განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-757-2019 წელი
№020100119003121945
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
2 დეკემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ--------- გ--–-–---–-ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ლ--------- გ--–-–---–-, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ს----------------–-----–--ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ---------–----------------------------ში, მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მასვე, 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
aRwerilobiTi nawili:
ლ--------- გ--–-–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ავტომობილის მოძრა-ობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მა-რთავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარე-ობაში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 22 საათზე, ქ. ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ს---------–--ს ქუჩის მიმართულებით დაახლოებით 60-70 კმ სიჩქარით მოძრავმა 1--- წელს დაბა-დებულმა ლ--------- გ--–-–---–მა, ვერ უზრუნველყო მისი მართვის ქვეშ მყოფი „სეატის“ მარკის ავტომობილის სახელმწიფო ნომრით L--------, უსაფრთხო მართვა, ყოველგვარი ხელისშემშლელი პირობების გარეშე დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართვე-ლოს კანონის, 21.15; 33.1; და 33.2 მუხლების მოთხოვნები, დაეჯახა ჭავჭავაძის ქუჩაზე გან-ლაგებულ ქვიშის გროვას, რომლის შემდგომ გადავიდა სავალი ნაწილის მიღმა და ამობ-რუნებულ მდგომარეობაში დაეჯახა ელექტრო სადენის ბოძს, რის შედეგადაც ბოძი წაიქცა და დაეცა ქვეითად მოსიარულეს, 1--- წელს დაბადებულ გ-------------–---–ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით გ-------------–---–ი ცხაკაიას სახელობის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში 2019 წლის 26 აპრილს გარდაიცვალა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ--------- გ--–-–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივ-რით ითხოვს მის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ის აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა ნანა თოლორაიამ, რომე-ლიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ლ--------- გ--–-–---–-ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ--------- გ--–-–---–-ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირ-ველი ინსტანციის სასამართლომ მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯე-ლის დანიშვნის ზოგადი საწყისები – დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლე-ნილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანა-შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; ასევე ის გარემოებები, რომ ლ--------- გ--–-–---–მა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, აგრეთვე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გარდაიცვალა ახალგაზრდა ადამიანი და ლ--------- გ--–-–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძი-მის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით ძირი-თად სასჯელად დაუნიშნა – თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესა-ბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდე-ბულისათვის სასიკეთო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი ლ--------- გ--–-–---–-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ლ--------- გ--–-–---–-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონუ-ლი სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ლ--------- გ--–-–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მასვე, 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას ავტომანქანის მართვის უფლება.
მსჯავრდებულ ლ--------- გ--–-–---–-ს მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწ-ყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2019 წლის 19 ივნისიდან.
ლ--------- გ--–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება – „სეატის“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით L-------- (რომელიც განთავსებულია ქ. ფოთის სპეციალურ ავტოსადგომზე) და სავარძლის დამ-ცავი ქსოვილი (რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ს---------–---ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში), დაუბრუნდეს ლ--------- გ--–-–---–-ს ოჯახის სრულწლოვან წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულებები – ანაწმენდები, სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართ-ველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება – გ-------------–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს სა-პატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველო-ში, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ი----- დ------–---–ს (პ/ნ 4----------), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელა-ციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili