განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.07.2019
საქმის ნომერი
330310018002270368
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002270368

საქმე №3ბ/1134-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

09 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე- მარიამ ცისკაძე

მოსამართლეები - გელა ბადრიაშვილი

ნინო ქადაგიძე

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ზ--------------------–-–----------–-–--

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

1.სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ--------------------–-–----------–-–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა შემდეგი: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის N 1--------- გადაწყვეტილება; დაევალოს სსიპ სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ--------------------–-–----------–-–--ისათვის საქართველოს მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

2.1. ე----ის რესპუბლიკის მოქალაქემ ზ--------------------–-–----------–-–--მა (Z----------------------------, დაბ: 2--------- წელს, ე----ში, პასპორტის N A-------) 2017 წლის 02 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემა.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 21 მარტის №1--------- გადაწყვეტილებით ზ--------------------–-–----------–-–-ს უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაასაჩივრა ზ--------------------–-–----------–-–--მა.

 

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ზ--------------------–-–----------–-–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 21 მარტის №1--------- გადაწყვეტილება და მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ--------------------–-–----------–-–--ისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით (ს.ფ. 106-109, 122-132, 146-147).

 

2.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №0-------- წერილის თანახმად სააგენტოსთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის №3-------- გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი ცნობილი გახდა 2017 წლის 18 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის №2----- წერილით (ს.ფ. 134).

 

2.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2017 წლის 20 დეკემბრის №0-------- წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისაგან განმეორებით გამოითხოვა ინფორმაცია, არსებობდა თუ არა მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები.

 

2.5. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2017 წლის 22 დეკემბრის M---------------- წერილის თანახმად, დეპარტამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით მოსარჩელე ზ--------------------–-–----------–-–--ისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიიჩნია (ს.ფ. 143-145).

 

2.6. ზ--------------------–-–----------–-–--ი 2----–-–----------იდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე - ნ----------–---–თან (ს.ფ. 117).

 

2.7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილებით, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ზ--------------------–-–----------–-–--ს უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე (ს.ფ. 148-149).

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-6-7-ე მუხლებით, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-14-15, მე-18 მუხლებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-3, მე-10, მე-13 მუხლებით, საქართველოს კანონის ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-6-7 მუხლებით.

 

4.1 პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, უცხოელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

4.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2017 წლის 22 დეკემბრის MIA 9-------------- წერილში ასახულ უარყოფით დასკვნას საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რომლებიც არც ერთი მხარის მიერ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის. ამიტომ, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცემისას შეემოწმებინა წერილის საფუძვლად მითითებული გარემოებები და დოკუმენტაცია. ამდენად, ცალსახაა, რომ სააგენტოს სადავო გადაწყვეტილების მოტივირება ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტების გამოყენებით, შეესაბამება კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

4.3. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად. გადმოცემული ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. აღნიშნული ინფორმაციის გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვითა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებული ფაქტები არ აისახა სასამართლო გადაწყვეტილებაში. აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რის მისაღწევადაც მას მინიჭებული აქვს იგი.

 

5.1. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ზ--------------------–-–----------–-–--ისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ზ--------------------–-–----------–-–--ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ--------------------–-–----------–-–--ის წარმომადგენელმა, რომელმაც სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

6.1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, კონტრდაზვერვითი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმებიდან გამომდინარე მის საქმიანობას მიკუთვნებული კომპეტენციის გათვალისწინებით, პირზე მოპოვებული ინფორმაცია შესაძლებელია იყოს მხოლოდ იმდაგვარი სახის ქმედებები, რომელიც იწვევს სისხლისსამართლებრივ დევნას, ან ქვეყნიდან გაძევებას.

 

6.2 სააპელაციო საჩივრის თანახმად, აპელანტი წლების განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში, სწავლობს მაგისტრატურაზე, მუშაობს, ჰყავს მეუღლე და ელოდება შვილს, ამდენად არანაირი დაბრკოლება არ არსებობს მისთვის მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გასაცემად.

 

6.3 აპელანტის მითითებით, რამოდენიმე თვით ადრეც ეთქვა მოსარჩელეს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი, თუმცა სასამართლოში აღნიშნული აქტის გასაჩივრების შემდეგ, სასამართლომ კონტრდაზღვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი არ იყო კანონშესაბამისი.

6.4 აღნიშნული პერიოდიდან გასულია რამოდენიმე თვე და მოსარჩელეს ამ ხნის მანძილზე საქართველო არ დაუტოვებია, ამდენად სააპელაციო საჩივრის ავტორისათვის გაუგებარია, თუ რა გარემოება გახდა ზ--------------------–-–----------–-–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

7. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ზ--------------------–-–----------–-–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

8. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

8.1. ე----ის რესპუბლიკის მოქალაქემ ზ--------------------–-–----------–-–--მა (Z----------------------------, დაბ: 2--------- წელს, ე----ში, პასპორტის N A-------) 2017 წლის 02 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემა.(ს.ფ. 106-109).

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 21 მარტის №1--------- გადაწყვეტილებით ზ--------------------–-–----------–-–-ს უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაასაჩივრა ზ--------------------–-–----------–-–--მა.( ს.ფ.146-147).

 

8.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ზ--------------------–-–----------–-–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 21 მარტის №1--------- გადაწყვეტილება და მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ--------------------–-–----------–-–--ისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით (ს.ფ. 122-132 ).

 

8.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №0-------- წერილის თანახმად სააგენტოსთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის №3-------- გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი ცნობილი გახდა 2017 წლის 18 დეკემბერს თბილსის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის №2----- წერილით (ს.ფ. 134).

 

8.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2017 წლის 20 დეკემბრის №0-------- წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისაგან განმეორებით გამოითხოვა ინფორმაცია, არსებობდა თუ არა მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. (ს.ფ. 143-144)

 

8.5. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2017 წლის 22 დეკემბრის M---------------- წერილის თანახმად, დეპარტამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით მოსარჩელე ზ--------------------–-–----------–-–--ისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიიჩნია (ს.ფ. 145).

 

8.6. ზ--------------------–-–----------–-–--ი 2----–-–----------იდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე - ნ----------–---–თან (ს.ფ. 117).

 

8.7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილებით, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ზ--------------------–-–----------–-–--ს უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე (ს.ფ. 148-149).

 

9.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ უცხოელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

9.2. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში ხელმძღვანელობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით, რომლითაც განსაზღვრულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. აღნიშნული საფუძველები ამომწურავია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ სამართლებრივი ნორმით მითითებული საფუძველი შეიძლება გახდეს უარის თქმის წინაპირობა და ეხმიანება კანონით განსაზღვრულ მიზანს - სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფას. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ან/და იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

 

9.3. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ხსენებული კანონი იმავე მუხლის მეორე პუნქტში განსაზღვრავს იმ კრიტერიუმების ამომწურავ ჩამონათვალს, თუ რას მოიცავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები: ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).

 

9.4. სააპელაციო პალატა მიუთითებს, იმავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს.

 

9.5. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ შემთხვევაში სწორედ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით ეთქვა უარი აპელანტს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. სადავო აქტის გამოცემის საფუძველი კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი გახდა, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ზ--------------------–-–----------–-–--ისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემა.

 

9.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბერის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა საიდუმლო ინფორმაცია ზ--------------------–-–----------–-–--ისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლის შესამოწმებლად. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი წარმოადგენს სწორედ კანონით გათვალისწინებულ დასკვნას, რომელიც მომზადებულია ოპერატიული საქმიანობის შედეგად.

 

9.7. სააპელაციო პალატა მიუთითებს. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

9.8. სააპელაციო პალატამ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ყოველმხრივ და სრულად გამოიკვლია და შეაფასა; რის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას,რის გამოც არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ზ--------------------–-–----------–-–--ისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. არ დაკმაყოფილდეს ზ--------------------–-–----------–-–--ის სააპელაციო საჩივარი;

 

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე: მარიამ ცისკაძე

 

მოსამართლეები: გელა ბადრიაშვილი

 

ნინო ქადაგიძე