განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-773-2019 წელი
№080100119002938035
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
9 დეკემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე კ------------- ბ------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
კ------------- ბ------ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, უ------ის მოქალაქე, ნასამარ-თლობის მქონე, მცხოვრები ქ. ქ-------–----------------------------ში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
aRwerilobiTi nawili:
კ------------- ბ------ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ოჯა-ხის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზი-კური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 5 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ-------–----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენით ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა კ------------- ბ------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის დას - ტ------- ბ------ას. კერძოდ, აგინებდა რა მას, რამდენჯერმე დაარტყა ხელი შუბლის არეში და ასევე ხის საზურგიანი სკამი, რომე-ლიც ტ------- ბ------ას მოხვდა მარჯვენა ხელის მტევანზე. კ------------- ბ------ის ქმედე-ბების შედეგად ტ------- ბ------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით კ------------- ბ-------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გ---–- ტ-------ემ, რომელიც ითხოვს კ------------- ბ------ის მი-მართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მისთვის სასჯელის განსაზღვრას აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მოწმე ს---–--- კ----------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 5 მარტს, შესული შეტყობინების საფუძველზე გავიდა უბნის ინსპექტორ გამომ-ძიებელ ლ---- მ-----–--ესთან ერთად. შეტყობინების ინიციატორმა ტ------- ბ------მა, გა-ნუმარტა, რომ მისმა ძმამ კ------------- ბ------მა მათი საცხოვრებელ სახლის სასტუმრო ოთახში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ თავის არეში ჩაარტყა მუშტი და შემდეგ დარტყა ხის საზურგიანი სკამი, რომელიც დაიმსხვრა.
მოწმე გ------- გ-------ემ დაკითხვისას განმარტა, რომ დაზარალებულმა ტ------- ბ------მა განუმარტა, რომ მისმა ძმამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყამდა სახის არეში, რის შემდეგაც ესროლა სკამი. ტ------- ბ------ას შუბლის არეში აღენიშნებოდა სიწითლე. შემ-თხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ამოღებულია სწორედ ის ხის ფრაგმენტები, რომლითაც კ------------- ბ------მა სცემა ტ------- ბ------ი.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტ------- ბ------ას სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფრავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხნაჟ-ღენთების სახით.
შესაბამისად ბრალდებულმა განახორციელა თუ არა ძალადობის ფაქტი უნდა შეფასდეს სა-ქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით. სხეულზე დაზიანებების არსებობა დადასტურდა ექსპერტიზის დასკვნით.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულმა კ------------- ბ-------მა, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივ-რებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკ-მაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა ტ------- ბ------ამ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის – ძმის, კ------------- ბ------ის წინააღმდეგ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატ-რულ-ინსპექტორმა გ------- გ-------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 5 მარტს საღამოს საათებში შევიდა შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ფაქტთან დაკავში-რებით, შემთხვევის ადგილზე მივიდა მეწყვილე პ----- ბ---------სთან ერთად. მისამართზე მათ დახვდა შეტყობინების ინიციატორი ტ------- ბ------ა და მისი დედა. მოწმის განმარ-ტებით შესასვლელ ოთახში ჩხუბის კვალი აღინიშნებოდა, კერძოდ კი დამტვრეული იყო სკამი და ალკოჰოლის მძაფრი სუნი იგრძნობოდა. დაზარალებულმა ტ------- ბ------ამ მათ განუმარტა, რომ მისმა ძმამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყამდა სახის არეში, რის შემდეგაც ესროლა სკამი. ტ------- ბ------ას შუბლის მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა სი-წითლე. გამოიცა შემაკავებელი ორდერი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების დეტექტი-ვის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ---- ც----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 5 მარტს, პოლიციის მეოთხე განყოფილების სამორიგეო ნაწილში 112-დან მიღებული იქნა შეტყობინება, ინიციატორი ტ------- ბ------ა უთითებდა მისი ძმის მხრიდან განხორციე-ლებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გამოიკითხა დაზარალებული, ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და მისივე თანხმობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით. ასევე დაზარალებულის მითითებით საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა ხის სკამი დაზიანებულ მდგომა-რეობაში, რომელზეც ტ------- ბ------ამ განმარტა, რომ სკამი დაარტყა მისმა ძმამ. მოწმის განმარტებით 2019 წლის 6 მარტს კ------------- ბ------ი დააკავეს ბრალდებულის სახით. თავად დაზარალებულს გააცნო დადგენილება, ასევე ბრალი წარუდგინა კ------------- ბ-------ს, მანვე გამოკითხა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ს---–--- კ----------–---–ი და პატ-რულ-ინსპექტორი გ------- გ-------ე. მოწმემ განმარტა, რომ მათ დაზარალებული დახვ-დათ აღელვებული, შეშინებული, ტიროდა და განმარტა, რომ ძმამ მიაყენა ფიზიკური შეუ-რაცხყოფა. დაზარალებულს აღენიშნებოდა ნაჭდევები თავის არეში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინს-პექტორ-გამომძიებელმა ს---–--- კ----------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ბრალდებულ კ------------- ბ------ს იცნობს დაახლოებით ორი-სამი წელია. რადგან მათ ოჯახში არაერთხელაა ნამყოფი გამოძახებაზე და კ------------- ბ------ის მიმართ რამდენ-ჯერმე ჰქონდა გამოცემული შემაკავებელი ორდერი, ვინაიდან უთანხმოება ჰქონდა დას-თან, ტ------- ბ------ასთან. 2019 წლის 5 მარტს საღამოს საათებში შეტყობინების საფუძ-ველზე გამოცხადდნენ მათ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ-------------------------------ში, ვინაიდან ტ------- ბ------ამ ითხოვა დახმარება, მისამართზე მისულ პოლიციის თანამ-შრომლებს სახლში დახვდა ტ------- ბ------ა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა ცემის კვალი და განმარტა, რომ მისმა ძმამ ისევ ანალოგიური ჩაიდინა, არ ეშვება, მთვრალია, სცემა და გაიქცა სახლიდან. აღნიშნულის გამო ტ------- ბ------ა გადაყვანილ იქნა განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინს-პექტორ-გამომძიებელმა შ----- ც---–---ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის მარტის თვეში, თათბირზე მისთვის ცნობილი გახდა, რომ გამოძიება დაიწყო საქართვე-ლოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კ------------- ბ------ის მიმართ და მიიღეს დავალება, რომ უნ-და მომხდარიყო ამ პირის დაკავება, ვინაიდან იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. შ------ ც---–---ემ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების დე-ტექტივის თანაშემწე- გამომძიებელ ბ----- ე-–----სთან ერთად აღნიშნული პირი 2019 წლის 6 მარტს დააკავა ნიკეას ქუჩის №19-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს საათებში, მოწმის განმარტებით კ------------- ბ------ს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ირკვევა, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში 2019 წლის 5 მარტს დაიწყო გამოძიება ქ. ქ-------–----------------------------ში მცხოვრებ ტ------- ბ------ას სიტყვიე-რი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმამ, კ------------- ბ------მა.
საქმეში არსებული, დანაშაულის შესახებ №------ შეტყობინების თანახმად, 2019 წლის 5 მარტს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში შევიდა ინიციატორ ტ------- ბ------ას შეტყობინება, რომელმაც განაცხადა, რომ მასზე იძალადა, ცემა ძმამ, კ------------- ბ------მა.
საქმეში არსებული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ 2019 წლის 6 მარტს 01:29 – 01:40 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ტ------- ბ------ას სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა და-ზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალი-ზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშ-ლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
საქმეში არსებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერე-ბა მიმდინარეობდა 2019 წლის 6 მარტს 01:40 საათიდან 02:10 საათამდე დროის პერიოდში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ქ-------–----------------------------ში განთავ-სებული ხუთ სართულიანი კორპუსის მეორე სართულზე და ეკუთვნის ტ------- ბ------ას. სასტუმრო ოთახში კედელთან დგას საწოლი, რომელთანაც იატაკზეა დაზიანებული ხის სკამის ფრაგმენტები, ტ------- ბ------ას განმარტებით აღნიშნული სკამი მისმა ძმამ კ-------------- ბ------მა მას დაარტყა სახის არეში.
ექსპერტებმა შ--–-- გ--------ემ და გ------ ხ------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ქუთაისის საქა-ლაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომ-ძიებელ ბ----- ე-–----ს მიერ 2019 წლის 6 მარტს 18:00 საათზე ქ. ქ-------–---------------------ში მდებარე შენობის წინამდებარე ტერიტორიაზე კ------------- ბ------ი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი და საქმეში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენის გამო-ტანისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულე-ბათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა კ------------- ბ------ის მი-ერ ტ------- ბ------ას მიმართ ძალადობის ფაქტის ჩადენაში შესაბამისად ერთმნიშვნელოვ-ნად ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
კ------------- ბ------ის მიერ ტ------- ბ------ას მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ირიბი მოწმეების – გ------- გ-------ის, ს---–--- კ----------–---–ის, შ----- ც---–---ის, ბ----- ე-–----ს, გ------ ხ------ს და შ--–-- გ--------ის ჩვენებები. ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და გადმოსცემენ ტ------- ბ------ას მიერ მიწოდე-ბულ ინფორმაციას. ამდენად, მათი ჩვენებები ირიბი ჩვენებებია, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ რამდენად უტყუარია მათთვის ტ. ბ------ას მიერ მიწოდებული ინფორმა-ცია.
თავად ტ------- ბ------ამ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მის-ცა სასამართლოს ჩვენება ძმის – კ------------- ბ------ის წინააღმდეგ. შესაბამისად - სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კ------------- ბ------ის მიერ და-ნაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
რაც შეეხება საქმეში არსებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მართა-ლია აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია ტ------- ბ------ას სხეულზე დაზიანების არსებობა, მაგრამ რა ვითარებაში მიიღო მან აღნიშნული დაზიანება, კ------------- ბ-------ის ძალადობრივი მოქმედებით, თუ სხვა ვითარებაში, ამის მადასტურებელი მტკიცებუ-ლებები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ კ------------- ბ------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა კ------------- ბ------ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულის ჩადენაში, არ არსებობს სახელმ-წიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი კ-------------- ბ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი კ------------- ბ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
კ------------- ბ------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდ-გენილ ბრალდებაში.
გამართლებულ კ------------- ბ------ს განემარტოს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
კ------------- ბ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქ-მებულია.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები CD დისკზე შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხის სკამის ნამსხვ-რევები განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღენბის შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili