განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2019
საქმის ნომერი
330100117002196183
ინსტანცია
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100117002196183

საქმე №1/ბ1171-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის, ოთარ ჯუგაშვილის,სოფიკო კაპანაძის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: თ------------------–------------

ადვოკატების: ნ-----------–-–---–------------–-------------------------–----------------------–---–--

მსჯავრდებულების: ე-–----------–--------------------–----------

თარჯიმნების: ზ-----------------------------–----------

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ე-–----------–----- ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----------–-–---–-- და მსჯავრდებულ დ-----------–---------- ინტერესების დამცველი ადვოკატის გ---------------–---–-- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–------–------------–----- მიმართ - ა------------------------–---- მოქალაქე, დაბადებული 1----–-–----------------–-- რეგისტრირებული: ა------------------------ ფაქტობრივად მცხოვრები: მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არმქონე; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

დ------------------------–---------- მიმართ - საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ დაბადებული 1----–-–--------------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–--–---–--------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის განაჩენით, ე-–----------–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით.

ე-–----------–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 23 ოქტომბრიდან.

დ-----------–--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით.

დ-----------–---------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 23 ოქტომბრიდან.

ე-–-----------–---- და დ-----------–---------- მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 9 ოქტომბერს, ა------------------------–---- მოქალაქე ე-–----------–---- მეტსახელად „---–-–---------- დ-----------–----------თან და სხვა პირთან ერთად მივიდნენ ბ-----------------–---–-- საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ------–--–--------------–----------------------------–-----------------------------ში. ა------------------------–---- მოქალაქე ე-–----------–---- და დ-----------–--------- ბ-----------------–---–--აგან მოითხოვდნენ 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარის (4960 ლარი) გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. ე-–----------–---- ბ-----------------–---–- გაეცნო, როგორც „დიდი ქურდული ოჯახის წევრი“ „---–-–----------, რომლის სიტყვასაც ჰქონდა „დიდი ძალა“ და მისი სიტყვის შეუსრულებლობისთვის მოეთხოვებოდა პასუხი. 2017 წლის 10 ოქტომბერს კვლავ დაუკავშირდნენ ბ-----------------–---–- ე-–----------–---- და დ-----------–--------- და თანხის გადახდის ვადად განუსაზღვრეს იმავე დღის 21:00 საათი, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. 2017 წლის 11 ოქტომბერს 13:30 საათიდან 14:00 საათამდე ბ-----------------–---–-- საცხოვრებელ სახლში მივიდნენ ა------------------------–---- მოქალაქე ე-–----------–----, მეტსახელად „---–-–---------- და დ-----------–---------, რა დროსაც ბ-----------------–---–--გან მოითხოვეს თანხის გადახდა 2017 წლის 17 ოქტომბერს, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ დაემუქრნენ მოკვლით (თავის მოჭრით). 2017 წლის 17 ოქტომბერს ე-–----------–---- და დ-----------–--------- ბ-----------------–---–---- სატელეფონო საუბრისას მოითხოვდნენ თანხის დროულად გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ სახეზე ჭრილობის მიყენებით და ჯანმრთელობის დაზიანებით. იმავე დღეს ე-–----------–----- და დ-----------–---------მ, გ-----------------–-–---–-------------------------- დაავალეს ბ-----------------–---–-- მოძებნა და მისი ცემა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ე-–----------–----- და დ-----------–---------- ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ნ-----------–-–---–-----------------------–---–--- რომლებიც ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

მსჯავრდებულ ე-–----------–----- ინტერესების დამცველი ადვოკატის განმარტებით, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაზარალებული ბ-----------------–---–- და მოწმე ი--------------–--- სასამართლოს აძლევენ ცრუ ჩვენებებს. საქმეში წარმოდგენილი ვიდეო და აუდიო ჩანაწერები სრულად აბათილებს მათ ჩვენებებს და ამტკიცებს, რომ მოწმეებმა იცრუეს, რათა დაემძიმებინათ ე-–----------–----- და დ-----------–---------- მდგომარეობა. ჩანაწერებით სრულად დასტურდება, რომ დ-----------–--------- ცემასთან დაკავშირებულ სიტყვებს ბ-----------------–---–- ეუბნება იმის გამო, რათა მან მოიტყუა გარკვეული გარემოების შესახებ და არა იმიტომ, რომ მიეღოთ რაიმე სარგებელი. ვიდეოჩანაწერში ჩანს მხოლოდ ის, რომ ბ-----–--------------–--------- წყნარად, ყოველგვარი მუქარის გარეშე ეუბნებიან მ--------–---–- მოტყუებულ ბიჭებს გადაუხადოს კუთვნილი თანხა. ამ ჩანაწერში არსად არ ისმის სიტყვები „შრამს დაგადებ, ჩვენს უკან 200 კაცი დგას და ისინი მოგაკითხავენ; არსად არ ჩანს, რომ ბ-----–----- ხელი დაადო მ--------–---–- სახეზე და გაუსვა, როგორც ამას ირწმუნებიან ბრალდების მოწმეები. რაც შეეხება აუდიოჩანაწრებს, ბ-----–---- ამბობს, რომ ტყუილისათვის დაისჯება ყველა, ვინც მას მოატყუებს და ამაში ნამდვილად არ მოიაზრება მუქარა, რომელიც დაკავშირებულია ქონების გადაცემასთან. გარდა ამისა, აღნიშნული დასტურდება მოწმე თ----------------- ჩვენებითაც. არც ერთი მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არ ადასტურებს ე-–----------–----- და დ-----------–---------- მიერ ბ-----------------–---–- მიმართ ქონების გადაცემის მოთხოვნას, რომელსაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ მუქარა.

მსჯავრდებულ დ-----------–---------- ინტერესების დამცველი ადვოკატის განმარტებით, დაზარალებული ბ-----------------–---–- თავადვე აღიარებდა იმ ფაქტს, რომ მას თანხა, რომელზეც ესაუბრებოდნენ მსჯავრდებულები, გადასახდელი ჰქონდა. აღნიშნული ასევე დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებით - ფარული ვიდეოჩანაწერით. დიალოგიდან ირკვევა, რომ ბ-----------------–---–- არათუ უარყოფს აღნიშნული თანხის გადახდას, არამედ თვითონვე თხოვს ბრალდებულებს დახმარებას ამ თანხის გადახდაში. ამასთან, მისი ჩვენება აშკარა წინააღმდეგობაშია გამოკვლეულ ჩანაწერებთან, საიდანაც არც ერთ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ ბ-----------------–---–-- მიმართ მუქარის ფაქტი. ჩანაწერების თანახმად, დ-----------–--------- არცერთ მომენტში არ ამბობს, რომ იგი არის ქურდული ოჯახის წევრი; არ არის საუბარი მანქანის დალომბარდებაზე; დ-----------–---------- და ე-–----------–---- არათუ ნოტარიუსთან, არამედ საერთოდ არ დაურეკავთ არსად; ამასთან, არაფერს არ ეუბნებიან სახლის ბანკში ჩადებაზე. ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ე-–----------–---- არ ეხება ბ-----------------–---–- და არ ადებს მას ხელს, დაზარალებული კი სასამართლო სხდომაზე ცდილობს ხელოვნურად დაამძიმოს ფაქტები. მისი ჩვენება წინააღმდეგობაშია მოწმე გ-----------–-–---–-- ჩვენებასთანც. ფარული ჩანაწერის თანახმად, დ-----------–---------- არცერთი სიტყვა არ წარმოადგენს მუქარას. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის თანამშრომელი ი--------------–--- ცდილობს გამოიწვიოს დ-----------–--------- და ათქმევინოს რაიმე ისეთი, რაც მომავლისკენ მიმართულ მუქარას, გამოძალვას მიანიშნებს, დ-----------–--------- კატეგორიულად უარყოფს მისგან მუქარის განხორციელების ფაქტს.

დაცვის მხარის მტკიცებით, ბ-----------------–---–-- მისამართით წარმოთქმული სიტყვები „პრობლემები შეგექმნება“ არ ჯდება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის დეფინიციაში და იგი არ უნდა იქნეს გაგებული როგორც მუქარა.

სააპელაციო პალატამ, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ბ-----------------–---–-- განაცხადა, რომ 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში დაუკავშირდა თ----------------- რომელმაც სთხოვა შეხვედრა. მან თ----------------- განუცხადა, რომ თბილისში არ იმყოფებოდა და როცა ჩავიდოდა, შეხვდებოდა. ამავე წლის ოქტომბრის თვეში მას განმეორებით დაუკავშირდა თ---------------- და მოითხოვა შეხვედრა, რაზეც დათანხმდა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მან თ----------------- სთხოვა მასთან ასულიყვნენ სახლში, სადაც დაზარალებულთან ერთად იმყოფებოდა მისი ნათესავი - გ-----------–-–---–-- მის საცხოვრებელ სახლში დილის 10:00 საათიდან - 11:00 საათამდე შუალედში მივიდნენ დ-----------–---------, თ---------------- და აზერბაიჯანელი პიროვნება, რომელიც გაეცნო, როგორც „---–-–--- როგორც შემდეგ გაიგო ე-–----------–----. „---–-–-- საუბროდა რუსულ ენაზე, მის საუბარს კი დ-----------–--------- თარგმნიდა. ე-–----------–----- განუცხადა, რომ როგორც მისთვის გახდა ცნობილი, ი--------------------–-–---–---- ვალი ჰქონდა მას და სთხოვა მოეყოლა საქმის ვითარება. დაზარალებულმა ე-–-----------–---- და დ-----------–---------- განუმარტა, რომ ზ-------------–---–-- დავალებით მუშაობდა ზ--------–-- რა დროსაც ნაცნობის - ი-----–-–---–-- თხოვნით, მის ძმებს ი--------------------–-–---–--- დააწყებინა მუშაობა. კერძოდ, მათ განუმარტა, რომ მისულიყვნენ ზ-------------–---–----- რომელიც გაესაუბრებოდა და შესაძლოა დაესაქმებინა. როგორც მისთვის ცნობილია, ი--------------------–-–---–--- მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ზ-------------–---–----- თუმცა დამკვეთმა მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თანხა სრულად არ გადაუხადა და თავად დაზარალებულსაც ასაღები ჰქონდა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. აღნიშნულ გარემოებებზე საუბრის დასრულების შემდეგ დ-----------–---------მ და ე-–----------–----- ბ-----------------–---–- განუმარტეს, რომ იყვნენ „ქურდული ოჯახის წევრები“, „ქურდულმა სამყარომ“ გადაწყვიტა, რომ ვინაიდან ი--------------------–-–---–--- ზ------------–---–---- სამუშაოდ მიიყვანა მან, სწორედ მისი გადასახდელი იყო 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი, აღნიშნული თანხა ი--------–-–---–-- აჩუქა „ქურდულ სამყაროს“ და სწორედ მათთვის უნდა მიეცა ეს თანხა დაზარალებულს. იმასთან ერთად, რომ დ-----------–--------- თარგმნიდა ე-–----------–----- საუბარს, იგი ასევე სთხოვდა თანხას და ემუქრებოდა. მან დ-----------–---------- და ე-–----------–---- განუმარტა, რომ თანხა არ ჰქონდა და ვერ გადაიხდიდა, რის შემდეგ უთხრეს, რომ დაელომბარდებინა ავტომანქანა ან/და სახლი ჩაედო იპოთეკაში. ვინაიდან სახლი იყო მისი გარდაცვლილი მამის სახელზე დარეგისტირებული და საჭირო იყო დოკუმენტების მოწესრიგება, დ-----------–---------მ და ე-–----------–----- განუმარტეს, რომ ჰყავდათ ნაცნობი ნოტარიუსი, რომელიც მოაგვარებდა აღნიშნულ საკითხს. ე-–----------–---- დაემუქრა, თუკი არ მიუტანდა თანხას, სახეზე დაადებდა „შრამს“, ხოლო დ-----------–--------- ეუბნებოდა „ნუ მიყურებ ხბოს თვალებითო“. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ დ-----------–--------- და ე-–----------–---- დაემუქრნენ დანის დარტყმით, დაჭრით და მოკვლით. ასევე, მუქარასთან ერთად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლაც. მათ წასვლისას დაუბარეს, რომ მეორე დღეს 11:00 საათამდე უნდა მიეტანა თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ უბანში არ აცხოვრებდნენ. მოგვიანებით მოწმე დაუკავშირდა მათ და აცნობა, რომ თანხას ვერ მიუტანდა, რის გამოც, დაიბარეს მეორე დღეს 10:00 საათზე ავტოფარეხთან. აღნიშნულ ადგილზე მოწმე მივიდა გ-----------–-–---–---- ერთად, სადაც დ-----------–--------- და ე-–----------–---- კვლავ დაემუქრნენ, რომ თანხას თუ არ მიუტანდა, მოაჭრიდნენ ყურს და სახეზე დაადებდნენ „შრამს“. აღნიშნულის შემდეგ მოწმემ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, თანხმობა განაცხადა ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე და ი--------------–---- საგამოძიებო მოქმედებაში ჩართვაზე. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ი--------------–---სთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მასთან მივიდნენ დ-----------–---------, ე-–----------–---- და კიდევ ერთი მისთვის უცნობი პირი, რომლებიც ითხოვდნენ 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარს და მიტანის ვადად განუსაზღვრეს სამი-ოთხი დღე. ი--------------–---მ ე-–----------–---- და დ-----------–---------- წასვლისას ჰკითხა რა მოხდებოდა, თუკი თანხას ვერ მიუტანდა, რაზეც ე-–----------–----- სახეზე ხელი დაადო და განუმარტა, რომ სახეზე დავადებ „შრამსო“. მოწმის განმარტებით, მის მიმართ განხორციელებული მუქარა იყო რეალური და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ე-–----------–---- და დ-----------–--------- მუქარას მოიყვანდნენ სისრულეში.

პალატა პირველ რიგში განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. ბ-----------------–---–-- საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად გადმოსცა მსჯავრდებულთა მხრიდან მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების დეტალები. მხოლოდ ის გარემოება, რომ მან ადვოკატს დაუდასტურა მუქარის ამსახველი ცალკეული სიტყვების ვიდეოჩანწერში ასახვის ფაქტი, რასაც რეალურად არ აქვს ადგილი, ვერ გახდება მისი დისკრედიტაციის საფუძველი. დაზარალებული საქმის ფაქტობრივ გარემოებეზე საუბრისას იყო ემოციურ მდგომარეობაში და შესაძლებელია ქრონოლოგიურად ზედმიწევნით ვერ გაიხსენა მსჯავრდებულებთან კონკრეტულად რომელი შეხვედრისას რა შინაარსის საუბარი წარიმართა მათ შორის, ასევე თითოეულ ჯერზე მუქარის შემცველი რა სიტყვები გამოიყენეს მის მიმართ, თუმცა სასამართლოს მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია. ერთობლიობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული არის თანმიმდევრული, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავს სრულყოფილად და ზედმიწევნით. მან სასამართლო სხდომაზე აშკარად მიუთითა ბრალდებულებზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირებზე და განმარტა, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ისინი ემუქრებოდნენ დანის დარტყმით, დაჭრით და მოკვლით; სთავაზობდნენ სხვადასხვა ალტერნატივებს, რომ ეშოვა ფულადი თანხა; ეუბნებოდნენ, რომ არ მოეტყუებინა ისინი და ფული მიეტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაადებდნენ შრამს. დაზარალებულმა სასამართლოს მოახსენა, რომ მსჯავრდებულებთან მომდევნო შეხვედრების დროსაც ადგილი ჰქონდა მისთვის თანხის მოთხოვნას მუქარის გზით. მისი განმარტებით, ე-–----------–----- და დ-----------–---------- მხრიდან განხორციელებული მუქარა იყო რეალური და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ისინი მუქარას მოიყვანდნენ სისრულეში, სახის არეში მიაყენებდნენ ჭრილობას და არ აცხოვრებდნენ უბანში ან მოკლავდნენ. პალატას საფუძვლიანად მიაჩნია დაზარალებულის განმარტება მსჯავრდებულთა მხრიდან არსებული მუქარის განხორციელების შიშზე, ვინაიდან ისინი თავდაპირველადვე დაზარალებულს გაეცნენ როგორც „ქურდული ოჯახის წევრები“, ასევე უხსენებდნენ, რომ სწორედ ქურდულმა სამყარომ გადაწყვიტა, თუ ვისი გადასახდელი იყო თანხა. ე-–----------–----- და დ-----------–---------- საუბრის შინაარისის და საერთო ქცევის გათვალისწინებით, სავსებით ლოგიკურია, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სწორედ აღნიშნული შიშის ფაქტორით აიხსნება ის გარემოებაც, რომ დაზარალებულს წინააღმდეგობა მათთვის არ გაუწევია და არ უთქვამს, რომ თანხის გადახდის ვალდებულება მას არ გააჩნდა, რაც რეალურად დადასტურდა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. იქიდან გამომდინარე, რომ ბ-----------------–---–- ფინანსურად ვალდებული არ იყო არც მსჯავრდებულების და არც ი--------------------–-–---–---- წინაშე, გაურკვეველია, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა, რომ ე-–----------–----- და დ-----------–---------- დასჯის მიზნით, სასამართლოსათვის მიეწოდებინა ცრუ ინფორმაცია.

ამასთან, პალატა განმარტავს, რომ ე-–----------–----- და დ-----------–---------- მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას. ბ-----------------–---–-- მიერ სასამართლოსათვის მოწოდებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია და გამყარებულია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმეების გ-----------–-–---–-- და ი--------------–---- ჩვენებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით და ექსპერტიზის დასკვნებით.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-----------–-–---–-- განაცხადა, რომ მუშაობდა ბ-----------------–---–---- შპს „--–-------------ში მუშის და მძღოლის პოზიციაზე. 2017 წლის 9 ოქტომბერს იმყოფებოდა ბ-----------------–---–---- სახლში, სადაც დაახლოებით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე დროის შუალედში სასაუბროდ მივიდა დაახლოებით 6-8 პიროვნება, მათ შორის იყვნენ თ---------------- და დ-----------–---------, რომელმაც გააცნო ე-–----------–----, იგივე „---–-–--. ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ იყო „ქურდული ოჯახის წევრი“. მათ შორის საუბარი ეხებოდა ბ-----------------–---–-- მიერ 2 პირის დასაქმებას, რომლებსაც თანხა - 2000 აშშ დოლარი არ გადაუხადა. კერძოდ, ე-–----------–----- და დ-----------–---------მ უთხრეს ბ-----------------–---–- მოეყოლა საქმის გარემოებების შესახებ. ბ-----------------–---–-- აუხსნა მათ, რომ იგი მუშაობდა დ-------------------–-–---–------ ერთად, თუმცა დამკვეთს თანხა არ გადაუხდია და როცა დაირიცხებოდა, ვისაც უნდოდა, იმას აეღო. ამის შემდეგ დ-----------–---------მ და ე-–----------–----- განუცხადეს ბ-----------------–---–-, რომ როგორც „ქურდებმა“ გადაწყვიტეს, თანხა შენ უნდა გადაიხადოო. დ-------------------–-–---–--- ეს თანხა ნაჩუქარი ჰქონდათ დ-----------–----------ა და ე-–----------–-----თვის. ბ-----------------–---–-- განუმარტა, რომ მას თანხა არ ჰქონდა, თუმცა როგორც დ-----------–---------მ და ე-–----------–----- ბრალდებულებმა დაავალეს 1000 (ათასი) აშშ დოლარი იმ საღამოს უნდა მიეტანა მათთვის, ხოლო 1000 (ათასი) აშშ დოლარი მეორე დღეს. ე-–----------–---- და დ-----------–--------- დაემუქრნენ ბ-----------------–---–-, რომ თუკი არ მიიტანდა თანხას, შეექმნებოდა პრობლემები. მოწმემ პრობლემების თავიდან არიდების მიზნით ბ-----------------–---–- იმავე დღეს წაიყვანა ს----------- რაიონში, სადაც ამ უკანასკნელს კვლავ დაუკავშირდა თ---------------- და სთხოვა შეხვედრა. თბილისში ჩასვლისას დანიშნულ ადგილზე დახვდათ დ-----------–--------- ორ პირთან ერთად, რომელმაც ჰკითხა მიიტანა თუ არა 1000(ათასი) აშშ დოლარი. აღნიშნულზე ბ-----------------–---–-- უპასუხა, რომ ვერ იშოვა. დ-----------–---------მ უთხრა ბ-----------------–---–-, რომ არ აინტერესებდა იშოვა თუ არა თანხა. ამის გამო დაისჯებოდა, მივიდოდა „---–-–-- - ე-–----------–---- და ის გადაწყვეტდა, თუ რა მოუვიდოდა. ე-–----------–----- მისვლისას ჰკითხა: მიიტანა თუ არა თანხა, რაზეც ბ-----------------–---–-- მასაც უპასუხა, რომ ვერ იშოვა. ეს უკანასკნელი დაემუქრა ბ-----------------–---–-, რომ პრობლემები შეექმნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი თანხას საღამომდე არ მიუტანდა. გ-----------–-–---–-- დაადასტურა, რომ დ-----------–--------- ბ-----------------–---–- უთარგმნიდა ე-–----------–----- საუბარს, თუმცა თავადაც იყო ჩართული საუბარში და ისიც ითხოვდა თანხას.

ამდენად, გ-----------–-–---–-– ადასტურებს სასამართლოს წინაშე, რომ მსჯავრდებულები ბ-----------------–---–- გაეცნენ როგორც „ქურდული ოჯახის წევრები“, „ქურდების“ სახელით ითხოვდნენ მისგან თანხის გადაცემას და წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ პრობლემების შექმნით. ასევე მოწმე ადასტურებს, რომ როგორც დ-----------–---------მ განუმარტა დაზარალებულს, თანხის მიტანაზე უარის თქმის შემთხვევაში იგი დაისჯებოდა, ხოლო როგორ დაესაჯათ ამას „---–-–-- - ე-–----------–---- გადაწყვეტდა. მოწმის ჩვენების შინაარსიდან გამომდინარე პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს, რომ სიტყვა „პრობლემების შექმნა“ არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც მუქარა. აშკარაა, რომ მსჯავრდებულთა საუბარი როგორც ბ-----------------–---–--, ისე გ-----------–-–---–-- აღიქვეს საფუძვლიან მუქარად და სწორედ ამის გამო წაიყვანა მან ბ-----------------–---–- ქალაქგარეთ. ასევე ვერ იქნება გაზიარებული ადვოკატის აპელირება, რომ დაზარალებულისა და გ-----------–-–---–-- ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო. ის გარემოება, რომ გ-----------–-–---–-- იცის დაზარალებულსა და მსჯავრდებულებს შორის პირველი შეხვედრისას განვითარებული საუბრის დეტალები და ასევე, იმავე დღეს ბ-----------------–---–- წაიყანა ს----------–-- უპირობოდ არ ადასტურებს, რომ იგი სურლყოფილად ესწრებოდა შეხვედრას. მოწმეს არ განუმარტავს, რომ შეხვედრის დროს არ დაუტოვებია დაზარალებულის ბინა და შეხვედრის დასრულებისთანავე წავიდნენ ისინი რაიონში.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი--------------–---მ განაცხადა, რომ მუშაობს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულმა ბ-----------------–---–-- განყოფილებას მიმართა განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ დ-----------–--------- და ზედმეტსახელად „---–-–-- სძალავდნენ ფულს. მათ მიერ დაიგეგმა ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა და ვინაიდან დაზარალებული დ-----------–---------- და ე-–----------–----- მუქარის გამო იყო შეშინებული, მისი უსაფრთხოების მიზნით, თავად მოწმეც ჩაერთო აღნიშნულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში. 2017 წლის ოქტომბრის თვეში დილის საათებში, ბ-----------------–---–-- საცხოვრებელ სახლში განხორციელდა დაზარალებულ ბ-----------------–---–-- და ე-–----------–----- შეხვედრა. ეს უკანასკნელი მოწმეს გაეცნო, როგორც „---–-–----------, განუმარტა, რომ იყო „ქურდული სამყაროს წევრი“ და მიისწრაფოდა ქურდული სამყაროს დიდი ოჯახისაკენ. ე-–----------–----- შემდეგ სახლში ავიდა დ-----------–---------ც, რომელმაც განუმარტა, რომ ი--------------------–-–---–--- თ--------–- დაუკავშირდნენ ქურდებს და ქურდებმა მათ დაავალეს ბ-----------------–---–--გან თანხის - 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარის ამოღება. დ-----------–--------- აცხადებდა, რომ „კანონიერი ქურდები“ ძალიან გაბრაზებული იყვნენ, უთხრეს, რომ მათ აეღოთ აღნიშნული თანხა და განეკარგათ პირადი საჭიროებისთვის. ე-–----------–---- და დ-----------–--------- ბ-----------------–---–- სთხოვდნენ თანხის 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარის გადახდას. მოწმემ დაადასტურა, რომ დ-----------–--------- და ე-–----------–---- ემუქრებოდნენ დაზარალებულს, ასევე თ---–--------- ეუბნებოდა „საცემი ხარო“. ვინაიდან დაზარალებული სათანადოდ ვერ ფლობდა რუსულ ენას, ის დ-----------–----------თან ერთად დაზარალებულს უთარგმნიდა მიმდინარე საუბარს, თუმცა თ---–--------- მხოლოდ თარჯიმნის ფუნქციით არ შემოფარგლულა და თავისი ინიციატივითაც საუბრობდა. მათ დ-----------–---------- და ე-–----------–---- განუმარტეს, რომ თანხას მიუტანდნენ ორშაბათს დილით. აღნიშნულზე დ------- უპასუხა, რომ „საღამოს იყოს, არ არის პრობლემა, მთავარია არ მოგვატყუოთო“. ე-–----------–---- დაემუქრა ბ-----------------–---–- და ხელით აჩვენა სახეზე, რომ თუ არ გადაუხდიდა თანხას, სახეზე მიაყენებდა ჭრილობას. მან(ი--------------–---მ დ-----------–---------- და ე-–----------–---- უთხრა, რომ ბ-----------------–---–- დაეხმარებოდა თანხის მოძიებაში და ჩააწერინა მისი კუთვნილი ტელეფონის ნომერი, რომელზეც შემდგომში უკავშირდებოდნენ და სთხოვდნენ თანხას. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით განხორციელებული ჩანაწერების და სატელეფონო საუბრების ნამდვილობა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული როგორც მსჯავრდებულებისა და დაზარალებულის შეხვედრის ამსახველი, ასევე მსჯავრდებულების მიერ დაზარალებულისათვის თანხის გამოძალვის თაობაზე სხვადასხვა პირებთან განხორციელებული სატელეფონო საუბრის ამსახველი ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. ერთ-ერთი ჩანაწერის თანახმად, ე-–----------–---- აცხადებს: „მე ქურდი ვარ, არც პოლიციის მეშინია და არც არავის. ღმერთის გარდა, არავისი მეშინია. ყველას ყელს გამოვჭრი, ვინც მე მომატყუებს“. „ალლაჰს გეფიცები, ღმერთს გეფიცები, მითხარი, სად ხარ, თუ მარტო არ მოვიდე „ტვარი ვიყო! მარტო მოვალ იქ, სადაც იქნებით და დაგანახებთ ჩემს ქურდულ სისხლს და სულს. იქ მოვალ, სადაც მეტყვით“. ..... გადაეცი, რომ სადაც არ უნდა დამემალოს, ვიპოვი, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წავიდეს, მივაგნებ. მთელ ზ--------- ყურებზე დავაყენებ, მთელ საქართველოს ყურებზე დავაყენებ, სადაც ჩემი ძმები არიან და მაგას სახეზე ისეთ ........... „შრამს“ დაასვავენ, რომ, .... ამის პირობას ვიძლევი ჩემი ღირსების წინაშე“. ასევე ერთ-ერთ საუბარში იგი აღნიშნავს: „სადაც არ უნდა იყო, ყველგან მოგძებნი! .... საქართველო ძალიან პატარაა და რაც ვთქვი, იმას გავაკეთებ“; ბ-----------------–---–-- საცხოვრებელ სახლში გადაღებული ვიდეოჩანაწერით ირკვევა, რომ ე-–----------–---- ი--------------–---ს გაეცნო, როგორც „---–-–----------, დიდი ქურდული ოჯახის შვილის ვაჟი, რომელიც არის ყველა ქურდის მეგობარი. ეუბნება, რომ ფული უნდა გადაიხადოს ბ-----------------–---–--, ვინდაიდან მას ეკუთვნის გადახდა. ამ დროს საუბარში ჩაერთო დ-----------–---------, რომელიც ბ-----------------–---–- მიმართავს, „საცოდავი სახე გაქვს თორემ გასალახი ხარ და გაგლახავდიო“. ორივე ბრალდებული ფულს სთხოვს დაზარალებულ ბ-----------------–---–-. მათი განმარტებით, დაუკავშირდებოდნენ ქურდებს, რომლებიც ეტყოდნენ თუ როგორ უნდა მოქცეოდნენ ბ-----------------–---–-. დ-----------–--------- ასევე მიმართავს ი--------------–---ს, რომ ამ თანხის გამო მასაც და დაზარალებულსაც „მოკითხავენ“. ი--------------–--- ეკითხება მას: „როგორ ხდება ისე მოკითხვები?.“ „ორივე მხარეს მოკითხავენ. როგორ უნდა მოიკითხო გეკითხება (მიმართავს ,,მ--–-–-)“. „---–-–-- პასუხობს: „ამას ისე აკეთებენ, აქიდან იქით. მერე მთელი ცხოვრება ემახსოვრება. იცი რისთვის კეთდება ეს? რომ ყველამ იცოდეს, რომ შენ ვიღაცა მოატყუე და მიგახიეს პირი.“ ე-–----------–---- და დ-----------–--------- საუბრობენ იმაზე, თუ რატომ უნდა შეაწუხონ ქურდები, ბ-----------------–---–- ხომ ისედაც საცემია.

ასევე, ე-–----------–--------------------–----------, გ-----------------–-–---–-- და თ----------------- სატელეფონო საუბრების თანახმად, დ-----------–---------მ დაავალა თ----------------- და გ-----------------–-–---–- ბ-----------------–---–-- ცემა, დასისხლიანება მაგრად დალეწვა. ე-–----------–-----ა და დ-----------–---------- საუბრებით დადგინდა, რომ საუბრობენ ბ-----------------–---–--ათვის ავტომანქანის ჩამორთმევაზე. ე-–----------–---- უკავშირდება ბ-----------------–---–- და სთხოვს ფულს. ე-–----------–-----ა და ი--------------–---- საუბრით კი დადგინდა, თუ როგორ იმუქრება ე-–----------–---- ბ-----------------–---–-- პოვნით, ყელის გამოჭრით და სახეზე ჭრილობის მიყენებით.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ა--–----------------------------------–-–---–----------------------- დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.

ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიოჩანაწერები და ვიდეოჩანაწერი ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმისა და მეტყველების მიხედვით. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად შესულ აუდიოგრამებსა და ვიდეოგრამაზე არსებულ აუდიო ნაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად შესულ სადავო ფონოგრამებსა და ვიდეოგრამაში (---------------------------------------------------------------------------------------------- მონაწილე დიქტორი მამაკაცის ხმა და მეტყველება და ე-–----------–----- ხმის ნიმუშის ფონოგრამიდან ე-–----------–----- ხმა და მეტყველება ერთმანეთის იდენტურია. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად შესულ სადავო ფონოგრამებსა და ვიდეოგრამაში (--------------------------------- მონაწილე დიქტორი მამაკაცის ხმა და მეტყველება და დ-----------–---------- ხმის ნიმუშის ფონოგრამიდან დ-----------–---------- ხმა და მეტყველება ერთმანეთის იდენტურია. ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა ე------------–-–---–---------–---------–--------

ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვიდეოგრამას სახელწოდებით: „-------------- არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. სს N------------ საქმეზე, გამოკვლევაზე წარდგენილ ფოტონიმუშებზე არსებული საკვლევი გამოსახულებები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამიდან სახელწოდებით „--------------, ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულებები, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. გამოკვლევაზე წარდგენილ დ------------------------–---------- ფოტოსურათზე და ვიდეოგრამაზე სახელწოდებით: „--------------, დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. გამოკვლევაზე წარდგენილ ე-–------–------------–----- ფოტოსურათზე და ვიდეოგრამაზე სახელწოდებით: „--------------- დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ვ----------------------

პალატა, წარმოდეგნილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის აპელირებას, რომ ჩანაწერებით არც ერთ შემთხვევაში არ იკვეთება მუქარის ფაქტი, ასევე ჩანაწერები წინააღმდეგობაშია დაზარალებულისა და მოწმე ი--------------–---- ჩვენებებთან. ბ-----------------–---–-- საცხოვრებელ სახლში შემდგარი შეხვედირს ვიდეოჩანაწერი სრულად ადასტურებს ამ უკანასკნელის და ი--------------–---- ჩვენებებს და განამტკიცებს მათ. ჩანაწერში ნათლად არის ასახული რომ ე-–----------–---- ი--------------–---ს ეცნობა როგორც დიდი ქურდული ოჯახის შვილის ვაჟი და ყველა ქურდის მეგობარი. ისინი ფულს ითხოვენ დაზარალებულ ბ-----------------–---–--გან და ასევე ე-–----------–---- განმარტავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ქურდები გადაწყვეტენ როგორ მოექცნენ.

პალატა ე-–----------–----- და დ-----------–---------- საუბარს დაზარალებულთან და ი--------------–---თან ვერ მიიჩნევს როგორც მშვიდ ვითარებაში გამართულ დიალოგს, ვინაიდან თანხის არმიტანის შემთხვევაში ისინი მიანიშნებენ მუქარის განხორცილების საფრთხეებზე, ახსენებენ საკითხის „ქურდების“ მიერ მოგვარების შესაძლებლობას და ამასთან, დ-----------–--------- აცხადებს, რომ თანხის მიტანაზე უარის შემთხვევაში ორივეს მოკითხავენ პასუხს. ხოლო კითხვაზე თუ როგორ ხდება „მოკითხვა“ ე-–----------–---- განმარტავს „ამას ისე აკეთებენ, აქიდან იქით. მერე მთელი ცხოვრება ემახსოვრება. იცი რისთვის კეთდება ეს? რომ ყველამ იცოდეს, რომ შენ ვიღაცა მოატყუე და მიგახიეს პირი.“ მსჯავრდებულის აღნიშნული სიტყვები აშკარად ფიქსირდება წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში, რაც ადასტურებს დაზარალებულისათვის ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.

დაცვის მხარე ასევე არასწორი ინტერპრეტაციით გადმოსცემს დ-----------–---------- სიტყვებს „საცოდავი სახე გაქვს, თორემ გასალახი ხარ და გაგლახავდიო“. დამცველის განმარტებით დ-----------–--------- ამ სიტყვებს იყენებს იმის გამო, რომ ბ-----------------–---–-- მოატყუა ისინი და ცემის მუქარა არ უკავშირდება თანხის გამოძალვას. მოცემულ შემთხვევაში არსებითია სწორედ ის გარემოება, თუ რაში შეიძლება გამოიხატოს ბ-----------------–---–-- მხრიდან ტყულის თქმა. თუ ეს უკანასკნელი არ მიიტანს მსჯავრდებულების მიერ მოთხოვნილ 2000 აშშ დოლარს, სწორედ ეს ჩაეთვლება მას ე-–----------–----- და დ-----------–---------- მოტყუებაში და ამის გამო იქნება საცემი. ხოლო ის გარემოება, რომ მიუხედავად მისი შეფასებისა, დ-----------–--------- იმ მომენტში ხელს არ აკარებს ბ-----------------–---–-, სრულად ჯდება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის დეფინიციაში, ვინაიდან ამ შემთხვევაში მუქარის საფუძველზე ხდება ნივთის ან ქონებრივი უფლების მოთხოვნა, ხოლო მუქარა არის არა იმწუთიერი, არამედ მომართულია მომავლისკენ.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა სატელეფონო საუბრების ამსახველი არაერთი აუდიოჩანაწერიც, სადაც ე-–----------–---- აშკარად იმუქრება, რომ ყველას ყელს გამოჭრის, ვინც მას მომატყუებს, სადაც არ უნდა დაემალოს ბ-----------------–---–-, იპოვის, ყველა ქვეყანაში მიაგნებს, და რაც დაპირდა იმას გაუკეთებს, მისი ძმები სახეზე შრამს დაასვავენ და ამის პირობას იძლევა. მსჯავრდებულები თითოეული საუბრისას აპელირებენ, რომ ბ-----------------–---–-- დროულად მიიტანოს ფული, ასევე ერთმანეთში საუბრობენ დაზარალებულისათვის ავტომანქანის ჩამორთმევაზეც. დაზარალებულის მიმართ მუქარის განხორციელების შესახებ ე-–----------–---- ესაუბრება ი--------------–---საც. რაც შეეხება დ-----------–---------- მიერ თ-----------------ათვის ბ-----------------–---–-- ცემის დავალებას, მოცემულ შმეთხვევაში პალატა ვერ გაითვალისწინებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ დ-----------–---------მ ეს გაბრაზებულ გულზე თქვა და მალევე გადაიფიქრა. ამ საკითხზე საუბარი შედგა არა მხოლოდ დ-----------–----------ა და თ----------------- შორის, არამედ ორივე მათგანი ცალკ-ცალკე ესაუბრა გ-----------------–-–---–-აც და განიხილეს ბ-----------------–---–-- ცემის საკითხი.

დაზარალებულ ბ-----------------–---–-- ჩვენება მისი მხრიდან ფინანსური ვალდებულების არსებობისთან დაკავშირებით, სრულ თანხვედრაშია მოწმეების - ი--------–-–---–---------------–-–---–-- და ზ-------------–---–-- ჩვენებებთან, რომლებიც ბ-----------------–---–-- ჩვენების იდენტურად აღწერენ მათ შორის არსებული ურთიერთობის დეტალებს და იმ გარემოებას, თუ ვინ იყო ი--------------------–-–---–---- მიმართ არსებული დავალიანების გადახდაზე ვალდებული პირი. ასევე მოწმეებმა ი--------–-–---–-- და დ---------–-–---–-- სასამართლოში განმარტეს, რომ მათ არც მსჯავრდებულების და არც სხვა პირებისთვის თანხის აღებაში დახმარება არ უთხოვიათ, კერძოდ:

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი--------–-–---–-- განაცხადა, რომ დ-----------–---------- და ე-–----------–---- არ იცნობს. ბ-----------------–---–- გაიცნო მისი დის თანამშრომლის ოჯახში, რომელმაც ასწავლა ხელობა და თანამშრომლობდა მასთან. ზ-------------–---–-- დაკვეთით მის ძმასთან და ბ-----------------–---–---- ერთად ქ------–--–-------------------- სკოლაში ჩაატარეს სარემონტო სამუშაოები, რომლის სანაცვლოდ მას და მის ძმას უნდა აეღოთ 1700 ლარი, თუმცა თანხა არ აუღიათ. შემდეგ ქ------–--–------------–---–-- ქუჩაზე ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში ჩაატარეს სარემონტო სამუშაოები. ამ შემთხვევაში მათ ერთჯერადად დაერიცხათ 2000 ლარი, რომელიც განაწილდა მუშებზე. ასევე, ორჯერ დაერიცხათ 300-300 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა არ ჩარიცხულა. საერთო ჯამში ორივე ობიექტზე მას და მის ძმას უნდა აეღოთ 4000 ლარამდე თანხა. მას არავისთვის არ უთხოვია თანხის აღებაში დახმარება და არც ვალი გადაუბარებია ვინმესთვის, მის გარეშე მისი თანხის აღების უფლება არავის ჰქონდა. შესაბამისად, მისთვის არ არის ცნობილი იმის თაობაზე, თუ საიდან ჩაერთნენ აღნიშნული თანხის მოთხოვნაში ე-–----------–---- და დ-----------–---------. თ--------–- ყოფნისას მას საქართველოში თანხის აღებასთან დაკავშირებით ზარი არ განუხორციელებია, ვერც მისი ძმა განახორციელებდა ზარს, რადგან აღნიშნული თანხა მოწმეს ეკუთვნოდა. შესაბამისად, თანხის მოთხოვნის უფლებაც მხოლოდ მას ჰქონდა. ი--------–-–---–-- დაადასტურა, რომ თ--------–- მუშაობისას მათთან ერთად იყვნენ ა------------------------–---- მოქალაქეები, რომლებთანაც თანხასთან დაკავშირებით საუბარი არ ჰქონია იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ფლობს ვერც რუსულ და ვერც აზერბაიჯანულ ენას.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე დ---------–-–---–-- ბ-----------------–---–---- ერთად სამუშაოების შესრულების და კუთვნილი ანაზღაურებიდან მხოლოდ მცირეოდენი თანხის მიღების შესახებ. ასევე, მან დამატებით განმარტა, რომ იმყოფებოდა მეგობრებთან შ--–-------–-–---–---- და თ-----------------თან ერთად, როდესაც დაუკავშირდა ბ-----------------–---–-, რომელსაც სთხოვა 100 ლარის ჩარიცხვა, მაგრამ ბ-----------------–---–-- უთხრა, რომ თანხა ჰქონდა, თუმცა არ ჩაურიცხავდა. შ--–-------–-–---–--- და თ-----------------თვის თანხის აღებაში დახმარება არ უთხოვია. თ----------------მ თავად უთხრა, რომ დაელაპარაკებოდა მათ საერთო ნაცნობს და დაეხმარებოდა თანხის აღებაში. თ--------–- ყოფნის დროს იგი აზერბაიჯანელ ბიჭებს ესაუბრა იმის შესახებ, რომ იმუშავეს და თანხა არ გადაუხადეს, თუმცა ე-–----------–------- და დ-----------–----------თან დახმარების სათხოვნელად მას არავინ გაუგზავნია.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ-------------–---–-- განაცხადა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა შპს „გ----------------- დირექტორის თანამდებობაზე. სწორედ იმ პერიოდში მისმა კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში, რის საფუძველზეც ქ------–--–-------------------- მდებარე სკოლაში უნდა ჩაეტარებინა სარემონტო სამუშაოები. ვინაიდან არ ყოფნიდა მუშახელი, ბ-----------------–---–- სთხოვა დახმარება, რომელმაც დააკავშირა ი--------------------–-–---–------- მოწმე მათ შეუთანხმდა, რომ შეასრულებდნენ სარემონტო სამუშაოებს, რის სანაცვლოდაც გადაუხდიდა შესაბამის თანხას. შეთანხმებისამებრ თანხის ნაწილი გადაუხადა, თუმცა მეორე ნაწილის გადახდაზე უთხრა უარი, ვინაიდან მათ მიერ შესრულებული სამუშაო არ იყო სრულყოფილი, უხარისხოდ იყო გაკეთებული, რის გამოც სკოლის დირექციამ და სატედენდერო კომისიამ არ ჩაიბარა მათ მიერ შესრულებული ნამუშევარი და თავიდან მოუწია გაკეთება. ი--------------------–-–---–--- სთხოვდნენ შესრულებული სამუშაოს საფასურს, თუმცა განუმარტა, რომ სამუშაოს უხარისხოდ შესრულების გამო არ აძლევდა თანხას. მას შემდეგ ისინი მას აღარ შეხმიანებიან და არც შეუწუხებიათ, ვინაიდან იცოდნენ, რომ თანხა არ ეკუთვნოდათ და ვერ აიღებდნენ. მოწმის განმარტებით, ბ-----------------–---–- ი--------------------–-–---–------ და მის შეთანხმებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და მათთვის არც თანხის გადახდაზე იყო ვალდებული, ვინაიდან აღნიშნულ თანხებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თვითონ იყო.

რაც შეეხება მოწმე თ----------------- მიერ სასამართლოსათვის მოწოდებულ ინფრმაციას, მან განაცხადა, რომ დ-----------–--------- არის ბიძამისის მეზობელი, ხოლო ე-–----------–---- გაიცნო დ-----------–----------გან. ასევე იცნობს დ---------–-–---–-- ხოლო მის ძმას - ი----- არ იცნობს. იგი დ-----------–----------თან და ე-–----------–------- ერთად მისული იყო ბ-----------------–---–-- საცხოვრებელ სახლში, თუმცა რასთან დაკავშირებით მივიდნენ, არ იცის. მოგვიანებით დ-----------–---------მ დაავალა ბ-----------------–---–-- ცემა, თუმცა საუბრიდან დაახლოებით 40 წუთში პირადი შეხვედრისას განუმარტა, რომ არავინ არ უნდა ეცემათ. როგორც დ-----------–---------მ აუხსნა, ბ-----------------–---–-- მოატყუა, უთხრა, რომ თანხას გადაიხდიდა და რომ არ გადაიხადა, ამის გამო გაბრაზდა, თუმცა აღარ უნდოდა, რომ ეცემათ და სთხოვა თავი დაენებებინათ. მოწმის განმარტებით, დ-----------–----------თან და ე-–----------–------- ერთად სულ სამჯერ შეხვდა ბ-----------------–---–-. შეხვედრების დროს დ-----------–----------ა და ე-–----------–----- მხრიდან არ ყოფილა რაიმე სახის მუქარა ბ-----------------–---–-- მიმართ. ბ-----------------–---–-, დ-----------–--------- და ე-–----------–---- ყოველგვარი ძალადობის, ზეწოლის, ზემოქმედების და მუქარის გარეშე შეთანხმდნენ, რომ თანხა ნამდვილად იყო გადასახდელი. დ-----------–---------- ქართულად ნათქვამი ყველა სიტყვა ესმოდა, ჯერ ე-–----------–---- საუბრობდა, შემდეგ დ-----------–--------- და შეექმნა შთაბეჭდილება, რომ დ-----------–--------- ასრულებდა თარჯიმნის ფუნქციას. რაც შეეხება მის მიერ გამოძიების ეტაპზე მითითებულ გარემოებას, რომ ე-–----------–----ა და დ-----------–---------- შორის გამართულ საუბრებს არ ისმენდა, მოწმის განმარტებით, მას ახლა გაახსენდა მიმდინარე დიალოგის დეტალები.

პალატას აღნიშნული მოწმის ჩვენების შეფასებისას ნამდვილად რჩება გარკვეული კითხვის ნიშნები. სააპელაციო პალატა დაეთანხმება დაცვის მხარის აპელირებას, რომ მოწმის ჩვენება არის მის მიერ სასამართლო სხდომაზე მიწოდებული ინფორმაცია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რითიც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ. თუმცა, გასათვალისწინებელია საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმადაც, „თუ პირის მიერ გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციასა და მის ჩვენებას შორის ან მოწმის ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა, მხარე უფლებამოსილია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა ჩვენების/ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე“. ვინდაიდან ბრალდების მხარე წარმოადგენს პოზიციას მოწმე თ----------------- ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აფასებს, თუ რამდენად არსებითია მის ჩვენებებს შორის გამოვლენილი უზუსტობები. რა თქმა უნდა, მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობა არ გულისხმობს მათ აბსოლუტური თანხვედრას და იდენტურობას და სააპელაციო პალატა არ ახდენს მოწმის ჩვენების დისკრედიტაციას მხოლოდ იმის გამო, რომ მას გარკვეული დეტალები გაახსენდა სასამართლო სხდომაზე. თუმცა მოცემულ შემთხვევაში თ---------------- არც გამოძიებას და არც სასამართლოს ბრალდების მხარის მიერ პირდაპირი დაკითხვისას არ აწვდის არანაირ ინფორმაციას მსჯავრდებულებსა და დაზარალებულს შორის არსებული შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით, რასაც დეტალურად იხსენებს მხოლოდ ჯვარედინი დაკითხვის ეტაპზე. აღნიშნულ შემთხვევას სააპელაციო პალატა ვერ შეაფასებს, როგორც მოწმის მიერ გარკვეული დეტალების გახსენებას მიმანიშნებელი კითხვების დასმის გამო. მას ყველა დეტალი ერთობლივად ჯვარედინი დაკითხვის დროს ახსენდება, რის გამოც აშკარაა, რომ თ----------------- სურვილი იყო დამცველის მიერ შერჩეული სტრატეგიის გათვალისწინებით, მხოლოდ მის შეკითხვებზე გაეცა პასუხი, რითაც მაქსიმალურად გამორიცხავდა მსჯავრდებულთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობას.

პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, იმ პირობებში, როდესაც მას ხელს არაფერი უშლიდა ნათლად და გარკვევით ჩამოეყალიბებინა მისთვის ცნობილი მოვლენები, მოწმე თ----------------- მიერ პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ეტაპებზე პოზიციის აშკარა ცვალებადობა ბადებს გარკვეულ ეჭვებს და ნაკლებ დამაჯერებლობას სძენს მის ჩვენებას.

ამდენად, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას, რომ თითქოსდა საქმეზე არ არის წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ თუნდაც ერთი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც მიუთითებდა ე-–----------–----- და დ-----------–---------- მიერ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობაზე. დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა აშკარად ტენდენციური და მტკიცებულებებთან შეუსაბამოა, რის გამოც გაზიარებული ვერ იქნება. ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებებს უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თვალსაზრისით შეფასების შემდეგ პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, სანდო, სარწმუნო და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულთა მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულს და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის.

დაცვის მხარე ასევე საეჭვოდ მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ სამართალდამცავების მიერ გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად და სასამართლოს წინაშე არ იქნა წარმოდგენილი ყველა ის პირი, ვინც ესწრებოდა მსჯავრდებულებსა და დაზარალებულს შორის გამართულ შეხვედრებს.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსს-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, როგორც ბრალდების მხარე, რომ მოეპოვებინა აღნიშნული მტკიცებულებები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა და ამ უფლებით სარგებლობა ნადვილად არ იწვევს მტკიცების ტვირთის დაცვის მხარეზე გადატანას. ბუნებრივია, თუკი ბრალდების მხარე სრულად გამოიკვლევდა გამოძიების ეტაპზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა აღნიშნული მოწმეების წარმოუდგენლობის პირობებშიც, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იძლევიან დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ ე-–----------–----- და დ-----------–---------მ ჩაიდინეს გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

პალატამ შეაფასა რა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების პოზიცია, რომლის თანახმადაც ისინი ბ-----------------–---–--აგან ითხოვდნენ იმ თანხის გადახდას, რომლის ვალდებულებაც თავადვე აღიარა ამ უკანასკნელმა, ხოლო მის მიმართ არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია და საუბრები მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და აშკარა წინააღმდეგობაშია საქმის არსებითი განხილვისას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ე-–----------–----- და დ-----------–---------- მიერ ჩადენილ ქმედებებს და მათ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ე-–----------–----- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ დ-----------–---------- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

4. ე-–----------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. მსჯავრდებულ ე-–-----------–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 23 ოქტომბრიდან.

6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ე-–----------–----- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

7. დ----- თ---–--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

8. მსჯავრდებულ დ-----------–---------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 23 ოქტომბრიდან.

9.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ დ-----------–---------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

10. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ა------------------------–---- მოქალაქე ე-–----------–----- პირადი ჩხრეკისას ამოღებული „----------- ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ორი ცალი „--------–--- სიმბარათით, „ასუსის“ ფირმის პლანშეტი და ხუთი ცალი სიმბარათი დალუქული ორ პაკეტად N-- ლუქით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- დ-----------–---------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული „------- ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული შპს „------------- და შპს „---------–--- სიმბარათებით, „----------- ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული შპს „---------–--- და შპს „--------–--- სიმბარათით, ერთი ცალი მეხსიერების ბარათი, წარწერით „---, დალუქული ერთ პაკეტად N-- ლუქით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- 2017 წლის 10 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე გადაუდებელი აუცილებლობის გამო განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედება „ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღების“ ჩანაწერი, ჩაწერილი DVD-R ფორმატის ერთ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად N-- ლუქით, 2017 წლის 13 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე რ------------------------- განჩინების საფუძველზე მოპოვებული სატელეფონო კომუნიკაციის ფარული ჩანაწერი, ჩაწერილი ოთხ ცალ CD-R დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად N-- ლუქით, ე-–----------–-----გან და დ-----------–----------გან აღებული ხმის ნიმუშები ჩაწერილი 2 ცალ CD-R დისკზე, დალუქული „2“ ცალ სპეციალურ პაკეტებში N------------------------- ე-–----------–----- და დ-----------–---------- სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების შერჩევის სხდომის აუდიოჩანაწერი, ჩაწერილი ერთ ცალ CD-R დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად N-- ლუქით, ე-–----------–-----გან და დ-----------–----------გან აღებული გამოსახულების ნიმუშები, ჩაწერილი 2 ცალ CD-R დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად N-- ლუქით, „---------–------ გამოთხოვილი 1 ცალი დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ე-–----------–----- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი დანა დალუქული სპეციალურ პაკეტებში N---------- დ-----------–---------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი დანა, დალუქული სპეციალურ პაკეტებში N---------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- ე-–----------–----- პირადი ჩხრეკისას ამოღებული პასორტი, დოკუმენტები და ჩანაწერები დალუქული ერთ პაკეტად N-- ლუქით, რომელიც ინახება გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

11. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

12. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი