განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 120100119002820251
საქმე №1/ბ 1491-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: გ--–-----------------------–---–---–--
მსჯავრდებულის: შ-----–----–-----
ადვოკატის: ე--------------–----
მონაწილეობით,ა---––---- რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--–------------ და მსჯავრდებულ შ-----–----–----- ინტერესების დამცველი ადვოკატის ე--------------–---- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ-----–----–----- მიმართ, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0--------- წელს ა------–-- პ-------------- რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ა---------------–-------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ა---––---- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განაჩენით, შ-----–----–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით.
შ-----–----–----ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 ნოემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე ადგილმდებარე ლ----–- შ-----–----–----მ განზრახ ფეხი ჩაარტყა გ-----------–-–---–-- მფლობელობაში არსებულ ,------------ის მარკის, ,---------ის მოდელის, სანომრე ნიშნით: L------- ბორბლებიანი ტრაქტორის კაბინის კარების მინას და გატეხა აღნიშნული მინა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1800 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა---––---- რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--–------------ და მსჯავრდებულ შ-----–----–----- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე--------------–-----
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დამძიმება, კერძოდ, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.
დაცვის მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აპელანტის - დაცვის მხარის - მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლო განაჩენის დადგენისას დაეყრდნო დაზარალებულ შ-------------–-–---–-------------–--------- ჩვენებებს, რომლებიც წინააღმდეგობრივი ხასიათისაა, ასევე არასწორად შეაფასა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უნდა დადებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე შ-------------–-–---–-- უჩვენა, რომ ცხოვრობს დ-----------–- და სასოფლო საქმიანობას ეწევა ნ---–-–-. 2017 წლის 23 ნოემბერს, როდესაც ნ---–----- მიდიოდა ტრაქტორით, შეხვდა შ-----–----–----, რომელმაც სთხოვა, რომ წაეყვანა ლ----–-. შ-----–----–---- ნასვამი იყო, თუმცა გზაში კონფლიქტი არ ჰქონიათ, პირიქით მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ლ----–- მისვლისას, შ----- ტრაქტორის მარცხენა კარებს დაარტყა ფეხი და გატეხა მარცხენა მინა. როდესაც შეეკითხა: რატომ დაარტყიო, უპასუხა, რომ აუნაზღაურებდა. ამ ფაქტს შეესწრო ვ----–--------- ლ----–- ფერმასთან, რომელიც იდგა 10 მეტრის მოშორებით და დაინახა თუ როგორ ჩაარტყა შ-----–----–----მ მარცხენა ფეხი და დააზიანა ტრაქტორის მარცხენა მინა. მოწმის განმარტებით, თარიღი კარგად ახსოვს, რადგან გიორგობა იყო. ტრაქტორი მამამისის მფლობელობაში იყო, რომელიც ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ გადასცა სამუშაოდ.
მომხდარის შესახებ უამბო სიძეს, თ--------------- ხოლო ოჯახის წევრებს და კერძოდ, მამამისს დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, რადგან შ-----–----–---- შეპირდა, რომ ან ფულს მისცემდა, ან მინას მიუტანდა, მაგრამ ზიანი არ აუნაზღაურებია. შ-----–----–----- ქმედებით მის ოჯახს მიადგა 1800 ლარის ზიანი.
მოწმემ არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ შ-----–----–----- ოჯახსა და მათ ოჯახს შორის 2018 წლის იანვრიდან დაპირისპირება არსებობდა, ასევე არ უარყო ისიც, რომ 2018 წლის ზაფხულში შ-----–----–----მ მათ უჩივლა, რადგანაც მის საკუთრებაში არსებული მიწის ფართობი მამამისმა გ-----------–-–---–-- გათიბა, ხოლო ამ საჩივრის შეტანის შემდეგ მოხდა მამამისის მიერ შ-----–----–----- მიმართ პოლიციაში საჩივრის შეტანა.
მოწმე შ-------------–-–---–-- ჩვენების მიხედვით, ერთადერთი ფაქტის შემსწრე მოწმე იყო ვ----–--------- შესაბამისად მისი ჩვენება, შ-------------–-–---–-- ჩვენებასთან ერთად, უნდა ყოფილიყო შ-----–----–----- ბრალეულობის მამტკიცებელი პირდაპირი მტკიცებულება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ვ----–--------- მიერ მიცემული ჩვენება, ქმედების ჩადენის დროის თავალსაზრისით არსებით წინააღმდეგობაში მოვიდა შ-------------–-–---–-- ჩვენებასთან.
მოწმე ვ----–---------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ იცნობს გ--------–-------------–-–---–---- ასევე შ-----–----–----ს. თავად მუშაობდა ა------–--ლ----–-, ფერმაში მწყემსად. შემთხვევის დღეს ფერმაში ტრაქტორით მივიდნენ შ-------------–-–---–- და შ-----–----–----, რომლებიც ნასვამები იყვნენ. შ----- როდესაც ტრაქტორიდან ჩამოდიოდა, ტარაქტორის მარცხენა მინა მაშინ ჩაიმტვრა. ჩამოსვლის დროს ალბათ ფეხი მოუხვდა. შ----- უთხრა აგინაზღაურებო. მათ შორის ჩხუბი არ ყოფილა. თუმცა, მოწმემ კატეგორიულად განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი არ მომხდარა 2017 წლის 23 ნოემბერს, ვინაიდან მითითებულ დროს ის ფერმაში აღარ მუშაობდა. ვ----–---------- როგორც თავისუფალი თხრობისას, ისე დაცვისა და ბრალდების მხარის შეკითხვებზე, რამდენჯერმე განაცხადა, რომ ფერმაში მუშაობდა 2016 წლის გაზაფხულამდე, შემდეგ იქიდან წამოვიდა, მანქანა იყიდა და „რეისებში“ დადიოდა, ხოლო აღნიშნული ფაქტი მოხდა 2015 წელს(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 28.03.19; 14:32:40-14:33:31; 14:35:38-14:35:54; 14:36:13).
პალატა მოწმის ჩვენებაში მითითებულ დროის ასეთი ინტერვალით ცდომილებას ვერ მიიჩნევს მის „უნებლიედ შეცდომად“, ვინაიდან მან რამდენჯერმე მიუთითა, რომ დროსთან მიმართებაში არ ცდებოდა, რადგანაც მას შემდეგ, რაც 2016 წლის გაზაფხულზე ფერმიდან წამოვიდა და „რეისში“ დადიოდა, ზაფხულის თვეში საჯარიმო ქვითრები მიიღო, რასაც დღესაც ინახავს სახლში და შესაბამისად, 2017 წლის 23 ნოემბერს ლ----–- ვერ იქნებოდა.
მოწმე ვ----–--------- ჩვენება შესაბამისობაშია მოწმე გ---------------–---–-- ჩვენებასთან, რომელმაც სასამართლოში დაადასტურა, რომ შ-----–----–----ს იცნობს, ხოლო, ყ------–-–---–--- ეხმარებოდა ვეტერინალურ საქმიანობაში. მათი ფერმა ტერიტორიულად ლ----–- იყო. თავად დამხმარე მუშები ჰყავდა, რომლებიც იცვლებოდნენ. რამდენადაც ახსოვს, ვ----–-------- მასთან მუშაობდა 2014 წლიდან და 2016 წლის გაზაფხულამდე. 2017 წელს, როდესაც ფერმაში მუშაობა შეაჩერეს, ვ----–-------- მათთან აღარ მუშაობდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო მოწმე ვ----–--------- ჩვენების შეფასებისას მიუთითებს, რომ ის არის დაუინტერესებელი მოწმე და ადასტურებს არსებითი მნიშვნელობის - მინის ჩამტვრევის - ფაქტს, ხოლო დანაშაულის ჩადენის დრო დადგენილია დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით.
პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ასეთი სახით მსჯელობას, ვინაიდან მოწმის ჩვენება, წარმოადგენს ერთ მთლიან მტკიცებულებას და მისი ერთი ნაწილის გაზიარება და მეორესი არა, ეჭვქვეშ აყენებს მისი, როგორც მტკიცებულების სანდოობისა და უტყუარობის სტანდარტს. ამასთან, დანაშაულის ჩადენის დროის უტყუარად დადგენას, არსებითი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და მისი რეალობა ობიექტურ დამკვირვებელში ეჭვს არ უნდა იწვევდეს. რაც შეეხება დაზარალებულ გ-----------–-–---–-- მოწმეებს: ნ---------------–-–---–------------------------ რომლებზედაც განაჩენშია მითითებული, ისინი ფაქტის თვითმხილველი მოწმეები არ არიან. მათ სასამართლოს მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც მათთვის ცნობილი გახდა შ--------------–-–---–------ და ირიბ მტკიცებულებებს წარმოადგენენ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც საერთოდ უარყოფენ 2017 წლის 23 ნოემბერს, ლ----–-, შ-----–----–----- ყოფნის ფაქტს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე მ-----–------–---–-- უჩვენა, რომ 1999 წლის 20 ივლისიდან, რეგისტრირებულ ქორწინებაშია შ-----–----–----სთან და ცხოვრობენ მთა ნ---–-–-. მის მეუღლეს ედავებიან 2017 წლის 23 ნოემბერს ტრაქტორის დაზიანებას, რაც არარეალურია, ვინაიდან აღნიშნულ დროს მისი მეუღლე ლ----–- არ ყოფილა. 2017 წლის 19 ნოემბერს ის და შ-----–----–---- ერთად წამოვიდნენ მთიდან და ჩამოვიდნენ თბილისში, ექიმთან. სახლში შ-----–----–----- მამიდაშვილი დატოვეს, საქონლის მოსავლელად. 20 და 22 ნოემბერს, იყვნენ ექიმთან, ხოლო 23-ში ექიმმა არ მიიღო, რადგან დასვენების დღე იყო, შემდეგ 24-ში იყო კიდევ მისული და ტომოგრაფია გადაიღო. მოწმის განმარტებით, შ-------------–-–---–---- და მის ოჯახთან ჰქონდათ ძალიან კარგი ურთიერთობა. მათ შორის დაძაბულობა მოხდა გ-------------- მკვლელობის შემდეგ, რომლის დისშვილი იყო შ-------------–-–---–-, ხოლო შ-----–----–---- სიძე. ყ------–-–---–--- მათ ადანაშაულებდნენ მომხდარში, კერძოდ, თითქოს მათი წაქეზებით მოხდა ყველაფერი. 2018 წლის ივნისში ყ------–-–---–---ს მიმართ პოლიციის განყოფილებაში შეიტანა განცხადება, რადგანაც ისინი ლანძღავდნენ, ათას რამეს აბრალებდნენ და უნდოდა თავის დაცვა, ასევე შ----------------–-–---–-- მათი ნაკვეთი გათიბა. განცხადების შეტანამდე არც მასთან და არც მის მეუღლესთან არავინ არ მისულა პრეტენზიით ტრაქტორის დაზიანებაშთან დაკავშირებიოთ და არ მოუთხოვიათ ზიანის ანაზღაურება. მეუღლისათვის ბრალის წარდგენა გაიგეს პოლიციისგან, როდესაც შ---- დაიბარეს დაკითხვაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ა-–------------------ რომელმაც განმარტა, რომ 2017 წელის სექტემბერში ავიდა მთა ნ---–-–- და იქ იმყოფებოდა ზუსტად 3 თვე-ნახევრის განმავლობაში. ამ პერიოდში მის მამიდაშვილს - შ-----–----–----ს ეხმარებოდა მეურნეობაში, ფერმის შეკეთებაში და სხვა საქმეებში. ის ასევე იცნობს ასევე შ-------------- ყ------–-–---–---. 2017 წლის ნოემბერშიც იმყოფებოდა მთა ნ---–-–- და 2017 წლის 20-23 ნოემბერს შ-----–----–---- თავის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ვინაიდან ამ უკანასკნელს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა.
გარდა ამისა, მოწმე მ-----–------–---–-- ჩვენების სისწორე დასტურდება შპს „---------------–--- მიერ 2017 წლის 22 და 24 ნოემბერს მის მიმართ გაცემული სამედიცინო რეკომენდაციით, დანიშნულებით და ელექტროენცეფალოგრაფიის დასკვნით.
პალატა განმარტავს იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაზიარებული არ იქნება, მოწმეების მ-----–------–---–-- და ა-–----------------- ჩვენებები, ასევე შპს „---------------–--- მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია (მათი არგაზიარების რეალური საფუძველი კი არ არსებობს), კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივად რჩება მხოლოდ მოწმე შ-------------–-–---–-- ჩვენება, რომელიც ცალკე აღებული ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ შეიძლება დაედოს პირის მსჯავრდებას და გამამტყუნებელ განაჩენს.
კანონის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს. ასეთი მტკიცებულებები კი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
ამდენად, პალატა აანალიზებს, რა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები იძლევიან მხოლოდ ეჭვის საფუძველს, უტყუარად ვერ ადასტურებენ შ-----–----–----- ბრალეულობას და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo - რაც გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნოს, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (Barbera, Messegie and jJabardo v. Spain) პარ 77; (Lavents v. Latvia) პარ 125 და (Melich and Beck v. Gzech Republic) პარ.49.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
2. რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსაჯვრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე ვერ დაკმაყოფილდება, რადგანაც ამის არც ლოგიკური და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ამდენად, პალატა მიიჩნეს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საცვრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს
ა---––---- სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი შ-----–----–----- მიმართ უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ შ-----–----–----- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
2. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
3. ა---––---- სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი შ-----–----–----- მიმართ გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი;
3. შ-----–----–---- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
4. გამართლებულ შ-----–----–----ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ შ-----–----–----- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას შ-----–----–----- გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 3 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ა-----------------------–-–-----------------–------------------–--, საკადასტრო კოდი- 6------------
6. ნივთიერი მტკიცებულება:
,------------------ მოდელის ბორბლებიანი ტრაქტორი, სახ. ნომრით L----- დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი