განაჩენი

სისხლის სამართლის 10.12.2019
საქმის ნომერი
010100118002289115
ინსტანცია
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100118002289115

საქმე №1/ბ-242-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 ნოემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის - ა-–---------- ძ-------ის,მსჯავრდებულის - ზ------ ბ--------–----ს მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------ ბ-------ს ძე ბ--------–----ს მიმართ - დაბადებული 2---------წ. პირადი N1----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ. თბილისი, წ-------–----------------;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ------ ბ--------–---მა ჩაიდინა:

 

1.1 თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის ოქტომბერში ზ------ ბ--------–---მა ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის დროს მ------ გ-------საგან, რომელთანაც ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე სარგებლობდა ნდობით, გაიგო, რომ ეს უკანასკნელი აპირებდა „მერსედეს ბენცის“ ფირმის „ვიტოს“ მოდელის ავტომანქანის შეძენას, რაშიც დახმარება აღუთქვა. აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში, ზ------ ბ--------–---- დაუკავშირდა მ------ გ-------ს და აუხსნა, რომ თავისი მეგობარი რ---–---- ბ-------- გერმანიიდან საქართველოში ახორციელებდა ავტომანქანების იმპორტს და მოატყუა, რომ მისი დახმარებით შერჩეული ჰქონდა სასურველი ავტომანქანა, მაგრამ ავტომანქანის შესაძენად და საქართველოში ტრანსპორტირებისათვის 7000 აშშ დოლარი იყო საჭირო. ვინაიდან აღნიშნული პირობები იყო მისაღები, ამიტომ მ------ გ-------მ, 2016 წლის28 ოქტომბერს, ზ------ ბ--------–----ს მიერ მითითებულ პირად ნომერზე, ქ. ბათუმში, ლუკა ასათიანისა და კლდიაშვილების ქუჩის კვეთაში მდებარე სს „ს----------–---------ს“ ოფისში სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებით ავტომანქანის შესაძენად ზ------ ბ--------–---ს გადაურიცხა 3000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ, 2016 წლის 01 და 21 ნოემბერს მ------ გ-------მ სს „ლ--------------ს“ მეშვეობით ავტომანქანის შესაძენად ზ------ ბ--------–---ს ისევ გადაურიცხა 3670 აშშ დოლარი, ხოლო 200 შშ დოლარი მას ხელზე გადასცა ბაკტიბეკ ა-–-----მა. ამ გზით ზ------ ბ--------–---- დაეუფლა მ------ გ-------ს კუთვნილ 6870 აშშ დოლარს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც მ------ გ-------ს მიაყენა 6870 აშშ დოლარის ექვივალენტი 16263 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

1.2. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ზ------ ბ--------–---მა ზ------ ჭ---–---–ისაგან, რომელთანაც ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე სარგებლობდა ნდობით, გაიგო, რომ ეს უკანასკნელი აპირებდა „ჰონდა ოდისეის“ ფირმის ავტომანქანის შეძენას, რაშიც დახმარება აღუთქვა და მოატყუა, რომ საზღვარგარეთიდან, კერძოდ, იაპონიიდან, მისთვის მისაღებ ფასად ჩამოუყვანდა სასურველ ავტომანქანას. აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში, ზ------ ბ--------–---- დაუკავშირდა ზ------ ჭ---–---–ს და უთხრა, რომ მანქანის შესაძენად 1400 აშშ დოლარი იყო საჭირო. აღნიშნული პირობები იყო მისაღები. 2016 წელს ზ------ ჭ---–---–მა ზ------ ბ--------–---ს ნაწილ-ნაწილ გადასცა ფულადი თანხა, ჯამში 1400 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის იანვარში - 240 ლარი. ამ გზით ზ------ ბ--------–---- დაეუფლა ზ------ ჭ---–---–ის კუთვნილ 1400 აშშ დოლარს და 240 ლარს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც ზ------ ჭ---–---–ს მიაყენა 3501 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ოქტომბრის განაჩენით ზ------ ბ--------–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 04 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 06 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, ზ------ ბ--------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 06 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 იანვრიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - მსჯავრდებული ზ------ ბ--------–---- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი და მის მიმართ გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი როგორც ზ. ჭ---–---–ის, ასევე მ. გ-------ს ეპიზოდში, ხოლო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მისი ქმედება ზ. ჭ---–---–ის და მ. გ-------ს ეპიზოდებში გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი და ამ პირდაპირი მტკიცებულების ირიბი მტკიცებულება, რაც მის ბრალეულობას დაადასტურებდა. მასსა და დაზარალებულებს შორის იყო სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები, რომელიც მოიცავდა პირად და ფინანსურ ურთიერთობებს, მის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ბრალდების მხარეს ასევე არ დაუდგენია დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი.

 

აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორი ფ-------- ქ---–----ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულ ზ. ბ--------–----ს სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ზ------ ბ--------–---ს. რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორს ა-–---------- ძ-------ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ------ ბ--------–----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ------ ბ--------–----ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

დაზარალებულ მ------ გ-------ს ეპიზოდი :

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ მ------ გ-------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2008-2009 წლებში სასჯელს იხდიდა N9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც გაიცნო ზ------ ჭ---–---–ი და ზ------ ბ--------–----. მათთან ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. 2013 წელს გათავისუფლდა ამნისტიის საფუძველზე, რის შემდეგ დაიწყო ქალაქ ბათუმში ტაქსის მძღოლად მუშაობა. 2015 წელს, ქალაქ თბილისში შეხვდა თავის მეგობარს, ზ------ ჭ---–---–ს, რომელმაც მისცა ზ------ ბ--------–----ს მობილურის ნომერი - 5--------. დაუკავშირდა ზ------ ბ--------–---ს და შეუთანხმდა, რომ ქალაქ ბათუმიდან თბილისში მიმავალ ტურისტს ზ------ ბ--------–---ს გაუგზავნიდა, ხოლო ბ--------–---- პირიქით. 2016 წლის ოქტომბრის თვეში გადაწყვიტა გერმანული ,,მერდეს ბენცის“ ფირმის ,,ვიტოს“ მარკის რვაკაციანი ავტომანქანის ყიდვა, რაზეც უამბო ზ------ ბ--------–---ს ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის დროს. რამდენიმე დღის შემდეგ ზ------ ბ--------–---- დაუკავშირდა და უთხრა, რომ თავის მეგობარს, რ---–---- ბ-------ს გერმანიიდან ჩამოჰყავდა ავტომანქანები. მას გერმანიაში შეძენილი ჰყავდა რამდენიმე ავტომანქანა ჩამოსაყვანად და სურვილის შემთხვევაში მასაც ჩამოუყვანდა. ზ------ ბ--------–---ს განუცხადა, რომ შეიძენდა ,,მერსედეს ბენცის“ ფირმის ,,ვიტოს“ მარკის ავტომანქანას, თუ ბ-------- ნახავდა მას გერმანიაში. ამის შემდეგ კვლავ ზ------ ბ--------–---მა დაურეკა და უთხრა, რომ რ---–---- ბ-------მა ინტერნეტის საშუალებით გერმანიაში ნახა გასაყიდი ,,მერსედეს ბენცის“ ფირმის ,,ვიტოს“ მარკის ავტომანქანა და ავტომანქანის სურათები გაუგზავნა მას ტელეფონზე ინტერნეტით ე.წ. ,,whatsApp“-ს საშუალებით. მანქანა მოეწონა და ზ------ ბ--------–---ს თანხმობა განუცხადა.

 

2016 წლის 28 ოქტომბერს, დაურეკა ზ------ ბ--------–---მა და განუცხადა, რომ რ---–---- ბ-------- ჩავიდა გერმანიაში, ნახა ,,მერსედეს ბენცის“ ფირმის ,,ვიტოს“ მარკის ავტომანქანა, რომლის ფოტოებიც გადაუგზავნა. ავტომანქანა შეამოწმა, კარგ მდგომარეობაშიაო და ურჩია ეყიდა ეს მანქანა, რომელიც დაუჯდებოდა 7000 აშშ დოლარი, რომელშიც შედიოდა როგორც ავტომანქანის ფული, ასევე კონტეინერის და ჩამოყვანის გასამრჯელოს ფული, ხოლო განბაჟებას მოახდენდა ადგილზე. აღნიშნულ პირობებზე დათანხმდა და უთხრა რომ ფულს ნაწილ-ნაწილ ჩაურიცხავდა, რასაც ზ------ ბ--------–---- დათანხმდა. იმავე დღეს, 2016 წლის 28 ოქტომბერს, ზ------ ბ--------–----ს მითითების შესაბამისად, ქალაქ ბათუმში, ,,საქართველოს ბანკში’’ არსებული ჩასარიცხი აპარატიდან, შ----–----ის პირად ნომერზე ზ------ ბ--------–---ს ჩაურიცხა 3 000 აშშ დოლარი. 2016 წლის 01 ნოემბერს, ზ------ ბ--------–---ს ,,ლ--------------ს“ საშუალებით მის სახელზე, მის პირად ნომერზე გადაურიცხა 2830 აშშ დოლარი, რომლის მიღება ზ------ ბ--------–---მა მობილურ ტელეფონზე შეტყობინების გამოგზავნით დაუდასტურა. იმავე დღეს, 2016 წლის 01 ნოემბერს, ზ------ ბ--------–---ს უთხრა, რომ ქალაქ თბილისში, ,,ავტოკომ ჯაპანის“ ფირმიდან ასაღები ჰქონდა 200 აშშ დოლარი და ფირმის მენეჯერთან - ბ-----თან მისულიყო ასაღებად და მისცა ბ-----ის ნომერი, რის შემდეგაც ზ------ ბ--------–---მა მიაკითხა ბ-----ს და გამოართვა მ------ გ-------ს კუთვნილი 200 დოლარი. ელექტრონულ ფოსტაზე მისამართი: g-------------------- მიიღო შეტყობინებები საქართველოს ტრანსპორტის კომპანიის წამომადგენელ ვ----– გ------ისაგან. აცნობეს, რომ შეძენილი ავტომანქანა იყო გემზე და ატყობინებდნენ საქართველოში ჩამოსვლის თარიღს. ვ----– გ------ეს დაუკავშირდა ნომერზე - 5--------, რომელმაც დაუდასტურა, რომ შეძენილი ავტომანქანა მოდიოდა და მიმღები თავად იყო. 2017 წლის 21 ნოემბერს, სს „ლ--------------ს“ საშუალებით ზ------ ბ--------–---ს პირად ანგარიშზე გადაურიცხა 840 აშშ დოლარი, რის შემდეგაც დაურეკა ზ------ ბ--------–---ს, რომელმაც დაუდასტურა თანხის მიღების ფაქტი. ასევე დაურეკა ვ----– გ------ეს და ჰკითხა გადახდილი იყო თუ არა კონტეინერის ფული, რაზეც მიიღო დადასტურება. 2016 წელი ისე დასრულდა, რომ მას არავინ შეხმიანებია, რის გამოც დაუკავშირდა ვ----– გ------ეს და სცადა სიტუაციის გარკვევა, ეს უკანასკნელი კი უდასტურებდა, რომ გემი შემოსული იყო ბათუმის პორტში და მანქანა მასზე იყო. 2017 წლის 08 იანვარს პორტში მისვლისას მას განუცხადეს, რომ არანაირი ავტომანქანა მის სახელზე არ იყო შესული, რის გამოც დაურეკა ვ----– გ------ეს, თუმცა მისი ტელეფონის ნომერი უკვე გამორთული იყო, ხოლო ზ------ ბ--------–---მა რ---–---- ბ--------ს ნომერი მისცა, რომელთან საუბრის შემდეგაც ამ უკანასკნელმაც ტელეფონი გამორთო. აღმოჩნდა, რომ ზ------ ბ--------–---მა მოატყუა. ამის შემდეგ ზ------ ბ--------–---მა შესთავაზა ქალაქ რუსთავში შეერჩია ავტომანქანა, რომელშიც გადაუხდიდა ფულს, თუმცა კვლავ ტყუილად ჩაიყვანა რუსთავის ავტობაზრობაზე. მას შემდეგ ზ------ ბ--------–---- არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

 

დაზარალებულის განმარტებით, ზ------ ბ--------–---ს ზიანი არ ანაზღაურებია, არც ანაზღაურების მცდელობა ჰქონია და თავს არიდებს ყოველგვარ კონტაქტს.

 

მოწმე რ---–---- ბ--------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ზ------ ბ--------–---თან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. მანქანები, რომლებსაც ძირითადად ჰოლანდიაში იძენს, თვითონ ჩამოჰყავს და ყიდის. ზ------ ბ--------–---ს ,,მერდეს ბენცის“ ფირმის ,,ვიტოს“ მარკის ავტომანქანის ჩამოყვანა მისთვის არ უთხოვია და არც თანხა გადაუცია ვინმეს. რატომ ახსენა ზ------ ბ--------–---მა მისი სახელი არ იცის.

 

მოწმე გ--–- შ----–----ის ჩვენებით ირკვევა, რომ ზ------ ბ--------–---- ტურისტულ საქმიანობას ეწეოდა და მასთან ერთად მუშაობდა. ხელფასს ხელზე ნაღდი ანგარიშსწორებით ღებულობდა მისგან. სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსულ თანხებს ზ------ ბ--------–---- ხელზეც იღებდა და ბარათზეც. ბანკებთან შექმნილი პრობლემების გამო ზ------ ბ--------–---- სარგებლობდა მისი კუთვნილი ,,ს----------–---------ს’’ ბარათით. ვინ ურიცხავდა და რა თანხებს ცნობილი არ არის. 3 წელია სარგებლობს ტელეფონის ნომრით 5-----------. ასევე - 5----------- და 5---------- რომლებიც მის სახელზეა, მაგრამ არ სარგებლობს. მანქანების ჩამოყვანასთან დაკავშირებით არაფერი იცის.

 

ს.ს ,,ს----------–---------დან’’ გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ 2016 წლის 28 ოქტომბერს, ზ------ ბ--------–---ს დაზარალებულმა მ------ გ-------მ გ--–- შ----–----ის საბანკო ანგარიშზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საშუალებით გადაურიცხა 3 000 აშშ დოლარი.

 

სს ,,ლ--------------დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ 2016 წლის 01 ნოემბერს, დაზარალებულმა მ------ გ-------მ ზ------ ბ--------–---ს საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა 2830 აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის 21 ნოემბერს ჩაურიცხა 840 აშშ დოლარი.

 

მოწმე ბ-----------–------ს ჩვენებით დასტურდება, რომ დაახლოებით 2 წლის უკან, ქ. თბილისში, შ-------ას ქუჩა 18 ბ-ში მდებარე ოფისში, მ------ გ-------ს დავალებით ზ------ ბ--------–---ს გადასცა 200 აშშ დოლარი, რის თაობაზეც აცნობა მ------ გ-------ს.

 

შპს „ჯ------–-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ მ------ გ------- სარგებლობდა მობილური ტელეფონის ნომრით: 5------------ ხოლო ზ------ ბ--------–---- სარგებლობდა ტელეფონის ნომრებით: - 5----------- და 5----------. ზ------ ბ--------–----ს ტელეფონის იმეი კოდი იყო: 3-------------.

 

შპს ,,მ-------------ნ“ გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ სატელეფონო ნომერი 5----------- რეგისტრირებულია გ------- მ-----–-–---–ზე. ამ ტელეფონის ნომრით უკავშირდებოდა მ------ გ-------ს პიროვნება, რომელიც გაეცნო მას როგორც ვ----– გ------ე. 2016 წლის 17 ნოემბრიდან - 2017 წლის 04 იანვრამდე პერიოდში სატელეფონო ნომერი - 5----------- მოქმედებდა მობილურ ტელეფონში იმეი კოდით: 3-------------, რომელიც იყო ზ------ ბ--------–----ს მობილური ტელეფონის იმეი კოდი და რომელშიც მას გააქტიურებული ჰქონდა ნომრები: 5-----------; 5---------.

 

მ------ გ-------ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაგზავნილი აქვთ სოციალურ ქსელ „WHAT APP”ის საშუალებით ზ------ ბ--------–---ს და მ------ გ-------ს, მათივე სატელეფონო ნომრებზე: 5----------- (მ------ გ-------) და 5----------- (ზ------ ბ--------–----), რითაც დასტურდება ზ------ ბ--------–----ს მიერ მ------ გ-------სთან გადაგზავნილია ,,მერსედეს ბენცის მარკის ვიტოს“ მოდელის ავტომანქანის ფოტოსურათები, რაზეც ზ------ ბ--------–---- დაზარალებულ მ------ გ-------ს წერდა, რომ აღნიშნული ავტომანქანა მის მეგობარს გერმანიაში ჰყავდა შერჩეული და მანქანის საქართველოში ჩამოყვანა მ------ გ-------ს დაუჯდებოდა 7000 აშშ დოლარი. ზ------ ბ--------–---- თანხის მიღების დასტურად მ------ გ-------ს უგზავნის წერილობით ქვითარს, სადაც ჩანს თანხა: 2850 აშშ დოლარი და ზ------ ბ--------–----ს ტელეფონის ნომერი: 5-----------. ასევე ჩანს თუ როგორ უგზავნის მ------ გ------- ზ------ ბ--------–---ს ბ-----------–------ს ტელეფონის ნომერს: 5-------------- და უთითებს სახელს ბ-----, რათა ზ------ ბ--------–---მა მიიღოს მისგან მ------ გ-------ს კუთვნილი 200 აშშ დოლარი. შეტყობინებებში საუბარია ავტომანქანის მახასიათებლებზე, რომლის ჩამოყვანის სანაცვლოდ ზ------ ბ--------–---- მხოლოდ 300 ევროს გამოართმევდა. გარდა ამისა, შეტყობინებებში საუბარია 3000 აშშ დოლარის ჩარიცხვის ფაქტზე, ,,ს----------–---------ს'' მეშვეობით.

 

მსჯავრდებულმა ზ------ ბ--------–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

დაზარალებულ ზ------ ჭ---–---–ის ეპიზოდი:

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ზ------ ჭ---–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ზ------ ბ--------–---ს წლებია იცნობს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, 2013 წელს დაიწყო მუშაობა ტაქსის მძღოლად. 2016 წლის შემოდგომაზე შეხვდა ზ------ ბ--------–----, რომელსაც უთხრა, რომ ტაქსაობდა. ზ------ ბ--------–----ს შეთავაზების საფუძველზე, მასთან დაიწყო მუშაობა. ხვდებოდა ტურისტებს აეროპორტში. უხდიდნენ 50 დოლარს. ბატონ ზ-----სთან მიდიოდა საიტის ფული, ხან 15 ხან 20 ლარი. ერთ დღეს ზ------ ბ--------–---მა შესთავაზა მანქანის ყიდვა, რომელიც დაუჯდებოდა 1500 დოლარამდე. ,,ჰონდა ოდისეიზე“ შეთანხმდნენ. მანქანა ჩამოყვანის შემდეგ უნდა განებაჟებინა. ფულს ნელ-ნელა უხდიდა. 550 დოლარი ,,მაკდონალდსთან" გადასცა, 450 დოლარი კონტეინერის ფული იყო, 100 დოლარი ტურისტებიდან დაიტოვა, ლომბარდში ტელევიზორი და სხვა ნივთები ჩააბარა და 450 ლარამდე მისცა. სულ ჯამში გადასცა 1400 დოლარი. ზ------ ბ--------–---- დაჰპირდა, რომ ავტომანქანას 2 თვეში ჩამოუყვანდა. ეს დრო უშედეგოდ გავიდა და საკითხის გასარკვევად ბ--------–---ს უკავშირდებოდა ტელეფონით, რომლის ნომერია - 5--------.

 

2017 წლის იანვრის თვეში დაუკავშირდა ზ------ ბ--------–---- და გამოართვა 240 ლარი, რადგან ავტომანქანა ფოთიდან თბილისში იყო ჩამოსაყვანი, თუმცა ნაცვლად ,,ჰონდა ოდისეასი“ ჩამოვიდა „ჰონდა ელისიონი“, რომელიც შედარებით მეტი ღირებულების იყო. ზ------ ბ--------–---მა მოითხოვა 1000 დოლარის დამატება, რაზეც დაეთახმა. დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ფლობდა აღნიშნულ ავტომანქანას, ხოლო განბაჟების ბოლო დღეს დაურეკა ზ------ ბ--------–---ს, რომელმაც უთხრა, რომ საბუთები პ-----ს ჰქონდა და მას მამა გარდაეცვალა. ამის შემდეგ დაურეკა პ----- კ----ეს და სთხოვა საბუთები განსაბაჟებლად და მიუსამძიმრა. პ----- კ----ემ მამის გარდაცვალება უარყო და უთხრა, რომ მანქანა მისი იყო და ზ------ ბ--------–---ს ნაქირავები ჰყავდა და დაბრუნება მოითხოვა. მანქანა დააბრუნა. ზ------ ბ--------–---- შეპირდა, რომ თანხას დაუბრუნებდა, რაც არ გააკეთა და მოატყუა. ზ------ ბ--------–----საგან ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.

 

მოწმე ი--- ი-----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ დაახლოებით 2 წლის უკან, მეუღლემ გადაწყვიტა, რომ მინივენი „მაზდა“ შეეცვალა. მანქანის შეძენაში დახმარებას, თავისი მეგობარი, ზ------ ბ--------–---- დაპირდა. მას დაჭირდა თანხის ნაწილის წინასწარ გადახდა მანქანის ჩამოყვანისთვის. ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე, ცოტა გაჭიანურდა მანქანის ჩამოსვლა. 2017 წლის იანვრის თვეში, ახალი წელი იყო, როცა მის მეუღლეს დაურეკა ზ------ ბ--------–---მა და უთხრა, რომ მანქანა იყო ფოთში და იქიდან იყო წამოსაყვანი, რისთვისაც სჭირდებოდა თანხა მანქანის ჩამოსაყვანად. მეუღლემ უთხრა, რომ 240 ლარი იყო დასამატებელი. მანქანის საფასური 1400 დოლარი გადახდილი იყო ნაწილ-ნაწილ. ეს თანხები ხელზე გადაეცემოდა უშუალოდ ზ------ ბ--------–---ს. მანქანას, რომელსაც ელოდებოდნენ იმაზე უკეთესი მანქანა ჩამოვიდა, რის გამოც თანხა მეტი იქნებოდა დასაფარი, ვიდრე იყო მანამდე. დაახლოებით 3-4 თვე დადიოდა ამ მანქანით უსაბუთოდ, არანაირი საბუთი არ გააჩნდა, არ იცოდნენ მანქანა რეალურად მათი იყო ბოლომდე თუ არა. მანქანას ვერ აფორმებდნენ. საბოლოოდ მეუღლემ გამოკითხვით გაარკვია, რომ მანქანა საერთოდ არ იყო მათი და ეკუთვნოდა სულ სხვა პიროვნებას, ვიღაც პ-----ს, რომელმაც მოსთხოვა ავტომანქანის დაბრუნება. მეუღლე იძულებული გახდა, რომ მანქანა დაებრუნებინა უკან, რეალური მეპატრონისთვის და ეს თანხა რაც იყო გადახდილი ვითომ მათი მანქანისთვის, უკან არ დაბრუნებულა. გაირკვა ის რომ საბუთები ვისაც უნდა გადაეცა, რეალურად მის საკუთრებაში ირიცხებოდა ავტომანქანა. გულისხმობს პ-----ს, რომლისგანაც მეუღლემ მოითხოვა საბუთების გადაცემა იქიდან გამომდინარე, რომ უნდა გაეფორმებინა და აღმოჩნდა რომ ეს მანქანა რეალურად ეკუთვნოდა მას და ვერაფერს ვერ გადმოიფორმებდა. ზ------ ბ--------–---- მოვიდა და უთხრა ვერ შეაწუხებდა პ-----ს, 1 კვირის განმავლობაში მაინც, იქიდან გამომდინარე, რომ მას მამა დაეღუპა და ელოდებოდა როდის იქნებოდა მისი დასაფლავება. აღმოჩნდა რომ არანაირი მამა გარდაცვლილი არ ყოლია. მამის გარდაცვალებაზე ინფორმაცია ზ------ ბ--------–---მა უთხრა ზ------ ჭ---–---–ს. დღემდე თანხა დაბრუნებული არ არის.

 

მოწმე პ----- კ----ის ჩვენებით ირკვევა, რომ ზ------ ბ--------–---- დაახლოებით 4 წლის წინ გაიცნო. ტურისტებზე ამუშავებდა მინივენებს და ავტომანქანებით ვაჭრობდა. „ჰონდა ელისიონი“, 2004 წლიანი, ვერცხლისფერი, ტრანზიტული სახელმწიფო ნომერი: G----- იაპონიიდან ჩამოიყვანა. დაუკავშირდა ზ------ ბ--------–---- და უთხრა ამ მანქანის საბოლოო შესყიდვა და ეტაპობრივი გადახდით შესყიდვა სურდა. მანქანა იყო განუბაჟებელი. პირველად უნდა განებაჟებინა თავისი ხარჯებით და შემდეგ უნდა დაეწყო 300 დოლარის გადახდა და 4 000 დოლარი დაეფარა. როდესაც დაუკავშირდა ზ------ ბ--------–---ს მან უთხრა, რომ მანქანა განაბაჟა და აიღო სახელმწიფო ნომრები. დარწმუნებული იყო იმაში, რომ მან გაანაბაჟა, იმიტომ, რომ მას ჰყავდა სამი მანქანა დაახლოებით წაყვანილი მანამდე და ურთიერთობა კარგი ჰქონდათ ერთმანეთში. შემდეგ დაუკავშირდა ზ------ ჭ---–---–ი და მამის გარდაცვალების გამო მიუსამძირა, რაზეც უპასუხა, რომ არ გარდაცვლია მამა და საიდან მოიტანა ეს. მან აუხსნა, რომ ზ------ ბ--------–---მა მას უთხრა, რომ ვერ ჩამოდის განსაბაჟებლად პ----- კ----ე, ვინაიდან გარდაეცვალა მამაო. ამის შემდეგ დაუკავშირდა ზ------ ბ--------–---ს და ჰკითხა მანქანა რატომ არ განაბაჟა. მან აუხსნა, რომ სახსრები ვერ მოიძია და ვერ განაბაჟა მანქანა. მანქანა 1000 ლარიან ჯარიმაზე წავიდა. შემდეგ დაუკავშირდა ზ------ ბ--------–---ს და უთხრა, რომ მანქანა დაებრუნებინა და ზ------ ჭ---–---–საც აუხსნა, რომ მანქანისთვის არ ჰქონდა არცერთი თეთრი გადახდილი ზ------ ბ--------–---ს. ზ------ ჭ---–---–მა მიიყვანა მანქანა, არანაირი დაბრკოლება არ ჰქონია და ზ------ ბ--------–---მა უთხრა, რომ განებაჟებინა ეს მანქანა, გადაეხადა ჯარიმა და ის გადაუხდიდა თანხას. ასე შეთანხმდნენ და მიუყვანა მანქანა. არანაირი პრობლემა არ ყოფილა არც ზ------ ჭ---–---–თან და არც ზ------ ბ--------–---თან. ავტომანქანაზე მოლაპარაკება ზ------ ბ--------–---თან ნოტარიული ფორმით აწარმოა. 2007 წლის დასაწყისი - იანვრის თვეში. ვალის დაფარვის შემთხვევაში ზ------ ბ--------–---- სრულუფლებიანი მფლობელი გახდებოდა. მანამდე ჰქონდა მინდობილობა - უფლება, რომ განებაჟებინა მანქანა, საჯარიმოდან გამოეყვანა და ტარების უფლება. საფასურის გადახდის შემდეგ გახდებოდა სრულუფლებიანი მესაკუთრე. ვალის აღიარების დოკუმენტი შედგა, მისცა განბაჟების და ტარების უფლება. ავტომანქანა, რომელიც ჭ---–---–ისგან დაიბრუნა, ზ------ ბ--------–----ს განმარტებით, ტურისტებზე სამუშაოდ უნდოდა. ზ------ ბ--------–---მა პირობები შეასრულა. თანხა, რომელიც უნდა გადაეხადა ზ------ ბ--------–---ს ვერ გადაიხადა, არ განაბაჟა და განბაჟების ვადის გადაცილებას დაემატა 1000 ლარიანი ჯარიმა და გადახდა თვითონ მოუწია, მაგრამ გაწეული ხარჯები ბოლოს გადაუხადა ზ------ ბ--------–---მა და გადასცა უკან. მანქანა დაუბრუნა და რაც ზარალი ნახა და რაც მანქანა გამოიყენა 3 თვის განმავლობაში, იმ ცვეთის თანხა გადაუხადა. ზ------ ბ--------–---მა აუხსნა, რომ ზ------ ჭ---–---–ი დასვა მძღოლად, ხოლო ჭ---–---–მა აუხსნა, რომ 800 აშშ დოლარი გადაუხადა ზ------ ბ--------–---ს და მას უნდა შეესყიდა ეს მანქანა. ჭ---–---–მა როცა დაურეკა მას აუხსნა, რომ ეს მანქანა იყო მისი და არანაირი თანხა არ ჰქონდა მასთან გადახდილი ზ------ ბ--------–---ს და რომ გაიგო, რომ ავტომანქანა არ იყო განბაჟებული, ჭ---–---–ს უთხრა, რომ ავტომანქანა დაებრუნებინა. შემდეგ დაუკავშირდა ჭ---–---–ი ზ------ ბ--------–---ს, რომელმაც უთხრა, რომ გადმოეცა მისთვის ავტომანქანა. მას მერე ის აღარ უნახავს. ავტომანქანის დაბრუნება ზუსტად სამი თვის შემდეგ მოხდა. როცა ჭ---–---–მა დაურეკა მაგ დროს მოხდა ავტომანქანის დაბრუნება. ზ------ ჭ---–---–ს ავტომანქანას იმ პირობით უბრუნებდა, რომ მას ზ------ ბ--------–---- დაუბრუნებდა 800 დოლარს. პროტესტი ჰქონდა ბ--------–----ს გარეშე არ დავაბრუნებ ავტომანქანასო. იქამდე სანამ ის თანხას არ გადამიხდისო. შემდეგ ზ-----ს დაუკავშირდა და რა უთხრეს ერთმანეთს უცნობია. ზ-----მ უთხრა დაებრუნებინა ავტომანქანა და მანაც დაუბრუნა. ზ------ ბ--------–---ს მისი არანაირი დავალიანება არ აქვს .

 

შპს „მ--------–-დან’’ გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ ზ------ ბ--------–---- სარგებლობდა ტელეფონის ნომრებით: - 5----------- და 5----------, ხოლო ზ------ ბ--------–----ს ტელეფონის იმეი კოდი იყო: 3-------------, რომლითაც იგი უკავშირდებოდა ზ------ ჭ---–---–ს ნომერზე: 5-----------.

 

მსჯავრდებულმა ზ------ ბ--------–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

პალატა განმარტავს, რომ ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს, ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალება ამ დროს არის მოტყუება, რომლის დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში და მის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს. ამასთან, თაღლითობა განზრახი დანაშაულია და დამნაშავეს წინასწარ აქვს გაცნობიერებული მისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი.

 

მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში, ისე პასიურში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევაში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი და სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში.

 

პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ზ. ბ--------–----ს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას მისი უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი პირდაპირი მტკიცებულება და რომ მათ შორის არსებობდა წმინდა სამოქალაქო ურთიერთობები. აღნიშნულ მოსაზრებებს პალატა არ იზიარებს და კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებს. დაზარალებულ მ. გ-------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ზ. ბ--------–---მა ისარგებლა მისი ნდობით და მოატყუა, რომ რ. ბ-------ს მოელაპარაკა ავტომანქანის ჩამოყვანაზე გერმანიიდან და რომ ავტომანქანის შესაძენად და საქართველოში ტრანსპორტირებისათვის 7000 აშშ დოლარი იყო საჭირო, აღნიშნულზე გ------- დაეთანხმა და გადასცა ფული. აქვე საყურადღებოა მოწმე რ. ბ--------ს ჩვენება, რომელმაც უარყო ზ. ბ--------–---თან ავტომანქანის ჩამოყვანაზე მოლაპარაკების ფაქტი, ასევე მისი ჩვენებით დასტურდება, რომ მას სხვა სახელმწიფოდან შეკვეთით ავტომანქანა არასოდეს გამოუგზავნია და თავად ჩამოყავდა გასაყიდად.

 

საქმეში წარმოდგენილი მოწმე გ. შ----–----ის ჩვენებით დასტურდება, რომ ზ. ბ--------–---- (ბანკებთან შექმნილი პრობლემების გამო) სარგებლობდა მისი კუთვნილი ,,ს----------–---------ს’’ ბარათით, ვინ ურიცხავდა და რა თანხებს ზ. ბ--------–---ს, მისთვის ცნობილი არ არის.

 

საქმეში წარმოდგენილი ,,ს----------–---------დან’’ და ,,ლ--------------დან’’ გამოთხოვილი ინფრომაციით დასტურდება დაზარალებულ გ-------ს მხრიდან გ. შ----–----ის და ზ.ბ--------–----ს საბანკო ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვა.

 

მ------ გ-------ს ელექტრონული ფოსტიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, თითქოს პიროვნება ვ----– გ------ე აწვდის მ. გ-------ს ინფორმაციას, რომ მისი ავტომანქანა ჩავიდოდა ფოთის პორტში, მითითებულია ვ----– გ------ის მისამართი და ტელეფონის ნომერი, რომელსაც მ. გ------- ავტომანქანის საკითხების გასარკვევად უნდა დაკავშირებოდა, ასევე გადაგზავნილი აქვს გ-------ს პირადობის მოწმობის ასლი.

 

მნიშვნელოვანია ასევე საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო ანძების განლაგება, რომელიც უთითებს სწორედ იმ ადგილებზე, სადაც დაზარალებული მ------ გ------- და ზ.ბ--------–---- ხვდებოდნენ ერთმანეთს, აღნიშნული ზუსტად ემთხვევა დაზარალებულის მიერ მითითებულ დროს, ამდენად დაზარალებულ მ. გ-------ს ჩვენება სარწმუნოა და იგი შეესაბამება საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს.

 

მოწმე ბ. ა-–-----ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან მ. გ-------ს დავალებით ზ. ბ--------–---ს გადასცა 200 აშშ დოლარი.

 

ზ------ ბ--------–----ს ბრალეულობა ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ჯ------–-დან’’ და შპს ,,მ-------------ნ’’ გამოთხოვილი ინფრომაციით, ასევე მ------ გ-------ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფრომაციით.

 

პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ ზ. ჭ---–---–ის, ასევე მოწმე ი. ი-----–---–ის (დაზარალებულის მეუღლის) ჩვენებებს, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ ზ. ბ--------–---მა ისარგებლა ზ. ჭ---–---–ის ნდობით, მოატყუა იგი, რომ 1500 აშშ დოლარად ჩამოუყვანდა ავტომანქანას, ჯამში გადასცა 1400 აშშ დოლარი, მანქანა 2 თვეში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ მანქანა არ ჩამოსულა, ზ. ბ--------–---მა მას კიდევ 240 ლარი გამოართვა იმ საფუძლით, რომ მანქანა ფოთიდან თბილისში უნდა ჩამოსულიყო, ამასთან ჩამოვიდა სხვა მარკის ავტომანქანა, რისთვისაც ზ. ბ--------–---მა 1000 აშშ დოლარის დამატება მოსთხოვა, რაზეც დასთანხმდა. ამ ავტომანქანას იგი ფლობდა 2 თვის განმავლობაში, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მანქანა იყო სხვა პიროვნების, კერძოდ კი, პ----- კ----ის, რომლისთვისაც მოუწია მანქანის დაბრუნება, ხოლო ბ--------–---ს მისთვის თანხა არ დაუბრუნებია.

 

მოწმე პ----- კ----ის ჩვენებით დასტურდება, რომ იაპონიიდან ჩამოიყვანა ავტომანქანა, რომლის ეტაპობრივად შესყიდვაზე შეუთანხმდა ზ------ ბ--------–----, ასევე ამ უკანასკნელს უნდა განებაჟებინა იგი, თუმცა შემდეგ მას დაუკავშირდა ზ------ ჭ---–---–ი, რომლისგანაც შეიტყო, რომ მანქანა არ იყო განბაჟებული, ასევე ის, რომ ამ მანქანას ფლობდა თავად ზ. ჭ---–---–ი, რომელმაც იგი შეიძინა ზ. ბ--------–----სგან. საბოლოოდ, ზ. ჭ---–---–მა პ. კ----ეს დაუბრუნა აღნიშნული ავტომანქანა.

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც უტყუარად დასტურდება ზ------ ბ--------–----ს მიმართ წარდგენილილი ბრალდებები. პირველ (მ. გ-------ს) ეპიზოდში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ზ------ ბ--------–---მა დაზარალებულის შეცდომაში შესაყვანად რეალობა განზრახ დაამახინჯა, მ. გ-------ს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია და მოტყუებით დაეუფლა მ------ გ-------ს კუთვნილ 6870 აშშ დოლარის ექვივალენტ 16263 ლარს, რომელიც მას დაზარალებულმა ნებაყოფლობით გადასცა. დაზარალებულ ზ. ჭ---–---–ის ეპიზოდთან დაკავშირებითაც დასტურდება, რომ ზ. ბ--------–----ს დანაშაულებრივი განზრახვა უშუალოდ მიმართული იყო დაზარალებულის თანხის თაღლითურად დაუფლებისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ ზ. ბ--------–---მა გადასცა ავტომანქანა ,,ჰონდა ელისიონი’’ ზ. ჭ---–---–ს, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში მფლობელობაში ჰყავდა აღნიშნული ავტომანქანა, თუმცა საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემობებით ასევე დასტურდება, რომ დაზარალებული იძულებული გახდა დაებრუნებინა ავტომანქანა მეპატრონისათვის. დაზარალებულმა გადაიხადა ავტომანქანის საფასური, მაგრამ სანაცვლოდ მანქანა ვერ მიიღო. პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ ზ------ ბ--------–---- არა მხოლოდ თანხის დაუფლების მომენტში, არამედ შემდეგაც განაგრძობდა ზ------ ჭ---–---–ის მოტყუებას, რაც უტყურად დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, ზ------ ბ--------–----ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყურად დასტურდება, რის გამოც არ არსებობს მსჯავრდებულის გამართლების და შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ზ------ ბ--------–----ს მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ზ------ ბ--------–----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

ზ------ ბ--------–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, ზ------ ბ--------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზ------ ბ--------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 იანვრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: შ.პ.ს „ჯ------–-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ CD-R დისკზე, შ.პ.ს „ბ--–----დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ CD-R დისკზე, შ.პ.ს „მ-------------ნ“ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ CD-R დისკზე, მ------ გ-------ს ელექტრონული ფოსტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ CD-R დისკზე, მ------ გ-------ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია - მოკლე ტექსტური შეტყობინებები ერთ ცალ CD-R დისკზე, ს.ს „ს----------–---------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ CD-R დისკზე, ს.ს „ლ--------------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ CD-R დისკზე, რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე