განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100117001798723
საქმე №1ბ/500-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: დ------–----–---–--
მსჯავრდებულის: ლ--–----–-------
ადვოკატების: დ-----------------–---–----------–--------–------
მონაწილეობით,ქ.თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის თ------------–---–-- და მსჯავრდებული ლ--–----–------- ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-----------------–---–-- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ლ--–----–------- მიმართ, დაბადებული 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: გ-------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–----–----–------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენით, ლ--–----–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10.000(ათი ათასი)ლარის ოდენობით:
ლ--–----–------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ-------------------–-----–---–---- ვაჟიშვილი, 1--- წელს დაბადებული ნ------------–-----–---–-- დაავადებული იყო საშუალო სიმძიმის სპასტიური დიპლეგიით - ცერებრალური დამბლით, იგი მშობლებს წლების განმავლობაში სამკურნალოდ დაჰყავდათ სხვადასხვა კლინიკებში, რის შედეგადაც შეძლო დედის დახმარებით გადაადგილება. ნ---------- და მისი მშობლების მიზანი იყო, ნ-------- შეძლებოდა დამოუკიდებლად სიარული. ლ--–----–------ (ქორწინებამდელი გვარი - რ-------), რომელსაც არ გააჩნდა სამედიცინო განათლება და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია, როგორც ექიმი, მუშაობდა ქალიშვილის - დ-----------–------- კუთვნილ შპს ,,ლ--–- რ-------ს კლინიკაში“. მიუხედავად იმისა, რომ ლ--–----–------ს არ შეეძლო ცერებრალური დამბლის მქონე პაციენტის განკურნება, ა---–-----–---–---- კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გ-------------------–-----–---–--- დაპირდა, რომ ცერებრალური დამბლით დაავადებულ მათ შვილს - ნ------------–-----–---–- გამოაჯანმრთელებდა და ფეხზე დააყენებდა. ა---–-----–---–--- მან თავი მოაჩვენა პროფესიონალ ექიმად, მოსთხოვა მაგნიტო-რეზონანასული ტომოგრაფიის გადაღება, რომლის ნახვის შემდგომაც მისცა პირობა, რომ მასთან კლინიკაში მკურნალობის კურსის გავლის შემთხვევაში ნ-------- დამოუკიდებლად სიარულს შეძლებდა. ამისათვის ნ------------–-----–---–- სამი თვის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო კლინიკაში, სადაც ლ--–----–------ (რ-------) ჩაუტარებდა სამედიცინო პროცედურებს, ხოლო კლინიკიდან გაწერის შემდგომ ცხრა თვის განმავლობაში საჭირო იქნებოდა სარეაბილიტაციო კურსის ჩატარება. კლინიკაში გატარებული თითოეული დღისათვის მათ უნდა გადაეხადათ 420 ლარი. ვინაიდან კლინიკა, სადაც ლ--–----–------ (რ-------) მუშაობდა, იყო კეთილმოწყობილი სამედიცინო დაწესებულება და ატარებდა ლ--–- რ-------ს სახელს, ამასთან, ლ--–----–------ (რ-------) ამბობდა, რომ მას იმავე დაავადების მქონე პაციენტები ჰყავდა მორჩენილი და იძლეოდა ნ------------–-----–---–-ს განკურნების გარანტიას, გ--------------------–-----–---–--- ენდნენ ლ--–- რატიანს და მის შეთავაზებას დასთანხმდნენ. 2010 წლის 10 ნოემბერს ნ------------–-----–---–- დააწვინეს ქ------–--–-----------------------------------ში მდებარე შპს ,,ლ--–- რ-------ს კლინიკაში“, თუმცა ამ პერიოდისათვის კლინიკას სტაციონარული დაწესებულების ნებართვა არ გააჩნდა. პალატაში ნ------------–-----–---–- ლ--–----–------მ (რ-------) მოათავსა ხის, ჯვრის ფორმის ტრავმატოლოგიურ საწოლზე, რაზედაც იგი გაშლ--–- ხელებით და ფეხებით დამაგრებული და გადახვეული იყო ლ--–----–------- (რ-------) მიერ დამზადებული ეთერ-ზეთებში ამოვლებული სახვევებით, უკეთ ფიქსაციისათვის კი ჩამოკიდებული ჰქონდა გირები. ასეთ მდგომარეობაში ნ------------–-----–---–- იმყოფებოდა სამი თვის განმავლობაში, 2011 წლის 19 თებერვლამდე. ზემოაღნიშნული პროცედურების გავლის შემდგომ ნ------------–-----–---–-- არათუ დამოუკიდებლად სიარული ვერ შეძლო, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ ლ--–----–------მ (რ-------) საკუთარი გამოცდილებითაც იცოდა, რომ ცერებრალური დამბლის მქონე პაციენტს ვერ განკურნავდა და მის მიერ გამოყენებული მეთოდი ნ------------–-----–---–-სათვის დაპირებული შედეგის მომტანი არ იქნებოდა, ისარგებლა მშობლების დამოკიდებულებით - ნებისმიერი მსხვერპლი გაეღოთ შვილის ფეხზე დასაყენებლად, მოიპოვა მათი ნდობა და ნ------------–-----–---–-სათვის თითქოსდა ,,მკურნალობისათვის“ გაწეული საფასურის სახით, მოტყუებით, 2010 წლის 10 ნოემბრიდან 2011 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში, თავის ოჯახის კუთვნილი შპს ,,ლ--–- რ-------ს კლინიკის“ სასარგებლოდ გ--------–-----–---–- გადაახდევინა - 27 800 ლარი.
ლ--–- რ-------ს მიერ განხორციელებული ქმედებით გ--------–-----–---–- მიადგა დიდი ოდენობით 27 800 ლარის მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის დ------------------------ რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------–---–-- და მსჯავრდებული ლ--–----–------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-----------------–---–---
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის დამძიმება, კერძოდ, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.
დაცვის მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აპელანტის - დაცვის მხარის - მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ამასთან, სახეზე არ არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის შემადგენელობისათვის აუცილებელი სუბიექტური და ობიექტური ნიშნები.
პალატამ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მსჯავრდებულ ლ--–----–------ს, დაზარალებულ გ--------–-----–---–---- მოლაპარაკებისას, მისი შვილის ნ------------–-----–---–-ს მკურნალობასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა წინასწარ განზრახული მისი კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად, მოქმედებდა თუ არა ის დაზარალებულთან, თაღლითობისათვის აუცილებელი ნიშნის - მოტყუების - გამოყენებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულ გ--------–-----–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ მისი შვილი ნ------------–-----–---–-- დაავადებულია ცერებრალური დამბლით. სხვადასხვა პერიოდში ის დაჰყავდათ სამკურნალოდ კლინიკებში, მათ შორის საზღვარგარეთ, რის შემდეგაც ნ------------–-----–---–-ს მდგომარეობა გაუმჯობესდა და მან შეძლო ერთი ადამიანის დახმარებით გადაადგილება, ასევე დაიჭირა თავი და დამოუკიდებლად დაჯდა. გაუმჯობესებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეიყვანეს 1---- საჯარო სკოლაში, სადაც მისი მდგომარეობა გონებრივადაც გაუმჯობესდა, სწავლობდა და კონტაქტობდა თანატოლებთან და პედაგოგებთან. გ--------–-----–---–-- განმარტებით, მას ურჩიეს მიემართა ლ--–----–-------თვის, რომელსაც ჰქონდა კლინიკა და რომელიც მკურნალობდა ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებს. როდესაც გ--------–-----–---–-- მის მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა ლ--–----–------- კლინიკაში, მას დახვდა კეთილმოწყობილი კლინიკა, თეთრ ხალათში გამოწყობილი პერსონალით და სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებით. მათ ლ--–----–------მ განუცხადა, რომ დაახლოებით 300-მდე ანალოგიური დაავადების მქონე ბავშვს უმკურნალა და ყველანი კმაყოფილები და მადლიერნი არიან. ასევე ლ--–----–------მ განუცხადა, რომ ბავშვს (ნ------------–-----–---–-) ფეხზე გაატარებდა, იგი შეძლებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას, ხოლო მკურნალობის დაწყებამდე მოითხოვა ტომოგრაფიის სურათის გადაღება. ტომოგრაფიის სურათის ნახვის შემდეგ ლ--–----–------მ განაცხადა, რომ ნ-------- მალები ჰქონდა ჩაწეული და მკურნალობის მეშვეობით ამოუწევდა და დამოუკიდებლად შეძლებდა გავლას. როცა თანხებზე წავიდა საუბარი, ლ--–----–------მ მოითხოვა 420 ლარი, მას ეგონა თვეში, მერე რომ აუხსნა, რომ დღეში იყო ეს თანხა, იგი დააბნია ასეთმა დიდმა თანხამ, მაგრამ იფიქრა, რადგან ამხელა თანხაზეა ლაპარაკი ასეთ ასაკოვან ადამიანთან, დაიჯერა, რომ ბავშვი გაივლიდა, არ ეგონა, რომ ლ--–----–------ მოატყუებდა. ლ--–- ნ-–------- ასევე მოითხოვა 5000 ლარი თუ ბავშვს დედა დაადგებოდა თავზე. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ 5000 ლარი არ გადაახდევინეს და დაიწყეს ნ------------–-----–---–-ს მკურნალობა. გ--------–-----–---–- მძიმე ფინანასური და სოციალური მდგომაროებიდან გამომდინარე, ფულის სესხებით და ვალების აღების შედეგად ყოველდღიურად იხდიდა 420 ლარს. ლ--–----–------ მკურნალობდა ტრადიციული მეთოდით, საწოლზე ჯვრის ფორმის ფიცარზე გაკრული ჰყავდა ნ------------–-----–---–-- რომელსაც დაფიქსირებული ჰქონდა სხეული და სიმძიმეები ჰქონდა ფეხებზე დაკიდებული. ლ--–----–------ მკურნალობის პროცესში აცხადებდა, რომ შედეგი იყო ძალიან კარგი, იმაზე მეტი, ვიდრე ის მოელოდა. ნ------------–-----–---–- ადებდნენ საფენებს სპეციალური წამლებით გაჯერებულს, ასევე უკეთებდნენ ნემსებს, მაგრამ მკურნალობას შედეგი არ მოჰყოლია, ნ------------–-----–---–- კლინიკიდან გამოიყვანა ხელში აყვანილი, ხოლო, როდესაც სახლში მიიყვანა, დაიწყო სისხლის შარდვა და ბავშვმა მიიღო ფსიქოლოგიური ტრამვა. მკურნალობის შემდეგ, ნ------------–-----–---–-ს მდგომარეობა გაუარესდა, იგი ნაბიჯსაც ვეღარ დგამდა და გადაადგილდებოდა დახმარებით, ხოხვით. ამ ყველაფერს დაერთო ფინანსური პრობლებები, გაყიდა ბინა და აიღო ბანკის ვალები. დაზარალებულის განმარტებით, საუბარი არ ყოფილა ბავშვის სრულ განკურნებაზე, შეთანხმება იყო იმაზე, რომ ნ------------–-----–---–- დამოუკიდებლად შეძლებდა გადაადგილებას(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 22.05.17; 16;17:05). მკურნალობის თაობაზე ხელშეკრულება არ გაფორმებულა, იყო ზეპირი შეთანხმება, რასაც ესწრებოდა მისი მეუღლე, მ----------–-----–---–-- ლ--–- რ------- და მისი შვილი. მკურნალობაში, სამი თვის განმავლობაში ყოველდღიურად გადაიხადა 420 ლარი. ლ--–----–------მ უთხრა, რომ ვინაიდან მასაჟების კურსი ბოლომდე არ გაიარეს, აქედან გამომდინარე, დადგა მდგომარეობის გაურესება. ლ--–----–------- მკურნალობის შედეგად ოჯახმა მიიღო 27 800 ლარის მატერიალური ზიანი. მას შემდეგ, რაც უარი უთხრეს თანხის უკან დაბრუნებაზე, მიხვდა, რომ თაღლითობის მსხვერპლი იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოში იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე მ----------–-----–---–--- რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ლ--–----–------- დაპირებიდან გამომდინარე, ბავშვს დამოუკიდებლად უნდა გაევლო და ამის პერსპექტივას შეამჩნევდა ერთ-თვიანი დაკვირვების შემდეგ. კლინიკაში შეყვანამდე მის შვილს თეძოები მყარად ჰქონდა, ბარძაყებიც მოძრაობდა და სახსრებიც ჩაკეტილი არ იყო. ერთი წლის თავზე შეიტყო, რომ მკურნალობას შედეგი არ მოჰყოლია და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მოწმის განმარტებით, მისმა მეუღლემ ლ--–----–------ს მოსთხოვა ფულის უკან დაბრუნება, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. 20.000 ლარი რომ გადაეხადათ, მის ოჯახს პრეტენზია არ ექნებოდა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 19.07.17; 15:40:12-15:40:28).
პალატა მსჯავრდებულ ლ--–----–------- ქმედების შეფასებისას უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფორმულირებაზე, რასაც თავის მხრივ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოც. კერძოდ, ბრალდების მიხედვით, ლ--–----–------ს მიუხედავად იმისა, რომ არ შეეძლო ცერებრალური დამბლის მქონე პაციენტის განკურნება, ა---–-----–---–---- კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაპირდა, რომ მათ შვილს სრულად გამოაჯანმრთელებდა და ფეხზე დააყენებდა... მოიპოვა მათი ნდობა და ნ------------–-----–---–-ს თითქოსდა, ,,მკურნალობისათვის’’ გაწეული საფასურის სახით, მოტყუებით 2010 წლის 10 ნოემბრიდან 2011 წლის 19 თებერვლამდე თავისი ოჯახის კუთვნილი შპს ,,ლ--–- რ-------ს კლინიკის’’ სასარგებლოდ გადაახდევინა 27 800 ლარი.
პალატა აღნიშნავს, თუ აპელანტი ბრალდებიდან გამომდინარე ამტკიცებს, რომ ლ--–----–------ს ჰქონდა ა---–-----–---–---- კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს როგორ და რა საშუალებებით მიითვისა მან აღნიშნული თანხები.
იმაზე მითითება, რომ მან თავისი ოჯახის კუთვნილ კლინიკაში დაზარალებულებს გადაახდევინა მკურნალობის საფასური, მოცემულ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის დასადასტურებლად ვერ გამოდგება, ვინაიდან საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ლ--–----–------ს კლინიკასთან სამართლებრივად აკავშირებდა მხოლოდ ქირავნობის ხელშეკრულება, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრების მიხედვით, კლინიკის სალაროში თანხები ოფიციალურად შედიოდა, რასაც დაზარალებულიც ადასტურებს. ასეთ ვითარებაში წარდგენილი ბრალდებიდან გამომდინარე, საქმეზე უნდა დადგენილიყო კლინიკის სალაროში თანხების შესვლის შემდეგ ლ--–----–------ როდის, რა ინტესივობით, ან ვისთან შეთანხებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა ა---–-----–---–---- მიერ შეტანილ თანხებს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის განზრახვას - მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთროს სხვისი ნივთი - და ამ მიზნის მისაღწევად განხორციელებულ ქმედებას შორის, მტკიცებულებების არ არსებობის გამო, არ დგინდება სამართლებრივი კავშირი.
პალატის აზრით, აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მოცემული საქმე იგივე ფაქტობრივი გარემოებებით განხილული იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ, სადაც მოპასუხეს ლ--–----–------სთან ერთად წარმოადგენს შპს ,,ლ--–- რ-------ს კლინიკა’’.
პალატა ყურადღებას ამახვილებს თაღლითობისათვის აუცილებელი ობიექტური ნიშნის ,,მოტყუების’’ არსებობასთან დაკავშირებით. ბრალდებაშიც და განაჩენშიც ხაზი აქვს გასმული იმ ფაქტს, რომ ლ--–----–------ს არ შეეძლო ცერებრალური დამბლის მქონე პაციენტის განკურნება, მიუხედავად ამისა, მან ბოროტად გამოიყენა ა---–-----–---–---- ნდობა და დაპირდა, რომ მათ შვილს ნ------------–-----–---–- გამოაჯანმრთელებდა და ფეხზე დააყენებდა.
დაზარალებულს მან თავი მოაჩვენა პროფესიონალ ექიმად და მოსთხოვა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გადაღება.
საქმის მასალებით უდაოდ დგინდება, რომ ნ------------–-----–---–- დაავადებული იყო ცერებრალური დამბლით. აღნიშნული დაავადება კი გამოწვეულია ტვინის უჯრედების დაზიანებით და სრულად გამოჯანმრთელებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, მსჯავრდებულის პრაქტიკიდან და თავად კლინიკის პროფილიდან გამომდინარე (ტრავმატოლოგიურ-ორთოპედული სტაციონალური მკურნალობა)მსჯავრდებული ვერ დაპირდებოდა დაზარალებულს მისი შვილის სრულად გამოჯანმრთელებას. თავად დაზარალებული გ--------–-----–---–- და მისი მეუღლე მ----------–-----–---–- მიუთითებენ თავიანთ ჩვენებებში, რომ საუბარი იყო არა სრულ გამოჯანმრთელებაზე, არამედ ბავშვის დამოუკიდებლად გადაადგილებაზე. რომელიც უნდა მომხდარიყო კონტრაქტურის (სახსრების) გახსნის გზით.
ამდენად, იმის მტკიცება, რომ მსჯავრდებული დაზარალებულებს დაპირდა მისი შვილის სრულ გამოჯანმრთელებას, საფუძველს მოკლებულია და პალატა ვერ გაიზიარებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მტკიცებით, მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულის მოტყუება გამოიხატა იმაში, რომ მან შექმნა სპეციალური სამუშაო გარემო, რითაც დაარწმუნა ა---–-----–---–---- რომ იგი იყო სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, რომელიც ტრადიციული მკურნალობის მეთოდით გააუმჯობესებდა მათი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
პალატა ვერ დაეთანხმება ასეთ მსჯელობას, ვინაიდან მსჯავრდებულს სპეციალურად არ შეუქმნია არავითარი სამუშაო გარემო. დაზარალებული გ--------–-------–---–- თავის ჩვენებაში უთითებს, რომ, როდესაც კლინიკაში მივიდა, მოეწონა შექმნილი გარემო, სისუფთავე, თეთრხალათიანი ექიმები, რასაც ადასტურებს მისი მეუღლეც - მ----------–-----–---–-ც.
პალატის აზრით, თანამედროვე პირობებთან მიახლოებული კლინიკა და მისი მომსახურე პერსონალი ვერანაირად ვერ ჩაითვლება ლ--–----–------- მიერ შექმნილ სპეციალურ სამუშაო გარემოდ, ის მხოლოდ კლინიკაში ქირაობდა ერთ ოთახს. რაც შეეხება იმაზე მითითებას, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულს მოსთხოვა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის გადაღება და ამ გზით დაზარალებულს თავი მოაჩვენა ექიმად, წმინდა სამართლებრივი კუთხით ვერ ჩაითვლება ნდობის მოპოვების ან მოტყუების დასადასტურებლად. მით უმეტეს, უნდა აღინიშნოს, რომ დაზარალებული გ--------–-----–---–- თავად არის ექიმი და მისთვის კარგად იყო ცნობილი, ასეთი დაავადების მკურნალობისათვის რა დანიშნულება ჰქონდა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის სურათს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ყურადღებაა გამახვილებული მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით და მითითებულია, რომ ,,მსჯავრდებულმა თითქოსდა მკურნალობისათვის გაწეული საფასურის სახით მოტყუებით გადაახდევინა 27 800 ლარი ‘’ .
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულ გ--------–-----–---–--ათვის, ასევე მისი მეუღლესათვის წინასწარ იყო ცნობილი, თუ ვისთან და სად უნდა ემკურნალა მათ შვილს, რა მეთოდით და დროის რა ინტერვალში უნდა ჩატარებულიყო მკურნალობა, ასევე მკურნალობის ხარჯების შესახებაც, რაზეც ისინი დასთანხმდნენ. დაზარალებულის მიერ გაწეული მკურნალობის ხარჯი დღეში 420 ლარი, დღევანდელი რეალურობიდან გამომდინარე, მართლაც მნიშვნელოვანი თანხაა, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით, დაზარალებულის მიერ გაწეული რისკი, ხარჯები და მკურნალობის შედეგი, პირის ბრალეულობას თაღლითობის თვალსაზრისით ვერ დაედება.
ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა ვიდეომასალა, სადაც აღბეჭდილია, რომ მკურნალობის ერთი თვის თავზე მ----------–-----–---–- კმაყოფილებას გამოთქვამს მკურნალობის შედეგზე და თანახმაა მის გაგრძელებაზე.
საგულისხმოა, მოწმის ჩვენების ის ნაწილი, სადაც ის მიუთითებს, რომ, თუ ლ--–----–------ მათ დაუბრუნებდა მკურნალობისათვის გაწეული ხარჯებიდან 20 000 ლარს, მაშინ პრეტენზია აქ ექნებოდა, შესაბამისად, ისმის კითხვა, ასეთ შემთხვევაში, დაზრალებული თაღლითობის მსხვერპლად ჩათვლიდა თუ არა თავს, აღნიშნულზე პალატამ ბრალდების მხარისგან პასუხი ვერ მოისმინა.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკველეულ მტკიცებულებებს, ისინი ძირითადად ადასტურებენ ან უარყოფენ მკურნალობის დადებით ან უარყოფით შედეგებს, რაზედაც პალატა იმსჯელებს.
ამდენად, პალატა აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ლ--–----–------- ქმედება არ მოიცავს თაღლითობისათვის არსებულ ობიექტურ ნიშანს - მოტყუებას, შესაბამისად, პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, უტყუარად დაასაბუთოს ლ--–----–------- მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტი.
ამავდროულად, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ლ--–----–------- ქმედება შეიცავს სხვა დანაშაულის - უკანონო საექიმო საქმიანობის, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება - ნიშნებს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 246-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე შეიცავს სამ სავალდებულო ნიშანს: 1.უკანონო საექიმო საქმიანობა; 2.ჯანმრთელობის დაზიანება; 3.მიზეზობრივი კავშირი უკანონო საექიმო საქმიანობასა და დამდგარ შედეგს შორის. სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ხოლო დამატებითი ობიექტია ცალკეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
საექიმო საქმიანობის ცნებას არეგულირებს საქართველოს კანონი - საექიმო საქმიანობის შესახებ, რომლის მიხედვითაც საექიმო საქმიანობა არის მედიცინაში განსწავლული სათანადო უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის მიზანია, ქვეყანაში არსებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნიშნების გამოყენებით , აგრეთვე, საექიმო ტრადიციების გათვალისწინებით ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, ასევე მისთვის ტანჯვის შემსუბუქება.
ამავე კანონის თანახმად, დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას წარმოადგენს უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატის მქონე პროფესიული საქმიანობა. საექიმო საქმიანობა უკანონოდ ჩაითვლება, თუ ის ხორციელდება სახელმწიფო სერთიფიკატის ან ლიცენზიის გარეშე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულ ლ--–----–------ს არ გააჩნდა არც სერთიფიკატი და არც ლიცენზია.
დაცვის მხარის მტკიცებით, ლ--–----–------ს არა აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება, ის არ არის სახალხო მკურნალი და არ არის ექიმი და შესაბამისად, თავისი საქმიანობის განსახორციელებლად არ სჭირდებოდა ლიცენზია.
პალატა აღნიშნავს, რომ ასეთი მსჯელობა გარკვეულწილად ლოგიკურია და არსებობის უფლება აქვს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ისმის კიდევ უფრო ლოგიკური კითხვა: რა სამართლებრივ რეგულაციაში ექცევა სახალხო მკურნალის ქმედება, თუ მას მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის დაზიანება და მით უმეტეს, მსხვერპლი.
იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული დანაშაული თავისი სუბიექტური შემადგენლობით გაუფრთხილებელია და საექიმო საქმიანობიდან გამომდინარე სათანადო მტკიცებულებების არქონის გარეშე ფატქობრივად, შეუძლებელია პირის ქმედებაში პირდაპირი განზრახვის დადგენა, სახალხო მკურნალის (ექიმბაში) საქმიანობას, რომელსაც შესაძლებელია მოჰყვეს ჯანმრთელობის დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა, საერთოდ გადის სამართლებრივი რეგულაციიდან, აჩენს არასამართლიანობის გრძნობას, რაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის.
შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ლ--–----–------- ქმედებას ამ თვალსაზრისით უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ნ------------–-----–---–- არ წარმოადგენდა კლინიკის პაციენტს, ვინაიდან არ არსებობდა ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებასა და ა---–-----–---–--- შორის ან ლ--–----–------სა და ა---–-----–---–--- შორის რაიმე წერილობითი ხელშეკრულება.
საქმის მასალებით უდაოდ დასტურდება, რომ ლ--–----–------ ლიცენზირებულ კლინიკაში სამი თვის განმავლობაში და ამის შემდეგაც გარკვეული პერიოდი მკურნალობდა ნ------------–-----–---–-. თუ დაცვის მხარე იმის დასადასტურებლად, რომ ნ------------–-----–---–- კლინიკასთვის არ წარმოადგენდა პაციენტს, იყენებს ხელშეკრულების არ არსებობის ფაქტს, ასეთ შემთხვევაში, კლინიკა რის საფუძველზე იღებდა თავის სალაროში ნ------------–-----–---–-სათვის ჩატარებული მკურნალობისათვის გაწეულ თანხებს?!
პალატამ ამ კითხვაზე დაცვის მხარისგან რაიმე დასაბუთებული არგუმენტაცია ვერ მოისმინა და იმაზე მითითება, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ლ--–----–------სა და ა---–-----–---–--- შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა მიიჩნია ზეპირი ნარდობის ხელშეკრულებად, ვერ გამოდგება იმის დასადასტურებლად, რომ ნ------------–-----–---–- არ წარმოადგენდა კლინიკის პაციენტს.
უკანონო საქმიანობის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია - ჯანმრთელობის დაზიანება და მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა სახის არის ეს დაზიანება, ასევე მიზეზობრივი კავშირი ამ საქმიანობასა და ჯანმრთელობის დაზიანებას შორის.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ნ------------–-----–---–-ს ჯანმრთელობის გაუარესებასა და მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. საქმის მასალებით უდაოდ დადგენილი ფაქტია, რომ ლ--–----–------ 2010 წლის 10 ნოემბრიდან 2011 წლის 19 თებერვლამდე შპს ,,ლ--–- რ-------ს კლინიკაში’’ ტრადიციული მეთოდით მკურნალობდა ნ------------–-----–---–-, კერძოდ, მკურნალობისას იყენებდა მის მიერ დამზადებულ ზეთებს, ხდებოდა პაციენტის ხის საწოლზე გადახვევებით დაფიქსირება და სხეულზე სიმძიმეების დაკიდება.
-2016 წლის 4 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანხმად, შპს ,,ლ--–- რ-------ს კლინიკაში“ ნ------------–-----–---–-ს მიმართ წარმოებული ქმედებები (განსაკუთრებით ,,მკურნალობა წოლითი რეჟიმით“) არსობრივად ეწინააღმდეგება ცერემბრალური დამბლის მქონე პაციენტებისათვის ჩასატარებელი მკურნალობის პრინციპებს. ექსპერტის დასკვნა N----------ში მითითებულ ნაერთებს (ტრიტერპენული ნახშირწყალბადი სკვალენი; ცხიმოვანი მჟავები: ოლეინის მჟავა, პალმიტინის მჟავა, ჰექსადეკანოიდის მჟავა, ტეტრადეკანოიდის მჟავა, 6 ოქტადეკანის მჟავა) შეეძლო თუ არა გამოეწვია მოწამვლა და გარეგანი მოხმარებისას შეეძლო თუ არა გამოეწვია საშარდე სისტემის პროვოცირება, რაც გამოიხატება შარდში სისხლის აღმოჩენით - აღნიშნულზე მსჯელობა ექსპერტიზას არ შეუძლია, ვინაიდან ჩვენს ხელთ არსებული სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. ცერებრალური დამბლის პირთა რეაბილიტაციის უმთავრესი პრინციპია მათი კუნთოვანი სისტემის გაძლიერება და მოძრაობის კოორდინაციის შეძლებისდაგვარად გაუმჯობესება, რაც მიიღწევა მიზანმიმართული მუდმივი ვარჯიშით, კუნთების მასაჟით, ორტეზების გამოყენებით, მედიკამენტური თერაპიით. აქედან გამომდინარე, 102 დღის განმავლობაში პაციენტისათვის წოლითი რეჟიმის დანიშვნა, თუნდაც შეხვევების დროს მისი პოზის შეცვლით, არის არასწორი ქმედება და მას მკურნალობასთან საერთო არაფერი აქვს. ცერებრული დამბლის მიზეზს წარმოადგენს თავის ტვინის გარკვეული სტრუქტურების შეუქცევადი და არაპროგრესირებადი დაზიანება. ის ქმედებები, რაც ჩატარდა შპს ,,ლ--–- რ-------ს კლინიკაში“ ნ------------–-----–---–-ს მიმართ მისი თავის ტვინის დაზიანებული სტრუქტურების გაუარესება/გაუმჯობესებას ვერ გამოიწვევდა. წოლითმა რეჟიმმა 102 დღის განმავლობაში გამოიწვია მისი კუნთოვანი სისტემის დასუსტება (ატროფია) ანუ მდგომარეობის გაუარესება. ნ------------–-----–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ნევროლოგიური თვალსაზრისით, 2010 წლის 23 ნოემბრამდე და დღესაც არის მძიმე და შეესაბამება მის დიაგნოზს: ბავშვთა ცერებრული დამბლა. ნერვულ სნეულებათა მენეჯმენტში მკურნალობის აღნიშნულ მეთოდზე ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა: ე---------–--–---–------------------------–-------------–--------------–-–---–---
- პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ჯ----–-------------- განმარტა, რომ არის ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი. მკურნალობს ტრადიციულ მედიცინის მეთოდით და ისეთი მკურნალობის მეთოდი, რასაც ლ--–- რ------- ეწეოდა მისთვის უცნობია. კონტრაქტურა იხვევა არტაშებით, 7-10 დღიანი მეთოდით, დიდხანს უმოძრაობამ შეიძლება კუნთის განლევა გამოიწვიოს. მას არ გაუგია 3 თვე ამგვარი მკურნალობა და არ ეთანხმება, რადგან მას შეიძლება მოყვეს კუნთოვანი ატროფია. ასეთი დაჭიმულობის დროს კუნთი არ მუშაობს რთული ცერებრალური დამბლის შემთხვევაში, კონტრაქტურის მკურნალობამ, შეიძლება ფსიქიკური მდგომარეობის აშლილობაც გამოიწვიოს. კონტრაქტურა გამოწვეულია ცენტრალური ნერვულის სისტემიდან და ცენტრალური ნერვულის სისტემის მკურნალობის გარეშე ამ მეთოდით მკურნალობა არ შეიძლება. ასეთი დაავადების დროს მკურნალობა მიმდინარეობს კომპლექსურად 5-6 კაციანი ჯგუფის მიერ, სადაც მონაწილეობენ ორთოპედი, ტრავმატოლოგი, ნერვოპათოლოგი, ნეიროქირურგი და შესაძლოა ფსიქოლოგიც.
- 2015 წლის 6 ნოემბრის ქიმიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ბოთლში (ეტიკეტზე წარწერით ,,ნოვოკაინი პროკაინი’’ Юрiя-Фарм შემადგენლობა: ნოვოკაინი 5 გ 0.1 M ქლორწყალბადმჟავა pH 3.8-4.5-მდე წყალი საინექციო 1 ლ-მდე ვარგისია 022013“) მოთავსებულ 100 მლ, მოყვითალო ფერის, ბლანტი სითხის შემადგენლობაში შედის: ტრიტერპენული ნახშირწყალბადი; ცხიმოვანი მჟავები: ოლეინის მჟავა, პალმიტინის მჟავა, ჰექსადეკანოიდის მჟავა, ტეტრადეკანოიდის მჟავა, 6-ოქტედაკანის მჟავა. ზემო დასახელებული ნივთიერებები არ მიეკუთვნებიან მომწამვლელ ნივთიერებებს. ობიექტში არ აღმოჩნდა: მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები, აცეტონი, ფოსფორორგანული და ქლორორგანული შხამქიმიკატები. სამკურნალო საშუალება (ფარმაცევტული პროდუქტი, წამალი) არის ფიზიოლოგიური აქტიური, ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ნივთიერება ან მათი კომბინაცია, რომლებიც ნებადართულია სამედიცინო გამოყენებისათვის და შეტანილია სახელმწიფო რეესტრში; ამასთანავე, სამკურნალო საშუალების ქვეშ მოიაზრება მარკირებული, დოზირებული, ანოტაციის (დანიშნულება, უკუჩვენება, გვერდითი მოვლენები, მიღების და შენახვის წესები) მქონე ფარმაცევტული პროდუქტი, რაც ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ობიექტს არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სითხე არ მიეკუთვნება ,,სამკურნალო საშუალებას“ და მისი შეფასება ,,ხასიათდება თუ არა სამკურნალო თვისებებით“, შეუძლებელია.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ც------------------
პირველი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტ-ფსიქოლოგმა მ-----–---–-- დაადასტურა მის მიერ გაცემული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შპს ,,ლ--–- რ-------ს კლინიკის“ მკურნალის - ლ--–----–-------რ-------ს მიერ ჩატარებულ მკურნალობის ასეთ მეთოდს შეეძლო გამოეწვია პაციენტის (ნ------------–-----–---–-ს) ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესება და დამატებით განმარტა, რომ მკურნალობის ეს მეთოდი იყო უკიდურესად არაკომფორტული. აუცილებლად ჩართული უნდა ყოფილიყო ფსიქოლოგი, რათა შეფასებული ყოფილიყო მოსალოდნელი რისკები და მკურნალობას უნდა ჰქონოდა კომპლექსური ხასიათი. ნ------------–-----–---–-ს ემოციური მდგომარეობა იყო გაუარესებული, დაძაბული, აგრესიის შემცველი რეაქციებით. ფუნქციურად ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა, რაც ასეთი მკურნალობის პირობებში მოსალოდნელი იყო.
- დაცვის მხარეს თავისი პოზიციის დასადასტურებლად, რომ ნ------------–-----–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესდა, ეყრდნობა მოწმეების: ლ--–-ა ნ-–----------–---–--–------------------------ ჩვენებებს, თუმცა ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები და შესაბამისი ექსპერტების ჩვენებები, როგორც პროფესიული, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით უფრო წონადი მტკიცებულებებია და შესაბამისად, პალატა მათ ანიჭებს უპირატესობას.
პალატა აანალიზებს, რა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ ლ--–----–------- მიერ, შესაბამისი ლიცენზიის არქონის პირობებში, ჩატარებულმა არასწორმა მკურნალობის მეთოდმა გამოიწვია ნ------------–-----–---–-ს ისედაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება - დაზიანება(კუნთების ატროფია) და მის მიერ ჩატარებული მკურნალობა პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ლ--–----–------- ქმდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამ კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ამ მიმართებით უდა შევიდეს ცვლილება.
პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა არ წარმოადგენს მისთვის ისეთი ახალი ბრალდების წარდგენას, რომელიც თვისობრივად ან შინაარსობრივად სცდება მისთვის წარდგენილ თავდაპირველ ბრალდებას. ქმედების კვალიფიკაციის შეცვლით არ ხდება რაიმე ახალი ფაქტობრივი გარემოების დადგენა, ვინაიდან ლ--–----–-------ათვის თაღლითობის კვალიფიკაციით წარდგენილი ბრალდების ფორმულირება მოიცავდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მას არ გააჩნდა სამედიცინო განათლება და ლიცენზია, ასევე მკურნალობის მეთოდს და დამდგარ შედეგს. აღნიშნულით არ ირღვევა დაცვის მხარის უფლება, ვინაიდან, მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა ეხება მსჯავრდებულისათვის კარგად ცნობილი ფაქტების განსხვავებულ სამართლებრივ შეფასებას და არა ისეთ დანაშაულში მის მსჯავრდებას, რომელიც მოწყვეტილია ბრალდების ფორმულირებაში ასახული ფაქტებისაგან და მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედებებისაგან.
2. პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ ის, რომ მსჯავრდებული ონკოლოგიური ავადმყოფია, ასევე გასათვალისწინებელია მისი ასაკი - მსაჯავრდებული 82 წლისაა. ამასთან, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. ასეთი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ლ--–----–------- მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა მიზანშეუწონელია და მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ჯარიმა.
პალატა განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ლ--–----–------- მიერ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია 2012 წლის 2 ოქტომბრამდე, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ამავე ამნისტიის მოქმედება ვერ გავრცელდება მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასა და დანიშნულ სასჯელზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენში შვიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქ.თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის თ------------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
2.მსჯავრდებული ლ--–----–------- ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-----------------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
4 მსჯავრდევულ ლ--–----–------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ლ--–----–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 246-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10.000(ათი ათასი)ლარის ოდენობით.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ლ--–----–------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
6. ნივთმტკიცებები:
- გ--------–-----–---–-- წარდგენილი - კომპაქტ დისკი ,,--------–----–---–----- შოუ“; გ--------–-----–---–-- წარდგენილი კომპაქტ დისკი ,,ტ--–------------------–---- - ბავშვის ამბები“; გ--------–-----–---–-- წარდგენილი კომპაქტ დისკი ,,----–--------------------- - ჯანმრთელობის ისტორია“; სასამართლოს სხდომის CD დისკები (სულ 8 დისკი); დ-----------–------- მიერ წარდგენილი კომპაქტ დისკი; გ--------–-----–---–-- წარდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერები 62 ცალი - რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- მ----------–-----–---–-ს წარდგენილი მინის ბოთლი - რომელიც დალუქული სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი