განაჩენი

სისხლის სამართლის 23.12.2019
საქმის ნომერი
330100119003240392
ინსტანცია
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119003240392

საქმე №1ბ/1994-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 დეკემბერი, 2019 წ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა

 

თბილისის დ---------------------ს რაიონული პროკურატურის სტაჟიორი პროკურორის ნ--- მ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ი----- ს----–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებული: მ–--------------------------–--–--------–-------------–------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------------–----------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 12 ნოემბრის, განაჩენით ი----- ს----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ი----- ს----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ჩაითვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი----- ს----–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა,პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

ი----- ს----–---–მა უკანონოდ შეიძინა 17,43 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანა, რომელსაც 2019 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, თბილისში, ტ------------------–-------------------- ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილებისას, ასევე, უკანონოდ ინახავდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 12 ნოემბრის, განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დ---------------------ს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორმა ნ--- მ-----–-–---–მა და მოითხოვა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდა და არა პირობითად ჩათვლა. საჩივრის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვით და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას, როგორიცაა, დანაშაულის პრევენცია და დამნაშავის რესოციალიზაცია და მხოლოდ დანიშნული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესრულების შემთხვევაში მიიღწევა სასჯელის მიზნები, ასევე მნიშვნელოვანია სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობა.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. დაცვის მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი ასევე შესაგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის დ---------------------ს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორის ნ--- მ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი----- ს----–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან არც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და კვალიფიკაციას.

ამდენად საქმეზე შეკრებილი უდავო უმტკიცებულებების, კერძოდ თვითონ ი----- ს----–---–ის, მოწმეების: გ------- ჭ--–------–--–------–----------------–-------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით; ი----- ს----–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმით; ქიმიური ექსპერტიზის #-------------ქრ დასკვნით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N------- დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით - მომწვანო ფერის მცენარეული მასა დალუქულ მდგომარეობაში და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი----- ს----–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის დ---------------------ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--- მ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის რეალურად მოხდის თაობაზე, მას პალატა არ იზიარებს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს ი----- ს----–---–ი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ამასთან მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ამ გარემოებების გათვალისწინებით სწორად შეარჩია სასჯელის სახე და ზომა.

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ასევე მსჯავრდებულის წარსულის შეფასებაც. ი----- ს----–---–ი ნასამართლევი არ არის. ისეთი პირის მხრიდან კი, ვინც დანაშაული პირველად ჩაიდინა, რეციდივის მოლოდინი ნაკლებად სავარაუდოა და შეიძლება ითქვას, რომ არსებობს მხოლოდ მოსაზრების დონეზე. ამ მოცემულობისას, სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, მხედველობაში მიიღო, რომ არ არსებობს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, შესაბამისად მსჯავრდებულის პიროვნების, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირველი ნასამართლობაა, პროკურორის მოთხოვნა სცილდება სამართლიანობის ფარგლებს.

ამავდროულად სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. მოცემულ შემთხვევაში ი----- ს----–---–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა ჩადენილი დანაშაული და უდავოდ გახადა მტკიცებულებები, ამასთან არ არის ნასამართლევი. შესაბამისად სახეზეა სასჯელის პირობით ჩათვლის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის აღიარება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა. როგორც წესი, აღიარებით დანაშაულის ჩამდენი პირი ადასტურებს, რომ ის აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი, საზოგადებისათვის ზიანის მომტანი ქმედების უარყოფით ხასიათს და ცდილობს მისი შედეგების თავიდან აცილებას. ამავდროულად, დანაშაულის აღიარება ხელს უწყობს სრულყოფილ, ობიექტურ სამართალწარმოებას და სახელმწიფო რესურსის დაზოგვას. შესაბამისად ეს გარემოება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და მათ შორის სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტისას.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ი----- ს----–---–ს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულს ბრალდებაც ეთანხმება, რამდენადაც პროკურორის სააპელაციო საჩივარში მოთხოვნილია არა სასჯელის გამკაცრება, არამედ პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულისათვის მისი რეალურად მოხდის დაკისრება.

პალატა განმარტავს, რომ თუ მსჯავრდებული დაარღვევს პირობითი მსჯავრის პირობებს, ასეთ შემთხვევაში, პირობითი მსჯავრის გაუქმების და სასჯელის რეალურად მოხდის პროცედურა დადგენილია კანონით. განსახილველ შემთხვევაში რაიმე დარღვევაზე, ან თუნდაც ასეთის საფრთხეზე აპელანტი არ უთითებს. შესაბამისად სახეზეა მოცემულობა, რომლის თანახმადაც სასამართლომ გამოიყენა მისი უფლებამოსილება და დანიშნული სასჯელი ჩათვალა პირობით, რასაც აპროტესტებს ბრალდების მხარე. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების დანიშნულებიდან გამომდინარე, დამნაშავის მიერ სასჯელის მოხდა სახელმწიფოს თვითმიზაანი არაა. პირიქით, კანონმდებელი ახალისებს სასჯელის პირობითად მოხდას, თუ ამით მიიღწევა მისი პრევენციული მიზნები. აღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების არანაირი საფუძველი.

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 12 ნოემბრის, განაჩენი ი----- ს----–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის დ---------------------ს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორის ნ--- მ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 12 ნოემბრის, განაჩენი ი----- ს----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ი----- ს----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ი----- ს----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, ი----- ს----–---–ს დაევალოს, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ი----- ს----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.

 

ი----- ს----–---–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - თეთრ ქაღალდში გახვეული მომწვანო ფერის მცენარეული მასა და მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტში გახვეული მცენარეული მასა განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი