განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2019
საქმის ნომერი
180210018002454924
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 180210018002454924

საქმე №2ბ/1049-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

პირველი აპელანტი/მოსარჩელე - დ--–---ის მ----–----–--------------ა

წარმომადგენელი - ა--------–---–ი

 

მეორე აპელანტი/მოპასუხე _ შპს ,,ბ-----“

წარმომადგენელი - ა-–----------------–--ე

 

დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტ დ--–---ის მ----–----–--------------ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

აპელანტ შპს ,,ბ-----ს“ მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. დ--–---ის მ----–----–------სა და შპს „ბ-----ს“ შორის 2016 წლის 3 მაისს გაფორმდა N1-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „ბ-----ს“ უნდა შეესრულებინა ქ.დ--–---ში 10 ქუჩის, კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. ხელშეკრულების მიწოდების ვადად 2016 წლის 29 ივლისი, ხოლო მოქმედების ვადად 2016 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

 

2. შპს „ბ-----ს“ დირექტორმა თ----- ბ-----ემ 2016 წლის 9 ივნისის განცხადებით მოითხოვა მიწოდების ვადის გაგრძელება და წარმოადგინა წერილი „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან“ უამინდობაზე. დ--–---ის მ----–----–--------------ის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის თ------ ე-----–---–ის 2016 წლის 10 ნოემბრის N5----- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შპს „ბ-----ს“ხელშეკრულების მიწოდების ვადა გაუგრძელდა 2016 წლის 30 ნოემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 30 იანვარი.

 

3. შპს „ბ-----მ“ ხელშეკრულების 5.6. პუნქტის შესაბამისად წარმოადგინა შპს „ო-------–--------“-ის ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიში, რის საფუძველზეც გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნულ აქტში სამუშაოების დასრულების ვადად მითითებულია 2017 წლის 11 იანვარი.

 

4. მცხეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა დ--–---ის მ----–----–--------------ამ და მოპასუხე შპს „ბ-----ს“ მიმართ ითხოვა ხელშეკრულების მიწოდების ვადის გადაცილებისთვის შპს „ბ-----ს“ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%, ჯამში - 25819.46 ლარის ოდენობით.

 

5. სარჩელის საფუძვლები:

 

5.1. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 3 მაისს დ--–---ის მ----–----–------სა და შპს „ბ-----ს“ შორის გაფორმდა N1-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „ბ-----ს“ უნდა შეესრულებინა ქ. დ--–---ში 10 ქუჩის (შ---------ის ჩიხის, ო-------------იის ქუჩის (თ------ის ქუჩიდან ვ-–----–----–ას ქუჩამდე), ვ-–----–----–ას ქუჩის, ო-------------იის ქუჩის, ბ----ას ქუჩის, მ–-------ის ქუჩის, მ–-------ის ქუჩის მე-2 შესახვევის, ილია ჭ-------ის ქუჩის, კ-------ას ქუჩის, შ---------ის პირველი შესახვევის) კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. ხელშეკრულების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 29 ივლისი, ხოლო მოქმედების ვადად 2016 წლის 31 დეკემბერი.

 

შპს „ბ-----ს“ დირექტორმა თ----- ბ-----ემ 2016 წლის 9 ივნისის განცხადებით მოითხოვა მიწოდების ვადის გაგრძელება და წარმოადგინა წერილი „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან“ უამინდობაზე. დ--–---ის მ----–----–--------------ის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის თ------ ე-----–---–ის 2016 წლის 10 ნოემბრის N5----- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შპს „ბ-----ს“ხელშეკრულების მიწოდების ვადა გაუგრძელდა 2016 წლის 30 ნოემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 30 იანვარი. მიუხედავად ხელშეკრულების მიწოდების ვადის გაგრძელებისა, შპს „ბ-----მ“ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და ხელშეკრულების მიწოდების ვადებში ვერ შეძლო სამუშაოების შესრულება, რაც დასტურდება შპს „მშენებლობის ტექ-ზედამხედველობა და ექსპერტიზას“ N32 კრებსითი დასკვნით, სადაც მითითებულია, რომ სამუშაოების წარმოებისას გამოვლენილ იქნა რიგი შეუსაბამობები, რაც წარმოადგენს შპს „ბ-----ს“ მხრიდან სახელშეკრულებო და ტექნიკური ნორმების გადახვევას. აღნიშნული დასკვნიდან გამომდინარე დ--–---ის მ----–----–--------------ამ ვერ ჩაიბარა შპს „ბ-----ს“ მიერ შესრულებული ხარვეზის მქონე სამუშაოები. შპს „ბ-----ს“ განესაზღვრა დამატებითი ვადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად. შპს „ბ-----მ“ გამოასწორა დასკვნაში მითითებული ხარვეზები, რასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდა (ჯამში 42 დღე). შპს „ბ-----მ“ წარმოადგინა შპს „ო-------–--------“-ის ინსპექტირების ანგარიში, რის საფუძველზეც გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნულ აქტში სამუშაოების დასრულების ვადად მითითებულია 2017 წლის 11 იანვარი. ამ პერიოდის მანძილზე მას დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების მიწოდების ვადის გასვლის გამო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, რამაც ჯამში 25 819.46 ლარი შეადგინა.

 

6. მოპასუხის შესაგებელი:

 

6.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ იგი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები. მოპასუხის პოზიციით, შპს ,,ბ-----ს’’ არ დაურღვევია 2016 წლის 03 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #1-- ხელშეკრულების არცერთი პუნქტი, ვინაიდან სამუშაოები დასრულდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში 2016 წლის 28 ნოემბერს, რაც დასტურდება შპს ,,მშნებლობის ტექ-ზედამხედველობა და ექსპერტიზას’’ მიერ გაცემული კრებსითი #32 დასკვნით; ის გარემოება, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადამ გადაიწია, გამოწვეული იყო თავად მოსარჩელის ბრალეულობით, ვინაიდან სამუშაოს დასაწყებად სათანადო მდგომარეობაში არ იქნა ჩაბარებული ობიექტები, ამას დაემატა უამინდობაც; ამასთან, სამუშაოების წარმოებისას გამოვლენილი იქნა მცირე ხარვეზი, რომელიც პირველად ოფიციალურად აისახა 31.12.2016 წლის ტექნიკური ზედამხედველობის დასკვნაში და რომლის გამოსწორებაზეც წერილობითი მოთხოვნა მოსარჩელე მხარეს ჩაბარდა მხოლოდ 2017 წლის 07 იანვარს, რის შემდეგაც აღნიშნული ხარვეზი შპს ,,ბ-----მ’’ გამოასწორა საკუთარი ხარჯით, დაუყონებლივ, 04 დღის ვადაში. მოპასუხე მხარის განმარტებით, არ არსებობს არც მატერიალური და არც არამატერიალური ზიანი, ვინაიდან გამოვლენილი უმნიშვნელო ხარვეზები გამოსწორდა დაუყოვნებლივ. მხარე მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩაითვლება, რომ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროში, ჯარიმის დარიცხვა უნდა მოხდეს არა 01.12.2016 -დან 11.01.2017-მდე პერიოდზე, არამედ 07.01.2017-დან ანუ ხარვეზის არსებობაზე და მის გამოსწორებაზე შეტყობინების მოსარჩელისთვის ჩაბარებიდან 11.01.2017-მდე პერიოდზე. უკიდურეს შემთხვევაში ვადაგადაცილების ათვლა უნდა დაწყებულიყო ტექ. ზედამხედველობის დასკვნის მომზადებიდან ანუ 31.12.2016 წლიდან, ვინაიდან ხარვეზის არსებობის ფაქტი პირველად ამ დოკუმენტში დაფიქსირდა.

 

7. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ--–---ის მ----–----–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს ,,ბ-----ს’’ მოსარჩელე დ--–---ის მ----–----–--------------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 2.458,99 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს ,,ბ-----ს’’ სახელმწიფო ბაჟის სახით ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 73,74 ლარის გადახდა; (იხ.გადაწყვეტილება)

8. დ--–---ის მ----–----–--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

8.1. აპელანტის განმარტებით, შპს ,,ბ-----“ ვალდებული იყო სამუშაოები დაესრულებინა 2016 წლის 30 ნოემბრამდე. სამუშაოები ყოველგვარი დამატებითი მითითებისა და შეხსენების გარეშე შესრულებული უნდა ყოფილიყო ჯეროვნად - შეთანხმებული პირობებით და ხარისხით, შეთანხმებულ ვადებში. შპს ,,ბ-----მ“ დათქმულ ვადაში სამუშაო უხარისხოდ, არაჯეროვნად აწარმოა და ნაკისრი ვალდებულება მხოლოდ მას შემდეგ შეასრულა ბოლომდე, რაც შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე. ეს გარემოება პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებისათვის თავისთავად უკვე წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას და პირგასამტეხლოს ათვლა უნდა განხორციელდეს სწორედ აღნიშნული მომენტიდან. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობა უკვე ვადაგადაცილება და შესაბამისად ვალდებულების დარღვევაა, მიუხედავად იმისა შესრულების ვადის დადგომის შემდეგ კრედიტორმა მისცა თუ არა მოვალეს გაფრთხილება, განუსაზღვრა თუ არა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. შესრულების ვადის დადგომის შემდეგ მოვალის გაფრთხილება ან დამატებითი ვადის მიცემა ვალდებულების შესრულების თაობაზე, წარმოადგენს წინაპირობას ხელშეკრულოებაზე უარის თქმის მიზნებისათვის და არა პირგასამტეხლოს მიზნებისათვის.

8.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ პირგასამტეხლო შეამცირა შეუსაბამოდ დაბალ ოდენობამდე, სათანადო სამართლებრივი დასაბუთების გარეშე. პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით შემცირება კარგავს თავის დანიშნულებას. შპს „ბ-----“ ვალდებული იყო შეესრულებინა სამუშაო დათქმულ ვადაში დათქმული ხარისხით და პირობით. აღნიშნული თავისთავად გულისხმობს, რომ როდესაც შპს „ბ-----მ“ განაცხადა სამუშაოების დასრულების თაობაზე, მას უნდა სცოდნოდა, თუ რამდენად ჯეროვნად შეასრულა ვალდებულება. იგი ვალდებული იყო სცოდნოდა მის მიერ შესრულებული სამუშაოს უხარისხობის თაობაზეც და ყოველგვარი დამატებითი მოთხოვნის თუ შეხსენების გარეშე გამოესწორებინა იგი. პირგასამტეხლოს ათვლის დაკავშირება დამატებით შეხსენებასთან არღვევს არა მხოლოდ მ----–----–------ის ინტერესს, არამედ ამცირებს პირგასამტეხლოს, როგორც ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების კანონისმიერი ბერკეტის ეფექტურობას.

9. შპს „ბ-----ს“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

9.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დადგენილ სადავო გარემოებად არ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ვადის გადაწევა მოხდა გამგეობის ბრალეული მიზნებიდან. კერძოდ, შპს „ბ-----ს“ 09.06.2016 წლისა და 28.09.2016 წლის წერილით ირკვევა, რომ გამგეობამ სათანადოდ ვერ დაგეგმა შესასრულებელი სამუშაოები დაკვეთის გამოცხადების მომენტიდანვე, რამაც გამოიწვია მთელი რიგი შეფერხებები: დასაკორექტირებელი გახდა შესასრულებელი სამუშაოების პროექტი, ასევე სამუშაოები შეჩერდა საკანალიზაციო ქსელის მოწყობის მიზნით, აუცილებელი გახდა სს „ს--–-----ის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მიწაში გაყვანა. ასევე, პროექტით არ იყო გათვალისწინებული ბევრის სამუშაო შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით, რომლის შესრულებაც აუცილებელი იყო სამუშაოების ხარისხიანად და სათანადოდ შესასრულებლად, ხოლო დამკვეთის მხრიდან პროექტის დაკორექტირებას დასჭირდა მნიშვნელოვანი დრო. აღნიშნული გარემოებების გამო მოხდა ხელშეკრულების ვადის გადაწევა გამგეობის მხრიდან და არა უამინდობის გამო.

 

9.2. აპელანტის განმარტებით, 2016 წლის 5 და 21 დეკემბრის წერილების შპს „ბ-----სთვის“ ჩაბარება კი არა, გაგზავნაც არ მომხდარა. სასამართლომ არასწორად არ დაადგინა, რომ შპს „ბ-----მ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა დათქმულ ვადაში და ჯეროვნად, ერთი მხრივ, მცირე ნაკლოვანება გამოასწორა მოთხოვნის მიღებიდან დაუყონებლივ, ხოლო მეორე მხრივ ნაკლი იმდენად უმნიშვნელო იყო შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ეს გამორიცხავს ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების კვალიფიკაციის შესაძლებლობას. ნაკლის გამოსწორებაზე წერილი შპს ბ-----ს ჩაბარდა 2017 წლის 07 იანვარს. შესაბამისად, ითვლება, რომ ნაკლის გამოსწორების ვადა მას სწორედ ამ თარიღიდან განესაზღვრა, რომელიც 4 დღეში გამოსწორდა. ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, შემსყიდველს ეკისრება ვალდებულება მითითებისთანავე დაუყონებლივ უზრუნველყოს სამუშაოების მიდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება, რაც განხორცილედა კიდეც. ხელშეკრულების ძირითადი ვალდებულება შესრულდა ვადაში. ხელშეკრულების ღირებულება იყო 614 749 ლარი და შპს „ბ-----ს“ მიერ შესასრულებელი იყო საკმაოდ კომპლექსური სამუშაო, ექსპერტიზის აქტით კი შესრულების ნაკლი 2913 ლარით შეფასდა, რომელიც დაუყონებლივ 4 დღეში გამოსწორდა. შპს „ბ-----“ როგორც ძირითადი ვალდებულების შესრულებისას, ისე ნაკლის გამოსწორებისას კეთილსინდისიერად მოქმედება, რის გამოც შესრულებული სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების ცნობის სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი წინამძღვრები არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს პირაგსამტეხლოს დაკისრების საფუძველიც.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

10. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ დ--–---ის მ----–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს „ბ-----ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, დ--–---ის მ----–----–--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

11. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება, ამგვარი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას კი წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი /ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური./ და სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლები, /პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას./

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე №.ას 848-814-16, №ას-816-767-15, №ას-953-918). ას-708-678-2016.

 

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.(სუსგ. საქმე №ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

 

12. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:

 

12.1. დ--–---ის მ----–----–------სა და შპს „ბ-----ს“ შორის 2016 წლის 3 მაისს გაფორმდა N1-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „ბ-----ს“ უნდა შეესრულებინა ქ. დ--–---ში 10 ქუჩის, კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. ხელშეკრულების მიწოდების ვადად 2016 წლის 29 ივლისი, ხოლო მოქმედების ვადად 2016 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

 

12.2. შპს „ბ-----ს“ დირექტორმა თ----- ბ-----ემ 2016 წლის 9 ივნისის განცხადებით მიმართა დ--–---ის მ----–----–------ის გამგებელს, სადაც აღნიშნა, რომ ამა წლის 20 მაისის #1------- წერილში ასახული პრობლემების გარდა რიგი ქუჩების შეკეთებისათვის საჭიროა სხვადასხვა საკითხების შეთანხმება. აღნიშნული მიზეზების და ასევე მაისის თვეში უამინდობის გამო, ძირითადი სამუშაოები ფაქტიურად შეჩერებულია, რაც გამოიწვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში გრაფიკის დარღვევას. აღნიშნულის გამო ითხოვა მიწოდების ვადის გაგრძელება და წარადგინა წერილი „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან“ უამინდობის თაობაზე.

 

12.3. დ--–---ის მ----–----–------ის გამგეობის 20.07.2016 წლის პასუხის თანახმად შპს „ბ-----ს“ დირექტორს ეცნობა, რომ სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ წერილი არ წარმოადგენს საფუძველს გადავადებაზე, რადგან 2016 წლის 07 ივლისის მდგომარეობით ვ-–----–----–ას ქუჩის და მ–-------ის პირველ შესახვევზე არ დაუწყიათ აღნიშნული ქუჩების მოასფალტების სამუშაოები, ხოლო საპროექტო ორგანიზაციის მიერ პროექტის კორექტირების შემდეგ დ--–---ის მ----–----–------ის გამგეობის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური იმსჯელებს გადავადებაზე. დ--–---ის მ----–----–------ის გამგეობის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შპს „ბ-----ს“ გაუგრძელდეს სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა 2016 წლის 30 ნოემბრამდე.

 

12.4. ქალაქ დ--–---ის მ----–----–------ის გამგეობისა და შპს „ბ-----ს“ შორის 2016 წლის 24 ნოემბრის შეთანხმებით, 2016 წლის 03 მაისს დადებული #1-- ხელშეკრულებაზე, სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 30 ნოემბერი, ხოლო 2016 წლის 30 დეკემბრის შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა - 2017 წლის 30 იანვარი.

 

12.5. 26.11.2016 წლის შპს „მშენებლობის ტექ-ზედამხედველობის და ექსპერტიზის“ წერილის თანახმად შპს „ბ-----ს“ მიერ შ---------ის პირველ შესახვევზე სამუშაოები დამთავრებულია, სავალ ნაწილზე ერთ-ერთი საკომუნიკაციო ჭა არ არის სათანადოდ მოყვანილი ნიშნულზე, რაზეც შედგა შესაბამისი შეუსაბამისობის აქტი და არ დადასტურდა სამუშაო ფორმა #2-ში. ო-------------იის ქუჩა - სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები და აზომვითი სამუშაოები. ა/ბეტონი მოეწყო ჰაერის დაბალი ტემპერატურისას, რაც ქმნის ა/ბეტონის არადამაკმაყოფილებელი ტკეპნის საშიშროებას, აღნიშნულის შესახებ მშენებელ კომპანიას ეცნობა სიტყვიერად, თუმცა კონტრაქტორმა საკუთარ თავზე აიღო შესრულების ვალდებულება, ხოლო 06.12.2016 წლის წერილის თანახმად კომპანიამ დაასრულა ო-------------იის ქუჩის კაპ. შეკეთების სამუშაოები 28.11.2016 წელს. გამოვლენილ შენიშვნებზე შედგა შეუსაბამობის აქტი, რომლის მიხედვითაც ჩაითვალა შეუსაბამოდ მოწყობილიწვირლმარცვლოვანი ა/ბეტონი (სისქე 3 სმ) ფართით 86.6მ2 და მოწყობილი წვირლმარცვლოვანი ა/ბეტონი (სისქე 4 სმ) ფართით 96 მ2.

 

12.6. 31.12.201 წლის შპს „მშენებლობის ტექ. ზედამხედველობის და ექსპერტიზის“ #32 დასკვის თანახმად: ქ. დ--–---ში, ო-------------იის ქუჩა - საცვეთ ფენაზე შეინიშნებოდა ვიზულაური დეფექტი, ზედაპირული ფორიანობა და სატკეპნის ნაკვალვები, რის გამოც არ დადასტურდა წვრილმარცვლოვანი ა/ბეტონი (სისქე 3 სმ) ფართით 86.6მ2 და მოწყობილი წვირლმარცვლოვანი ა/ბეტონი (სისქე 4 სმ) ფართით 96 მ2.

 

12.7. დ--–---ის მ----–----–--------------ის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის იოსებ ღარიბაშვილის 2017 წლის 24 იანვრის N96/09 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შპს „ბ-----მ“ ხარვეზები აღმოფხვრა 2017 წლის 11 იანვარს და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2017 წლის 24 იანვარს. (ტომი 1, ს.ფ. 36)

 

12.8. შპს „ბ-----მ“ ხელშეკრულების 5.6. პუნქტის შესაბამისად წარადგინა შპს „ო-------–--------“-ის ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიში, რის საფუძველზეც გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც სამუშაოების დასრულების ვადად მითითებულია 2017 წლის 11 იანვარი.

 

12.9. შპს ,,ბ-----მ’’ სამუშაოები დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში - 2016 წლის 28 ნოემბერს, რაც დასტურდება 2016 წლის 31 დეკემბერს მომზადებული შპს „მშენებლობის ტექ-ზედამხედველობა და ექსპერტიზას“ N32 კრებითი დასკვნით, თუმცა ამავე დასკვნით ირკვევა, რომ სამუშაოები შესრულებულია გარკვეული ხარვეზით, რაც საჭიროებდა გამოსწორებას. შპს „ბ-----ს“ გაეგზავნა წერილები სამუშაოთა წარმოებისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, თუმცა მოპასუხე მხარის განმარტებით, წერილობითი მოთხოვნა ჩაბარდა მხოლოდ 2017 წლის 07 იანვარს;

 

12.10. 2016 წლის 26 ნოემბრით, 06 დეკემბრითა და 16 დეკემბრით დათარიღებული წერილებით, შპს ,,მშენებლობის ტექ. ზედამხედველობა და ექსპერტიზას’’ დირექტორი რევაზ ცუცქირიძე ატყობინებს დ--–---ის მ----–----–------ის გამგებელს ვ-–- ჩ-----–ს შპს ,,ბ-----ს’’ მიერ შესრულებულ სამუშაოებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, თუმცა გაეგზავნა თუ არა ამგვარი შეტყობინება თავად მოპასუხე მხარეს - შპს ,,ბ-----ს’’, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

12.11. დ--–---ის მ----–----–------სა და შპს „ბ-----ს“ შორის 2016 წლის 3 მაისს გაფორმებული N1-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად: მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მითითებისთანავე დაუყონებლივ უზრუნველყოს სამუშაო მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორება საკუთარი ხარჯით.

 

12.12. 28.11.2016 წლის წუნდებით შესრულებული სამუშაოების აქტის თანახმად შესრულების ნაკლი შეფასდა 2913 ლარით. შპს ,,ბ-----მ’’ ხარვეზი გამოასწორა და 2017 წლის 24 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით დ--–---ის მ----–----–--------------ამ ჩაიბარა შესრულებული სამუშაო. ამავე აქტიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 11 იანვრის მდგომარეობით ხარვეზი გამოსწორებული იყო; ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ შპს „ბ-----მ“ ხელშეკრულების 5.6. პუნქტის შესაბამისად წარმოადგინა საბოლოო, შპს „ო-------–--------“-ის ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიში ხელშეკრულებით დადგენილ 50 დღიან ვადაში და აღნიშნული გარემოება სადავოდ მოსარჩელე მხარესაც არ გაუხდია.

 

13. პალატა მოიხმობს სსსკ-ის მე-3 მუხლს, რომლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. (სუსგ ას-1242-2018)

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ბ-----მ“ ხარვეზის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 4 დღის ვადაში თავისი ხარჯით გამოასწორა ხარვეზი, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება და ასევე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ შპს „ბ-----ს“ მიერ ხარვეზების გამოსწორებას დასჭირდა ჯამში 42 დღე, აპელანტს, დ--–---ის მ----–----–------ის გამგეობას, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

14. გარდა აღნიშნულისა პალატა აღნიშნავს, რომ ქალაქ დ--–---ის მ----–----–------ის გამგეობისა და შპს „ბ-----ს“ შორის 2016 წლის 24 ნოემბრის შეთანხმებით, 2016 წლის 03 მაისს დადებული #1-- ხელშეკრულებაზე, სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 30 ნოემბერი, ხოლო 2016 წლის 30 დეკემბრის შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა - 2017 წლის 30 იანვარი. ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ბ-----მ“ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სრულად და ჯეროვნად, რის გამოც დ--–---ის მ----–----–------ის გამგეობის მოთხოვნა შპს „ბ-----ზე“ ხელშეკრულების მიწოდების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%, ჯამში - 25819.46 ლარის ოდენობით, უსაფუძვლოა.

 

ამდენად, პალატა ასკვნის რომ მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა ხარვეზით, თუმცა მის მიერ იგი გამოსწორებული იქნა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობების (2.4. პუნქტი) შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ბ-----“ს როგორც ძირითადი ვალდებულების შესრულების, ისე ნაკლის გამოსწორების ვალდებულების შესრულების სახელშეკრულებო ვადები არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები.

 

15. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რის გამოც დ--–---ის მ----–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს ,,ბ-----“-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

16. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩლი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორიცულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

აპელანტი დ--–---ის მ----–----–--------------ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად.

 

სსსკ 39-ე მუხლის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ბ-----“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა შესაბამისად მოხმობილი ნორმებისა დ--–---ის მ----–----–--------------ას შპს „ბ-----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. დ--–---ის მ----–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ,,ბ-----“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

3. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

4. დ--–---ის მ----–----–--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

5. დ--–---ის მ----–----–--------------ას შპს „ბ-----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7, მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი