განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210019002862591
საქმე №2ბ/5595-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ს----------–--- სახელით
29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე - მიხეილ გოგიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ი--- პ----–---ი
წარმომადგენელი - დ-------- მ----–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს----------–--- ბანკი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, შეგებებული სარჩელით ხელშეკრულების გაუქმება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სს „ს----------–--- ბანკის“ სარჩელი ი--- პ----–---ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ი--- პ----–---ს დაეკისრა მოსარჩელე სს „ს----------–--- ბანკის“ სასარგებლოდ 5 115.4 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4646.14 ლარი, სარგებელი 284.71 ლარი, საკომისიო 20 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 164.55 ლარი. მასვე დაეკისრა სს „ს----------–--- ბანკის“ სასარგებლოდ გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასურის 100 ლარის გადახდა. ი--- პ----–---ის შეგებებული სარჩელი 2018 წლის 15 მარტის #7416064 საკრედიტო ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ი--- პ----–---ს სს „ს----------–--- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 166.33 ლარის ოდენობით, დანარჩენი ნაწილი ბაჟის ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. სს „ს----------–--- ბანკის“ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2018 წლის 15 მარტს ს.ს. „ს----------–--- ბანკსა“ და ი--- პ----–---ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 5000.00 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, სესხის სარგებლობის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 12.4%-ს, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 18-25).
2.2. 2019 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით ი--- პ----–---ის დავალიანება სესხზე შეადგენს 5609.06 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა: 4646.14 ლარი, სარგებელი - 284.71 ლარი, საკომისიო 20.00 ლარი, პირგასამტეხლო - 658.21 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- დავალიანების ფურცელი (ს.ფ. 26).
2.3. ს.ს. „ს----------–--- ბანკი“-ს მიერ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. კრედიტებით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ირღვეოდა გრაფიკით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებელის დაფარვა. აღნიშნულს ადასტურებს საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და ამონაწერი ანგარიშებიდან. მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან (ს.ფ. 27-31).
2.4. 2018 წლის 21 დეკემბერს ს.ს. „ს----------–--- ბანკი“-ს მიერ ი--- პ----–---ის მიმართ ზემოაღნიშნულ სესხზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ს----------–--- იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილი იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდ რესპოდენტის მხრიდან წარმოდგენილი იქნა პროტესტი, რაც სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ს----------–--- კანონის შესაბამისად წარმოადგენს ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საფასურების გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები (ს.ფ.32).
- გადაწყვეტილება N181226407/538593 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ (ს.ფ. 33).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.5. თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე და შეგებებული სარჩელის მოსარჩელე ი--- პ----–---ი, როგორც შესაგებელში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ასევე შეგებებულ სარჩელში სესხის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის საფუძვლად მიიჩნევდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ იგი არის უსინათლო პირი და შესაბამისად, მას არ შეეძლო საკრედიტო ხელშეკრულების გაცნობა და მისი შინაარსისა და პირობების სრულყოფილად აღქმა, ამიტომ, სესხის ხელშეკრულება არის ამორალური გარიგება და ასევე ფორმის დაუცველად დადებული.
როგორც ი--- პ----–---მა განმარტა, 2018 წლის მარტის თვეში, მას დაუკავშირდა ვინმე მ------ დ---–--ე და შესთავაზა გარკვეული ფულადი თანხის საქმეში ჩადება და შედეგად მოგების მიღება, რაშიც, ეს უკანასკნელი დახმარებას პირდებოდა მოსარჩელეს. გამომდინარე იქიდან, რომ იგი არის უსინათლო, სოციალურად დაუცველი პირი, ბუნებრივია, რომ მას არ გააჩნდა საჭირო ოდენობის ფულადი თანხები, თუმცა, მ------ დ---–--ემ შესთავაზა გამოსავალი მდგომარეობიდან, კერძოდ კი, საჭირო თანხის ბანკიდან კრედიტის აღება.
15.03.2018 წელს, მ------ დ---–--ემ და ი--- პ----–---მა მიაკითხეს სს „ს----------–--- ბანკს“ და შედეგად, გაფორმდა N7416064 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებელმა მიიღო კრედიტი 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მოსაზრებით, ბანკის მხრიდან უხეშად იქნა დარღვეული კრედიტის გაცემის ს----------–--- მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები. კერძოდ, საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ი--- პ----–---ი უსინათლო პირია და შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულება ისეთი ფორმით უნდა ყოფილიყო შედგენილი, რომ პოტენციურ მსესხებელს მისცემოდა მისი პირობების სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობა, პირველ რიგში კრედიტის აღების სათანადო პირობები და შესაბამისად, ხელშეკრულებაც სათანადო, ე.წ. „ბრაილის შრიფტით“ უნდა ყოფილიყო შედგენილი. მოსარჩელემ ხელი მოაწერა საკრედიტო ხელშეკრულებას, ისე, რომ მისთვის არ ყოფილა დაზუსტებით ცნობილი, არც სესხად აღებული ფულადი თანხის ოდენობა და არც კრედიტის პირობები. მოსარჩელემ უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს მ------ დ---–--ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყების მოთხოვნით.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლით სესხის ხელშეკრულების ამორალურ გარიგებად მიჩნევა და ამ საფუძვლით მისი ბათილად ცნობა სასამართლოს მიხედულებით, დაუსაბუთებელია. ი--- პ----–---ს სესხის აღების დროს ბანკში წარდგენილი აქვს მთელი რიგი ცნობები, მათ შორის, მის დასაქმების და ხელფასის, შემოსავლების შესახებ. 2018 წლის 13 მარტს შპს " ჯ--------- ა----- პ----ი"-ს დირექტორის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ი--- პ----–---ი დასაქმებული იყო საწარმოში, ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 1500 ლარს, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 01.08.2017 წლიდან 28.02. 2018 წლამდე მის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 13 125 ლარს (ს.ფ. 108,109 ცნობები).
როგორც მოსარჩელე ს.ს. „ს----------–--- ბანკი“-ს წარმომადგენელმა განმარტა, ი--- პ----–---მა თავად მოაწერა ხელი სესხის ხელშეკრულებას პირობების გაცნობის შემდგომ და მას მის ფიზიკურ ნაკლზე არ განუცხადებია, თავად არ მოუთხოვია რაიმე დამატებითი ღონისძიებების საჭიროების შესახებ და მათთვის აღნიშნულის შესახებ უცნობი იყო.
ამასთან, 5000 ლარის თანხის ბანკიდან მიღებას ი--- პ----–---ი არ უარყოფს, სხვა საკითხია, ვინ ისარგებლა ამ თანხით, რასაც ხელშეკრულების ნამდვილობაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების გაუქმების ( ბათილად ცნობის ) თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება.
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ.83).
- საკრედიტო ხელშეკრულება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. „ს----------–--- ბანკსა“ და მსესხებელს შორის წარმოიშვა ს----------–--- სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. შესაბამისად, თუ მოსარჩელე (გამსესხებელი) ვერ დაადასტურებს ძირითადი ვალდებულების არსებობის ფაქტს, პროცენტის გადახდის ვალდებულებაც არ არსებობს.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
2018 წლის 15 მარტს ს.ს. „ს----------–--- ბანკსა“ და ი--- პ----–---ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 5000.00 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, სესხის სარგებლობის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 12.4%-ს, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს.
2.7. მხარეებმა სადავოდ არ გახადეს და სასამართლომაც დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ს----------–--- ბანკის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი. მოპასუხეს სესხი გადაეცა სარგებლის დარიცხვის სანაცვლოდ. ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ თავდაპირველი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ი--- პ----–---ს ს.ს. „ს----------–--- ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხა 4646.14 ლარი და სარგებელი 284.71 ლარი.
2.8. სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს.
სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე დავალიანების ოდენობიდან და დარღვევის პერიოდიდან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება და მოპასუხისათვის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით - ნაცვლად 658.21 ლარისა 164.55 ლარი.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სსკ-ის 54-ე მუხლით განმარტებულია ამორალური გარიგება, როგორც ზნეობის საწინააღმდეგო შეთანხმება. ზნეობის ნორმებში კი ყოველთვის იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება. სამართლიანობა გულისხმობს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანაბრობის პრინციპს. მხარეთა ვალდებულებების თანაბარი, სამართლიანი გადანაწილება გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა, მისი უგულებელყოფა კი გარიგებათა ბათილობის საფუძველია;
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ბათილად მიიჩნევს გარიგებებს, თუ არსებობს მხარეთა ვალდებულებების დისპროპორცია და იგი დადებულია მეორე მხარის გონივრული განსჯის უუნარობით, ნების მნიშვნელოვანი სისუსტით, მძიმე მდგომარეობით და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ ი--- პ----–---ი მ------ დ---–--ესთან ერთად იყო ბანკში სესხის მისაღებად მისული და თავად წარადგინა ცნობები შემოსავლების, სამუშაო ადგილისა და ხელფასის შესახებ, თავადვე მოაწერა ხელი სესხის ხელშეკრულებას, არ უარყოფს თანხის მიღებას, მას თავად არ განუცხადებია კრედიტორისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, შესაბამისად, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აპელირებით სესხის ხელშეკრულების ამორალურ გარიგებად მიჩნევა დაუსაბუთებელია.
ამავე კოდესის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.
სესხის ხელშეკრულება მხარეთა შორის დადებულია წერილობით, რომელსაც უშუალოდ მოაწერა ხელი ი--- პ----–---მა. მას არ მოუთხოვია ფიზიკური ნაკლის გამო არც ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ხელშეკრულება, ხოლო არც ხელმოწერის შეუძლებლობაზე მიუთითებია.
ი--- პ----–---ს სესხის აღების დროს ბანკში წარდგენილი აქვს მთელი რიგი ცნობები, მათ შორის, მისი დასაქმების და ხელფასის, შემოსავლების შესახებ. 2018 წლის 13 მარტს შპს " ჯ--------- ა----- პ----ი"-ს დირექტორის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ი--- პ----–---ი დასაქმებული იყო საწარმოში, ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 1500 ლარს, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 01.08.2017 წლიდან 28.02. 2018 წლამდე მის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 13 125 ლარს (ს.ფ. 108,109 ცნობები).
როგორც მოსარჩელე ს.ს. „ს----------–--- ბანკი“-ს წარმომადგენელმა განმარტა, ი--- პ----–---მა თავად მოაწერა ხელი სესხის ხელშეკრულებას პირობების გაცნობის შემდგომ და მას მის ფიზიკურ ნაკლზე არ განუცხადებია, თავად არ მოუთხოვია რაიმე დამატებითი ღონისძიებების საჭიროების შესახებ და მათთვის აღნიშნულის შესახებ უცნობი იყო.
5000 ლარის თანხის ბანკიდან მიღებას ი--- პ----–---ი არ უარყოფს
სამოქალაქო კოდექსის 70-ე მუხლის დანაწესი აწესრიგებს ხელის მოწერის სხვა პირისათვის გადანდობის საკითხს: იმ პირს, რომელიც თვითონ ვერ მოაწერს ხელს გარიგებას წერა-კითხვის უცოდინარობის, ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელის მოწერა დამოწმებული უნდა იყოს ოფიციალურად. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა ვერ შეძლო გარიგებაზე ხელის მოწერა.
ამდენად, სასამართლომ 15.03.18 წლის N7416064 საკრედიტო ხელშეკრულება არ ჩათვალა ფორმის დაუცველად დადებულ ხელშეკრულებად და ამორალურ გარიგებად.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის მოსაზრებით, არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ი--- პ----–---ს თავად არ განუცხადებია კრედიტორისათვის მისი ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ და შესაბამისად, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აპელირებით, სესხის ხელშეკრულების ამორალურ გარიგებად მიჩნევა დაუსაბუთებელია. აპელანტის მტკიცებით, სასამართლო სხდომაზე არაერთხელ გაჟღერდა, რომ ქალბატონმა ი---მ თავადვე განუცხადა ბანკის მუშაკს (ოპერატორს) მისი ფიზიკური ნაკლის თაობაზე. გარდა ამისა, ქალბატონი ი---ს ფიზიკური ნაკლი ვიზუალურადაც ძალიან ადვილი შესამჩნევია. გამომდინარე აქედან, აპელანტის მოსაზრებით, საკვირველია, თუ როგორ მივიდა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ ქალბატონმა ი---მ არ შეატყობინა კრედიტორს მისი ფიზიკური ნაკლის თაობაზე და შესაბამისად, აბსურდია იმის მტკიცება, რომ ბანკის თანამშრომელმა ამის თაობაზე არაფერი არ იცოდა. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარე არ უარყოფდა, იმ გარემოებას, რომ ქალბატონ ი---ს ხელმოწერის განსახორციელბლად მესამე პირის დახმარება ესაჭიროებოდა სწორედ მისი ფიზიკური ნაკლი გამო.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო არასწორად აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ ხელშეკრულებაზე თავად ქალბატონი ი---ს ხელმოწერა გახლავთ დაფიქსირებული და მას არ მოუთხოვია არც ბრაილის შრიფტით შედგენილი ხელშეკრულება და არც ხელშეკრულების ხელმოწერის შეუძლებლობაზე გაუკეთებია მითითება. აპელანტის მტკიცებით, ქალბატონი ი--- დამოუკიდებლად ვერ ახორციელებს ხელმოწერის განხორციელებას და საამისოდ, მესამე პირის დახმარება ესაჭიროება (ამის მოწინააღმდეგე მხარეც არ უარყოფს). გამომდინარე აქედან, მხოლოდ ეს გარემოება უნდა გამხდარიყო მინიშნება ბანკის მუშაკისათვის, რომ ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანთან გვაქვს საქმე. შესაძლებელია ი--- პ----–---მა არ მოითხოვა რაიმე განსაკუთრებული წესით შედგენილი ხელშეკრულება, მაგრამ, ამ შემთხვევაში თავად კრედიტორი გახლდათ ვალდებული იმგავარად შედგენილი ხელშეკრულება წარედგინა კლიენტისათვის, რომელიც მისცემდა ამ უკანასკნელს მისი შინაარსის სრულყოფილად აღქმის შესაძლებლობას.
ამასთან, სასამართლომ თავად გააკეთა აქცენტი სასამართლო სხდომაზე და მიუთითა კრედიტორს ქალბატონი ი---ს მიერ წარმომადგენლებისათვის გაცემულ რწმუნებულებაზე. კერძოდ ამ რწმუნებულებას თავად მარწმუნებელი აწერს ხელს, თუმცა ორი მოწმის თანდასწრებით. გამომდინარე აქედან, კრედიტორს, რომელსაც მისივე განცხადებით, საერთოდ არ გააჩნია ბრაილის წესით შედგენილი ხელშეკრულების ფორმა, ძალიან ადვილად შეეძლო მოწმეთა თანდასწრებით შეედგინა სადაო ხელშეკრულება და ამით თავიდან აეცილებინა ყოველგვარი შესაძლო გართულება.
აპელანტის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები უნდა შეფასდეს სასამართლო მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გაკეთებული აქცენტებიდან გამომდინარე, კერძოდ, 1. ი--- პ----–---ს თავად არ განუცხადებია კრედიტორისათვის მისი ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ; 2. ხელშეკრულებაზე თავად ქალბატონი ი---ს ხელმოწერა გახლავთ დაფიქსირებული და მას არ მოუთხოვია არც ბრაილის შრიფტით შედგენილი ხელშეკრულება და არც ხელშეკრულების ხელმოწერის შეუძლებლობაზე გაუკეთებია მითითება.
აპელანტის მტკიცებით, ქალბატონმა ი---მ განუმარტა ბანკის თანამშრომელს, რომ გააჩნია გარკვეული ფიზიკური ნაკლი, კერძოდ - იგი გახლავთ უსინათლო პირი და შესაბამისად, კრედიტორი ინფორმირებული იყო ამის თაობაზე. ამასთან, ქალბატონი ი---ს ფიზიკური ნაკლი ვიზუალურადაც ძალიან ადვილი შესამჩნევია და შესაბამისად, ბანკის თანამშრომელი იმთავითვე დარწმუნდებოდა, რომ ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანთან აქვს საქმე.
რაც შეეხება ხელმოწერას, ქალბატონი ი--- დამოუკიდებლად ვერ ახორციელებს ხელმოწერას და საამისაოდ, მესამე პირის დახმარება ესაჭიროება. მხოლოდ და მხოლოდ ეს გარემოება უნდა ყოფილიყო საკმარისი კრედიტორისათვის, იმის დასადგენად, რომ კლიენტი უსინათლო გახლდათ.
აპელანტის მტკიცებით, კრედიტორი ვალდებული იყო ხელშეკრულება იმგვარად და იმ ფორმით შეედგინა, რომ მეორე მხარისათვის მისი შინაარსი ადვლად გასაგები და აღქმადი ყოფილიყო.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს.
4.2. უდავოა, რომ 2018 წლის 15 მარტს ს.ს. „ს----------–--- ბანკსა“ და ი--- პ----–---ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 5000.00 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, სესხის სარგებლობის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 12.4%-ს, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს.
4.3. ასევე უდავოა, რომ 2019 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით ი--- პ----–---ის დავალიანება სესხზე შეადგენს 5609.06 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა: 4646.14 ლარი, სარგებელი - 284.71 ლარი, საკომისიო 20.00 ლარი, პირგასამტეხლო - 658.21 ლარი.
4.4. უდავოა, რომ ს.ს. „ს----------–--- ბანკი“-ს მიერ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. კრედიტებით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ირღვეოდა გრაფიკით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებელის დაფარვა. აღნიშნულს ადასტურებს საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და ამონაწერი ანგარიშებიდან. მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა.
4.5. უდავოა, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს ს.ს. „ს----------–--- ბანკი“-ს მიერ ი--- პ----–---ის მიმართ, ზემოაღნიშნულ სესხზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ს----------–--- იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილი იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდ რესპოდენტის მხრიდან წარმოდგენილი იქნა პროტესტი, რაც სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ს----------–--- კანონის შესაბამისად წარმოადგენს ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მოთხოვნაა, რომ გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 15 მარტს დადებული №7416064 საკრედიტო ხელშეკრულება.
შესაბამისად, დავის გადასაწყვეტად უნდა დადგინდეს - ი--- პ----–---ის მიერ სესხის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს, ჰქონდა თუ არა აპელანტს გაცნობიერებული ხელს რაზე აწერდა და სესხის აღება 5000 ლარის ოდენობით წარმოადგენდა თუ არა მისი ნების გამოვლენას.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
საქმის მასალებით დადასტურებული არ არის გარემოება მასზედ, რომ 2018 წლის 15 მარტის #7416064 სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას ი--- პ----–---მა არ იცოდა ხელს რა შინაარსის ხელშეკრულებაზე აწერდა ან ვერ აცნობიერებდა სათანადოდ ხელშეკრულების პირობებს. ი--- პ----–---მა გამოავლინა ნება 15.03.2018წ. სესხის ხელშეკრულების გაფორმებაზე. ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნა ი--- პ----–---ის მიერ. თანხა მიიღო ი--- პ----–---მა პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით დგინდება ი--- პ----–---ის მიერ ნამდვილი ნების გამოვლენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
· საქმეში წარმოდგენილია საკრედიტო ხელშეკრულება და კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რომელზეც ხელს ი--- პ----–---ი აწერს (ტ.1, ს.ფ.18-25).
· რაც შეეხება თანხის ოდენობას, სდომის ოქმიდან ასევე დგინდება, რომ აპელანტმა სესხად აღებული თანხა ხელზე გაიტანა (14.05.2019 წლის სხდომის ოქმი 16:37:46) შესაბამისად, უადგილოა აპელანტის მტკიცება, რომ არ იცოდა რა ოდენობის თანხა ისესხა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს.
ი--- პ----–---მა ვერ დაადასტურა, რომ სადავო გარიგებაზე მისი ხელმოწერით გამოვლენილი ნება არ შესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას.
ი--- პ----–---ს სესხის აღების დროს ბანკში წარდგენილი აქვს მთელი რიგი ცნობები, მათ შორის, მის დასაქმების და ხელფასის, შემოსავლების შესახებ. 2018 წლის 13 მარტს შპს " ჯ--------- ა----- პ----ი"-ს დირექტორის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ი--- პ----–---ი დასაქმებული იყო საწარმოში, ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 1500 ლარს, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 01.08.2017 წლიდან 28.02. 2018 წლამდე მის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 13 125 ლარს (ს.ფ. 108,109 ცნობები).
როგორც მოსარჩელე ს.ს. „ს----------–--- ბანკი“-ს წარმომადგენელმა განმარტა, ი--- პ----–---მა თავად მოაწერა ხელი სესხის ხელშეკრულებას პირობების გაცნობის შემდგომ და მას მის ფიზიკურ ნაკლზე არ განუცხადებია, თავად არ მოუთხოვია რაიმე დამატებითი ღონისძიებების საჭიროების შესახებ და მათთვის აღნიშნულის შესახებ უცნობი იყო.
5000 ლარის თანხის ბანკიდან მიღებას ი--- პ----–---ი არ უარყოფს
აღნიშნული გარემოებებიდან ცხადია, რომ სესხის ხელშეკრულების დადების დროს ი--- პ----–---ის მიერ გამოვლენილი იქნა ნამდვილი ნება. მისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების არსებითი პირობები და იგი ეთანხმებოდა აღნიშნულ პირობებს. მას არ დაუმტკიცებია ისეთი გარემოებების არსებობა, რომელიც ზეგავლენას ახდენდა მისი ნების გამოვლენაზე საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებისას და თანხის მიღებისას.
გარიგების ბათილობის საფუძველი ვერ გახდება ვერც აპელანტის მიერ მითითებული გარემოება მასზედ, რომ ნასესხები თანხა რეალურად მოიხმარა მ------ დ---–--ემ. აღნიშნული არ არის საკმარისი საფუძველი გარიგების ბათილად მიჩნევისათვის.
4.6. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
მოცემული ნორმის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე სისტემური განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების ამოსავალი პრინციპი ნების გამოვლენაა, ხოლო თუ ნების გამოვლენა ხარვეზიანია, კანონმდებელი ასეთი შემთხვევებისათვის შესაბამის იურიდიულ შედეგებს ითვალისწინებს.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
საკრედიტო ხელშეკრულების დადება შეუძლია საამისოდ უფლებამოსილ პირს - მსესხებელს, ამგვარი ურთიერთობის წარმოშობისათვის აუცილებელია მსესხებლის ნების გამოვლენა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო 15.03.2018წ. N7416064 საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმება და შესაბამისად, 5000 ლარის სესხად აღება განხორციელდა ი--- პ----–---ის მიერ გამოვლენილი ნებით.
4.7 სსკ-ის 54-ე მუხლით განმარტებულია ამორალური გარიგება, როგორც ზნეობის საწინააღმდეგო შეთანხმება. ზნეობის ნორმებში კი ყოველთვის იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება. სამართლიანობა გულისხმობს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანაბრობის პრინციპს. მხარეთა ვალდებულებების თანაბარი, სამართლიანი გადანაწილება გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა, მისი უგულებელყოფა კი გარიგებათა ბათილობის საფუძველია;
საქმის მასალებით დადასტურებული არ არის 15.03.2018წ. N7416064 საკრედიტო ხელშეკრულების ამორალურობა. შესაბამისად, არ არსებობს ი--- პ----–---ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების წანამძღვრები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი--- პ----–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ს----------–--- უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მიხეილ გოგიშვილი