განაჩენი

სისხლის სამართლის 16.12.2019
საქმის ნომერი
080100119003105754
ინსტანცია
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003105754

საქმე №1/ბ-780-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის – გივი კაპანაძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის – გ---–- ტ-------ის

მსჯავრდებულის – ნ-------- ი-----ის

ადვოკატის – ვ--–---- კ-------–---ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ნ-------- ი-----ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--–---- კ-------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ნ-------- ი-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------- ქ.ქუთაისში, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ---------–-----------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:

 

ნ-------- ი-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ნ-------- ი-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები _ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნამსხვრევები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-------- ი-----ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ---------–-----------------------ში, ნ-------- ი-----ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ----- ღ-----ს, კერძოდ, ხელი მოუჭირა მას კისერზე, რის შედეგადაც ნ----- ღ-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ-------- ი-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ--–---- კ-------–---მა, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ-------- ი-----ისათვის ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის ოდენობის 500 ლარამდე შემცირება, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, იგი ნასამართლობის არმქონეა, ჰყავს უმუშევარი ოჯახის წევრები, დაზარალებულთან შერიგებულია და ამ უკანასკნელს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ნ-------- ი-----ემ, ასევე მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ--–---- კ-------–---მა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა გ---–- ტ-------ემ ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ნ-------- ი-----ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--–---- კ-------–---ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ ნ-------- ი-----ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ ნ----- ღ-----ს და მოწმე ე------ი ი-----ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ-------- ი-----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტების უშუალო მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემცირების შესახებ, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: ნ-------- ი-----ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან პირველივე დაკითხვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება და ითანამშრომლა გამოძიებასთან, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა გარემოება გააჩნია. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100) თანახმად, ნ-------- ი-----ე დაავადებულია გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობით. საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 31 ივლისის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, დაზარალებულ ნ----- ღ-----ს არანაირი პრეტენზია არ აქვს ნ-------- ი-----ესთან და თანახმაა მასზე გავრცლდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია ნ-------- ი-----ისათვის ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის ოდენობის შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით ჯარიმის განსაზღვრა, რაც მოცემულ შემთხვევაში სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას _ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ნ-------- ი-----ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--–---- კ-------–---ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ნ-------- ი-----ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--–---- კ-------–---ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება სასჯელის ნაწილში.

 

3.ნ-------- ი-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4.განაჩენის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5.ცნობად იქნას მიღებული, რომ ნ-------- ი-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.

 

6.ნივთიერი მტკიცებულებები _ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნამსხვრევები, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/