განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002559221
2ბ/4700-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - მიხეილ გოგიშვილი
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი
აპელანტი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ---- ხ---------ძე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,კ---------ი’’
წარმომადგენელი - პ----- კ-----ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება და 2019 წლის 04 აპრილის საოქმო განჩინება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
1.აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 31758.28 ლარის გადახდა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
_ შპს „კ---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;
_საქართველოს ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „კ---------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 31758,28 ლარის ანაზღაურება;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. თბილისში, თ----------- ქ. №12-ში, 1---ე საშუალო სკოლის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის პრივატიზება კომერციული კონკურსის მეშვეობით განახორციელა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ; კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „კ---------ისა” და ფიზიკური პირის – დ----- ც----------ის გაერთიანების საფუძველზე შექმნილი ამხანაგობა (ამხანაგობის წარმომადგენელი იყო რ----- ე-----ა);
2002 წლის 26 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და დროებითი ამხანაგობის წარმომადგენელ რ----- ე-----ას შორის დაიდო თბილისში, თ----------- ქ. №12-ში მდებარე დაუმთავრებელი მშენებლობისა და 6 828 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის ხელშეკრულება; თანახმად ამ ხელშეკრულებისა, ზემოხსენებული უძრავი ნივთი რ----- ე-----ას გადაეცა მფლობელობასა და სარგებლობაში, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი (ამხანაგობა) ობიექტის გამოსასყიდი თანხის 51% გადაიხდიდა ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარულ დღეში, ხოლო დანარჩენს — 2004 წლის 01 ივლისამდე. 2002 წლის 26 აგვისტოს მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი №55, ეს უკანასკნელი წარმოადგენს 2002 წლის 26 აგვისტოს გამოსყიდვის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
2002 წლის 24 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც მყიდველმა სრულად დაფარა ობიექტის გამოსყიდვის ფასი, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ ამხანაგობის წევრების – შპს „კ---------ისა” და დ----- ც----------ის სახელზე გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №2-------კ, რომლის საფუძველზეც თბილისში, თ----------- ქ. №12-ში მდებარე 6 828 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში აღირიცხა შპს „კ---------ისა“ და დ----- ც----------ის საერთო საკუთრებად;
დადგენილია, რომ 2002 წლის 25 ოქტომბერს შპს „კ---------სა“ და დ----- ც----------ეს შორის დაიდო მიწის ნაკვეთის ურთიერთგამიჯვნის ხელშეკრულება, შესაბამისად შესყიდული ობიექტის (მიწის) ნაწილი - 5 828 კვ.მ. ფართი მიეკუთვნა შპს „კ---------ს“, ხოლო 1000 კვ.მ. - დ----- ც----------ეს, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შეტანილ იქნა ცვლილება და გამიჯნული ობიექტები შპს „კ---------ზე“ და დ----- ც----------ეზე აღირიცხა ცალ-ცალკე;
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმეზე №3/766-06) დაკმაყოფილდა მოსარჩელე - საჯარო სამართლის იურიდიული პირის – 1---ე საჯარო სკოლის სარჩელის მოთხოვნა და ბათილად იქნა ცნობილი:
1. მოპასუხის - ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 13 დეკემბრის 20.10.430 დადგენილება „თბილისის მუნიციპალური საკუთრების 2001 წლის საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ” ნუსხის მე-6 პუნქტის დამტკიცების ნაწილში, დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან;
2. თბილისის სახელწმიფო ქონების მართვის სამმართველოსა და დროებითი ამხანაგობის წარმომადგენელს რ----- ე-----ას შორის 2002 წლის 26 აგვისტოს, თბილისში, თ----------- ქ. №12-ში მდებარე დაუმთავრებელი მშენებლობისა და 6828 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის გამო დადებული ხელშეკრულება და ამ უკანასკნელის თანმხლები №55 მიღება-ჩაბარების აქტი;
3. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ შპს „კ---------ზე” და დ----- ც----------ეზე 2002 წლის 24 სექტემბერს გაცემული №2-------კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა მისი ძალაში შესვლის დღიდან;
4. მოპასუხის - თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის
2005 წლის 28 თებერვლის №2---- ბრძანება თბილისში, თ----------- ქ. №12-ში მდებარე შპს „კ---------ის” საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი სახლის, არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ მისი ძალაში შესვლის დღიდან;
5. მოპასუხის — თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ შპს „კ---------ზე” 2005 წლის 17 მისს გაცემული №6---- მშენებლობის ნებართვა;
6. მოპასუხის — საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრციო სამსახურის ჩანაწერი (სარეგსტრაციო №1--------- განაცხადის რეგისტრაციის №4---------, თარიღი 24.08.2005) თბილისში, თ----------- ქ. №12- ში მდებარე 5 828 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „კ---------ის” საკუთრებად აღრიცხვის შესახებ მისი ძალაში შესვლის დღიდან.
2007 წლის 05 ივლისის თბილისის საქალაქო საამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (2009 წლის 27 მაისის სააქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით საქმეზე №ბს-420-405 (2კ-09).
2.3. 2010 წლის 24 თებერვლიდან თბილისში, თ----------- ქუჩაზე №12-ში მდებარე
ნაკვეთი (ნაკვ:5/6), დაზუსტებული ფართობი 5828,00 კვ.მ, აღირიცხა სახელმწიფო
საკუთრებაში.
2.4.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,, კ---------ს“ უარი ეთქვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის 3 783 480 ლარის დაკისრებაზე.
2.5. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე მოსარჩელის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა 31758,28 ლარით.
მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა ამხანაგობის წარმომადგენლის რ----- ე-----ას მიერ გადახდილი თანხის ოდენობა და წარმოადგინა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის №2/41617 წერილი, რომლის თანახმად, თბილისის ქონების მართვის სამმართველოს სასარგებლოდ მოქალაქე რ----- ე-----ას მიერ თბილისში, თ----------- ქ №12-ში მდებარე უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით გადახდილია 2002 წლის 09 აგვისტოს - 14 472,96 ლარი; 2002 წლის 18 სექტემბერს - 18159,40 ლარი.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია სს„საქართველოს ბანკის” 2002 წლის 09 აგვისტოს №0/387 სალაროს შემოსავლის ორდერი, 2002 წლის 30 აგისტოს №1/372 სალაროს შემოსავლის ორდერი, აგრეთვე 2002 წლის 18 სექტემბრის №1/459 სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლითაც დგინდება, რომ ამხანაგობის წარმომადგენელმა - რ----- ე-----ამ საპრივატიზაციო ობიექტის – ქ. თბილისში, თ----------- ქ. №12-ში მდებარე 6 828 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის (პრივატიზების) მიზნით ქ. თბილისის პრივატიზების მთავარი სამმართველოს ანგარიშზე გადაიხადა 37 054,86 (14 762,96 + 18 159,40 + 4 132,50) ლარი (ს.ფ. 41-42). აღნიშნული გადახდებიდან მოპასუხე სადავოდ ხდის 2002 წლის 30 აგვისტოს №1/372 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილ თანხას - 4132,50 ლარს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხის გადახდა დგინდება როგორც სალაროს შემოსავლის ორდერით, ასევე თვით მოპასუხის მიერ წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით, სადაც დადგენილია, რომ ამხანაგობის წარმომადგენელმა - რ----- ე-----ამ საპრივატიზაციო ობიექტის – ქ. თბილისში, თ----------- ქ. №12-ში მდებარე 6 828 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის (პრივატიზების) მიზნით ქ. თბილისის პრივატიზების მთავარი სამმართველოს ანგარიშზე გადაიხადა 37 054,86 (14 762,96 + 18 159,40 + 4 132,50) ლარი (ს.ფ. 98)
2002 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთგამიჯვნის ხელშეკრულებით შპს „კ---------მა“ და დ----- ც----------ემ მათ საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გამიჯნეს შემდეგნაირად: შპს „კ---------ს“ მიეკუთვნა 5828/6828 წილი, ხოლო დ----- ც----------ეს - 1000/6828 წილი. ასევე ამხანაგობის წევრები ადასტურებენ, რომ საპრივატიზებო თანხაც მათი მხრიდან აღნიშნული წილობრივი მონაწილეობით განისაზღვრა (იხ. ს.ფ. 44) კერძოდ, შპს „კ---------ის“ წილი თანხის გადახდაში განისაზღვრა 6/7-ით, ხოლო დ----- ც----------ისა -1/7-ით. შესაბამისად, სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს მოსარჩელის მტკიცებას მასზედ, რომ შპს „კ---------ის“ მიერ პრივატიზებისთვის გადახდილი თანხა წილობრივად შეადგენს - 31758,28 ლარს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
2.8. სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან შპს „კ---------ის“ მოთხოვნა 31758,28 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ გამომდინარეობს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან, შესაბამისად, არ არის ხანდაზმული. ამდენად, მოპასუხე ვერ გამოიყენებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით მინიჭებულ ხანდაზმულობის ვადის გასვლისას ვალდებული პირის მიერ მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან, არსებობს კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შპს ,,კ---------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აპელანტი აღნიშნავს, რომ მითითებული გადაწყვეტილება გამოტანილია იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა 272-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და შედეგად არსებობს ერთსა და იმავე საკითხზე ორი ერთმანეთისგან განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
იმავე კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
4.1. სააპელაციო პალატას უადვოდ მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. თბილისში, თ----------- ქ. №12-ში, 1---ე საშუალო სკოლის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის პრივატიზება კომერციული კონკურსის მეშვეობით განახორციელა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ; კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „კ---------ისა” და ფიზიკური პირის – დ----- ც----------ის გაერთიანების საფუძველზე შექმნილი ამხანაგობა (ამხანაგობის წარმომადგენელი იყო რ----- ე-----ა);
2002 წლის 26 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და დროებითი ამხანაგობის წარმომადგენელ რ----- ე-----ას შორის დაიდო თბილისში, თ----------- ქ. №12-ში მდებარე დაუმთავრებელი მშენებლობისა და 6828 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის ხელშეკრულება; თანახმად ამ ხელშეკრულებისა, ზემოხსენებული უძრავი ნივთი რ----- ე-----ას გადაეცა მფლობელობასა და სარგებლობაში, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი (ამხანაგობა) ობიექტის გამოსასყიდი თანხის 51% გადაიხდიდა ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარულ დღეში, ხოლო დანარჩენს — 2004 წლის 01 ივლისამდე. 2002 წლის 26 აგვისტოს მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი №55, ეს უკანასკნელი წარმოადგენს 2002 წლის 26 აგვისტოს გამოსყიდვის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
2002 წლის 24 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც მყიდველმა სრულად დაფარა ობიექტის გამოსყიდვის ფასი, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ ამხანაგობის წევრების – შპს „კ---------ისა” და დ----- ც----------ის სახელზე გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №2-------კ, რომლის საფუძველზეც თბილისში, თ----------- ქ. №12-ში მდებარე 6 828 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში აღირიცხა შპს „კ---------ისა“ და დ----- ც----------ის საერთო საკუთრებად;
დადგენილია, რომ 2002 წლის 25 ოქტომბერს შპს „კ---------სა“ და დ----- ც----------ეს შორის დაიდო მიწის ნაკვეთის ურთიერთგამიჯვნის ხელშეკრულება, შესაბამისად შესყიდული ობიექტის (მიწის) ნაწილი - 5 828 კვ.მ. ფართი მიეკუთვნა შპს „კ---------ს“, ხოლო 1000 კვ.მ. - დ----- ც----------ეს, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შეტანილ იქნა ცვლილება და გამიჯნული ობიექტები შპს „კ---------ზე“ და დ----- ც----------ეზე აღირიცხა ცალ-ცალკე;
4.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმეზე №3/766-06) დაკმაყოფილდა მოსარჩელე - საჯარო სამართლის იურიდიული პირის – 1---ე საჯარო სკოლის სარჩელის მოთხოვნა და ბათილად იქნა ცნობილი:
ა) მოპასუხის - ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 13 დეკემბრის 20.10.430 დადგენილება „თბილისის მუნიციპალური საკუთრების 2001 წლის საპრივატიზაციო ობიექთა ნუსხის დამტკიცების შესახებ” ნუსხის მე-6 პუნქტის დამტკიცების ნაწილში, დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან;
ბ) თბილისის სახელწმიფო ქონების მართვის სამმართველოსა და დროებითი ამხანაგობის წარმომადგენელს რ----- ე-----ას შორის 2002 წლის 26 აგვისტოს, თბილისში, თ----------- ქ. №12-ში მდებარე დაუმთავრებელი მშენებლობისა და 6828 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის გამო დადებული ხელშეკრულება და ამ უკანასკნელის თანმხლები №55 მიღება-ჩაბარების აქტი;
გ) თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ შპს „კ---------ზე” და დ----- ც----------ეზე 2002 წლის 24 სექტემბერს გაცემული №2-------კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა მისი ძალაში შესვლის დღიდან;
დ) მოპასუხის - თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 28 თებერვლის №2---- ბრძანება თბილისში, თ----------- ქ. №12-ში მდებარე შპს „კ---------ის” საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი სახლის, არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ მისი ძალაში შესვლის დღიდან;
ე) მოპასუხის — თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ შპს „კ---------ზე” 2005 წლის 17 მისს გაცემული №6---- მშენებლობის ნებართვა;
ვ) მოპასუხის — საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრციო სამსახურის ჩანაწერი (სარეგსტრაციო №1--------- განაცხადის რეგისტრაციის №4---------, თარიღი 24.08.2005) თბილისში, თ----------- ქ. №12- ში მდებარე 5 828 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „კ---------ის” საკუთრებად აღრიცხვის შესახებ მისი ძალაში შესვლის დღიდან. 2007 წლის 05 ივლისის თბილისის საქალაქო საამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (2009 წლის 27 მაისის სააქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით საქმეზე №ბს-420-405 (2კ-09).
4.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,კ---------ის’’ სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - მოპასუხეებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიას შპს ,,კ---------ის’’ სასარგებლოდ დაეკისრათ 14820 ლარის ანაზღაურება. სარჩელი 3783480 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4.1.4. 2010 წლის 24 თებერვლიდან თბილისში, თ----------- ქუჩაზე №12-ში მდებარე ნაკვეთი (ნაკვ:5/6), დაზუსტებული ფართობი 5828,00 კვ.მ, აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებაში.
4.2. შპს ,,კ---------ი’’ მის მიერ წარმოდგენილ სარჩელში მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 31 758.28 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მხარეთა შორის 2002 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე - შპს ,,კ---------ის’’ სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ.თბილისის მერიის მიმართ. წინამდებარე დავაში მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა - 3 798 300 ლარის ანაზღაურება, რომელიც მოსარჩელე მხარის მითითებით მოიცავდა 2002 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ქონების პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილ საპრივატიზებო საფასურს 37 054.86 ლარს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სარჩელით მოთხოვნილ 3.786 300 ლარში შედიოდა საპრივატიზებო თანხა 37 054,86 ლარი და აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი(გადაწყვეტილების 1.2.8 და 3.1 10 პუნქტები.) გადაწყვეტილების 3.2.18 პუნქტით ირკვევა თუ რატომ არ მიაკუთვნა სასამართლომ მოსარჩელეს მოთხოვნილი თანხა. უდავოა, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელე ასევე ითხოვს მიწის ნაკვეთის შესყიდვის მიზნით გადახდილ თანხას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. აღნიშნული წესი ეფუძნება აკრძალვას, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა წარადგინონ სასამართლოში იგივე სარჩელი (სსსკ-ის 266-ე მუხლი).
პალატა განმარტავს, რომ სარჩელის საფუძველი ეს არის ის ფაქტობრივი გარემოებები, იმ ფაქტების ერთობლიობა, რომელზეც, როგორც იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებზე, მოსარჩელე შეიძლება აფუძნებდეს თავის სასარჩელო მოთხოვნას. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც უკავშირდება კონკრეტული მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი, რაც მოთხოვნის სახით წარმოგვიდგება. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება). ხოლო, სარჩელის საგანი - ესაა მოსარჩლის მოთხოვნის შინაარსი, ის თუ რა მოქმედების შესრულებას მოითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან.
პალატა განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის სავალდებულო პირობაა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ყველა პირობა არსებობდეს. ამ ნორმის მიზნებისათვის სასარჩელო მოთხოვნები და სარჩელის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება იდენტური უნდა იყოს, ამასთან მხედველობაში არ მიიღება მოთხოვნის ფორმულირებებს შორის ფორმალური განსხვავება, არამედ მნიშვნელოვანია მათი შინაარსი.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას წარმოდგენილ შესაგებელს ერთვის მტკიცებულების სახით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში.
მითითებული გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ მოსარჩელე აღნიშნულ დავაში იყო შპს ,,კ---------ი’’, ხოლო მოპასუხეები იყვნენ საქართვლეოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ქ. თბილისის მერია. შესაბამისად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა იდენტურობა სახეზეა, ვინაიდან, მოცემულ დავაშიც მოსარჩელე არის შპს ,,კ---------ი’’, ხოლო მოპასუხე საქართვლეოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
რას შეეხება, დავის საგნის იდენტურობას, წინამდებარე დავაში მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა - 3 798 300 ლარის ანაზღაურება, რომელიც მოსარჩელე მხარის მითითებით მოიცავდა 2002 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ქონების პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილ საპრივატიზებო საფასურს 37 054.86 ლარს. განსახილველ შემთხვევაშიც, შპს ,,კ---------ი’’ 31 758.28 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას ითხოვს 2002 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ქონების პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი საპრივატიზებო თანხიდან გამომდინარე, მხოლოდ იმ განსახვავებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნა შემცირებულია 31 758.28 ლარამდე.
პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის შემცირება არ ნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა განსხვავებული სასარჩელო მოთხოვნა ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნაში იგულისხმება მისი შინაარსი და არა დავის საგნის ოდენობა. საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში, მხარეს შეეძლება დაუსრულებლად აწარმოოს დავა, რაც, რა თქმა უნდა, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
დავის საგნის საფუძვლებთან მიმართებით, პალატა განმარტავს, რომ როდესაც სარჩელის საფუძვლებზეა საუბარი, ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები არის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. რაც შეეხება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, მასში იგულისხმება ის კონკრეტული ნორმა, რომელიც მოსარჩელის მიერ აღწერილ ცხოვრებისეულ შემთხვევას მიესადაგება და რომელიც მოსარჩელეს საშუალებას აძლევს აღიდგინოს დარღვეული უფლება სასამართლოს ძალით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის მიზნებისთვის სარჩელის საფუძვლები გულისხმობს სასარჩელო მოთხოვნის, როგორც ფაქტობრივ დასაბუთებას. ვინაიდან მხარეთა მიერ სამართლებრივი საფუძვლების მითითება სავალდებულო არ არის. პირი არ არის ვალდებული იცოდეს კანონი, მოსამართლეა ვალდებული იცოდეს სამართალი (iura novit curia) და გამოიყენოს ის. მხარეებმა სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების შესახებ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სახეზეა სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის იდენტურობა, ვინაიდან, ორივე დავაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს 2002 წლის 26 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და შპს ,,კ---------სა’’ და დ----- ც----------ის მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობას შორის დადებული უძრავი ქონების პრივატიზების ხელშეკრულება, რომლის საფუძვლეზეც გაიცა საკუთრების მოწმობა №2-------კ და გადახდილ იქნა საპრივატიზებო საფასური.
რაც შეეხება, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსახვავებულობას, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლო აპელირებს 2019 წლის 04 აპრილს მიღებულ საოქმო განჩინებაში, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის გამოყენების გამომრიცხავ გარემოებად, ვინაიდან, როგორც უკვე აღნიშნა პალატამ, მითითებული მუხლის გამოყენების საფუძველია ფაქტობრივი საფუძვლების იდენტობა. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლებს შორის ფორმალური განსხვავება და მას არ აქვს შინაარსობრივი დატვირთვა.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივარი დასაბუთებელია და სახეზეა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებისა და 2019 წლის 04 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, აპელანტი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სასაპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, მოწინააღმდეგე მხარეს - შპს ,,კ---------ს’’ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1270 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება და 2019 წლის 04 აპრილის საოქმო განჩინება და საქმეზე №2/22155-18 (2ბ/4700-19) შეწყდეს საქმის წარმოება.
3. შპს ,,კ---------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1270 ლარის გადახდა.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 12 დღის განმავლობაში მხარეებისათვის განჩინების ჩაბარებიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების #6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) კერძო საჩივრის წარდგენის გზით.
თავმჯდომარე მიხეილ გოგიშვილი
მოსამართლეები დიანა ბერეკაშვილი
ოთარ სიჭინავა