განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.10.2019
საქმის ნომერი
330310017002179476
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3/ბ-1926-19

N330310017002179476

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ-------–-------------ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ-------–-------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №0------- გადაწყვეტილება და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალა მოსარჩელისათვის 04 თვის მიუღებელი საარსებო შემწეობის - 400 ლარის ანაზღაურება.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. ლ-------–-------------ას (პ/ნ: 0----------; ოჯახის ს/კ: 0-----------; მის: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ლ--–------------------------------------------) ოჯახი სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 2013 წლის 4 ივნისიდან სარეიტინგო ქულით - 31 790.

 

1.2.2. 2017 წლის 6 მაისს განხორციელდა ლ-------–-------------ას (პ/ნ: 0----------; ოჯახის ს/კ: 0-----------; მის: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ლ--–------------------------------------------) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება. შევსებული იქნა ოჯახის დეკლარაცია. ოჯახის წევრებად მითითებულნი იქნენ - ლ-------–-------------ა (ასაკი 61 წელი) და ი---------------ი (ასაკი 59 წელი). დეკლარაციის B3 პუნქტში ფიზიკური მდგომარეობის ამსახველ გრაფაში (1. სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი; 2. დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს; 3. ორსული (20 და მეტი კვირის); 4. მეძუძური დედა (ერთ წლამდე ბავშვით); 5. სიცოცხლისთვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას; 6. არც ერთ ზემოთ ჩამოთვლით კატეგორიას არ მიეკუთვნება) მონიშნულია მე-6 პუნქტი, რომ ლ-------–-------------ა და ი---------------ი არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას არ მიეკუთვნება.

 

ასევე დადგენილია, რომ 06.05.2017 წელს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე, 05.06.2017 წელს მინიჭებული სარეიტინგო ქულის (67 050 ერთეული) ოდენობიდან გამომდინარე, ოჯახმა ვერ მოიპოვა ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) დანიშვნის უფლება.

 

1.2.3. 2017 წლის 16 ივნისს, ლ-------–-------------ამ #6---- განცხადება-საჩივრით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელსაც დაურთო ოჯახის წევრის - ი--------------ის სამედიცინო ცნობა №IV-100/ა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 30 ივნისის #3-------- ბრძანებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ განხორციელდა ლ-------–-------------ას (ს/კ: 0-----------) ოჯახის დეკლარაციაში მონაცემების კორექტირება. კერძოდ, დეკლარაციის B3 პუნქტში, მეორე წევრზე (ი---------------ი) მე-6 გრაფის ნაცვლად მიეთითა მე-5 გრაფა.

 

2017 წლის 1 სექტემბრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ლ-------–-------------ას ოჯახს, 2017 წლის 6 მაისს შევსებულ დეკლარაციაში განხორციელებული კორექტირების თანახმად მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 55130. ამავე ამონაწერით დგინდება, რომ ოჯახს საარსებო შემწეობა 2017 წლის მონაცემებით ბოლოს ჩერიცხა 2017 წლის 1 აპრილს - 108 ლარის ოდენობით.

 

1.2.4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 25 ივლისის №0------------ წერილით ლ-------–-------------ას ეცნობა, რომ მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით გადამოწმება განხორციელდა 2017 წლის 6 მაისს და სარეიტინგო ქულა - 55130 ძალაში შევიდა 2017 წლის 14 ივლისს.

 

1.2.5 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №0------- გადაწყვეტილებით, ლ-------–-------------ას, 2017 წლის 26 სექტემბრის №9---- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილების თანახმად, განისაზღვრა ოჯახის სარეიტინგო ქულა, რამაც 2017 წლის ივნისის თვეში შეადგინა - 67050 ერთეული. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების თანახმად, სარეიტინგო ქულის აღნიშნული ოდენობა არ ითვალისწინებდა საარსებო შემწეობით სარგებლობის უფლებას. 2017 წლის 17 ივნისს, სააგენტოში შესულ ლ-------–-------------ას განცხადების საფუძველზე, 2017 წლის 23 ივნისს განხორციელდა ოჯახის დეკლარაციაში მონაცემების კორექტირება და გადაითვალა სარეიტინგო ქულა, რამაც 2017 წლის 14 ივლისს შეადგინა - 55130 ერთეული. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების თანახმად, „ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს (თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ)“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახმა საარსებო შემწობით სარგებლობის უფლება მოიპოვა 2017 წლის სექტემბრის თვიდან, რაც ერიცხება შეუფერხებლად. ამავე წერილით ლ-------–-------------ას უარი ეთქვა გასული პერიოდის თანხების ანაზღაურებაზე.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. ამავე მუხლის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი). მითითებული წესის მე-7 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არის - 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი). საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არის - 100001 (ასი ათას ერთი).

 

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-------–-------------ას (პ/ნ: 0----------) ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (ოჯახის ს/კ: 0-----------; მის: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ლ--–------------------------------------------). რამდენჯერმე გადამოწმდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომლის საფუძველზე მიენიჭა შესაბამისი სარეიტინგო ქულა. თავდაპირველად 04.06.2013 წელს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 31 790.

 

ზემოაღნიშნული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების (შემდგომში - „ოჯახი" ან „შინამეურნეობა") კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით; ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა ასევე „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომლის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს ა) ოჯახის წევრის განცხადების წარდგენის შემთხვევაში; ბ) ყალბი ან არასწორი მონაცემების მიწოდების ან/და ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის (მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული ან/და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის თაობაზე, სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდება და სხვა) შეუსრულებლობის შემთხვევაში; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია ოჯახს მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი საფუძვლით შეიძლება შეუწყდეს.

 

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 6 მაისს განხორციელდა ლ-------–-------------ას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება. შევსებული იქნა ოჯახის დეკლარაცია. ოჯახის წევრებად მითითებულნი იქნენ - ლ-------–-------------ა (ასაკი 61 წელი) და ი---------------ი (ასაკი 59 წელი). დეკლარაციის B3 პუნქტში ფიზიკური მდგომარეობის ამსახველ გრაფაში (1. სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი; 2. დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს; 3. ორსული (20 და მეტი კვირის); 4. მეძუძური დედა (ერთ წლამდე ბავშვით); 5. სიცოცხლისთვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ ამბულატორიულ მკურნალობას; 6. არც ერთ ზემოთ ჩამოთვლით კატეგორიას არ მიეკუთვნება) მონიშნული იქნა მე-6 პუნქტი, რომ ლუდიმლა სტეფანოვა და ი---------------ი არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას არ მიეკუთვნება.

 

აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე კი, 2017 წლის 5 ივნისს მინიჭებული სარეიტინგო ქულის (67 050 ერთეული) ოდენობიდან გამომდინარე, ოჯახმა ვერ მოიპოვა ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) დანიშვნის უფლება.

 

1.3.2. სასამართლომ მიუთითა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, ოჯახს უგრძელდება (აღუდგება) ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა აღუდგება შეჩერების თვიდან.

 

თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 30 ივნისის #3-------- ბრძანებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ განხორციელდა ლ-------–-------------ას (ს/კ: 0-----------) ოჯახის დეკლარაციაში მონაცემების კორექტირება. კერძოდ, დეკლარაციის B3 პუნქტში, მეორე წევრზე (ი---------------ი) მე-6 გრაფის ნაცვლად მიეთითა მე-5 გრაფა. ამასთან, 2017 წლის 1 სექტემბრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ლ-------–-------------ას ოჯახს, 2017 წლის 6 მაისს შევსებულ დეკლარაციაში განხორციელებული კორექტირების თანახმად მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 55130, ხოლო ოჯახმა საარსებო შემწობით სარგებლობის უფლება მოიპოვა 2017 წლის სექტემბრის თვიდან, რაც ერიცხება შეუფერხებლად.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №0------- გადაწყვეტილებით ლ-------–-------------ას უარი ეთქვა გასული პერიოდის თანხების ანაზღაურებაზე.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „ოჯახის დეკლარაციებში“ ფაქტობრივი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ასახვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით, რამაც მათი ბათილად ცნობა გამოიწვია არ იყო განპირობებული ლ-------–-------------ას ან მისი ოჯახის წევრის მხრიდან განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებით. მოცემულ შემთხვევაში, „ოჯახის დეკლარაციის“ შევსების გამართულობაზე პასუხისმგებელი იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირი. შესაბამისად, მოსარჩელე - ლ-------–-------------ას დეკლარაციაში მონაცემების კორექტირების შემდგომ და მისთვის შესაბამის ბაზაში დასარეგისტრირებლად საკამარისი სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტების მიხედვით ვალდებული იყო მოსარჩელის ოჯახისათვის აღედგინა საარსებო შემწეობის გაცემა შეჩერების - მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის მაისის თვიდან, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან არ განხორციელებულა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №0------- გადაწყვეტილება უკანონოა და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

 

1.3.3. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ასევე, რომ მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს 2017 წლის მაისიდან 2017 წლის სექტემბრამდე მიუღებელი შემწეობის - 400 ლარის ანაზღაურება.

 

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 1 სექტემბრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ლ-------–-------------ას ოჯახს, საარსებო შემწეობა 2017 წლის მონაცემებით ბოლოს ჩაერიცხა 2017 წლის 1 აპრილს - 108 ლარის ოდენობით. ამასთან დადგენილია, რომ ოჯახს საარსებო შემწობით სარგებლობის უფლება აღუდგა 2017 წლის სექტემბრის თვიდან. შესაბამისად, მოსარჩელის ოჯახს საარსებო შემწეობა არ დარიცხვია 01.04.2017 წლის 1 აპრილიდან დარიცხვის შემდგომ 01.09.2017 წლის 1 სექტემბრამდე.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №0------- გადაწყვეტილებით ლ-------–-------------ას უარი ეთქვა გასული პერიოდის თანხების ანაზღაურებაზე.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის ნომერი: 2/3/630), სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას.

 

სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, მითითებული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლომ მიუთითა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია - განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა - 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია - 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა - 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია - 60001 ქულაზე - განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; დ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა - 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია - 65001 ქულაზე – განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც - 100001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კორექტირების შემდგომ სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 55130 ერთეულით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს მოსარჩელისათვის 2017 წლის მაისის, ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეების - 4 თვის მიუღებელი საარსებო შემწეობის - 400 ლარის (4X100ლარი=400 ლარი; 1 თვის საარსებო შემწეობა - 100 ლარი; თითოეულ ოჯახის წევრზე - 50 ლარის ოდენობით) ანაზღაურება.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება კანონს, სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. აპელანტი მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, ასევე „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებაზე და განმარტავს, რომ თითოეული ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭება წარმოადგენს კომპლექსური ხასიათის პროცედურას, დამოკიდებულია სხვადასხვა ცვლადებზე, რომლებიც ასახულია დეკლარაციაში. 2017 წლის 05 ივნისს ლ-------–-------------ას ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 67050 და ვერ მოიპოვა ფულადი დახმარების მიღების უფლება, ხოლო 2017 წლის 16 ივნისს წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტის შეფასების შემდეგ დაკორექტირდა სარეიტინგო ქულა და 2017 წლის 14 ივლისს მიენიჭა 55130, ოჯახმა მოიპოვა დახმარების მიღების უფლება ორ წევრზე 100 ლარის ოდენობით. დეკლარაციაში მონაცემები ასახულია სრულად და შეესაბამება სიმართლეს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. ამავე მუხლის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ლ-------–-------------ას (პ/ნ: 0----------) ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (ოჯახის ს/კ: 0-----------; მის: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ლ--–------------------------------------------). დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 6 მაისს განხორციელდა ლ-------–-------------ას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება. შევსებული იქნა ოჯახის დეკლარაცია. ოჯახის წევრებად მითითებულნი იქნენ - ლ-------–-------------ა (ასაკი 61 წელი) და ი---------------ი (ასაკი 59 წელი). დეკლარაციის B3 პუნქტში ფიზიკური მდგომარეობის ამსახველ გრაფაში (1. სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი; 2. დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს; 3. ორსული (20 და მეტი კვირის); 4. მეძუძური დედა (ერთ წლამდე ბავშვით); 5. სიცოცხლისთვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ ამბულატორიულ მკურნალობას; 6. არც ერთ ზემოთ ჩამოთვლით კატეგორიას არ მიეკუთვნება) მონიშნული იქნა მე-6 პუნქტი, რომ ლუდიმლა სტეფანოვა და ი---------------ი არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას არ მიეკუთვნება. აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე კი, 2017 წლის 5 ივნისს მინიჭებული სარეიტინგო ქულის (67 050 ერთეული) ოდენობიდან გამომდინარე, ოჯახმა ვერ მოიპოვა ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) დანიშვნის უფლება.

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, ოჯახს უგრძელდება (აღუდგება) ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა აღუდგება შეჩერების თვიდან.

 

თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 30 ივნისის #3-------- ბრძანებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ განხორციელდა ლ-------–-------------ას (ს/კ: 0-----------) ოჯახის დეკლარაციაში მონაცემების კორექტირება. კერძოდ, დეკლარაციის B3 პუნქტში, მეორე წევრზე (ი---------------ი) მე-6 გრაფის ნაცვლად მიეთითა მე-5 გრაფა.

 

ამასთან, 2017 წლის 1 სექტემბრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ლ-------–-------------ას ოჯახს, 2017 წლის 6 მაისს შევსებულ დეკლარაციაში განხორციელებული კორექტირების თანახმად მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 55130, ხოლო ოჯახმა საარსებო შემწობით სარგებლობის უფლება მოიპოვა 2017 წლის სექტემბრის თვიდან, რაც ერიცხება შეუფერხებლად. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №0------- გადაწყვეტილებით ლ-------–-------------ას უარი ეთქვა გასული პერიოდის თანხების ანაზღაურებაზე.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ „ოჯახის დეკლარაციებში“ ფაქტობრივი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ასახვა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით, რამაც მათი ბათილად ცნობა გამოიწვია არ იყო განპირობებული ლ-------–-------------ას ან მისი ოჯახის წევრის მხრიდან განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებით. მოცემულ შემთხვევაში, „ოჯახის დეკლარაციის“ შევსების გამართულობაზე პასუხისმგებელი იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირი. შესაბამისად, მოსარჩელე - ლ-------–-------------ას დეკლარაციაში მონაცემების კორექტირების შემდგომ და მისთვის შესაბამის ბაზაში დასარეგისტრირებლად საკამარისი სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტების მიხედვით ვალდებული იყო მოსარჩელის ოჯახისათვის აღედგინა საარსებო შემწეობის გაცემა შეჩერების - მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის მაისის თვიდან, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან არ განხორციელებულა.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ გასაჩივრებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №0------- გადაწყვეტილება უკანონოა და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

 

3.2.2. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 1 სექტემბრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ლ-------–-------------ას ოჯახს, საარსებო შემწეობა 2017 წლის მონაცემებით ბოლოს ჩაერიცხა 2017 წლის 1 აპრილს - 108 ლარის ოდენობით. ამასთან დადგენილია, რომ ოჯახს საარსებო შემწობით სარგებლობის უფლება აღუდგა 2017 წლის სექტემბრის თვიდან. შესაბამისად, მოსარჩელის ოჯახს საარსებო შემწეობა არ დარიცხვია 01.04.2017 წლის 1 აპრილიდან დარიცხვის შემდგომ 01.09.2017 წლის 1 სექტემბრამდე.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 ოქტომბრის №0------- გადაწყვეტილებით ლ-------–-------------ას უარი ეთქვა გასული პერიოდის თანხების ანაზღაურებაზე.

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის ნომერი: 2/3/630), სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას.

 

სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, მითითებული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია - განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა - 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია - 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა - 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია - 60001 ქულაზე - განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; დ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა - 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია - 65001 ქულაზე – განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც - 100001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კორექტირების შემდგომ სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 55130 ერთეულით, პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს მოსარჩელისათვის 2017 წლის მაისის, ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეების - 4 თვის მიუღებელი საარსებო შემწეობის - 400 ლარის (4X100ლარი=400 ლარი; 1 თვის საარსებო შემწეობა - 100 ლარი; თითოეულ ოჯახის წევრზე - 50 ლარის ოდენობით) ანაზღაურება.

 

ამდენად, სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი