განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002360861
საქმე №2ბ/219-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
5 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, მიხეილ გოგიშვილი
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
პირველი აპელანტი/მოსარჩელე - შპს „--–--ი“
წარმომადგენლები - პ-------–---–-------------–-----–--–---–ი
მეორე აპელანტი/მოპასუხე - ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი“
წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება, (თავდაპირველი სარჩელით), ზიანის ანაზღაურება (შეგებებული სარჩელით)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება;
აპელანტ შპს „--–--ის“ მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აპელანტ ააიპ ,,თ---–--------------–-------------ის“ მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი
1. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თ---–----------–------------------------------------ო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის G----------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,------–---- N-- ს----–--- ბ--------ს’’ და შპს ,---–--ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანია 416 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 104 769.6 ლარს. ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 416 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი’’ და ააიპ ,,თ---–----------–------------------------------------ო’’-ს შესაბამისი სამსახურები. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის კი თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 3 195 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,---–--ს’’ და ააიპ ,,თ---–--------------–-------------ს’’ შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად შპს ,---–--ის’’ მიერ შემსყიდ-ველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემდეგნაირად: თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152 2015 წლის 3 აპრილი); შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები); მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%; სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
3. 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,------–---- N-- ს----–--- ბ--------ს’’ და შპს ,---–--ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს ,,ბაზის ბანკი’’-ს საბანკო გარანტია #BB.14.09/07, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს ,---–--ი’’, ბენეფიციარი - ააიპ ,------–---- N-- ს----–--- ბ--------ი’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 3 195 ლარით.
4. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,---–--ი’’-ს მიერ ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი’’-სთვის 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს 18 370.45 ლარს.
5. ააიპ ,------–---- N-- ს----–--- ბ--------მა’’ უარი განაცხადა შპს ,---–--თან’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.
6. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის ს----–--- ბ--------ებში შპს ,---–--ი’’-ს მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის N09/13005 თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი ,,იმერული’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „--–--იმ“ მოპასუხე ააიპ ,------–---- N-- ს----–--- ბ--------ის’’ მიმართ და მოითხოვა ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი“-ს შპს „--–--ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურების ღირებულების 18 370.45 ლარის გადახდა; ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი“-ს შპს „--–--ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო გარანტიის თანხა 3 195 ლარი; ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი“-ს შპს „--–--ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 1386 ლარის გადახდა.
7.1. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი“-სთვის 416 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებით მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე კისრულობდა ვალდე-ბულებას უზრუნველეყო 416 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების დადებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თ---–----------–------------------------------------ოს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა GE0170000503, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1 მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის 3 195 ლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაეწია 18 370.45 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მოსარჩელის მხრიდან მიუხედავად მომსახურების გაწევისა მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე. აღნიშნული უარის მიზეზის გარკვევის მიზნით მოსარჩელემ მიმართა შესაბამისი განცხადებით. შპს „--–--ი“-ს 2017 წლის 25 დეკემბრის N15/12 წერილის პასუხად ააიპ ,,თ---–--------------–-------------მა“ 2017 წლის 28 დეკემბრის N4/01-104 წერილით განაცხადა, რომ თითქოს მოსარჩელის მიერ არ წარმოებდა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლის მქონე სურსათის გამოყენებით, რითიც შპს „--–--ი“-ს მიერ არსებითად იქნა დარღვეული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი. ამასთან, მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო თანხის 0.1%-ის ოდენობით, რომელმაც შეადგინა 104.77 ლარი. მოსარჩელემ შექმნილი ვითარების გარკვევის მიზნით ასევე განცხადებით მიმართა ააიპ „თ---–----------–------------------------------------ოს“. სააგენტოს 2017 წლის 27 დეკემბრის 1/5077 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ თითქოს მისი მხრიდან ადგილი ქონდა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად და შესაბამისად არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების გაფორმების წინაპირობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის N13-0117355152 წერილს საფუძვლად დაედო სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 და 19 დეკემბრის N09/03126 წერილები. ამასთან, სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 22 დეკემბრის N09/03262 წერილით ეცნობა, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებულ იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა. მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს „აგროკონსორციუმი წეროვანისა“ და შპს „ნ---------–--“-სისგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიის გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.
8. მოპასუხის შესაგებელი:
8.1. ააიპ ,,თ---–--------------–-------------მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მომწოდებლის მიერ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულებით განსაზღვრული კვებითი მომსახურების გაწევა არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე სურსათის (ყველი, კარაქი) გამოყენებით და მომწოდებლის მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკ-რულებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად არ წარმოშობილა მომწოდებლის შპს „--–--ი’’-სათვის მომსახურების გაწეულად ჩათვლის ვალდებულება და არ შექმნილა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა, რის გამოც ს----–--- ბ--------ების მხრიდან არ უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის დეკემბრის თვის კვების მომსახურებაზე შპს „--–--თან’’ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და ფინანსური ანგარიშსწორება. შპს „--–--ი’’-ს მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებუ-ლებები, რის შესახებაც ს----–--- ბ--------მა წერილობით აცნობა მიმწოდებელს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან შემოსული 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 წერილითა და 2017 წლის 19 დეკემბრის 09/13126 წერილით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ს----–--- ბ--------ებსა და შპს „--–--ს’’ შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოთხოვნილი სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს, რითაც შპს „--–--ი’’-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული იყო უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითად დარღვეული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ერთის მხრივ, ეფუძნებოდა ს----–--- ბ--------ებსა და შპს „--–--ს’’ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ხოლო მეორეს მხრივ, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა დაიწყო საკითხის შესწავლა იმის დასადგენად, თუ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ჯამურად რა კვებითი მომსახურება განხორციელდა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტების (ე.წ. ყველი და კარაქი) გამოყენებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ს----–--- ბ--------ებში, რათა დადგინდეს იმ თანხის ზუსტი მოცულობა, რა თანხითაც შპს „--–--ი’’-ს ქმედებით ზიანი მიადგა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს და საკითხი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს საკითხის შესწავლა არ დაუსრულებია, თუმცა ამ ეტაპისათვის დამუშავებული მონაცემების მიხედვით, შპს „--–--ი’’-ს მიერ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტების (ე.წ. ყველისა და კარაქის) გამოყენებით გაწეული კვებითი მომსახურების მიწოდებით მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება შპს „--–--ის’’-ს მიერ მოთხოვნილი დეკემბრის თვის კვებითი მომსახურების თანხას და ის ამ ეტაპისათვის გაანგარიშებული მონაცემებით ჯამურად შეადგენს 3 091 235 ლარს. სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების შესყიდვის პროცესში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების გამო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა 2017 წლის 9 ნოემბრის დასკვნა და 2017 წლის 10 ნოემბრის N13-01173143295 წერილით გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოში გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის 0----------- საქმეზე, 2016-2017 წლებში ააიპ თ---–----------–------------------------------------ოს ცალკეული ხელმძღვანელი პირების მიერ სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების განხორციელებისას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შეგებებული სარჩელით მიმართა ააიპ ,------–---- N-- ს----–--- ბ--------მა’’ შპს „--–--ის“ მიმართ და მოითხოვა შპს „--–--ი“-ს ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 29 534.7 ლარის ოდენობით.
9.1. მოსარჩელის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე:
თ---–----------–------------------------------------ოს მიერ, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით კვებითი უზრუნველყოფის მომსახურების მიზნით, 2016 წლის 29 ივლისს შესყიდვის ელქტრონული პროცედურის საშუალებით გამოცხადდა ზემოაღნიშნული მომსახურების შესყიდვა. ორივე შემთხვევაში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „--–--ი“, რომელთანაც ს----–--- ბ--------ების მიერ გაფორმდა შესაბამისად 18 016 131.84 და 13 627 246.08 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები. სულ, ორივე ელექტრონული პროცედურის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 31 643 377.92 ლარი. შესყიდვის ელექტრონული პროცედურების ტექნიკური დოკუმენ-ტაციისა და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, შპს „--–--ს“ ჰქონდა ვალდებულება სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველ-ყოფის მომსახურების გაწევისას გამოეყენებინა ყველი, რომელიც დააკმაყოფილებდა შემდეგ პირობებს: „თითოეული მიწოდებული პარტია უნდა ყოფილიყო დამზადებული პასტერიზებული რძისაგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არაუმცირეს 52%-ია, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი - 0.5–1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული. ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა რეფრეჟერატორით, თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“ქვეპუნქტის თანახმად, რძე არის სასოფლო-სამეურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფიზიოლოგიური სეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისაგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატებით, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია ადამიანის მოხმარებისათვის სასმელად ან შემდგომი გადამუშავებისათვის. ამავე რეგლამენტის მე-4 მუხლის „ჰ 37“ ქვეპუნქტის თანახმად, ყველი არის რძისგან დამზადებული პროდუქტი, მომწიფებული ან მოუმწიფებელი, ნახევრადმაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, რომელშიც შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახრუში შესული 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 წერილით განმარტებულია “რადგან ყველი რძისგან დამზადებული პროდუქტია, აკრძალულია რძის ფხვნილისაგან დამზადებული სურსათის ეტიკეტზე დასახელება „ყველის“ გამოყენება. ანუ, მწარმოებელმა/დისტრი-ბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველი მხოლოდ რძისგან დამზადებული პროდუქტია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წერილის დანართით წარდგენილი სურსათი „იმერული“ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს. ამდენად, შპს „--–--ს“ ს----–--- ბ--------ებში ბავშვთა კვებისათვის უნდა გამოეყენებინა ყველი, რომელიც დამზადებული იქნებოდა ნ---------–ურ რძეზე, ხოლო რეალურად გამოიყენა აღდგენილ რძეზე დამზადებული ყველისმაგვარი პროდუქტი. დასახელებულ ფაქტს ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს თავად ყველის მწარმოებლის შპს „ნ---------–--“-ის წერილიც, სადაც აღნიშნავს, რომ გარკვეულ პერიოდში, ვიდრე ძალაში შევიდოდა მთავრობის ზემოაღნიშნული რეგულაცია, შპს „--–--ს“ ამარაგებდა პროდუქტით, რომელსაც ეწერა „იმერული ყველი“ თუმცა, როგორც წერილშივეა მითითებული, აღნიშნული პროდუქტიც მზადდებოდა აღდგენილ რძეზე, რაც კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს შპს „--–--ი“-ს მიერ შეტანილი პროდუქტის შეუსაბამობას ს----–--- ბ--------ებსა და შპს „--–--ს“ შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან მიწოდების სრულ პერიოდზე. იგივე მდგომარეობაა კარაქის შემთხვევაშიც, კერძოდ, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ტექნიკური დოკუმენტაციისა და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „--–--ს“ ჰქონდა ვალდებულება სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების გაწევისას გამოეყენებინა კარაქი, რომელიც დააკმაყოფილებდა შემდეგ პირობებს: თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისაგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნარაწმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. უნდა იყოს შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა - რეფრეჟერატორით, თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ, თვეში ერთხელ წარადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია, მიწო-დებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორ-ტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში შესული 2017 წლის 19 დეკემბრის N09/13126 წერილშია აღნიშნული, „საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, კარაქი არის ტრადიციული რძის ნაწარმი, მიღებული პასტერიზებული ნაღებისგან; კარაქში რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2% -ს შეადგენს. კარაქს შესაძლებელია დამატებული ჰქონდეს მცირე რაოდენობით სანელებლები, მწვანილი, არომატული ნივთიერებები და სხვა იმ პირობით, რომ შენარჩუნებული იქნება კარაქის მახასიათებლები. აღნიშნულის გათვალისწინებით წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს.
ამდენად, შეგებებული სარჩელის ავტორი თვლის, რომ უტყუარადაა დადასტურებული, რომ შპს „--–--ი“-ს მიერ ს----–--- ბ--------ებში შეტანილი პრდოუქტები არ შეესაბამებოდა ს----–--- ბ--------ებსა და შპს „--–--ს“ შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოთხოვნილ სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს, რითაც შპს „--–--ი“-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითად დარღვეულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, რამაც ზიანი მიაყენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ააიპ „თბილისის ს----–--- ბ--------ებს“, მათ შორის მოსარჩელეს, კერძოდ, შპს „--–--ი“-ს მიერ მიწოდებულ იქნა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტბი, კერძოდ, 12 400.9 ლარის კარაქი და 12 259.8 ლარის ყველისმაგვარი მასა ანუ ჯამში 24 660.7 ლარის ღირებულების ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტი, რაც ექვემდებარება შპს „--–--ი“-ს მიერ მოსარჩელისათვის ანაზღაურებას.
10. შპს ,---–--ი’’-ს პოზიცია შეგებებულ სარჩელთან მიმართებით
მოპასუხე შპს ,---–--მა’’ ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი’’-ს შეგებებულ სარჩელთან მიმართებით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო.
შეგებებულ სარჩელებთან მიმართებით წარმოდგენილ შესაგებელში შპს ,---–--მა’’ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
მოსარჩელეთა განცხადება შპს „--–--ი’’-ს მიერ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტების მიწოდების თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს. მხარესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შპს „--–--ი’’-ს მიერ კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში მოსარჩელე მხარისათვის მიწოდებული პროდუქტები სრულად პასუხობდა სახელშეკრულებო მოთხოვნებს, რისი გათვა-ლისწინებით მხარეებს შორის დგებოდა გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები. დღეის მდგომარეობით აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტები დავის საგანს არ წარმოადგენს.
მოსარჩელეთა განცხადება შპს „--–--ი’’-ს მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის თაობაზე დაუსაბუთებელია და მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლებს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 22 მაისის დასკვნით აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის 09/13126 წერილს, რომლის თანახმად თითქოს შპს „--–--ი’’-ს მიერ მიწოდებული კარაქის პარამეტრები არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტის მიმართ დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს. გასათვალისწინებელია, რომ სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს დასკვნა ეფუძნება 2017 წლის დეკემბრის თვეში მოპასუხის მიერ მიწოდებული კარაქის ეტიკეტს. შესაბამისად, გაუგებარია თუ რის საფუძველზე დგინდება როგორც 2016 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე 2017 წლის სექტემბერ-ნოემბრის თვეებში მიწოდებული კარაქის სახელშეკრულებო მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტი. არანაირი მტკიცებულება იმ ფაქტისა, რომ მოპასუხის მიერ მიწოდებული კარაქის შემადგენლობა არ პასუხობდა ამ სახის პროდუქტისათვის დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნის თანახმად სამსახურის მიერ შეფასდა წარმოდგენილი კარაქის ეტიკეტი და არა მისი ქიმიური შემადგენლობა და დადგინდა, რომ მისი ეტიკეტი არ შეესაბამებოდა პროდუქტ ,,კარაქისადმი’’ დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს. აღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არანაირი კვლევა აღნიშნული პროდუქტის შემადგენლობასთან მიმართებაში არ ჩატარებულა და არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მიწოდებული კარაქის მახასიათებლების სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში შპს „--–--ი’’-ს მიერ მომწოდებლებისგან შეძენილ კარაქში ცხიმის შემცველობა შეადგენდა არანაკლებ 82%-ს. უსაფუძვლოა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მიწოდებული ყველის პარამეტრები არ შეესაბამებოდა ამ სახის პროდუქტისადმი კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აპრილის N152 დადგენილებაში ცვლილებების შეტანამდე ყველი წარმოადგენდა რძისაგან ან/და მშრალი რძისაგან (რძის ფხვნილი) დამზადებულ ნაწარმს, რისი გათვალისწინებითაც მოსარჩელეთა განცხადება შპს „--–--ი’’-ს მხრიდან სახელშეკრულებო მოთხოვნების დარღვევის თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. საყურადღებოა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში მოპასუხის მხრიდან წარმოებდა მუდმივი მონიტორინგი შპს „--–--ი’’-ს მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაზე. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში მოწმდებოდა მიწოდებული სურსათის შესაბამისობა სახელშეკრულებო პარამეტრებთან და კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ჩატარებული შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა მიწოდებული კვების პროდუქტების შეუსაბამობა არსებულ მოთხოვნებთან ფიზიკო-ქიმიური თუ ბაქტერიოლოგიური თვალსაზრისით. შპს „--–--ი’’-ს, როგორც სანდო საქმიანი პარტნიორის, რეპუტაციას ადასტურებს თავად მოსარჩელეები მის მიერ ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულების ფაქტით.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,, ელფი“- ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი“-ს შპს ,---–--ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 18 370.45 ლარის და პირგასამტეხლოს 1386 ლარის გადახდა; შპს ,---–--ი’’-ს სარჩელი ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 3 195 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; არ დაკმაყოფილდა ააიპ ,------–---- №-- ს----–--- ბ--------ი’’-ს შეგებებული სარჩელი შპს ,---–--ი’’-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე; (იხ.გადაწყვეტილება)
12. შპს ,, ელფი“- ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
12.1. აპელანტის განმარტებით, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აპელანტის მიერ მოპასუხეებისათვის მიწოდებული პროდუქტი "იმერული" დამზადებული იყო არა ნატურალური, არამედ აღდგენილი რძისაგან, მაგრამ თვლის, რომ აღნიშნული არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ხსენებული პროდუქტი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით დადგენილი პროდუქტ ყველის მახასიათებლებს. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება რომლითაც დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ აღნიშნული პროდუქტი თავისი ქიმიური და ორგანოლეპტიკური შემადგენლობით განსხვავდებოდა მოპასუხეებისათვის ხელშეკრულებებით მისაწოდებელი პროდუქტისაგან, რისი გათვალისწინებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება აპელანტის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე მიაჩნია დაუსაბუთებლად.
იმ პირობებში როდესაც ვერ დასტურდება აპელანტის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი არ არსებობდა მოპასუხის მხრიდან საბანკო გარანტიების გამოთხოვის სამართლებრივი წინაპირობები. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების არსებობა არ აძლევს ბენეფიციარს უფლებას უპირობოდ აინაზღაუროს თანხა, რადგან მას ამ შემთხვევაში ეკისრება მეორე მხარის ქონებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების გამოჩენა სკ-ს 316-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. იმ შემთხვევაშიც კი თუ დადგინდება აპელანტის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, თვლის, რომ მოპასუხისათვის საბანკო გარანტიის სრული თანხის გადახდა ეწინააღმდეგება სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპს და იწვევს მის უსაფუძვლო გამდიდრებას. სსკ-ს 879-ე, 880-ე, 881-ე მუხლების თანახმად საბანკო გარანტია წარმოადგენს გარანტიის გამცემის გამოუთხოვად ვალდებულებას, გადაიხადოს საგარანტიო თანხა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. იგი წარმოადგენს უზრუნველყოფის საშუალებას, დამოუკიდებელი ვალდებულებაა და მისი პირობების თანახმად გარანტიის გამცემი ვალდებულია გადაიხადოს თანხა ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე. საბანკო გარანტიის, როგორც ძირითადი ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების მიზანია, დაიცვას ბენეფიციარი იმ რისკისგან, რომელიც დაკავშირებულია ვალდებულების არაჯეროვან ან საერთოდ შეუსრულებლობასთან. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო გარანტია გამოუთხოვად ვალდებულებას წარმოადგენს და გარანტორს ეკისრება ბენეფიციარის წინაშე მისი შესრულების ვალდებულება, თუკი ბენეფიციარის დაკმაყოფილების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა შესრულდა, შეწყდა სხვა საფუძვლით, ან ბათილია, წარმოიშობა ვითარება, როდესაც ბენეფიციარი საბანკო გარანტიიდან იღებს დაკმაყოფილებას ისე, რომ საერთოდ არ გააჩნია ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. საბანკო გარანტიის არააქცესორული ხასიათი არ ნიშნავს იმას, რომ ბენეფიციარი უფლებამოსილია დაიტოვოს მსგავსი შესრულება. ასეთ შემთხვევაში დგება უსაფუძვლოდ გადახდილის უკან დაბრუნების საკითხი, რომლის მოთხოვნის უფლებაც პრინციპალს გააჩნია სკ-ს 976 "ა" მუხლის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ საექსპერტო დასკვნებით თვალნათელია 2017 წლის 01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტისა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროდუქტ "ყველის" საბაზრო ფასს შორის არსებული სხვაობა შეადგენს 56.30 ლარს. შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით ამ ოდენობის ზიანის არსებობის შემთხვევაში მოპასუხის მიერ 3195 ლარის შემოსავლის მიღება განხილულ უნდა იქნეს მხარის უსაფუძვლო გამდიდრებად, რისი გათვალისწინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
13. ააიპ ,,თ---–--------------–-------------ის’’ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
13.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ განმარტა ის ფაქტი, რომ მხარეებს შორის სადავოს არ წარმოადგენდა შპს „--–--ის“ მიერ აპელანტისათვის პერიოდულად მიწოდებული ყველისა და კარაქის ხარისხი სამოქალაქო კოდექსით დადგენილი უხარისხო პროდუქტის ცნების ჭრილში. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსი უხარისხო პროდუქტის განმარტებას არ აკეთებს, შესაბამისად, რომელ ცნებაზეა საუბარი მხარისათვის ბუნდოვანი და გაუგებარია. მოცემულ შემთხვევაში, შპს „--–--სა“ და აპელანტს შორის არსებული დავა გამომდინარეობს იმ ფაქტობრივი მოცემულობიდან, რომ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვებულმა კომპანიამ, მოწინააღმდეგე მხარემ, არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ყველისა და კარაქის ნაცვლად, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი მომსახურებისას შემსყიდველს, ანუ აპელანტს მიაწოდა სახელშეკრულებო მოთხოვნებთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე კარაქისა და ყველისმაგვარი მასა. შესაბამისად, ის მიწოდებული პროდუქტი, რომელიც არ არის ყველი და კარაქი, რომელიც პირდაპირ არღვევს ხელშეკრულების პარამეტრებს, აკმაყოფილებს თუ არა რაიმე სტანდარტს, მოცემულ დავაში მნიშვნელოვანი საერთოდ არ არის, რადგან ხელშეკრულების შესრულების მიზნებისათვის, სხვა პროდუქტის მიწოდება ითვლება საერთოდ მიუწოდებლობად. უდავოა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველითა და კარაქით და შპს „--–--ის“ მიერ მიწოდებული პროდუქციით მცირეწლოვანი ბავშვის გამოკვება სრულიად განსხვავებული შედეგის მომტანია, თუნდაც მხოლოდ რძის კომპონენტის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე. უფრო მეტიც, ამ ერთი კომპონენტის ისეთი მნიშვნელოვანი ხელყოფით, როგორიც განხორციელებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ, მთლიანად კვების მენიუს ხარისხი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან საუბარია მცირეწლოვანი ბავშვების კვების რეჟიმზე, რომელიც შესყიდვის ეტაპზე დამუშავებულია სპეციალისტთა მიერ და გამოყვანილია იმ სავალდებულო მოთხოვნების დაცვით, რომელიც აუცილებელია ბავშვის ზრდისა და განვითარებისათვის. სწორედ ამ რისკის გამორიცხვას ემსახურება მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 4.1.5 პუნქტით დადგენილი ვალდებულება, რომ მიმწოდებელმა არ განახორციელოს მენიუში თვითნებური ცვლილებები და ნებისმიერი ცვლილება შეათანხმოს შემსყიდველთან. მოცემულ შემთხვევაში კი, ადგილი აქვს არა რაიმე უმნიშვნელო ცვლილებას, არამედ ორი პროდუქტის პრაქტიკულად სრულად ჩანაცვლებას. აპელანტის მხრიდან, შპს „--–--ის“ მიმართ წარმოშობილ პრეტენზიას საფუძვლად დაედო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნა ქ. თბილისის ს----–--- ბ--------ების სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. დასკვნისა და მისი დანართების თანახმად, დადგინდა რომ სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ ეთხოვა შპს „--–--ის“ მიერ აპელანტისათვის მიწოდებული პროდუქტის შემადგენლობის შედარება მხარეებს შორის არსებულ სახელშეკრულებო მოთხოვნებთან. ,,სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის Nო441 დადგენილების მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტის იმპერატიული ნორმის გათვალისწინებით, შესამოწმებელი სურსათის ეტიკეტზე დატანილი იყო პროდუქტის შემადგენელი ინგრედიენტების ჩამონათვალი. შესაბამისად, რაიმე დამატებითი კვლევის ჩატარება პროდუქტის შემადგენლობის დასადგენად საჭირო არ გამხდარა. მით უმეტეს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა პოზიციებითაც სადავო არაა ის ფაქტი, რომ ეტიკეტზე აღწერილი შემადგენლობა სრულად შეესაბამებოდა მიწოდებული პროდუქტის რეალურ შემადგენლობას. აღნიშნულ გარემოებას ასევე წერილობით ადასტურებს თავად მწარმოებელი კომპანია „ნ---------–--“, რომელიც განმარტავს, რომ შპს „--–--ისათვის“ მიწოდებული ე.წ. ყველი წლების განმავლობაში მზადდებოდა რძის ფხვნილისგან - აღდგენილი რძისაგან. მხარეთა მიერ კვლევა არ განხორციელებულა, რადგან მთავრობის დადგენილება პირდაპირ, ავალდებულებს მწარმოებელს ეტიკეტზე დაიტანოს პროდუქტის შემადგენლობა. თავად მწარმოებელი კომპანია ეჭვქვეშ არ აყენებს იმ გარემოებას, რომ სწორედ აღდგენილ რძეზე, ანუ რძის ფხვნილზე მზადდებოდა პროდუქტი, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდა შპს „--–--ი“ სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების საკვებად. პრობლემა მდგომარეობს არა ეტიკეტირების ტექნიკურ მახასიათებლებში, არამედ პროდუქტის შემადგენლობაში; მთავრობის #441 დადგენილებით მწარმოებელი ვალდებულია ეტიკეტზე დაიტანოს ნამდვილი და უტყუარი ინფორმაცია პროდუქტის შემადგენლობისა და სხვა მახასიათებლების შესახებ.
შპს „--–--ის“ მიერ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები მწარმოებლების წერილები, მტკიცება, იმის შესახებ რომ ყოველი მიწოდებისას პროდუქტი გადიოდა ლაბორატორიულ შემოწმებას, რომლებიც ადასტურებს, რომ მიმწოდებელმა ზუსტად იცოდა რა პროდუქტს იღებდა მესამე პირებისგან და შემდეგ აწვდიდა შემსყიდველს. სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლი ადგენს, რომ თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი. შესაბამისად, შპს „--–--ს“ არა მარტო უფლება ჰქონა შემსყიდველამდე პროდუქტის მიტანამდე შეემოწმებინა მესამე პირებისგან მიღებული პროდუქტის ნაკლი, არამედ იგი ვალდებული იყო სცოდნოდა თუ რა პროდუქტს ყიდულობდა და შემდეგ ყიდდა.
აპელანტის მითითების მიუხედავად, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შპს „--–--თან“ ანგარიშსწორების შეყოვნება განაპირობა ორმა გარემოებამ: შესრულების ნაკლის აღმოჩენამ და დათვლილი ზიანისა და გადასახდელი თანხის პროპორციამ. სამოქალაქო კოდექსის 442 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. აპელანტი აღიარებს, რომ გარდა კარაქისა და ყველის ღირებულებისა, დანარჩენ ნაწილში წარმოიშვა გადახდის ვალდებულება, თუმცა აღნიშნული ბევრად ნაკლები იყო შპს „--–--ის“ მიერ უსაფუძვლოდ მიღებული ანაზღაურებაზე. შესაბამისად, წარმოიშვა გაქვითვის უფლება და სამართლებრივი მოცემულობა. ეს კი გამორიცხავს მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
სამოტივაციო ნაწილი
14. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
15. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე მოსარჩელეს შპს „--–--ი"-ს მოთხოვნას წარმოადგენს მიწოდებული საგნის ღირებულების ანაზღაურება. პალატა აღნიშნავს, რომ სახეზეა შერეული ტიპის ხელშეკრულება, რომელიც ნარდობისა და ნასყიდობის ელემენტებს მოიცავს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის, თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. როგორც ნასყიდობის ასევე, ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობის წარდგენა შემკვეთისათვის. შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში, შემსრულებელს უნაკლო შესრულების წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა. სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლი კი ადგენს, თუ რა მიიჩნევა ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობად/შესრულებად, კერძოდ: ნაკეთობა/შესრულება ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:
15.1. 2017 წლის 17 აგვისტოს ა(ა)იპ „თ---–----------–------------------------------------ოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის G----------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა(ა)იპ „თ---–--------------–-------------სა“ და შპს „--–--ს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი შპს „--–--ი“ ვალდებული იყო 416 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით, უზრუნველეყო. ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება 104769.6 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 და 6.2 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობაზე განხორციელების უფლებამოსილება ა(ა)იპ „თ---–--------------–-------------ისა“ და ა(ა)იპ „თ---–----------–------------------------------------ოს“ შესაბამის სამსახურებს მიეკუთვნათ. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო გამოწვეული რისკი თავიდან ყოფილიყო აცილებული, მხარეებმა უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 3195 ლარის ოდენობით, გაითვალისწინეს. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო. ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს პირგასამტეხლო - სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ეკისრებოდა (ტომი I, ს.ფ. 19-24).
15.2 . 2017 წლის 14 სექტემბერს შპს „--–--სა“ და ა(ა)იპ „თ---–--------------–-------------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს „--–--ის“ მიერ შემსყიდველისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველისა და კარაქის ტექნიკური მახასიათებლები წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ მახასიათებლების იდენტურია.
15.3. 2017 წლის 14 სექტემბერს ა(ა)იპ „თ---–--------------–-------------სა“ და შპს „--–--ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს სს „ბაზის ბანკის“ საბანკო გარანტია NBB.14.09/07 გაიცა, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს „--–--ი“, ბენეფიციარი - ა(ა)იპ „თ---–--------------–-------------ი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა 3195 ლარით განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 39).
15.4. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „--–--ის“ მიერ ა(ა)იპ „თბილისის N-- ს----–--- ბ--------ისთვის“ 2017 წლის 01 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, მიწოდებული საქონლის ღირებულება 18370.45 ლარს შეადგენს (ტომი I, ს.ფ. 41-42).
15.5. ა(ა)იპ „თ---–--------------–-------------მა“ შპს „--–--თან“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო, უარი განაცხადა (ტომი I, ს.ფ. 43-44).
15.6. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის ს----–--- ბ--------ში შპს „--–--ის“ მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის N09/13005 თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი „იმერული“ ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა (ტომი I, ს.ფ 52-53).
16. სააპელაციო პალატა დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხესთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი „კარაქი“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით ამ პროდუქტისათვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა.
უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით კომპანიას ბ--------ებისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. ასევე უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბ--------ისთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც კონკრეტულ შემთხვევაში ბ--------ებს ეკისრებოდათ, ივარაუდება, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია: ცხიმის შემცველობა 80% (+/-0,5), თავისთავად, არც ყველა და არც ზოგიერთ პროდუქტთან მიმართებით, არ ნიშნავს რომ ცხიმის შემცველობა 80% ზე ნაკლები იყო. ხელშეკრულების დარღვევად კი სწორედ ისეთი პროდუქტის მიწოდება ჩაითვლებოდა, რომელშიც ცხიმის დამტკიცებული შემცველობა 80%-ზე ნაკლები იქნებოდა. შესაბამისად, მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, მისი არსობრივი კვლევის გარეშე ხელშეკრულების დარღვევის უპირობო პრეზუმფციას არ ქმნის.
ამ კუთხით, საქმის მასალებში წარმოდგენილია წერილობითი დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის ს----–--- ბ--------ებში შპს „--–--ის“ მიერ შესატანი პროდუქტის - კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვების თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამება. ამავე წერილებში მითითებულია, რომ მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0.5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის 441 დადგენილების „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ცილა, ნახშირწყლები მიეთითოს (ტომი I, 54-56).
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სხვა რაიმე დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის, დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით არ ჩატარებულა. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები არ არის შესწავლილი და მათგან გამომდინარე დარღვევა არ დგინდება. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტია შემოწმებული და მოპასუხის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად სწორედ ეტიკეტირების დარღვევაა მითითებული.
ამასთანავე, პროდუქტის შიგთავსის ხელშეკრულებასთან შესაბამისობის დასამტკიცებლად, საქმის მასალებში წარმოდგენილია მოსარჩელისთვის აღნიშნული პროდუქტის (კარაქის) მიმწოდებლის - შპს „აგროკონსორციუმი წეროვანის“ მიმართვა, რომლის თანახმადაც, მისი და მოსარჩელის ურთიერთობის მანძილზე, 2017 წლის ოქტომბრიდან სულ დაფასოებულია 29 105 კგ კარაქი, კერძოდ, ოქტომბრის თვეში - 9 900 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, ნოემბრის თვეში - 10 705 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, დეკემბრის თვეში - 2 400 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით და 6 100 კგ კარაქი 80.0% რძის ცხიმის შემცველობით. ამავე მტკიცებულების თანახმად, 80.0%-იანი ცხიმიანობის კარაქის დაფასოების შემდგომი კვლევისას, ასევე განმეორებითმა კვლევამ, აჩვენა, რომ მასში ცხიმის შემცველობა 80.0%-ს შეადგენდა. (ტომი 1, ს.ფ. 57)
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური, შეფასებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი - „კარაქის“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებების შეუსაბამობა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან არ დგინდება. ამიტომ დგინდება, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.
17. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ შპს „--–--მა“ ა(ა)იპ „თ---–--------------–-------------თან“, დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველის მიწოდების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა.
მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ბ--------ებისთვის მიწოდებული პროდუქტი, რომელიც ეტიკეტირებული იყო „იმერულის“ სახელწოდებით აღდგენილი რძისგან იყო დამზადებული. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები მისაწოდებელ ყველთან მიმართებით იდენტურ დათქმას ითვალისწინებდა, კერძოდ, კომპანიას ბაღისთვის პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი უნდა მიეწოდებინა.
„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტრირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასიური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე. ამდენად, მითითებული დებულებების შესაბამისად, ცალსახაა, რომ აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია. ვინაიდან სახელშეკრულებო სამართალი მხარეთა ნების ავტონომიაზე დაფუძნებული სამართალია და იგი Pacta sunt servanda-ს პრინციპის მოქმედებას ითვალისწინებს, სახელშეკრულებო დავების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გამოვლენილ ნებას და იმ პირობებს ექცევა, რომლის შესრულებაც მხარეებმა დადებული გარიგებით ივალდებულეს. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები მისაწოდებელი ყველის მახასიათებლებთან მიმართებით იდენტურია, შესაბამისად, რადგან მიმწოდებელმა პასტერიზებული რძის მაგივრად მიმწოდებელს აღდგენილი რძე მიაწოდა, პალატა ასკვნის, რომ შესრულება არაჯეროვანი იყო, რაც შემკვეთს კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა.
როგორც ზემოთმოყვანილ მსჯელობაში აღინიშნა, მხარეთა შორის მისაწოდებელი ყველის მახასიათებლები დეტალურად გაიწერა, რომელსაც მიწოდებული პროდუქცია ვერ აკმაყოფილებდა.
სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. იმავე კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.
18. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „--–--მა“ ხელშეკრულების ფარგლებში ბ--------ს შეთანხმებული საქონელი (განსხვავებული მახასიათებლების) მიაწოდა, ამ უკანასკნელს კი, შეთანხმებული ფასი არ გადაუხდია, ასევე, უდავოა, რომ ბ--------მა კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღო და დანიშნულებისამებრ გამოიყენა. ასევე, უდავოა, რომ ბ--------ს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვია. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ შემკვეთს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო საფუძვლიანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. მოცემულ დავაზე, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნილ ოდენობას 1386 ლარი წარმოადგენდა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საერთო ჯამში ვალდებულების მოცულობის, მოპასუხის მიერ შესრულების მიღებისა და ზიანის არარსებობის პირობებში, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
19. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ--------ების სასარგებლოდ გახმობილი საბანკო გარანტიების თანხის შპს „--–--ისთვის“ ანაზღაურების მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.
პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას.
შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში, კომპანიის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ერთ-ერთ მიწოდებულ პროდუქტთან მიმართებით დადგენილია , შესაბამისად, ვინაიდან საბანკო გარანტია გამოუხმობადი ხასიათის იყო და, თავისი არსით, შემკვეთს არაჯეროვანი შესრულებისგანაც იცავდა, პალატას მიაჩნია, რომ საბანკო გარანტიის თანხის მოპასუხისთვის დაკისრების ფაქტობრივ-სამათლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
20. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
21. საპროცესო ხარჯები
აპელანტების მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ააიპ ,,თ---–--------------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,---–--ი’’-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა
მიხეილ გოგიშვილი