განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002330219
საქმე №1ბ/1457-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ბესიკ ბუგიანიშვილი
მანუჩარ კაპანაძე
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: თ----------–-----–---–--
ადვოკატების: ქ------–------–-------------–------–------------------–---
მსჯავრდებულის: ვ-------------------
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ვ------------------- ინტერესების დამცველი ადვოკატების ქ------–------–-------------–------–---------------------–--- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-------------------------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–--------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------- უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: ქ---–------------------–---------–-----------------–---–------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით, ვ------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა)წლის ვადით.
მსჯავრდებულ ვ-------------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 იანვრიდან.
ვ------------------- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ-------–--–------------------------------------ში ვ------------------ და ამ ეტაპისათვის გამოძიებით დაუდგენელი პირი, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად თავს დაესხნენ მ--------–------- რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით მ--------–------ გასტაცეს ფულადი თანხა 390 (სამასოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ვ------------------- ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, რომლებმაც მოითხოვეს ვ------------------- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი, არაობიექტური და მიკერძოებული. მოსამართლემ არაობიექტურად შეაფასა დაზარალებულ მ--------–------ ჩვენება. განაჩენში მან არ ახსენა ძ--–------ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების ის ნაწილი, როდესაც მან პირველი დაკითხვის დროს არ დაასახელა ის ფაქტი, რომ ვ------------------- ნიღაბი ჩამოეწია და სახე დაინახა, მხოლოდ მეორე დაკითხვის დროს - 3 დღის შემდეგ, როცა გაიგო, რომ მის შვილს ვ------------------ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, აღნიშნა, რომ სახე დაუნახა ა----------- ასევე, დაზარალებულის განმარტებით, ეს გააკეთა იმ მიზნით, რომ ა------------ შური ეძია, ვინაიდან მისი შვილისთვის არაფერი ევნო შემდგომში. დაზარალებული არცერთ დაკითხვაზე არ ამბობს ხელთათმანები ეცვათ თუ არა თავდასხმელებს და ეს ფაქტიც მხოლოდ მას შემდეგ ახსენდება, როდესაც ვ------------------- ბიოლოგიური მასალა და ხელის კვლები აღმოჩენილი ვერ იქნა მის სახლში. საეჭვოა დაზარალებულის მიერ თავდამსხმელის ტანსაცმლის ფერზე მითითებაც, რომელიც განსხვავდება იმ მომენტში ვ------------------- ტანთმოსილი ტანსაცმლის ფერისაგან.
გარდა აღნიშნულისა, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის უპიობოდ გაზიარება და უტყუარ მტკიცებულებათ ჩთვლა არის სწორედ არაობიექტურობის და მიკერძოებულობის მანიშნებელი მაშინ, როდესაც ვ------------------ იმ ოჯახში ხშირად დადიოდა. შპს „---------------- გამოთხოვილი შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხის ამონაწერი ასევე აჩენს ეჭვს, ვინაიდან ვერ იძლევა პასუხს ა--------- ყაჩაღური თავდასხმის დროს იმყოფებოდა მამიდამისთან ფ------------–-- ქუჩაზე, თუ ყაჩაღობის ადგილზე ბ------------ ქუჩაზე. მითუმეტეს ე-–---------–---–---------------------------–---–- ადასტურებენ ყაჩაღური თავდასხმის დროს ვ. ა---------ს ფ------------–-- ქუჩაზე მათთან თონეში ყოფნის ფაქტს. სასამართლომ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად არ გაიზიარა ამ მოწმეების ჩვენებები და გაურკევევლია, რატომ მიიჩნია, რომ ისინი ერთმანეთს გამორიცხავდნენ. ასევე მოსამართლემ ტენდენციურად და მიკერძოებულად მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ არ გაეზიარებინა მოწმე ზ--------------–---–-- ჩვენება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საერთო ანალიზის გაკეთების შემდეგ აშკარაა, რომ სახეზე არ გვაქვს ერთმანეთთან შეჯერებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ვ------------------- ბრალეულობას.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა მ--------–------ განაცხადა, რომ 2018 წლის 22 იანვარს, დღის საათებში მან სახლიდან წაიღო 1000 აშშ დოლარი და გადაცვალა ლარში. შემდეგ შეხვდა თავის შვილს - გ----------–---–---–-- რომელმაც მიაკითხა კუთვნილი ავტომანქანით. გ------------ ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი - ვ------------------. დაზარალებულმა ავტომანქანაში ჩაჯდომისას შვილს გადასცა 2220 ლარი, სახლის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯებისათვის. დარჩენილი 300 ლარი დაიტოვა თავად. დაზარალებული დაბრუნდა სახლში, სადაც მარტო იმყოფებოდა. საღამოს, დაახლოებით ათის ნახევარზე შემოესმა კარზე კაკუნის ხმა. მის კითხვაზე თუ ვინ იყო, უპასუხა მამაკაცმა, რომ იყო მეზობელი. მან გააღო თუ არა კარი, ოთახში შევიდა ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთი იყო პისტოლეტით ხელში. ორივე მათგანს ეცვა შავი, მუქი ფერის ტანსაცმელი და ეკეთათ ხელთათმანები, ასევე შეიარაღებულ პირს ეფარა ნიღბის მსგავსი ამოჭრილი ქუდი. დაზარალებული შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ძირს დააგდო და პირი აუკრა წებოვანი ლენტით. მეორე თავდამსხმელი დადიოდა ოთახში აქეთ-იქით, ეძებდა რაღაცას და ხმას არ იღებდა. ამ უკანასკნელში მსხვერპლმა აღნაგობით და თვალებით ამოიცნო ვ------------------. მას ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი, ქუდი ჰქონდა ჩამოფარებული თვალებამდე, ხოლო ქურთუკის საყელო აწეული ჰქონდა სახეზე და მხოლოდ თავლები უჩანდა. შეიარაღებული მამაკაცი მისგან მოითხოვდა ფულს და ძვირფასეულობას. ამ დროს დაზარალებულმა შეძლო წამოდგომა, ჩამოიწია პირიდან წებოვანი ლენტი და უთხრა მათ, რომ სახლში არ ინახავდა ძვირფასეულობას ან ფულს და თუ რამეს იპოვნიდნენ, წაეღოთ. ვ------------------, რომელიც ხმას არ იღებდა, შევიდა მის საძინებელ ოთახში და მივიდა სწორედ იმ კარადასთან, სადაც მოწმე ზოგადად ინახავდა ფულს. საძინებელ ოთახში შესვლისას დაზარალებული ხედავდა ბრალდებულს, ამ დროს მას ჩამოეწია სახეზე აფარებული საყელო და მ--------–------ გარკვევით დაინახა ვ------------------- სახე პროფილში. იმ დროისათვის ეს უკანასკნელი წვერს ატარებდა. მოგვიანებით, დაზარალებულმა ჩანთიდან თავად ამოიღო 300 ლარი, რომელიც დღისით დაიტოვა, ასევე პირადი სახარჯო ფული 90 ლარის ოდენობით და გადასცა შეიარაღებულ მამაკაცს. ამ დროს მას დაურეკეს მობილურ ტელეფონზე და თავდამსხმელებს უთხრა, რომ შვილები ურეკავდნენ, ხოლო თუ არ უპასუხებდა, ისინი სახლში მიაკითხავდნენ დედას, რის გამოც მათ დაუჩქარეს წასვლა. სახლიდან გასვლისას დაზარალებულს უთხრა შეიარაღებულმა პირმა, რომ არავისთვის ეთქვა ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე და არც სამართალდამცავებისთვის მიემართა. ამ დროს დაზარალებულმა ბრალდებულის გასაგონად დააკონკრეტა შეკითხვა, რომ მისი შვილისთვის, გ--------------– არ ეთქვა ამ ფაქტის შესახებ?! რაზედაც ისევ შეიარაღებულმა პირმა უპასუხა, რომ არ ეთქვა გ--------------–, თორემ მასაც პრობლემები შეექმნებოდა. წასვლისას თავდამსხმელებმა დაზარალებულს მოხსნეს წებოვანი ლენტი და თან წაიღეს. თავდამსხმელთა წასვლის შემდეგ, დაზარალებულმა შვილს - გ----------–---–---–- აცნობა მის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის თაობაზე. ადგილზე მისულს კი უთხრა, რომ თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი პირი იყო მისი მეგობარი ვ------------------. ამის შემდეგ მათთან მივიდა ასევე გ----------–---–---–-- მეგობარი გოგონა, რომელმაც დარეკა პოლიციაში, ვინაიდან თვითონ და მისი შვილი ძალიან იყვნენ განერვიულებულები და დარეკვის საშუალება არ ჰქონდა. მოგვიანებით მისთვის გახდა ცნობილი, რომ მის ბიჭთან მისულა ვ------------------ საკითხის გასარკვევად და იმის სათქმელად, რომ მას არ ჩაუდენია აღნიშნული დანაშაული, რის გამო მათ შორის მომხდარა დაპირისპირება. ამის გაგების შემდეგ მოწმე განერვიულდა, შეეშინდა, რომ მისი შვილი არ აღმოჩენილიყო რაიმე უსაიმოვნო ვითარებაში და კვლავ წავიდა პოლიციის განყოფილებაში იმის დასაზუსტებლად, რომ მისი ერთ-ერთი თავდამსხმელი ნამდვილად იყო ვ------------------. მან ეს გააკეთა იმიტომ, რომ სურვილი ჰქონდა ვ------------------ დასჯილიყო იმისათვის, რაც ჩაიდინა. ეს არ იყო შურისძიება, მას ჰქონდა სურვილი დაეცვა საკუთარი შვილი. პირველი ჩვენების მიცემისას იგი იყო ძალიან შეშინებული, საუბრის თავიც არ ჰქონდა და შესაძლოა მისი ჩვენება არ იყო სრულყოფილი, თუმცა მეორე ჯერზე უფრო თავდაჯერებული იყო ჩვენების მიცემისას. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ სათვალეს ხმარობს ახლო ხედვისას, თუმცა შორს ძალიან კარგი მხედველობა აქვს.
პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა მ--------–------ საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად გადმოსცა 2018 წლის 22 ინავარს, როგორც დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები, ასევე უშუალოდ საღამოს საათებში მასზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი; მიუთითა, თუ როგორ და რა მიზნით მოხვდნენ თავდამსხმელები მის ბინაში და დაწვრილებით ისაუბრა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით მისთვის ფულადი თანხისა და ძვირფასეულობის მოთხოვნის დეტალებზე. დაზარალებულმა არაერთხელ და კატეგორიულად განაცხადა, რომ თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი პირი იყო მისი შვილის მეგობარი - ვ------------------, რომელიც თავდაპირველად ამოიცნო ტანით და თვალებით, ხოლო მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი საძინებელ ოთახში კარადაში ეძებდა ფულად თანხას, დაზარალებულმა მისაღები ოთახიდან დაინახა, როგორ ჩამოეწია მას სახეზე აფარებული ქურთუკის საყელო, რა დროსაც დარწმუნდა რომ ის ნამდვილად ვ------------------ იყო, რომელიც იმ დროს წვერს ატარებდა. მ--------–------ განაცხადა, რომ მას თავდაპირველად არც ჰქონდა პოლიციაში განცხადების გაკეთების სურვილი და სამართალდამცავებს მხოლოდ მისი შვილის საცოლემ ქ--------------- დაურეკა. თუმცა შემთხვევიდან ძალიან მალე ადგილზე მისულ მის შვილს უთხრა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო ვ------------------.
დაზარალებულმა ასევე დეტალურად განმარტა ის გარემოება, თუ რატომ არ მოახსენა გამოძიებას პირველივე დაკითხვისას რომ ვ------------------- საყელო ჩამოეწია და ამ დროს კარგად დაინახა მისი სახე. მ--------–------ ჩვენებით, ეჭვი არ შეპარვია იმ გარემოებაში, რომ სწორედ ვ------------------ იყო ის პირი, რომელიც თავდასხმის მიმდინარეობისას არ ლაპარაკობდა, მხოლოდ სახლში დადიოდა აქეთ-იქით და დაზარალებულის ოთახში არსებული ორი კარადიდან ფულს ეძებდა სწორედ იმ ერთ-ერთ მათგანში, სადაც ზოგადად ინახავს მ--------–----- ფულს და რაც აუცილებლად იქნებოდა ცნობილი ვ------------------------ მათი თანაცხოვრებიდან გამომდინარე. თუმცა მისი განმარტებით, გამოძიების ეტაპზე შემთხვევის ღამეს გამოკითხვისას შესაძლებელია სრულყოფილად ვერ ასახა დანაშაულებრივი ქმედების დეტალები, ვინაიდან ძალიან ნერვიულობდა ერთის მხრივ იმის გამო, რომ მასზე ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოხდა თავდასხმა, ხოლო მეორე უფრო მეტად აწუხებდა ის ფაქტი, რომ ამ ქმედებაში მონაწილე იყო მისი შვილის უახლოესი მეგობარი. მსგავს პირობებში დაზარალებულის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი არის სრულიად ლოგიკური და პალატას დამაჯერებლად მიაჩნია მისი ჩვენება, რომ ამ ფონზე სრულყოფილი ინფორმაცია ვერ მიაწოდა გამოძიებას.
ანალოგიურად შეიძლება აიხსნას ის ფაქტიც, რომ მან თავდაპირველად ვერ გაიხსენა ხელთათმანები თავდამსხმელების ხელზე. რაც შეეხება ადვოკატის განმარტებას, რომ დაზარალებულმა ხელთათმანები ახსენა მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა მის სახლში თავდამსხმელების „დნმ“-ის და ხელის კვლის ნიმუშების აღმოუჩენლობის ფაქტი, ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ, ვინაიდან პრაქტიკიდან გამომდინარე ცნობილი ფაქტია, რომ ბიოლოგიური მასალის და ხელის კვალის გადასვლა საგნებსა და ნივთებზე დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებებზე, მათ შორის თავად საგნისა თუ ნივთის თვისობრიობაზე. ამდენად, ის გარემოება, რომ თუნდაც ხელთათმანების არ ქონის შემთხვევაში, დამნაშავის ბიოლოგიური მასალა და ხელის კვალი არ ამოვიდა შემთხვევის ადგილდან, არ წარმოადგენს საეჭვო გარემოებას.
რაც შეეხება 2018 წლის 25 იანვარს მ--------–------ მიერ დამატებითი ჩვენების მიცემას, მოწმემ განმარტა, რომ ვინაიდან ვ------------------ უარყოფდა ჩადენილ დანაშაულებრივ ქმემდებას და ამის გამო მის შვილთან მოუვიდა უთანხმოება, მას შეეშინდა გ------- პრობლემურ ვითარებაში არ აღმოჩენილიყო. დაზარალებულს არ დაუმალავს, რომ სურდა ვ------------------ დასჯილიყო ჩადენილი ქმედების გამო და ამიტომ წავიდა დამატებითი ჩვენების მისაცემად, თუმცა ნათლად განაცხადა, რომ ეს არ იყო შურისძიება, ეს იყო სურვილი დაეცვა მისი შვილი ისეთი მეგობრისაგან, რომელმაც მის დედაზე განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა, ხოლო შემდეგ თავად გ----------–---–---–-აც დაუპირისპირდა. მ--------–------ ჩვენების სანდოობას ადასუტრებს ის გარემოებაც, რომ მან თავდამსხმელების წინაშე მათი სახლიდან გასვლამდე მიზანმიმართულად გააჟღერა მისი შვილის სახელი და იკითხა - არც გ-------სთვის არ ეთქვა მომხდარის შესახებ?! აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ დაზარალებულის შეფასებით, თავდამსხმელებისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მისი შვილის სახელი. ასევე მ--------–------ მსგავსი შინაარსის კითხვის დასმის შესახებ პირველივე გამოკითხვისას მოახსენა სამართალდამცავებს.
სააპელაციო პალატის განმარტებით, დაცვის მხარის ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ მ--------–------ ამოძრავებდა შურისძიების მოტივი ვ-------------------ა და გ----------–---–---–- შორის მომხდარი დაპირისპირების გამო, მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკურ მსჯელობას. დაზარალებულმა აღნიშნულ დაპირისპირებამდე, პირველივე გამოკითხვისას ყაჩაღობაში ვ------------------- მონაწილეობის ფაქტი ყოველგვარი ვარაუდის გარეშე დაადასტურა. დამატებითი ჩვენების მიცემისას კი მას პირველ ჩვენებასთან მიმართებით საწინააღმდეგო არაფერი განუმარტავს და მხოლოდ გარკვეული დეტალები დააზუსტა, რაც დამშვიდების შემდეგ აღიდგინა მეხსიერებაში.
ასევე, სააპელაციო პალატის წინაშე ვერ იქნა დადასტურებული და ვერც თავად მსჯავრდებულმა ახსნა მასსა და დაზარალებულს შორის შემთხვევამდე არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ამ უკანასკნელს მისადმი, რომ ჯერ საკუთარი შვილის, შემდეგ კი პოლიციის წინაშე განეცხადებინა დანაშაულში მისი მონაწილეობის შესახებ. მ--------–------ ჩვენების მიცემისას არაერთხელ მიუთითა, რომ მომხდარ ყაჩაღობაზე მეტად განიცდის ამ ყველაფერში ვ------------------- მონაწილეობას, ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა, როგორც მას, ასევე მის შვილს ძალიან ატკინა გული მათი მხრიდან ვ------------------- მიმართ არსებული ძალიან ახლო ურთიერთობიდან და ნდობიდან გამომდინარე.
დაცვის მხარე დაზარალებულის ჩვენებას სადავოდ მიიჩნევს იმ გარემოებებთან დაკავშირებითაც, თუ რა ფერის ტანსაცმელი ეცვათ თავდამსხმელებს და როგორ შეძლო მ--------–------ პირის წებოვანი ლენტით ახვევის მდგომარეობაში თავდამსხმელებისათვის ეთქვა, რომ სახლში ფულს და ძვრიფასეულობას არ ინახავდა. მ--------–------ მიუთითა, რომ თავდასხმისას რაღაც მომენტში შეძლო წამოდგომა და სახიდან წებოვანი ლენტის ჩამოწევა, რის შემდეგაც მიმართა დამნაშავეებს. ტანსაცმლის ფერთან დაკავშირებით კი მან არაერთხელ ისაუბრა და მიუთითა, რომ თავდამსხმელების ტანსაცმელი იყო, შავი, მუქი ფერის, მუქი ფერის, რომელიც შავად აღიქვა. მისი ჩვენების საერთო ანალიზიდან გამომდინარე აშკარაა, რომ დაზარალებულის მიერ თავდამსხმელთა ტანსაცმლის ფერზე მითითება არსებით წინააღმდეგობაში არ მოდის მოწმეთა ჩვენებებთან და ვიდეოჩნაწერთან. ყველა ის პირი, ვინც 2018 წლი 22 ნოემბერს ნახა ვ------------------, უთითებს, რომ მას ეცვა ნაცრისფერი/სერი ტანსაცმელი. მუქ ფერად კი პიროვნებამ შეიძლება მიიჩნიოს, როგორც შავი, ასევე ყავისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი, სერი და სხვა ფერები.
რაც შეეხება ადვოკატის აპელირებას, რომ როგორც ვ-------------------თვის ცნობილი იყო, დაზარალებულს გააჩნდა მხოლოდ 300 ლარი და ამ ოდენობის თანხისთვის არ შევიდოდა დასაყაჩაღებლად, აღსანიშნავია, რომ ვინაიდან ვ------------------მ გ----------–---–---–-- ავტომანქანაში დაინახა, თუ რა ოდენობის თანხა დაიტოვა მ--------–------ თავისთვის, არ ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ეს თანხა გაჩნდა. როგორც მ--------–------ მიუთითა თავდამსხმელები მისგან ითხოვდნენ ფულს და ძივრიფასეულობასაც, ასევე ვ------------------ თანხას ეძებდა არა დაზარალებულის ჩანთაში, სადაც იმ დღეს მორჩენილი ფული შეიძლება ჰქონოდა, არამედ თანხის შესანახ კარადაში. ზოგადად, ის გარემოება, რომ მ--------–----- და მისი ვაჟი აწარმოებდნენ მშენებლობას, რაც ცნობილი იყო ვ-------------------თვის, ბადებს ლოგიკურ ეჭვს, რომ მათ სახლში შესაძლოა ჰქონოდათ მნიშვნელოვანი ოდენობის თანხა.
დაზარალებულის ჩვენება სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გამყარებულია და სრულ თანხვედრაშია მისი შვილის გ----------–---–---–-- და ამ უკანასკნელის მეგობრის(საცოლის)ქ---------------- ჩვენებებთან, რომლებიც მ--------–------ მიერ მოწოდებული ინფორმაციის იდენტურად აღწერენ მისგან ცნობილ, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების დეტალებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ------- ბ-–---–---–-- განაცხადა, რომ 2018 წლის 22 იანვარს, სამსახურის დასრულების შემდეგ გაუარა მეგობარ ვ------------------- რომელმაც სთხოვა, რომ ავტომანქანა ეთხოვებინა მისთვის. მოწმემ ვ-------------------თან ერთად ავტომანქანით მიაკითხა დედას - მ--------–------- რომელმაც გადასცა 2220 ლარი, სამშენებლო სამუშაოებისთვის. შემდეგ ისინი მივიდნენ მოწმის საცოლესთან ნ--–------- ქუჩაზე, სადაც თავად დარჩა, ხოლო ვ------------------ წავიდა მისი ავტომობილით. იმავე დღეს, საღამოს საათებში გ----------–---–---–- დაუკავშირდა დედა და აცნობა მასზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შესახებ. მან დაუყოვნებლივ დაურეკა ვ------------------- და უთხრა, რომ ავტომანქანა სჭირდებოდა, თუმცა მას არ დალოდებია და წავიდა დედასთან. ამ უკანასკნელმა დანამდვილებით უთხრა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო ვ------------------. აღნიშნულზე მოწმე ძალიან განერვიულდა და კვლავ დაურეკა ვ-------- მასთან მისულიყო. გ------- ბ-–---–---–- ხშირად რჩებოდა საცოლის სახლშიც და დარეკვის დროს არ დაუკონკრეტებია ვ-------------------თვის, თუ სად უნდა მიეყვანა ავტომანქანა, თუმცა ბრალდებული პირდაპირ მივიდა მ--------–------ სახლში. მოწმემ მომხდარის შესახებ შეატყობინა მის საცოლეს - ქ------ რომელიც ასევე მალე მივიდა შემთხვევის ადგილზე და დარეკა პოლიციაში. პოლიციის მისვლიდან ძალიან მალე მივიდა ვ------------------ც, რომელმაც ეზოში გადასცა მას გასაღები და არც უცდია იქ არსებულ ვითარებაში გარკვევა. მოწმემ დაადასტურა, რომ როდესაც იგი ძალიან განერვიულდა, დედა აწყნარებდა და ეუბნებოდა პოლიციამ გაარკვიოს ყველაფერი, შეიძლება მეშლება, მგონი ვ---- ა--------- იყოო. თუმცა ეს მოხდა იმის გამო, რომ დედამისი იყო ძალიან შეშინებული პირადად მას (გ----------–---–---–-) არ შექმნოდა პრობლემები. მოგვიანებით დაწყნარებულმა კი დამაჯერებლად უთხრა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო ვ------------------. ეს უკანასკნელი მათ სახლში ნამყოფი იყო დაახლოებით ახალ წლამდე. შემთხვევიდან 2 დღეში მასთან მივიდა ვ------------------ და თავს იმართლებდა მის წინაშე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ქ---------------- განაცხადა, რომ 2018 წლის 22 იანვარს, მისი შეყვარებულის - გ----------–---–---–-- თხოვნით მივიდა ამ უკანასკნელის დედის სახლში, სადაც შეიტყო, რომ მ--------–------ თავს დაესხნენ. დაზარალებული მ--------–----- და გ------- ბ-–---–---–- ერთმანეთს ამშვიდებდნენ. მოწმემ მოგვიანებით ასევე შეიტყო, რომ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობდა გ----------–---–---–-- ახლო მეგობარი - ვ------------------. ქ--------------- დარეკა პოლიციაში მომხდარი ფაქტის შეტყობინების მიზნით. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ მისი მისვლიდან რამდენიმე წუთში თავად გ----------–---–---–-- თხოვნით, ადგილზე მივიდა ვ------------------ც, რომელმაც მანქანის გასაღები გადასცა გ-------ს და ძალიან მალე წავიდა.
პალატა განმარტავს, რომ მართალია გ------- ბ-–---–---–- და ქ-------------- არ წარმოადგენენ ფაქტის თვითმხილველ მოწმეებს, თუმცა მათი ჩვენებები საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, კიდევ უფრო განამტკიცებენ და მეტ დამაჯერებლობას სძენენ მ--------–------ ჩვენებას. ამასთან, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს გ----------–---–---–-- ჩვენებაზე იმ თვალსაზრისით, რომ თავდაპირველად დედამ სრულიად დამაჯერებლად უთხრა მის მიმართ თავდასხმაში ვ------------------- მონაწილოების ფაქტი, ხოლო, როდესაც იგი ძალიან განერვიულდა, დედამ მხოლოდ დაწყნარების მიზნით განუმარტა: შეიძლება მეშლება და პოლიციამ გაარკვიოს ყველაფერიო. მოწმემ ისიც მიუთითა, რომ თუ დედამისი დარწმუნებული არ იქნებოდა თავდამსხმელი იყო თუ არა ვ------------------, ამას ვერც ეტყოდა მათი ურთიერთობიდან გამომდინარე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ვ------------------- მონაწილეობა დაზარალებულ მ--------–------ მიმართ განხორციელებულ ყაჩაღობაში დადასტურებულია სისხლის სასამართლის საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულების საერთო ანალიზის საფუძველზე:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 22 იანვარს დათვალიერდა ქ.თ---–--–---------------------------ში მდებარე, მ--------–------ საცხოვრებელი N-- ბინა. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა 2 ცალი სუნის ნიმუში, აღებული მისაღებ ოთახში სავარძლების წინ არსებული მაგიდის წინ იატაკის ზედაპირიდან და საძიენებლ ოთახში კარადის წინ იატაკის ზედაპირიდან. გაშვებული იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც ჩაუყვა კიბეებს, გავიდა ეზოში, წავიდა მარჯვნივ, გაიარა 300 მეტრი და ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში გაჩერდა. ასევე, ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა 6 ცალი ანაწმენდი, 2 ცალი ანაწმენდი და 7 ცალი დაქტილო ფირი ხელის კვლებით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯ----------–-–---–--, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მის მიერ შემთხვევის ადგილიდან სუნის კვალი აღებული იქნა შესაბამისი ნორმების დაცვით. ასევე მან განაცხადა, რომ კვლები მის მიერ აღებული იქნა უშუალოდ დაზარალებულის მითითებით, იმ ადგილებიდან, სადაც იმყოფებოდნენ 2018 წლის 22 იანვარს მის ბინაში შესული თავდამსხმელები. ექსპერტის ჩვენებით, დახურულ სივრცეში, თუ იატაკი არ ირეცხება და ოთახი არ ნიავდება, შესაძლებელია, რომ 48 საათის განმავლობაშიც ამოვიდეს სუნის ნიმუში. ხოლო თუ დანაშაულის ჩადენიდან 3 საათი არ არის გასული, ამოღებული იქნება ცხელი კვალი. კვალის აღებიდან დაახლოებით 5 წუთში მისი მეწყვილის მიერ გაშვებული იქნა ძაღლი ბინის კარის ზღურბლს შიგნიდან, მისაღები ოთახიდან.
სუნის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ვ-------------------აგან ნებაყოფლობით, წინააღმდეგობისა და იძულების გარეშე მოხდა სუნის ნიმუშის აღება.
სუნის ნიმუშის აღების ოქმის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტ-კრიმინალისტმა ა-----------–------- და დამატებით განმარტა, რომ სუნის კვალის ნიმუშის აღება მოხდა შესაბამისი ნორმების დაცვით. რა დროსაც კატეგორიულად იყო გამორიცხული რაიმე შეცდომა ან/და სუნის კვალის ნიმუშში სხვა პირის სუნის დაფიქსირება.
2018 წლის 26 იანვრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №-------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, ქ-------–--–--------------------------–---------------------ში, მოქალაქე მ--------–------ მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: მისაღებ ოთახში სავარძლების წინ მდგარი მაგიდის წინ, პარკეტის იატაკის ზედაპირიდან და საძინებელ ოთახში კარადის წინ, პარკეტის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ვ-------------------გან და ზ--------------–---–--აგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტ-ოდოროლოგმა - ბ------------------ და დამატებით განმარტა, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა სამი სხვადასხვა ძაღლის მონაწილეობით. საქართველოში ზოგადად სამ ძაღლს იყენებენ რათა მაქსიმალურად დარწმუნდნენ დასკვნის სისწორეში. მოცემულ შემთხვევაში სამივე ძაღლმა იდენტური სუნის კვალი აჩვენა, ასე რომ არ ყოფილიყო დაფიქსირდებოდა, რომ სუნის კვლები იყო არაიდენტური. პირთა კომუნიკაცის შედეგად, ერთის მიერ მეორის სუნის გადატანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც მათ აქვთ ისეთი მჭიდრო ურთიერთობა, რომ აცვიათ ერთმანეთის ფახსაცმელი ან ტანსაცმელი. იმ გარემოების დადგენას, ერთი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში შეიძლება თუ არა დარჩეს სუნის კვალი, სჭირდება დამატებითი კვლევები. თუ ოთახი ნიავდება და იატაკი იწმინდება, შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაშიც დარჩეს სუნის კვალი, მაგრამ ის არ იქნება იმ რაოდენობის, რაც კვლევისათვის საკმარისი აღმოჩნდება.
შპს „---------------- გამოთხოვილი შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაწერის ნუსხის თანახმად, იმ დროისათვის, როდესაც განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა მ--------–-----ზე, მის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ-------–---------------------------------------ში, კერძოდ 2018 წლის 22 იანვარს, 21:31:48 საათიდან 22:18:03 საათამდე დროის მონაკვეთში, ვ------------------- მობილური ტელეფონი მონაცვლეობით ექცევა „ბ------------“ და „ფ------------–--“ ანძების დაფარვის ზონაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია ქ-------–--–-------------------------------ში მდებარე აფთიაქის - „პსპ“-ს გარესამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, ორ ფაილად. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში ასახულია, რომ 2018 წლის 22 იანვარს, 18:39 საათიდან 19:30 საათამდე დროის მონაკვეთში, ვ------------------ მიდის ქ-------–--–----------------------------დან კლებადი ნომრების მიმართულებით, მოგვიანებით იგი უკან ბრუნდება ზ--------------–---–---- ერთად. ამავე ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს ვ------------------- მოშვებული ჰქონდა წვერი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ქ-------–---- პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილების თანამშრომლებმა გ------- ბ-–---–---–--- გ------- პ----–---–---------------------–---–-- დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული და არ გამოკვლეულა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი: მოწმეების: თ----------------–---–------------------–--------------–------------–-----------–----------------------–----------------------------------–------------------------------------------------–---–----–--–--------------------------------------------–---------–-–---------------–-------------–---–------–--------–---------------------–---------------–-----------------------------------------------–---–------------------------------–-------–---–-------------–----–---–-----------------------–---–---------------------------–-–--------–-–---–-----------------------–-------------------–---–----------–--------–---–------------------------------------–-–---–---------------------- ჩვენებები, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, ვ------------------- ბინის ჩხრეკის ოქმი, დაქტილოსკოპური ექსპერტიზის №------ დასკვნა, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნა, შპს „---------------- ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი თანდართული დოკუმენტაციით, შპს „პსპ“-დან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების (ვიდეოჩანაწერების) გახსნა-დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების (ვიდეოჩანაწერების) გახსნა-დათვალიერების ოქმი მ--------–------ მონაწილეობით, ნივთიერი მტკიცებულების (ვიდეოჩანაწერების) გახსნა-დათვალიერების ოქმი გ----------–---–---–-- მონაწილეობით და სისხლის სამართლის საქმის სხვა მასალები, რომლებსაც საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
დაცვის მხარე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს ექსპერტ-კრიმინალისტის ჯ----------–-–---–-- და ექსპერტ-ოდოროლოგის ბ------------------ ჩვენებებს, რითიც ცდილობს ეჭვის ქვეშ დააყენოს შემთხვევის დღეს დაზარალებულის ბინაში მსჯავრდებულის ყოფნის ფაქტი. ჯ----------–-–---–-- და ა-----------–------- დაადასტურეს, რომ მათ მიერ შემთხვევის ადგილიდან და მსჯავრდებულისაგან სუნის კვლის ნიმუშების აღება მოხდა კანონის სრული დაცვით და შეუძლებელი იყო რაიმე შეცდომის დაშვება, ან სუნის ნიმუშში სხვა პირის სუნის ნიმუშის მოხვედრა. რაც შეეხება ადვოკატის აპელირებას, რომ შემთხვევის ადგილიდან გაშვებული ძაღლის სუნის კვალზე გაყოლის მიზეზი იყო ამ საგამოძიებო მოქმედებამდე ცოტა ხნით ადრე დაზარალებულის ბინასთან მსჯავრდებულ ვ------------------- ყოფნის ფაქტი, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ იმ დროს ვ------------------ სახლში არ შესულა, ეზოში სადარბაზოსთან შეხვდა გ----------–---–---–-- იქ გადასცა გასაღები და მალე წავიდა. ხოლო ექსპერტმა ჯ----------–-–---–-- დაადასტურა, რომ ძაღლი გაშვებული იქნა დაზარალებულის ბინის ზღურბლს შიგნიდან, მისაღები ოთახიდან. ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილზე, მისაღები ოთახიდან და საძინებელ ოთახში კარადის წინ იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვლები დაემთხვა ვ------------------- სუნის კვალს, მიუთითებს, რომ ეს უკანასკნელი ნამდვილად იმყოფებოდა ხსენებულ ადგილებზე და მხოლოდ სადარბაზოსთან მისვლის შემთხვევაში, მისი სუნის კვალი დაზარალებულის საძინებელ ოთახში ვერ აღმოჩნდებოდა. ამასთან ექსპერტმა ბ------------------ გამორიცხა სუნის კვალის გადატანის შესაძლებლობა მხოლოდ პირთა შეხების შედეგად მჭიდრო კონტაქტის გარეშე. ხოლო იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ვ------------------ ბოლოს დაახლოებით ერთი თვის წინ იმყოფებოდა დაზარალებულის სახლში, ექსპერტმა ნათლად განმარტა, რომ ისეთ პირობებში, როდესაც სახლი არ არის დახურული, ნიავდება და იატაკი იწმინდება, შესაძლოა მაინც აღმოჩნდეს იქ დიდი ხნის წინათ მყოფი პირის კვალი, მაგრამ ეს კვალი კვლევისათვის არაინფორმატული იქნება. მოცემულ შემთხვევაში კი შემთხვევის ადგილიდან სუნის კვლები სამი ძაღლის მეშვეობით იქნა შედარებული მსჯავრდებულისაგან აღებულ სუნის ნიმუშს და სამივე ჯერზე ისინი ერთმანეთს დაემთხვა, რის გამოც ექსპერტმა მიუთითა დასკვნის კატეგორიულ ხასიათზე და შეცდომის დაშვების ალბათობა გამორიცხა.
ის გარემოება, რომ 2018 წლის 22 იანვარს, 21:31:48 საათიდან 22:18:03 საათამდე დროის მონაკვეთში, ვ------------------- მობილური ტელეფონი მონაცვლეობით ექცევა „ბ------------“ და „ფ------------–--“ ანძების დაფარვის ზონაში, უტყუარად ადასტურებს ვ------------------ ყოფნის ფაქტს შემთხვევის ადგილზე, ხოლო ბ------------ ქუჩასთან ახლოს მდებარე ფ------------–-- ქუჩაზე ამავე პერიოდში მსჯავრდებულის მოხვედრის ფაქტი უპირობოდ არ გამორიცხავს მის მიერ დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობას. აფთიაქი - „პსპ“-ს გარესამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები კი საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ იგი თანხვედრაშია დაზარალებულის ჩვენებასთან, რომლის თანახმადაც შემთხვევის საღამოს მსჯავრდებულ ვ------------------- ჰქონდა წვერი.
ვ------------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ დაზარალებული მ--------–----- არის მისი მეგობრის გ----------–---–---–-- დედა. შემთხვევის დღეს მას მიაკითხა გ------- ბ-–---–---–-- და გარკვეული პერიოდი დაჰყო მასთან. შემდეგ გ-------ს ავტომანქანით ისინი წავიდნენ მ--------–------ სანახავად, რა დროსაც ეს უკანასკნელი ჩაუჯდათ ავტომანქანაში, გ-------ს გადასცა ფულადი თანხა და იქვე დატოვეს. ამის შემდეგ მან ავტომანქანა სთხოვა გ----------–---–---–- ვინაიდან, სურდა შეხვედროდა საცოლეს ლექციების დასრულების შემდგომ, 23:00 საათისთვის. ისინი მივიდნენ გ----------–---–---–-- საცოლის საცხოვრებელ სახლთან, სადაც გ------- ავიდა და მას დაუტოვა ავტომანქანა. იქიდან წამოსვლის შემდეგ ვ------------------მ ნახა მეგობარი - ზ--------------–---–----ათაც დაჰყვეს ერთად გარკვეული პერიოდი, რომელსაც გამოართვა ფულადი თანხა საწვავისათვის. დაახლოებით 20:30-20:35 წუთზე იგი წავიდა მამიდასთან თონეში, რომელიც მდებარეობს ფ------------–-- ქუჩაზე, ვინაიდან უნდა დახმარებოდა მას მამიდაშვილის ქორწილის სამზადისში, კერძოდ გ------–- მოსაწვევების დარიგებაში და იქიდან პროდუქტების წამოღებაში. მან თონეში დაჰყო გარკვეული დრო, რის შემდეგაც დაურეკა გ------- ბ-–---–---–-- და უთხრა, რომ მასთან მისულიყო. ბრალდებული მივიდა და გ----------–---–---–- გადასცა ავტომანქანის გასაღები. ამ დროს იგი პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს განყოფილებაში. გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმს ხელი მოაწერა ისე, რომ არ წაუკითხავს. გამოკითხვის შემდეგ, მის დაკავებამდე იგი შეხვდა გ----------–---–---–- მასთან სამსახურში დალაპარაკების მიზნით, რა დროსაც ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ვინაიდან თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა მსგავსი ფაქტს რომ აბრალებდნენ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-–---------–---–-- განაცხადა, რომ იგი არის ბრალდებულის მამიდა. 2018 წლის 31 იანვარს დაგეგმილი იყო მისი შვილის ქორწილი და დახმარების თხოვნის მიზნით მან ვ------------------ დაიბარა თავისთან სამსახურში, თ---–--–-----------------–-------------ში მდებარე საცხობში. კერძოდ მოწმემ ვ----ს დედას - ი----- დაუბარა შემთხვევის წინა დღეს, რომ ვ-------- მასთან მისულიყო. ვინაიდან, ცხრის ნახევრიდან თერთმეტ საათამდე მათ აქვთ შესვენება, 2018 წლის 22 იანვარს, სწორედ ამ პერიოდში მივიდა მასთან ვ------------------. ბრალდებულმა იქ დაახლოებით საათნახევარი დაჰყო, ისაუბრეს და უთხრა, თუ კონკრეტულად რაში სჭირდებოდა მისი დახმარება. ვ------------------- ეცვა ნაცრისფერი სპორტულები. მოგვიანებით მას დაურეკა მეგობარმა და წავიდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე---------------------–---–----
განაცხადა, რომ 2018 წლის 22 იანვარს, საღამოს ცხრის ნახევარზე საცხობში, სადაც ერთად მუშაობდნენ მოწმე და ე-–---------–---–-- მივიდა ბრალდებული ვ------------------. იგი მამიდამისს - ე-–---------–---–- უნდა დახმარებოდა შვილის ქორწილის სამზადისში. ბრალდებული თონეში გაჩერდა დაახლოებით საათნახევარი, რის შემდეგაც წავიდა. ვ------------------- ეცვა ნაცრისფერი სპორტულები. მოწმემ განმარტა, რომ მათ შესვენება აქვთ მაშინ, როდესაც ცომს ზელენ და ელოდებიან მის აფუებას. შესაბამისად, მათ შესვენება ხან ცხრა საათზე და ხან ცხრის ნახევარზე აქვთ, ვინაიდან ისინი დამოკიდებული არიან ცომზე და თონეზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ--------------–---–-- განაცხადა, რომ 2018 წლის 22 იანვარს იმყოფებოდა ბრალდებულ ვ-------------------თან ერთად, რომელსაც დაახლოებით საღამოს რვა საათზე დაშორდა. ვ------------------ უნდა წასულიყო მამიდასთან ფ------------–-- ქუჩაზე მდებარე თონეში და უნდა მოეგვარებინა მამიდაშვილის ქორწილთან დაკავშირებული საკითხები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----------–---- განაცხადა, რომ არის ვ------------------- დედა. 2018 წლის 22 იანვარს საღამოს სახლში დაბრუნებისას ვ-------- შინ არ დახვდა. მოწმემ განაცხადა, რომ ამ დროს მისი შვილი უნდა ყოფილიყო მამიდასთან, ვინაიდან ეს უკანასკნელი წინა დღით იმყოფებოდა მათ სახლში და დაიბარა, რომ ვ-------- მისულიყო მის სამუშაო ადგილზე თონეში, შვილის ქორწილის სამზადისში დასახმარებლად. ვ------------------ შემთხვევის დროს იქნებოდა მისული თონეში, ვინაიდან მის მამიდას სწორედ ამ დროს აქვს შესვენება. გამოძების ეტაპზე მისი მამიდასთან წასვლის მომენტი არ გახსენებია და ივარაუდა, რომ იგი იქნებოდა საცოლესთან, რომელთანაც დიდ დროს ატარებდა ვ------------------.
პალატა სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმეების ე-–---------–---–-------------------------–---–----------------–---- და თავად ვ------------------- ჩვენებების შეფასების ნაწილში და განმარტავს, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ემსახურება მხოლოდ ვ-------------------ათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას. რა თქმა უნდა, პალატა მოწმეთა ჩვენებებს უპირობოდ არ უკარგავს სანდოობას მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები და ახლობლები, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არაერთ საკითხთან დაკავშირებით, გაცდენილია ლოგიკური მსჯელობის ფარგლებს და წინააღმდეგობაშია საქმეზე დადგენილ ფაქტობროვ გარემოებებთან.
უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ ი-----------–---- და ზ--------------–---–-- ზუსტად არ იციან იმყოფებოდა თუ არა ვ------------------ შემთხვევის დროს მამიდამისის სამუშაო ადგილზე. ზ--------------–---–-- განმარტება, რომ იგი აპირებდა ფ------------–-- ქუჩაზე მამიდასთნ საცხობში წასვლას, პალატის შეფასებით, სრულებით არ გამორიცხავს ვ------------------- მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტს. ხოლო ი-----------–--- ვარაუდობს, რომ ვ-------- მამიდასთან უნდა ყოფილიყო 22 იანვარს საღამოს საათებში, ვინაიდან ე-–---------–---–-- წინა დღით დაუბარა ვ-------- ჩემთან მოვიდესო.
ამასთან, ი-----------–---ს ჩვენება ნადვილად ეჭვს ბადებს, ვინაიდან იმ პირობებეში, როდესაც მის შვილს საკმაოდ მძიმე ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში ედებოდა ბრალი, მას არ გაახსენდა სამართალდამცავებისთვის ეთქვა, რომ ვ------------------- ჰქონდა ალიბი და იგი ვერანირად ვერ იქნებოდა შემთხვევის პერიოდში დაზარალებულის ბინაში. ამ საკითხთან დაკავშირებით ადვოკატი განმარტავს, რომ ვინაიდან დაზარალებულის საცხოვრებელი სახლი და ბრალდებულის მამიდის სამუშაო ადგილი არის ახლოს და შესაძლოა ყოფილიყო ისინი ერთ სატელეფონო ანძაზე განთავსებული, მან თავისი შვილის თხოვნით საერთოდ არ მიუთითა ამ უკანასკნელის ყოფნის ფაქტი ბ------------ ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.
პალატის შეფასებით, მსგავსი მსჯელობა კიდევ უფრო მეტი ეჭვის წარმოშობის საფუძველია. ის გარემოება, რომ ი-----------–---- სამართალდამცავებს დაუმალა გარკვეული ინფორმაცია, თუნდაც იმ პირობებში, რომ იგი არ იყო ვალდებული მიეცა ჩვენება მისი შვილის წინააღმდეგ, დამაჯერებლობას უკარგავს მოწმის მიერ სასამართლო სხოდმაზე მოწოდებულ ინფორმაციასაც და მიუთითებს მის აშკარა მიკერძოებაზე.
რაც შეეხება მოწმეების: ე-–---------–---–----------------------------–---–-- ჩვენებას, ერთი შეხედვით მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში მკვეთრად არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები არ არის გამოვლენილი, თუმცა პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ე--------------------–---–-- პირდაპირი დაკითხვის ფარგლებში ე-–---------–---–-- იდენტურად მიუთითა საცხობში საღამოს საათებში მათი შესვენების დრო, ხოლო ბრალდების მხარის მიერ დამაზუსტებელ კითხვებზე მან აშკარად საწინააღმდეგო ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და განაცხადა, რომ საღამოს შესვენება აქვთ ხან როდის და ხან როდის, ეს დამოკიდებულია ცომზე და თონის გახურებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ უზრუნველყოფილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის უტყუარი და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ვ------------------მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ------------------- ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. ვ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9(ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ ვ-------------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 იანვრიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ვ------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული - 2 (ორი) ცალი სუნის ნიმუში, 6 (ექვსი) ცალი ანაწმენდი, 2 (ორი) ცალი ანაწმენდი, 7 (შვიდი) ცალი დაქტილო ფირი ხელის კვლებით, ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული - 4 (ოთხი) ცალი სუნის ნიმუში, 12 (თორმეტი) ცალი ანაწმენდი, 8 (რვა) ცალი დაქტილო ფირი მიკრონაწილაკებით, ქუდი, 2 (ორი) ცალი სიგარეტის კოლოფი, 1 (ერთი) ღერი სიგარეტი, ბოთლი, 3 (სამი) ცალი დაქტილო ფირი ხელის კვლებით, ზ--------------–---–-- ხელის კვლების ნიმუშები, ნერწყვისა და სუნის ნიმუშები, ვ------------------- ხელის კვლების ნიმუშები, ნერწყვისა და სუნის ნიმუშები, მ--------–------ ხელი კვლების ნიმუშები განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ვ-------------------გან ამოღებული მობილური ტელეფონი, ვ------------------- ბინის ჩხრეკისას ამოღებული 2 (ორი) ცალი ქურთუკი, ჟილეტი, ჩანთა, ზ--------------–---–-- ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, სვიტრი და შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ-------–---- პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: ბ. ბუგიანიშვილი
მ. კაპანაძე