განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100119003177476
საქმე №1ბ/1752-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ვ----------------–---–--
მსჯავრდებულის: ნ---------------
მონაწილეობით,ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–---------–-–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ნ---------------------------- მიმართ, დაბადებული - 1-----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე:------------------------------------------------ში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით, ნ-------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000(ორიათასი)ლარის ოდენობით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად, 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციებში მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-–---------–-–---–--- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის დამძიმება და მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ნ--------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის წარმომადგენლის - მ-----–------–-–---–-- და მოწმეების: ლ-------------------------------------------–---–------------ გამოკითხვის ოქმებით, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2019 წლის 23 ივლისის ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2019 წლის 24 ივლისის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ამასთან, გასათვალისწინებელია მისი ოჯახური მდგომარეობა, დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
პალატას, ასეთი პირობების არსებობისას მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლირება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–---------–-–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3.ნ-------------- ცნობილი იქნეს ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს სამეწარმეო ორგანიზაციებში მატერიალურად პასუხისმგებელ პირადი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 6(ექვსი)თვის ვადით.
4.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ნ--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;
5. მსჯავრდებულ ნ--------------- მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. ნივთმტკიცებები:
- შპს ,,-------------–-----------------დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები 17 (ჩვიდმეტი)ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი