.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა).

 

სასჯელი:

 

9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ნ-----ი კ---–---ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იყო არასანდო და არ ადასტურებდა ნ-----ი კ---–---ის ბრალეულობას;

▪ ნ-----ი კ---–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომელთაგან დაიკითხა მხოლოდ ზ------ ბ-–---ე;

▪ ნ-----ი კ---–---მა პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას უარი განაცხადა ნერწყვის ნიმუშის აღებაზე, ამიტომ იგი ნების საწინააღმდეგოდ წააქციეს საწოლზე და ბამბის ტამპონით პირიდან და იღლიიდან აუღეს ნიმუშები. აღნიშნული გააკეთეს იმ პოლიციელებმა, რომლებმაც ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება;

▪ მოწმეებმა: ზ------ ბ-–---ემ, პ----- ყ------მა, დ-------- დ-----–---–მა და ს------- ც----------ემ სასამართლოს მისცეს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები და არასწორად აღწერეს 2019 წლის 25 თებერვალს განვითარებული მოვლენები. აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ნ-----ი კ---–---ის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში, შესაბამისად არიან დაინტერესებული პირები, რის გამოც მათი ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული;

▪ თარჯიმან ი-–---- ი-----–---ის მიმართ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით ქ-------------–-ს სამხარეო პოლიციაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შესაბამისად მოცემულ საქმეზე თარჯიმნის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან მოწმემ ჩვენება მისცა სამართალდამცავი ორგანოების ზეწოლით. რაც შეეხება დ-------- დ-----–---–ს, მოცემულ ეტაპზე ის არის დაკავებული და მისი ჩვენება ასევე არ უნდა დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

 

ბრალდების მხარის მოთხოვნა - დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ნ-----ი კ---–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

 

2019 წლის 25 თებერვალს,18:00 საათზე, ქალაქ თ---–-----–---------–--–-----------ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ნ-----ი კ---–---ი, რომელიც პირადად, ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებებს: 0,477 გრამ მორფინს (ფუძე) და 7,4243 გრამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენით ნ-----ი კ---–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

 

ნ-----ი კ---–---ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 25 თებერვლის 18:45 საათიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნ-----ი კ---–---ს, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 (ათი) წლის ვადით, ხოლო 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ფორმა N1-ით დადგენილია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შსს რ---------------–-----------------–--ს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებელ გ------- მ---------ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ს-----------------------------–--------------–-------- ქუჩა, პ------–-----------ში მცხოვრები ნ-----ი კ---–---ი, საცხოვრებელ სახლში და პირადად ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას.

 

გ------- მ---------ის 2019 წლის 23 თებერვლის პატაკით დადგენილია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით ს-------------------------------–---------------–-------- ქუჩის პ------–-----------ში მცხოვრები 2--------- წელს დაბადებული ნ-----ი დ---------ე კ---–---ი პირადად და საცხოვრებელ მისამართზე ინახავს ნარკოტიკულ საშუალებას.

 

ჩვენების მიცემისას მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ------- მ---------ემ განმარტა, რომ 2019 წლის თებერვლის ბოლო რიცხვებში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ნ-----ი კ---–---ი პირადად და ს-----------------------------–--------------–--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ინახავდა ნარკოტიკულ ნივთიერებას. მან სპეციალური პროგრამის მეშვეობით გადაამოწმა ინფორმაცია და დარწმუნდა, რომ ინფორმაციაში მითითებული პირი - ნ-----ი კ---–---ი ნამდვილად არსებობდა. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

შ-----–- ი---------–ის 2019 წლის 25 თებერვლის პატაკით დადგენილია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით 2--------- წელს დაბადებული ნ-----ი დ----------- კ---–---ი, მის მფლობელობაში არსებული ,,ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანით სახ. ნომრით Q-------- იმყოფებოდა თ---–-----–---------–--–-----------ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

მოწმე შ-----–- ი---------–ის ჩვენებით, 2019 წლის 25 თებერვალს, დღის საათებში, მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნ-----ი კ---–---ი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა, რუსთავის მაგისტრალის 36-ე კილომეტრზე, კერძოდ, ლილოს მიმართულებით მიმავალ გზაზე ,,გეზთან“, რის შესახებ წერილობითი პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ, სისხლის სამართლის N0----------- საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-------------–-ს პოლიციის დეპარტამენტის რ---------------–-----------------–--ს მე-2 განყოფილებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე ზ------ ბ-–---ემ განმარტა, რომ მუშაობს გამომძიებლად. 2019 წლის 23 თებერვალს, გამომძიებელ გ------- მ---------ის პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით. პატაკის მიხედვით, ნ-----ი კ---–---ს პირადად და ს-----------------------------–--------------–--ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. 2019 წლის 25 თებერვალს, გამომძიებელ შ-----–- ი---------–ის მიერ მიღებულ იქნა დამატებითი ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსთავი-თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კილომეტრზე, ლილოს გზაზე, ,,B---ს“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა ნ-----ი კ---–---ი. გამომძიებლები: პ----- ყ------ი, დ-------- დ-----–---–ი, თავად და თარჯიმანი ი-–---- ი-----–---ი სამსახურებრივი ავტომანქანით მივიდნენ ინფორმაციაში მითითებულ ადგილზე, სადაც გზის მარჯვენა სავალ ნაწილზე, ქ.რუსთავის მიმართულებით გაჩერებული იყო ავტომანქანა, რომლის საჭესთან იჯდა ნ-----ი კ---–---ი, რომელთან ერთად არავინ ყოფილა. ავტომანქანა შემოაბრუნეს და გააჩერეს ამ უკანასკნელის მანქანის უკან. ამის შემდეგ ნ-----ი კ---–---ს გააცნეს განჩინება პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ და ჩაატარეს მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ნ-----ი კ---–---ის მოყავისფრო ფერის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან გამომძიებელ პ----- ყ------ის მიერ, ამოღებული იქნა ოთხი ცალი წონაკი ე.წ. ,,ბაში“, საიდანაც ორი ცალი იყო მომწვანო ფერის, ერთი მოყვითალო, ერთი კი - ლურჯი ფერის. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით. ამის შემდეგ ჩატარდა ნ-----ი კ---–---ის ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ მათ დააკავეს ნ-----ი კ---–---ი, რადგან ჩათვალეს, რომ ამ უკანასკნელისგან ამოღებული ოთხ წონაკად დაფასოებული ნივთიერება წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას. ვინაიდან ნ-----ი კ---–---მა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზისთვის ნიმუშების ნებაყოფლობით გაცემაზე განაცხადა უარი, გამომძიებელმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე გლდანის N8 დაწესებულებაში, ნ-----ი კ---–---ის საკანში ჩაატარა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ნ-----ი კ---–---ის თეთრეული და პირადი ჰიგიენის ნივთები, კერძოდ, კბილის ჯაგრისი და ფრჩხილების საჭრელი. ამის შემდეგ მან გენეტიკური ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნა ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებების შესაფუთი პოლიეთილენის ნაჭრები, ნ-----ი კ---–---ის თეთრეული, კბილის ჯაგრისი და ფრჩხილის საჭრელი. ნ-----ი კ---–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ნივთიერებაზე ასევე დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ნ-----ი კ---–---ის პირადი ჩხრეკის ვიდეო გადაღება არ მომხდარა და საგამოძიებო მოქმედებაში ვინმე ,,ვ-----“ მონაწილეობა არ მიუღია, მათ ამ სახელის თანამშრომელიც არ ჰყავთ. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ იმ პირებს, ვინც ატარებდნენ ნ-----ი კ---–---ის პირად ჩხრეკას, ეცვათ რეზინის სტერილური ხელთათმანები. დაკავებისას ნ-----ი კ---–---ს არავისთან უკამათია.

 

მოწმე პ----- ყ------მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შ-----–- ი---------–ის ინფორმაციული პატაკით ირკვეოდა, რომ ნ-----ი კ---–---ი ,,B---ს“ მარკის ავტომობილით იმყოფებოდა თბილისი-რუსთავის შემოვლითი გზის 36-ე კილომეტრზე, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, 2019 წლის 25 თებერვალს, თანამშრომლებთან: ზ------ ბ-–---ესთან, დ-------- დ-----–---–თან და თარჯიმან ი-–---- ი-----–---თან ერთად, სამსახურებრივი ,,შკოდას“ მარკის ავტომანქანით გავიდა პატაკში მითითებულ მისამართზე, რა დროსაც ეცვა სამსახურებრივი ფორმა. მითითებულ მისამართზე მოძრაობისას მათ შენიშნეს ნ-----ი კ---–---ის ავტომანქანა. ავტომანქანის ამოცნობა შეძლეს მარტივად, რადგან მიღებული ინფორმაციით იცოდნენ ავტომანქანის მარკა და სახელმწიფო ნომერი. აღნიშნულ მანქანაში იჯდა მხოლოდ ნ-----ი კ---–---ი. გამომძიებელმა ზ------ ბ-–---ემ ნ-----ი კ---–---ს თარჯიმნის მეშვეობით გააცნო განჩინება პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ და მოთხოვა ავტომანქანიდან გადასვლა. მოწმემ განმარტა, რომ მან ნ-----ი კ---–---ის პირადი ჩხრეკისას ამ უკანასკნელის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო პოლიეთილენის მომდნარ თავიან პაკეტში 4 წონაკად შეხვეული ფხვიერი ნივთიერება. ნ-----ი კ---–---ის ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირს ეცვა რეზინის სამედიცინო ხელთათმანები. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები ნ-----ი კ---–---ის ავტომანქანის ე.წ. ,,კაპოტზე“ დალუქა გამომძიებელმა ზ------ ბ-–---ემ და ჩხრეკაში მონაწილე პირებმა ლუქზე გააკეთეს ხელმოწერები. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ დალუქვამდე ამოღებულ ,,ბაშებთან“ შეხება ჰქონდათ მხოლოდ მას და ზ------ ბ-–---ეს. ნ-----ი კ---–---მა პირადი ჩხრეკის ოქმს გაურკვეველი მიზეზით არ მოაწერა ხელი. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ დააკავეს ნ-----ი კ---–---ი, რადგან მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება შესაძლოა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შემდეგ ჩატარდა ნ-----ი კ---–---ის კუთვნილი ,,ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოღებულა.

 

მოწმე დ-------- დ-----–---–ის ჩვენებით, ნ-----ი კ---–---ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით 2019 წლის 23 თებერვალს დაიწყო გამოძიება. ინფორმაციული პატაკის თანახმად, ნ-----ი კ---–---ს პირადად და საცხოვრებელ ბინაში უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. 2019 წლის 25 თებერვალს, გამომძიებელ შ-----–- ი---------–ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ნ-----ი კ---–---ი გადაადგილდებოდა თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კილომეტრზე. იგი გამომძიებლებთან: ზ------ ბ-–---ესთან, პ----- ყ------თან და თარჯიმან ი-–---- ი-----–---თან ერთად მივიდა მითითებულ მისამართზე, სადაც დაინახეს გზის სავალ ნაწილზე, რუსთავის მიმართულებით გაჩერებული ნ-----ი კ---–---ის ავტომანქანა. თავად მიდიოდნენ რუსთავიდან ლილოს მიმართულებით, ამიტომ მანქანის დანახვის შემდეგ მობრუნდნენ მოშორებით და მანქანა მიაყენეს ნ-----ი კ---–---ის მანქანის უკან. ზემოაღნიშნული მანქანის საჭესთან იჯდა ნ-----ი კ---–---ი და მის გარდა მანქანაში სხვა პირი არ იმყოფებოდა. გამომძიებელმა ზ------ ბ-–---ემ ნ-----ი კ---–---ს თარჯიმნის მეშვეობით გააცნო განჩინება პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რის შემდეგაც ჩატარდა ნ-----ი კ---–---ის ჩხრეკა. ჩხრეკისას პ----- ყ------მა ნ-----ი კ---–---ის მუქი ფერის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო ოთხი წონაკი ე.წ. ,,ბაში“, რაც მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში და ადგილზე დაილუქა სათანადო წესით. ნ-----ი კ---–---ის პირადი ჩხრეკისას ჩხრეკაში მონაწილე პირებს - გამომძიებლებს ეკეთათ სამედიცინო ხელთათმანები. აღნიშნულის შემდეგ ნ-----ი კ---–---ი დააკავა გამომძიებელმა ზ------ ბ-–---ემ. დაკავებისას ნ-----ი კ---–---ს თარჯიმნის მეშვეობით განემარტა დაკავების საფუძველი და უფლებები. ნ-----ი კ---–---მა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმების ხელმოწერაზე და მათი ასლების ჩაბარებაზე გაურკვეველი მიზეზით განაცხადა უარი. დაკავების შემდეგ გამომძიებლებმა პ----- ყ------მა და ზ------ ბ-–---ემ დაკავებული გადაიყვანეს საქართველოს შსს რ---------------–-----------------–--ს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, თავად კი დარჩა ნ-----ი კ---–---ის ავტომანქანასთან, რომელიც პირად ნივთებთან ერთად ჩააბარა ნ-----ი კ---–---ის ძმას.

 

მოწმე ი-–---- ი-----–---მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის ქართული და აზერბაიჯანული ენების მცოდნე თარჯიმანი. 2019 წლის თებერვალში, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ნ-----ი კ---–---ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა, ასევე ნ-----ი კ---–---ის დაკავება, რომელშიც მონაწილეობას იღებდა როგორც თარჯიმანი. შემთხვევის ადგილზე გავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რ---------------–-----------------–--ს პოლიციის მეორე განყოფილების გამომძიებლებთან: ზ------ ბ-–---ესთან, დ-------- დ-----–---–თან და პ----- ყ------თან ერთად, „შკოდას“ მარკის, ვერცხლისფერი ავტომანქანით. დაახლოებით 20 წუთში მივიდნენ ლილოს ბაზრობისკენ მიმავალ გზაზე, სადაც პოლიციის თანამშრომლებმა შენიშნეს მათთვის საინტერესო ,,B---ს“ მარკის ავტომანქანა, რომელიც იყო გაჩერებული და წინა მხარე რუსთავისკენ ჰქონდა მიმართული. ვინაიდან თავად რუსთავიდან ლილოს მიმართულებით მოძრაობდნენ, მანქანა მოატრიალეს და გაჩერდნენ ზემოაღნიშნული ,,B---ს“ მარკის ავტომანქანის უკან. მანქანაში ნ-----ი კ---–---ი იყო მარტო და იჯდა საჭესთან. მანქანის გაჩერებისთანავე პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მივიდა ნ-----ი კ---–---ის ავტომანქანასთან, რომელსაც მოთხოვეს ჩხრეკის ჩასატარებლად მანქანიდან გადმოსვლა, რა დროსაც ნ-----ი კ---–---მა პოლიციის თანამშრომლებს კითხა ჩხრეკის მიზეზი. მან ნ-----ი კ---–---ს უთარგმნა გამომძიებელ ზ------ ბ-–---ის მიერ წარდგენილი სასამართლოს განჩინება ჩხრეკის ჩატარების შესახებ. განჩინების გაცნობის შემდეგ გამომძიებელმა ნ-----ი კ---–---ს შეთავაზა წარმოედგინა თუ ჰქონდა რამე კანონსაწინააღმდეგო. ნ-----ი კ---–---მა შარვლის ჯიბიდან ამოიღო ტელეფონი, გასაღები და საფულე, რის შემდეგაც გამომძიებლებმა დ-------- დ-----–---–მა და პ----- ყ------მა დაიწყეს ნ-----ი კ---–---ის პირადი ჩხრეკა. ჩხრეკისას გამომძიებელმა პ----- ყ------მა ნ-----ი კ---–---ის მოყავისფრო ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო მრგვალი ფორმის ოთხი ცალი სხვადასხვა ფერის შეკრული პაკეტი ე.წ. ,,ბაში“, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ყვითელი ფერის. აღნიშნულ ,,ბაშებში“ მოთავსებული იყო ფხვნილისებრი ნივთიერებები. ჩხრეკაში მონაწილე ყველა პოლიციის თანამშრომელს ეკეთა ხელთათმანები. ამოღების შემდეგ გამომძიებლებმა ზ------ ბ-–---ემ და დ-------- დ-----–---–მა, აღნიშნული ნივთიერებები მოათავსეს პაკეტში, შეკრეს ძაფით და დალუქეს, ტელეფონი, საფულე და გასაღები კი დაუბრუნეს უკან. ჩხრეკის შემდეგ მოხდა ნ-----ი კ---–---ის დაკავება, რომელსაც დაკავებისას გამომძიებელმა განუმარტა უფლებები, რაც მან ნ-----ი კ---–---ს უთარგმნა მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ამის შემდეგ ჩატარდა ნ-----ი კ---–---ის ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.

 

პირადი ჩხრეკის ოქმით, 2019 წლის 25 თებერვალს, 18:00-18:45 საათზე, თ---–-----–---------–--–-----------ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 თებერვლის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა ნ-----ი კ---–---ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მის ტანთ ჩაცმული მუქი ფერის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა 1 ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის თავმოლღობილი წონაკი, მასში მოთავსებული ფხვიერი მასით, 1 ცალი მოლურჯო ფერის პოლიეთილენის თავმოლღობილი წონაკი მასში მოთავსებული ფხვიერი მასით, 2 ცალი მომწვანო ფერის პოლიეთილენის თავმოლღობილი წონაკი მასში მოთავსებული ფხვიერი მასით, ჯამში 4 წონაკი. ამოღებული წონაკები მოთავსდა პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში და დაილუქა კანონით დადგენილი წესით. პირადი ჩხრეკის ოქმს ხელს აწერს ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირი ნ-----ი კ---–---ის გარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამომძიებლის მიერ შენიშვნის სახით გაკეთებულია მინაწერი: ,,ნ-----ი კ---–---მა მიზეზის დაუსაბუთებლად მის პირადი ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოაწერა“.

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 25 თებერვალს 18:45 საათზე, თ---–-----–---------–--–-----------ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს რ---------------–-----------------–--ს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებელ ზ------ ბ-–---ის მიერ დაკავებული იქნა ნ-----ი კ---–---ი, რომელსაც მისთვის გასაგებ ენაზე განემარტა უფლებები. დაკავების შემდეგ, 2019 წლის 25 თებერვალს 19:30 საათზე, ნ-----ი კ---–---ი გადაყვანილ იქნა შსს რ---------------–-----------------–--ს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. დაკავების ოქმის ასლის ჩაბარებასა და მასზე ხელმოწერაზე ნ-----ი კ---–---მა განაცხადა უარი.

 

ჩხრეკის ოქმით, 2019 წლის 01 აპრილს, 13:40-14:15 საათზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 მარტის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა N8 პენიტენციურ დაწესებულების N216 საკნის ჩხრეკა, რა დროსაც გამოყენებულ იქნა სამედიცინო ხელთათმანები. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ნ-----ი კ---–---ის პირადი თეთრეული და ჰიგიენური ნივთები, კერძოდ: ბალიშის პირი, საბანი, ჩიხოლი და ზეწარი, ასევე ფრჩხილის საჭრელი და კბილის ჯაგრისი, რაც დაილუქა სათანადო წესით. ჩხრეკის ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 26 თებერვლის ექსპერტიზის N-------------- დასკვნით, ნ-----ი კ---–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული:

▪ ლურჯი ფერის პოლიეთილენის მოლღობილთავიან ნაჭერში ერთ (1) ცალად, დაფასოებული ღია ყავისფერი ფხვნილისებური ნივთიერება გამომშრალ მდგომარეობაში, წონით-5,14 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაოდენობით 3.0105 გრამს.

▪ ყვითელი ფერის პოლიეთილენის მოლღობილთავიან ნაჭერში ერთ (1) ცალად, დაფასოებული ყავისფერი ფხვნილისებური ნივთიერება გამომშრალ მდგომარეობაში, წონით - 4,82 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაოდენობით 2,7848 გრამს.

▪ მწვანე ფერის პოლიეთილენის მოლღობილთავიან ნაჭერში ორ (2) ცალად, დაფასოებული და თვით შესაფუთ პაკეტში ჩაყრილი ერთიანი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება გამომშრალ მდგომარეობაში, შესაბამისად - 3,48 გრამი, 3,52 გრამი და 0,14 გრამი, საერთო წონით - 7,14 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, საერთო რაოდენობით - 1,629 გრამს, ნარკოტიკულ საშუალება მორფინს (ფუძე), საერთო რაოდენობით - 0,477 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება კოდეინს (ფუძე), საერთო რაოდენობით - 0,11 გრამს.

▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობაა - 7,4243 გრამი.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა ი------------მ და ა-–---------- დ--------ემ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 24 ივლისის ექსპერტიზის N--------- დასკვნით, გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ:

▪ პაკეტში, წარწერით: ,,...პოლიეთილენის ნაჭრებიდან აღებული ანაწმენდი...“ მოთავსებულ ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭრიდან (ობ.N2) და მწვანე ფერის პოლიეთილენის ნაჭრიდან (ობ.N3) აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს. ყვითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭრიდან აღებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ობ. N2,3-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია.

▪ პაკეტში, წარწერით: ,,...პოლიეთილენის ნაჭრები...“ მოთავსებულ: მომწვანო ფერის პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N6) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და იდენტურია ობ. N2,3-ის გენეტიკური პროფილის.

▪ მოყვითალო ფერის პოლიეთილენს ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი, მოლურჯო ფერის პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N5) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი და ობ. N2, 3, 6-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია.

▪ პაკეტში, წარწერით: ,,...ფრჩხილის საკვნეტი...“ მოთავსებულ საკვნეტელაზე არსებული ბიომასალის (ობ. N7) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და პაკეტში, წარწერით: ,,... კბილის ჯაგრისი...“ მოთავსებულ კბილის ჯაგრისზე არსებული ბიომასალის (ობ. N8) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს. ობ. N7-ის პროფილის მინორული წილი, იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.

▪ ობ. N1, 4 ,7-ის პროფილების მაჟორული წილი, ობ. N2, 3, 6, 8-ის პროფილი და ობ. N5-ის პროფილის ერთი წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს.

 

აღნიშნული დასკვნის კვლევითი ნაწილით ირკვევა, რომ ობ. N1 არის ყვითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭერი. ობ. N2 არის ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭერი, ობ. N3 არის მწვანე ფერის პოლიეთილენის ნაჭერი. ობ. N4 არის გამჭვირვალე საქაღალდის ნაწილში მოთავსებული მოყვითალო ფერის პოლიეთილენის, მომრგვალო ფორმის ფრაგმენტი და მოყვითალო ფერის პოლიეთილენის მცირე ზომის ფრაგმენტი, თერმული ზემოქმედების კვალით, საიდანაც გაკეთდა საერთო ანაწმენდი, რომელიც გაიყო ორ ნაწილად და გენეტიკური კვლევისთვის აღებულ იქნა ერთი ნაწილი. ობ. N5 არის მეტალის სარჭებიან, მთლიანობადარღვეული გამჭვირვალე საქაღალდეში მოთავსებული მოლურჯო ფერის პოლიეთილენის, მომრგვალო ფორმის ორი ცალი ფრაგმენტი და მოლურჯო ფერის პოლიეთილენის მცირე ზომის ფრაგმენტი, თერმული ზემოქმედების კვალით, საიდანაც გაკეთდა საერთო ანაწმენდი, რომელიც გაიყო ორ ნაწილად და გენეტიკური კვლევისთვის აღებულ იქნა ერთი ნაწილი. ობ. N6 არის გამჭვირვალე საქაღალდეში მოთავსებული მომწვანო ფერის პოლიეთილენის, მომრგვალო ფორმის ორი ცალი ფრაგმენტი და მომწვანო ფერის პოლიეთილენის მცირე ზომის ორი ფრაგმენტი, თერმული ზემოქმედების კვალით, საიდანაც გაკეთდა საერთო ანაწმენდი, რომელიც გაიყო ორ ნაწილად და ერთი ნაწილი აღებული იქნა გენეტიკური კვლევისთვის. ობ. N7 არის ფრჩხილის საკვნეტი. ობ. N8 არის კბილის ჯაგრისი.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ------- კ--–-----ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ უჯრედები, საიდანაც ხდება გენეტიკური პროფილის დადგენა შეიძლება იყოს, როგორც ნერწყვი, ოფლი, სისხლი, სპერმა და სხვა ბიოლოგიური გამონაყოფები, ასევე თმის ბოლქვიანი უჯრედები. ვინაიდან ანაწმენდებზე არ იყო სისხლზე საეჭვო ლაქები, რჩება რამდენიმე შესაძლებლობა, კერძოდ, შესაძლოა ეს ყოფილიყო ნერწყვი ან ოფლი, თუმცა აღნიშნულის არსებობა არ გამოირიცხება, ვინაიდან ამ კუთხით კვლევა არ ჩატარებულა. თავისი ბუნებით ოფლი და ნერწყვი არ შეიცავს დნმ-ს, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ბირთვულ უჯრედებთან, ოფლიდან და ნერწყვიდან გენეტიკური პროფილის მიღება ყოველთვის მიუთითებს არსებულ ნარევში საღი ბირთვული უჯრედების არსებობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გენეტიკური პროფილის მიღება არის შეუძლებელი, ამიტომ პრიორიტეტი ენიჭება გენეტიკური პროფილის განსაზღვრას. მანვე აღნიშნა, რომ კვლევის შედეგად დადგენილი ბირთვული უჯრედები ეკუთვნოდა იმ ადამიანს, ვისაც ეკუთვნის კბილის ჯაგრისზე არსებული ბიოლოგიური მასალა, ან საკვნეტელაზე არსებული ბიოლოგიური მასალის მაჟორული წილი.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 ივლისის ექსპერტიზის N--------- დასკვნით, სეროლოგიური კვლევით დადგინდა, რომ:

▪ პაკეტში, წარწერით: ,,...პოლიეთილენის ნაჭრებიდან აღებული ანაწმენდი...“ მოთავსებულ ანაწმენდებში (ობ.N1-3) ნერწყვი არ აღმოჩნდა.

▪ პაკეტში წარწერით: ,,პოლიეთილენის ნაჭრები...“ მოთავსებული სხვადასხვა პოლიეთილენის ფრაგმენტებზე (ობ.N4-6) აღმოჩნდა ნერწყვი.

 

აღნიშნული დასკვნის გამოკვლევითი ნაწილით ირკვევა, რომ ობ. N1 არის ყვითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭერი, ობ. N2 არის ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭერი, ობ. N3 არის მწვანე ფერის პოლიეთილენის ნაჭერი, ობ. N4 არის გამჭვირვალე საქაღალდის ნაწილში მოთავსებული მოყვითალო ფერის პოლიეთილენის, მომრგვალო ფორმის ფრაგმენტი და მოყვითალო ფერის პოლიეთილენის მცირე ზომის ფრაგმენტი, თერმული ზემოქმედების კვალით, საიდანაც გაკეთდა საერთო ანაწმენდი, რომელიც გაიყო ორ ნაწილად და გენეტიკური კვლევისთვის აღებულ იქნა ერთი ნაწილი. ობ. N5 არის მეტალის სარჭებიან, მთლიანობადარღვეული გამჭვირვალე საქაღალდეში მოთავსებული მოლურჯო ფერის პოლიეთილენის, მომრგვალო ფორმის ორი ცალი ფრაგმენტი და მოლურჯო ფერის პოლიეთილენის მცირე ზომის ფრაგმენტის, თერმული ზემოქმედების კვალით, საიდანაც გაკეთდა საერთო ანაწმენდი, რომელიც გაიყო ორ ნაწილად და გენეტიკური კვლევისთვის აღებულ იქნა ერთი ნაწილი, ობ. N6 არის გამჭვირვალე საქაღალდეში მოთავსებული მომწვანო ფერის პოლიეთილენის, მომრგვალო ფორმის ორი ცალი ფრაგმენტი და მომწვანო ფერის პოლიეთილენის მცირე ზომის ორი ფრაგმენტის, თერმული ზემოქმედების კვალით, საიდანაც გაკეთდა საერთო ანაწმენდი, რომელიც გაიყო ორ ნაწილად და გენეტიკური კვლევისთვის აღებულ იქნა ერთი ნაწილი.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე---------- ს-------–--ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ობ. N4, ობ. N5 და ობ. N6-ზე არსებული ანაწმენდები აიღეს მან და ექსპერტმა შ------- კ--–-----ემ, ხოლო ობ. N1; ობ. N2; ობ. N3-ზე არსებული ანაწმენდები აღებულია ზ---–---ის და ნ-----–----–---–ის მიერ. მანვე განმარტა, რომ ბიოლოგიური მასალა გადადის საგანზე კონტაქტის გზით, თუმცა კონტაქტი არ გულისხმობს მხოლოდ კონკრეტულ შეხებას, აღნიშნული შეიძლება მოხვდეს ლაპარაკის დროს ნივთზე ნერწყვის შეხებით. ობ. N1, ობ. N2 და ობ. N3-ზე არსებულ ანაწმენდებზე რის გამო არ აღმოჩნდა ნერწყვის ნიმუში ამის თქმა არ შეუძლია. გამოკვლევის დროს მისთვის საკვლევად წარდგენილი ყველა მასალა გაიხარჯა.

 

სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ბრალდებულმა ნ-----ი კ---–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათისთვის, გავიდა სახლიდან და წავიდა ბიძამისის ფერმისკენ, რათა ამ უკანასკნელისთვის მიეტანა საჭირო ნივთები. დაახლოებით ერთ საათში იმყოფებოდა რუსთავის შემოვლით გზაზე და არა ჩხრეკისა და დაკავების ოქმებში მითითებულ ადგილზე. იგი გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც თავიანთი მანქანა გააჩერეს მისი მანქანის უკან, დაახლოებით 10 მეტრში, მაგრამ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მასთან ახლოს არ მისულან. გაჩერების შემდეგ, დაიწყო მანქანაში დოკუმენტების ძებნა, რათა წარედგინა პატრულ-ინსპექტორებისთვის. დაახლოებით 35-40 წამში, მისი მანქანის წინ გაჩერდა შავი ფერის ,,შკოდას“ ფირმის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ორი პირი და უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ერთ-ერთი მათგანი მარჯვენა მხრიდან ჩაუჯდა ავტომანქანაში, ხოლო მეორე იდგა გარეთ, მანქანის მარცხენა კართან. ხსენებულ პირთაგან ერთ-ერთმა გათიშა მისი ავტომანქანის ძრავი. დაახლოებით 5 წუთში კი, მათთან მივიდა ერთი სპეცნაზის და რამდენიმე პოლიციის მანქანა, სადაც იმყოფებოდა დაახლოებით 30-40 კაცი, რომლებიც იყვნენ შეიარაღებულნი, თუმცა აღნიშნულ პირთაგან სასამართლო სხდომაზე არავინ დაკითხულა. დაადეს ხელბორკილები, რის შემდეგაც ორი პაკეტი ,,წამალი“ ჩაუდეს ტყავის ქურთუკის ჯიბეში, ხოლო ერთი პაკეტი ჩაუდეს შარვლის წინა ჯიბეში, თუმცა პაკეტების ფერები არ ახსოვს. ამ დროს იგი დაწვენილი ჰყავდათ ე.წ. ,,კაპოტზე“. ამის შემდეგ პოლიციელებმა მისგან ამოიღეს მათ მიერ ჩადებული ,,წამალი“. ის პირი, ვინც მისგან ამოიღო ნარკოტიკული საშუალება, სასამართლო სხდომაზე დაიკითხა პირველი - გამომძიებელი ზ------ ბ-–---ე. ამოღებას პოლიციელები იღებდნენ ვიდეო კამერით. მანვე განმარტა, რომ იყო ძალიან განერვიულებული, ამიტომ კამერას დაარტყა ფეხი და დააგდო ძირს. ის პირები, რომლებმაც მას ჩაუდეს ,,წამალი“, სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან. მათი სახეები ახსოვს ძალიან კარგად, თუმცა დაწვრილებით აღწერა არ შეუძლია. ამის შემდეგ ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, შეიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, სადაც იყო ორი საწოლი და შეთავაზეს ნერწყვის ნიმუშის აღება, რაზეც განუცხადა უარი. ამის შემდეგ ნების საწინააღმდეგოდ წააქციეს საწოლზე, პირში გამოუსვეს ბამბის ტამპონი, შემდეგ გახადეს ქურთუკი და ბამბის ტამპონი გამოუსვეს მკლავების ქვეშ - იღლიაში. აღნიშნული გააკეთეს იმ პირებმა, რომლებმაც მისგან ამოიღეს ,,წამალი“. პოლიციელები ეუბნებოდნენ, რომ იყო კრიმინალი, რაზეც პასუხობდა, რომ მათთან ამაზე საუბარს არ აპირებდა. ამის შემდეგ გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც პირველად ნახა მისი საქმის მწარმოებელი გამომძიებელი. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ თარჯიმანს კი ამ საქმესთან შემხებლობა არ ჰქონია და არ უნახვს. მანვე განმარტა, რომ პირი, რომელმაც ჯიბიდან ამოუღო ნარკოტიკული საშუალება, ნახა ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, როდესაც მისგან ამოიღეს პირადი ნივთები. დაახლეობით დღის პირველ ნახევარში, მასთან მივიდა პოლიციის ორი თანამშრომელი და ერთი გამომძიებელი. მათგან ერთ-ერთი იყო აზერბაიჯანელი. აღნიშნულმა პირებმა საკნიდან გაიყვანეს მისი თანამესაკნეები, შემდეგ კი საკანში მისგან ამოიღეს პირადი თეთრეული, ფრჩხილის საჭრელი ე.წ. ,,საკვნეტელა“ და კბილის ჯაგრისი, რომელიც აერია მისი თანამესაკნეების კბილის ჯაგრისებში და გამომძიებლებს მისცა სხვისი კბილის ჯაგრისი, თუმცა საკნიდან ამ ნივთების ამოღების შესახებ შედგენილ დოკუმენტებს არ მოაწერა ხელი. ბრალდებულის განმარტებით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა მას ,,წამალი“ ჩაუდეს იმიტომ, რომ რუსეთსა და ყირგიზეთში ვაჭრობდა გარკვეული ნივთებით და კავშირი ჰქონდა ბევრ ადამიანთან, მას სოფელში ყველა თვლიდა როგორც კრიმინალს - ,,წამლის გამსაღებელს“, რაც არის სიცრუე. წარსულში მას პრობლემები ჰქონდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებთან, თუმცა სასამართლო სხდომაზე იმ პირთაგან არც ერთი არ დაკითხულა. მანვე აღნიშნა, რომ მის დაკავებას უკავშირებს პოლიციის თანამშრომელ ,,ვ-----თან“ დაძაბულ ურთიერთობას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ აღნიშნულ პირს ნ-----ი კ---–---ის ბიძასთან ცხვრის საძოვარ ტერიტორიასთან დაკავშირებით ჰქონდა უთანხმოება. ბრალდებულის განმარტებით მან ,------- ნახა მისი დაკავებისას. პირი, რომელმაც მოახდინა მისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღება - გამომძიებელი ზ------ ბ-–---ე, ნახა დროებითი მოთავსების იზოლატორში და ციხეში, როდესაც მისგან ამოიღეს პირადი ნივთები, ასევე ნახა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდებულ ნ-----ი კ---–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები, ვინაიდან აღნიშნული მხარეების მიერ მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებად. გამოკვლეული იქნა გენეტიკურ და ბიოლოგიურ კვლევას დაქვემდებარებული ნივთები, კერძოდ: ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების შესაფუთი პოლიეთილენის ნაჭრები და ნ-----ი კ---–---ის პირადი ჰიგიენის ნივთები - კბილის ჯაგრისი და ფრჩხილების საჭრელი. ნ-----ი კ---–---მა უარყო კბილის ჯაგრისის, თუმცა დაადასტურა ფრჩხილების საჭრელის კუთვნილება.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც ნ-----ი კ---–---ი დამნაშავედ იქნა ცნობილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. ნ-----ი კ---–---ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით, მათ შორის თარჯიმნის ხელმოწერით. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. საქმის არსებითი განხილვისას ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებები, მათ მიერ გაცემული დასკვნების ირგვლივ, სასამართლოს აძლევს საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა დარწმუნდეს საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის სისრულესა და ობიექტურობაში.

 

პალატას ასევე არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს საგამოძიებო მოქმედების ოქმების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები დეტალურად აღწერეს პოლიციის თანამშრომლებმა. მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია ოპერატიული ინფორმაციის მიღების, მისი შინაარსის, ჩხრეკის მიმდინარეობის დეტალებთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებები შესაბამისობაშია როგორც საგამოძიებო მოქმედების ოქმებთან, ისე ექსპერტიზის დასკვნებთან და ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის უზუსტობები არ არსებობს. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ პოლიციის თანამშრომელმა ჩაუდო ნ-----ი კ---–---ს ნარკოტიკული საშუალებები და ფაქტობრივად ოქმის გაყალბება მოხდა იმის დაფიქსირებით, რომ ისინი ამოღებული იქნა ქურთუკის ჯიბიდან, პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდათ პოლიციის თანამშრომლებს. თუ პოლიციის თანამშრომლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში იჩენდნენ მისდამი დაინტერესებას და რაიმე ფორმით განახორციელეს მისი უფლებების დარღვევა ან შეზღუდვა, მას ჰქონდა არაერთი შესაძლებლობა ეცნობებინა სამართალდამცავი ან სხვა ორგანოებისთვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაც მას არ გაუკეთებია და მხოლოდ მისი სასამართლოში მიცემული განმარტება ვერ გახდება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).

 

დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ნ-----ი კ---–---ისგან იძულებით იქნა აღებული ნიმუშები, ასევე საკნის ჩხრეკისას ამოღებული კბილის ჯაგრისი არ ეკუთვნის ნ-----ი კ---–---ს. აღნიშნული გარემოებები არ დადასტურებულა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, სხვა მტკიცებულება კი დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.

 

ზემოთმითითებულ ზოგად ნორმებში ხაზგასმულია შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა „კოდექსით დადგენილ შემთხვევებში“, რაც მიუთითებს პროცესის შესაბამის ეტაპზე შუამდგომლობის განხილვის კანონისმიერ შესაძლებლობაზე. როგორც წესი, მტკიცებულებების მოპოვება და წარდგენა ხდება წინასასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე. სწორედ ამ დროს სრულდება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება. საქმისწარმოების შემდეგ ეტაპებზე მტკიცებულებების წარდგენას კი სჭირდება გარკვეული წინაპირობების არსებობა, რაც, თავის მხრივ, მტკიცებულებათა წარდგენის სპეციალურ წესს უკავშირდება. ეს სპეციალური წესი მოქმედებს საქმის არსებითი და სააპელაციო წესით განხილვისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარე. ამ პირობებში დაცვის მხარის მიერ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მითითებული არგუმენტები არ წარმოადგენს ბრალდების მხარის მტკიცებულების გაუზიარებლობის საფუძველს. არ დადგენილა ვინ იყო ვინმე „-----“, რომელსაც ასახელებდა ბრალდებული დაკითხვისას და უკავშირებდა ბიძასთან კონფლიქტს. ამ ფაქტის ირგვლივ არ დაკითხულან მოწმეები, ისევე, როგორც დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მათი პოზიციის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები, როგორც პირადი ჩხრეკის სხვა ადგილას ჩატარების, ისე საკანში ჩატარებული ჩხრეკის, ჯაგრისის სხვა პირისადმი კუთვნილების, თარჯიმნის თუ პოლიციის თანამშრომლის დაინტერესების თაობაზე. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ შუამდგომლობას მოწმეების ი-–---- ი-----–---ის და დ-------- დ-----–---–ის დაკითხვის თაობაზე, პალატამ არ დააკმაყოფილა დაუსაბუთებლობის გამო.

 

ნ-----ი კ---–---ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტი პალატას დადასტურებულად მიაჩნია, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. მსჯავრდებულის პოზიცია, რომ ჩხრეკის ოქმში მითითებული წონაკები მას არ ჰქონია და ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა, არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მით უფრო ექსპერტიზის დასკვნების მხედველობაში მიღებით. პალატას მიაჩნია, რომ დასაბუთებულია განაჩენში მითითებული თითოეული მსჯელობა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი მსჯავრებულის გამართლების მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

 

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონით, განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა. ნუსხის თანახმად, „ჰეროინი“ 1 გრამიდან მიიჩნევა განსაკუთრებით დიდ ოდენობად. ნ-----ი კ---–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ჰეროინი კი, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგენს 7,4243 გრამს, რაც ბევრად აღემატება დადგენილ ზღვარს. შესაბამისად სახეზეა ნ-----ი კ---–---ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოება - განსაკუთრებით დიდი ოდენობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: Krasulya v. Russia, N12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ დაცვის ძირითად არგუმენტებზე პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ ნ-----ი კ---–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენი დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია. განაჩენში დეტალურად არის გაცემული პასუხი დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, დასაბუთებულია თითოეული მსჯელობა, მათ შორის სასჯელის ნაწილშიც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ნ-----ი კ---–---ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ-–---–----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენი.

 

ნ-----ი კ---–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასჯელის ვადის ათვლა ნ-----ი კ---–---ს დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 25 თებერვლიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნ-----ი კ---–---ს, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით, ხოლო 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს და უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

▪ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, პოლიეთილენის ნაჭრები, აღნიშნული ნაჭრებიდან აღებული ანაწმენდები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

▪ საკნის ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

 

ვეფხია ლომიძე