განაჩენი

სისხლის სამართლის 09.12.2019
საქმის ნომერი
330100118002772092
ინსტანცია
თარიღი
09.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002772092

საქმე №1ბ/1460-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: თ----------–----

ადვოკატის: ი----------–---–--

მსჯავრდებულის: რ--------------

მონაწილეობით,თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------–---–-------- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ--------------------------- მიმართ, დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ საშუალო განათლებით, მცხოვრები: თ---–--------–----–----–----------------–---------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სისხლის სამართლის საქმის მიხედვით რ-------------- ბრალი ედებოდა მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია იმავე კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

მანვე ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის. რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის 9 ნოემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, ვ-–----–----–------------------ ში მდებარე სილამაზის სალონ „-------- წინ, რ--------------- 2017 წლის 26 იანვრიდან -2018 წლის აგვისტოს თვემდე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლის - ნ-----------–------ მიმართ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ, მაჯებში ძლიერად მოუჭირა ხელი და შეანჯღრია. რ--------------- ძალადობრივი ქმედებით, ნ-----------–------ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2018 წლის 9 ნოემბერს, საღამოს საათებში, თ---–--–-----–-------------------–---------------- გადაკვეთასთან, რ-------------- აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის, ნ------------–------ გასტაცა „----–--- ფირმის „-----------ის მოდელის მობილური ტელეფონი. ზემოაღნიშნული ქმედებით ნ-----------–------ მიადგა 1700 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენით, რ------------- გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებაში;

რ------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8(რვა)თვით და 22(ოცდაორი)დღით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ რ-------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 10 ნოემბრიდან - 2019 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

რ-------------- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია იმავე კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი,რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის 9 ნოემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, ვ-–----–----–------------------ ში მდებარე სილამაზის სალონ „-------- წინ, რ--------------- 2017 წლის 26 იანვრიდან -2018 წლის აგვისტოს თვემდე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლის - ნ-----------–------ მიმართ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ, მაჯებში ძლიერად მოუჭირა ხელი და შეანჯღრია. რ--------------- ძალადობრივი ქმედებით, ნ-----------–------ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------–---–--------- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, რ-------------- საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების გამართლების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა დაზარალებულისა და იმ მოწმეთა პირდაპირი ჩვენებები, რომლებიც უტყუარად ადსტურებდნენ რ-------------- ბრალეულობას ბრალდების ამ ეპიზოდში. გარდა ამისა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ტელეფონით, რომლის ძარცვასაც ედავება ბრალდების მხარე მსჯავრდებულს, სარგებლობდა დაზარალებული და მის მფლობელობაში იყო.

დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა კანონით დადგენილი ვადების დარღვევით და არ მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე და სააპელაციო სასამართლოში მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება

სააპელაციო პალატამ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულ ნ-----------–------ ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 26 იანვრიდან - 2018 წლის აგვისტომდე, ქორწინებაში იმყოფებოდა ბრალდებულ რ-------------------- თანაცხოვრების პერიოდში მეუღლესთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა. 2018 წლის აგვისტოში, როდესაც რ--------- ცხოვრება გახდა შეუძლებელი, მიიღო მასთან განქორწინების გადაწყვეტილება. ამის შემდგომ, რ------------- პერიოდულად აკითხავდა სამსახურში, იწყებდა ყვირილს, სთხოვდა შეხვედრას და ერთად ცხოვრების გაგრძელებას, რისი სურვილიც თავად არ ჰქონდა. 2018 წლის ოქტომბერში, რ-------------- მიაკითხა სამსახურში, თ---–--–-----–----–----–-------ში მდებარე სილამაზის სალონ „-----–--- ითხოვდა მასთან შეხვედრას, ეჩხუბებოდა, თუ რატომ არ ურიგდებოდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ძლიერად ჩაავლო ხელი მაჯებში და ცდილობდა მის მანქანაში ჩასმას, რა დროსაც შეძლო მისგან თავის დაღწევა და პოლიციის თანამშრომლების გამოძახება, რომლებმაც რ-------------- მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღეში, რ---- კვლავ მივიდა მასთან სალონში, საიდანაც აიღო სამართებელი და იმ შემთხვევაში, თუ არ შეურიგდებოდა, იმუქრებოდა თავის მოკვლით. რაც შეეხება 2018 წლის 9 ნოემბერს მომხდარ ფაქტს, რ------------- მივიდა მასთან სამსახურში, ყვიროდა და ითხოვდა მის გარეთ გასვლას. იმის გამო, რომ არ გამწვავებულიყო სიტუაცია, გავიდა გარეთ მასთან შესახვედრად. იგი აგრძელებდა ყვირილს და ითხოვდა მასთან ერთად ცხოვრების გაგრძელებას. თანამშრომლები სთხოვდნენ რ----ს დაწყნარებულიყო, თუმცა იგი აგრძელებდა ყვირილს. სამსახურის უფროსმა - მ--------------–---–-- უთხრა, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანით წაიყვანდა სახლში, რათა გაერიდებინა აღნიშნულ სიტუაციას. როდესაც ჯდებოდა ავტომობილში, რ-------------- მკლავში მოჰკიდა ხელი და დაუწყო ჯანჯღარი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი. ავტომანქანის დაძვრისთანავე რ----მ გააჩერა ტაქსი და დაედევნა უკან. გზიდან დაუკავშირდა რ----ს მეგობარ ს---–----- შეხვდა მას ყ-------- გამზირზე და სთხოვა რ----ს დაწყნარება. ს---–------- საუბრის დროს, რ---- გადმოვიდა ტაქსიდან, მივიდა მასთან, ავტომანქანის ჩამოწეულ ფანჯარაში შეყო ხელი და ხელიდან გასტაცა მობილური ტელეფონი. აღნიშნულის დროს დაუზიანდა ფრჩხილები. მისივე ჩვენებით, ტელეფონი იყო „----–--- ფირმის, „-----------ის მოდელის, რაც აჩუქა რ----მ. ტელეფონში მოთავსებული იყო რ----ს სიმ-ბარათი, რითაც სარგებლობდა 2018 წლის მაისიდან მომხდარ ფაქტამდე.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა: თ---------------–---–-------------------–---–-----------------–-–---–---

აღნიშნულმა მოწმეება განმარტეს, რომ რ------------- ყოფილ მეუღლეს სთხოვდა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის უკან დაბრუნებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ე-----------–---–-- ჩვენებით დასტურდება, რომ საღამო საათებში დაუკავშირდა ნ-----------–------ რომელმაც უთხრა, რომ რ----მ ხელიდან გამოგლიჯა ტელეფონი, რის გამოც დაზიანებული ჰქონდა თითები. როგორც სალონის თანამშრომლებისგან გახდა ცნობილი, რ----ს სურდა ნ----------- ტელეფონის გამორთმევა, რის გამოც ხელი შეყო მანქანაში და გამოართვა ტელეფონი, რა დროსაც ნ------ დაუზიანდა ფრჩხილები. მოწმის განმარტებით, როგორც ნ-----------–------გან იცის, ტელეფონი მას აჩუქა რ-------------- დედამ. რ---- სთხოვდა მისი ნაჩუქარი ტელეფონის დაბრუნებას და ვინაიდან ნ------ აღარ სურდა რ--------- ერთად ცხოვრება, რ----ს დაუბრუნა ტელეფონი, თუმცა შემდგომ რ----მ ისევ მისცა ნ------ აღნიშნული ტელეფონი.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ რ--------------აგან ტელეფონის უკან დაბრუნების ფაქტს ადასტურებს თავად დაზარალებულიც.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ს---–--------------- ჩვენების თანახმად, რ--------------თან აკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა. მის ოჯახთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა. ერთ დღეს რ----სგან შეიტყო, რომ მას დაშორდა მეუღლე და აინტერესებდა დაშორების მიზეზი. ესაუბრა ნ-----------–------, რომელმაც უთხრა, რომ აღარ უნდოდა მასთან ურთიერთობა და აღარ უყვარდა რ----.

2018 წლის 9 ნოემბერს, თბილისში, ალ.ყ-------- გამზირზე შეხვდა ნ-----------–------ რომელმაც სთხოვა რ--------------თვის გადაეცა, რომ აღარ უყვარდა იგი და არ სურდა მასთან ერთად ცხოვრება. ნ------თან საუბრის დროს მასთან მივიდა რ-------------, რომელმაც ნ------ ჰკითხა დაშორების მიზეზი, რაზეც დაზარალებულმა უპასუხა, რომ აღარ უყვარდა და არ ჰქონდა მასთან ერთად ყოფნის სურვილი. ამის შემდგომ, რ-------------- მოსთხოვა ნ-----------–------ ტელეფონის დაბრუნება. ნ------ გაუწოდა ტელეფონი, რაც გამოართვა რ----მ. ტელეფონის გამორთმევის შემდეგ, ტელეფონზე განხორციელდა მამაკაცის ზარი, რომელიც დაინტერესებული იყო გარკვეული დეტალებით, თუ ვინ იყო რ---- ნ----------- და სხვა პირადი საკითხებით. რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ უცნობი მამაკაცის ადგილზე მისვლას, თუმცა უშედეგოდ. მანქანის დაძვრისას ნ-----------–------ მიაძახა რ----ს, რომ მის თავს აუცილებლად დააჭერინებდა ციხეში. მოწმის განმარტებით, დანამდვილებით იცის, რომ მობილური ტელეფონი იყო რ----ს საკუთრება და შესაბამისად, ტელეფონის ძალადობრივად წართმევის არანაირი საჭიროება არ არსებობდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე გ---------------–----

აღნიშნული მოწმეების და თავად რ-------------- ჩვენებებით ასევე დასტურდება ის ფაქტი, რომ რ-------------- არცკი უცდია ადგილიდან გაქცევა და მის მიზანს წარმოადგენდა არა მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, რომელიც ისედაც მის საკუთრებას წარმოადგენდა, არამედ ეჭვიანობის ნიადაგზე სურდა ენახა მისი მეუღლის მხრიდან გახორციელებული მოკლეტექსტური შეტყობინებები, რაც ვერ შეძლო იქიდან გამომდინარე, რომ ტელეფონს ჰქონდა პაროლი.

პალატა აღნიშნავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურებულად მივიჩნევთ, რომ მობილური ტელეფონით სისტემატურად სარგებლობდა დაზარალებული ნ-----------–----- და მის მფლობელობაში იყო, რაზედაც აპელირებს აპელანტი, მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე არ დასტურედება რ-------------- მხრიდან ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც აუცილებელი ნიშანია ძარცვის შემადგენლობისათვის.

პირველი ინსატნციის სასამართლომ მსჯავრდებულის ქმედების შეფასებისას სწორედ ამ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება, რასაც პალატა ეთანხმება.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკველეული ჩვენებების ანალიზის საფუძველზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არარსებობის გამო, პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დაასაბუთოს მსჯავრდებულ რ-------------- მიერ ძარცვის ჩადენის ფაქტი.

ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ძარცვის ბრალდების ნაწილში მსჯავრდებულის ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და მისი შეცვლის ობიექტური საფუძველი არ არსებობს.

 

- პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ რ-------------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ნ-----------–------, მოწმეების: მ--------------–---–---------------------–---–-------------–-–---–---------------–---–-------------------–--–---–--------–--------------–---–- ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მიხედვით რ-------------- განუსაზღცრა ადეკვატური, სამართლიანი სასჯელი და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------–---–-------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. რ---- ჯ------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ი 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

რ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8(რვა)თვით და 22(ოცდაორი)დღით თავისუფლების აღკვეთა.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ რ-------------- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულია და მას ამ განაჩენის გამოტანის დროს დანიშნული სასჯელი მოხდილი აქვს.

5. ნივთმტკიცებები:

- რ--------------აგან ამოღებული მობილური ტელეფონი და ხ--------------------მოღებული მობილური ტელეფონის ყუთი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს მ--------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს.

- ადგილმდებარეობის დათვალიერების ფოტოცხრილი გადატანილი დისკზე და მობილური ტელეფონის დათვალიერების ფოტოცხრილი ჩაწერილი დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის ვადით.

6.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი