განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.12.2019
საქმის ნომერი
330310019002908147
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310019002908147

საქმე №3ბ/2622-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

10 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პ-------–-----ი სამსახური

წარმომადგენელი - ნ--- ა------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ------ უ-------–--ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება;

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის გ-------–-------------------ის 2----–-–---------------–ის №--- ბრძანება, მ------ უ-------–--ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პ-------–-----ი სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, მ------ უ-------–--ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის ე------------------------–---–---------------------------------–--ში გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;

 

1.3. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პ-------–----- სამსახურს მ------ უ-------–--ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის 980 ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურება, 2----–-–---------------–იდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით მ------ უ-------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის გ-------–-------------------ის 2----–-–---------------–ის №--- ბრძანება, მ------ უ-------–--ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში. მ------ უ-------–--ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. დადგენილია, რომ მ------ უ-------–--ე საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში დასაქმებული იყო 2----–-–------------დან, სხვადასხვა თანამდებობაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თ-------------ის 2----–-–-------------- №------– ბრძანებით, ამავე დეპარტამენტის ს------------------------------–-----------------------–-------------–------------ის მოვალეობის შემსრულებელი, ი------–-----–----------ი მ------ უ-------–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თ-------------ის 2----–-–----------------ის №-------– ბრძანებით, მ------ უ-------–--ე დაინიშნა ამავე დეპარტამენტის ს------------------------------–------------–------------–-------------–------------ის თანამდებობაზე, მოვალეობის შემსრულებლად და სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2-----–-–----------–--ის M----------------- ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გ--------–-----------------------------------------------–---------------------------–--------------------------------------------, ი------–------------ი - მ------ უ-------–--ე გადაყვანილ იქნა და დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პ-------–-----ი დეპარტამენტის გ--------–-----------------------------------------------–-----------------------------–------------------------------------------- თანამდებობაზე, 2----–-–--------–--იდან. მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში 1120 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამსახურის გავლის ნუსხა (ს.ფ. 59-70);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თ-------------ის 2----–-–----------ის №-------– ბრძანება (ს.ფ. 71);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თ-------------ის 2----–-–---------------ს №-------– ბრძანება (ს.ფ. 72);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თ-------------ის 2----–-–-----------------ის №-------– ბრძანება (ს.ფ. 73);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თ-------------ის 2----–-–------------ის ბრძანება (ს.ფ. 74);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თ-------------ის 2----–-–----------------------– ბრძანება (ს.ფ. 75);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თ-------------ის 2----–-–---------------ს №-------– ბრძანება (ს.ფ. 76);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თ-------------ის 2----–-–-------------- №------– ბრძანება (ს.ფ. 77);

- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თ-------------ის 2---------–-–----------------ის №-------– ბრძანება (ს.ფ. 78);

- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2----–-–--------------–ის №------– ბრძანება (ს.ფ. 79);

- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თ-------------ის 2----–-–---------–--ის №-------– ბრძანება (ს.ფ. 80);

- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თ-------------ის 2----–-–---------–---- №-------– ბრძანება (ს.ფ. 81);

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის M----------------- ბრძანება (ს.ფ. 82);

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2-----–-–----------–--ის M----------------- ბრძანება (ს.ფ. 83).

 

4.2. საქართველოს მთავრობის 2----–-–-----------------ის №---- განკარგულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის გ-------–------------------- მიეცა თანხმობა, სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდები განსაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.

 

სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის გ-------–----ი დ-----------ის 2--------–-–--------------------ის M------------------------- ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ს------–---------–-------------------–---------------ის 2----–-–--------------–ის №--- ბრძანება და დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, დანართი №1-ისა და დანართი №2-ის შესაბამისად.

 

სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის გ-------–----ი დ-----------ის 2--------–-–-----------------ის M---------------- ბრძანების დანართი №2-ის ამონაწერებით დგინდება, რომ ს---------ო ს-----------–ო ჩამოყალიბდა 456 საშტატო ერთეულით, მათ შორის: 1. ს----------------------–--- - 7 შტატით, სადაც გ---------–--------------ი იყო 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1460 ლარი,) ი-----------ი - 2 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1250 ლარი), უ-–--------------- ი-----------ი - 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1100 ლარი), 2. ს--–---–-----------–----–--------–---------------------------–----–-------------------–--- - 13 საშტატო ერთეულით, სადაც შ---------------------–---- უ-------ი იყო 1 საშტატო ერთეული (2400 ლარი), შ----ის (ს-----------–ოს) უ-------ის მოადგილე - 1 საშტატო ერთეული (2100 ლარი), უ-------ი ი-----------ი (----–---------------------------------–--------–----–---------------–-- - 1 საშტატო ერთეული (1130 ლარი), უ-------ი ი-----------ი (–------------------------------------–-- - 1 საშტატო ერთეული (1130 ლარი), ი-----------ი (-------------–------------ – 6 საშტატო ერთეული (1065 ლარი), უ-------ი ი-----------ი - 1 საშტატო ერთეული (1130 ლარი), ი-----------ი - 2 საშტატო ერთეული (1065 ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს მთავრობის 2-----–-–-------------------ის №---- განკარგულება, დანართი №1-ით (ს.ფ. 30-39);

- სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის გ-------–----ი დ-----------ის 2-------–-–-----------------ის M---------------- ბრძანება (ს.ფ. 112);

- ამონაწერები სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის გ-------–----ი დ-----------ის 2----–-–-----------------ის M---------------- ბრძანების დანართი №2-დან (ს.ფ. 113-114).

 

4.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ს--–---–--------------–----------------------------–----------------------------------–-----------------------------------------------–------------------------------–-----------------------------–--ის ი-----------ი მ------ უ-------–--ე, 2----–-–-------------ს გაფრთხილებულ იქნა 2----–-–---------------–იდან სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და შტატების მოსალოდნელი შემცირებიდან გამომდინარე, სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების/ დათხოვნის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2----–-–------------ის გაფრთხილება (ს.ფ. 25).

 

4.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალურ პ-------–----- სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, 2----–-–----------------–ს სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის ცალკეულ მოსამსახურეებთან, მათ შორის, პ-------–----------------------------–---–-----------–----–--------–---------------------------–-----------------–--------------------------------------------------–--- მოსამსახურეებთან გაიმართა გასაუბრება.

 

კომისიის თ-------------ემ პ-------–-----ი დეპარტამენტის ს--–---–-----------–----–--------–---------------------------–-----------------–-----------------------------------------------–ოს ყველა მოსამსახურეს განუმარტა, რომ „სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2----–-–---------------ის №--- ბრძანების შესაბამისად, გაუქმდა გ--------–---------------------------------–---–-----------–----–--------–---------------------------–--ები და ჩამოყალიბდა გ--------–--------------------------–--------------------------------–---–--------------------------------------------–--. ამასთან, განემარტათ ახალი სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები: ბ----–-------–-------------------–--------------------------------------–------------–-----------–----–---–-------------–----------------------------------–------------–---–----- ღონისძიებების განხორციელება. ასევე, განემარტათ ძირითადი ფუნქციებიც, კერძოდ, მშვიდობიან პერიოდში ყველა მოსამსახურე შეასრულებს ე--------ის ფუნქციას, ხოლო კრიზისული ვითარების, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს განახორციელებენ ი---------–-------------–---–---- ღონისძიებებს.

 

ამასთან, გასაუბრების მსვლელობისას მოსამსახურეებს დაესვათ შემდეგი ერთგვაროვანი კითხვები: რა არის მისი ფუნქცია-მოვალეობები, თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად; როდის გაიარა ფიზიკური მომზადება, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისა და შენახვის სპეციალური კურსი; ხედავს თუ არა თავს პ-------–-----ი დეპარტამენტის ე-------------ისა და ს--–---–------------------------------ი ს-----------–ოს მოსამსახურედ.

 

გასაუბრების ოქმიდან ამონაწერის თანახმად, ზემოხსენებულ კითხვებზე პასუხის გაცემა და ფუნქცია-მოვალეობების ჩამოყალიბება გაუჭირდათ მოსამსახურეთა ნაწილს, მათ შორის, პე------–----------------------------------–-----------------------------------------------–-----------------------------–---------------------------–--ის ი-----------ს - მ------ უ-------–--ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სპეციალური კომისიის 2-----–-–-----------------–ის გასაუბრების ოქმიდან (ს.ფ. 123-125).

 

4.4. საქართველოს მთავრობის 2----–-–---------------–ის №--- განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 2----–-–-----------------ის №---- განკარგულება. ამავე განკარგულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის გ-------–------------------- მიეცა თანხმობა განესაზღვრა სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდები, დანართი №1-ის შესაბამისად, 2-----–-–---------------–იდან.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის გ-------–-------------------ის 2----–-–---------------–ის №--- ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის გ-------–----ი დ-----------ის 2----–-–-------------------ის №---- ბრძანება და დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, დანართი №1-ის შესაბამისად.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის გ-------–-------------------ის 2----–-–---------------–ის №--- ბრძანების დანართი №1-ის ამონაწერით დგინდება, რომ ე-------------ისა და ს--–---–------------------------------ი ს-----------–ო ჩამოყალიბდა 555 საშტატო ერთეულით, მათ შორის, შ----ი (ს-----------–ო) – 95 შტატით, სადაც შეიქმნა ს----------------------–--- - 23 შტატით (გ---------–--------------ი იყო 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 2300 ლარი), მ-------------–-----------–---- – 12 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1290 ლარი), მ-------------–---------------- – 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1290 ლარი), მ-------------–--------------- – 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1290 ლარი), უ-–-----ი ი-----------ი (-–--------------------–-- – 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1100 ლარი), უ-–-----ი ი-----------ი (–-------------------–-- – 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო 1100 ლარი)).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს მთავრობის 2----–-–---------------–ის №--- განკარგულება, დანართი №1-ით (ს.ფ. 50-58);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის გ-------–----ი დ-----------ის 2-----–-–-----------------–ის №--- ბრძანება და ამონაწერი დანართი №1-დან (ს.ფ. 115-116).

 

4.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის გ-------–-------------------ის 2----–-–---------------–ის №--- ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საქვეუწყებო დაწესებულება -სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის პე------–----------------------------------–-----------------------------------------------–-----------------------------–---------------------------–--ის ი-----------ი, ი------–------------ი მ------ უ-------–--ე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის გ-------–-------------------ის 2----–-–---------------–ის №--- ბრძანება (ს.ფ. 26).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის გ-------–-------------------ის 2----–-–---------------–ის №--- ბრძანება, რომელიც მიღებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლოს უნდა შეემოწმებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, მიიჩნია რომ უნდა ემსჯელა შეესაბამებოდა, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელე მ------ უ-------–--ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

5.2. სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლომ ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განამრტა, რომ საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ი-----------ის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლომ განამრტა, რომ თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის მოსამსახურეებზე.

 

სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დგინდება, რომ მ------ უ-------–--ე დასაქმებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის პე------–----------------------------------–-----------------------------------------------–-----------------------------–---------------------------–--ის ი-----------ის თანამდებობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე უნდა გავრცელებულიყო მითითებული საკანონმდებლო აქტით დადგენილი რეგულაციები.

 

5.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2----–-–---------------ის №--- ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის დებულებაზე, რომლის მე-7 მუხლის შესაბამისად, სამსახურს ხელმძღვანელობს გ-------–-------------------ი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ და პ-------–-----ი დაწესებულების მოსამსახურეებს.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის გ-------–-------------------ის 2----–-–---------------–ის №--- ბრძანებით, ამავე სამსახურის პე------–----------------------------------–-----------------------------------------------–-----------------------------–---------------------------–--ის ი-----------ი, ი------–------------ი მ------ უ-------–--ე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილი/ გათავისუფლებულ იქნეს სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ ერთეულის, პ-------–-----ი დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო, ხოლო 34-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშუალო, უ-------ი ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკისათვის არ მიუღწევია.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, საკასაციო სასამართლო 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა რომ საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ცვლილება, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება და/ან გაუქმება, წარმოადგენს მოხელის გათავისუფლების საფუძველს, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. აქედან გამომდინარე, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თუ არა იმ საშტატო ერთეულის შემცირებას/გაუქმებას, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული, კერძოდ, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებული ცვლილების შედეგად, რა მდგომარეობაში დარჩა კონკრეტულად მისი საშტატო ერთეული.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის გ-------–-------------------ის 2----–-–-----------------ის M---------------- ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, ს---------ო ს-----------–ო ჩამოყალიბდა 456 საშტატო ერთეულით, მათ შორის: 1. ს----------------------–--- - 7 შტატით, სადაც გ---------–--------------ი იყო 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1460 ლარი,) ი-----------ი - 2 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1250 ლარი), უ-–--------------- ი-----------ი - 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1100 ლარი), 2. ს--–---–-----------–----–--------–---------------------------–----–-------------------–--- 13 საშტატო ერთეულით, სადაც შ----ის (ს-----------–ოს) უ-------ი იყო 1 საშტატო ერთეული (2400 ლარი), შ----ის (ს-----------–ოს) უ-------ის მოადგილე - 1 საშტატო ერთეული (2100 ლარი), უ-------ი ი-----------ი (ს---–------------------------------–------–----–------ დარგში) - 1 საშტატო ერთეული (1130 ლარი), უ-------ი ი-----------ი (–----------------------------------------–-) - 1 საშტატო ერთეული (1130 ლარი), ი-----------ი (-------------–------------ – 6 საშტატო ერთეული (1065 ლარი), უ-------ი ი-----------ი - 1 საშტატო ერთეული (1130 ლარი), ი-----------ი - 2 საშტატო ერთეული (1065 ლარი).

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ 2----–-–----------------–- განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, გაუქმდა გ--------–---------------------------------–---–-----------–----–--------–---------------------------–--ები და ჩამოყალიბდა გ--------–--------------------------–--------------------------------–---–--------------------------------------------–--.

 

ასევე მითითებული იქნა იმ გარემოებაზე, რომ ე-------------ისა და ს--–---–------------------------------ი ს-----------–ოში განისაზღვრა 555 საშტატო ერთეული, მათ შორის, შ----ი (ს-----------–ო) - 95 შტატით, ხოლო შ----ში (ს-----------–ო) შექმნილი ს----------------------–--- - 23 შტატით (გ---------–--------------ი იყო 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 2300 ლარი,) მ-------------–-----------–---- – 12 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1290 ლარი), მ-------------–---------------- – 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1290 ლარი), მ-------------–--------------- – 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1290 ლარი), უ-–-----ი ი-----------ი (-–-------------------–-- – 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1100 ლარი), უ-–-----ი ი-----------ი (–-------------------–-- – 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო 1100 ლარი)).

 

ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ რეორგანიზაციამდე ს---------ო ს-----------–ოში, რომელიც არსებობდა 456 საშტატო ერთეულით, შექმნილი იყო ს----------------------–--- - 7 შტატით და ს--–---–-------------–----–----------–---------------ი ს-----------–ოს შ----ი (ს-----------–ო) 13 საშტატო ერთეულით. ცვლილების შედეგად გაუქმდა მითითებული სტრუქტურული ერთეულები და ჩამოყალიბდა გ--------–--------------------------–--------------------------------–---–--------------------------------------------–--. ამასთან, მხოლოდ ეს უკანასკნელი ს-----------–ო ჩამოყალიბდა 555 საშტატო ერთეულით, მათ შორის, შ----ი (ს-----------–ო) – 95 შტატით და ამავე შ----ში (ს-----------–ო) ს----------------------–--- - 23 შტატით.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პ-------–----- სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, 2----–-–----------------–ს სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის ცალკეულ მოსამსახურეებთან, მათ შორის, პ-------–-----ი დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი ს-----------–ოს და გ--------–-------------------------------------------------–ოს მოსამსახურეებთან გამართული გასაუბრების ოქმზე. ოქმში ხაზგასმით დაფიქსირდა, რომ კომისიის თ-------------ემ პ-------–-----ი დეპარტამენტის ს--–---–-----------–----–--------–---------------------------–-----------------–-----------------------------------------------–ოს ყველა მოსამსახურეს განუმარტა, გ--------–---------------------------------–---–-----------–----–--------–---------------------------–--ების გაუქმებისა და გ--------–--------------------------–--------------------------------–---–--------------------------------------------–--ს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოსამსახურეებს განემარტათ ახალი სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები: ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანა და ექსტრადიცია, პ-------–----- დანიშნულებაში კრიზისული ვითარების მართვა, ინტერვენციისა და სპეციალური ღონისძიებების განხორციელება. ასევე, განემარტათ ძირითადი ფუნქციებიც, კერძოდ, მშვიდობიან პერიოდში ყველა მოსამსახურე შეასრულებს ე--------ის ფუნქციას, ხოლო კრიზისული ვითარების, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს კი განახორციელებენ ი---------–-------------–---–---- ღონისძიებებს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–-----------------ის №--- ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პ-------–-----ი დეპარტამენტის გ--------–---------------------------------ი ს-----------–ოს დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია მითითებული ს-----------–ოს ს---------ო ს-----------–ოს ფუნქციები, კერძოდ, ს---------ო ს-----------–ო: ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას/გადაყვანას და ექსტრადიციას პ-------–-----ი დაწესებულებებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის სხვა ადგილებში; ბ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის პროცესთან დაკავშირებული მატერიალურ-ტექნიკური საკითხების ორგანიზებას; გ) ამუშავებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანასთან/გადაყვანასთან დაკავშირებული სამართლებრივ დოკუმენტაციას და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ერთეულს; დ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას უსაფრთხოებას; ე) სავარაუდო ან/და მოსალოდნელი საფრთხის არსებობისას უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უზრუნველყოფს ბადრაგირების ჯგუფის გაძლიერებას დამატებითი შიდა ან/და გარე რესურსებით; ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ს-----------–ოში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და შესაბამის რეაგირებას; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში შეიცვალა საჯარო დაწესებულების სტრუქტურა, თუმცა გაუქმებული სტრუქტურული ერთეულების მსგავსი ფუნქციებით ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეული, რაოდენობრივად გაზრდილი საშტატო ერთეულებით. ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მიუხედავად მითითებული სახით განხორციელებული ცვლილებებისა, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება მ------ უ-------–--ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, რომ არ უმსჯელია უშუალოდ მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული მთლიანად გაუქმდა, რაოდენობრივად შეიცვალა (გაიზარდა/შემცირდა) თუ უცვლელად დარჩა, ანდა ახლადშექმნილს სტრუქტურულ ერთეულში არსებობდა თუ არა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა.

 

5.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლო მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ შტატის შემცირების შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, რათა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება, ასეთ დროს ის ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამისი აქტის გამოცემისას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება არ შეიცავდა არანაირ დასაბუთებას და არ იძლეოდა გადაწყვეტილების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას. სასამართლომ აღინიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელე სამსახურიდან დათხოვნილ იქნა იმ სტრუქტურულ ერთეულში შტატების შემცირების გამო, რომელიც ახლებურად ჩამოყალიბდა და ამასთან, რაოდენობრივად გაზრდილი საშტატო ერთეულებით. შესაბამისად, ასეთ პირობებში გაურკვეველი იყო რა გარემოებებს დაეყრდნო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მ------ უ-------–--ის გათავისუფლების შესახებ ბრძანების მიღებისას.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია სპეციალური კომისიის გასაუბრების ოქმს და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეალურად ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას და ადმინისტრაციული ორგანო იძულებული იყო ინდივიდუალურად შეეფასებინა მასთან დასაქმებული ყველა პირი, თუ რომელ მათგანს გააჩნდა უპირატესობა სამსახურში დარჩენასთან დაკავშირებით, მაშინ მას ეკისრებოდა ვალდებულებაც წინაწარ განესაზღვრა, თუ რა კრიტერიუმებით მოხდებოდა ამ პირთა შეფასება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ვერ გაიზიარა სპეციალური კომისიის გასაუბრების ოქმში დაფიქსირებული ის გარემოება, რომ ოქმში მითითებულ კითხვებზე მ------ უ-------–--ეს პასუხების გაცემა და ფუნქცია-მოვალეობების ჩამოყალიბება გაუჭირდა. გარდა იმისა, რომ შეფასებითია გასაუბრების პროცესი და საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ხსენებული გასაუბრების ოქმით არ დასტურდება კონკრეტულად დასმული კითხვების შინაარსი ან/და მოსარჩელის მხრიდან მათზე გაცემული პასუხები, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ გასაუბრების შედეგებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აუცილებელი იყო დასაქმებული პირების შეფასების კრიტერიუმების წინასწარ განსაზღვრა და გასაუბრების პროცესის ობიექტურად წარმართვის დამადასტურებელი დოკუმენტის შექმნა.

 

5.5. სასამართლომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელად უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებული იყო აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

5.6. სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების პირობებში მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის გ-------–-------------------ის 2----–-–---------------–ის №--- ბრძანება მ------ უ-------–--ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში.

 

5.7. სასამართლომ მოიხმო „სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ იქნა დათხოვნილი/გათავისუფლებული, ექვემდებარება სამსახურში აღდგენას, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებული პირის განცხადება სამსახურში აღდგენის შესახებ.

 

ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლომ განამრტა, რომ სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ არაკანონიერად ცნობის შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე ექვემდებარება სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს ამბობს სამსახურში აღდგენაზე. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ ბათილად ცნობა არ იწვევს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნასთან/გათავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს მის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში აღდგება. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.

 

სასამართლომ მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით განმარტა, რომ ვინაიდან სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება, მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და ამავე დროს, მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნები სამსახურში აღდგენასა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

6.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სასამართლოს მიერ 2019 წლის ივლისის მიღებულ გადაწყვეტილებას მ------ უ-------–--ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

 

აპელანტი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ამასთან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სამართლებივი შეფასების დროს გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. აპელანტი განმარტავს, რომ რეორგანიზაცია იმ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს გათავისფულების საფუძველი, თუ მას არ ახლავს პოზიციების შემცირება. მისივე განმარტებით, რეორგანიზაციის მიზანია ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდა და არსებული რესურსების მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენება.

 

აპელანტი განმარტავს, რომ განხორციელებულმა რეორგანიზაციამ გამოიწვია სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის ახალი საშტატო რიცხოვნების დამტკიცება. განხორციელებული ცვლიელების თანახმად რეორგანიზებულ იქნა გ--------–----------------------------------ი ს-----------–ო რასაც მოჰყვა შტატების შემცირება და რამაც განაპირობა მ------ უ-------–--ის თანამდებობიდან გათავისუფლება.

 

7. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა პირველყოვლისა აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პ-------–----- სამსახურს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადამინისტრაციული კოლეგიის 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, შესაბამისად, პალატა მსჯელობს სწორედ გადაწყვეტილების ამ ნაწილთან მიმართებით.

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

7.2. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

7.3. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)

 

7.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია დადგინდეს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ხომ არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით მ------ უ-------–--ეს უდავოდ ჰქონდა უფლება მიემართა სასამართლოსთვის. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მის შრომით ურთიერთობაზე ცალსახაა, რომ ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ შრომის უფლება საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული და გარანტირებული ადამიანის ძირითადი სოციალური უფლებაა. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის საფუძველზე, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის.

 

ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკური, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებას. ზემოაღნიშნული საერთაშორისო ნორმები იძლევა დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე.

 

ბრძანებების სამართლებრივი ანალიზი არ იძლევა საფუძველს დაადასტუროს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის მართებულობა იმის თაობაზე, რომ სახეზეა მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავსუფლების უპირობო და საკმარისი საფუძველი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2----–-–---------------ის №--- ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის დებულებაზე, რომლის მე-7 მუხლით მინიჭებული უფლებამოსიელბის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის გ-------–-------------------ის 2----–-–---------------–ის №--- ბრძანებით, ამავე სამსახურის პე------–----------------------------------–-----------------------------------------------–-----------------------------–---------------------------–--ის ი-----------ი, ი------–------------ი მ------ უ-------–--ე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან.

 

პალატა მოიხმობს „სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. ხოლო ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილი/ გათავისუფლებულ იქნეს სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ ერთეულის, პ-------–-----ი დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო, ხოლო 34-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშუალო, უ-------ი ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკისათვის არ მიუღწევია.

 

პალატა მიიჩნევს, რომ სრულიად მართებულად იქნა მოხმობილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილება), სადაც განმარტებულია, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.

 

პალატა იზიარებს მსჯელობას, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თუ არა იმ საშტატო ერთეულის შემცირებას/გაუქმებას, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული, კერძოდ, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებული ცვლილების შედეგად, რა მდგომარეობაში დარჩა კონკრეტულად მისი საშტატო ერთეული.

 

პალატა მიუთითებს საქმის მსალებით დადგენილ გარემოებაზე, რომ სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის გ-------–-------------------ის 2----–-–-----------------ის M---------------- ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, ს---------ო ს-----------–ო ჩამოყალიბდა 456 საშტატო ერთეულით, მათ შორის: 1. ს----------------------–--- - 7 შტატით, სადაც გ---------–--------------ი იყო 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1460 ლარი,) ი-----------ი - 2 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1250 ლარი), უ-–--------------- ი-----------ი - 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1100 ლარი), 2. ს--–---–-----------–----–--------–---------------------------–----–-------------------–--- 13 საშტატო ერთეულით, სადაც შ----ის (ს-----------–ოს) უ-------ი იყო 1 საშტატო ერთეული (2400 ლარი), შ----ის (ს-----------–ოს) უ-------ის მოადგილე - 1 საშტატო ერთეული (2100 ლარი), უ-------ი ი-----------ი (ს---–------------------------------–------–----–------ დარგში) - 1 საშტატო ერთეული (1130 ლარი), უ-------ი ი-----------ი (–----------------------------------------–-) - 1 საშტატო ერთეული (1130 ლარი), ი-----------ი (-------------–------------ – 6 საშტატო ერთეული (1065 ლარი), უ-------ი ი-----------ი - 1 საშტატო ერთეული (1130 ლარი), ი-----------ი - 2 საშტატო ერთეული (1065 ლარი).

 

დადგენილია ისიც, რომ 2----–-–----------------–- განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, გაუქმდა გ--------–---------------------------------–---–-----------–----–--------–---------------------------–--ები და ჩამოყალიბდა გ--------–--------------------------–--------------------------------–---–--------------------------------------------–--.

 

ამასთან, ე-------------ისა და ს--–---–------------------------------ი ს-----------–ოში განისაზღვრა 555 საშტატო ერთეული, მათ შორის, შ----ი (ს-----------–ო) - 95 შტატით, ხოლო შ----ში (ს-----------–ო) შექმნილი ს----------------------–--- - 23 შტატით (გ---------–--------------ი იყო 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 2300 ლარი,) მ-------------–-----------–---- – 12 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1290 ლარი), მ-------------–---------------- – 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1290 ლარი), მ-------------–--------------- – 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1290 ლარი), უ-–-----ი ი-----------ი (-–-------------------–-- – 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1100 ლარი), უ-–-----ი ი-----------ი (–-------------------–-- – 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო 1100 ლარი)).

 

უდავოა, რომ რეორგანიზაციამდე ს---------ო ს-----------–ოში, რომელიც არსებობდა 456 საშტატო ერთეულით, შექმნილი იყო ს----------------------–--- - 7 შტატით და ს--–---–-------------–----–----------–---------------ი ს-----------–ოს შ----ი (ს-----------–ო) 13 საშტატო ერთეულით. ცვლილების შედეგად გაუქმდა მითითებული სტრუქტურული ერთეულები და ჩამოყალიბდა გ--------–--------------------------–--------------------------------–---–--------------------------------------------–--. ამასთან, მხოლოდ ეს უკანასკნელი ს-----------–ო ჩამოყალიბდა 555 საშტატო ერთეულით, მათ შორის, შ----ი (ს-----------–ო) – 95 შტატით და ამავე შ----ში (ს-----------–ო) ს----------------------–--- - 23 შტატით.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–-----------------ის №--- ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პ-------–-----ი დეპარტამენტის გ--------–---------------------------------ი ს-----------–ოს დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეორგანიზაციის ფარგლებში შეიცვალა საჯარო დაწესებულების სტრუქტურა, თუმცა გაუქმებული სტრუქტურული ერთეულების მსგავსი ფუნქციებით ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეული, რაოდენობრივად გაზრდილი საშტატო ერთეულებით. ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მიუხედავად მითითებული სახით განხორციელებული ცვლილებებისა, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება მ------ უ-------–--ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, რომ არ უმსჯელია უშუალოდ მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული მთლიანად გაუქმდა, რაოდენობრივად შეიცვალა (გაიზარდა/შემცირდა) თუ უცვლელად დარჩა, ანდა ახლადშექმნილს სტრუქტურულ ერთეულში არსებობდა თუ არა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა.

 

პალატა, განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში მუშაობა თავის მხრივ, დაკავშირებულია დიდ პასუხისმგებლობასთან, რომელსაც მოსამსახურე უნდა იაზრებდეს და დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანო სათანადოდ უზრუნველყოფდეს დასაქმებულის შრომით ინტერესს, უფრო მეტიც უნდა ითვალისწინებდეს იმ შრომასა და ძალისხმევას, რასაც პირი სწევს სახელმწიფო/საჯარო ინტერესისთვის. ადმინისტრაციული ორგანო მისთვის მინიჭებულ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სამართლიანად და კეთილსინდისიერად უნდა მოქმედებდეს, უნდა იკვლევდეს საქმის გარემოებებს და ამის შემდეგ უნდა ირჩევდეს საკითხის გადასაწყვეტად საუკეთესო გზას. დისკრეციულობა არ არის ის უფლებამოსილება, რომელიც შესაძლებელია ზედაპირულად დასაბუთდეს. მას სჭირდება სათანადო უნდა დასაბუთება, რათა მეორე მხარე უფლებამოსილია იცოდეს შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

შტატის შემცირების შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, რათა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება, ასეთ დროს ის ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამისი აქტის გამოცემისას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების პირობებში, ცალსახაა, რომ სახეზეა სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის გ-------–-------------------ის 2----–-–---------------–ის №--- ბრძანების - მ------ უ-------–--ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბათილად ცნობისა და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები.

 

8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

9. პროცესის ხარჯები:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პ-------–-----ი სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა