განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002791152
№1/ბ-540-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატაის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მ---რიძე
პროკურორის - ი-–-- ტ-------ს
ადვოკატის - პ---–---------ის მონაწილეობით
გამართლებულის - ბ------ თ----------ის მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ------ ვ-–--------ის ძე თ----------ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ოჩამჩირის რაიონის სოფელ ა---------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ზუგდიდის რაიონის სოფელ ი-----ში.
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ------ თ----------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 00:05 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ი-----ში მდებარე რესტორან „ს-------“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ბ------ თ----------ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაარტყა დანა გულმკერდის არეში გ----------–------ს, რის შედეგად მან მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენით ბ------ თ----------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენი გასაჩივრებულ იქნა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- ტ-------ს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ბ------ თ----------ის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. აპელანტი მხარე მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბ------ თ----------ის დამნაშავეობას წარდგენილ ბრალდებაში.
პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ი-–-- ტ-------ს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ ბ------ თ----------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - პ---–---------ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული ი------–ა ფ-----ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს მისმა მეუღლემ გ--–- გ------–-----ამ, ბ--- ჯ--------მ და მამამთილმა გ----------–------მ სოფელ ორსანტიიდან მოიტანეს შეშა, გაშალეს სუფრა და სვამდნენ, რა დროსაც მოვიდა ბ--- ა--------ა და თქვა, რომ ცემა ბ--- ელიავამ, შემდეგ ყველანი ერთად წავიდნენ, დაახლოებით ერთ საათში მეუღლემ დაურეკა და შეატყობინა გ----------–------ს რესტორან ს-------სთან დაჭრის შესახებ.
არასრუწლოვანი მოწმის ბ--- ა--------ას ჩვენებით დადგენი-–--, რომ მან არ იცის რა მოხდა 2018 წლის 15 ნოემბერს რესტორან ს-------სთან, ვინ დაჭრა ბიძამისი გ----------–------, ხოლო გამოძიების დროს გამოკითხვასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მას არ ახსოვს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ზეწოლას და იძულებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო კანონიერმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა ჩვენების შეცვლის მიზნით.
მოწმის სახით დაკითხული ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის მ--- კ------–--ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ გ----------–------ს დაჭრის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში გავლილი ჰქონდა სპეციალიზაცია და კანონიერი წარმომადგენლის დ-------- გ------–-----ას მონაწილეობით დაკითხა დაზარალებულის დისშვილი, არასრულწლოვანი მოწმე, ბ--- ა--------ა, მან შესაბამის გარემოში, თავისუფალი თხრობით ჩამოაყალიბა ჩვენება.
მოწმის სახით დაკითხული ბ--- ჯ--------ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2019 წლის 26 ნოემბერს გ----------–------ იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, შეშა წაიღეს სოფელ ი-----ში და გ----------–------სთან დალიეს ალკოჰოლური სასმელი, ამის შემდეგ წავიდნენ რესტორან ს-------სთან წინა დღეს მომხდარი ჩხუბის გამო შესარიგებლად. მათთან ერთად იმყოფებოდნენ ბ----- კ-----, ი---- ა----------- და გ--–- გ------–-----ა, რესტორანთან დახვდნენ უცნობი ბიჭები, მათ შორის მოხდა ჩხუბი, რა დროსაც გ----------–------მ თქვა, რომ იყო დაჭრილი, იგი ავტომანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში. მას არ უნახავს ვინ მიაყენა გ----------–------ს ჭრილობა, გამოძიების დროს რა ჩვენება მისცა არ ახსოვს, რადგან იყო ნასვამი.
მოწმის სახით დაკითხული ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის თ---------------ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2018 წლის 15 ნოემბერს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება გ----------–------ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. გამოძიების ფარგლებში გამოკითხა მოწმე ბ--- ჯ--------, ამოუბეჭდა ოქმი, გააცნო და მან ჩვენების სისწორე დაადასტურა ხელმოწერით.
მოწმის სახით დაკითხული ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებლის - კ------------ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ ბ------ თ----------ის ბრალდების საქმეზე დანიშნა ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზა, გამოკითხა დაზარალებული გ----------–------, მოწმეები ი------–ა ფ----- და გ--–- გ------–-----ა, სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის მიზნით სამედიცინო დოკუმენტაცია გამოითხოვა სს „ევექსის“ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლიდან და დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, მისი ინფორმაციით ბ------ თ----------ის დედა ცხოვრობდა თუქეთში, მამასთან არ ჰქონდა ურთიერთობა და ცხოვრობდა ბიძასთან - ლექსო ქულავასთან და უწყებებს აბარებდა მას, მაგრამ არ მოვიდა გამოძიების ორგანოში და გამოაცხადა მასზე ძებნა.
მოწმის სახით დაკითხული ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმის მ----------–---ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2018 წლის 15 ნოემბერს 00:30 საათზე, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, ემერჯენსის განყოფილების შოკის დარბაზში შემოიყვანეს პაციენტი, რომელსაც ტანსაცმელი ჰქონდა სისხლიანი, იყო კომატოზურ მდგომარეობაში, შემოაჭრა ტანსაცმელი და მოათავსა პოლიეთილენის პარკში, მას ჰქონდა დაზიანება ჭრილობის სახით და გაუწიეს პირველადი დახმარება, შემდეგ გადაიყვანეს საოპერაციოდ. გ----------–------ს ჯინსის შარვალი შავი ქამრით, ნაცრისფერი მაისური და ჯემპრი გადასცა გამომძიებელ გ-----------ს, რომელმაც დალუქა აღნიშნული ნივთები.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების: ი-----–------------------–-----–-----ს ჩვენებებით დადგენი-–--, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს მიიღეს მონაწილეობა სოფელ ი-----ში რესტორან ს-------ს წინა ტერიტორიაზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, სტერილიზებული ტამპონის მეშვეობით ამოიღეს სისხლის ლაქა და სიგარეტის ნამწვი, რომელიც დალუქეს ორ პაკეტად და გადასცეს გამომძიებელს, რომელმაც შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მოაწერეს ხელი.
მოწმე მ-----– შ-----–-ა განმარტავს, რომ 2018 წლის 15 ნოემბერს ზუგდიდის რეფე- რალური ჰოსპიტლიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე გ----------–------ს სხეულის დაზიანების ფაქტზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების მიზნით შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით სოფელ ი-----ში რესტორან ,,ს-------ს“ წინა ტერიტორიაზე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ღობიდან დაახლოებით 13 მეტრში ასფალტის ზედაპირიდან ექსპერტებმა ამოიღეს სისხლის მაგვარი ლაქა და სიგარეტის ნამწვი, რომელიც ადგილზე დაილუქა, მოხდა ფოტოგრაფირება, შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი.
მოწმის სახით დაკითხული გ-----------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ გ----------–------ს სხეულის დაზიანების ფაქტზე მოწმის სახით გამოკითხა მედდა მ----------–---ი, დაზარალებული იმყოფებოდა რეფერალურ ჰოსპიტალში. გამოკითხვის შემდეგ მ----------–---ისგან ამოიღო გ----------–------ს გასისხლიანებული ტანსაცმელი-ჯინსის შარვალი, ნაცრისფერი მაისური, რომელსაც სახელოსთან აღენიშნებოდა ნახვრეტი და ჯემპრი, ასევე სამმართველოს შენობაში მოწმის სახით გამოკითხა ბ----- კ-----, რომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალზე მას აღენიშნებოდა სისხლის კვალი და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მისგან ამოიღო შარვალი.
მოწმის სახით დაკითხული ი-----–---------–----ას ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2018 წლის 15 ნოემბერს გ----------–------ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოკითხა ექიმი ფიქრია საბულუა, რომელმაც აღწერა დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ ის იყო უგონო მდგომარეობაში და მასთან საგამოძიებო მოქმედების ჩატარება იყო შეუძლებელი, რის შემდეგ გ----------–------სგან აიღეს სისხლის ნიმუში.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის შ--------------ის განმარტებით დადასტურებულია, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა და დაასკვნა, რომ გ----------–------ს ჰქონდა დაზიანება გულმკერდის მარცხენა ნახევარში შემავალი ჭრილობის სახით ფილტვის დაზიანებით-ჰემოპნევმო თორაქსი, ჰემორაგიული შოკი. დაზიანება განვითარებული იყო მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებათა მძიმე ხარისხს.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის ნ-----------–---–ის განმარტებით დადასტუ- რებულია, რომ ჩაატარა ბიოლოგიური ექსპერტიზა და დაასკვნა, რომ ასფალტის ზედაპირიდან აღებული დოლბანდის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო - მოყავისფრო ლაქები წარმოადგენდა ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნოდა გ----------–------ს, ასფალტის ზედაპირიდან ამოღებულ ერთი ცალ სიგარეტის ნამწვზე წარწერით „SOBRANIE” არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი განსხვავდებოდა გ----------–------ს და ბ------ თ----------ის გენეტიკური პროფილებისგან, ხოლო ბ----- კ-----სგან ამოღებულ ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები ეკუთვნოდა გ----------–------ს.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის პ----------------ას ჩვენებით დადგენი-–--, რომ ჩაატარა გ----------–------ს ტანსაცმლის ტრასოლოგიური გამოკვლევა, მის კუთვნილ უმკლავო მაისურზე აღინიშნებოდა დაზიანება ფიზიკური ზემოქმედების შედეგად გახევის სახით, მუქ იასამნისფერ პულოვერს უკანა მარცხენა მხარეს გააჩნდა გამჭოლი დაზიანება, მიყენებული მჩხვლეტავ - მჭრელი საგნის ზემოქმედებით, ექპერტიზის ჩატარების შემდეგ ტანსაცმელი დალუქა და გადასცა გამომძიებელს.
საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვინაიდან მოწმეების გ--–- გ------–-----ას, ი---- ა-----------ს და დაზარალებულ გ----------–------ს სასამართლოში წარმოდგენის გონივრული შესაძლებლობა ამოწურული იყო, ხოლო მოწმე ბ----- კ----- იმყოფებოდა საზღვარგარეთ, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მათი ჩვენება საჯაროდ იქნა წაკითხული.
დაზარალებულ გ----------–------ს გამოკითხვის ოქმის თანახმად 2018 წლის 14 ნოემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში დაამზადეს შეშა და ბ----- კ-----სთან, ი---- ა-----------სთან, ბ--- ჯ--------სთან და გ--–- გ------–-----ასთან ერთად „კამაზის“ მარკის ავტომანქანით წაიღეს სოფელ ი-----ში, სადაც სუფრასთან დალიეს ალკოჰოლური სასმელი, ცოტახანში მოვიდა მისი დისშვილი ბ--- ა--------ა, რომელსაც ბ--- ელიავასთან მოუვიდა ჩხუბი და შერიგების მიზნით ყველანი წავიდნენ რესტორან ს-------ს წინა მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ ბ------ თ----------ე და სამი მისთვის უცნობი პიროვნება, მან გვერდით გაიხმო ბ------ და უთხრა, რომ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა მათი შერიგება, ამ დროს ხელი ჰქონდა გადადებული მხარზე, ბ------ თ----------ემ მარჯვენა ხელი მოუქნია გულ-მკერდის მიმართულებით და მარცხენა მხარეს იგრძნო ძლიერი ტკივილი, წამოუვიდა სისხლი, დაიყვირა, რომ ბ------მ დაჭრა და იგი ავტომანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო ბ------ თ----------ე გაიქცა.
მოწმე გ--–- გ------–-----ა გამოკითხვის ოქმის თანახმად 2018 წლის 14 ნოემბერს მამასთან გ----------–------სთან, ასევე ბ----- კ-----სთან, ი---- ა-----------სთან და ბ--- ჯ--------სთან ერთად ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიიდან სოფელ ი-----ში მის საცხოვრებელ სახლში მოიტანა შეშა, სადაც გაშლილ სუფრას მიუსხდნენ, მათ შეუერთდა მამიდაშვილი ბ--- ა--------ა, მამამისმა ბ--- ა--------ას უსაყვედურა, თუ რატომ არ უთხრა ბ--- ელიავასთან ჩხუბის შესახებ, დაახლოებით 23:50 საათზე მობილური ტელეფონით დაურეკა ბ------ თ----------ეს, მეტსახელად „ცაგოს“ და უთხრა, რომ უნდოდა ბ--- ელიავასთან საუბარი, ისინი ავტომანქანით მივიდნენ რესტორან ს-------სთან, სადაც დახვდათ ბ--- ელიავა, ბ------ თ----------ე და ორი უცნობი პიროვნება, ბ------ თ----------ესა და გ----------–------ს შორის მოხდა შელაპარაკება და გაწევ-გამოწევა, რა დროსაც დაინახა ბ------ თ----------ემ მარჯვენა ხელში არსებული დანა თუ როგორ დაარტყა ერთხელ მამამისს მარცხენა მხარეს იღლიასთან, ის ჩაიკეცა, ხოლო ბ------ თ----------ე გაიქცა.
მოწმე ი---- ა----------- გამოკითხვის ოქმის თანახმად 2018 წლის 14 ნოემბერს 23:45 საათზე გ--–- გ------–-----ა მობილური ტელეფონით ელაპარაკებოდა მისთვის უცნობ პიროვნებას, საუბრის დასრულების შემდეგ გ--–-მ თქვა, რომ უნდა წასულიყვნენ ი-----ის ჩაის მეურნეობაში და ყველანი ერთად წავიდნენ რესტორან ს-------ს წინა მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ ოთხი უცნობი პიროვნება, ერთერთთან გ----------–------მ დაიწყო ცალკე საუბარი, რაც რამდენიმე წამში გადაიზარდა კონფლიქტში, რა დროსაც ახალგაზრდა დაბალმა ბიჭმა მარჯვენა ხელი მოუქნია გ--–- გ------–-----ას და იგი ჩაიკეცა, გ--–-მ დაიყვირა, რომ მამამისი დაჭრეს, მას მხარი ჰქონდა სისხლიანი და წაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო ბ------ თ----------ე გაიქცა.
მოწმე ბ----- კ-----ს გამოკითხვის ოქმის თანახმად 2018 წლის 14 ნოემბერს ,,კამაზის“ მარკის ავტომანქანით წამოიღეს შეშა ზუგდიდის რაიონის სოფელ ი-----ში, გ----------–------ს საცხოვრებელ სახლში, სადაც გაუშალეს სუფრა, მის გარდა ყველამ მიიღო ალკოჰოლური სასმელი, 23:45 საათზე გ----------–------, გ--–- გ------–-----ა, ი---- ა-----------, ბ--- ჯ-------- და ბ--- ა--------ა მივიდნენ რესტორან ს-------სთან, სადაც დახვდნენ უცნობი ბიჭები, გ--–- გ------–-----ას ერთერთთან მოუვიდა შელაპარაკება, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, ამ პიროვნებას თვითონაც დაარტყა რამდენჯერმე ხელი, დაიწყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გაწევ-გამოწევის დროს ი---- ა-----------მ დაიყვირა, რომ გ----------–------ იყო დაჭრილი და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარეს ოპერაცია.
ბ------ თ----------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ და განმარტა, რომ მას არ ჩაუდენია გ----------–------ს მიმართ დანაშაული, 2018 წლის 14 ნოემბერს არ იმყოფებოდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ი-----ში და საერთოდ სამეგრელოში, რადგან 10 ნოემბერს გადმოვიდა აფხაზეთიდან და პირდაპირ გაემგზავრა ქ.თბილისში ბიძასთან, რომელსაც შეეძინა ბავშვი და იქ იმყოფებოდა 3 დეკემბრამდე, სადაც დააკავეს პოლიციის მუშაკებმა და მაშინ გაიგო გ----------–------ს დაჭრის შესახებ და ის, რომ მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა. გ----------–------ს ოჯახთან ახლობლობდა, იყვნენ შორეული ნათესავები და ასეთ ადამიანს დანას არ ჩაარტყამდა.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენი-–--, რომ 2018 წლის 15 ნოემბერს დაიწყო გამოძიება გ----------–------ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე.
2018 წლის 15 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტუ- რებულია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზუგდიდის რაიონის სოფელ ი-----ში და წარმოადგენს რესტორან „ს-------ს“ წინა მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც შემოკავებულია რკინის კონსტრუქციით, შესასვლელი ჭიშკრის წინა ტერიტორიაზე მდებარეობს აუზი, აუზსა და ჭიშკარს შორის აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, რომელიც მარლის ტამპონის საშუალებით იქნა ამოღებული და დაილუქა. ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სიგარეტის ნამწვი წარწერით „SOBRANIE”.
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების ჩატარების შესახებ 2018 წლის 15 ნოემბრის ოქმით დასტურდება, რომ მედდა მ----------–---მა ნებაყოფლობით წარმოადგინა გ----------–------ს კუთვნილი ტანსაცმელი, „BOSS“-ის ფირმის ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ტყავის ქამრით, რომელსაც შარვლის ორივე ტოტზე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქების კვალი. ასევე ამოღებულია გრძელსახელო-ებიანი ჯემპრი, უკანა მხარეს სახელოსთან ნახვრეტით, წინა და უკანა მხარეს მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით და გახეული ნაცრისფერი მოკლესახელოიანი მაისური, რომელზეც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მედდა მ----------–---ის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება-ამოღება ცნობი-–-- კანონიერად.
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების ჩატარების შესახებ 2018 წლის 15 ნოემბრის ოქმით დასტურდება, რომ ბ----- კ-----მ ნებაყოფლობით წარმოადგინა მისი კუთვნილი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც მას ეცვა 2018 წლის 15 ნოემბერს „NISAN TIDA”-ს მარკის ავტომანქანით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დაჭრილი გ----------–------ს მიყვანის დროს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2018 წლის 22 ნოემბრის №0-------- სამედიცინო-ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ----------–------ს აღენიშნებოდა გულმკერდის მარცხენა ნახევრის შემავალი ჭრილობა მარცხენა ფილტვის დაზიანებით, ჰემოპნევმოთორაქსი, ჰემორაგიული შოკი. დაზიანება განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 10 დეკემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გ----------–------ს ნაცრისფერ უმკლავო მაისურზე არსებული დაზიანებები, ნაკერი ძაფის და ქსოვილის გახევის სახით, თავისი ფორმით, წარმოქმნის მექანიზმით და განვითარების ხასიათით განვითარებულია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. მუქი იასამნისფერი გრძელმკლავიან პულოვერზე არსებული ირიბად განლაგებული გამჭოლი დაზიანება 20 მმ სიგრძეზე, თავისი ფორმით და განვითარების ხასიათით წარმოქმნი-–-- მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 მარტის №0-------- ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ასფალტის ზედაპირიდან აღებული მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----------–------ს. ასფალტის ზედაპირიდან აღებულ ერთი ცალ სიგარეტის ნამწვზე, წარწერით „SOBRANIE“, არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება გ----------–------სა და ბ------ თ----------ის გენეტიკური პროფილებისგან. ბ----- კ-----სგან ამოღებულ ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----------–------ს.
პალატა გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებისას მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა აღნიშნულმა მტკიცერბულებებმა ვერ დაადასტურეს ბ------ თ----------ის მიერ გ----------–------ს მიმართ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო ბ------ თ----------ე უდანაშაულოდ და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ საჭიროა არსებობდეს ერთობლიობა წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომელთა ურთიერთშეჯერება და არა მათი განყენებულად შეფასება გონიერ და ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია და მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებებით ირკვევა, რომ გ----------–------ს აღენიშნებოდა გულმკერდის მარცხენა ნახევრის შემავალი ჭრილობა მარცხენა ფილტვის დაზიანებით, რაც განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, თუმცა აღნიშნული ვერ მიუთითებს ბ------ თ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ვერც ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება შემთხვევის ადგილიდან აღებული კვლების იდენტურობა გ. თ----------ის გენეტიკურ პროფილთან.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულის გ----------–------ს, მოწმეების გ--–- გ------–-----ას, ი---- ა-----------ს და ბ----- კ-----ს გამოკითხვის ოქმებს, რომელთა მიხედვითაც ხსენებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩამდენ პირად მითითებულია ბ------ თ----------ე. აღნიშნული გამოკითხვის ოქმები ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოქვეყნდა საჯაროდ, რომლის მიზეზს წარმოადგენდა ის გარემოებები, რომ გ--–- გ------–-----ას, ი---- ა-----------ს და გ----------–------ს სასამართლოში წარმოდგენის გონივრული შესაძლებლობა ამოწურული იყო, ხოლო ბ----- კ----- იმყოფებოდა საზღვარგარეთ.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლი დასაშვებად მიიჩნევს მოწმის ჩვენების საჯაროდ წაკითხვას კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, მაგრამ იმ დათქმით, რომ მხოლოდ ეს მტკიცებულება ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით კი პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ პირდაპირ სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბ------ თ----------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. რაც შეეხება საქმეში არსებულ დანარჩენ მტკუცებულებებს ისინი ასევე ირიბ მტკიცებულებებს წარმოადგენენ.
საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). შესაბამისად, პალატა უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ბ------ თ----------ის მიერ მისთვის ბრალად წაყენებული ქმედების ჩადენას და წარმოდგენილი იქნა მხოლოდ არაპირდაპირი (სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმეების: ბ----- კ-----ს, გ--–- გ------–-----ას, ი---- ა-----------ს და დაზარალებულ გ----------–------ს გამოკითხვის ოქმები) მტკიცებულებები, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
სააპელაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს სტრასბურგის სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებას, Gabrielyan-ი სომხეთის წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც საქმის განმხილველმა სასამართლომ სიფრთხილით უნდა შეაფასოს დაუსწრებელ მოწმეთა სანდოობა და მათი ჩვენებების ნამდვილობა, რითაც უნდა ეცადოს მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობის არ არსებობის კომპენსირება მოახდინოს და განმცხადებელს შესაძლებლობა მიეცეს წარმოადგინოს მომხდარის მისეული ვერსია. ასევე ბრალად დადგენილი დანაშაულის მოწმეების ჩვენებების მნიშვნელობის გათვალისწინებით გატარებული დამაბალანსებელი ღონისძიებები უნდა იყოს საკმარისი გადაუმოწმებელი მტკიცებულების სანდოობის სამართლიანი და სათანადო შეფასებისთვის, შესაბამისად ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ გარემოებებში განმცხადებლის მხრიდან მოწმეების დაკითხვაში მისმა შეუძლებლობამ საქმის სასამართლო განხილვა მთლიანობაში უსამართლო გახადა და ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის 6.1 და 6.3.d მუხლის დარღვევას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე. აღნიშნული ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტით, რომლის თანახმად, ყოველ პირს, ვისაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს, დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხიოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo’’, რომლის თანახმად დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ი-–-- ტ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენი ბ------ თ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
ბ------ თ----------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ბ------ თ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ბ------ თ----------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგადა ამოღე- ბული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი და სიგარეტის ნამწვი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტა- მენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
ბ----- კ-----სგან ამოღებული შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ბ----- კ-----ს.
გ----------–------ს ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს გ----------–------ს.
ნივთმტკიცებები: ფოტოსურათები, დისკები, MRT ფირები და რენტგენოგრამები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით; მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მ-------------ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე