განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2019
საქმის ნომერი
200100118002648209
ინსტანცია
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002648209

საქმე №1ბ/1689-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 დეკემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელის: ე-–------------–---–ის,მსჯავრდებულ: ლ----------–---–ის,ადვოკატ: ზ------------–---–ის

მონაწილეობით,კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის ე-–------------–---–ის და მსჯავრდებულ ლ----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–----------------–ს, პ/ნ 1----------- საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: დ--------–--–--------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ლ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ძველი რედაქციით) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლით.

 

ლ----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ლ----------–---–ი მართავდა რა სატრანსპორტო საშუალებას, დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. კერძოდ, 2018 წლის 10 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ-----------–--–------ში, თბილისის მიმართულებით ,--------- მარკის ნომერ T------ ავტომობილით, ჰ-------- ქუჩაზე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევით, რომლის მიხედვითაც „მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება,“ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა ლ----------–---–ი. ამ დროს მას გაცნობიერებული ჰქონდა, რა ზემოხსენებული ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც „სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს“ და შეეჯახა გვერდულზე გაჩერებულ „---------- მარკის, სახელმწიფო ნომრით M------ ავტომანქანას, რომელშიც იმყოფებოდა მძღოლი ო-----------–---–ი, ხოლო შემდეგ შეეჯახა ქვეით ნ----------–-–---–ს, რომელსაც ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმისა და ტოტალური სისხლჩაქცევის სახით მიაყენა, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად ნ----------–-–---–ი გარდაიცვალა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ე-–------------–---–მა და მსჯავრდებულ ლ----------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ------------–---–მა.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა მხოლოდ სასჯელის ნაწილში. ლ----------–---–ისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ძველი რედაქციით) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ საქმეზე, სასამართლოს განაჩენით ლ----------–---–ს მიესაჯა რა ძირითადი სასჯელი, უნდა ჩამორთმეოდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია.

 

მსჯავრდებულ ლ----------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ------------–---–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ლ----------–---–ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის (პირობითი მსჯავრის) გამოყენება.

 

მსჯავრდებულ ლ----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ------------–---–ი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ განაჩენი ისედაც მძიმე და არარელევანტურია. სასჯელი არ გამომდინარეობს არც ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებიდან, არც მისი დამოკიდებულებიდან ჩადენილი გაუფრთხილებელი ქმედების მიმართ და არც იმ გარემოებიდან, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, არ მიმალულა და არ გაუნადგურებია მტკიცებულებები.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ მსჯავრდებულ ლ----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის, ე-–------------–---–ის, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლ----------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ლ----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

ლ----------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ მთლიანად სცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 10 მაისს დილით „-------- მარკის ავტომანქანით მოძრაობდა ქ-----------–--–------ში, ჰ-------- ქუჩაზე, წრიულის მიმართულებით. ბაზარს როდესაც მიუახლოვდა, დაინახა, რომ მარცხნიდან, ბაზრის მხრიდან, სავალ გზაზე გადმოვიდა ღია ფერის „----------------------ს“ მიკროავტობუსი. მან დაუსიგნალა, რომ გზა არ გადმოეჭრა და თან დაამუხრუჭა. დამუხრუჭების მიუხედავად, მისმა ავტომანქანამ გააგრძელა სვლა, გაცურდა, მან ვეღარ დაიმორჩილა საჭე, გასცდა მიკროავტობუსს და შეეჯახა გზის მარჯვნივ გაჩერებულ „---------- მარკის ავტომობილს, შემდეგ კი ფეხით მოსიარულე გოგონას. შეჯახების შემდეგ მან თვითონ დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება.

 

დაზარალებულ ზ------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 მაისს დილის საათებში, ქალაქ დედოფლისწყაროში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მის შვილს ნ----------–-–---–ს შეეჯახა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ლ----------–---–ი. შეჯახების შედეგად მისი შვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. იგი ითხოვს, რომ დაისაჯოს ლ----------–---–ი.

 

მოწმე ო-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ საკუთრებაში ჰყავს „---------- მარკის ავტომანქანა. 2018 წლის 10 მაისს დილის საათებში იმყოფებოდა დედოფლისწყაროს ჰ-------- ქუჩაზე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი ავტომანქანა გაჩერებული იყო ბაზრის მოპირდაპირე მხარეს მაღაზიის კუთხეში და მანქანიდან ყიდდა ცოცხებს. ფეხზე დგომით რომ დაიღალა, ჩაჯდა ავტომანქანის უკანა მარცხენა სავარძელში. დაახლოებით ხუთ წუთში უკნიდან იგრძნო ძლიერი შეჯახება და დაკარგა გონება. გონებაზე საავადმყოფოში მოვიდა.

 

მოწმე ბ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს დისტრიბუტორად. 2018 წლის 10 მაისს დილის საათებში სამსახურის ავტომანქანით „----------- მიკროავტობუსით, შვილთან, გ-------სთან ერთად, იმყოფებოდა დედოფლისწყაროში, ბაზრის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებში შეიტანეს პროდუქცია და უნდა გადასულიყვნენ ქუჩის მეორე მხარეს. მისი შვილი წავიდა ფეხით, თვითონ ავტომანქანით დაიწყო მოძრაობა ბაზრიდან მოპირდაპირე მხარეს არსებულ მაღაზიებისკენ. მოძრაობის დაწყებისთანავე დაინახა, რომ მარჯვენა მხრიდან დიდი სიჩქარით მოძრაობდა „-------- მარკის ავტომანქანა. ამის დანახვაზე მან გააჩერა ავტომანქანა. „-------- მძღოლმა მკვეთრად დაამუხრუჭა. დამუხრუჭების შემდეგ მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, „------- გაცურდა, მის წინ თავის სავალ ზოლში ჩაიარა და შეეჯახა მაღაზიის წინ გაჩერებულ „---------- მარკის ავტომანქანას. „------- მოძრაობდა თავის სამოძრაო ზოლში და მას წინ არავითარი დაბრკოლება არ ჰქონდა.

 

შეჯახების შემდეგ ის გადმოვიდა მანქანიდან, მივიდა შეჯახების ადგილზე და ნახა, რომ „------- ასევე შეეჯახა გოგონას. გოგონა უგონო მდგომარეობაში იყო და სასწრაფო დახმარების ავტომანქანამ გადაიყვანა.

 

მოწმის გ------- ს------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 მაისს დილის საათებში მამამისთან ბ------------–---–თან ერთად „----------- მიკროავტობუსით, იმყოფებოდა დედოფლისწყაროში, ბაზრის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებში შეიტანეს პროდუქცია და უნდა გადასულიყვნენ ქუჩის მეორე მხარეს. თვიოთონ ფეხით წავიდა მაღაზიებისკენ, ხოლო მამამისმა დაძრა მიკროავრობუსი. ის მამამისის მანქანას ფეხით მიყვებოდა უკან. მან დაინახა, რომ მამამისმა მალევე გააჩერა მანქანა და შემოესმა მუხრუჭის ხმა. დაინახა, რომ გაცურებულმა „-------- მოდელის მანქანამ თავის სამოძრაო ზოლში ჩაუარა წინ და შეეჯახა გზის გვერდულზე მდგომ „---------- მარკის ავტომანქანას და ფეხით მოსიარულე გოგოს, რომელმაც დაკარგა გონება. უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგონა სასწრაფო დახმარების ავტომანქანამ გადაიყვანა საავადმყოფოში.

 

მანვე აჩვენა, რომ „------- მოძრაობდა თავის სამოძრაო ზოლში და მას წინ არავითარი დაბრკოლება არ ჰქონდა.

 

გამომძიებელმა მ-----–--------–---–მა დაადასტურა, რომ მან დაათვალიერა შემთხვევია ადგილი და შეადგინა შესაბამისი ოქმი. ოქმის მიხედვით შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-----------–--–------ში, ჰ-------- ქუჩაზე და წარმოადგენს საავტომობილო გზას. გზა

 

მოასფალტებული და მშრალია, დეფექტების გარეშეა. გზის სიგანეა 12 მეტრი. გამყოფი ზოლი არ აღინიშნება. შემთხვევის ადგილზე თბილისის მიმართულებით სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს არსებულ მაღაზიის კუთხესა და განათების ბოძს შორის გაჩერებულია თეთრი „---------- მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით M------. ავტომანქანა მთლიანად დაზიანებულია. ამავე სავალ ნაწილზე გაჩერებულია „-------- მარკის ნომერ T------ ავტომანქანა, რომლის წინა და უკანა მარჯვენა საბურავები გზის კიდიდან ერთი მეტრითაა დაშორებული. ავტომანქანას დაზიანებული აქვს წინა მარჯვენა ნაწილი და გვერდი. შემთხვევის ადგილზე ნანახი იქნა საბურავის კვალი. მარჯვენა კვალის სიგრძეა 12 მეტრი, რომელიც წყდება 6 მეტრის მანძილზე, ისევ გრძელდება 8 მეტრის სიგრძეზე და მთავრდება ავტომანქანა „ვ---------თან“. მარცხენა კვალი არის 14 მეტრის სიგრძის და მთავრდება ავტომანქანა „ა--------“ დათვალიერების დროს შედგა სქემა-ნახაზი და ამოღებულია ორივე ავტომანქანა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის სამსახურის ექსპერტ ა-----–--------–---–--ა და 2018 წლის 3-------ს ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ლ----------–---–ის მოქმედება არ შესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

 

მოცემულ შემთხვევაში მძღოლების მძღოლ ბ------------–---–ისა და ო-----------–---–ის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულვებელყოფა არ აღინიშნება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმის ოთარ პოპიაშვილის გამოკითხვის ოქმით, ქიმიური-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ო-----------–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნ----------–-–---–ის გვამის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით.

 

აღნიშნული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ლ----------–---–ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის (პირობითი მსჯავრის) გამოყენების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება,ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ლ----------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამასთან, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებებზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ლ----------–---–ისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ძველი რედაქციით) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, პალატას მიაჩნია რომ აღნიშნული უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი (ძველი რედაქციით) სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლებას აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე. სასამართლოს განაჩენით ლ----------–---–ს განესაზღვრა რა ძირითადი სასჯელი, უნდა ჩამორთმეოდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია, შესაბამისად სასჯელთან-თავისუფლების აღკვეთასთან ერთად ლ----------–---–ს უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 (ორი) წლის ვადით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენში ლ----------–---–ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის ე-–------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ლ----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ცვლილება შევიდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენში.

 

ლ----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ძველი რედაქციით) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლით.

მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ლ----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება- გირაო გაუქმებულია.

 

ლ----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტიური დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 სექტემბრიდან.

 

ლ----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 15 სექტემბრიდან, 2018 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.

 

ყადაღა მოეხსნას ლ----------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დაყადაღებულ გ--–-------------–ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - „-------- მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით T------- იმყოფება სპეციალურ ავტოსადგომზე, „ვ---------ის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით M-------, იმყოფება სპეციალურ ავტოსადგომზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

ლ----------–---–ის და ო-----------–---–ის სისხლის ნიმუშები, რაც გადაგზავნილია ქიმიურ ექსპერტიზაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი